ძებნის რეზულტატი:

საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მინისტრების მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო თურქეთის დელეგაციას თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და  მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას, რაც მიმდინარე წელს საიუბილეო თარიღით – დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილით აღინიშნება. „დეტალურად იქნა განხილული სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ასევე, დიდი ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით. თურქეთის მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საბაჟო საკითხთა სფეროში ორ ქვეყანას შორის აქტიური ურთიერთქმედების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე, ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე. აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აქტიური თანამშრომლობისათვის და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა. სურვილი გამოითქვა პოლიტიკური კონსულტაციების მომავალში გაგრძელების თაობაზე“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბელორუსი უკრაინისა და პოლონეთის საზღვრებთან სამხედრო წვრთნებს ატარებს

ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი სამხედროები 14 სექტემბრამდე, უკრაინისა და პოლონეთის მოსაზღვრე რეგიონებში, ასევე, მინსკისა და ვიცებსკის რეგიონებში წვრთნებს ჩაატარებენ. ბელორუსის მხარის ინფორმაციაში აღნიშნულია, წვრთნები ერთი კვირა გაგრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოლექსი გრომოვმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები მზად არიან მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის 8-დან 14 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე წვრთნების დროს.  

ვიეტნამში, კარაოკე ბარში ხანძრის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამში, ქალაქ ჰო ჩი მინთან კარაოკე ბარში გაჩენილ ხანძარს 32 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის გაჩენის დროს, ბარში 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობიდან თავის დასაღწევად ოთხი ადამიანი მეორე და მესამე სართულებიდან გადახტნენ და მძიმე ფიზიკური დაზიანებებით კლინიკაში არიან გადაყვანილი. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. დაწყებულია გამოძიება.  

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კანდიდატები, რომლებიც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებენ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა. მისი თქმით, „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო ფონდის დირექტორის პოზიციაზე გიორგი პაპავას კანდიდატურაა წარდგენილი. „პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან ჯღარკავას, რომელიც წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციას თბილისის მთავრობაში და მისი ხელმძღვანელობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. ლევანი იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, შემდეგ გადაინაცვლა მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე და ბოლოს იკავებდა „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის თანამდებობას. ლევანი არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს საჯარო მოხელე, რომელიც პროფესიონალურად, კეთილსინდისიერად ემსახურება ქვეყანას და საკუთარ საქმეს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას უკვე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და დარწმუნებული ვარ, იქაც წარმატებული იქნება და ემსახურება ქვეყანას. „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის პოზიციაზე გიორგი პაპავას კანდიდატურას წარვადგენთ, რომელიც დღემდე შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. გიორგი არის პროფესიით იურისტი, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქვს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში წამყვან პოზიციებზე მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება. 2017 წლიდან არის თბილისის მთავრობის წევრი და კეთილსინდისიერად ემსახურება დედაქალაქს. ის არის საქმის პროფესიონალი“, - აღნიშნა მერმა. ამასთან, კახა კალაძის თქმით, შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ქეთევან შუბითიძის კანდიდატურა. მისივე განმარტებით, შუბითიძეს საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების სპეციალობით, 2011 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში შესყიდვების მიმართულებით და გააჩნია საკმაოდ კარგი გამოცდილება. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის ვაკანტურ თანამდებობას კი ლაშა მაჭავარიანი დაიკავებს, რომელიც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებდა. მერის თქმით, მაჭავარიანის ხელმძღვანელობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. „ლაშას განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და უცხოეთში ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის მსოფლიო ბანკში, ასევე სახელმწიფო უწყებებში წამყვან პოზიციებზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ. რაც შეეხება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციას, მერმა გიორგი მარგებაძის კანდიდატურა წარადგინა. მისი თქმით, მარგებაძე დღემდე სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობს და კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სააგენტოს გამართული მუშაობა მუნიციპალიტეტისთვის, თითოეული თბილისელისთვის. „მას განათლება მიღებული აქვს ინფორმატიკის სისტემების მიმართულებით, ასევე, არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების მაგისტრი. წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, აქვს საკმაოდ მდიდარი სამუშაო გამოცდილება“, - აღნიშნა კალაძემ. მერმა წარდგენილ კანდიდატებს ახალ პოზიციებზე წარმატება უსურვა, რადგან, მისი თქმით, მათი წარმატებული საქმიანობა დედაქალაქის განვითარებასა და კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება.  

ფილიპ რიკერი საქართველოს ეწვევა

ფილიპ რიკერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა.  8-10 სექტემბერს, ჯერ სომხეთში ვიზიტის დროს, ელჩი რიკერი შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს, რათა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ძალისხმევისადმი აშშ-ის მხარდაჭერა განიხილოს. სომხური მედიის ინფორმაციით, ფილიპ რიკერი რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ერევანში იმყოფება და ასევე ეწვევა აზერბაიჯანსა და საქართველოს. 25 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ ენტონი ბლინკენმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა. ასევე ნახეთ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ფილიპ რიკერთან  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

 უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 51 250 ჯარისკაცია ლიკვიდირებული. უკრაინის ოპერატიული სარდლობა: ჩვენმა ავიაციამ 13 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ჯარების ლოგისტიკურ და საკონტროლო ობიექტებს „უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 159 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 239 საბრძოლო თვითმფრინავი, 210 ვერტმფრენი, 884 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 3344 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 110 ერთეული სპეცტექნიკა და 214 ფრთოსანი რაკეტა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. ISW: უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში სავარაუდოდ, 400კმ² ტერიტორია დაიბრუნეს „ჩვენმა ავიაციამ 13 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ჯარების ლოგისტიკურ და საკონტროლო ობიექტებს. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა შეასრულეს 370-ზე მეტი საცეცხლე ამოცანა, რის შედეგადაც განადგურდა 108 ოკუპანტი, 5 ტანკი და 3 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა“, - აცხადებენ ოპერატიულ სარდლობაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სახელმწიფო დეპარტამენტი: ფილიპ რიკერი გაემგზავრება სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, რათა პარტნიორების დახმარების გზები განსაზღვროს

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის, ფილიპ რიკერის რეგიონულ ტურნეზე ისაუბრა. „ფილიპ რიკერი გაემგზავრება სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში და სამივე ქვეყანაში შეხვდება მაღალი თანამდებობის პირებს, რათა განიხილოს ძირითადი რეგიონული საკითხები, ასევე განსაზღვროს პარტნიორების დახმარების გზები და უშუალოდ, კონსტრუქციულად ჩაერთოს გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად“, - აღნიშნა ვედანტ პატელმა. ფილიპ რიკერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. 25 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ ენტონი ბლინკენმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა. ასევე ნახეთ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ფილიპ რიკერთან  

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სადახლოს" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1998 წელს დაბადებული ა.ხ. და 1996 წელს დაბადებული დ.მ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებულებს ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედებათ. დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ შემოიტანეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქსტატი: საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მეორე კვარტალში $351.8 მილიონი შეადგინა

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მეორე კვარტალში 351.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მეორე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2022 წლის მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 2.3-ჯერ გაიზარდა და 90.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტიციის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 68.3 პროცენტით განისაზღვრა. "2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 64.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 18.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები – 44.8 მლნ. აშშ დოლარით (12.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე იაპონია – 41.8 მლნ. აშშ დოლარით (11.9 პროცენტი). 2022 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 76.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.8 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი – 75.6 მლნ. აშშ დოლარით (21.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება საფინანსო სექტორი 47.6 მლნ. აშშ დოლარით (13.5 პროცენტი)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

CNN: როგორ ნადირობს რუსეთის უშიშროების სამსახური ახალგაზრდა აქტივისტებზე, რათა ისინი ჯაშუშებად აქციოს

როგორ ნადირობს რუსეთის უშიშროების სამსახური ახალგაზრდა აქტივისტებზე, რათა ისინი ინფორმატორებად აქციოს, ამ თემაზე CNN-მა სტატია მოამზადა და წერს მიხაილ სოკოლოვზე, რომელიც გამოცემის ცნობით, ახლა ამსტერდამში იმყოფება და თავშესაფარს ითხოვს. მიხაილ სოკოლოვი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მოსკოვისთვის მუშაობდა და საკუთარ კოლეგებს უთვალთვალებდა. სტუდენტობიდან ჯაშუშობამდე სოკოლოვი იხსენებს, როგორ აარიდა თავი სამხედრო სავალდებულო სამსახურს. „დამიბარეს შეხვედრაზე, სადაც FSB-ს ოფიცერი დამხვდა. ოფიცერმა მითხრა, რომ არჩევანის საშუალებას მომცემდნენ: უნდა დავთანხმებულიყავი თანამშრომლობაზე ან ციხეში წავსულიყავი ორი წლით“. სოკოლოვი ამბობს, რომ მას ეშინოდა ციხის, სადაც ძალადობის შესახებ ბრალდებები ხშირია და გადაწყვიტა, რომ FSB-ს წინადადებაზე დათანხმება იყო მისთვის ერთადერთი გამოსავალი. სოკოლოვი ამბობს, რომ ის FSB-ის თანამშრომლებმა გაგზავნეს საქართველში, რათა შეეღწია მზარდ რუსულ დიასპორაში, რომლის წარმომადგენლებმაც რუსეთში რეპრესიებს აარიდეს თავი. „მათ ეგონათ, რომ ქართული უშიშროების სამსახური ამერიკული CIA-ს ხელმძღვანელობით იბირებს რუსული ოპოზიციის წევრებს“, - ამბობს სოკოლოვი და აღნიშნავს, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება კვლავ ვერ დაინახა. CNN კიდევ ერთ აგენტზე წერს. მისი ინფორმაციით, ვსევოლდ ოსიპოვი სულ რაღაც 19 წლის იყო, როდესაც ჯაშუშობას დათანხმდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის მაისში, ნავალნის დაპატიმრების წინააღმდეგ გამართულ აქციასთან დაკავშირებით დააკავეს. „სხვადასხვა დავალება მქონდა. მიწევდა კონკრეტულ ადამიანებთან შეხვედრა, გაცნობა. მაგალითად,მათ შორის იოყ რუსი ოპოზიციონერი იაროსლავ კონვეი და საქართველოში ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ მთავარი კოორდინატორი ანტონ მიხალჩუკი“, - ამბობს ოსიპოვი.

