ძებნის რეზულტატი:
კორონავირუსი კიდევ 1550 ადამიანს დაუდასტურდა, 494 გამოჯანმრთელდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 550 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 249 465-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 235 130-მდე.
ბოლო 24 საათში 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 2 973 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 1550 ადამიანს დაუდასტურდა, 494 გამოჯანმრთელდა.
217 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 336, საიდანაც: 3 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 770, აჭარაში - 269, იმერეთში - 702. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 775 პირი, მათ შორის, თბილისში - 363, აჭარაში -54, იმერეთში - 184. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 2, იმერეთში - 26. 563 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 248 - თბილისში, 237- აჭარაში, 32 - იმერეთში. 7 117 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 226, აჭარაში - 97, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 18 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 434 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 865 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 398 პირი, აჭარაში - 1 788, იმერეთში - 2 269. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 1550 ადამიანს დაუდასტურდა, 494 გამოჯანმრთელდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1550 შემთხვევიდან, 647 თბილისში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 647 შემთხვევა, აჭარა - 58, იმერეთი - 249, ქვემო ქართლი - 93, შიდა ქართლი - 95, გურია - 53, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 145, კახეთი - 106, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 1550 ადამიანს დაუდასტურდა, 494 გამოჯანმრთელდა.
პოლიციამ Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 143 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 679 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
პაატა იმნაძე: საქართველომ COVAX პლატფორმის მოთხოვნები შეასრულა და ყველანაირი ვაქცინის მისაღებად მზად ვართ
საქართველომ COVAX პლატფორმის მოთხოვნები შეასრულა და ყველანაირი ვაქცინის მისაღებად მზად ვართ - ამის შესახებ პაატა იმნაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, საქართველო „ასტრაზენეკას“ ტიპის ვაქცინების მისაღებად ემზადება. „ძირითადად ვემზადებით, რომ „ასტრაზენეკა“ ტიპის ვაქცინები მივიღოთ, მაგრამ ის ჯერ არ არის COVAX პლატფორმაზე. ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად მზად ვართ, მთავარია როდის იქნება ეს მოწოდება. COVAX პლატფორმასთან მოლაპარაკების პარალელურად ასევე გრძელდება ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან. რა რაოდენობის ჩამოვა, ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა შესაძლებლობები ექნება COVAX პლატფორმას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
კამალა ჰარისმა კალიფორნიის შტატიდან სენატორის მანდატი ოფიციალურად დატოვა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა კალიფორნიის შტატიდან სენატორის მანდატი ოფიციალურად დატოვა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კამალა ჰარისს ალექს პადილა ჩაანაცვლებს, რომელიც კალიფორნიის გუბერნატორმა სენატს უკვე წარუდგინა. კამალა ჰარისმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის კალიფორნიის შტატის მოსახლეობას მადლობას უხდის. „ჩემთვის დიდი პატივი იყო, მემსახურა გუნდთან ერთად, რომელიც ასე დაუღალავად მუშაობდა“, – განაცხადა ჰარისმა. ვიდეომიმართვაში მან განვლილი ოთხი წელი შეაჯამა. შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში, 20 იანვარს, ინაუგურაციის ცერემონიაზე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ფიცს საზეიმოდ დადებენ.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ ეტაპზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია განცხადებაში.
ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღებისთვის რვაწლიან გზას შესთავაზებს
ჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღებისთვის რვაწლიან გზას შესთავაზებს. აღნიშნულ ინფორმაციას Apnews-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი საიმიგრაციო კანონპროექტის გამოქვეყნებას ინაუგურაციის შემდეგ, პირველ დღეს გეგმავს. აღნიშნული კანონპროექტი ლეგალური სტატუსის გარეშე აშშ-ში მცხოვრებ დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს მოქალაქეობისკენ 8-წლიანი გზის გავლას შესთავაზებს. მსგავსი საიმიგრაციო პოლიტიკა ტრამპის მკაცრი პოლიტიკისგან რადიკალურად განსხვავებულია. კანონპროექტი ბაიდენს ლათინოამერიკელი ამომრჩევლებისა და სხვა ემიგრანტების მიმართ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაცემული მთავარი დაპირების შესრულების გზაზე აყენებს. კანონპროექტის მიხედვით, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, აშშ-ში ლეგალური სტატუსის გარეშე მცხოვრებ ადამიანებს ხუთწლიანი გზის გავლა მოუწევთ დროებითი ლეგალური სტატუსის ან მწვანე ბარათის მოსაპოვებლად, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმებას გაივლიან და სხვა ძირითად მოთხვონებს დააკმაყოფილებენ. ამის შემდეგ ემიგრანტებს ნატურალიზაციამდე სამწლიანი გზის გავლა მოუწევთ, თუ მოქალაქეობის მიღებას გადაწყვეტენ. როგორც ცნობილია, ზოგიერთ შემთხვევაში ემიგრანტებისთვის პროცესი უფრო დაჩქარებული იქნება.
