ძებნის რეზულტატი:

რომის პაპმა რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჰოლოდომორის საშინელებას შეადარა

რომის პაპმა ფრანცისკემ, ოთხშაბათს, ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას, რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჰოლოდომორის საშინელებას შეადარა.  მისი თქმით, აგონია, რომელსაც უკრაინელები ახლა განიცდიან რუსული აგრესიის შედეგად, შედარებულია ჰოლოდომორის საშინელებასთან, რომელიც უკრაინაში 1930-იანი წლებში, სტალინმა ჩაიდინა. პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ მომავალ შაბათს ყოველწლიურად აღინიშნება ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე. „მოდით ვილოცოთ ამ გენოციდის მსხვერპლთათვის და ვილოცოთ ყველა უკრაინელისთვის, ბავშვებისთვის, ქალებისთვის, მოხუცებისთვის, ჩვილებისთვის, რომლებიც დღეს აგრესიისგან ტანჯვას განიცდიან“, - განაცხადა რომის პაპმა.  

საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.   ინფორმაციას, მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.  თამარ სხირტლაძე 1929 წელს, ლაგოდეხში დაიბადა. 1949 დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. შემდგომში კი გახდა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. ის მონაწილეობდა სპექტალებსა და ფილმებში: „კაცია-ადამიანი?!“, „მოძღვარი“, „მეფე ლირი“, „ადამიანთა სევდა“, „ფესვები“, „ლუკას სახარება“ და „ნუცას სკოლა“. თამარ სხირტლაძემ თეატრის სცენაზე 70 წელი გაატარა.  2010 წელს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს, მას „წლის პერსონის“ წოდება მიენიჭა. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან „ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი“.  

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა, „სვანეთის დღეებზე“ დიპლომატებს უმასპინძლა

ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ დაიხურა. დასკვნით ღონისძიებაზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სვანეთის ისტორიის შესახებ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული მასალა - ექვთიმე თაყაიშვილის სვანური ექსპედიციის ფოტოები და ბესარიონ ნიჟარაძის საარქივო მასალის გამოფენა დაათვალიერებინა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  „სვანეთის დღეები“, მომღერალ სოფიო გელოვანის კონცერტით, საზეიმოდ დაიხურა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა „სვანეთის დღეების" მონაწილეებს - სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობას, რომელმაც სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლეში საკუთარი რეგიონი წარადგინეს და ასევე, პროექტის ორგანიზატორებს. „მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ჩვენს ყველა სტუმარს. მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გიორგობა და მინდა ორი სიტყვით მადლობა ვუთხრა მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო პირველ მცდელობაში, რომ ჩვენ რეგიონებიდან ორბელიანების სასახლეში ჩამოვიყვანოთ ჩვენი თანამემამულეები და დავუთმოთ ეს სასახლე. მინდა, პირადად კოტე ნაცვლიშვილს, ნინიკო ტაბიძეს, იაგო წიკლაურს ვუთხრა მადლობა ამ ყველაფრის მოწყობისთვის. ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან ეს პირველი ასეთი მცდელობაა. მინდა, ცხადია, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ჩამოვიდა სვანეთიდან და ვინც გაგვახარა ამ დღეებში. ეს არის პირველი, ჩვენ ვაგრძელებთ და ძალიან ბევრი ასეთი სიახლე გვექნება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. „სვანეთის დღეების დასკვნით ღონისძიებაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის საკითხებში კოტე ნაცვლიშვილი, რომელმაც პრეზიდენტსა და დიპლომატებს იმ ღონიძიებების მთავარი თემების შესახებ ესაუბრა, რომელიც ,,სვანეთის დღეების“ ფარგლებში გაიმართა და რომელიც სვანური, ტრადიციული სამართლის ფორმებს ეხებოდა. „ჩვენი სასამართლო რეფორმის ფარგლებში, მედიატორის ინსტიტუტი საქართველოში ეხლა იდგამს ფეხს და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, სვანეთის გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია და ჩვენ ყოველმხრივ ვეცდებით მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას და ამის სახე, რა თქმა უნდა, იქნება სწორედ სვანური გამოცდილება. ეს არის მხარე, სადაც არა მხოლოდ არსებობდა და დღემდე არსებობს მედიატორის ინსტიტუტი, არამედ ის ყველაზე დემოკრატიულიცაა, რადგან ტრადიციულად მასში ქალებიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ. მედიატორი ქალები ტოლს არ უდებდნენ მედიატორ კაცებს და ამ მხრივ, სვანეთი, საქართველოს ყველაზე გამორჩეული მხარეა, თავისი მდიდარი თანასწორუფლებიანობის ტრადიციით“, - განაცხადა კოტე ნაცვლიშვილმა. გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისათვის და ელჩებს სვანეთსა და რეგიონებში განხორციელებული ერთობლივი პროექტებისათვის. „დღეს ფოკუსი სვანეთზე გვაქვს, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საკულტო და ცნობილ რეგიონზე. მინდა, სამ საკითხს გავუსვა ხაზი. პირველი - ჩვენი ინვესტირების მნიშვნელობა ადამიანებსა და რეგიონულ საზოგადოებებში. ჩვენ შეგვიძლია ინვესტირება უნარებში, მცირე ბიზნესში, მეწარმეობაში, რათა დავეხმაროთ, მათ ჰქონდეთ მეტად ბალანსირებული ზრდა, გარკევული სამუშაოები განვახორციელეთ შვეიცარიასთან და ევროკავშირთან ერთად, ინვესტირება მესტიის ვეტერინარიულ ცენტრში, კოლეჯ ,,თეთნულდში“. ეს ორივე პროექტი სვანეთშია, ჩვენ იქ კურსები გვაქვს, რითაც საშუალებას ვაძლევთ ადგილობრივებს სოფლის მეურნეობისა და ეკოტურიზმის მიმართულებით განვითარდნენ. როდესაც ჩვენ დიდ ბრიტანეთში, ამერიკასა და ევროპაში ვათვალიერებთ ყველაზე ფეშენებელურ ტურისტულ ჟურნალებს, საქართველო ყოველთვის მთავარ გვერდებზეა. აქ ძალიან დიდი პოტენციალია, არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების, არამედ ეკოტურიზმის კუთხითაც, რაც უნიკალური მიმართულებაა და საქართველოს ტურიზმს მართლაც განსხვავებულად წარმოაჩენს. მეორე საკითხი, ეხება ხელისუფლების როლს. აქ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს მთავრობას, კონკრეტულად, დეცენტრალიზაციის მიმართულებით. ზოგჯერ ვისმენთ არგუმენტს, ჯერ უნდა დავიცადოთ, სანამ ამის შესაძლებლობა შეიქმენა. ვფიქრობ, რომ ეს არც არასდროს მოხდება თუკი ჩვენ არ შევქმნით ფიზიკურ დეცენტრალიზაციას. უნდა გავწიოთ გარკვეული რისკები, თუ გვინდა, რომ ჯილდოც მივიღოთ. ასე მუშაობს ეს როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორშიც. თუ ჩვენ შეგვიძლია დეცენტრალიზაციის გზების განვითარება, ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ სვანეთს, სხვა რეგიონებს, რომ უფრო სწრაფად და ეფექტიანად განვითარდნენ. ბოლო საკითხი, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტციების გაძლიერებაა, დემოკრატიული მმართველობის განვითარება, ადამიანების უფლებების განვითარება ყველასათვის, მათ შორის ყველა რეგიონში, ყველა საზოგადოებისათვის. საქართველოს ტოლერანტობის, ინკლუზიის კეთილშობილი და საამაყო ტრადიცია აქვს, იქნება ეს ეთნიკური, ლინგვისტური, თუ რელიგიური თვალსაზერისით. ჩვენ შეგვიძლია ამის გამოყენება ჩვენი განვითაერებისათვის ერთობლივად სამუშაოდ, გოგონებისა და ქალების ინკლუზიის და ასევე სექსუალური უმცირესობების ინკლუზიის კუთხითაც. როცა საზოგადოებები ერთად იყრიან თავს, ისინი უფრო ძლიერები და ეფექტიანები ხდებიან ეკონომიკური თუ სოციალური კუთხით. ეს ქმნის უფრო წარმატებული განვითარების გზას, როგორც სვანეთისთვის, ისე საქართველოს ყველა რეგიონისათვის“, - განაცხადა ნიკ ბერესფორდმა. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეგიონულ განვითარებას. საქართველო არ არის მხოლოდ დედაქალაქი -  საქართველო მისი ულამაზესი რეგიონებიცაა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს რეგიონულ განვითარებას სხვადასხვა პროექტებით, განსაკუთრებით სოფლად და სხვადასხვა თემში და ნამდვილად ვამაყობთ, რომ ვხედავთ მათ წინსვლას, ცხოვრების დონის ამაღლებას და ასევე რეგიონების ევროკავშირთან კავშირს, იმ სხვადასხვა პროექტის საშუალებით, რომლებსაც ჩვენ ვავითარებთ“, - განაცხადა ელჩმა. როგორც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა, მარია ქრისტინა ვან კოლდამმა განაცხადა, მან ბევრი რამ გაიგო სვანეთის რეგიონისა და მედიაციის დიდი ტრადიციის შესახებ. „ამ ბოლო დროს ბევრს ვმოგზაურობ საქართველოში და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეგიონების, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის მრავალფეროვნებამ და ეს მრავალფეროვნება ძალიან კარგად მუშაობს ქვეყნისთვის, რადგან თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ისწავლოთ ერთმანეთისგან და ნიდერლანდები მონდომებულია საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერაში“, - განაცხადა ელჩმა. პრეზიდენტის ინიციატივის ფარგლებში, პირველად საქართველოს პრეზიდენტის სასახლის სივრცე მთლიანად დაეთმობა საქართველოს ყველა რეგიონს, რომელსაც შესაძლებლობა ექნება წარმოადგინოს საკუთრი საქმიანობა, ადგილობრივი პროდუქცია, ხელოვანთა ნამუშევრები, თვითშემოქმედებითი ანსამბლები და მიღწევები. 21 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იყო.     

