ძებნის რეზულტატი:
მედია: რუსული საგადამხდელო სისტემა MIR-ი კოლაფსშია
ცხრა ქვეყნიდან ექვსმა, რუსული სგადამხდელო სისტემა მირის გამოყენებაზე უარი თქვა. მედია, ამ ფაქტს, რუსეთის საგადამხდელო სისტემის კოლაფსს უწოდებს. უზბეკეთი რუსული Mir-ის ბარათების მომსახურებას აჩერებს „არსებულ ვითარებას შეიძლება ვუწოდოთ „კოლაფსი“ და რუსეთის მცდელობის წარუმატებლობა, შექმნას საკუთარი ალტერნატივა Visa-სა და Mastercard-ზე ფინანსური იზოლაციის პირობებში“, - წერს bloomberg-ი. თურქეთის შემდეგ, რუსული Mir-ის ბარათების მიღება სომხეთის, ვიეტნამისა და ყაზახეთის ბანკებმაც შეწყვიტეს სააგენტოს ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი თავიდან გაკვირვებული იყო, რომ MIR-ის გამოყენებაზე „მეგობრულმა ქვეყნებმაც კი უარი თქვეს. ამიტომ, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ამ სისტემის ალტერნატივის ძებნა დაიწყო. ეროვნული ბანკი: სისტემა MIR-ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება
რუსეთის ძალების მიერ, კიევზე განხორციელებული შეტევისას დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა
რუსეთის ძალების მიერ, კიევზე განხორციელებული შეტევისას დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ტელეგრამის საკუთარ არხზე ავრცელებს. კიევი იუწყება, რომ რუსეთი დედაქალაქის რამდენიმე რეგიონს ბომბავს უკრაინა: ხორვატია კიევის დასახმარებლად ორ ვარიანტს განიხილავს "რუსების მიერ კიევზე განხორციელებული შეტევისას დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა", - წერს გერაშჩენკო. კიევის მერის თქმით, აფეთქებებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
ამერიკის საელჩო: 30 წლის განმავლობაში აშშ მხარს უჭერდა საქართველოს და კვლავაც განაგრძობს ამ მხარდაჭერას
USAID-ის ახალი პროგრამის - ერთიანობა მრავალფეროვნებაში ოფიციალურად გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იუწყება. საელჩოს ინფორმაცით, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს, გააძლიეროს მოსახლეობის უმცირესობასა და უმრავლესობს შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური კავშირები. „პროგრამა მხარს დაუჭერს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინკლუზიას ქართულ საზოგადოებაში. ამერიკაში ემიგრირებულმა ქართველებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მეორე მსოფლიო ომში. თბილისში დაბადებულმა ალექსანდრე ქართველიშვილმა, რომელიც ცნობილია როგორც ალექსანდრე ქართველი, დააპროექტა ინოვაციური მოერიშე თვითმფრინავი, რომელიც გერმანიასთან ბრძოლაში იმდენად წარმატებული იყო რომ მოხდა მისი სერიული ( 15 000 ერთეული) წარმოება. ალექსანდრე ქართველის ღვაწლმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაში. საქართველოში ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს ქვეყნის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო USAID-ის ახალი პროგრამის - ერთიანობა მრავალფეროვნებაში ოფიციალურ გახსნაში. პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს, გააძლიეროს მოსახლეობის უმცირესობასა და უმრავლესობს შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური კავშირები. პროგრამა მხარს დაუჭერს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინკლუზიას ქართულ საზოგადოებაში. ძლიერი და უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, დემოკრატიასა და ეკონომიკის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა ეთნიკური კულტურის წარმომადგენელს. სწორედ ამიტომ, 30 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა და კვლავაც დაუჭერს საქართველოს, მათ შორის უმცირესობების გაძლიერებას“.
რადაში, უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის ეკლესიის საქმიანობის აკრძელვაზე, კანონპროექტი შევიდა
უმაღლეს რადაში შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა იკრძალება. კიევი-პეჩორის ლავრაში ჩხრეკის შედეგები ცნობილია კანონპროექტის ინიციატორია, სახალხო დეპუტატი ნიკოლაი კნიაჟიცკი. „კანონპროექტის მიზანია, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა, რადგან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, ღია ანტიუკრაინულ, დივერსიულ აქტივობებსა და მხარს უჭერდა კრიმინალური რუსული რეჟიმის ყველა ქმედებას“, - განაცხადა სახალხო დეპუტატმა, ირინა ფრიზმა. კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს მისივე თქმით, მართლმადიდებლური რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში, ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიისა და უკრაინის სახელმწიფოსთვის მინიჭებული საპატრიარქო და სინოდალური ტომოსის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, კიევ-პეჩორის ლავრაში და ეკლესიებში ჩხრეკა ჩაატარა. ლავრის ტერიტორიაზე ჩხრეკისას აღმოჩენილია რუსული პროპაგანდისტული მასალები და ნაღდი ფული. გარდა ამისა, იქ აღმოაჩინეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.
პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მასთან თანაცხოვრებაში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ძალადობას ახორციელებდა და აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების, ძალადობის და ფსიქოლოგიური იძულების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპარლამენტი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ გადაწყვეტილებას მიესალმა და ქვეყნებს რეფორმების წინსვლისკენ მოუწოდა
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომლითაც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ გადაწყვეტილებას მიესალმა და რეფორმების წინსვლისკენ მოუწოდებს. მისივე თანახმად, ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის რუსეთის მზარდი საფრთხის ფონზე, გაფართოების გაძლიერებული პოლიტიკა ევროკავშირის ხელთ არსებული უძლიერესი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია. რეკომენდაციას მხარი დაუჭირა 502-მა დეპუტატმა, 75 წინააღმდეგი იყო, 61-მა კი თავი შეიკავა. „იმისათვის, რომ იყოს უფრო სანდო და ეფექტური გლობალური მოთამაშე, ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურები ახალი წევრების გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გააუქმოს ერთსულოვნების საჭიროება და შეცვალოს ის კვალიფიციური უმრავლესობით. ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, შეასრულონ ევროკავშირის ვალდებულებები დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ და უზრუნველყონ, რომ კანდიდატ ქვეყნებს არ შესთავაზონ ალტერნატივა ევროკავშირის სრული წევრობის ნაცვლად. ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ გაფართოების პროცესის სათავეში დემოკრატიული რეფორმა და კანონის უზენაესობა დადგეს. ევროპარლამენტის წევრების მიერ მიღებული რეკომენდაცია გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ ევროკავშირს მოუწოდებს, ევროკავშირის დაფინანსება და მისი ხელშესახები შედეგები უფრო თვალსაჩინო გახადოს გაფართოების ქვეყნებში. მათ ასევე სურთ, რომ ევროკავშირმა იმუშაოს ამ ქვეყნების პოლიტიკურ, საარჩევნო და სხვა დემოკრატიულ პროცესებში მესამე მხარის ჩარევის პრევენციაზე. უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების პროცესში ნებისმიერი სტაგნაცია ან უკან დახევა სანქცირებული იქნება რეალურ დროში, თუმცა ევროკავშირმა ასევე უნდა დააჯილდოოს კანდიდატი ქვეყნები, როდესაც ისინი მიაღწევენ მდგრად პროგრესს, მათ შორის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მათი ეტაპობრივი შეყვანის გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
მედია: ევროკავშირმა რუსული გაზის ტრანზიტი, სრულად ჩაანაცვლა
ევროკავშირმა რუსული გაზის მოცულობა, სხვა მომწოდებლებისგან შესყიდვებით ჩაანაცვლა. Bloomberg: რუსეთმა ევროპაში, ნავთობის ბაზრის 90% უკვე დაკარგა მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა განაცხადა. „ჩვენ მთლიანად ჩავანაცვლეთ გაზის მოცულობა, რომელსაც რუსეთიდან აღარ ვიღებთ“, - ამის შესახებ მან ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, დეფიციტის შევსებას ხელი შეუწყო LNG-ის (თხევადი გაზი), ისევე როგორც ახალი მომწოდებლებისგან მილსადენის გაზის შესყიდვამ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციისთვის ფართომასშტაბიანი ანტირუსული სანქციები დააწესეს. სანქციებმა, სხვა საკითხებთან ერთად, გავლენა მოახდინა ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე. ამ ფონზე ევროპა ენერგეტიკული კრიზისის, საწვავის ფასების ზრდისა და ნედლეულის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა.
მიმდინარეობს კიდევ ერთი მასიური თავდასხმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე - პოდოლიაკი
მიმდინარეობს კიდევ ერთი მასიური თავდასხმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, - წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. კიევი იუწყება, რომ რუსეთი დედაქალაქის რამდენიმე რეგიონს ბომბავს უკრაინა: ხორვატია კიევის დასახმარებლად ორ ვარიანტს განიხილავს "სანამ ზოგი მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებს და გატანილი გოლების რაოდენობას ელოდება, უკრაინელები სხვა რაოდენობას ველოდებით, ჩამოგდებული რუსული რაკეტების რაოდენობას. მიმდინარეობს კიდევ ერთი მასიური თავდასხმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ გვჯერა NASAM-ის, IRS-T-ისა და ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების", - წერს პოდოლიაკი. რუსეთის ძალების მიერ, კიევზე განხორციელებული შეტევისას დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გადაუდებელ პრობლემებს განიხილავენ. აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტს სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი დახვდა. 23 ნოემბერს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა.
ილჰამ ალიევმა და ალექსანდრ ვუჩიჩმა, სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს
აზერბაიჯანისა და სერბეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და ალექსანდრ ვუჩიჩმა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი დონის მიღწევაზე, ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება. დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დოკუმენტებში განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას ეთმობა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი გაზის წარმოებასა და მიწოდებაში მსოფლიო ლიდერია. ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ რამდენიმე წელიწადში აზერბაიჯანი ექსპორტზე, 35 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს გაიტანს. ახლა ბუნებრივი აირის ექსპორტი 22 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს. ამ მოცულობის ნახევარი ევროპის ქვეყნებში გადის. ვუჩიჩმა დააზუსტა, რომ ახლა სერბეთი და აზერბაიჯანი, სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობაზე მუშაობენ. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ბელგრადი აზერბაიჯანიდან გაზის შეძენას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებს. პრესკონფერენციაზე მხარეებმა ასევე შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანის საკითხი განიხილეს, რომელიც საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს.
უკრაინა: ხორვატია კიევის დასახმარებლად ორ ვარიანტს განიხილავს
ზაგრები უკრაინის დახმარების ორ ვარიანტს განიხილავს: უკრაინელი სამხედროების მომზადება ხორვატიის ტერიტორიაზე და ხორვატი ინსტრუქტორების გაგზავნა მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიის პრეზიდენტმა უარყო ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოთხოვნა ქვეყანაში უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნების დამტკიცების შესახებ, ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ამის შესახებ უკრაინულმა მხარემ განაცხადა. „მართლაც, პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა თავისი უფლებამოსილების შესაბამისად უარყო თავდაცვის მინისტრის მოთხოვნა. ამასთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული“, - განმარტა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა უაღრესად აფასებს ხორვატიის მთავრობის მხარდაჭერასა და სოლიდარობას ქვეყნის მიმართ. მედია: ხორვატიის პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინული ძალების წვრთნაზე უარი განაცხადა
შუა დერეფნის როლი იზრდება. თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს გადაზიდვების გაზრდა შეუძლიათ - თურქეთის ელჩი აზერბაიჯანში
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) ფარგლებში, სატვირთო მიმოსვლისა და ვაჭრობის გაზრდის მიზნით, ზოგიერთი საკითხი უნდა გადაიხედოს. ამის შესახებ თურქეთის ელჩმა აზერბაიჯანში კაჰიტ ბაღჯიმ ბაქოში გამართულ ფორუმზე განაცხადა. „გასულ წელს, სუეცის არხზე პრობლემები გაჩნდა, ყველამ დაინახა მათი გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე. ახლა კი, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, გაიზარდა შუა დერეფნის როლი. შესაძლებლობა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მხარეს გადავიდა. მუდმივად განიხილება თემები, კერძოდ საბაჟო ტარიფები და მოცდის დრო თუ გადაიხედება სავაჭრო ბარიერები მოიხსნება“, - განაცხადა ელჩმა. თურქეთის ელჩმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების მიზანია ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის $15 მილიარდამდე გაზრდა. „დღეს ეს მაჩვენებელი $5 მილიარდს შეადგენს. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ სავაჭრო ბრუნვის ზრდას $3,6-დან $5 მილიარდამდე“.
შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი მიიღო
შვეიცარიის მთავრობამ, სრულად შეასრულა სანქციების მერვე პაკეტით გათვალისწინებული ყველა შეზღუდვა, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ დაამტკიცა. ამის შესახებ Swissinfo წერს. შვეიცარიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება, გავლენას ახდენს რუსულ ნედლ ნავთობისა და ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასების დასადგენად საკანონმდებლო ბაზის შემოღებაზე. სანქციები ასევე მოიცავს შეზღუდვებს „რკინისა და ფოლადის პროდუქტებზე, კოსმოსურ პროდუქტებზე და რუსეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელობის მქონე საქონელზე. შვეიცარია ასევე მიუერთდა აკრძალვებს რუსეთის მთავრობისა და რუსული კომპანიებისთვის საინჟინრო, არქიტექტურული, იურიდიული და IT სერვისების მიწოდებაზე. ამრიგად, შვეიცარიამ სრულად შეასრულა ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტის ყველა ზომა, რომელიც ევროკავშირმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, 2022 წლის 6 ოქტომბერს მიიღო.
