ძებნის რეზულტატი:

საქართველოს ცხოვრებაც ჰგავს წმინდა გიორგის ცხოვრებას - მეუფე შიო

საქართველოს ცხოვრებაც ჰგავს წმინდა გიორგის ცხოვრებას, მიუხედავად მრავალი შეცდომისა, საქართველო ყოველთვის ეკლესიის ერთგულების გზით დადიოდა, რამაც მოგვიყვანა დღემდე, - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძრიდან სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაული მიულოცა. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს „გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ ილია მეორის ლოცვა-კურთევას, შეგვეწიოს მისი დალოცვა. მოწამე არის ადამიანი, რომელიც წამებისა და სიკვდილის წინაშე მდგომიც კი, მზად არის, დაამოწმოს ქრისტე. იუსტინე ფილოსოფოსი, იყო ასეთ მოღვაწე ადრე ქრისტიანულ პერიოდში და ის საკმაოდ მარტივად ხსნის, რა არის მოწამეობის არსი. ის ამბობს, რომ ჩვენ მივდივართ სიკვდილზე, რათა არ დავარღვიოთ მცნება, არა იცრუო. როდესაც გვეკითხებიან, შენ გწამს ქრისტე? ჩვენ გვირჩევნია, მოვკვდეთო, ვიდრე ეს მცნება დავარღვიოთ, რომ არა იცრუო. ასე განმარტავს იგი და მოციქულთა საქმეები განსაკუთრებით შეეწიონ მოციქულთა ქადაგების საქმეს ეკლესიაში, რადგან ძნელი წარმოსადგენია, რომ მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარზე ქადაგებას, ასეთი ყოვლისმომცველი ძალა ჰქონოდა, რომ არ ყოფილიყო ასობით ათასი მოწამის ღვაწლი. თქვენ გახსოვთ, რა ზეგავლენა ჰქონდა მათ წამებას, თვითმხილველ წარმართებზე, ჯალათებზეც კი, რომლებიც მათ აწამებდნენ, როდესაც ხედავდნენ, რამდენად უშიშრად, ხშირად მუდიმარედ და ბაგეებზე ლოცვით კვდებოდნენ დიდი მოწამეები და ამის გარდა, ისინი არიან ჩვენთვის ყველაზე ნათელი მაგალითი ქრისტეს ურყევი რწმენისა, ერთგულებისა, ვაჟკაცობისა და სიმამაცისა. მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ასეთი შეკითხვა, რომ რა ძალით არის შესაძლებელი ამ ღვაწლის აღსრულება? სიკვდილის დათმენა, წამების დათმენა და ქრისტეს დამოწმება – ამაზე პასუხს იძლევა დღევანდე დღეს წაკითხული ქადაგება, სადაც უფალი იოესო ქრისტე ბრძანებს, რომ მოვა ნუგეშინის მცემელი სული ჭეშმარიტებისა, რომელსაც მე მოვავლენ მამისაგან, რომელიც მამისგან გამოდის და იგი დაამოწმებს ჩემზე და თქვენც დაამოწმებთ ამბობს უფალი, ასევე სხვა ადგილას ბრძანებს იგი, რომ როდესაც თქვენ შეგიპყრობენ, სამსჯავროზე წაგიყვანენ და წარსდგები წინაშე მეფეთა და მთავართა, რომ დაამოწმოთ ჩემთვის, მაშინ ნუ ზრუნავთ და ნუ ფიქრობთ, თუ რა ილაპარაკოთ, რადგან იმ ჟამს მოგეცემათ სიტყვები თქვენ რაც უნდა ილაპარაკოთ, რადგან სულიწმინდა დაამოწმებს თქვენი ბაგეებით. ამ დიდი ღვაწლის აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ სულიწმინდის ძალით, მადლით და მხოლოდ სულიწმინდის მადლით აღასრულა ეს ღვაწლი წინდა მოწამე გიორგიმ და მისი ბაგეებით დაამოწმა სულიწმინდამ, რომ იესო ქრისტე არის გზა ჭეშმარიტება და ცხოვრება", - ამბობს მეუფე შიო.  

