ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური მარშრუტის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ
ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ერთობლივი განვითარების შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მუხტარ ტლეუბერდიმ, ასტანაში, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საქონლის გლობალური მიწოდების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარება მნიშვნელოვანია“, -განაცხადა თლეუბერდიმ. მინისტრის თქმით, დღეს ევროკავშირი, ყაზახეთისთვის უმსხვილესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია, რომლის პირდაპირი ინვესტიციების ჯამური მოცულობა $160 მილიარდზე მეტია. მისივე თქმით, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ყაზახეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობამ $29,5 მილიარდს მიაღწია, რაც 2021 წლის 42%-ით გაიზარდა. „ჩვენ დაინტერესებული ვართ სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში დიალოგის შემდგომი დივერსიფიკაციით, სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებით. ჩვენი სურვილია მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, ტრანსპორტსა და ლოგისტიკის გაციფრულება“, - განაცხადა ტლეუბერდიმ. შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოჯისტიკური კომპანიები.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7272 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7272 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7272 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7396 ლარი იყო. "შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0124 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8207 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8563 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0356 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
McDonald's-ი ყაზახეთში მუშაობას აჩერებს
ყაზახეთში, McDonald's-ის ყველა რესტორანმა მუშაობა დროებით შეწყვიტა. რესტორნები დაკეტილია, არ ფუნქციონირებს მიტანის სერვისი. ყაზახური მედიის ცნობით, კომპანია ინსტაგრამზე იტყობინება, რომ რესტორნები ტექნიკური მიზეზების გამოა დაკეტილია. ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუმართაობას, რის გამოც სალარო აპარატურა არ მუშაობს. „კომპანიის წარმომადგენლები, სამუშაოს შეწყვეტის მიზეზებზე სრულ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ“, - წერს მედია.
თორნიკე შარაშენიძე: საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა, რომელიც ომის ამ ეტაპზე, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადების შეფასებისას ამბობს, რომ საქართველოს ახლა გადამწყვეტი როლი აქვს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველო ახლა, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, დასავლეთისთვის შეუცვლელია, რადგან უკრაინას შავ ზღვაზე გასასვლელი, მხოლოდ ოდესის პორტი დარჩა. „საქართველო გადამწყვეტია, რადგან შავ ზღვაზე არის NATO-ს სამი წევრი ქვეყანა - თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ხოლო უკრაინა ომშია და შავ ზღვაზე გასასვლელი მას მხოლოდ ოდესის პორტი დარჩა. ასე რომ, საქართველო ახლა, ამ მხრივ დასავლეთითვის შეუცვლელია. ჩვენ ვართ შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა, რომელიც ომის ამ ეტაპზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინა. შესაბამისად, ჩვენ, დასავლეთს ძალიან ვჭირდებით.“, - განუცხადა Europetime-ს შარაშენიძემ. კარენ დონფრიდი: აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს ომამდე იყო შეგახსენებთ, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 15 ნოემბერს, საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ შავი ზღვა ევროკავშირის გეგმების ცენტრია. „ჩვენ ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, ხორციელდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა. წინა ჯერზე რომ ჩამოვედი, გამოვაცხადე, რომ 3.9 მილიარდი ევრო მოდის საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მიხარია, რომ ვხედავ და ვამბობ, რომ ამ პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაიწყო. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე, როდესაც ჩამოვალ, უკვე შედეგებსაც დავინახავთ. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი. შავი ზღვის ელექტროსადენი ძალიან სიმბოლური მნიშვნელობის არის ყველასთვის, სიმბოლური ისტორიულად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური, რადგან ყველანი დავინახავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის 12 მთავარი გზავნილი საქართველოს სანდო, საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები, იქნება ეს უსაფრთხოების, ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ენერგეტიკულ სფეროში და საქართველო შეიძლება, იყოს ასეთი სანდო, საიმედო პარტნიორი, მოკავშირე“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი და ფიქრობს იქ წინსვლაზე. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განაცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი. პოლ გობლი: ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, საჰაერო თავდასხმები გახდება „დომინანტური“ 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა მასიურად დაბომბა უკრაინის ქალაქები. მოსკოვმა იერიშები მიიტანა კიევზე. გაანადგურა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 40% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
არანაირი დაფინანსება არ ღირს, რომ საქართველო ომში ჩაერთოს - სუბარი
არანაირი დაფინანსება არ ღირს იმად, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, თუ შეამცირებენ იმ მავნებლური პროექტების დაფინანსებას, რომლებიც საქართველოში რევოლუციების მოწყობას გულისხმობს, ეს მხოლოდ უკეთესი იქნება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. „არანაირი დაფინანსება არ ღირს იმად, რომ საქართველო ომში ჩაერთოს. თუ შეამცირებენ იმ მავნებლური პროექტების დაფინანსებას, რომლებიც საქართველოში რევოლუციების მოწყობას გულისხმობს, ეს მხოლოდ უკეთესი იქნება საქართველოსთვის. თუ მსგავსი პროექტები არ დაფინანსდება მაშინ 10%-იანი ან 11%-იანი ზრდა კი არ გვექნება, გვექნება 15% და 20%-იანი ზრდა და ეს გაცილებით უკეთესი იქნება. თუ ამერიკის დახმარების ეს ნაწილი შემცირდება, 80 მილიონზე მეტზეა სუბარი და თუ არ დაიწყებენ ამერიკელი ინსტრუქტორები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დატრენინგებას, ოპოზიციის წარმომადგენლების, როგორ უნდა მოაწყონ რევოლუცია, მაშინ გაცილებით მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა საქართველოში. ეს ეკონომიკური ზრდა მოგვცემს საშუალებას, კი არ გავაორმაგოთ, არამედ გავაათმაგოთ მათ შორის თავდაცვის ბიუჯეტი. ამერიკის ბიუჯეტში სამწუხაროდ მხოლოდ მცირე ნაწილია თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე, ვიდრე რევოლუციურ სცენარზე მოფიქრალი ენჯეოების დაფინანსებაზე. როცა საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საქართველოს მართლა არ აქვს არავისგან დასამადლებელი. ჩვენ ვართ ძალიან ერთგული, სანდო და პრინციპული პარტნიორები და ეს გამოჩნდა ყველა საერთაშორისო მისიაში. ჩვენ არ ვართ ისე, რომ ხელი გვაქვს გაშვერილი მხოლოდ დახმარებისთვის. ჩვენი ძალიან დიდი როლი შეგვაქვს, როგორც სანდო პარნიორებს ნატო-ს და ევროკავშირის მისიებში, ყველგან, სადაც მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ“, – განაცხადა სუბარმა. სენატორი შაჰინი: საჭიროა, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე
კარენ დონფრიდის თქმით, აშშ-მ საქართველოს დახმარების სახით, $6 მილიარდზე მეტი გამოუყო
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს. მთავარი გზავნილები მისი თქმით, ამერიკელი ხალხი დიდი ხანია, სოლიდარულია საქართველოს მისწრაფებისადმი, იყოს თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული ქვეყანა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დონფრიდის თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, აშშ და საქართველო გახდნენ სტრატეგიული პარტნიორები და მუშაობენ საერთო მიზნისკენ - საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ევროატლანტიკურ ოჯახში. მისივე თქმით, აშშ ეხმარება ქართველი სამხედროების წვრთნებს, რომ მათ შეძლონ ქვეყნის ტერიტორიის დაცვა. კელი დეგნანი: ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გავუწიეთ „ეს დახმარება მხარს უჭერს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელონ საჭირო რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის ელჩის ფონდი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად: 21 პროექტი 21 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის ხალხი იმსახურებს მშვიდობას, ეს ადმინისტრაცია სრულად უჭერს მხარს ამ მიზანს“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა. ForeignAssistance.gov - ის მიხედვით, 2020 წელს, საქართველომ ფინანსური დახმარების სახით, $169 824 928, 2021 წელს - $53 417 072, 2022 წელს კი - $13 505 027 მიიღო. პლატფორმის მიხედვით, 2021-22 წლის მონაცემები, ანგარიშში ნაწილობრივადაა წარმოდგენილი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: თურქეთში გარდაცვლილ მარიამ გოგიაშვილს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ
თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, მარიამ გოგიაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ, გამთენიისას გადმოასვენებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას. საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ აღნიშნული პრობლემის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე თურქეთში საქართველოს საელჩო და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მყისიერად ჩაერთო პრობლემის მოგვარებაში და ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც კლინიკის ხელმძღვანელობასთან, ისე თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებთან, რის შესახებაც ეცნობათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში. ცნობისთვის, 16 წლის მარიამი, რომელიც მიელოიდურ ლეიკემიას ებრძოდა, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახს ცხედარს საავადმყოფოდან არ ატანენ, რადგან მარიამის სახელზე 44 ათასი დოლარის დავალიანება ირიცხება.
ჰააგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დონბასში, „მალაიზიის ავიახაზების" ბოინგი რუსული რაკეტით ჩამოაგდეს
აღმოსავლეთ უკრაინაში, მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის შედეგად 298 მგზავრისა და ეკიპაჟის გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ, 17 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ ამ საქმეში სამი პირი ბრალდებულად ცნო. იგორ გირკინი (სტრელკოვი) - რუსეთის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, თვითგამოცხადებული DPR-ის თავდაცვის მინისტრი, პენსიაზე გასული FSB ოფიცერი; სერგეი დუბინსკი - რუსეთის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი უფროსი ოფიცერი; ლეონიდ ხარჩენკო - უკრაინის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, DPR-ის არმიის სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფის მეთაური. „სასამართლომ ხარჩენკოს, დუბინსკის და გირკინს მიუსაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა და დააპატიმრა. სასამართლო პულატოვს უდანაშაულოდ ცნობს“, - განაცხადა თავმჯდომარემ, ჰენდრიკ სტეინგაიუსმა. სასამართლომ დაადგინა, რომ გირკინმა, დუბინსკიმ და ხარჩენკომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მარშრუტის კოორდინაციაში, „ბუკის“ ტრანსპორტირებასა და დაცვაში. ამავდროულად, სასამართლო დაეთანხმა გამოძიების დასკვნებს, რომ რაკეტის გაშვებაში, რამაც ბოინგის ჩამოგდება გამოიწვია, პირადად არც ერთ მსჯავრდებულს არ მიუღია მონაწილეობა. ბრალდებული ოლეგ პულატოვი - (რუსეთის მოქალაქე, 2014 წლის ზაფხულისთვის, რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების რეზერვის პოდპოლკოვნიკი) ჰააგის სასამართლომ გამართლა. სასამართლომ აღმოაჩინა დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ თვითმფრინავი სნიჟნეს მახლობლად მდებარე პერვომაისკის ფერმიდან გასროლილი ბუკის რაკეტით ჩამოაგდეს. ამას ადასტურებს მრავალი გამოკვლევა და ჩვენება. დაცვის მხარის მიერ მითითებული ხარვეზები იყო უმნიშვნელო და არასაკმარისი იმისთვის, რომ გამოძიება მიკერძოებულად ჩაითვალოს. მოსამართლემ განაცხადა, რომ საქმის მასალებიდან შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ როგორ მოიქცა „ბუკის ეკიპაჟი“ რაკეტის გაშვების დროს, ამასთან უცნობია ვინ მისცა ეკიპაჟს რაკეტის გაშვების ინსტრუქცია. შეგახსენებთ, რომ მალაიზიის ავიახაზების ბოინგმა, დონბასის ცაში რვა წლის წინ, 2014 წლის 17 ივლისს კატასტროფა განიცადა, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 17 აშშ-ის მოქალაქე იყო, დაღუპულთა თითქმის ორი მესამედი - ნიდერლანდების მოქალაქეები. გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავი რუსული წარმოების ბუკის რაკეტით ჩამოაგდეს, რომელიც პერვომაისკის დასახლებაში მდებარე მინდორში იყო დამონტაჟებული. გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ინსტალაცია ეკუთვნოდა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის კურსკის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას. გამომძიებლების თქმით, ინსტალაცია ე.წ. "DPR"-ის ტერიტორიაზე, რუსეთის კურსკის ოლქიდან გასროლამდე ცოტა ხნით ადრე გადაიტანეს.