მედია: ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციის დღეს მერილენდში სამხედრო აღლუმს გამართავს
ტრამპი,ბაიდენის ინაუგურაციის დღეს, მერილენდში სამხედრო აღლუმს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ღონისძიება მერილენდის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება. ღონისძიებაზე ტრამპს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, სამხედროები გამოემშვიდობებიან. ღონისძიებაზე ასევე მიწვეულები არიან ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები. არაა გამორიცხული, რომ აღლუმს პრეზიდენტის რიგითი მხარდამჭერებიც დაესწრნენ. მოსაწვევებში, რომლებიც სტუმრებს თეთრმა სახლმა დაუგზავნა, აღნიშნულია, რომ ცერემონია დილის 08:00 საათზე გაიმართება. ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს არის დაგეგმილი.
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: მსოფლიო ბანკი მზადაა, 2024 წლისთვის EU-ს წევრობის განაცხადის მომზადებას მხარი დაუჭიროს
"შესანიშნავი შეხვედრა იყო, ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია იმ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ბოლო წლების განმავლობაში აკავშირებს" - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობა, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყნის ევროინტეგრაცია და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი იყო. სებასტიან მოლინეუსმა დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის უმთავრეს გეგმას - 2024 წლისათვის წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებით. "მსოფლიო ბანკი მზად არის, განაგრძოს საქართველოსა და ევროკავშირის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერა, მათ შორის რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიული პროექტების განხორციელების მიმართულებით. ამასთან ერთად, მიმდინარე პერიოდში მსოფლიო ბანკის სურვილია ვაქცინაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევის ხელშეწყობა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის პირობებში უდიდესი პოზიტიური გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ ფონზე. აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის უახლესმა პროგრამებმა ხელი შეუწყო ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებს, როგორიცაა: საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა; საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება და სხვა. პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა 2019-2022 წლების პარტნიორობის ჩარჩოს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრისას საუბარი შეეხო მოქალაქეთა და ბიზნესის მიზნობრივი მხარდაჭერის მომდევნო ეტაპს, რომელიც დაკავშირებულია Covid-19-ის პანდემიის მეორე ტალღასთან. შეხვედრისას, მხარეებმა ყურადღება დაუთმეს მასშტაბურ რეგიონულ პროექტებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პანდემიის დასრულების შემდეგ საქართველომ გამოიყენოს მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობა და პოსტკოვიდურ მსოფლიოში წარმატებულად პოზიციონირებდეს. შეხვედრისას, დადებითად შეფასდა პარტნიორობა განვითარების პოლიტიკის ოპერაციების(DPO) ფარგლებში, რასაც წვლილი შეაქვს ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში. მსოფლიო ბანკს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც 2.7 მლრდ აშშ დოლარს მოიცავს.
ინდოეთში სატვირთო მანქანამ გზის პირას მძინარე მუშებს გადაუარა
ინდოეთში, გუჯარატის შტატში სატვირთო ავტომობილმა გზის პირას მძინარე მუშებს გადაუარა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცლებს. შემთხვევის შედეგად 15 მუშა გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა საჭეზე კონტროლი ტრაქტორთან შეჯახების შედეგად დაკარგა. გზის პირას მძინარე მუშები რაჯასტანის შტატის მკვიდრები იყვნენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა, დაშავებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
ილია მეორე: დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ეს ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს კურთხევა მისცა, ნაკურთხი წყალი სახლებსა და კარ-მიდამოს აპკურონ. ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ეს ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა, არ მოგაკლოთ ღმერთმა მადლი ღვთისა“, - ბრძანა პატრიარქმა. 19 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს.
თამარ გაბუნია: ვაქცინის დანერგვის გეგმაზე 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ვაქცინაციის კომისიის შეხვედრის შემდეგ, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა. გაბუნიას თქმით, პროცესი იყო ძალიან წარმომადგენლობითი და რამდენიმე კვირა დასჭირდა ყველა იმ დეტალის დაზუსტებას, რომელიც გეგმაშია ასახული, როგორც პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრის, ასევე ტექნიკური დეტალების დაზუსტების კუთხით. „ეს ითვალისწინებს ცივი ჯაჭვის მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობებს, ასევე მარეგულირებელ გარემოს, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს, რადგან გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და მართვა უნდა განხორციელდეს აუცილებლად საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. დღეს ეს პროცესი უკვე დასრულებულია და ახლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გეგმის შესრულება დავიწყოთ, როგორც კი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი და ესეც, ვფიქრობთ, რომ პირველივე კვარტალში შესაძლებელი გახდება და იყოს მზაობა, როგორც სამინისტროს სტრუქტურების ფარგლებში, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ფარგლებში და რაც მთავარია, სამედიცინო დაწესებულებების დონეზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ომბუდსმენი: ვაქცინაციის გეგმასთან და პრიორიტეტებთან დაკავშირებით შენიშვნა არ გვაქვს
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, შენიშვნები არ აქვთ. აღნიშნული განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმა პრემიერ-მინისტრთან კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ომბუდსმენის ინფორმაციით, სახალხო დამცველი უშუალოდ იყო ჩართული ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შემუშავების პროცესში. „ჩვენ შევაფასეთ, რამდენად შეესაბამებოდა გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები თუ კატეგორიები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ორგანიზაციების მიერ აღიარებულ პრიორიტეტულ ჯგუფებს და გათვალისწინებული იყო თუ არა ის პრინციპები, რაც საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული უნდა იყოს ვაქცინაციის დაწყების დროს. ეს ეხება თანაბარ ხელმისაწვდომობას, პრიორიტეტულობას, უსაფრთხოებას, მოსახლეობის ინფორმირებულობას და ა.შ. ჩვენ ამ ეტაპზე გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, თუმცა დავაკვირდებით უშუალოდ ვაქცინაციის პროცესსაც, რამდენად წარიმართება ის გეგმის შესაბამისად და მაქსიმალურად ვეცდებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რაც ეხება ვაქცინების უსაფრთხოებას და მთელ ამ პროცესს“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
ქალი, რომელიც ნენსი პელოსის ლეპტოპის სავარაუდო ქურდობისთვის იძებნებოდა, დააპატიმრეს
FBI-ის ცნობით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ლეპტოპის ქურდობაში ბრალდებული ჯუნ უილიამსი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უილიამსი პენსილვანიის შტატში დააკავეს. ჯუნ უილიამსი რამდენიმე დღე, რაც მიმალვაშია. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ უილიამსი გაუძღვა ტრამპის მხარდამჭერებს სპიკერის ოფისისკენ, საიდანაც მან ლეპტოპი, ან მყარი დისკი მოიპარა. დაკითხვაზე უილიამსის ყოფილი შეყვარებულიც დაიბარეს. მან ამოიცნო ის და ასევე გააჟღერა ვერსია, რომ უილიამსი სპიკერის ლეპტოპის გაგზავნას აპირებდა რუსეთში საკუთარ მეგობართან, რომელსაც ის რუსეთის ხელისუფლებისთვის უნდა მიეყიდა. სამართალდამცავ ორგანოს გამოძიება ჯერ არ დაუსრულებია. პელოსის ლეპტოპის მდებარეობა ჯერჯერობით ისევ უცნობია. საგამოძიებო ბიუროს ვარაუდით, შესაძლოა ეჭვმიტანილმა შეძლო ნივთმტკიცების გაგზავნა, ან განადგურება. სპიკერის ლეპტოპის მოპარვის ფაქტზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
ვენეციის კომისიამ პარტიების დაფინანსების შეწყვეტის და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო
ვენეციის კომისიამ პარტიების დაფინანსების შეწყვეტის წესისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტების განხილვა დაიწყო. ინფორმაციას ვენეციის კომისია საკუთარ twitter-ის გვერდზე ავრცელებს აღნიშნული კანონპროექტის განხილვის თხოვნით, ვენეციის კომისიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, დეკემბერში მიმართა. კანონპროექტი ახალმა, მე-10 მოწვევის პარლამენტმა 23 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო. საკანონდებლო ინიციატივას 83 დეპუტატამა დაუჭირა მხარი. სახელისუფლებო პარტიის კანონპროექტის თანახმად, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ან ერთი წლით შეუჩერდება, ხოლო იმ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. აღნიშნული საკანონდებლო ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მას შემდეგ წარადგინა, რაც ოპოზციამ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და ამ მოტივით, სხვადსხვა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში მიღებული საპარლამენტო მანდატების გაუქმება, ოფიციალურად მოითხოვეს. დეკემბერში ხელისუფლების საკანონდებლო ინიციატივას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გამოეხმაურა. საარჩევნო სუბიექტისთვის საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების შეფასებისას ელჩმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ორი საკანონმდებლო ინიციატივა, ვერ ეხმარება მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს. „ის იწვევს გარკვეულ შეშფოთებას ჩემში, გულწრფელი რომ ვიყო...რომ დავიწყოთ პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივით, უნდა ვთქვა, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ინიციატივას აქვს ძალიან ცხადი მიმართულება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიისკენ. ვფიქრობ, რომ ყოველთვის კითხვის ნიშნები ჩნდება, როდესაც დღის წესრიგშია კანონი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნები, მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ სახის კანონებს ექნება უფრო ფართო გამოძახილი, რომელზეც ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რა მნიშვნელობა ექნება მას პარტიებისთვის მომავალში. ჩვენ უკვე მოვისმინეთ არგუმენტები ამასთან დაკავშირებით, რომ პარტიას უნდა შეუწყდეს დაფინანსება იმ შემთხვევაში, თუ ის არ შევა პარლამენტში, აქ არის გარკვეული ლოგიკა, შეიძლება იყოს მხედველობაში მიღებული, რომ დაფინანსება უნდა მიიღოს პარტიამ, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა და აიღებს პასუხისმგებლობას როგორც პარლამენტის წევრი, მაგრამ ფართო მსჯელობაც შეიძლება ამ საკითხზე და აქ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენენ პარტიები დემოკრატიულ პროცესში - ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში სივრცის შევსება და საპარლამენტო მუშაობა.“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა კანონპროექტის შეფასებისას.
პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე გ.თ.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მასთან მცხოვრებ ნათესავ გოგონას მ.შ.-ს, რომელიც ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობას საჭიროებს და მასთან ცხოვრობს, სისტემატიური სატელეფონო ურთიერთობა აქვს თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან თეონა თამაზაშვილთან და მის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან, რომლებსაც მცდარ ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, რომ თითქოს იგი თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდა და მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობს. გ.თ.-ს ჩვენებით აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას და მ.შ.-ს წარმოსახვისა და ფანტაზიის ნაყოფი უნდა იყოს. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა მ.შ.-ს ბიძამ ს.ჯ.-მ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება. გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია
„ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია, ყველას გვახსოვს, მოზრდილ ასაკში სკოლაში, საბავშვო ბაღში, ყველაგან გვცრიდნენ და ეს იყო არა შემთხვევით, არამედ წინა, ძალიან მკაცრი პანდემიებით გამოწვეული", – ასე მიმართა დღეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ნათლისღების წირვაზე მრევლს. როგორც მეუფემ აღნიშნა, ვაქცინაცია რელიგიური ცხოვრებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. „მინდა, გითხრათ, რომ მთელი საუკუნეების გამოცდილებით, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს, ბიბლია გვასწავლის გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტება. რამდენიმე ხნის წინ, საბერძნეთის ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელიც ადრე, საერო ცხოვრების დროს ამერიკის კოსმოსურ სააგენტო ნასა-ში მოღვაწეობდა, არის პროფესიით გამორჩეული ექიმი და პროფესორი, თავის პუბლიკაციაში წერდა, რომ ელადის წმინდა სინოდმა დაავალა, შეესწავლა, რამდენად უსაფრთხოა ეს ვაქცინა ადამიანის რელიგიური ცხოვრებისთვის. ის ამბობს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი საფრთხე ამ ვაქცინაში, რელიგიის კუთხით, არ არსებობსო. მინდა, რომ ეს ასე იყოს და ღვთის მადლით ასეც იქნება“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ
ოსმანთა საიმპერატორო სახლის უკანასკნელი ხელმძღვანელი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
ოსმანთა საიმპერატორო სახლის ხელმძღვანელი, იმ სამეფო დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელიც ოდესღაც ოსმალეთის იმპერიას მართავდა, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი დუნდარ აბდულკერიმ ოსმანოღლუ ორშაბათს, სირიის დედაქალაქში, დამასკოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაივალა. "დუნდარს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ის დამასკოში ცხოვრობდა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით თურქეთში მის გადაყვანას, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ." - განაცხადა დუნდარ აბდულკერიმ ოსმანოღლუს ძმისშვილმა აბდულჰამიდ კაიჰან ოსმანოღლუმ. აბდულჰამიდ კაიჰანმა თურქ ხალხს, ოსმანოღლუს გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოუცხადა.