ძებნის რეზულტატი:
ახალი მტკიცებულების გამოძიების საქმეზე, ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას მორიგ ბრალდებას უყენებს
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მტკიცებულებების გაყალბების თემაზე, გამოძიების დაწყების შესახებ, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი პასუხობს და პროკურატურას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. საუბარია ბაჩალიაშვილის მეგობარზე, რომელთან მიმოწერის ე.წ. სქრინი ოჯახმა გენერალურ პროკურატურას გასულ კვირას მიაწოდა. პროკურატურის მიერ საეჭვო მტკიცებულებად მიჩნეულ სქრინში, დაღუპული პროგრამისტი აღნიშნავს, რომ პრობლემები აქვს. "პროკურატურას სურს ახალი მოწმე და ეს "სქრინი", რაც საქმეში არსებობს, გააცამტვერონ და გაამყარონ აზრი, თითქოს ეს ჩვენი მოგონილი რაღაც სიახლეა. იმის მაგივრად, რომ მიეღო გადაწყვეტილება, ჩვენ მოგვივიდა დადგენილება, რომ საქმე და ჩვენი საჩივარი არ არის დაკმაყოფილებული. იმის მაგივრად, რომ გამოძიებას და პროკურატურას ჩვენთვის მოემართა და ჩვენი დახმარებით მომხდარიყო მოწმის გამოკითხვა, დამოუკიდებლად ჩავიდნენ და დაიწყეს ზეწოლა,“ – აცხადებს მიხეილ რამიშვილი. თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის თქმით, პროკურატურა მოწმის ოჯახის წევრებს ესაუბრა, რომლებმაც შემდგომ თავისი ახლობლის დაშინება სცადეს. „გუშინ, მოწმის და ბიცოლა და ბიძა წაიყვანეს პოლიციაში და იქ არ ვიცი რა უთხრეს. პოლიციიდან გასვლის მერე მარის დაშინება, დაიწყეს, რომ თითქოს მას ციხე ემუქრება. რომ ტელეფონს წაართმევენ და ის არავის არაფერში სჭირდები," - აცხადებს თეონა თამაზაშვილი. აქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
დღეიდან გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს სხვა კომპანია განახორციელებს
გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს. აღნშნულ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პრევენციული ქმედებების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო, შემსრულებელ კომპანიებს „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“ და „იკორთა 2007“ ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები განესაზღვრათ, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლის გათვალისწინებით 12 000-12 000 ლარს მოიცავს. სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ გასულ წელს გაცემული გაფრთხილების მიუხედავად, შემსრულებელმა კომპანიებმა ამ დრომდე ვერ უზრუნველყვეს სანებართვო პირობების გადაცდომით შესრულებული სამუშაოების შედეგების გამოსწორება, რაც მთელ რიგ კონსტრუქციულ ელემენტებზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებდა. ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომების მიზეზით, 18 იანვარს მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე ქარის შედეგად დროებითი გადახურვის ფრაგმენტი აძვრა. დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენის სამუშაოები ეროვნული სააგენტოს ინიციატივით გუშინ საღამოდანვე დაიწყო და დღეს დასრულდება. აღდგენილი მყარი გადახურვის სათანადო წესით გამაგრების პარალელურად, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის სპეციალისტების ზედამხედველობით გადამოწმდება დროებითი გადახურვების ყველა არეალი. პრევენციული ქმედებებისას შესრულებული სამუშაოების ხარვეზების აღმოფხვრას დღეიდან კომპანია „ბაგინეთი +" განახორციელებს. სამუშაოების წარმართვას კი ფინანსურად სამართლებრივი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები უზრუნველყოფენ. არსებული ხარვეზების გამოსწორების პროცესი სააგენტოს ინსპექციის ჯგუფის მუდმივი მეთვალყურეობით წარიმართება.
იაპონიაში დიდთოვლობის გამო ერთმანეთს 130 ავტომობილი შეეჯახა
იაპონიაში, დიდთოვლობის გამო, ერთმანეთს 130 ავტომობილი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდა. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. თოვლის გამო გზაზე მხედველობა გაუარესდა და სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა ინციდენტის მიზეზი. ამინდის გაუარესებამ გავლენა მოახდინა იაპონიის ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის ზოგიერთ ნაწილზე, ტოჰოკუს რეგიონში მატარებლების მთელი რიგი გაუქმდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მომდევნო 24 საათში რეგიონში, სავარაუდოდ, 40 სმ-მდე (15 ინჩამდე) თოვლი დაფიქსირდება.
