ძებნის რეზულტატი:
ხარკოვის რეგიონში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 20 დასახლება გაათავისუფლეს და თავდაცვა 50 კილომეტრზე გაარღვიეს - გენერალური შტაბი
ხარკოვის მიმართულებით ფრონტის ხაზზე, შექმნილ ვითარებაზე, უკრაინულმა მხარემ პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის ოლქში უკრაინელი სამხედროების წინსვლაზე პირველად ისაუბრა უკრაინის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ოლექსი გრომოვმა განაცხადა, რომ „ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს 20-ზე მეტი დასახლება და რუსეთის ჯარის თავდაცვა 50 კილომეტრზე გაარღვიეს“. BBC: უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვთან, ქალაქი ბალაკლეა ალყაში მოაქციეს 7 სექტემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონიდან კარგი ამბები აქვთ, თუმცა, ჯერჯერობით არ დაასახელებენ იმ დასახლებულ პუნქტებს, სადაც უკრაინის დროშა ბრუნდება. ISW: უკრაინის სამხედრო ძალები ბალაკლეის რეგიონში შეტევაზე გადავიდნენ
ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს საჰაერო სივრცის უკანონო გამოყენებაზე, ცრუ და დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მედიაში, საქართველოს საჰაერო სივრცის უკანონო გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ მედია საშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოს საჰაერო ცის „უკანონო გამოყენების“ შესახებ, რომელიც დაუზუსტებელ და ცრუ ცნობებს ეყრდნობოდა. 4 სექტემბერს ირანულმა ავიაკომპანიამ “ირან ეარ კარგომ” ნამდვილად შეასრულა რეისი ერევანი - მოსკოვის მიმართულებით და საქართველოს საჰაერო სივრცეში აღნიშნულმა ხომალდმა სულ 10 წუთი დაჰყო, მაგრამ ეს “ირან ეარ კარგო” არ არის სანქცირებული და რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ასევე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით. ტენდენციური, დაუზუსტებელი და გამიზნულად ცრუ ცნობების გავრცელებით გამორჩეულ საინფორმაციო საშუალებებს დეზინფორმაციის გავრცელებისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების რეპუტაციის შელახვის ნაცვლად, შეეძლოთ ამ ცნობების გადამოწმება და თავადაც ნახავდნენ, რომ ირანული ავიაკომპანია ხშირად ასრულებს რეგულარულ ფრენებს ევროპის მიმართულებით. გავრცელებული ცნობების სიყალბეზე ისიც მეტყველებს, რომ საქართველო და სომხეთი არიან ევროკონტროლის - ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები. როგორც ამ კონკრეტულ რეისზე, ისევე როგორც სხვა რეისებზე საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ნებართვა ევროკონტროლმა გასცა. შედეგად, აღნიშნული რეისი შესრულდა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, 4 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში გაფრინდა. როგორც „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ირან ეარი“, რომელსაც ეს თვითმფრინავი ეკუთვნის, ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიაა.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბუკინგემის სასახლე: ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმები შეშფოთებულნი არიან ელისაბედ II ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქი იყო. გარდაცვალებამდე ელისაბედ მეორე ბალმორალში, სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ექიმები აცხადებდნენ, რომ დედოფლის მდგომარობა შემაშფოთებელი იყო. ამასთან, სიკვდილის წინ ელისაბედ მეორესთან იმყოფებოდნენ სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის იყო ბრინცი ჩარლზი. ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.
კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ენტონი ბლინკენის შეხვედრა შედგა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერისთვის (სხვადასხვა სფეროში და მიმართულებით) მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა. ენტონი ბლინკენი კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია „ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ აშშ ჩვენთანაა. ჩვენთვის ეს არის გარანტია, რომ ჩვენს ტერიტორიებსა და მიწებს დავიბრუნებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ბლინკენთან შეხვედრისას. ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 8 სექტემბერს კიევს მოულოდნელად ესტუმრა.
საპენსიო სააგენტო: 7 სექტემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.62 მილიარდი ლარია
2022 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.62 მილიარდი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, წმინდა ამონაგები, კი 374 მილიონ ლარს შეადგენს. „ საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 313 ათასი ადამიანია. დღეის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 2,387 პირმა ისარგებლა, მათზე გაცემული თანხა კი 5,458,570 ლარს შეადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო პაკეტებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გასაწევრიანებლად მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. საქართველოს მთავრობის ინიციატივით და ეროვნული ბანკის ჩართულობით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს და მათგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტს წარმოადგენს, პარლამენტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტთა პაკეტით მომზადებული ცვლილებები SEPA-ში გაწევრიანების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. მისივე განმარტებით, მათში მოცემულია ის სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა შესრულების ვალდებულება ერთიანი ევროგადახდის სივრცეში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას აქვს. ცვლილებების შედეგად იმ საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, საშუალება მიეცემათ, იმავე პირობებით, ტარიფებით და მარეგულირებელი ჩარჩოთი ევროში ოპერირება მოახდინონ. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს როგორც მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს და ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების შემოდინებას. 21 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის წევრებმა შეაფასეს და იმ მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებას შესაძლოა, მოჰყვეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებების უმრავლესობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაშია გათვალისწინებული. „ამ კანონების მიღებით ჩვენ დიდ ნაბიჯს ვდგამთ ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით. საკანონმდებლო პაკეტი ემსახურება საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის დაწესებულ კრიტერიუმებს. ეს საკითხი კომიტეტის მიერ ერთი წლის წინ იყო ინიცირებული და ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ჩვენს მიერ უკვე გაწეული სამუშაოებით, საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს. შესაბამისად, ეს გვაძლევს საფუძველს, რომ მიმდინარე წელს საქართველომ ერთიანი ევროგადახდის სივრცეში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთოს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის შეფასებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, SEPA-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანი პროგრესია. მისივე განცხადებით, კანონპროექტთა პაკეტში არის საკითხები, რომლებზეც კომიტეტი სამინისტროსა და ეროვნულ ბანკის წარმომადგენლებთან აქტიურად მსჯელობს. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ პაკეტის მეორე მოსმენით წარდგენამდე აუცილებელია, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდეს. ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებისთვის მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ბლინკენმა ისაუბრა გზავნილზე, რომელიც ზელენსკის კიევში გადასცა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, კიევში ვიზიტისას მან ჩაიტანა შეერთებული შტატების გზავნილი, რომ ამერიკა უკრაინის გვერდით იდგება და განაგრძობს მის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. შესაბამისი განცხადება დეპარტამენტის გვერდზე განთავსდა. ამავე განცხადებაშია მითითებული, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, რომ გამოუყოს 2,2 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი სამხედრო დაფინანსება უკრაინას და მის 18 მეზობელს, მათ შორის NATO-ს წევრებს და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის პოტენციური აგრესიის რისკის ქვეშ არიან. თავდაპირველად საერთაშორისო მედია წერდა, რომ უცნობი იყო კონკრეტულად რომელ ქვეყნებს გულისხმობდა დეპარტამენტი. მოგვიანებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ამ ქვეყნებს შორის საქართველოც იქნებოდა. „უკრაინის არაჩვეულებრივი დამცველები აგრძელებენ გაბედულად ბრძოლას თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის და პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინელ ხალხს სანამ საჭირო იქნება. მე გავუმეორე ეს გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს დღეს კიევში, რომელიც რჩება და დარჩება სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქად. ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, რომ გამოუყოს 2,2 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი სამხედრო დაფინანსება უკრაინას და მის 18 მეზობელს, მათ შორის NATO-ს წევრებს და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის პოტენციური აგრესიის რისკის ქვეშ არიან. აშშ-ის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის დაახლოებით 15,2 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს. შეერთებული შტატები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად 50-ზე მეტი ქვეყნიდან, მხარს უჭერს უკრაინის უსაფრთხოებას“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მას არ დაუსახელების ის ქვეყნები, რომლებისთვისაც ხსენებული დახმარებაა განკუთვნილი.
შიდა ქართლში მოზარდის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული დააკავეს - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლში 13 წლამდე მოზარდის გაუპატიურების მცდელობის ფაქტი გახსნილია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ნ.ბ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა. პოლიციამ ნ.ბ., ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. შიდა ქართლში, 50 წლამდე კაცმა არასრულწლოვნის გაუპატიურება სცადა
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება 18 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის
სახელმწიფო დეპარტამენტი Europetime-თან ადასტურებს, რომ აშშ-ის მიერ გამოყოფილი საგარეო სამხედრო დაფინასება სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოსთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. უფრო კონკრეტულად, უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საგარეო სამხედრო დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება უკრაინისთვის, ასევე 18 სხვა ქვეყნისთვის. ეს ქვეყნებია. ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, კოსოვო, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი. რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია. ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა „ფინანსური რესურსი გამიზნულია სუვერენიტეტის დასაცავად, უსაფრთხოების ძალების მოდერნიზებისთვის, ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანს NATO-სთან პარტნიორობის გასაძლიერებლად და რუსულ გავლენასთან და აგრესიასთან გამკლავების მიზნით შესაძლებლობების გასაძლიერებლად", - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა 8 სექტემბერს. „უკრაინის არაჩვეულებრივი დამცველები აგრძელებენ გაბედულად ბრძოლას თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის და პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინელ ხალხს სანამ საჭირო იქნება. მე გავუმეორე ეს გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს დღეს კიევში, რომელიც რჩება და დარჩება სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქად. ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, რომ გამოუყოს 2,2 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი სამხედრო დაფინანსება უკრაინას და მის 18 მეზობელს, მათ შორის NATO-ს წევრებს და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის პოტენციური აგრესიის რისკის ქვეშ არიან. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის უსაფრთხოების დახმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს აშშ-ის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის დაახლოებით 15,2 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს. შეერთებული შტატები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად 50-ზე მეტი ქვეყნიდან, მხარს უჭერს უკრაინის უსაფრთხოებას“, - განაცხადა თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა 8 სექტემბერს. მას არ დაუსახელებია ის ქვეყნები, რომლებისთვისაც ხსენებული დახმარებაა განკუთვნილი. Reuters: აშშ-ის 2-მილიარდიანი პაკეტიდან, დახმარებას საქართველოც მიიღებს ბლინკენის ვიზიტს კიევში, წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ვაშინგტონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას, 24 თებერვალს რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება უკვე გამოუყო.
აშშ: უკრაინამ HIMARS-ებით, რუსეთის ჯარის 400-მდე სამიზნე გაანადგურა
აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა მარკ მილიმ, გერმანიაში, რამშტეინის შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი დისტანციის სარაკეტო HIMARS-ის საარტილერიო სისტემებით, 400-ზე მეტი რუსული სამიზნე გაანადგურეს. რეზნიკოვი: HIMARS-ი უკრაინაშია, მადლობა ლოიდ ოსტინს „ამ სისტემების გამოყენების წყალობით, ჩვენ უკრაინაში ვხედავთ რეალურ, გაზომვად შედეგებს. მაგალითად, უკრაინელებმა HIMARS-ით გაანადგურეს 400-მდე სამიზნე და მათ უზარმაზარი დესტრუქციული ეფექტი ჰქონდათ", - განაცხადა მარკ მილიმ. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები "სტაბილურად წინ მიიწევენ". მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთის არმიას, როგორც კი ჩვენი HIMARS-ი გამოჩნდა, პანიკა დაეწყო მანამდე უკრაინის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ ოლექსი გრომოვმა განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 20 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს და თავდაცვა 50 კილომეტრზე გაარღვიეს. WP: რუსეთის ჯარმა ამერიკული HIMARS-ების ნაცვლად, 10-მდე ფრთოსანი რაკეტით ცრუ სამიზნე გაანადგურა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ამერიკული HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო დანადგარები („ჰაიმარსი“) ივნისში მიიღეს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ის დახმარება უკრაინას ტერიტორიების დაბრუნების საკითხში მნიშვნელოვანია.
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ტვირთის გადასაზიდად უკრაინას 120 მანქანას გადასცემს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას, ლოგისტიკური პრობლემების გადასაჭრელად 120-ზე მეტ მანქანას გადასცემს. ამის შესახებ დღეს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. სატვირთო პლატფორმები სამხედრო ტექნიკას, მათ შორის ჯავშანტექნიკას დიდ მანძილზე გადაიტანენ. ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტი იმედოვნებს, რომ ეს პლატფორმები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ფრონტის ხაზზე სამხედრო აღჭურვილობის სწრაფად მიღებაში დაეხმარება. მანამდე ბრიტანეთმა უკრაინას MLRS-ის სისტემები ან Stormer-ის ქვეითი საბრძოლო მანქანები გადასცა. დახმარების პაკეტში შედის სხვა სატრანსპორტო საშუალებებიც.