ზელენსკის თხოვნის საფუძველზე, გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა.  ზელენსკის განცახდების მიზეზი, რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე შეტევა და ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გახდა. კიევში რუსეთის ბოლო თავდასხმებს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. გაერო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნას დათანხმდა და უშიშროების საბჭოს სხდომა თბილისის დროით 24 ნოემბრის 01:00 საათზე ჩაინიშნა.   

ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ

ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. „იმედის გენერატორების“ ინიციატივა, რომელიც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერის დარიო ნარდელამ წამოიწყეს, მიზნად ისახავს ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და სატელეფონო ხაზები. „ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა გამოავლინეს შესანიშნავი სოლიდარობა უკრაინის მიმართ ჰუმანიტარულ, სამხედრო და ფინანსურ ფრონტებზე. ახლა მათ სჭირდებათ პრაქტიკული მხარდაჭერა ზამთრის გადასატანად", - თქვა მეცოლამ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპის ყველა ქალაქს და რეგიონს შეუერთდნენ „იმედის გენერატორების“ კამპანიას.  

პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეგიონულ განვითარებას

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეგიონულ განვითარებას, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ „სვანეთის დღეების“ დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა. ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა, „სვანეთის დღეებზე“ დიპლომატებს უმასპინძლა მისივე თქმით, ევროკავშირი ამაყობს, რომ ხედავს საქართველოს რეგიონების განვითარებას. „საქართველო არა მხოლოდ თბილისი - დედაქალაქია, არამედ მისი ულამაზესი რეგიონებიც. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონულ განვითარებას სხვადასხვა პროექტებით, განსაკუთრებით სოფლად და სხვადასხვა თემში და ნამდვილად ვამაყობთ, რომ ვხედავთ საქართველოს რეგიონების განვითარებას, ცხოვრების დონის ამაღლებას და ასევე რეგიონების ჩვენთან, ევროკავშირთან კავშირს, სხვადასხვა პროექტის საშუალებით, რომლებსაც ჩვენ ვავითარებთ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ დაიხურა. დასკვნით ღონისძიებაზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.   

დენის მონასტირსკი: სარაკეტო თავდასხმების შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა

შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა, რომ დღეს სარაკეტო თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.  რუსეთის ძალების მიერ, კიევზე განხორციელებული შეტევისას დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა „რუსეთი აგრძელებს მასიური სარაკეტო დარტყმებს უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე. დღეს განხორციელედა სამი დარტყმა მრავალსართულიან შენობებზე. სამწუხაროდ, 10 ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ 10 ოქტომბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით რუსებმა, ჩვენს ტერიტორიაზე თითქმის 600 სარაკეტო შეტევა განახორციელეს“, - წერს მინისტრი. მიმდინარეობს კიდევ ერთი მასიური თავდასხმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე - პოდოლიაკი მან აღნიშნა, რომ რუსეთმა განახორციელა ზაპოროჟიეს სამშობიარო საავადმყოფოს დაგეგმილი დაბომბვა, სადაც მხოლოდ ქალები, ჩვილები და სამედიცინო პერსონალი იმყოფებოდა.   

შოლცის თქმით, ამ ზამთარს გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებულია

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ამ ზამთრის სეზონისთვის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება „გარანტირებულია". მედია: ევროკავშირმა რუსული გაზის ტრანზიტი, სრულად ჩაანაცვლა „ამ ზამთრის სეზონისთვის, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებულია, რადგან გერმანიის მთავრობამ გაბედული ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. ამასთან, შინამეურნეობები და კომპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბით ზოგავენ ენერგიას”, - განუცხადა შოლცმა ბუნდესტაგს. „არაფრის კეთება ძალიან ძვირი დაგვიჯდებოდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებშო პოლიტიკის ნაკლოვანებების აღმოფხვრა დავიწყეთ, რამაც თავის დროზე რუსეთზე ცალმხრივ დამოკიდებულებამდე მიგვიყვანა“, - აღნიშნა შოლცმა. შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ იგი იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გეოპოლიტიკური ევროპის მიზანს, რომელიც „მნიშვნელოვნად ქმედითუნარიანია“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციისთვის ფართომასშტაბიანი ანტირუსული სანქციები დააწესეს. სანქციებმა, სხვა საკითხებთან ერთად, გავლენა მოახდინა ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე. ამ ფონზე ევროპა ენერგეტიკული კრიზისის, საწვავის ფასების ზრდისა და ნედლეულის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა.  

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.  შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 26 ქართველი მებრძოლია გარდაცვლილი. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტზე, დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი განაცხადა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს დეკლარაციის პროექტებისა და სომხეთის დასახმარებელი ერთობლივი ზომების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა.  სამიტზე გამოსვლისას, რომელიც ერევანში მიმდინარეობს, ფაშინიანმა ორგანიზაციას მოუწოდა, სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მოქმედებებს პოლიტიკური შეფასება მისცეს.  ფაშინიანის თქმით, მოკავშირეებმა უნდა აიძულონ აზერბაიჯანი, რომ ჯარები გაიყვანოს მის მიერ დაკავებული სომხური ტერიტორიებიდან. საპირისპირო მოქმედება „შეიძლება ნიშნავდეს ОДКБ-ს უარს სამოკავშირეო ვალდებულებების შესრულებაზე“. შეგახსენებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრები არიან სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელარუსი.   

რუსეთი სულ უფრო მეტად მიმართავს საზარელ თავდასხმებს - თეთრი სახლი

რუსეთი სულ უფრო მეტად მიმართავს საზარელ თავდასხმებს, - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში რუსეთის მიერ ელექტროენერგიის წარმომქმნელ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებს გმობს. აშშ უკრაინას დამატებით $400 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუწევს „რუსეთი სულ უფრო მეტად მიმართავს საზარელ თავდასხმებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დამსჯელი დარტყმებით, რომელიც აზიანებს ენერგეტიკული ქსელის ინფრასტრუქტურას და ისინი ამას მიზანმიმართულად აკეთებენ ზამთრის მოახლოებისას“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ადრიენ უოტსონმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პოლონეთმა გერმანიას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა სთხოვა

პოლონეთმა მისთვის შეთავაზებული Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ მან სთხოვა გერმანიას, უკრაინაში გაეგზავნა პოლონეთისთვის შეთავაზებული პატრიოტის ტიპის რაკეტების გამშვები მოწყობილობები. მისი თქმით, ეს დაიცავს უკრაინას შემდგომი სიკვდილისგან და გათიშვისგან და გაზრდის უსაფრთხოებას აღმოსავლეთ საზღვარზე. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და  გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.

Politico: აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს

აშშ შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთს უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება შეუძლია. ოფიციალური პირები არ თვლიან, რომ არსებობს გარდაუვალი საფრთხე, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ მოსკოვს შეუძლია, გამოიყენოს იარაღი, თუ იგი გააგრძელებს პოზიციების დაკარგვას უკრაინაში. მათ შორის არის იარაღი, რომელსაც ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლას უკავშირებენ. ამის შესახებ გამოცემა Politico ექვს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. Politico-ს ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს ნივთიერებები, რაც დასავლეთს გაურთულებს მოსკოვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პენტაგონის ოფიციალური პირები გამოცემასთან აცხადებენ, რომ აშშ ფლობს სადაზვერვო მონაცემებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება გარდაუვალია. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ბევრი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ზამთარში საბრძოლო მოქმედებები შენელდება და ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს მნიშვნელოვან წინსვლას. პოლ გობლი: ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, საჰაერო თავდასხმები გახდება „დომინანტური“

ავღანეთში, „თალიბანის“ წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს

ავღანეთში, საფეხბურთო მოედანზე „თალიბანის“ წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს. დაზარალებულთა შორის სამი ქალია. როგორც ცნობილია, მათ ბრალად ედებოდათ „მორალური დანაშაულების“ ჩადენაში, როგორიცაა ღალატი, ქურდობა და ჰომოსექსუალური კავშირები.  

NATO-ს მოკავშირეებმა რუმინეთში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები გამოსცადეს

ფრანგულ MAMBA-ზე დაფუძნებულმა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემამ მოკავშირეთა მოიერიშე თვითმფრინავების იმიტირებული საჰაერო თავდასხმა მოიგერია. წვრთნები 23 ნოემბერს ჩატარდა. რუტინულ გამოცდაში მონაწილეობდნენ მოკავშირეთა მებრძოლები, მათ შორის F-16 თურქეთიდან, ესპანური მოიერიშეები, აშშ-ს E/A 18G Growler ელექტრონული საომარი თვითმფრინავი და საფრანგეთის საზღვაო ძალების Rafale მებრძოლები, რომლებიც ავიამზიდ შარლ დე გოლიდან დაფრინავენ. ალიანსის განცხადებით, რუმინეთში 2022 წლის მაისიდან განლაგებული MAMBA აძლიერებს NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემას (IAMD). „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში“, - განაცხადა NATO-ს სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ. „ეს მოიცავს ჩვენი საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვნად გაზრდას მეტი გამანადგურებელი და სადაზვერვო თვითმფრინავით. ასეთი წვრთნები უზრუნველყოფს NATO-ს ძალების ერთად მოქმედების შესაძლებლობას და მზადყოფნას, უპასუხონ ნებისმიერ საფრთხეს ნებისმიერი მიმართულებიდან“, - აღნიშნავს სპიკერი.   

ილია დარჩიაშვილი მოლდოვას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 24 ნოემბერს ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს მოლდოვას რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს. „ილია დარჩიაშვილი შეხვდება მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრს ნიკუ პოპესკუს, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებული შემადგენლობით, რის შემდეგაც გაკეთდება მინისტრების განცხადებები პრესასთან. კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველო-მოლდოვას ორმხრივი პარტნიორობის საკითხები, საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, საქართველოსა და მოლდოვას ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და ამ კუთხით ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე მივიდა და მასთან შეხვედრას ითხოვს, რადგან ქვეყნის პირველ პირს სააკაშვილის სამედიცინო დასკვნები პირადად გააცნოს. "მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს და ვთხოვთ, რომ მე მიმიღოს პირადად და მოხდეს აუდიენცია, ვინაიდან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მე ვითხოვ, რომ შევხვდე და გავაცნო საქმის მასალები, ასევე საექსპერტო დასკვა და ვისაუბროთ, რა გამოსავალი შეიძლება გამოვნახოთ. მივმართავთ ასევე სასჯელის გადავადების მოთხოვნით, შეწყალების თხოვნით არ მიგვიმართავს", - თქვა ხაჭაპურიძემ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ბორელის თქმით, კოსოვომ და სერბეთმა ავტომობილების სარეგისტრაციო ნომრებთან დაკავშირებული დავა მოაგვარეს

კოსოვომ და სერბეთმა ავტომობილების სარეგისტრაციო ნომრებთან დაკავშირებული დავის მოგვარება შეძლეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით, ბელგრადი შეწყვეტს კოსოვოს ქალაქების კოდებით საავტომობილო ნომრების გაცემას, პრიშტინა კი, უარს იტყვის სერბული ნომრებით რეგისტრირებული ავტომობილების ხელახლა გადარეგისტრირებაზე. „ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას კოსოვოსა და სერბეთს შორის, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია. ჩვენ განვიხილავთ მომავალ ნაბიჯებს ორ მხარეს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ჩვენი წინადადების ფარგლებში“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში. შესაბამისი ვიდეო ევროკავშირის სპიკერმა პიტერ სტანომ გაავრცელა. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებდნენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოეყენებინათ. ამის გამო საზღვარზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. 20 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ 22 ნოემბრიდან დამრღვევები 150 ევრო ჯარიმას გადაიხდიან. გეგმა ითვალისწინებს სერბული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებისთვის რეგისტრაციის შეცლას 21 აპრილამდე. ევროპის კავშირმა კოსოვოს მოუწოდა, მანქანების მფლობელებს რეგისტრაციის შეცვლისთვის მეტი დრო მისცეს. 

ვისურვებდი, რომ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა იყოს კონსტრუქციული - ჰერჩინსკი

დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს მხარემ საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა საკმაოდ ამბიციური ვადები და მუშაობა ახლაც მიმდინარეობს 12 პრიორიტეტებზე საპარლამენტო კომიტეტებში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „ჩვენ ახლახან გვქონდა ევროკომისარ ვარჰეის ვიზიტი, რომელიც სამეზობლო პოლიტიკასა და გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. მისგან მოვისმინეთ გარკვეული შეფასება მიმდინარე პროცესზე, რომელიც 12 რეკომენდაციის განხორციელებას ეხება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. დრო ჯერ კიდევ არის, რადგან კალენდრის მიხედვით, რეკომენდაციების იმპლემენტაციას მომავალი წლის გაზაფხულზე შევაფასებთ. ევროკომისიის ფორმალური მოსაზრების წარდგენა ოქტომბერშია მოსალოდნელი და ამის შემდეგ, ჩვენი ლიდერები მომავალი წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭოში იმსჯელებენ საქართველოსა და გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყნების პროგრესზე. დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს მხარემ საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა საკმაოდ ამბიციური ვადები და მუშაობა ახლაც მიმდინარეობს 12 პრიორიტეტებზე საპარლამენტო კომიტეტებში. ვისურვებდი, რომ ეს პროცესი იყოს ძალიან ინკლუზიური და კონსტრუქციული, მმართველი პარტიის, ოპოზიციური პარტიების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობითაც“, – განაცხადა ჰერჩინკსიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას

ძალიან მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას და მოხდეს ამ რეკომენდაციების გათვალისწინება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ვისურვებდი, რომ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა იყოს კონსტრუქციული - ჰერჩინსკი „ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას და ამის შემდეგ ვენეციის კომისია შეძლებს რეკომენდაციების გაცემას და მოხდეს ამ რეკომენდაციების გათვალისწინება. ეს ასევე აღნიშნა ევროკომისარმა ვარჰეიმ, როდესაც ის გასულ კვირაში აქ იმყოფებოდა. საქართველოს გადასაწყვეტია, როგორ გააგრძელებს, როდესაც საქმე ეხება დეოლიგარქიზაციას. ეს ეხება ჩარჩოს, სისტემის შექმნას, სადაც არ არის გარკვეული პირების მიერ პოლიტიკის მიმართ შეუსაბამო ინტერესები და ზეგავლენა. ქართველებმა გადაწყვიტეს, ეს განახორციელონ კანონის მიღების საშუალებით. იმედი გვაქვს, ეს კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდება“, - განაცხადა ელჩმა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.