უკრაინა: რუსეთის ტყვეობიდან, კიდევ 36 უკრაინელი გათავისუფლდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა პატიმრების მორიგი გაცვლის შესახებ განაცხადა. ტყვეთა გაცვლის დროს, 35 უკრაინელი ჯარისკაცი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლეს. ერმაკის თქმით, გათავისუფლებულთა შორის იყვნენ „ბიჭები, რომლებიც იცავდნენ მარიუპოლს, იყვნენ აზოვსტალში, ასევე ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები, რომლებიც ტყვედ, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ დღეებში ჩავარდნენ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ, 70 რუსული რაკეტიდან 51 ჩამოაგდო და ხუთი დრონი ააფეთქა
საჰაერო თავდაცვის ძალებმა, უკრაინის მასიური დაბომბვის დროს 70 რუსული ფრთოსანი რაკეტიდან 51 ჩამოაგდეს, ასევე გაანეიტრალეს ხუთი კამიკაძე დრონი. ამის შესახებ საჰაერო ძალებმა Telegram-ში განაცხადეს, იტყობინება Ukrinform. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აშშ უკრაინას დამატებით $400 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუწევს
23 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, რომ უკრაინას $400 მილიონის სამხედრო დახმარება გამოუყოს. ამის შესახებ უკრაინული მედია, თეთრი სახლზე დაყრდნობით წერს. „მე ვმართავ სახელმწიფო მდივანს...რათა გასცეს განკარგულება, რომ $400 მილიონი გამოყონ თავდაცვის ობიექტებისა და თავდაცვის დეპარტამენტის სერვისებისთვის, სამხედრო განათლებისა და წვრთნებისთვის. რათა ეს დაფინანასება დაეხმაროს უკრაინას და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც აუცილებელია...“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მოლდოვამ რუსეთის ელჩი, ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო დაიბარა
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის ელჩი, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმის გამო, ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით, განმარტებების მისაცემად დაიბარა. სარაკეტო დარტყმის გამო, უკრაინასა და მოლდოვაში ელექტროენერგია შეწყდა ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა. პოპესკუმ თავის Twitter-ზე აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მოლდოვა კიდევ ერთხელ დატოვა სიბნელეში. მისი თქმით, ელექტროენერგიის მასიური გათიშვა ხდება მთელ ქვეყანაში, მათ შორის კიშინიოვსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში. „მე დავავალე, რომ ახსნა-განმარტებისთვის გამოეძახათ რუსეთის ელჩი", - განაცხადა პოპესკუმ.
რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარების შემდეგ, ევროპარლამენტის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა
ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე კიბერშეტევა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „ახლა ევროპარლამენტის ვებგვერდის ხელმისაწვდომობა შეფერხებულია, გარე ქსელის ტრაფიკის მაღალი დონის გამო. ეს ტრაფიკი ასოცირდება DDOS შეტევასთან. ევროპარლამენტის IT-ის გუნდი ამ პრობლემის რაც შეიძლება მალე გადაჭრაზე მუშაობს“,- ამის შესახებ ევროპარლამენტმა თავის Twitter-ზე განაცხადა. კიბერშეტევა მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო, უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების გამო დაგმო.
გერმანია 5000 უკრაინელ სამხედროს მოამზადებს
გერმანია მხარს უჭერს უკრაინას რუსულ ტერორთან ბრძოლაში და უკრაინელი სამხედროების მომზადებას ჰპირდება. 5000 უკრაინელი სამხედროს მომზადება ზაფხულისთვის იგეგმება. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინე ლამბრეხტმა 23 ნოემბერს ბუნდესტაგში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ დღეებში უკრაინის ძალიან სწრაფი მხარდაჭერა, რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო ტერორის ფონზე. Iris-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა უფრო ეფექტიანია და ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს“, - განაცხადა ლამბრეხტმა. ამასთან, ლამბრეხტმა უარყო მისი კრიტიკა გადაწყვეტილების გაჭიანურების, ბუნდესვერის არასაკმარისი შეიარაღებისა და ასევე უკრაინის არასაკმარისი დახმარების გამო.
რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტის საიტზე მომხდარ კიბერშეტევაზე, პასუხისმგებლობა პრო-კრემლისტურმა ჯგუფმა აიღო
ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ Twitter-ზე დაწერა, რომ „ევროპარლამენტის საიტზე კომპლექსური კიბერშეტევა მიმდინარეობს. პასუხისმგებლობა პრო-კრემლისტურმა ჯგუფმა აიღო". ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა „ჩემი რეაქცია: #SlavaUkraini" “- წერს რობერტა მეცოლა. ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა ევროპარლამენტის ვებგვერდზე, კიბერშეტევა მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო, უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების გამო დაგმო.