ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: აშშ მოუთმენლად ელის ახალ მთავრობასთან მუშაობას, სტრატეგიული პარტნიორობის გასაგრძელებლად

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რობერტ ო’ბრაიენი, გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს და ხაზს უსვამს რომ აშშ მოუთმენლად ელის საქართველოს ახლად დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას. ო’ბრაიენის მისალოც წერილს, საქართველოს მთავრობა აქვეყნებს. "გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან და ახლად დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას ჩვენი ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად. შეერთებული შტატები დიდად აფასებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მისიის ფარგლებში საქართველოს განუხრელ მონაწილეობას ავღანეთში. ასევე, ვრჩებით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად“, - აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მისალოც წერილში.

ბრიტანეთში კოვიდინფიცირებულებს სასტუმროებში გადაამისამართებენ, რათა კრიტიკული პაციენტებისთვის ადგილი გაათავისუფლონ

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს სავარაუდოდ სასტუმროებში განათავსებენ. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. მეტ ჰენკოკის თქმით, ამ გზით ხელისუფლება საავადმყოფოებში ადგილების დეფიციტის გამო სამედიცინო პერსონალზე გაზრდილი ზეწოლის შემსუბუქებას აპირებს. „ჩვენ ამ გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივმართავთ, თუ პაციენტების სასტუმროში გადაყვანა კლინიკურად მართებული გადაწყვეტილება იქნება. ზოგიერთ შემთხვევაში კოვიდპაციენტების მდგომაროება არ მოითხოვს მათ ჰოსპიტალიზებას“, – განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა. დიდი ბრიტანეთი COVID-ის იმუნიზაციის კამპანიას მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებით გააძლიერებს.

ინტერპოლმა ბეირუთში მომხდარ აფეთქებაზე რუსეთის ორ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა

ინტერპოლმა ბეირუთში მომხდარ აფეთქების საქმეზე რუსეთის ორ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აფეთქება ბეირუთში 2020 წლის 4 აგვისტოს მოხდა. როგორც მომხდარის მიზეზი პორტში მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძარი იყო. შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. 2020 წლის დეკემბერში ლიბანის პროკურატურამ ამ საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ბრალი ლიბანის ყოფილ პრემიერ მინისტრს ჰასან დიაბს და ფინანსთან ექს-მინისტრსაც წაუყენა. ოფიციალურად ძებნილების ვინაობა არ სახელდება, თუმცა ლიბანური მედია წერს, რომ საუბარია ბიზნესმენ იგორ გრეჩუშკინზე და მეზღვაურ ბორის პროკოშევზე. შარშან ლიბანის სასამართლომ რუსეთის ორივე მოქალაქეს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა. ამას გარდა, ამავე საქმეზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა პორტუგალიელ ჟორჟ მანულე ნეტუ მორიერაზე, რომელიც ამონიუმის გვარჯილით ვაჭრობდა და 2014 წელს ბეირუთში გაჩერებულ გემზე ტვირთი დაათვალიერა.

კორუფციის ბრალდების გამო ესტონეთის პრემიერი გადადგა

კორუფციის ბრალდების გამო ესტონეთის პრემიერი გადადგა. ინფორმაციას Estonian World-ი ავრცელებს. ესტონეთის მთავრობის მეთურის გადადგომას წინ უძღოდა პროკურატურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ცენტრისტული პარტიის მაღალჩინოსნები კორუფციაში დაადანაშაულეს. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებს შორის არის პარტიის გენერლაური მდივანი მიხაი კორბი. გამოძიების მიხედვით, კორბმა ესტონელ ბიზნესმენს სთხოვა, პარტია წელიწადში ერთი მილიონი ევროთი დააფნანსოს, სანაცვლოდ კი ბიზნესმენს ტალინში სამშენებლო პროექტის დასაფინანსებლად სახელმწიფო სააგენტოდან სესხად 39 მილიონ ევროს გამოყოფას დაჰპირდა. იური რატასმა საკუთარ გადადგომაზე განცახებაში თქვა: „პოლიტიკაში რთული გადაწყვეტილებების გადასაჭრელად რთული არჩევანის გაკეთება გიწევს. შექმნილ სიტუაციაში, ჩემი ღირებულებებიდან გამომიდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე პრემიერ-მინისტრის თანმდებობიდან“,- ამბობს რატასი.

ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დროს ეროვნულ გვარდიას იარაღს დაურიგებენ

ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დროს ეროვნულ გვარდიას იარაღს დაურიგებენ. ამის შესახებ ინფორმაციას NewYorkTimes-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის სახმელეთო შეიარაღებული ძალების მდივანმა რაიან მაკკარტიმ 6 იანვარს კაპიტოლიუმთან განვითარებული მოვლენების შემდეგ მიიღო. მაკარტის განკარგლებით, შეიარაღებული გვარდიელები ინაუგურაციის დღეს კონგრესის შენობასთან დაიცავენ უსაფრთხოებას. გავრცელებული ინფორმაციით, გვარდიის შეიარაღება მაკკარტიმ წარმომადგენლთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსისთან შეხვედრის შემდეგ მიიღო, რომელზეც დემოკრატების ლიდერმა პენტაგონისგან ძალის დემონსტრირება მოითხოვა. მანამდე მაკკარტიმ განაცხადა, რომ გვარდიელებს „ემ-4“- ტიპის კარაბინებს და „ბერეტას“ პისტოლეტებს დაურიგებენ. როგროც ცნობილია, ინაუგურაციის გამო, ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე განთავსდება. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს ხელმძღვანელმა, გენერალმა დენიელ ჰოკანსონმა განაცხადა. დენიელ ჰოკანსონმა აღნიშნა, რომ ამჟამად, აშშ-ის დედაქალაქში ეროვნული გვარდიის დაახლოებით 6 ათასი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული, რომელთა რიცხვიც კვირის ბოლოსთვის 10 ათასამდე გაიზრდება. პენტაგონში აცხადებენ, რომ 20 იანვარს ვაშინგტონში დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამო შეშფოთებულები არიან. მათივე ცნობით, ინაუგურაციის დღეს აქციის ჩატარებას სულ მცირე 16 ჯგუფი გეგმავს, რომელთა ნაწილიც აცხადებს, რომ დემონსტრანტები შეიარაღებულები იქნებიან. თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ინაუგურაციის დღეს მოვლნების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარებისთვის ემზადებიან. მათ შორის არის სცენარი, როდესაც მომიტინგეები მაღალჩინოსნებს დაესხმებიან თავს, ან შეზღუდულ საჰაერო სივრცეში „კამიკაძე“ თვითმფრინავები შეიჭრებიან და ასევე განიხილება ის ვარიანტი, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ დრონებს გამოიყენებენ.

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 7 რეგიონში გამოცხადდა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის კიდევ 7 რეგიონში გამოაცხადა, ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. საგანგებო მდგომარეობა ოსაკას, ჰიოგოს, კიოტოს, აიტის, გიფუს, ფუკუოკასა და ტოტიგის პრეფექტურებში 7 თებერვლამდე იქნება ძალაში. გამკაცრებული რეგულაციები ავალდებულებს იაპონიაში მოქმედ კომპანიებს, რომ თანამშრომლების რაოდენობა ოფისებში შეზღუდოს 30%-მდე და დაავალოს თანამშრომლებს, რომ სახლიდან იმუშავონ. იაპონიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება 8 იანვარს მიიღო.

ბორის ჯონსონი: მთავრობა ვაქცინაციის 24 საათიან ცენტრებს გახსნის

ბორის ჯონსონმა, პარლამენტში სიტყვის გამოსვლის დროს დაადასტურა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის 24 საათიანი ცენტრები გახისნება.ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის თქმით, ჯერჯერობით უცნობია როდის გახდება შესაძლებელი ახალი ვაქცინაციის ცენრების განთავსება. ჯონსონის თანახმად,საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი, მეტ ჰენკოკი მიაწვდის. ქვეყანაში გართულებული ეპიდსიტუაციის გამო,კოვიდინფიცირებულებს სასტუმროებში გადაამისამართებენ, რათა კრიტიკული პაციენტებისთვის ადგილი გაათავისუფლონ. დიდი ბრიტანეთი COVID-ის იმუნიზაციის კამპანიას მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებით გააძლიერებს.

ჯო ბაიდენი USAID-ის ხელმძღვანელის პოსტზე სამანტა პაუერს წარადგენს

ჯო ბაიდენი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის პოსტზე სამანტა პაუერს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Nbcnews-ი ავრცელებს. „როგორც USAID-ის ხელმძღვანელი, ის ჩვენს პარტნიორებთან ერთად ითანამშრომლებს Covid-19-ის პანდემიის დასაძლევად, ყველა ადამიანის ღირებულებისათვის იბრძოლებს და ხელს შეუწყობს ამერიკული იდეალებისა და ინტერესების განვითარებას მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში. 2013-2017 წლებში სამანტა პაუერი გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა.

ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი საბოლოოდ გააუქმა

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის განცხადებით, ქართველ პრიმა-ბალერინასთან, ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს საბოლოოდ აუქმებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანანიაშვილმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მოლაპარაკება უკვე გამართეს. "NOVAT- ის სამხატვრო ხელმძღვანელს ვლადიმერ კეხმანსა და ნინო ანანიაშვილს შორის მოლაპარაკებების შედეგად, მხარეების შეთანხმებით, გადაწყდა ადრე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა." - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ 2021 წლიდან რუსეთის ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი იქნებოდა. ამ თემაზე მან "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ისაუბრა. გასაფორმებელი კონტრაქტის გადახედვა თეატრმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

იტალია მაფიის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური სასამართლოსთვის ემზადება

მაფიის წევრობის ბრალდებით ასობით ადამიანი წარდგება სასამართლოს წინაშე, რაც იტალიის მართლმსაჯულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასამართლო საქმე იქნება მაფიის წინააღმდეგ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, 355 მაფიის წევრი და კორუმპირებული ჩინოვნიკი "ნდრანგეტა"-ს (’Ndrangheta) დაჯგუფების წევრობაში დაადანაშაულეს. გამოძიებისთვის 900-მდე თვითმხილველი დაიკითხა, ბრალდებების სია დატვირთული არის, ისეთი დანაშაულებით, როგორიცაა ტრეფიკინგი, მკვლელობა და ფულის გათეთრება. სასამართლო სხდომა გადაკეთებულ შენობაში შედგება, ბრალდებულთა დიდი რაოდენობის დასატევად. ფოტოზე ჩანს ქოლ ცენტრი, რომელიც სპეციალურად სასამართლო სხდომისთვის გადაკეთდა.

აშშ ყველა მგზავრს covid-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას მოსთხოვს

აშშ ყველა საერთაშორისო რეისის მგზავრებს ქვეყანაში შესვლამდე covid-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას მოსთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას Cnbc ავრცელებს. როგორც ცნობილია, ახალი მოთხოვნა 26 იანვრიდან შევა ძალაში. აღსანიშნავია, რომ ტესტი გამგზავრებამდე სამი დღის განმავლობაში უნდა იყოს ჩატარებული. მათ, ვისაც კოვიდინფექცია უკვე გადატანილი აქვთ, ამის დამადასტურებელ სამედიცინო ცნობას მოსთხოვენ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპამდე კოვიდტესტის წარდგენას აშშ-ის ხელისუფლება მხოლოდ დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ მგზავრებს ავალდებულებდა. გამოცემა წერს, რომ საავიაციო სექტორი ისევ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის პანდემიის გამო და გასული წლის დეკმებრის მონაცემებით, საერთაშორისო ფრენები წლიურად 78%-ით არის შემცირებული, ხოლო მგზავრთანაკადი - 83%-ით.

15 იანვრიდან ინგლისში შემსვლელებმა Covid19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ

15 იანვრიდან ინგლისში შემსვლელებმა Covid19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ. განცხადებას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. "გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 იანვრიდან ყველა საერთაშორისო მოგზაურმა, რომელიც მიემგზავრება ინგლისში, ვალდებულია წარადგინოს COVID19 ვირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხი. ტესტი უნდა იყოს ჩატარებული მგზავრობამდე 3 დღით ადრე. ხოლო იმ მგზავრებს, ვინც მიემგზავრება დიდ ბრიტანეთში და პირველი შესვლის ქვეყანა არის შოტლანდია, უელსი ან ჩრდილოეთ ირლანდია, COVID19 ვირუსზე ტესტის პასუხი არ მოეთხოვებათ". დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ გვერდს: https://www.gov.uk/government/news/mandatory-covid-19-testing-introduced-to-bolster-border-measures

ვლადიმერ პუტინმა მასობრივი ვაქცინაციის განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის განკარგულება გასცა, რომელიც მომვალი კვირიდან დაიწყება. ინფორმაციას The Moscow Times-ი ავრცელებს. "ფართომასშტაბიანიდან, მასობრივ ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეთ",- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა საკუთარ გამოსვლაში, მისი თქმით, ვაქცინის წარმოების პროცესმა "გადააჭარბა" საჭირო ნიშნულს, რის გამოც ჯანდაცვის მუშაშაკებს მასშტაბური ვაქცინაციის დაწყების საშუალება ეძლევათ. "მადლობა ღმერთს, ჩვენს ვაქცინას ტრანსპორტირებისთვის რამე განსაკუთრებული პირობები, როგორიცაა -50 ან -70 გრადუსი, არ სჭირდება, ჩვენთან ყველაფერი გაცილებით იოლადაა“, - აღნიშნა პუტინმა. რუსეთში ვაქცინაცია 3 დეკემბერს დაიწყო.

მოქალაქეები 1-ლი თებერვლიდან შეძლებენ  მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ყველა სახის შეზღუდული სერვისი 1-ლი თებერვლიდან განაგრძობს ფუნქციონირებას. - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. მოქალაქეები 1-ლი თებერვლიდან შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას 1-ელ თებერვლამდე კვლავ შეჩერებული იქნება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება (გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე). ასევე, დროებით შეჩერებული იქნება სერვისების მიწოდება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში. "ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტო შემდეგ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას: ​მოქალაქეებს საშუალება აქვთ, მომსახურების სააგენტოს მიმართონ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.​ მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებთან დაკავშირებით განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტი გაიცემა განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში, კვირის შემდეგ დღეებში: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სააგენტოს სერვისცენტრებში ვიზიტისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით, თანმხლები პირების გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.

გერმანია 14 იანვრიდან ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს

გერმანია, კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 14 იანვრიდან ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კერძოდ, ნებისმიერ პირს, რომელიც ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის რომელიმე ქვეყნიდან შედის, გერმანიაში შესვლიდან არაუგვიანეს 48-საათში მოუწევს დაამტკიცოს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული არ არის. პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებიდან, მათ შორის გაერთიანებული სამეფოდან და სამხრეთ აფრიკიდან, შესვლის მსურველებმა კი, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხი გერმანიაში შესვლამდე უნდა წარადგინონ. ამასთან, გერმანიაში კარანტინთან დაკავშირებული წესები ძალაში რჩება. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ გერმანიაში შესვლისას მოქალაქე კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენს, მას კარანტინში ყოფნა 5 დღის განმავლობაში მოუწევს, სხვა შემთხვევაში კი, სავალდებულო კარანტინის ვადა 10 დღეა. გერმანიამ შესაძლოა კარანტინის პერიოდი გაახანგრძლივოს.

წამომადგენელთა პალატაში ტრამპის იმპიჩმენტზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს

დონალდ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომლის იმპიჩმენტზეც ხმის მიცემა მეორედ მოხდება. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. დემოკრატების მიერ დომინირებულ წამომადგენელთა პალატაში, ხმას მისცემენ ტრამპის იმპიჩმენტს, მანამდე მიმდინარეობს დებატები, რის შემდეგაც უკვე დაიწყება ხმის მიცემი პროცესი. იმპიჩმენტის მთავარი მუხლი, რასაც ედავებიან სენატორები ტრამპს, არის ის, რომ მან „აჯანყება წაახალისა". თითქმის 200-ზე მეტმა დემოკრატმა და ხუთამდე რესპუბლიკელმა, მათ შორის ლიზ ჩენეიმ, ხელი მოაწერა კანონპროექტს. ჩენეის თქმით, ის იმპიჩმენტს მისცემს ხმას ბაიდენის ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს მთავრობაზე: საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს. წერილში თურქეთის პრეზიდენტი საქართველოსა და თურქეთის სამომავლო თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს და აღნიშნავს,რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები ყველა სფეროში გაგრძელდება. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, პირადად ჩემი და თურქეთის მთავრობის სახელით გულითადად გილოცავთ წარმატებით ჩატარებული არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრის საქმიანობის გაგრძელებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კრიტიკულ პერიოდში, რომელსაც მე ვაფასებ, როგორც შესაძლებლობების ფანჯრის გაღებას რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის თავიდან ჩამოყალიბების თვალსაზრისით, თქვენი ბრძნული ლიდერობით, მომავალშიც ყველა სფეროში გაგრძელდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობა. დაე, ახალმა წელმა ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს რეგიონს მოუტანოს მშვიდობა და სიკეთე“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

წარმომადგენელთა პალატა იმპიჩმენტს ხმას დღეს მისცემს

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატა ხმას დღეს მისცემს. გაიგეთ რა პროცედურების გავლაა საჭირო გადაწყვეტილების მიღებამდე: დებატები: ის დაიწყება პალატის მოწვევის შემდეგ და დაემორჩილება იმ წესებს, რომელიც იმპიჩმენტის რეგულირების მუხლითაა გათვალისწინებული. დებატების შემდგომი პროცესი: წარმომადგენელთა პალატა წესს მისცემს ხმას. წესის მიღების შემდეგ: პალატაში ორსაათიანი დებატები გაიმართება. საბოლოო ხმის მიცემა: საბოლოო ხმის მიცემა თბილისი დროით 01:00-დან 02:00-მდე გაიმართება. ხმის მიცემის პროცესი შესაძლოა გაიწელოს, კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე. რესპუბლიკელთა ნაწილი ტრამპის იმპიჩმენტს ხმას მისცემს.

2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების უფლებამოსილება მიენიჭება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა დღეს გერმანიის ელჩთან, ჰუბერტ ქნირშსთან შეხვედრაზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, 2024 წელს განაცხადის გაკეთების პერსპექტივა განიხილა. ამის შესახებ Europetime-ს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტიდან აცნობეს. „2024 წელს ასოცირების ხელმოწერიდან 10 წელი იქნება გასული და ეს ის დროა, როდესაც ჩვენ ლეგიტიმური უფლება და შესაძლებლობა გვაქვს განვიხილოთ ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა, რასაც ელჩის თქმით, გერმანია, მიესალმება“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. კომიტეტის ცნობით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გერმანიის მხრიდან გაწეული დახმარების შესახებ. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გერმანიასთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველოს ამბიციური გეგმები აქვს ევროკავშირთან მიმართებაში. „ჩვენ ვისაუბრეთ დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მდგომარეობაზე და ამ ურთიერთობების პერსპექტივაზე, რას შეიძლება მივაღწიოთ უახლოეს დროში და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმებით მონიჭებული შესაძლებლობები იმისათვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის დიდი მონაპოვარი, რაც არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება“,-აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. შეხვედრისას გერმანიის ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავისი ხედვები გააცნო თუ როგორ შეიძლება უკეთ იქნეს გამოყენებული ეს შესაძლებლობები. ასევე, საუბარი შეეხო იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისათვის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და განათლება.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთ პრივილეგირებულ პარტნიორად მიიჩნევს

ჟან კასტექსის თქმით, საფრანგეთი- საქართველოს ერთ-ერთ პრივილეგირებულ პარტნიორად მიიჩნევს, ამის შესაღებ ნათქვამია საფრანგეთის პრემიერის მილოცვაში, რომელიც მან გიორგი გახარიას გაუგზავნა. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ვინაიდან ახლახანს დაგამტკიცეს პრემიერ მინისტრად, მოხარული ვარ მოგილოცოთ ამ თანამდებობაზე დანიშვნა იმ დროს, როდესაც თქვენი ქვეყანა, ისევე როგორც ჩვენი, ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა, მსოფლიოში, სადაც ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და სადაც საერთაშორისო ურთიერთობები უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. ასეთ ვითარებაში, მოხარული ვარ, დაგიდასტუროთ, რომ საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთ პრივილეგირებულ პარტნიორად მიიჩნევს და რომ მობილიზებულები ვართ, დავეხმაროთ მას ევროკავშირთან და ნატოსთან კავშირების გაძლიერებაში, მით უმეტეს, რომ თქვენი ქვეყანა სამაგალითო როლს თამაშობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში",- წერს კასტექსი. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში აღნიშნულია,რომ საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 12 დეკემბრის კომუნიკეში, საფრანგეთსა და გერმანიას შესაძლებლობა მიეცათ აღენიშნათ ის მნიშვნელობა რომელსაც ანიჭებენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და თქვენი ქვეყნის მიერ დაწყებული ამბიციური რეფორმების გაგრძელებას. მათ ასევე შესაძლებლობა მიეცათ შეეხსენებინათ თუ რა მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გამოვხატავთ ამ პოზიციას უკლებლივ ყველა ფორუმზე, სადაც კი ამ შეხსენებას მოვლენების მსვლელობაზე შეუძლია ზეგავლენა. ბოლოს, ვისურვებ, რომ 2021 წელს შევძლოთ გავმართოთ მეორე სხდომა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი სტრატეგიული დილოგისა, რომელიც ჩვენ 2019 წლის 2 დეკემბერს გავხსენით პარიზში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გთხოვთ, ირწმუნოთ, ბატონო პრემიერ მინისტრო, ჩემი ღრმა პატივისცემა”, - აღნიშნულია საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში.