ძებნის რეზულტატი:

ევროპაში მაიკ პომპეოს ვიზიტი ჩაიშალა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ევროპაში ჩაიშალა. ამის შესახებ ცნობას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, მაიკ პომპეომ გადაწყვეტილება შეცვალა და ვიზიტით ევროპაში არ გაემგზავრა. როგორც ცნობილია, პომპეომ გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც ბრიუსელში ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. ევროპელებმა ამერიკის პირველ დიპლომატთან შეხვედრაზე უარი ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების შემდეგ თქვეს. "ათასობით პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერმა უპრეცედენტო იერიში მიიტანა ამერიკულ დემოკრატიაზე, რამაც მსოფლიოს ბევრი ლიდერი და შეერთებული შტატების მოკავშირე გააოგნა" - წერს Reuters-ი. სააგენტოს ცნობით, პომპეო, რომელიც დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირეა, უნდა შეხვდროდა ჟან ასელბორნს ლუქსემბურგში, ნატოს პატარა, მაგრამ მდიდარი მოკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს. შემდეგ იყო დაგეგმილი შეხვედრები ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებთან და ბლოკის სხვა მთავარ დიპლომატებთან. სახელმწიფო დეპარტამენტს ამ დრომდე განვითარებულ პროცესებზე განცხადება არ გაუკეთებია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპელმა ლიდერებმა მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე უარი 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის გამო თქვეს. შეგახსენებთ, რომ კონგრესზე თავდასხმას ევროპელი ლიდერების მხრიდან სწრაფი და კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 618 ადამიანს დაუდასტურდა, 403  გამოჯანმრთელდა

"ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა", -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ,ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 774 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 664 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 243 255-ს. ხოლო, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 403 კოვიდინფიცირებული და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 611-მდე.

ბოლო 24 საათში 26 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 2 846 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 618 ადამიანს დაუდასტურდა, 403 გამოჯანმრთელდა.

242 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 816 პირი, მათ შორის, თბილისში - 370, აჭარაში - 68, იმერეთში - 189", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 816 პირი, მათ შორის, თბილისში - 370, აჭარაში - 68, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 7, იმერეთში - 26. 579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 - თბილისში, 295 - აჭარაში, 27 - იმერეთში. 8 320 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 496 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 243, აჭარაში - 55, ხოლო იმერეთში - 7. სულ 6 ოქტომბრიდან - 12 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 21 620 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 797 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 989 პირი, აჭარაში - 2 166, იმერეთში - 2 349“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 618 ადამიანს დაუდასტურდა, 403 გამოჯანმრთელდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა, აჭარა - 94, იმერეთი - 234, ქვემო ქართლი - 94, შიდა ქართლი - 103, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126, კახეთი - 102, მცხეთა-მთიანეთი - 44, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 618 ადამიანს დაუდასტურდა, 403 გამოჯანმრთელდა.

აშშ-ში 67 წლის განმავლობაში პირველად ქალი სიკვდილით დასაჯეს

აშშ-ის მთავრობამ 67 წლის განმავლობაში პირველად ქალი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლიზა მონტგომერის სასიკდვილო ინიექცია ინდიანას შტატის ერთ-ერთ ციხეში გაუკეთეს. საქმემ საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო, რადგან მონტგომერის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ბავშვობაში კი ძალადობის მსხვერპლი იყო. სიკვდილით დასჯა ორჯერ გადადეს - პირველად კორონავირუსის პანდემიის გამო, შემდეგ კი მოსამართლემ, თუმცა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განაჩენის განხორციელების ნებართვა გასცა. ცნობისთვის, 52 წლის მონტგომერი მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. 2004 წელს მან ორსული ქალი დაახრჩო, მუცლიდან ბავშვი ამოიყვანა და ჩვილი გაიტაცა. მისი მსხვერპლი, 23 წლის ბობი ჯო სტინეტის სისხლისგან დაიცალა. სტინეტის ოჯახი მიიჩნევდა, რომ მონტგომერის ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, განაჩენის აღსრულება სამართლიანი იქნებოდა.

ბოლო 24 საათში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1195 ფაქტი გამოვლინდა

"სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1195 ფაქტი გამოვლინდა", - ინფორმაციას შსს ავრცელებს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 145 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1050 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. "საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს." - ნათქვამია განცხადებაში.

ეკატერინე ტიკარაძე: დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები

"ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, როგორც კი გახსნის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში. „რაც შეეხება სკოლებს და ბაღებს, ეს ნამდვილად გახლავთ ჩვენი პრიორიტეტი. არა მხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც ხშირად ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიღება. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შენარჩუნება და აქედან გამომდინარე, ჩვენ მეტად უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს. თუმცა, გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. თუმცა, როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე: 1-ლი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრები გაიხსნება, თუმცა შეზღუდვების მოხსნა ყველა სფეროს არ შეეხება

"პირველი თებერვლისთვის ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მოლები"- ამის შესახებ ჯანდაცვის მინიტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შევხედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, აღდგება თუ არა ტრანსპორტის მოძრაობა, ან რომელი სფერო გაიხსნება სავაჭრო ცენტრების შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით, იანვრის ბოლოს იმსჯელებენ. „ამ ეტაპზე, ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესთან, ვინაიდან ჩვენთვის საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო ის საახალწლოლ გახსნა, რომლიც ჩვენ გვქონდა. ამ პერიოდში ჩვენ ვაკვირდებოდით თუ რამდენად ეფექტურები ვიყავით გახსნის პერიოდში და შევძელით შეგვესრულებინა ყველა ის დადგენილი მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის შეკავებას და არ გავრცელებას სავაჭრო ობიექტებში. ჩვენ დავხვეწეთ ეს მიდგომები, გვაქვს მათთან კომუნიკაცია იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაცული გავხადოთ სავაჭრო ქსელი და გავხსნათ ეკონომიკის გახსნის პერიოდში პირველად სავაჭრო ქსელი. ამასთან დაკავშირებით შეხვედრები გაგრძელდება, პირველი თებერვლისთვის ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მოლები, ამის შემდეგ უკვე ჩვენ საუბრები გვექნება ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში. კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდეგი სფერო იქნება გახსნილი, ამაზე ვიზრუნებთ და ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როცა გვექნება უფრო მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულად თითოეულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება მეტად ეფექტური“, - განაცხადა ტიკარაძემ და იქვე დასძინა: "ყველა სფერო არ გაიხსნება".

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას

ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შევხედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ტიკარაძის თქმით, ჩინურ ვაქცინას ჯერჯერობით საკმარისი სანდოობა არ აქვს. „რაც შეხება ვაქცინებს, ჩვენ ცალსახად ვსაუბრობთ „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე, ჩინურ ვაქცინას ამ პერიოდისთვის არ გააჩნია საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

პაატა იმნაძე: ქვეყანას ამ წუთში „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღება შეუძლია

"ქვეყანას ამ წუთში გააჩნია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. იმნაძემ თენგიზ ცერცვაძის იმ განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, მინუს 80-გრადუსიანი მაცივრების პრობლემის გამო, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონიანი დოზის შეძენა არ შეუძლია. როგორც იმნაძე აცხადებს, ვაქცინის შეძენა „კოვაქს“ პლატფორმის გარდა, შესაძლებელია მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკების გზითაც. „ ქვეყანას ამ წუთში გააჩნია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა. ქვეყანა იყიდის „კოვაქსის“ პლატფორმიდან, წინასწარი შენატანი გადახდილია. ქვეყანა ასევე მზად არის, თუ ვინმე პირდაპირ მოგვაწვდის ამ ვაცინას, ვიყიდოთ პირდაპირ მწარმოებლისგან. „კოვაქსის“ ალტერნატიული ბაზარი არის პირდაპირი მოლაპარაკებები მწარმოებლებთან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელია პირაპირ ამ ვაქცინების მიღება“, -განაცხადა პაატა იმნაძემ. თენგიზ ცერცვაძის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც. „ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს „ფაიზერის“ ვაქცინა თუ რომელიმე სხვა ვაქცინა, ყველა ვაქცინაციას ესაჭიროება თავისი ეტაპობრიობა და ასევე, გარკვეული პორციული შემოტანა ქვეყანაში. ამას აკეთებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესი არის საკმაოდ რთული და მხოლოდ ცივი ჯაჭვის არსებობა არ განაპირობებს, თუ რა მოცულობის ვაქცინების შემოტანა იქნება შესაძლებელი საქართველოში. ჩვენ გეგმაზომიერად ვმუშაობთ და აქედან გამომდინარე, როგორც სხვა კომპონენტებში არ გვქონია არანაირი გართულება, ამ კომპონენტშიც ჩვენს მოსახლეობას ექნება სრული ხელმისაწვდომობა ყველა იმ რაოდენობაზე, რა მოცულობის შესყიდვის საშუალებაც იქნება მსოფლიო ბაზარზე. შეფერხება საქართველოში არსებული ან არარსებული პირობების გამო მოსახლეობას არ ექნება,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა, რადგან ამ რაოდენობის მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები არ გვაქვს.

თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის გადატანის შემდეგ სასურველია პაციენტებმა ისეთივე სიფრთხილით იცხოვრონ, როგორც ინფიცირებამდე

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაციით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ, სასურველია პაციენტიები გარკვეული პერიოდი ხალმხრავალ ადგილებს მოერიდონ. აღნიშნული რეკომენდაციის მიზეზებზე, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ Europetime.eu-სთან ინტერვიუში ისაუბრა. „პაციენტებმა, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს. სასურველია, გარკვეული პერიოდი თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გასვლისგან. იგივე სიფრთხილით გააგრძელონ ცხოვრება, როგორც ინფიცირებამდე. ჰიგიენასთან და დისტანციასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები ძველებურად დაიცვან, რადგან ამ დროს ორგანიზმი დასუსტებულია და სასურველი არ არის, რაიმე ტიპის გრიპით დაავადდეთ”, - განუცხადა Europetime-ს თენგიზ ცერცვაძემ. რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ თენგიზ ცერცვაძე: ჩინური ვაქცინის შემოტანაზე რეკომენდაცია არ გამიცია თენგიზ ცერცვაძე: ვითარება დასტაბილურდა. თუ ეს მაჩვენებლი შენარჩუნდა, მერე შეიძლება თქმა, რომ პიკმა გადაიარა

BBC: რესპუბლიკელთა ნაწილი ტრამპის იმპიჩმენტს ხმას მისცემს

უხუცეს რესპუბლიკელთა გარკვეული რაოდენობა თანახმაა ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს, რადგან აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, დამნაშავედ თვლიან კაპიტოლიუმზე მიტანილ შტურმში. ინფორმაციას BBC ავრცელებს. წარმომადგელენთა პალატის ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა, ელიზაბეთ ჩეინიმ თქვა, რომ ის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს. ხმის მიცემა 13 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპმა, კაპიტოლიუმის მოვლენების შემდეგ, პირველ საჯარო კომენტარში, განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ თვლის. დემოკრატებმა ტრამპი დაადანაშაულეს მისი მომხრეების კაპიტოლიუმზე შეტევაში, რის გამოც მათ იმპიჩმენტით გადაწყვიტეს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი გადაყენება.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ტიკარაძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის მესამე ტალღას ქვეყანა ინფექციის შეკავების ეპიზოდში, უფრო მეტად ეფექტურად უნდა შეხვდეს. „მაშინ როდესაც მსოფლიო მესამე ტალღაზე საუბრობს, რა თქმა უნდა, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ამისათვის აუცილებელია, გამოვიყენოთ და გავითავისოთ მსოფლიოში არსებული გამოცდილება. მესამე ტალღისთვის, არა მხოლოდ მზადყოფნის კომპონენტში, არამედ მესამე ფაზის მართვის კომპონენტში, რათა ინფექციის გავრცელება მინიმალურად მოხდეს. აქცენტი ამაზე უნდა ავიღოთ და უფრო მეტად ეფექტურები უნდა ვიყოთ ინფექციის შეკავების ეპიზოდში. სავარაუდოდ, მესამე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან", - განაცხადა ტიკარაძემ.

ნათანიაჰუმ საკუთარი Twitter-ის გვერდიდან ტრამპთან ერთად გადაღებული ფოტო წაშალა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ საკუთარი Twitter-ის გვერდიდან,რესპუბლიკელი მოკავშირის დონალდ ტრამპის ფოტო წაშალა, რომელიც იმპიჩმენტის პირასაა. ტრამპისა და ნათანიაჰუს ფოტო, დიდი ხანია, რაც პრემიერის გვერდზე საამაყოდ იყო განთავსებული, რაც დონალდ ტრამპის სახით ისრაელის პრემიერ-მინისტრისთვის იყო საიმედო რესპუბლიკერი მოკავშირის განსახიერება. ისრაელის პრემიერის პირად გვერდზე ტრამპის ფოტოსაკმაოდ დიდი ხანი იყო წარმოდგენილი, მას შემდეგაც კი,რაც არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ფოტო გასულ თვეს შეიცვალა ჰანუკას აღსანიშნავი მილოცვით, რამაც მედიაში გარკვეული ეჭვები გააჩინა. ჰანუკას დასრულების შემდეგ, ტრამპი ისევ გამოჩნდა პრემიერის ბანერის ფოტო, თუმცა ამჯერად მის მაგივრად,ბენიამინ ნათანიაჰუ, ემირატებისა და ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ აღბეჭდილნი ფოტო, რომელზეც ნაჩვენები იყო თუ როგორ აწერდნენ ხელს მხარეები თეთრ სახლში, ისრაელთან ურიერთობების დალაგების შეთანხმებას. დონალდ ტრამპის ინიციატივით, ისრაელთან რამდნიმე არაბულმა ქვეყანამ ურთიერთობების დალაგება დაიწყო.

პაატა იმნაძის განცხადებით, ტესტირებით გამოვლინდა, რომ ტაქსის მძღოლებისა და სასულიერო პირების ინფიცირების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება ამ დროისთვის 6 ათასზე მეტ ტაქსის მძღოლს ჩაუტარდა და დადებითი შემთხვევების რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია. იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასევე 1%-ზე ნაკლებია სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა ინფიცირების მაჩვენებელი. მისი თქმით, COVID-19-ზე ტესტირება სხვადასხვა კონფესიის 2 ათასზე მეტ მსახურს ჩაუტარდა. „6 ათასს გადაცდა ტაქსის მძღოლების ტესტირება და ჩანს, რომ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ერთ პროცენტზე ნაკლებია. 0,7 % უნდა იყოს ტაქსის მძღოლებში დადებითი შემთხვევა. ასევე მოიმატა ბაზრობებზე მოვაჭრეების ტესტირების რაოდენობამ, 4 ათასი ტესტირება ჩატარდა და შემთხვევათა რაოდენობა ერთ პროცენტზე ნაკლებია. 2 ათასს გადაცდა სხვადასხვა რელიგიის მსახურების გატესტვა და შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით ერთი პროცენტია“, - განაცხადა იმნაძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ცნობით, სასულიერო პირების, ტაქსისტების და მოვაჭრეების 10 ათასამდე ტესტის შედეგი დამაიმედებლი აღმოჩნდა.

1800-მდე სასულიერო პირიდან, კორონავირუსი 1%-ს დაუდასტურდა

1800-მდე სასულიერო პირიდან, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს, კოვიდინფექცია 1%-ს აღმოაჩნდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განცხადა. „დაისტესტა ყველა კონფესიის რელიგიის მსახური, არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა ერთად 1800-მდე სასულიერო პირი არის გატესტილი, იქაც 1%-მდე არის დადებითობის მაჩვენებელი. ყველაფერი გვაჩვენებს, რომ სტაბილიზაციისკენ მივდივართ. მთავარია შევინარჩუნოთ ეს სტაბილიზაცია“, - აცხადებს პაატა იმნაძე. პაატა იმნაძის ცნობით, ტაქსის მძღოლების და აგრარული ბაზრების მოვაჭრეების მასშტაბური დატესტვის შედეგებიც, დამაიმედებელი აღმოჩნდა. მისი თქმით, სასულიერო პირებს, ტაქსისტებს და მოვაჭრეებს, ჯამში 10 000-მდე ტესტი ჩაუტარდათ.

ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას 17 იანვარს გეგმავს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სამშობლოში დაბრუნებას 17 იანვარს გეგმავს, - ამის შესახებ ნავალნიმ Twitter-ის გვერდზე დაწერა. „საკითხი: დავბრუნდე თუ არ დავბრუნდე, ჩემს წინაშე არასოდეს დამდგარა, უბრალოდ იმიტომ, რომ არასდროს წავსულვარ. მე აღმოვჩნდი გერმანიაში, რეანიმაციულ განყოფილებაში. 17 იანვარს, კვირას, შინ ვბრუნდები. დამხვდით,“- წერს ალექსე ნავალნი. შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.

აშშ-ის მხრიდან მზარდი მუქარის ფონზე, ირანი საჩვენებელ წვრთნებს მართავს

აშშ-ის მხრიდან მზარდი მუქარის ფონზე,ირანის სამხედროებმა მოკლე მანძილის საზღვაო რაკეტების საჩვენებელი წვრთნები გამართეს. ინფორმაცია Reuters-ი ავრცელებს. ირანს, შუა აღმოსავლეთში, ყველაზე მასშტაბური სარაკეტო პროგრამა აქვს. დასავლეთისთვის ირანის სარაკეტო პოტენციალი წარმოადგენს რეგიონულ და ასევე ბირთვული იარაღის საფრთხეს, თუ რა თქა უნდა, ირანი ასეთი იარაღის შექმნას შეძლებენ. დაძაბულობა აშშ-ისა და ირანს შორის მას შემდეგ განახლდა, რაც აშშ-მა დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, 2018 წელს დატოვა, ირანთან ბირთვული შეთანხმება. ირანი სამხედრო წვრთნებში დრონებს ტესტავს.

ვაქცინის მისაღებად, საქართველოს მთავრობა რამდენიმე მწარმოებელთან მოლაპარაკებებს აგრძელებს

საქართველოს მთავრობის ცნობით, COVAX პლატფორმის მზაობის დადასტურების პარალელურად, Covid ვაქცინის მისაღებად, მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. აღნიშნული განცხადება, მთავრობამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც 12 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ მინისტრმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უპირველესი წინაპირობა მისი საერთაშორისო აღიარებაა - ვაქცინა უნდა იყოს პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება. კოვიდვაქცინაციის თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისია ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, როგორც ვაქცინის დროული მიღების, ისე ქვეყანაში შესაბამისი გამართული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის კუთხით”, - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ეპიდემიოლოგების განმარტებით „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად და აცრების დასაწყებად -80 გრადუსზე შესანახი პირობების მქონე მაცივრებია საჭირო.