ევროპის საბჭომ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობას მიმოიხილავს
ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ 26-ე კონსოლიდირებული ანგარიში გამოსცა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2022 წლის აპრილიდან 2022 წლის ოქტომბრამდე პერიოდში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობას მიმოიხილავს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლება კვლავ გამოთქვამდა წუხილებს ე.წ. გამყოფ ხაზზე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ თაობაზე, მათ შორის, უკანონო დაკავებებსა და მოუგვარებელ საქმეებზე, რაც „ხელს უწყობს ადგილზე სიტუაციის ესკალაციას და გადაადგილების თავისუფლების შეფერხებასა და დარღვევას წარმოადგენს“. ამ კონტექსტში, ანგარიშში ნათქვამია, რომ ადგილზე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა დაცვის სიტუაციაზე გავლენას ახდენს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები და ძირითად მომსახურებაზე წვდომის შეფერხება. აღნიშნავს რა, რომ საანგარიშო პერიოდში გამშვები პუნქტები გაიხსნა, დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ პუნქტების გახსნაზე დოკუმენტებთან დაკავშირებული ბარიერები ახდენს გავლენას. ანგარიშის თანახმად, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის, ირაკლი კვარაცხელიას და ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამოძიებაში პროგრესი არ ჩანს. ასევე არ არის პროგრესი ოკუპირებულ რეგიონებში დევნილთა დაბრუნების თვალსაზრისით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აფხაზეთში ჰუმანიტარულ ძალისხმევას ეწეოდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, გაეროს განვითარების პროგრამა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, მათ შორის, ფინანსური დახმარებისა და საკვების უზრუნველყოფის გზით.სიტუაცია აფხაზეთში დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში კვლავ გაგრძელდა „ბორდერიზაციის“ პროცესი აფხაზეთის გამყოფი ხაზის გასწვრივ, მათ შორის, „ღობეების აღმართვა, ახალი სათვალთვალო აღჭურვილობის დამონტაჟება და გაძლიერებული მონიტორინგი გამშვები პუნქტების გარშემო“. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის მარტი-სექტემბრის პერიოდში, 5 ადამიანი დააკავეს. ამ კონტექსტში, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე 2022 წლის ივლისში ჯაშუშობის ბრალდებით ქრისტინე თაკალანძის უკანონო დაკავებაზე. 08/11/2022 – სუს-ის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს დოკუმენტის თანახმად, გალის მოსახლეობისთვის ე.წ. „ბინადრობის ნებართვების“ საჭიროება კვლავ ახდენს გავლენას იმ ადამიანების გადაადგილების თავისუფლებაზე, რომლებიც ცდილობენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას. რაც შეეხება განათლებას, ანგარიშში ნათქვამია, რომ გალის რაიონის სკოლებში კვირაში ერთი საათი ეთმობა ქართულ ენასა და ლიტერატურას, ხოლო სხვა საგნები ძირითადად რუსულ ენაზე ისწავლება. დოკუმენტი ასევე ამბობს, რომ ქართულ ენაზე განათლების მიღება აკრძალულია რაიონის როგორც სკოლებში, ასევე საბავშვო ბაღებში. დოკუმენტის თანახმად, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები საანგარიშო პერიოდში შეჩერებული იყო. 18/10/2022 – სოხუმი გალში IPRM-ის შეხვედრების განახლების შესაძლებლობაზე მიანიშნებს დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიერ სექტემბერში ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც საშუალებას აძლებს აფხაზებს, რომ რუსული მოქალაქეობა აფხაზურ პასპორტზე უარის თქმის გარეშე მიიღონ.სიტუაცია ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისმა შეშფოთება გამოთქვა მიმდინარე „ბორდერიზაციის“ თაობაზე. საქართველოს მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის იანვარი-სექტემბერში 51 ასეთი ქმედება დაფიქსირდა, მათ შორის, საგუშაგო პოსტების, ღობეებისა და სასაზღვრო ნიშნების აღმართვა. ასევე საქართველოს მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თვითნებურად დააკავეს საქართველოს 29 მოქალაქე. დოკუმენტის მიხედვით, ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში სიტუაცია კვლავ მოუგვარებელია, რაც ხელს უწყობს დაძაბულობას. დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში ჰუმანიტარული სიტუაციის კუთხით „რაიმე პოზიტიური ტენდენცია“ არ შეინიშნება, განსაკუთრებით ეს ეხება ახალგორის რაიონს, სადაც „მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა“. ანგარიშის მიხედვით, გამშვები პუნქტების დახურვა უარყოფითად აისახება ცხინვალის რეგიონის საქონლით და საკვებით მომარაგებაზე, ასევე მცხოვრებთა წვდომაზე თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში. ანგარიშში აგრეთვე ნათქვამია, რომ ერგნეთში გამართული IPRM-ის სამი შეხვედრის დროს, თანაფასილიტატორები მიესალმნენ დაკავებულთა გათავისუფლებას და მიმდინარე და მომავალი დაკავების საქმეების მიმართ ჰუმანიტარული მიდგომის გამოჩენისკენ მოუწოდეს. ისინი ასევე მიესალმნენ ლომისობის დღესასწაულზე დროებით და აგვისტოს ბოლოს გამშვები პუნქტების რეგულარულ გახსნას. ევროპის საბჭოს დოკუმენტში ასევე ნახსენებია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ 2022 წლის 10 მარტს გამოცემული ორდერი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრების თაობაზე. წყარო - civil.ge
ზელენსკი მალაიზიის ბოინგის საქმეზე: დამკვეთებიც უნდა დასაჯონ
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მალაიზიის ბოინგის საქმეზე, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ აუცილებელია დამკვეთებიც დაისაჯონ. მალაიზიის ბოინგის საქმეზე, ჰააგის სასამართლომ რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე, დამნაშავედ ცნო „მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის პირველი განაჩენი მალაიზიური ბოინგის #MH17-ის საქმეზე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულისთვის პასუხი დამკვეთებმაც აგონ. რადგან დაუსჯელობა, იწვევს ახალ დანაშაულებს. უნდა გაქარწყლდეს ეს ილუზია. რუსები ადრე და ახლა ჩადენილი მხეცობისთვის უნდა დაისაჯონ, ეს გარდაუვალია“, - დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე. აღმოსავლეთ უკრაინაში, მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის შედეგად 298 მგზავრისა და ეკიპაჟის გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ, 17 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ ამ საქმეში სამი პირი ბრალდებულად ცნო. იგორ გირკინი (სტრელკოვი) - რუსეთის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, თვითგამოცხადებული DPR-ის თავდაცვის მინისტრი, პენსიაზე გასული FSB ოფიცერი; სერგეი დუბინსკი - რუსეთის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი უფროსი ოფიცერი; ლეონიდ ხარჩენკო - უკრაინის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, DPR-ის არმიის სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფის მეთაური. „სასამართლომ ხარჩენკოს, დუბინსკის და გირკინს მიუსაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა და დააპატიმრა. სასამართლო პულატოვს უდანაშაულოდ ცნობს“, - განაცხადა თავმჯდომარემ, ჰენდრიკ სტეინგაიუსმა. შეგახსენებთ, რომ მალაიზიის ავიახაზების ბოინგმა, დონბასის ცაში რვა წლის წინ, 2014 წლის 17 ივლისს კატასტროფა განიცადა, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 17 აშშ-ის მოქალაქე იყო, დაღუპულთა თითქმის ორი მესამედი - ნიდერლანდების მოქალაქეები. გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავი რუსული წარმოების ბუკის რაკეტით ჩამოაგდეს, რომელიც პერვომაისკის დასახლებაში მდებარე მინდორში იყო დამონტაჟებული. გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ინსტალაცია ეკუთვნოდა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის კურსკის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას. გამომძიებლების თქმით, ინსტალაცია ე.წ. "DPR"-ის ტერიტორიაზე, რუსეთის კურსკის ოლქიდან გასროლამდე ცოტა ხნით ადრე გადაიტანეს.
ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიაშია
ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა დღეს აღიარა, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიაშია. ბრიტანეთის ეკონომიკა მომავალ წელს 1,4%-ით შემცირდება. ჰანტმა განმარტა, რომ ეკონომიკაზე გავლენას ახდენს გლობალური ფაქტორები, კერძოდ, უკრაინის ომი, რასაც ენერგორესურსებსა და სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი ნაკლებად იყო მზად იყო ასეთ შოკებთან გამკლავებისთვის, ვიდრე მისი ზოგიერთი კონკურენტი. მთავრობა პროგნოზირებს, რომ დიდ ბრიტანეთს ექნება შედარებით ზედაპირული, მაგრამ გაჭიანურებული რეცესია, რაც გავლენას მოახდენს ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუ ინგლისის ბანკის ინდივიდუალური პროგნოზები ახდება, უმუშევრობის დონემ შესაძლოა, 6,5%-ს მიაღწიოს და სამუშაოს გარეშე კიდევ მილიონი ადამიანი დარჩეს.
ელჩი ჰერჩინსკი: ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ უთხრა ყველას, ვისაც შეხვდა, რომ საჭიროა ეროვნული კონსენსუსი
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ უთხრა ყველას, ვისაც შეხვდა, რომ საჭიროა ეროვნული კონსენსუსი, რაც ნიშნავს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტუქციულ ჩართულობას ოპოზიციის მხრიდან. მისი შეფასებით, ეს იყო ძალიან კარგი ვიზიტი. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად „ევროკომისარი ვარჰეი საქართველოში პირველად ჩამოვიდა როგორც ევროკომისარი, რომელიც პასუხისმგებელია არამარტო სამეზობლო პოლიტიკის, არამედ, გაფართოების საკითხებზეც. მას შემდეგ, რაც ზაფხულში ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს, ევროკავშირის კარი გაიღო და ახლა საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ ის მზადაა შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის 12 მთავარი გზავნილი საქართველოს ვიზიტისას ევროკომისარმა ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება, ესენია – ევროკომისიის 12 პრიორიტეტი (რეკომენდაცია) საქართველოსთვის და ევროპის საინვესტიციო გეგმა. 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ უთხრა ყველას, ვისაც შეხვდა, რომ საჭიროა ეროვნული კონსენსუსი, რაც ნიშნავს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტუქციულ ჩართულობას ოპოზიციის მხრიდან. ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად, აუცილებელია თანამშრომლობა ყველა მხარეს შორის. ევროპის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში გამართული დისკუსიებისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა პროექტებზე ურთიერთდაკავშირებისა და ენერგეტიკის სფეროებში. უნდა დავაჩქაროთ მათი განხორციელება და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე გვექნება კონკრეტული შედეგები. შედეგები, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს“, - განაცხადა ელჩმა IPN-თან. ასევე გაეცანით: ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინას „სარაკეტო ინციდენტის“ შესახებ სრულ ინფორმაციას უზიარებს
შეერთებული შტატები უკრაინას უზიარებს სრულ ინფორმაციას პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩავარდნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბანგკოკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ რეგულარულ კონტაქტზე ვიყავით ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან. ჩვენ ვუზიარებთ ინფორმაციას, რაც გვაქვს", - განაცხადა ბლინკენმა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება, მაგრამ აშშ-ს „ჯერჯერობით არაფერი აქვს ისეთი, რაც ეწინააღმდეგება პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას წინასწარ შეფასებას, რომ სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შედეგად, სამწუხაროდ, პოლონეთში ჩავარდა რაკეტა. მისივე თქმით, რაც არ უნდა იყოს ამ ინციდენტის დეტალები, რუსეთი არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა“, მოსკოვის აგრესიული სარაკეტო დარტყმებისა და ომის გაგრძელების გამო. 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა რაკეტის ნარჩენები შეისწავლა და ტრაექტორია გამოთვალა. როგორც კუმოჩმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული რაკეტა. უკრაინული მედიის ცნობით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიაზე განზრახ დარტყმაში, რადგან „რუსეთმა, იმ დღეს დაბომბა უკრაინა და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა“. 16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო NATO-სა და პოლონეთის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ერთობლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, „რუსული კვალის მტკიცებულებები წარადგინოს“.
„ნაფტოგაზი“: რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინის გაზის წარმოების რამდენიმე ობიექტი განადგურდა
უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ნაფტოგაზმა“ დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ დღეს განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმებმა უკრაინის გაზის წარმოების რამდენიმე ობიექტი დააზიანა ან გაანადგურა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლექსი ჩერნიშოვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა „მასიური თავდასხმა“ აღმოსავლეთ უკრაინაში გაზის მწარმოებლის „უკრგაზვიდობუვანიას“ ინფრასტრუქტურაზე განახორციელა. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ებრძვის ხალხისთვის განკუთვნილ ელექტროენერგიას და გათბობას და აფეთქებს ელექტროსადგურებს და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებს. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთი უტევს ინფრასტრუქტურას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება უკრაინის სამხედრო პოტენციალს და უკრაინის რეჟიმს.
ერდოღანი: ანკარაში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა მოლაპარაკებების შემდეგ მაცნობეს, რომ ბირთვულ იარაღს არცერთი მხარე არ გამოიყენებს
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მიმდინარე კვირის დასაწყისში, ანკარაში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრობს. ერდოღანის თქმით, მას აცნობეს, რომ ბირთვულ იარაღს არც ერთი მხარე არ გამოიყენებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „დიდი ოცეულის“ სამიტიდან დაბრუნებისას გაკეთებულ განცხადებაში ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ის შორის შეხვედრები ხშირად უნდა გაიმართოს, რათა ახალი მსოფლიო ომი თავიდან იქნას აცილებული. შეგახსენებთ, ორშაბათს, ანკარაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს შეხვდა.
ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს
ნენსი პელოსიმ, რომელიც დემოკრატებს აშშ-iს წარმომადგენელთა პალატაში თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ტოვებს ამ როლს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს მას შემდეგ, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა. ნენსი პელოსის სავარაუდოდ, კევინ მაკარტი შეცვლის. პელოსი მუშაობას კონგრესში კალიფორნიის შტატის წარმომადგენლად განაგრძობს. წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელები კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას მიიღებენ. სენატში კი, დემოკრატებს 50 მანდატი ექნებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გადამწყვეტი ხმით, დემოკრატები უმრავლესობას მოიპოვებენ. 82 წლის პელოსი არის პირველი ქალი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა.
ზელენსკიმ ყოფილი პროკურორი ირინა ვენედიქტოვა შვეიცარიაში უკრაინის ელჩად დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ ირინა ვენედიქტოვა შვეიცარიაში უკრაინის ელჩად დანიშნა. ამის შესახებ ბრძანებულება პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსდა. ირინა ვენედიქტოვას თქმით, მისი ოფისის მთავარი პრიორიტეტი იყო სახელმწიფო ღალატის პრობლემებზე მუშაობა შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან 17 ივლისს გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი.
კულება: უკრაინელი ექსპერტები უკვე ჩავიდნენ პოლონეთში, რათა რაკეტის აფეთქების ადგილზე გამოძიება ჩაატარონ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ და მისმა პოლონელმა კოლეგამ ზბიგნევ რაუმ „სარაკეტო ინციდენტთან“ დაკავშირებული გამოძიების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მისივე თანახმად, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინელი ექსპერტები უკვე ჩავიდნენ პოლონეთში, რათა რაკეტის აფეთქების ადგილზე გამოძიება ჩაატარონ. „უკრაინა და პოლონეთი კონსტრუქციულად და ღიად ითანამშრომლებენ რუსული სარაკეტო ტერორით გამოწვეულ ინციდენტთან დაკავშირებით. ჩვენი ექსპერტები უკვე იმყოფებიან პოლონეთში“, - განაცხადა კულებამ. ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინას „სარაკეტო ინციდენტის“ შესახებ სრულ ინფორმაციას უზიარებს 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა რაკეტის ნარჩენები შეისწავლა და ტრაექტორია გამოთვალა. როგორც კუმოჩმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული რაკეტა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიაზე განზრახ დარტყმაში, რადგან „რუსეთმა, იმ დღეს დაბომბა უკრაინა და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა“. 16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო NATO-სა და პოლონეთის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ერთობლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, „რუსული კვალის მტკიცებულებები წარადგინოს“. უკრაინა მოითხოვს, მონაწილეობა მიიღოს პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში
ანდჯეი დუდა „სარაკეტო ინციდენტზე“: უკრაინა თავს იცავდა. ეს არის ჩვენი საერთო ტრაგედია
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ გამოძიებაში უკრაინელი ოფიციალური პირების ჩართვა, პოლონეთისა და შეერთებული შტატების თანხმობას მოითხოვს. მისი განმარტებით, თუ უკრაინელ სტუმრებს სურთ პროცედურების ნახვა, მათ შეუძლიათ, ეს პროცედურები ნახონ, მაგრამ თუ საქმე ეხება გამოძიებაში მონაწილეობას, ინფორმაციასთან და დოკუმენტებთან წვდომას, ეს მოითხოვს საერთაშორისო შეთანხმებებს. დუდამ არ დააკონკრეტა, მისცემს თუ არა პოლონეთი ასეთ წვდომას უკრაინას. კულება: უკრაინელი ექსპერტები უკვე ჩავიდნენ პოლონეთში, რათა რაკეტის აფეთქების ადგილზე გამოძიება ჩაატარონ ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ გამომძიებლებმა პოლონეთის მიწაზე მეორე რაკეტის კვალი ვერ იპოვეს, როგორც ამის შესახებ ზოგიერთი მედია იტყობინებოდა. „ჩვენს საზღვარზე ომია. რუსეთმა ასობით რაკეტა გაუშვა, უკრაინა თავს იცავდა. არავის სურდა ვინმესთვის ზიანის მიყენება პოლონეთში. ეს არის ჩვენი საერთო ტრაგედია“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა რაკეტის ნარჩენები შეისწავლა და ტრაექტორია გამოთვალა. როგორც კუმოჩმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული რაკეტა. კულება: უკრაინელი ექსპერტები უკვე ჩავიდნენ პოლონეთში, რათა რაკეტის აფეთქების ადგილზე გამოძიება ჩაატარონ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიაზე განზრახ დარტყმაში, რადგან „რუსეთმა, იმ დღეს დაბომბა უკრაინა და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა“. 16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო NATO-სა და პოლონეთის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ერთობლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, „რუსული კვალის მტკიცებულებები წარადგინოს“. უკრაინა მოითხოვს, მონაწილეობა მიიღოს პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში
დმიტრო კულება: NASAMS-მა უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. Patriot-ის დროა
საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, მისი ქვეყნის მიერ გაწეული სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და სთხოვა უკრაინას, რომ მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდოს კიევს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. უფრო კონკრეტულად, კულებამ მოითხოვა აშშ-ის ყველაზე მოწინავე და ძვირადღირებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა Patriot-ი. „NASAMS-მა უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. დარწმუნებული ვარ, რომ „პატრიოტების“ დრო დადგა“, - განაცხადა კულებამ, რომელიც ბლინკენს 17 ნოემბერს ესაუბრა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.