მედია: ხორვატიის პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინული ძალების წვრთნაზე უარი განაცხადა

ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა თავდაცვის მინისტრის, მარიო ბანოშიჩის მოთხოვნა, ქვეყანაში უკრაინული სამხედროებისთვის წვრთნების ჩატარების შესახებ, უარყო. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მინისტრი ასეთი მოთხოვნების წარსადგენად, უფლებამოსილი არ არის. კონსტიტუციის მიხედვით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს შეუძლიათ. „თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი, უკრაინის მხარდასაჭერად, ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შესახებ (EUMAM) მხოლოდ ზოგად ინფორმაციას გვაწვდიდა“, - ნათქვამია განცხადებაში. EUMAM Ukraine 17 ოქტომბერს დაფუძნდა, რომლის მიზანიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებაა. უკრაინული მედიის ცნობით, მილანოვიჩმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს უკრაინული ძალების წვრთნას ხორვატიაში. ცნობისათვის, 2012 წლის 22 იანვარს, ხორვატიაში რეფერენდუმი გაიმართა, რომელშიც მოსახლეობის 66,25 %-მა ხმა მისცა ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანებას. 2013 წლიდან, ხორვატია ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოა. 

კიევი-პეჩორის ლავრაში ჩხრეკის შედეგები ცნობილია

კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში 22 ნოემბერს ჩატარებული ჩხრეკისას, უკრაინის უსაფრთების სამსახურმა, რუსული ლიტერატურა, მილიონის ექვივალენტი ნაღდი ფული და რუსეთის „საეჭვო“ მოქალაქეები აღმოაჩინა.  კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულ პოლიციასთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით, საგულდაგულოდ შემოწმდა 350-ზე მეტი ეკლესიის შენობა და 850 ადამიანი. უკრაინის უსაფრთების სამსახურის ცნობით, 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა სიღრმისეული კონტრდაზვერვის ინტერვიუები, მათ შორის პოლიგრაფიის გამოყენებით. „მათ შორის იყვნენ არამხოლოდ უკრაინის მოქალაქეები, არამედ უცხოელები და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც ობიექტების ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ზოგიერთ მათგანს საბუთების შემოწმებისას სსრკ-ს პასპორტები და სამხედრო ბარათები აღმოაჩნდათ და საერთოდ არ ჰქონდათ ორიგინალი დოკუმენტები, (არამედ მხოლოდ მათი ასლები), ან ჰქონდათ უკრაინის მოქალაქის პასპორტები, გაყალბების ან დაზიანების ნიშნებით. სპეცსამსახურის ცნობით, ამ პირების სიღრმისეული შემოწმება მიმდინარეობს. ასევე, კიევ-პეჩერსკის ლავრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა უკრაინის 32 წლის მოქალაქე, რომლებიც შესაძლოა, ჩართულნი იყვნენ ქვეყანაში პრორუსული საინფორმაციო სააგენტო „ანტვანის“ უკანონო ქმედებებში. გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა პრორუსული ლიტერატურა, რომელიც სემინარიასა და სამრევლო სკოლებში ტრენინგის დროს, მათ შორის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის გამოიყენება.  კიევი-პეჩორას ლავრაში ასევე აღმოჩენილია ნაღდი ფული, 2 მილიონზე მეტი გრივნის ოდენობით, 100 ათასზე მეტი აშშ დოლარი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.    

უკრაინის შეიარაღებული ძალები, რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. "გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 85 410; ​ტანკი - 2 897; ჯავშანტექნიკა - ​5 832; საარტილერიო სისტემა - 1 887; სარაკეტო სისტემა - 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 209; თვითმფრინავები - 278", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მეუფე ნიკოლოზმა განმარტა, რატომ მიულოცა ილია მეორემ დაბადების დღე რუსეთის პატრიარქს

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მედიასთან რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების მილოცვის ფაქტს გამოეხმაურა.   ილია II-მ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა „საეკლესიო წესები არსებობს. ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, გარკვეული რაოდენობის მართლმადიდებლური ეკლესია ვეზიარებით ერთად, თუ მოვხვდებით წირვაზე. თუ არ მოვხვდებით, მაინც ერთმანეთს ვიხსენიებთ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები. ამ ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება. როდის გახდა ის [კირილე] ოკუპანტი ქვეყნის სულიერი მამა? - ჩვენთანაც იყო ეს ყველაფერი, ამიტომ პარალელს გავავლებთ. ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს, რაც უკრაინაში ხდება. საქართველომ ეს გაიარა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ 2008 წელს. ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. რაც შეეხება იმას, რომ „პატრიარქი კირილე რუსეთის ომის ღია მხარდამჭერია", მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ეს ტყუილია. „ტყუილია. გაბუქებულია ეს ინფორმაცია. რუსეთის პატრიარქს დაუსვეს შეკითხვა და მან თქვა, არ ვარ მხოლოდ მოსკოვის პატრიარქიო. ისაა სრულიად რუსეთის პატრიარქი და ეს ომი მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამიტომ იმის თქმა, რომ პატრიარქი ყუმბარებს მირონს სცხებს და ისე აგზავნის სასროლად, რომ ხალხი დახოცოს, ტყუილია. რუსეთის ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა. პასუხს აგებს პატრიარქი ამ ყველაფერზე. უკრაინა სახელმწიფოა, მაგრამ მისი ეკლესია არის რუსეთის კანონიკური ტერიტორია",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.   

ზელენსკი: ტერორისტული სახელმწიფო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იბრძვის

„მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვითა და სარაკეტო თავდასხმებით, მტერმა გადაწყვიტა, დაშინებით მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც ცხრა თვის განმავლობაში ვერ შეძლო“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი შეფასებით, ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. „ვილნიანსკის საავადმყოფოს სამშობიაროზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ჩვილი გარდაიცვალა, ქალი კი, დაშავდა. ნანგრევების ქვეშ, ალბათ, ჯერ კიდევ არის ხალხი“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე. უკრაინა: ზაპოროჟიეს ოლქზე რუსული ძალების სარაკეტო შეტევისას, ახალშობილი დაიღუპა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკზე, რუსეთის ძალების სარაკეტო შეტევისას, ახალშობილი დაიღუპა.  სამაშველო სამსახურის ცნობით, ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს საავადმყოფოს ნანგრევებიდან. ცენტრალური რაიონული საავადმყოფო ქალაქ ვოლნიანსკში, ზაპოროჟიეს ცენტრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.   

ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავი აღინიშნა

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის აღსანიშნავად, ბაქოში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გასულ კვირას საიუბილეო თარიღი აღნიშნეს, როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე საგანგებოდ გამართულ მიღებაზე. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო უწყებაში გამართული საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარაძემ, შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ხალაფ ხალაფოვთან. მხარეებმა მიმოიხილეს ორი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს თანამშრომლობის ისტორია თანამედროვე ეპოქაში. ამასთან, ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას ყველა სფეროში. საიუბილეო ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი მხოლოდ ხანმოკლე ეპიზოდია იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, რომლის განმავლობაშიც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის კეთილმეზობლობა, მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელმაც ასახა საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია. სასტუმრო „Four Seasons Baku"-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ელჩმა ზურაბ პატარაძემ. ქართველმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მიღწეულ წარმატებებსა და დასახულ მიზნებზე, ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ბოლო ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტმა დადებითი იმპულსი მისცა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ჭრილში. აღსანიშნავია, რომ პატარაძემ ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლის ღარიბაშვილის „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივაზეც". გარდა ამისა, ჰეიდარ ალიევის სასახლეში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის", გალა-კონცერტი, რომელსაც 1700-მდე მაყურებელი დაესწრო. დამსწრეთა შორის იყვნენ როგორც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, აზერბაიჯანის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს-წრეების, კულტურის სფეროს მასმედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ისე რიგითი მოქალაქეები. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია და დიდი გამოხმაურება ჰპოვა აზერბაიჯანულ მედიაში“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ISW წერს, რისთვის ემზადება კრემლი უკრაინაში

კრემლის პროპაგანდისტები აცხადებენ, რომ უკრაინა რუსეთის ბელგოროდის ოლქში შეჭრას გეგმავს, ხოლო სხვა რუსული წყაროები ამბობენ, რომ რუსულმა ძალებმა უნდა დაიბრუნონ კონტროლი უკრაინის ხარკოვის ოლქში მდებარე კუპიანსკზე, რათა შემცირდეს უკრაინის შეტევის რისკი. ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი იუწყება. ანალიტიკურმა ცენტრმა აღნიშნა, რომ „რუსეთის მტკიცება აბსურდულია და ომის მხარდასაჭერად მხოლოდ ფართო საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად“. „უკრაინას არამხოლოდ არ აქვს რუსეთში შეჭრის სტრატეგიული ინტერესი, მას არ აქვს ამის შესაძლებლობა ასეთი მასშტაბით“, - წერს ISW. მისივე შეფასებით, რუსეთის შეჭრის მხარდაჭერა ფაქტობრივად მცირდება რუსებში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სირიის ჩრდილოეთით, სარაკეტო იერიშს 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი ემსხვერპლა

სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ აზაზში სარაკეტო იერიშს ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი ემსხვერპლა. ამასთან, ამ დრომდე დაუდგენელია, რომელი ტერიტორიიდან დაიბომბა ქალაქი აზაზი, რომელიც თურქეთის საზღვრის მახლობლად, ისლამისტი მეამბოხეების კონტროლის ქვეშაა. გავრცელებული ცნობით, სარაკეტო დაბომბვის შედეგად კიდევ ხუთმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.  

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევისას 17 წლის მოზარდი დაიღუპა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც ავტომანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.   

ბრიტანეთის ცნობით, რუსეთმა თითქმის ამოწურა ირანში წარმოებული დრონების მარაგი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, სექტემბრიდან გაუშვა უკრაინის წინააღმდეგ ირანული წარმოების არაერთი საფრენი აპარატი (UAV). ამასთან, სავარაუდოა, რომ რუსეთმა თითქმის ამოწურა ირანში წარმოებული იარაღის ამჟამინდელი მარაგი და შეეცდება მომარაგებას. ირანმა 5 ნოემბერს აღიარა პირელად, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა.

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ კიკნაძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ კიკნაძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ზურაბ კიკნაძე 1933 წლის 3 ოქტომბერს დაიბადა. 1940-1951 წლებში სწავლობდა თბილისის მე-7 ვაჟთა სკოლაში. 1951 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამასთან, კიკნაძე არის რამდენიმე წიგნისა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; პეტერბურგის, მოსკოვის, იერუსალიმის, ხოლონის, პარიზის, რომის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ბიბლიური საზოგადოების ფორუმების (ბუქარესტი, კვიპროსი, მოსკოვი, ბრიუსელი) მონაწილე. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა პეკინში, როდოსში, მალაგასა და გრანადაში. ზურაბ კიკნაძეს ჰომეროსის „ოდისეის“ თარგმნისათვის (1975, თ. ჩხენკელთან ერთად) 1978 წელს მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია, ხოლო ავტორთა ჯგუფთან ერთად, პუბლიცისტიკის დარგში წიგნისათვის „საყმაწვილო მითოლოგიური ლექსიკონი“ – სახელმწიფო პრემია. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის მედალი (2006 წ.) ზურაბ კიკნაძის პირველი თარგმანი – „გილგამეში“ (შესავლით, ლექსიკონითა და კომენტარებითურთ) 1963 წელს გამოაქვეყნდა.  

დენის შმიგალი: ენერგეტიკულ სექტორზე რუსეთის თავდასხმებმა, უკრაინას თითქმის $2 მილიარდის ზარალი მიაყენა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, უკრაინას 1,9 მილიარდი დოლარის ოდენობის ზიანი მიაყენა. მისივე თქმით, 70 ჯგუფი, რომელიც 1000-ზე მეტი სპეციალისტისგან შედგება, ქვეყნის ელექტრო ქსელების აღდგენაზე მუშაობს. უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული მასობრივი სარაკეტო დარტყმების სერიის შემდეგ, ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა დიდი თბო და ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა, იტყობინება უკრაინის სახელმწიფო ქსელის ოპერატორი Ukrenergo-ს ხელმძღვანელი ვოლოდიმირ კუდრიცკი. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს და აღიარებს, რომ ქვეყნის ენერგეტიკული ობიექტები მისი მთავარი სამიზნეა. ჟენევის კონვენციების თანახმად, სასიცოცხლო მნიშვნელობის საჯარო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, ომის დანაშაულია.  

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა იმ სასტიკი და არაადამიანური ქმედებების გამო, რომლებიც უკრაინაში ჩაიდინა. „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული თავდასხმები და სისასტიკეები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ, ტერორისტულ აქტებს და სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს“, - ნათქვამია რეზოლუციაში. შეთანხმება მიღწეულია, ევროპარლამენტი რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას მიესალმა. მისი თქმით, რუსეთი უნდა იყოს იზოლირებული ყველა დონეზე, რომ დაასრულოს საკუთარი მრავალწლიანი ტერორიზმის პოლიტიკა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რუსეთის ძალების დაბომბვის შედეგად დაშავებული მოზარდი, საავადმყოფოში გარდაიცვალა

რუსეთის დაბომბვის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი, ხერსონის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა. „13 წლის ბიჭი რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს. ის და მამამისი ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა რუსებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს", - წერს იანუშევიჩი.

აქტაუში, საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით, სატრანსპორტო მარშრუტებზე მინისტერიალი გაიმართება

საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებზე მოლაპარაკებები, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართება. ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური მარშრუტის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა. მისი თქმით, 2022 წლის 25 ნოემბერს აქტაუში საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების საკითხებზე მინისტრთა შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრები დაესწრებიან. სმადიაროვმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მოსალოდნელია, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური ღონისძიებები შემუშავდეს.  შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.   

კლიჩკოს თქმით, ზამთრის პერიოდში, შესაძლოა, კიევის ნაწილის ევაკუაცია განხორციელდეს

„ეს არის ყველაზე ცუდი ზამთარი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გერმანულ გაზეთ Bild-ს განუცხადა. კლიჩკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსახლეობა მზად უნდა იყოს ზამთრის პერიოდში „ყველაზე უარესი სცენარისთვის“. „მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ საქმე იქამდე მივიდეს”, - განაცხადა კიევის მერმა.  მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე აფეთქების ხმა ისმოდა დღეს კიევის სხვადასხვა რეგიონში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

კიევი იუწყება, რომ რუსეთი დედაქალაქის რამდენიმე რეგიონს ბომბავს

რამდენიმე აფეთქების ხმა ისმოდა დღეს კიევის სხვადასხვა რეგიონში. კიევის მერის თქმით, აფეთქებებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. მანამდე, მან ზამთრის პერიოდში შესაძლო ევაკუაციაზე ისაუბრა. „ეს არის ყველაზე ცუდი ზამთარი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გერმანულ გაზეთ Bild-ს განუცხადა. კლიჩკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსახლეობა მზად უნდა იყოს ზამთრის პერიოდში „ყველაზე უარესი სცენარისთვის“. „მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ საქმე იქამდე მივიდეს”, - განაცხადა კიევის მერმა.

უკრაინა არ უნდა დათანხმდეს მოლაპარაკებებს - ჯონსონი

უკრაინა არ უნდა დათანხმდეს მოლაპარაკებებს, სანამ 24 თებერვლამდე არსებულ ტერიტორიებს არ გაათავისუფლებს, - დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. "ბევრს საუბრობენ მოლაპარაკებებზე. ვფიქრობ, რომ უკრაინა არ უნდა დათანხმდეს მოლაპარაკებებს სანამ 24 თებერვლამდე არსებულ ტერიტორიებს არ გაათავისუფლებს და ეს მინიმუმია. ომის დაწყება შოკი იყო. ყოველდღიურად ვაკვირდებოდით რუსული არმიის გადაჯგუფებას. ვხედავდით, როგორ მიმდინარეობდა რუსული ბატალიონების ფორმირება. სხვადასხვა ქვეყანა რუსული სამხედრო შენაერთების გადაადგილებებზე განსხვავებულად რეაგირებდა. მაგალითად, საფრანგეთს ბოლო წუთამდე არ სჯეროდა რომ ომი დაიწყებოდა. გერმანია კი, ფიქრობდა, რომ ომის დაწყება კატასტროფა იქნებოდა და ყველაფრის მალე დასასრულებლად, უმჯობესი იქნებოდა, უკრაინა დანებებულიყო. ამას მხარს არ ვუჭერდი“, - განაცხადა ჯონსონმა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სარაკეტო დარტყმის გამო, უკრაინასა და მოლდოვაში ელექტროენერგია შეწყდა

უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქი ლვოვი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც უკრაინაში, მათ შორის დედაქალაქ კიევში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. მეზობელმა ქვეყანამ მოლდოვამ ასევე განაცხადა, რომ არ მიეწოდება ელექტროენერგია. ლვოვის მერმა მოსახლეობას თავშესაფარაში დარჩენისკენ მოუწოდა, ხოლო კიევის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა და სახლები. ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ მედიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბავშვები მასწავლებლებთან ერთად თავშესაფრებში გადაიყვანეს და მშობლებს მოუწოდა, არ გამოიყვანონ ისინი განგაშის დასრულებამდე. ბოლო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ბევრ რაიონში გეგმური გამორთვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. რუსეთის თავდასხმებმა დააზიანა უკრაინის ენერგეტიკული სისტემის თითქმის ნახევარი და მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. კიევი იუწყება, რომ რუსეთი დედაქალაქის რამდენიმე რეგიონს ბომბავს