ტაილანდის სამეფო ოჯახის წევრის კრიტიკისთვის ქალს 43 წლით პატიმრობა შეუფარდეს
ტაილანდის სახელმწიფო მოხელე ქვეყანაში მოქმედი მონარქიის კრიტიკისთვის 43 წლით დააპატიმრეს. ინფორმაციას NY Times-ი ავრცელებს. მონარქიის კრიტიკისთვის 43 წლიანი პატიმრობა ქვეყანაში ყველაზე გრძელვადიანი სასჯელია, რაც კი მოქალაქისთვის ოდესმე მიუსჯიათ. ყოფილი სახელმწიფო მოხელეს, ანჩან პრილერტს თავდაპირველად პატიმრობა 87 წლით მიუსაჯეს, თუმცა მან ბრალი აღიარა, რის გამოც პატიმრობის ვადა გაუნახევრდა. სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ანჩან პრილერტი სამეფო კარის შეურაცხმყოფელ მიმართვებს სოციალური ქსელით ავრცელებდა. ქვეყანაში მოქმედი სადავო კანონი, რომელიც უკრძალავს მოქალაქეებს სამეფო ოჯახის წევრის კრიტიკას, გასული წლის განმავლობაში ხშირად გააპროტესტეს, მწვავე დაპირისპირების შემდეგ, რომელიც სტუდენტებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა. ბევრი აქტივისტი გაასამართლეს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რომელიც კრძალავს მეფის ან მასთან დაახლოებული პირის კრიტიკას. Human Rights Watch-ის თქმით, კანონი კვლავ ძალაშია და არაა გამორიცხული, რომ უფრო მეტი ადამიანი დააკავონ მონარქის კრიტიკისთვის.
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უჩვეულო ყინვა და დიდთოვლობაა
უკიდურესმა სიცივემ და დიდთოვლობამ ევროპის დიდ ნაწილში გადაადგილების პრობლემა შექმნა და მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. პოლონეთის ზოგ რეგიონში ტემპერატურა -28°C-მდეც კი დაეცა, რაც ბოლო 11 წლის რეკორდული ნიშნულია. ვარშავის ორ სადგურზე ყინვამ ლიანდაგები დააზიანა, რის შედეგადაც სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა. ჩეხეთში ტემპერატურა -20°C-ზე დაბლა დაეცა. ჩეხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მონაცემებით, ყველაზე დაბალი ნიშნული, -27°C პრაღიდან 160 კილომეტრის მოშორებით, პოლონეთის საზღვართან დაფიქსირდა. ალბანეთის სამხრეთით, დედაქალაქიდან 110 კილომეტრში, პეშკოპში ტემპერატურამ -13 ° C მიაღწია. დიდთოვლობის გამო გერმანიაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ჩრდილოეთ ნორვეგიაში ტემპერატურის -30°C-მდე კლებას ვარაუდობენ. ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ Twitter-ზე განცხადებაც კი გამოაქვეყნა და მოსახლეობას მოუწოდა, „ჩრდილოეთით მცხოვრებ მეგობრებს თბილი ტანსაცმელი გაუგზავნონ“. რეკორდულად დაეცა ტემპერატურა საფრანგეთშიც. Météo France-ს ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვირაში, ქვეყანაში საშუალო ტემპერატურა 3.09°C იყო, რაც, იანვრის საშუალო ნიშნულს დაახლოებით 2°C-ით ჩამორჩება.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეტ ჰენკოკი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს. როგორთ ჰენკოკიმ აღნიშნა, ის მას შემდეგ გადავიდა თვითიზოლაციაში, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილმა აპლიკაციამ მას ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ ამცნო. „გუშინ საღამოს ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) აპლიკაციამ შემატყობინა ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ. შესაბამისად, მიმდინარე კვირის ბოლომდე თვითიზოლაციაში ვიქნები“, - წერს ჰენკოკი.
Gazprom-ი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მამართ არსებულ რისკებზე განცხადებას ავრცელებს
რუსეთის უმსხვილესი კომპანია და ბუნებრივი აირის მწარმოებელი "Gazprom"-ი განცხადებას ავრცელებს საკუთარი პროექტის შესახებ, რომელიც ევროპაში მიმდინარეობს და დასრულების სტადიაზეა. მათი თქმით,"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მილსადენი პოლიტიკური წნეხის გამო სხვადასხვა წინაღობას აწყდება. კომპანიის თქმით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე მუშაობისას ვისმენთ ბევრ პოლიტიკურ კრიტიკას, რომლებიც განპირობებულია პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებით. ყველაფერი ეს ზიანს აყენებს მილსადენის პროექტზე მუშაობის პროცესს",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. კომპანიის თქმით, ასეთმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს პროექტის შეფერხება, ან შეწყვეტა. ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით რუსეთი გაზსადენით დაუკავშირდება გერმანიას, რომელიც ქვეყანას რუსული ბუნებრივი აირით მოამარაგებს. პროექტის დასრულება 2021 წლის პირველ ნაწილშია მოსალოდნელი.
ბექა ლილუაშვილი კით კრაჩის განცხადებაზე: ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი, რომ საქართველო ხდება ამერიკული ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი
"ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი და სიგნალი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ხდება ამერიკული ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი",- ასე გამოეხმაურა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბექა ლილუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კით კრაჩის განცხადებას ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო რეგიონში ინვესტიციების თვალსაზრისით გამტარი ხდება. „ეს დაახლოებს საქართველოს საინვესტიციო ჰაბის რეგიონალურ როლთან და ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი და სიგნალი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ხდება ამერიკული ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მათ შორის იმ განცხადებების ფარგლებში, რომლებშიც საუბარია ერთობლივი ბიზნეს-გეგმის განხორციელებაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. შესაბამისად, ეს ნიშნავს ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ინვესტიციასა და მეტ დასაქმებას“, - განაცხადა ლილუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კით კრაჩმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში DFC-ის ოფისის გახსნაც განიხილება. ცნობისთვის, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G-ის, უსაფრთხოების შესახებ, 14 იანვარს ურთიერთგანგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.
ბექა ფერაძე: მოლებს და ბაზრობებს 14 დღეში ერთხელ თანამშრომელთა გეგმური ტესტირება მოუწევთ
„პირველი თებერვლიდან ოპერირების განახლების შემთხვევაში, მოლებს და ბაზრობებს 14 დღეში ერთხელ თანამშრომელთა გეგმური ტესტირება მოუწევთ", - ამის შესახებ რომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „მთელი საქართველოს მასშტაბით მსხვილ სავაჭრო მოლებს, ბაზრების და ბაზრობების წარმომადგენლებს შევხდით, გავაცანით ის მოთხოვნები, რომელთა დაცვა მოუწევთ პირველი თებერვლიდან. საუბარია დამატებითი ტესტირების ვალდებულებაზე იმ რეგულაციების მიღმა, რომელიც უკვე არსებობდა პროტოკოლის გათვალისწინებით. პირველი თებერვლიდან ოპერირების განახლების შემთხვევაში, მოლებს და ბაზრობებს მოუწევთ თანამშრომელთა გეგმური ტესტირება 14 დღეში ერთხელ და პროცენტულობა განსაზღვრულია. ეს არის 20 პროცენტი ბაზრობების მიმართ და 25 პროცენტი მოლების მიმართ. მათ გავაცანით სპეციალური პროგრამა, სადაც შეძლებენ დარეგისტრირებას და შემდგომში უკვე მონიტორნინგის მექანიზმიც იქნება ზოგადად ბიზნესის მხრიდან. ასევე, მონიტორინგს განახორციელებს შრომის ინსპექცია სხვადასხვა უწყების ჩართულობით. პორტალის საშუალებით, ბიზნესი შეძლებს, ბიუროკრატიული მექანიზმების გარეშე, rs-ის ავტორიზაციის მეშვეობით, მოახდინოს რეგისტრაცია, რაც გამორიცხავს ცდომილებას. პერსონალური მონაცემები კანონმდებლობის შესაბამისად იქნება დახურული და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი აარავტორიზებული პირისთვის. მათ უნდა დაარეგისტრირონ თავიანთი კომპანია, იქ დასაქმებული ადამიანები, რათა შესაძლებელი იყოს ჩვენ პროცენტულობით შევხედოთ, რამდენი ადამიანი გაიტესტა, მაგალითად, დადგენილ ვადაში საერთო რაოდენობის 25 პროცენტი გაიტესტა თუ არა ნამდვილად“, - განაცხადა ბექა ფერაძემ. როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, ეკონომიკის გახსნის ზუსტ თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო 21-22 იანვარს მიიღებს. „გახსნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე ოთხშაბათს ან ხუთშაბათს იქნება მიღებული. უკვე დაანონსდება ის ზუსტი თარიღი, რა პერიოდშიც ისინი განაახლებენ სამუშაო პროცესს. ზოგადად, ეკონომიკის გახსნაც საკოორდინაციო საბჭოზე იქნება განხილული, სხვა სექტორების ჩართულობით. ეტაპობრივად მოხდება ეკონომიკის სრული განახლება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
თამარ გაბუნია: წლის ბოლომდე, დაახლოებით, 1 700 000 ადამიანის ვაქცინაციაა განსაზღვრული
„წლის ბოლომდე, დაახლოებით, 1 700 000 მოზრდილი ადამიანის ვაქცინაციაა განსაზღვრული. მოლოდინი გვაქვს, რომ, პირველ ეტაპზე, უფრო სწრაფად მივიღებთ „ფაიზერის“ ვაქცინას", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას. „პირველ რიგში, ვაქცინაცია უნდა შევთავაზოთ სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებს. რა თქმა უნდა, ეს იქნება ნებაყოფლობითი. რისკების გაცნობიერების საფუძველზე, ადამიანმა თავად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოჰყვება ის ხალხი, ვინც მუშაობს ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, ანუ ხანდაზმულ პირებთან და შემდეგ მოდის ასაკობრივი ჯგუფები, ყველაზე მაღალის რისკის მატარებელია 75 წლის ზემოთ ასაკის მქონე მოსახლეობა. ეტაპობრივად ფართოვდება ვაქცინაციის პროგრამა, იმისთვის, რომ მოსახლეობის 60% მოვიცვათ. წლის ბოლომდე, დაახლოებით, 1 700 000 მოზრდილი ადამიანის ვაქცინაციაა განსაზღვრული. მოლოდინი გვაქვს, რომ, პირველ ეტაპზე, უფრო სწრაფად მივიღებთ „ფაიზერის“ ვაქცინას. ის მოიცავს პირველ ჯგუფს და არ იქნება იმდენი, რომ სრულად მოიცვას ჯანდაცვის სექტორის საჭიროება, მაგრამ COVAX-ის პლატფორმსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ პირველი 20 ათასი დოზა, ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, თებერვლისთვის მოგვცენ“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლის საკითხზე, ევროპარლამენტის და აშშ-ის ელჩის მოწოდებებს პასუხობს
ოპოზიციური პარტიების ნაწილი ევროპარლამენტის და აშშ-ის ელჩის მიერ პარლამენტში შესვლის მოწოდებას ეხმაურება და ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობს. „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, როცა ელჩები მხარს არ გიჭერენ და ევროპარლამენტი პარლამენტში შესვლისკენ მოგიწოდებს, აქციაზე კი ხალხს ვერ კრებ, ოპოზიციას კიდევ რისი იმედი აქვს არ ესმის. „ჩანს, რომ ელჩები არ არიან ჩვენსკენ. მერე ეს დადასტურდა იმით, აშშ-ის ელჩი პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრო, მერე გამოვიდა გვითხრა შედით პარლამენტშიო. მაგრამ „ევროპული საქართველოს“ პოზიცია იყო, რომ შეიცვლება აშშ-ში ადმინისტრაცია, შეიცვლება რაღაცები და ცოტა ხანში ელჩი სხვანაირად დაიწყებს ლაპარაკს, ან შეიძლება ვიღაცას ეთქვა, რომ შეიძლება რამე ისეთი მოხდეს, შეიცვლება რიტორიკა ამ ადამიანების, იანვარში შეიცვლება და ა.შ. იანვარში არაფერი შეცვლილა, ზოგადად ჩვენ ისე არ ვიქცეოდით, რომ იქ რამე შეცვლილიყო”, - განცხადა იაგო ხვიჩიამ ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ელჩი ვერ იმოქმედებს ვერც ერთი მხარის სასარგებლოდ, მათ აქვთ შუამავლის ფუნქცია და ბუნებრივია, მათი როლი შემოსაზღვრულია. ამ მოლაპარაკების პროცესში ელჩების როლის გაზრდა და გაზვიადებულად წარმოჩენა ბუნებრივია, არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან მათ აქვთ შეზღუდული მანდატი, ძირითად გადაწყვეტილებას იღებენ მხარეები. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შიდა ოპოზიციური, პარტიული ერთობა შევინარჩუნოთ. საზოგადოების ინტერესები მაქსიმალურად წარმოვადგინოთ ამ მოლაპარაკებებში და მივაღწიოთ ხელისუფლებისაგან, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დროულად დაინიშნოს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა. ბეჟაშვილის თქმით, ოპოზიციური ერთობის მთავარი ფუნქცია ქუჩის მობილიზება და საპროტესტო აქციები არ ყოფილა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტში არ გადაინაცვლა, პოლიტიკური კრიზისი ქუჩის აქციებსაც გამოიწვევს. „ბეჟაშვილის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა ვადამდელი არჩევნებია”, - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი. „გირჩი“ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ჩაშლაში, კონკრეტულად „ევროპულ საქართველოს“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ვადამდელი არჩვენების გარდა არანაირი შეთანხმება არ სურთ. „სულ ვამბობდი, დასავლელი პარტნიორები მხარს რომ არ გვიჭერენ, მოდი, რამე გავაკეთოთ, რათა ჩვენი მხარე დაიჭირონ. თორემ ამერიკის ელჩი შენკენ არ არის, ევროკავშირის ელჩი შენკენ არ არის, ევროპარლამენტი გეუბნება შედიო, ქუჩაში ხალხს ვერ კრებ, რის იმედად უნდა ვიყოთ. წარმოიდგინეთ, გაქვს ბოიკოტი და ხალხი ვისი იმედიც გვაქვს, გეუბნება, რომ უნდა შეხვიდეთ პარლამენტში და შენ ნაცვლად იმისა, დაარწმუნო ისინი, რომ არასწორი ინფორმაცია აქვთ, აკლიათ რაღაც, დაამატო ინფორმაცია, ელოდები, როდის შეიცვლება მისი უფროსი, უბრძანოს ვიღაცამ, რომ პოზიცია შეიცვალოს. ეს ჩემთვის პირველივე დღიდან მიუღებელი პოზიცია იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. “გირჩის“ განცხადებით, ნებისმიერი მოლაპარაკებაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ცდილობდნენ მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით არ დასრულებულიყო. „ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, მათმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ მოლაპარაკების პროცესი რაიმე შედეგამდე მისულიყო. „ევროპულ საქართველოზე“ ფაქტობრივად ორკესტრირებული შეტევაა და სამწუხაროა, რომ ამ შეტევაში თავის წვლილს იღებენ ყოფილი ოპოზიციონერები, ალეკო ელისაშვილი და „გირჩი“. ამ მოლაპარაკებების ყველა მონაწილე, გარდა ამ ადამიანებისა და „ქართული ოცნებისა“, დამეთანხმება, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს პროცესი რაიმე შედეგამდე მისულიყო“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. „გირჩის და „მოქალაქეების“ ბრალდებებს მოლაპარაკებების ჩაშლაზე და გიორგი ვაშაძის დაშანტაჟების შესახებ განცხადებას, გიგა ბოკერია გამოეხმაურა. „როცა იწყება ტალახის სროლა უბინძურესი მოგონილი ცილისწამებით, დიახ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის თამაში”, - აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძემ „გირჩთან“ შეხვედრის ჩაშლის მიზეზს განმარტავს. „ჩვენ ვთქვით, რომ შეხვედრის წინააღმდეგი არ ვართ. შეხვედრები იმართება სხვადასხვა ფორმატში და ისიც ვახსენეთ, რომ ხან ეთერებში ვხვდებით, ხან სხვა პარტიის ოფისებში ვხვდებით. ამას რაღაც განსაკუთრებული დრამატულობა და სცენების დადგმა არ სჭირდება. ასევე ვთქვით, რომ ეს პროცესი უნდა იყოს საერთო ოპოზიციასთან შეთანხმებული. აქედან გამომდინარე, სწორი იქნებოდა, რომ მთლიან ოპოზიციას გვემსჯელა ყველა საკითხზე“, - აღნიშნავს ჩიხლაძე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი თვლის, რომ „მოქალაქეებთან“ და „გირჩთან“ ჩაშლილი მოლაპარაკებები ვერ შეცვლის ოპოზიციის დღის წესრიგს. „ვერ შეცვლის ოპოზიციაში იმას, რაზეც ერთიანები ვართ – საარჩევნო ბოიკოტზე და საარჩევნო საკითხებზე. „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, მათგან განსხვავებით, არავის თავს არ ვესხმით, არავის ეპითეტებით არ ვამკობთ, არანაირ ჭორებს არ ვიგონებთ. მათ თავიანთი გზა აირჩიეს, ეს ოპოზიციურ ერთობას ხელს არ უშლის. ეს არის ხუთი ადამიანი, აქეთ არის 50-55 ადამიანი, რომელთაც ერთიანი პოზიცია აქვთ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" მოლაპარაკებები არ სურს, რადგან ოპოზიციის გაბუტულ რეჟიმში ყოფნა აწყობს. ოპოზიცია კი ძირითად პროცესს აფერხებს. „"ქართულ ოცნებას" მოლაპარაკება არ სურს, რადგან საარჩევნო სისტემის. დათმობა არ უნდა. თუ ოპოზიცია მას არ ელაპარაკება, რატომ უნდა დათმოს? არ ურჩევნია, რომ ასეთი ჭუჭყიანი არჩევნები ატაროს? იმ ბრძოლის, იმ ბოიკოტის შედეგი იყო, რომ უკან დაიხია, მაგრამ ახლა აწყობს ოპოზიცია იყოს ასეთ გაბუტულ რეჟიმში. ოპოზიციის ერთი ნაწილი, უბრალოდ, ვერ ხვდება რას აკეთებს. ჩვენთვის მიზანი იყო ის, რომ ის ოთხი პუნქტი, რომელსაც ვითხოვდით, „ოცნებისთვის“ ხელიდან გამოგვეგლიჯა", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ მედიასთან „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრებზეც ისაუბრა. „ქართულ ოცნებასთან“ მე არ მქონდა კონტაქტი, ჩვენი პარტიის სიის პირველი ნომერი გახლდათ ზურაბ ჯაფარიძე და როგორც ჩემთვის შემდგომში განცხადა ცნობილი, თუ რამე კონტაქტი არსებობდა „ქართულ ოცნებასა“ და „გირჩს“ შორის, არსებობდა ზურაბ ჯაფარიძესა და „ქართულ ოცნებას“ შორის. სხვადასხვა პარტიის წევრების ხვდებოდნენ ინდივიდუალურად „ქართულ ოცნებას“. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ წინადადება ჩემთან მოდიოდა ბადრი ჯაფარიძის გავლით. ბადრი ჯაფარიძე გვეუბნებოდა ჩვენ, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“ და ასეთ რაღაცაზე არიან წამომსვლელები „ქართული ოცნების“ წევრები. მე ამას ვიღებდი სრულიად სიმშვიდით, რადგან პირიქით, მე პრობლემა ის მგონია, რომ არ მეკონტაქტებიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ხვიჩიას განცხადებას პოლიტიკური პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება"-ს თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებების წარმოება უარყო. „არანაირი მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასთან" არ მქონია. უკვე ბევრი წელია "ოცნებასთან" კომუნიკაცია საერთოდ არ მქონია. ბოლოს რაც მახსენდება, იყო 2018 წლის ზაფხული, როცა ერთ-ერთ მინისტრთან მქონდა კომუნიკაცია, ისიც კონკრეტულ თემაზე, რომელსაც მაშინ "გირჩი" ლობირებდა. ამ ადამიანს აინტერესებდა რაღაც საკითხები ამ თემის გარშემო. მას შემდეგ, "ოცნებასთან" არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. მითუმეტეს არჩევნების შემდგომ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ჯაფარიძე ოპოზიციას ურჩევს ბრძოლის ახალი მეთოდები შეიმუშაონ. "ბრძოლა, ნებისმიერი მეთოდით, რომელიც იქნება მშვიდობიანი, ჩემთვის მისაღებია. ეს მეთოდები როგორი იქნება, ჯერ კიდევ მოსაფიქრებელია. რაღაც იდეები უკვე გვაქვს ჩვენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს განსხვავებული გზები და მეთოდები იმისგან, რასაც აქამდე ოპოზიცია აკეთებდა, იმიტომ რომ, არსებული ბრძოლის მეთოდების მიმართ ივანიშვილს და მის "ოცნებას" უკვე აქვს იმუნიტეტი გამომუშავებული და იცის, როგორ გაუმკლავდეს მას. ისეთი რაღაცეებია გასაკეთებელი, რაც ახალი იქნება და მათთვის სიურპრიზის ელემენტის მატარებელი. ჩემთვის, რაც არის მნიშვნელოვანი, ეს მეთოდები მშვიდობიანი უნდა იყოს, დანარჩენი ყველაფერი მოსულა," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ბოლო რამდენიმე დღეა, ოპოზიციურ პარტიების ნაწილმა პარლამენტში შესვლის თაობაზე, შიდა მოლაპარაკებების ახალი ტალღა დაიწყო, თუმცა ხელისუფლებისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი მზად არიან, პარლამენტში შესვლის პირობით, ხელისუფლებისთვის წაყენებული პირობები, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურად განიხილონ. „იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდეთ, ხელისუფლებასთან ასეთი პირობები გვაქვს" - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, ელექტრონული არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. ასევე მოვითხოვთ, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ. თუ ადგილობრივ არჩევნებს იგებს ხელისუფლება, მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი მაინც გადაიწევს მეორე პლანზე, იმიტომ, რომ მას თავისთავად მოაკლდება ლეგიტიმაცია", - აცხადებენ „მოქალაქეები“ და „გირჩი“. 18 იანვარს, საპარლამენტო უმრავლეოსობის წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პლებისციტად ჩათვლა „არასწორია“ და ოპოზიციასთან შეთანხმება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ „საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფაზე"; ხოლო რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდეს, თუკი ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საკუთარი პრეტენზიების დასაბუთებას შეძლებს.
ნეაპოლში, ერთ-ერთი სახლის კარადაში პოლიციამ 500 წლის ნახატი იპოვა
500 წლის ნახატი, რომელიც უცნობია, როდის დაიკარგა, პოლიციამ ნეაპოლში ერთ-ერთი სახლის კარადაში იპოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ნახატი "Salvator Mundi" უცნობია როდის დაიკარგა, თუმცა ის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ ნეაპოლში იპოვა. მუზეუმში არ იცოდნენ, რომ ნახატი დაიკარგა, რადგან ახალი რეგულაციების გათვალისწინებით ოთახი, სადაც ნახატი სხვა ხელოვნების ნიმუშებთან ერთად ინახებოდა, სამი თვის განმავლობაში არ გახსნილა. პოლიციამ დააკავა პირი, რომლის სახლშიც ნახატი ინახებოდა. პროკურატურა მას მოპარული ნივთის შეძენაზე ედავება. გავრცელებული ცნობით, ნახატი ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთმა მოსწავლემ დახატა. Salvator Mundi აუქციონზე 400 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა და ამით აუქციონის რეკორდი დაამყარა.
Twitter-სა და სხვა კომპანიებს თურქეთმა ახალი რეგულაცია დაუწესა
თურქეთმა Twitter-ზე, Periscope-სა და Pinterest-ზე რეკლამები აკრძალავს, თუ ისინი კანონის შესაბამის პირობას არ დააკმაყოფილებენ. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. აკრძალვა უკავშირდება ახალ კანონს, რომლის თანახმადაც სოციალური მედიის კომპანიები ვალდებულნი არიან, საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეთ ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი დაჯარიმდებიან. სადავო კანონი უფლებას აძლევს თურქეთის მარეგულირებელს, ვებგბერდიდან წაშალოს ნებისმიერი მასალა, რომელიც მათ სურთ. ახალი კანონის მიღებამდე მარეგულირებელს შეეძლო, დაებლოკა საიტზე წვდომა. ახალი რეგულაციებით გათვალისწინებული ჯარიმის ასარიდებლად Facebook-მა საკუთარი წარმომადგენელი თურქეთში უკვე დანიშნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთის მეფეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესპანეთის მეფეს ფილიპე მეექვსეს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ესპანეთის მეფე კავკასიის რეგიონსა და საქართველოში არსებული ვითარებით დაინტერესდა. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპანეთის მონარქს ინფორმაცია მიაწოდა არსებულ გეოპოლიტიკურ სურათსა და უსაფრთხოების გარემოზე. აღნიშნა არსებულ სიტუაციაში საქართველოს ევროპული მისწრაფების განსაკუთრებული მნიშვნელობა და ესპანეთის მეფეს გააცნო ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს აღნიშნულ გზაზე, ასევე საქართველოს ამბიციური გეგემები გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. დავით ზალკალიანმა ფილიპე მეექვსეს მადლობა გადაუხადა ესპანეთის მხრიდან საქართველოს უპირობო და მტკიცე მხარდაჭერისთვის.მიღებას ასევე ესწრებოდა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი და აღნიშნულ პოსტზე განმეორებით წარდგენილი საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ადვოკატი: ივერი მელაშვილის საქმეზე, პროკურატურა 4 თვის შემდეგ აზუსტებს რისთვის დააპატიმრებს
დავით გარეჯის ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადოკატის განცხადებით, პროკურატურამ ჯერ უმძიმესი ბრალდებით დააპატიმრა მისი დაცვის ქვეშ მყოფი და ახლა, 4 თვის შემდეგ აზუსტებს ივერი მელაშვილის ბრალს. აღნიშნული განცხადებით, ედუარდ მარიკაშვილი პროკურატურის მიერ გაზირებულ ინფორმაციას გაემოეხმაურა. "პროკურატურამ გვაცნობა, რომ ხვალ ივერი მელაშვილს ბრალდებას დაუზუსტებენ.რაც ჩვენთვის ამ ეტაპისთვის არის ცნობილი, მუხლს არ ცვლიან. აპირებენ, დააზუსტონ ბრალდების შინაარსი. დეტალებს ხვალ 12:00 სთ-ზე გლდანის N8 დაწესებულებაში გავიგებთ.დეტალებს ხვალ შევაფასებთ. თუმცა მანამდე რაც შეიძლება ითქვას, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ჯერ დააპატიმრეს ადამიანი უმძიმესი ბრალდებით და 4 თვის შემდეგ აზუსტებენ რისთვის დააპატიმრეს 4 თვის წინ", - წერს საკუთარ სოციალურ ქსელში ივერი მელაშვილის ადვოკატი. შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. 7 ოქტომბერს აღნიშნული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
სერბეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც ჩინურ ვაქცინას გაიკეთებენ
სერბეთი ევროპაში პირველი ქვეყანაა, რომლის მოსახლეობაც ჩინურ ვაქცინას გაიკეთებს. 19 იანვარს სერბეთმა მასობრივი ვაქცინაცია რისკჯგუფებით დაიწყო. ვაქცინას პირველ რიგში სამხედროები, სამედიცინო პერსონალი და მასწავლებლები მიიღებენ. გასულ კვირას სერბეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების „Sinopharm“ ვაქცინის ერთი მილიონი დოზა ჩაიტანეს. სერბეთის პრემიერის თქმით, ის ჩინურ "Sinopharm"-ის ვაქცინას სრულიად ენდობა. თავად პრემიერი გასულ წელს Pfizer-ით აიცრა.სერბეთი ასევე გეგმავ, ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამაში რუსეთის მიერ წარმოებული პრეპარატი Sputnik V-ის შეტანას, რათა მოსახლეობისთვის უფრო მეტი ვაქცინა იყოს ხელმისაწვდომი.
ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორედ აირჩიეს
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივნად, საქართველოს წარმომადგენელი ზურაბ პოლოლიკაშვილი კიდევ ერთხელ აირჩიეს. ზურაბ პოლოლიკაშვილი UNWTO-ს 2022 წლიდან 2025 წლის 1 იანვრამდე უხელმძღვანელებს. საქართველოს კანდიდატმა 25 ხმით რვის წინააღმდეგ გაიმარჯვა.მისმა კონკურენტმა ბაჰრეინის წარმომადგენელმა 8 ხმა მოიპოვა. არჩევნები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში UNWTO-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა. "სულ ახლახანს დასრულდა ხმის დათვლის პროცედურა და მოხარული ვარ გაცნობით რომ - დღეს, 2021 წლის 19 იანვარს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, არჩევნების გზით, კიდევ ერთხელ გამოეცხადა უდიდესი ნდობა აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნებისგან (უდიდესი უპირატესობით - 25:8) და მომდევნო ოთხი წელი კვლავ უხელმძღვანელებსგაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შედეგად, 2021 წლის სექტემბერში ზურა წარსდგება გენერალურ ასამბლეაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე დასამტკიცებლად ვულოცავ ზურას და სრულიად საქართველოს ამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას! ბევრი წარმატება ჩვენს ქვეყანას და ტურიზმის ინდუსტრიას", - წერს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად, პირველად 2017 წლის 12 მაისს აირჩიეს. 2020 წელი ტურიზმისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა და კრიზისული წელი აღმოჩნდა.
ევროპარლამენტში ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი სანქციების დაწესებასა და „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტის შეჩერებას ითხოვენ
ევროკავშირი ნავალნის დაპატიმრების საპასუხოდ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის შეჩერებას მოითხოვს. ევროპარლამენტარის, დევიდ მაკალისტერის თქმით- „ნავალნის მოწამლვა და დაკავება მხოლოდ უკანასკნელია იმ მრავალ არგუმენტს შორის, რომელიც რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობას ადასტურებს. ევროკავშირის მხრიდან რეაგირება უნდა იყოს მკაფიო და გავაფართოვოთ უკვე დაწესებული სანქციები, რათა ისინი გავრცელდეს იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ნავალნის დაკავებაში და რომლებმაც შესაბამისი ბრძანებები გასცეს." მაკალისტერის თქმით, ევროპული პარლამენტი არ უნდა მოერიდოს სანქციების დაწესებას, როდესაც მსოფლიოში ადამიანების უფლებები დაირღვევა. კატი პირის თქმით,-„პუტინმა ვერ შეძლო ნავალნის მოკვლა, ამიტომ ახლა ის დააპატიმრა. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა კრემლს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს და ეს გააკეთოს არა იმ სუსტი სანქციებით, რომლებიც ექვს პირს ნავალნის მოწამვლის შემდეგ დავუწესეთ". ზოგიერთი პარლამენტარის თქმით, მოსკოვის შესაკავებლად უფრო მეტი არის საჭირო. ოპოზიციონერი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა.ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს და სასამართლო პროცესი პოლიციის განყოფილებაში გაიმართა, სადაც ოპოზიციონერს 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
ჟოზეფ ბორელი: ალექსეი ნავალნის დაკავება მიუღებელია როგორც ევროპისთვის, ისე მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი რუსეთის ხელისუფლებას, ნავალნისა და მისი მხარდამჭერების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ბორელის თქმით,- „მოსკოვში დაბრუნებისას პირდაპირ ეთერში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავება მიუღებელია როგორც ევროპისთვის, ისე მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. გუშინ ევროკავშირის სახელით გამოვაქვეყნე მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენ ვგმობთ ბატონი ნავალნის დაკავებას და მას მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ" ჯოზეფ ბორელის თქმით, ალექსეი ნავალნის დაკავების საკითხი განხილული იქნება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, რომელიც მომავალ კვირაშია დაგეგმილი. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის მოწამვლის გამოძიებისა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობისკენ. ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა.ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს და სასამართლო პროცესი პოლიციის განყოფილებაში გაიმართა, სადაც ოპოზიციონერს 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. რუსეთის პროკურატურა ნავალნისა და მის ძმას ოლეგს, 2008 წლიდან 2012 წლამდე 500,000 დოლარის ოდენობით თანხის გათეთრებაში ადანაშაულებს.
მამუკა ხაზარაძე: ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ ღირსებას, პასუხისმგებლობას და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი
"მე შენ ხელს აღარ ჩამოგართმებ, ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ ღირსებას, პასუხისმგებლობას და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი",- ასე მიმართა "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტია "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში. ალეკო ელისაშვილი ამბობდა, რომ ბადრი ჯაფარიძე ქართულ ოცნებას შეხვდა, ხაზარაძემ კი ამის დამტკიცება მოსთხოვა. "სანამ ქართულ პოლიტიკაში, ისევე, როგორც საქმიან ურთიერთობაში, ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, ამ ქვეყანას არ ეშველება. თავისი სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს. სანამ ახლა შენ არ დაამტკიცებ მეორე ბრალდებას, მეორე ტყუილს, რომ ბადრი ჯაფარიძე ქართულ ოცნებას შეხვდა... თქვენ ხართ მატყუარა. პირდაპირ გეუბნებით, მე არ დაგინახოთ ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული. მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ, ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ ღირსებას, პასუხისმგებლობას და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი",- განაცხადა მამაუკა ხაზარაძემ.