რა დამატებით შეიარაღებას უგზავნის აშშ უკრაინას
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის სია, რომლებიც უკრაინას 675 მილიონი დოლარის ღირებულების უსაფრთხოების ახალი პაკეტის ფარგლებში მიეწოდება. აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა პენტაგონის განცხადებით, უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი „უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკულ საჭიროებებს დააკმაყოფილებს“. დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS); ოთხი 105მმ-იანი ჰაუბიცა და 36000 საარტილერიო ტყვია დამატებითი მაღალსიჩქარიანი ანტირადიაციული რაკეტები (HARM) 100 დაჯავშნული მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა (HMMWV) მცირე იარაღის საბრძოლო მასალის 1,5 მილიონი ტყვია; 1000 155მმ-იანი დისტანციური ჯავშანტექნიკის ნაღმების (RAAM) სისტემები დამატებითი ყუმბარმტყორცნები და მცირე ზომის იარაღი 50 ჯავშანტექნიკა ღამის ხედვის მოწყობილობები და სხვა საველე აღჭურვილობა მთლიანობაში, შეერთებულმა შტატებმა 2021 წლის იანვრიდან, უკრაინა უზრუნველყო დაახლოებით, 15,2 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებით. 2014 წლიდან, შეერთებულმა შტატებმა 17,2 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია უკრაინას და 14,5 მილიარდ დოლარზე მეტი - რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი ომის დაწყებიდან.
ენტონი ბლინკენი ირპენში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ირპენსაც ეწვია. ამის შესახებ კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლექსი კულებამ განაცხადა. „ბლინკენს ჰქონდა შესაძლებლობა, პირადად ენახა რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგები უკრაინაში. მადლობელი ვარ ამ ვიზიტისთვის, რადგან ვერცერთი ფოტო ვერ გადმოსცემს ომის საშინელებას, რომელიც რუსებმა ჩაიდინეს კიევის რეგიონში“, - წერს კულება.
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინიტრი დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავენ
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინიტრი დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავენ. „მისმა უდიდებულესობამ, დედოფალმა ელისაბედ II-მ თავისი ცხოვრების გზა ხალხის, მისი ერისა და თანამეგობრობისადმი ერთგულებით განვლო. სიმტკიცის, ღირსების და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების მოდელმა, ელისაბედ მეორეს ისტორიაში უნიკალური ადგილი დაუმკვიდრა. ჩემი ფიქრები და ლოცვები სამეფო ოჯახთანაა", - წერს სალომე ზურაბიშვილი. „გულითადად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და ხალხს. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ II იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება!”, - წერს პრემიერ-მინისტრი. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სტოლტენბერგი: საჭიროა უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების გაგზავნა
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში რამშტეინის საჰაერო ბაზაზე, გერმანია, ხუთშაბათს (2022 წლის 8 სექტემბერი). გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი სამხედრო დახმარების გაგზავნა უკრაინაში, რათა მან თავიდ დაცვა შეძლოს. სტოლტენბერგი მიესალმა იმ ფაქტს, რომ ალიანსის მოკავშირეები უკრაინის უფრო მეტ სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას განაგრძობენ. გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე, უკრაინის სხვადასხვა მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლოიდ ოსტინის ხელმძღვანელობით ჩატარდა. „ახლა ჩვენ ვხედავთ ჩვენი საერთო ძალისხმევის აშკარა წარმატებას ბრძოლის ველზე. ყოველდღე ვხედავთ მოკავშირეებისა და პარტნიორების მონდომებას, დაეხმარონ უკრაინას, რუსეთის მიერ წარმოებული უკანონო, იმპერიული და გაუმართლებელი დამპყრობლური ომის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ უარს ვამბობთ ისეთ სამყაროში ცხოვრებაზე, სადაც დიდი სახელმწიფოები ძალის გამოყენებით არღვევენ საზღვრებს. უკრაინის თავდაცვის ფუნდამენტური უფლებისადმი ჩვენი მხარდაჭერა, განსხვავებული მოსაზრებების გამო არ დაირღვევა. ამ ომის სახე იცვლება, ისე როგორც ამ საკონტაქტო ჯგუფის მისია“, - განაცხადა ოსტინმა. ამ ფორმატში ეს უკვე მეხუთე შეხვედრაა. პირველი შეხვედრა 26 აპრილს გაიმართა და მას 43 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სეიმმა ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა კანონით აღიარა
სეიმმა ლატვიის პრეზიდენტის ინიციატივას მხარი დაუჭირა და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა კანონით აღიარა. კანონს მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა. კანონი ადგენს, რომ ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია თავისი ეპარქიებით, კრებებითა და დაწესებულებებით სრულიად დამოუკიდებელია ლატვიის ფარგლებს გარეთ მოქმედი ეკლესიის ნებისმიერი ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა, სეიმს განსახილველად, ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ კანონში ცვლილებები 5 სექტემბერს წარუდგინა, რომელიც ლატვიის ეკლესიისთვის დამოუკიდებელი (ავროკეფალია) სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის ეკლესიის წინამძღვრის სტატუსით, საბერძნეთში პირველად ჩავიდა კანონში ცვლილებები ლატვიის იუსტიციის მინისტრის იანის ბოროდანსის მონაწილეობით მომზადდა. „როდესაც კანონი ძალაში შევა, მოსკოვის საპატრიარქოს ნებისმიერი გავლენა ან ძალაუფლება ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, გამოირიცხება. მოსკოვის პატრიარქთან კავშირზე უარის თქმა, არსებითი საკითხია ჩვენი მართლმადიდებლებისთვის, მთელი ლატვიის საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ეგილს ლევიტსმა. უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, კანონი ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიულ სტატუსს აღადგენს და მოსკოვის პატრიარქის გავლენას გამორიცხავს.
ენტონი ბლინკენი უკრაინის შემდეგ, ბრიუსელში ჩადის
სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს შეხვდება. მდივანი ბლინკენი განიხილავს NATO-ს მოკავშირეების მხარდაჭერას უკრაინისადმი და ალიანსის გრძელვადიან გეგმებს რუსეთის აგრესიის შეკავების მიზნით. „მდივანი ბლინკენი დღეს უკრაინაში გაემგზავრა, 9 სექტემბერს კი, ბრიუსელში ჩავა. 8 სექტემბერს, სახელმწიფო მდივანი კევში ჩავიდა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ, დიმიტრო კულებასთან შესახვედრად და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მტკიცე ერთგულება უკრაინის მიმართ. მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ აპირებს, კონგრესს აცნობოს 2,2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი საგარეო სამხედრო დაფინანსების შესახებ (FMF), რათა გაძლიერდეს უკრაინისა და მისი მეზობლების უსაფრთხოება. ეს თანხა მოიცავს 1 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის, დარჩენილი დახმარება ჩვენი მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის, ადმინისტრაციის ძალისხმევის მთავარი კომპონენტია, რათა განამტკიცოს ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესაძლებლობები, რომლებზეც გავლენას ახდენს უკრაინაში არსებული სიტუაცია, შეაკავონ და დაიცვან რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხე“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ჩარლზი გაერთიანებული სამეფოს მეფეა
BBC ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ წერს, რომ დედოფლის 70-წლიანი მმართველობა დასრულდა და მისი უფროსი ვაჟი ჩარლზი ახლა გაერთიანებული სამეფოს მეფეა. „დედოფალი დიდ ბრიტანეთს და მონარქიას თაობების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მან მოიპოვა პატივისცემა და აღტაცება მთელ მსოფლიოში, მისი მოვალეობისადმი ერთგულებისათვის“, - წერს ბრიტანული მედია. 2022 წლის 8 სექტემბერს 1952 წელს დაწყებული ეპოქა დასრულდა. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბუკინგემის სასახლე: ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმები შეშფოთებულნი არიან ელისაბედ II ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქი იყო. გარდაცვალებამდე ელისაბედ მეორე ბალმორალში (გაერთიანებული სამეფოს მონარქის რეზიდენცია შოტლანდიაში), სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ექიმები აცხადებდნენ, რომ დედოფლის მდგომარობა შემაშფოთებელი იყო. სიკვდილის წინ ელისაბედ მეორესთან იმყოფებოდნენ სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის იყო ბრინცი ჩარლზი.
ზელენსკი: უკრაინის ძალებმა პირველი სექტემბრის შემდეგ, 1000კმ²-ზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკვე გაათავისუფლეს ათობით დასახლება რუსული ოკუპაციისგან, როგორც სამხრეთ ხერსონის ოლქში, ასევე ჩრდილოეთ ხარკოვის ოლქში მიმდინარე კონტრშეტევის ფარგლებში. ზელენსკის თქმით, უკრაინის ძალებმა პირველი სექტემბრის შემდეგ, 1000კმ²-ზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლებას ასახავს. „ყველაფერი თავის ადგილზეა. უკრაინის დროშა არის თავისუფალ უკრაინულ ქალაქში, თავისუფალი უკრაინის ცის ქვეშ! გმადლობთ! ვამაყობ თქვენით! გაუფრთხილდით! გამარჯვებას! დიდება უკრაინას!", დაწერა ზელენსკიმ.
კიევი: უკრაინის არმიამ ბალაკლეაზე კონტროლი აღადგინა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლებას ასახავს. „ყველაფერი თავის ადგილზეა. უკრაინის დროშა არის თავისუფალ უკრაინულ ქალაქში, თავისუფალი უკრაინის ცის ქვეშ! გმადლობთ! ვამაყობ თქვენით! გაუფრთხილდით! გამარჯვებას! დიდება უკრაინას!", დაწერა ზელენსკიმ. ISW: უკრაინის სამხედრო ძალები ბალაკლეის რეგიონში შეტევაზე გადავიდნენ