კახა კალაძე: თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა დაინერგება

თბილისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ცენტრალური მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით, იწყებს ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას, რაც დედაქალაქის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა გზებზე უსაფრთხოების გაზრდის, საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით იქნება მნიშვნელოვანი. „სისტემა მოიცავს მონაცემთა პლატფორმას, საგზაო სენსორებსა და ნაკადების მართვის ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს თბილისში რეალურ დროში ვმართოთ საგზაო მოძრაობა და პარკირება. ის ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საგანგებო სიტუაციების ეკიპაჟების გადაადგილებას. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა დაგვეხმარება გზებზე უსაფრთხოების გაზრდაში, საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ქუჩის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თანამედროვე სტანდარტების მქონე საფეხმავლო სივრცეების, ველობილიკებისა და საავტობუსო დერეფნების მოწყობის გზით. „პროექტის ფარგლებში მოხდება, როგორც თანამედროვე აღჭურვილობის, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა და დანერგვა. პროექტის ჯამური ღირებულება 47 მლნ. ევროს შეადგენს და ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში, საერთაშორისო კონსულტანტის და დარგის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.  

შიდა ქართლში, 50 წლამდე კაცმა არასრულწლოვნის გაუპატიურება სცადა

შიდა ქართლში სექსუალური დანაშაული მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 40 წელს გადაცილებულმა კაცმა არასრულწლოვნის, 13 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა. ამასთან, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მომხდარ ფაქატთან დაკავშირებით, მოზარდის დედამ აცნობა, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.   

Apple-მა iPhone 14 წარადგინა

კომპანია Apple-მა iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარადგინა. ახალ iPhone 14-ს 6.1 დიუმიანი ეკრანი აქვს. iPhone 14 Plus-ს - 6.7-იანი. iPhone-ების ახალი სერია უფრო ხანგრძლივი მუშაობის ელემენტით და კერამიკული დამცავი შუშით გამოირჩევა.  

აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის, დამატებით $675 მილიონიანი სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. ოსტინი გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე, თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გამოვიდა სიტყვით. მისი თქმით,საკონტაქტო ჯგუფის მორი შეკრებაზე განიხილება, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყნებს, ერთად იმუშაონ უკრაინული ძალების მომზადებისა და თავდაცვის გაუმჯობესების მიზნით.  WP: პენტაგონი უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს „ამ საკონტაქტო ჯგუფს სჭირდება პოზიციონირება უკრაინის მამაცი დამცველების გრძელვადიან პერსპექტივაში დასახმარებლად“, - განაცხადა ოსტინმა, რაც მისივე შეფასებით, ნიშნავს შესაძლებლობების მუდმივ და განსაზღვრულ ნაკადს. შეერთებული შტატების უახლესი დახმარების პაკეტი უფრო მეტ საბრძოლო მასალას, Humvee-ს ((მაღალი გამავლობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა) და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მოიცავს. ვაშინგტონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას, 24 თებერვალს რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება უკვე გამოუყო. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

არქეოლოგებმა 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრი ავრცელებს. "ოროზმანი 1.8 მლნ წლით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლია საქართველოში. ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები. 2022 წლის არქეოლოგიური კამპანიის დროს ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი, მეოთხე პრემოლარი აღმოაჩინა. ოროზმანის აღმოჩენა მსოფლიო მნიშვნელობისაა და აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან ერთად, მსოფლიოში უძველესი ადამიანის ანუ ადრეული (Homo)-ს უძველესი გავრცელების კერას წარმოადგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ტრანსადრეატიკული მილსადენის გაფართოების შემთხვევაში, იტალია შესაძლოა, სატრანზიტო ენერგეტიკული ჰაბი გახდეს

აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის დამატებითი ნაკადების მიწოდების გამო, შესაძლოა, იტალია სატრანზიტო ენერგეტიკული ჰაბი გახდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ (EPC) მკვლევარმა მარკო ჯულიმ განუცხადა. TAP-ის მმართველმა დირექტორმა ტრანსადრიატიკის მილსადენიის გაფართოების ვადები დაასახელა მისი თქმით, ტრანსადრეატიკული მილსადენის (TAP) როლი, ენერგოკრიზისის დაძლევის შემთხვევაში მნიშვნელოვანია. „დღეს მილსადენის სიმძლავრე მაქსიმუმზეა. თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს პროექტი ევროკავშირისა და აზერბაიჯანის შეთანხმების საფუძველზე კიდევ უფრო გაფართოვდეს. აზერბაიჯანმა შესაძლოა, TAP-ი დასავლეთ ევროპაში გაზის დამატებითი ნაკადების მიწოდებისთვის გამოიყენოს. ეს იტალიას ტრანზიტულ ქვეყნად აქცევს“, - აცხადებს მკვლევარი. მარკო ჯულის განცხადებით, იტალიის ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ TAP -ით „სუფთა წყალბადის“ ტრანზიტი განხორციელდეს, თუმცა მკვლევარო ფიქრობს, რომ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა. შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინის ქალაქები, იზიუმი და ბალაკლეა მუდმივი ცეცხლის ქვეშ არიან

"უკრაინის ქალაქები: იზიუმი და ბალაკლეა მუდმივი ცეცხლის ქვეშ არიან", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. უკრაინის ოპერატიული სარდლობა: ჩვენმა ავიაციამ 13 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ჯარების ლოგისტიკურ და საკონტროლო ობიექტებს "უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეაზე წარმატებული კონტრშეტევა დაიწყეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ISW: უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში სავარაუდოდ, 400კმ² ტერიტორია დაიბრუნეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (შუა დერეფანი) ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მედია წერს, რომ შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა იზრდება.  ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2022 წლის 8 თვეში ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე 1,3 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 2,5-ჯერ მეტია.  მედია წერს, რომ ამ დროისთვის არსებული ტექნიკური მონაცემების საფუძველზე შუა დერეფანს 6 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეუძლია.   

ლოიდ ოსტინი: ახლა ჩვენ ვხედავთ ჩვენი საერთო ძალისხმევის აშკარა წარმატებას ბრძოლის ველზე

გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე, უკრაინის სხვადასხვა მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლოიდ ოსტინის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. გთავაზობთ რამდენიმე ციტატას ლოიდ ოსტინის გამოსვლიდან. ახლა ჩვენ ვხედავთ ჩვენი საერთო ძალისხმევის აშკარა წარმატებას ბრძოლის ველზე. ყოველდღე ვხედავთ მოკავშირეებისა და პარტნიორების მონდომებას, დაეხმარონ უკრაინას, რუსეთის მიერ წარმოებული უკანონო, იმპერიული და გაუმართლებელი დამპყრობლური ომის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ უარს ვამბობთ ისეთ სამყაროში ცხოვრებაზე, სადაც დიდი სახელმწიფოები ძალის გამოყენებით არღვევენ საზღვრებს. უკრაინის თავდაცვის ფუნდამენტური უფლებისადმი ჩვენი მხარდაჭერა, განსხვავებული მოსაზრებების გამო არ დაირღვევა ამ ომის სახე იცვლება, ისე როგორც ამ საკონტაქტო ჯგუფის მისია ამ ფორმატში ეს უკვე მეხუთე შეხვედრაა. პირველი შეხვედრა 26 აპრილს გაიმართა და მას 43 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა. აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა  

რამშტაინის ბაზაზე, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრიც ესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ესწრება. გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე მიმდინარე შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობენ. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები, ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილება. საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც ქართული მხარე უკვე მეორედ ესწრება, წარმოდგენილი იქნება უკრაინაში არსებული სიტუაცია და განვითარებული მოვლენები. NATO-ს წევრი და არაწევრი ქვეყნები გამოხატავენ იმ მხარდაჭერას, რაც შეიძლება აღმოუჩინონ უკრაინას. „რაც დრო გადის, უფრო მეტი ქვეყანა უერთდება ამ ჯგუფს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის საკითხზე მიმდინარე შეხვედრასთან დაკავშირებით. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მიწვევის საფუძველზე ესწრება. რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გამართულ შეხვედრაში 50-მდე თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობენ