ძებნის რეზულტატი:

ISW: რუსეთი აგრძელებს უკრაინელების მასობრივ, იძულებით დეპორტაციას

ომის შესწავლის ინსტიტუტი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინელების დეპორტაცია, სავარაუდოდ, წარმოადგენს მიზანმიმართულ ეთნიკურ წმენდას, გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის კონვენციის აშკარა დარღვევას. ISW ექსპერტებს მოჰყავთ რუსეთის ვიცე-პრემიერის მარატ ხუსნულინის სიტყვებიც, რომელმაც 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხერსონის ოლქის „რამდენიმე ათასი“ ბავშვი „უკვე რუსეთის სხვა რეგიონებშია და ისვენებენ დასასვენებელ სახლებსა და ბავშვთა ბანაკებში“. გაეროში უკრაინის ელჩის მოადგილემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, როომ უკრაინიდან რუსეთში 2,5 მილიონი ადამიანია იძულებით დეპორტირებული. აშშ-ის ანალიტიკური ცენტრი 24 აგვისტოს იუწყებოდა, რომ უკრაინელ ბავშვებს რუსეთში აგზავნიან გასაშვილებლად.  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში

გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ძალების თავდასხმები რვა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის თავდასხმები კრამატორსკის, ბახმუტის და ავდიივკის მიმართულებით მოიგერიეს.  ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ უახლეს ოპერატიულ განახლებაში განაცხადა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი ცდილობს, შეინარჩუნოს დროებით დაკავებული ტერიტორიები, ყურადღებას ამახვილებს უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედებების ჩაშლის მცდელობებზე და ახორციელებს შეტევითი ოპერაციებს ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით.

ვაკის პარკში დაშავებულ ბავშვს კლინიკიდან სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ ბავშვს ბინაზე სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „საბედნიეროდ, ლაზარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღევანდელი მისი მაჩვენებლებით აღარ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიაში ყოფნას. გარკვეული კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ გაშვებას ბინაზე, ამბულატორიულად მკურნალობის გასაგრძელებლად. ამას დღეს ვგეგმავთ“, - განაცხადა ციბაძემ „მთავარ არხთან“. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

სი ძინპინის თქმით, ტაივანთან დაკავშირებით, ჩინეთი ვერასდროს იტყვის უარს ძალის გამოყენების უფლებაზე

ჩინელი ხალხის გადასაწყვეტია ტაივანის საკითხის გადაწყვეტა და ჩინეთი არასოდეს იტყვის უარს ძალის გამოყენების უფლებაზე, თუმცა იბრძოლებს მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ, ამის შესახებ პრეზიდენტმა სი ძინპინმა პარტიის შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ ვიბრძვით მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივისკენ, უდიდესი გულწრფელობით და საუკეთესო ძალისხმევით, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ უარს ვიტყვით ძალის გამოყენებაზე და ვიტოვებთ შესაძლებლობას, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა“, - განაცხადა სი ძინპინმა მმართველი კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას. პეკინსა და ტაიბეის შორის დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა აგვისტოში მას შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა.  ტაივანმა, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, განაცხადა, რომ თავის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, უკან არ დაიხევს.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტების მარაგები შეუმცირდა

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულ თავდაცვით ინდიუსტრიას არ შესწევს უნარი, იმ ტემპით აწარმოოს საბრძოლო მასალები, რა ტემპითა და რაოდენობითაც მას რუსეთი ხარჯავს, ამის გამო კი, შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტების მარაგები შემცირებულია. დაზვერვისვე ცნობით, მხოლოდ 10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 80-მდე ფრთოსანი რაკეტა გაისროლა. ოლექსი დანილოვი: ახლოვდება დრო, როდესაც რუსეთი მაღალი სიზუსტის რაკეტებს ვეღარ გამოიყენებს „რაკეტების დიდი ნაწილი თავდაცვითმა სისტემებმა ჩამოაგდეს, თუმცა ათობით ჭურვი კიევსა და სხვა დასახლებულ პუნქტებს დაეცა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გარდა, მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც დააზაიან, - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

თეირანის ცნობით, ევინის ციხის ტერიტორიაზე არეულობა პატიმრებს შორის ჩხუბს მოჰყვა

თეირანში, ევინის ციხის ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით, თეირანმა ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, არეულობის დროს, რვა ადამიანი დაშავდა. თეირანის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ციხის სახელოსნო დაიწვა „მას შემდეგ, რაც ფინანსურ დანაშაულსა და ქურდობის საქმეებზე მსჯავრდებულებმა იჩხუბეს. თეირანის სახანძრო დეპარტამენტმა სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ ინციდენტის მიზეზი გამოძიება მიმდინარეობს. „ევინის ციხისკენ მიმავალი გზები დაკეტილია. აქ უამრავი სასწრაფო დახმარების მანქანაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის სროლის ხმა“, - განუცხადა წყარომ Reuter-ს. თეირანში, ევინის ციხეში, წუხელ სროლის ხმა ისმოდა. განახლება Anadolu-ს ცნობით, ხანძრის შედეგად 4 დაიღუპა, 61 დაშავდა. მიზეზი „კვამლის შესუნთქვა“ გახდა. Anadolu წერს, რომ დაწესებულებაში მყოფთა უმეტესობა, ირანელი ქალის გარდაცვალების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.  

ოკუპირებულ დონეცკში აფეთქება მოხდა. ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციის შენობა იწვის

დროებით ოკუპირებულ ქალაქ დონეცკში აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ცმობით, ე.წ. ადგილობრივი მთავრობის ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინული მხარე ისევ ირონიით აღნიშნავს, რომ ეს არის ის, რასაც გაზის ბალონებთან მოწევა იწვევს. სხვა ოფიციალური დეტალები ჯერ არ ვრცელდება. უკრაინული მედიის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2022 წლის 16 ოქტომბრამდე, რუსეთის ჯამურმა საბრძოლო დანაკარგებმა უკრაინაში დაახლოებით 65000 სამხედროს მიაღწია.

რა დანაკარგები აქვს რუსეთს უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განახლებული მონაცემები გაავრცელა, რომლის თანახმად, რუსეთმა უკვე დაკარგა დაახლოებით 65 000 სამხედრო უკრაინაში. უფრო კონკრეტულად, მონაცემები ასეთია: „2022 წლის 24 თებერვლიდან 2022 წლის 16 ოქტომბრამდე მოწინააღმდეგის ჯამური საბრძოლო დანაკარგები მოიცავდა 2529 ტანკს (+5 გასული დღის განმავლობაში), 5193 ჯავშანტექნიკას (+14), 1589 საარტილერიო სისტემას (+7), 365 მრავალჯერად რაკეტას. 186 საზენიტო საბრძოლო სისტემას, 268 თვითმფრინავს, 242 შვეულმფრენს, 3959 ავტომობილსა და საწვავის ავზს (+8), 16 ხომალდს/ნავი, 1224 უპილოტო საფრენ აპარატს (+14), 143 სპეციალური ტექნიკის ერთეულს (+1). სულ ჩამოაგდეს მტრის 316 ფრთოსანი რაკეტა“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინის საელჩოს ეგიდით, უკრაინულ-ქართული ფილმების ჩვენება გაიმართება

საქართველოში უკრაინის საელჩოს ეგიდით, 17-19 ოქტომბრის ჩათვლით უკრაინულ-ქართული ფილმების ჩვენება გაიმართება. 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ნაჩვენები იქნება რეჟისორ ზაზა ბუაძის მხატვრული ფილმი „მოციქულების დედა“. 18 ოქტომბერს, 19:00 საათზ - ბორის კვაშნევის, სცენარის ავტორი მირზა დავითაია მხატვრული ფილმი „ვიწრო ხიდი“. 19 ოქტომბერი, 19:00 საათზე - მაქსიმ ლიტვინოვის დოკუმენტური ფილმი „მარიუპოლი, დაუკარგავი იმედი“. დასწრება თავისუფალია.  

2000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი საფრანგეთში გაივლის წვრთნას

2000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი რამდენიმე კვირის განმავლობაში, საფრანგეთში გაივლის მომზადებას. ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ გაზეთ Le Parisien-ს განუცხადა. მინისტრის თქმით, საფრანგეთმა მანამდე უკრაინელი საარტილერიო ოპერატორები უკვე გაწვრთნა „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების გამოყენების მიზნით, რომლებიც პარიზმა უკრაინას მიაწოდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Kyiv Independent-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი აპირებს, დაასრულოს წვრთნა დიდ ბრიტანეთში და ამას კიდევ 10 000 დაემატება. მინისტრმა აღნიშნა, რომ რამშტეინის ჯგუფმა, რომელსაც 50-მდე ქვეყანა აერთიანებს, ბოლო შეხვედრისას ახალი სასწავლო პროგრამები განიხილა.  

გამათბობლებთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენი მოსახლეობას აფრთხილებს

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ ცივი სეზონის დადგომისთანავე, გაზის დანადგარები და შიდა ქსელები სპეციალისტებს შეამოწმებინონ. როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ განმარტა, არის რისკი, რომ შესაძლოა, გაზის დანადგარები არასწორად იყოს განთავსებული საცხოვრებელ ფართში ან კუსტარულად დამონტაჟებული იყოს. „ჯერ კიდევ არის როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონული ქალაქების მასშტაბით ის რისკი, რომ შესაძლოა, გაზის დანადგარები არასწორად იყოს განთავსებული საცხოვრებელ ფართში ან ისეთი დანადგარები იყოს, რომელიც იქ არ უნდა არსებობდეს ან კუსტარულად დამონტაჟებული იყოს, ქსელი არასწორად იყოს გაყვანილი და ა.შ. საფრთხე არის მრავალი. ცივი სეზონი პიკში შედის და ახლა ყველამ გათბობა უნდა ჩართოს. პირველ რიგში, ჩემი რეკომენდაცია არის ის, რომ გამათბობელი, თუნდაც ცენტრალური, რასაც წარმოვიდგენთ, რომ არის უსაფრთხო, ყველამ შეამოწმოს ცივი სეზონის დადგომისთანავე და მის ჩართვამდე. ეს არის უსაფრთხოების კულტურის წესი, რომელიც კარგია, რომ ჩვენს კულტურაში დავამკვიდროთ. კომპანიის ვალდებულება წელიწადში ერთხელ ტექნიკურ შემოწმებაზე ძალაში რჩება. ჩვენ ამას ძალიან მკაცრ მონიტორინგს ვუტარებთ. ეს კომპანიის მხრიდან გაკეთდება, მაგრამ მოწყობილობის შემოწმება ყოველთვის არის მომხმარებლის ვალდებულება. ყოველი ცივი სეზონის დადგომისთანავე გაზის დანადგარები და შიდა ქსელები შევამოწმებინოთ“, - განაცხადა ვარდიაშვილმა. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც საცხოვრებელ ფართებში განთავსებულია ისეთი დანადგარები, რომელიც დაუშვებელია დახურულ სივრცეში იყოს. სალომე ვარდიაშვილის განმარტებით, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ღია წვის წყლის გამაცხელებელი, რომლის ნამწვი ბინაში არ უნდა დაგროვდეს. „ეს პირდაპირ იწვევს სიკვდილს იმ შემთხვევაში, თუ იმ რაოდენობის CO დაგროვდება, რაც ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის წარმოუდგენელია. ეს არის ისეთი ტიპის დანადგარი, რომელიც არ შეიძლება დახურულ ფართში არსებობდეს. ის არის მხოლოდ ღია მოხმარებისთვის“,-განაცხადა ვარდიაშვილმა IPN-ის ცნობით. მისი თქმით, „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით ს მოქალაქეებს მოწყობილობების შემოწმებას სრულიად უფასოდ სთავაზობს.  

ჩინეთი თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თავის მოქალაქეებსმ დატოვონ უკრაინის ტერიტორია, იტყობინება ჩინეთის სახელმწიფო გამოცემა Global Times Twitter-ზე. ჩინეთის საელჩო მზადაა, თავის მოქალაქეებს დაეხმაროს გამგზავრების ორგანიზებაში, ნათქვამია ინფორმაციაში. კვირის დასაწყისში ჩინეთის საელჩომ უკვე მიმართა თანამოქალაქეებს, არ დარჩენილიყვნენ უკრაინის ტერიტორიაზე გადაუდებელი აუცილებლობის გარდა და დაეტოვებინათ ტერიტორია, როცა ამის გაკეთება უსაფრთხო იქნებოდა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

Washington Post: ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებსა და უპილოტო თვითმფრინავებს მიაწვდის

The Washington Post-ი აშშ-ისა და მისი მოკავშირე ქვეყნების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანი რუსეთისთვის მისაწოდებლად Fateh-110-ისა და Zofaghar-ის ტიპის რაკეტების პირველ პარტიას ამზადებს. Fateh-110 და Zofaghar მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტებია, რომლებსაც შეუძლიათ, სამიზნეებს 300 და 700 კილომეტრის მანძილზე მიაყენონ დარტყმა. მანამდე, 11 ოქტომბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომისთვის ირანისგან 2400 კამიკაძე-დრონი შეუკვეთა. უკრაინის სამხედროები ყოველდღიურად ავრცელებენ ინფორმაციას ირანული წარმოების დრონების ჩამოგდების შესახებ. შეერთებულმა შტატებმა ოთხ ირანულ კომპანიას და ერთ ფიზიკურ პირს ირანული დრონების შემუშავებისა და რუსეთში გაგზავნისთვის სანქციები დაუწესა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის მინისტრები ასევე განიხილავენ ირანის წინააღმდეგ სანქციებს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო. ირანმა თავის მხრივ, უარყო რუსეთისთვის იარაღის მიწოდება.

რუსული წყაროები რუსეთის ქალაქ ბელგოროდში 16 აფეთქების შესახებ იუწყებიან

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti 16 ოქტომბერს იტყობინება, რომ 16 აფეთქების ხმა გაისმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში მდებარეობს. სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეობი აფეთქებებს ადასტურებს. რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. უკრაინას მის პოტენციურ ჩართულობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მანამდე, 15 ოქტომბერს ბელგოროდში დაბომბვის გამო, ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. ბელგოროდში, სამხედრო ნაწილში სამმა ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა. 22 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 16 გლადკოვის თქმით, ბელგოროდში საბრძოლო მასალის საწყობი ააფეთქეს. მან თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა. კიევს კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდი კლინიკიდან გაწერეს

ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდი კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა.  შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. კლინიკაში კიდევ ერთი მოზარდი რჩებოდა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

მსოფლიო ბანკი: უკრაინაში სიღარიბის დონე ათჯერ გაიზარდა

მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორის, არუფ ბანერჯის თქმით, უკრაინელების 25 პროცენტი წლის ბოლომდე სიღარიბეში იცხოვრებს და მათი რიცხვი 2023 წლის ბოლოსთვის 55%-მდე შეიძლება, რომ გაიზარდოს. რუსეთის გაზრდილი თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გაართულებს იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რომლის წინაშეც უკრაინა დგას, განაცხადა ბანერჯიმ. უკრაინის მშპ 2022 წლის პირველ ცხრა თვეში 30%-ით შემცირდა.  

მოსკოვთან ახლოს, შჩოლკოვოში სამხედრო კომისარიატს ცეცხლი წაუკიდეს - მედია

მოსკოვის ოლქის ქალაქ შჩოლკოვოში სამხედრო კომისარიატი იწვის. გავცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა კომისარიატს ცეცხლი წაუკიდეს. ~ ანალოგიური შემთხვევა მოხდა მაისშიც, როდესაც უცნობმა პირმა ამავე სამხედრო კომისარიატთან განთავსებულ შენობაში ორი „მოლოტოვის კოქტეილი“ შეაგდო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთში სამხედრო გამწვევ პუნქტებს, პოლიციის განყოფილებებსა და ქალაქის ადმინისტრაციის შენობებს ცეცხლი არაერთხელ წაუკიდეს. ეს ქმედება ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას მოჰყვა.  

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი 17 ოქტომბერს ქალაქ კიშინეუს ეწვევა და მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებითაც შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნატალია გავრილიცასთან და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ გროსუსთან. ინფორმაციისთვის, პრეზიდენტი თბილისიდან კიშინეუში პირველი რეისით იმგზავრებს, რომელსაც მოლდოვის სახელმწიფო ავიაკომპანია AIR Moldova შეასრულებს. მოლდოვისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2022 წლის მაისიდან დაიწყო და შესაბამისი გადაწყვეტილებით, „ეარ მოლდოვა“ ფრენებს კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით 2022 წლის 31 ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან - კვირაში ოთხჯერ შეასრულებს.   

საუდის არაბეთი უკრაინას $400 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდის

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. იტყობინება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SPA. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტსა და პრინცს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი. მან ხაზი გაუსვა „სამეფოს პოზიციას, მხარი დაუჭიროს ყველაფერს, რაც ხელს შეუწყობს დეესკალაციას, ასევე, სამეფოს მზადყოფნას, გააგრძელოს შუამავლის ძალისხმევა“. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა პრინცს სამეფოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა და მადლობა და მადლობა გადაუხადა სამეფოს, გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომლითაც 142 ქვეყანასთან ერთად დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობები. სალმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეფოს ხმა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპებისადმი ერთგულებიდან, ასევე, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და კეთილმეზობლობის პრინციპების პატივისცემისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი ერთგულების გამოხატულებაა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ იმუშავენებ რუსი სამხედროების მიერ დაკავებული უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე. უკრაინული მედია წერს, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა სექტემბერში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 10 სამხედროს, მათ შორის ამერიკელის გათავისუფლებაში.  

უკრაინა: ოკუპანტების საბრძოლო მასალების საცავები გავანადგურეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალები რუსეთის ძალების დანაკარგების შესახებ იუწყება. „უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების საზღვაო ქვეითთა კორპუსის სამხედრო დივიზიების და ქვედანაყოფების წევრებმა მტკიცე და გაბედულად გაუწიეს წინააღმდეგობა რუს ოკუპანტებს ფრონტზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში საზღვაო ქვეითებმა ცხრა დამპყრობელი გაანადგურეს“, - იუწყება საზღვაო ძალები. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების საარტილერიო დანაყოფებმა დაარტყეს რუსულ ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობას, გაანადგურეს 17 დამპყრობელი, ოთხი თვითმავალი დანადგარი და საბრძოლო მასალის ორი საცავი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.