ძებნის რეზულტატი:
საქართველოში ნიდერლანდების ელჩი: საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა პლურალისტული, დამოუკიდებელი მედიაგარემო უზრუნველყოს
"საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს თავისუფალი, პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიაგარემო", - ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა მარია ქრისტინა ვან კოლდამ განაცხადა. „ვურჩევ, საქართველოს, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო იყოს თავისუფალი, პლურალისტული და დამოუკიდებელი. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და ამასთან დაკავშირებულია კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც სასამართლო რეფორმას და დამოუკიდებელ სასამართლოს ეხება. რა თქმა უნდა, ჩვენ 12-ვე რეკომენდაციას ვუჭერთ მხარს, თუმცა ეს ორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი საელჩო მზად არის, იმუშაოს ყველასთან საქართველოში ამის განსახილველად“, – აღნიშნა მარია ქრისტინა ვან კოლდამმა.
ISW: უკრაინის სამხედრო ძალები ბალაკლეის რეგიონში შეტევაზე გადავიდნენ
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ საანალიზო მოხსენებაში წერს, რომ უკრაინის არმიამ, ისარგებლა რუსული ძალების სამხრეთით, ხერსონის რაიონში გადაყვანით და ბალაკლეის რეგიონში შეტევაზე გადავიდა. BBC: უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვთან, ქალაქი ბალაკლეა ალყაში მოაქციეს ISW-ის ცნობით, მრავალი წყაროს ცნობებზე დაყრდნობით, უკრაინელებმა ბალაკლეის რეგიონში შეძლეს წინსვლა დაახლოებით 20 კმ-ით და დაახლოებით 400 კვ.კმ ფართობის ტერიტორია დაიბრუნეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის ოლქში უკრაინელი სამხედროების წინსვლაზე პირველად ისაუბრა ბალაკლეა ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში შედის. 7 სექტემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონიდან კარგი ამბები აქვთ, თუმცა, ჯერჯერობით არ დაასახელებენ იმ დასახლებულ პუნქტებს, სადაც უკრაინის დროშა ბრუნდება.
ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ჩავიდა. როგორც ცნობილია, ბლინკენი დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს შეხვდება. ამასთან, Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოაცხადებს 2 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დაფინანსების შესახებ უკრაინისა და 18 სხვა სახელმწიფოსთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიის რისკის ქვეშ არიან. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც არ დააკონკრეტა ეს ქვეყნები, განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აცნობებს კონგრესს მისი განზრახვის შესახებ, დაფინანსება ხელმისაწვდომი გახადოს გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის. ბლინკენის ვიზიტს წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ვაშინგტონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას, 24 თებერვალს რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება უკვე გამოუყო.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის 2023 წლის ბიუჯეტი სამხედრო იქნება, მაგრამ სოციალური დაცვა გარანტირებულია
უკრაინის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვის სექტორისა და უსაფრთხოებისთვის ტრილიონ გრივნა (დაახლოებით 27 მილიარდი დოლარი) გამოიყოფა. ამის შესახებ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ნათელია, რომ ეს იქნება მეომარი ქვეყნის ბიუჯეტი”, - თქვა ზელენსკიმ. მისი თქმით, პრიორიტეტი სამხედრო ხარჯებს მიენიჭება და დაფინანსების ყველა არაპრიორიტეტული სფერო შემცირდება. ამასთან, ზელენსკის განცხადებით, მთავრობის სოციალური ვალდებულებები სრულად შესრულდება. „გაგრძელდება დაკრედიტების პროგრამები და შეიქმნება აღდგენის სპეციალური ფონდი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შალვა პაპუაშვილი: რატომ სახალხო დამცველის 7 კანდიდატი? ომბუდსმენი თანაბრად მისაღები უნდა იყოს ყველასთვის
რატომ სახალხო დამცველის შვიდი კანდიდატი? ომბუდსმენი თანაბრად მისაღები უნდა იყოს ყველასთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის არჩევის წესის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. „რატომ 7 კანდიდატი? - ეს მგონია, რომ ცხადი საკითხია. ვთქვით თავიდანვე, რომ ომბუდსმენის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ კანდიდატი და საბოლოო ჯამში ომბუდსმენი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის. დიახაც, ოპოზიცია ერთ კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს და მერე მხარი იმას დავუჭიროთ. დიახაც, ამას ვზღუდავთ! ეს არ უნდა იყოს რომ, უმრავლესობა მოაქციოთ გვირაბში და შემდეგ თუ იმ კანდიდატურას არ დაეთანხმება, თქვათ, რომ უმრავლესობა არ ეთანხმება. არ არის ეს ასე. ჩემი ნეგატიური პოზიცია არაერთხელ მითქვამს კვალიფიციურ უმრავლესობასთან დაკავშირებით, რეალობაში ეს კვალიფიციური უმრავლესობა არის არა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანაბრად მისაღები კანდიდატები იქნეს შერჩეული, არამედ, პრაქტიკაში ამას მივყავართ იქამდე, რომ უმრავლესობა იძულებული გახადოს დაეთანხმოს უმცირესობის კანდიდატს", - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, სახალხო დამცველის პოზიციაზე ვადა ნინო ლომჯარიას დეკემბერში ეწურება.
ევროკავშირის ქვეყნებმა წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გაზის იმპორტი 48%-ით შეამცირეს
2022 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთიდან გაზის იმპორტი 48%-ით შეამცირეს, მათ შორის დიდმა ბრიტანეთის ჩათვლით, ეს მაჩვენებელი 49%-ია. რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს ინფორმაციას ევროპის ბაზარზე გაზის ექსპორტის მაჩვენებლების შემციების შესახებ, რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი ავრცელებს“. „წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნებმა თავიანთ ბაზარზე რუსული გაზის მიწოდება 48%-ით შეამცირეს, დიდი ბრიტანეთის გათვალისწინებით - 49%-ით“, - ნათქვამია განცხადებაში. Reuters: „გაზპრომი“ პირველი რუსული კომპანიაა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟა დატოვა
პროკურატურამ საბიუჯეტო თანხების მითვისების ფაქტზე საჯარო მოხელეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბიუჯეტო თანხების მითვისების ფაქტზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალდება წარუდგინა. „გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივნისის წერილი, საბიუჯეტო თანხების მითვისებასთან დაკავშირებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა 4 547 ლარი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) წარედგინა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა დაასახელა სამი ნაბიჯი, რომლითაც რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შემცირდება
ევროპა იღებს ზომებს, იმისთვის, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს და სანდო მომწოდებლებზე გადავიდეს, როგორიცაა აშშ, ნორვეგია, აზერბაიჯანი, ალჟირი და სხვები. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ პიკის საათებში ენერგორესურსების მოხმარება შეამცირონ „ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ რუსეთიდან სხვა სანდო მომწოდებლებზე გადავიდეთ, როგორიცაა, მაგალითად, შეერთებული შტატები ან ნორვეგია, აზერბაიჯანი, ალჟირი და სხვები. სინამდვილეში, დღეს ნორვეგია ევროკავშირს უფრო მეტ გაზს აწვდის, ვიდრე რუსეთი", - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსეთი არასანდო მიმწოდებელია და აქტიურად მანიპულირებს გაზის ბაზარზე. მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მათ შეძლეს და მნიშვნელოვნად შეასუსტეს რუსეთის გავლენა ეკონომიკაზე და კონტინენტზე. ამ კუთხით გადაიდგა სამი ნაბიჯი: პირველია მოთხოვნის შემცირება, მეორე - რუსული ენერგორესურსების ეტაპობრივი გაუქმება და მესამეა მასიური ინვესტიციები განახლებადი ენერგიის წყაროებში. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ არსებული ვითარება გავლენას ახდენს ელექტროენერგიის ბაზარზე. „ჩვენ ახლა ვაწყდებით ელექტროენერგიის ასტრონომიულ ფასებს შინამეურნეობებისა და კომპანიებისთვის. ამიტომ, ჩვენ შემოგთავაზებთ ხუთ სხვადასხვა დაუყოვნებლივ ზომას“. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს ხუთი ღონისძიება ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე 9 სექტემბერს განიხილება.
ბუკინგემის სასახლე: ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმები შეშფოთებულნი არიან
გაერთიანებული სამეფოს დედოფალის ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმები შეშფოთებულნი არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ელისაბედ მეორე ბალმორალში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. „ამ დილის შემოწმების შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთებულები არიან მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გამო და გასცეს მისი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ დატოვების რეკომენდაცია“, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი და აღნიშნა, რომ მთელი ქვეყანა ღრმად შეშფოთებულია აღნიშნული ამბის გამო.
Reuters: აშშ-ის $2-მილიარდიანი პაკეტიდან, დახმარებას საქართველოც მიიღებს
უკრაინაში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დაფინანსების შესახებ გამოაცხადებს უკრაინისა და 18 სხვა სახელმწიფოსთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიის რისკის ქვეშ არიან. Reuters-ის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინას დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გამოეყოფა. დანარჩენი ფინანსური რესურსი მოხმარდება ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ბულგარეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, ესტონეთს, საქართველოს, საბერძნეთს, კოსოვოს, ლატვიას, ლიეტუვას, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და სლოვენიას. ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა „ფინანსური რესურსი გამიზნულია სუვერენიტეტის დასაცავად, უსაფრთხოების ძალების მოდერნიზებისთვის, ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანს NATO-სთან პარტნიორობის გასაძლიერებლად და რუსულ გავლენასთან და აგრესიასთან გამკლავების მიზნით შესაძლებლობების გასაძლიერებლად", - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. ბლინკენის ვიზიტს წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ვაშინგტონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას, 24 თებერვალს რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება უკვე გამოუყო.
ცნობილია, როდის ხურავენ საზღვრებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი
ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 19 სექტემბრიდან დახურავენ. ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვებს უწესებენ „19 სექტემბრის ღამეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ესტონეთში შესვლაზე აკრძალვა ამოქმედდება. ეს ეხება რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის ვიზები ესტონეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში აქვთ მიღებული“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. ურმას რეინსალუმ აღნიშნა, რომ მსგავს ზომებს ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთიც შემოიღებენ. ამასთან, აკრძალვა არ გავრცელდება მათზე, ვინც ახლობლების მოსანახულებლად მიდის და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ჰუმანიტარული მიზეზების გამო სურთ.
ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონსა და მისიის წევრებს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. "შეხვედრაზე მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, 2022 წლის ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილეს, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3%-ით განისაზღვრა. გაზრდილია ექსპორტი, ინვესტიციებისა და ტურიზმის მაჩვენებლები, რაც ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. საუბარი შეეხო ფონდთან მიმდინარე პროგრამითა და მთავრობის მიერ განსაზღვრულ, ისეთ რეფორმებს, როგორიცაა: საჯარო ფინანსების მართვა და სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი და სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 14 სექტემბრამდე იმუშავებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნორვეგიამ უკრაინას 160-მდე Hellfire-ს რაკეტა გადასცა
ნორვეგიამ უკრაინას 160-მდე Hellfire-ს რაკეტა, გამშვები ბალიშები, სახელმძღვანელო დანადგარები და ღამის ხედვის მოწყობილობები გადასცა, რომლებიც ნორვეგიის არმიას ემსახურებოდა, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა. უკრაინის 40-მდე მოკავშირე ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრა გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე გაიმართა. „ეს არის იარაღი, რომელიც უკრაინამ მოითხოვა და ის გამოდგება რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბრძოლისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, რაკეტა ადვილი სამართავია, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო სამიზნეების წინააღმდეგ. Hellfire არის ამერიკული მართვადი ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტა სხვადასხვა მოდიფიკაციით. გამოიყენება ძლიერი დაცვის მქონე ობიექტების წინააღმდეგ: ვერტმფრენები, თვითმფრინავები, უპილოტო საფრენი აპარატები, სახმელეთო მანქანები. მისი დიაპაზონი 8 კილომეტრამდეა. „მიუხედავად იმისა, რომ ამ რაკეტების გაშვება შესაძლებელია ვერტმფრენებიდანაც, უკრაინამ მიიღო რაკეტები, რომლებიც მობილური გუნდების მიერ ხმელეთიდან უნდა გაუშვან“, - განაცხადა ბიორნ არილდმა.
ენტონი ბლინკენი კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია. ბლინკენს თან ახლდა უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი. საავადმყოფოში სტუმრობისას ბლინკენმა ცნობილ „გამნაღმველ“ ძაღლს, ჯეკ რასელ ტერიერს საკვები აჩუქა და თქვა, რომ „რადგან მან უკვე მიიღო მრავალი მედალი და ჯილდო, მისთვის უფრო გამოსაყენებელი პროდუქტის გადაცემა ამჯობინა". ჯეკ რასელ ტერიერს 150-მდე საბრძოლო მასალის აღმოჩენას მიაწერენ. ზელენსკიმ ძაღლს კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას სახელმწიფო ჯილდო „თავდადებული სამსახურისთვის“ გადასცა. ჩერნიგოვის განაღმვის ჯგუფმა თავის საქმიანობაში სწორედ კანადური ტექნოლოგია გამოიყენა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ჩავიდა. როგორც ცნობილია, ბლინკენი დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს შეხვდება. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოაცხადებს 2 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დაფინანსების შესახებ უკრაინისა და 18 სხვა სახელმწიფოსთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიის რისკის ქვეშ არიან. Reuters: აშშ-ის 2-მილიარდიანი პაკეტიდან, დახმარებას საქართველოც მიიღებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც არ დააკონკრეტა ეს ქვეყნები, განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აცნობებს კონგრესს მისი განზრახვის შესახებ, დაფინანსება ხელმისაწვდომი გახადოს გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის. ბლინკენის ვიზიტს წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ვაშინგტონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას, 24 თებერვალს რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება უკვე გამოუყო.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, ძიუდოში ვარჯიშის დროს 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა
ახმეტაში, სოფელ დუმასტურის სპორტულ დარბაზში, ძიუდოში ვარჯიშის დროს 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მოზარდი დარბაზაში ვარჯიშობდა, რა დროსაც ქალა ფუძის ტრავმა მიიღო და დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ჩეხ კოლეგასთან, იან ლიპავსკისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ჩეხეთის თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, მისი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. „ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ასოცირებული ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მხრიდან ერთიანი მიდგომის მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს 6 სექტემბერს, ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შედეგებზე. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა და იან ლიპავსკიმ ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის დღის წესრიგი და თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.საუბრის დასასრულს, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იან ლიპავსკის მადლობა გადაუხადა 31 აგვისტოს, პრაღაში გართულ ე.წ. გიმნიხის ფორუმზე მასპინძლობისთვის“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ისტორიაში პირველად, დაკრედიტების საბაზისო განაკვეთი ერთბაშად 75 პუნქტით გაზარდა
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, დაკრედიტების საბაზო საპროცენტო განაკვეთი, ერთბაშად 75 საბაზისო პუნქტით 1,25%-მდე გაზარდა. Reuters ამ გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს. სხვა საკვანძო განაკვეთები ასეთ ნიშნულზეა: დეპოზიტებზე 0-დან 0,75%-მდე და 0,75%-დან 1,5%-მდ გაიზარდა. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთის ზრდის მიზეზად ინფლაცია დაასახელა. როგორც Bloomberg წერს, 2022 წლის აგვისტოში ევროზონაში ინფლაციამ 9,1% შეადგინა, რაც რეგულატორის სამიზნე მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტია. ECB-ის მონაცემებით, 2022 წელს ინფლაცია საშუალოდ 8,1%-ს მიაღწევს, ხოლო ევროკავშირის ეკონომიკა 3,1%-ით გაიზრდება. გარდა ამისა, მარეგულირებელმა ძირითადი განაკვეთების შემდგომი ზრდა არ გამორიცხა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო 12-14 სექტემბერს აზერბაიჯანს, საქართველოს და სომხეთს ეწვევა. „მოულოდნელად ველოდები კავკასიაში ვიზიტს, სადაც ბანკმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია 30-წლიანი საქმიანობის განმავლობაში. მისი ზომის მიუხედავად, რეგიონი ჩვენთვის ინვესტიციების მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც ჩვენ უკვე 10 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განვახორციელეთ“, – განაცხადა რენო-ბასომ. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში EBRD-ის პრეზიდენტი პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეხვდება, ასევე შეხვედრას გამართავს დიპლომატებთან, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეგიონულ ხელმძღვანელებთან, ბიზნეს-გაერთიანებების ხელმძღვანელებთან და არსებულ ბიზნეს-პარტნიორებთან კერძო სექტორიდან.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადებზე ორი წლით მორატორიუმი გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა გამოაცხადა, რომ ოქტომბრიდან შინამეურნეობები გაზსა და ელექტროენერგიაში წელიწადში, არაუმეტეს 2500 ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან. მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში, ლიზ ტრასმა პირველი ხმაურიანი განცხადება უკვე გააკეთა, როცა გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადებზე ორი წლით მორატორიუმი გამოაცხადა. მისი თქმით, ზღვრული გადასახადები ელექტროენერგიასა და გაზზე ბრიტანეთში, ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. შედეგად შინამეურნეობები ინგლისში, უელსში და შოტლანდიაში წელიწადში 1000 ფუნტს დაზოგავენ. ასეთივე მხარდაჭერა გავრცელდება ჩრდილოეთ ირლანდიაზე, სადაც დამოუკიდებელი ენერგობაზარი ფუნქციონირებს. „უნდა ვიყოთ თამამები. ჩვენ შევეჯახეთ გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს და უფასო ვარიანტები არ გვაქვს“, - განაცხადა ტრასმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.
დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა
ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. ერთ წლამდე ბავშვი, ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ დიდი დიღომში აფეთქება პირველ სექტემბერს გამთენიისას მოხდა.