ძებნის რეზულტატი:

რუსთავში 20 წლის გოგო დაჭრეს

რუსთავში 20 წლის გოგო, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. დაკავებული, სავარაუდოდ, 18 წლის გოგოა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელია.  შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მუხტარ ბაბაიევს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ორ ქვეყანას შორის გამორჩეულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს. საუბარი შეეხო ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა საიმედო სატრანზიტო პარტნიორები არიან და ერთობლივი სატრანსპორტო დერეფანი სანდო სადისტრიბუციო არხებზე და გლობალურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა. ხაზი გაესვა რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების სრული დატვირთვით ფუნქციონირებისა და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.  

ერდოღანის თქმით, თურქეთი უპილოტო გამანადგურებლების წარმოებას იწყებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქული უპილოტო გამანადგურებლის წარმოების დაწყების შესახებ განაცხადა.  მისი თქმით, თურქული უპილოტო გამანადგურებლის Bayraktar Kızılelma-ს წარმოება 2023 წლის ბოლოსთვის დაიწყება. უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar Kızılelma, რეაქტიული ძრავითაა აღჭურვილი. პირველი მოდელი თურქეთში, მიმდინარე წლის აგვისტოში, ქალაქ სამსუნში Teknofest Karadeniz-ის ავიაკოსმოსური ფესტივალის ფარგლებში წარადგინეს.  

ამერიკელი დიპლომატი CIA-ის დირექტორისა და რუსეთის წარმომადგენლის შეხვედრის მიზნებზე საუბრობს

მოსკოვში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ელიზაბეტ რუდმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის არსებობს ბირთვული რისკების მართვის გზები, რაც სადაზვერვო სააგენტოებს შორის მოლაპარაკებების გზით განიხილება. რუდის განცხადებით, სწორედ ეს იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის უილიამ ბერნსის რუს კოლეგასთან შეხვედრის მიზანი. „შეერთებულ შტატებს რისკების მართვისთვის, განსაკუთრებით ბირთვული რისკების, რუსეთის ფედერაციასთან არხები აქვს, და ეს იყო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის რუს კოლეგასთან შეხვედრის მიზანი”, - ამერიკელმა დიპლომატმა Reuters-ის ცნობით. მისივე განმარტებით, უილიამ ბარნსს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხი არ განუხილავს.  

ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 40 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, გასულ დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობამ 39 506 შეადგინა, ხოლო ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გუანჯოუსა და ჩუნცინშია გამოვლენილი. ცნობისთვის, ჩინეთში მოქალაქეებმა კოვიდშეზღუდვები გააპროტესტეს, ჩინეთის რამდენიმე დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.  

ზუგდიდში, კაცმა მეზობელს ბენზინი შეასხა, გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი

ზუგდიდში, მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა. როგორც ცნობილია, დაზარალებული შუახნის კაცი ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკაში იმყოფება გარდაცვლილის ძმაც, რომელიც მეზობლების გაშველების დროს დაზარალდა. გავრველებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ, 75 წლის კაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა, ის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.  

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოებაში ინვესტიციები $100 მილიონს გადააჭარბებს - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოების პროექტში, ინვესტიციები $100 მილიონს გადააჭარბებს. „ხუთი წლის წინ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ახლა, ჩვენი ქვეყნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის ფონზე, დავიწყეთ ინვესტიცია საქართველოს ნაწილის გაფართოებაში. ეს პროექტი 100 მილიონ დოლარზე მეტი დაგვიჯდება", - განაცხადა ალიევმა. მისივე თქმით, პროექტის დასრულება ერთ წელიწადში იგეგმება. ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს სარკინიგზო სისტემის მოდერნიზაციაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით საჰაერო და ტვირთების გადაზიდვაში. ამ სამუშაოების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, იგეგმება კომერციული საზღვაო პორტის გადაზიდვის სიმძლავრის გაფართოება 15 მილიონიდან 25 მილიონ ტონამდე წელიწადში. „დღეს მსოფლიოში შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური ვითარება და საჭიროა აზერბაიჯანის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდა“, - განაცხადა ალიევმა. მისივე თქმით, ლაჩინის აეროპორტის ამოქმედების შემდეგ აზერბაიჯანში საჰაერო ნავსადგურების რაოდენობა 9-ს მიაღწევს. „ბუნებრივია, ეს კეთდება არა მხოლოდ მგზავრთა გადაზიდვისთვის, არამედ ტვირთის გადაზიდვისთვისაც. ამდენად, ჩვენ ველოდებით აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ტვირთის გადაზიდვის მნიშვნელოვან ზრდას და ამისთვის მზად ვართ", - დასძინა ალიევმა. მანამდე ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი BTK-ის განვითარებაში 2022-2023 წლებში ინვესტიციას განახორციელებს, რათა რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთამდე გაზარდოს. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).  

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები გამკაცრდება

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები გამკაცრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა. კანონპროექტის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას, ნაცვლად 200 ლარისა, 500 ლარის ოდენობით და ცივი იარაღის კონფისკაციას. პროექტის თანახმად, მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად. ცვლილებების თანახმად, „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს, ასევე, ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირი იმგვარად ფლობს ცივ იარაღს, რომ მოხდეს მისი დაუყოვნებლივი გამოყენება. კოდექსის მოქმედი რედაქციით „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს მხოლოდ ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს ცივი იარაღი უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში. მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდერ დარახველიძის განცხადებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოქმედ ნორმას აქვს ხარვეზები, ნაკლებეფექტურია და ამიტომ საჭირო გახდა კოდექსში შესატანი ცვლილებების მომზადება. „2022 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოხდა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის 147 შემთხვევა, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების 166 და ნაკლებად მძიმე დაზიანების 130 შემთხვევა. თუ ყველა ამ დანაშაულს დავაჯამებთ, 35% შემთხვევაში იყო იარაღად გამოყენებული დანა და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მკვლელობების 53% მოხდა დანით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ მოქმედ რეგულირებას არ გააჩნია პრევენციული ეფექტი იმისათვის, რომ სხვა მძიმე დანაშაულები ავირიდოთ“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.  

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა - ევროპის საბჭოს ანგარიში საქართველოს შესახებ

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანოს, MONEYVAL-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, საქართველომ გააუმჯობესა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ზომები. ამავე ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ კარგი პროგრესი აჩვენა. როგორც Europetime-სთვის მიწოდებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, FATF-ის (Financial Action Task Force - ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი) 29-ე რეკომენდაციის რეიტინგი, რომელიც ფინანსური დაზვერვის ერთეულს შეეხება, „ნაწილობრივ შესაბამისი“ (partially compliant) შეიცვალა რეიტინგით „ძირითადად შესაბამისი“ (largerly compliant). „ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (საქართველოს ფინანსური დაზვერვის ერთეულის) უფლებამოსილების გაძლიერებით, გადასცეს ინფორმაცია და ანალიზის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს მათი მოთხოვნისა და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, საქართველომ აღმოფხვრა ადრე გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზი. რჩება მხოლოდ მცირე ხარვეზები, რომელიც შეეხება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ოპერატიული და სტრატეგიული ანალიზის ჩატარების მკაფიო მოთხოვნასა და ფულის გათეთრების განმარტების ფარგლებს“, - წერია ანგარიშში. დოკუმენტში ასევე მიმოხილულია ისეთი საკანონმდებლო, მარეგულირებელ და ინსტიტუციური ღონისძიებები, როგორიცაა, ონლაინ კაზინოებისათვის ცენტრალური ელექტრონული ანგარიშგების შემოღება, კაზინოების ბენეფიციარი მფლობელებისთვის ნასამართლეობის არქონა, კაზინოებისათვის მოქმედი AML/CFT (ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის)მოთხოვნების დარღვევებისათვის სანქციების დაწესება, ასევე, საინვესტიციო ფონდების სექტორისთვის ფართო მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება. „თუმცა, ეს ზომები არ იყო საკმარისი 22-ე, 28-ე ან 35-ე რეკომენდაციების რეიტინგების გასაუმჯობესებლად, რადგან რჩება გარკვეული ხარვეზები, რომლებიც შეეხება განსაზღვრულ არასაფინანსო საქმიანობებსა და პროფესიებს (Designated non-financial businesses and professions) და სანქციების რეჟიმს. საერთო ჯამში, საქართველომ მიაღწია სრულ შესაბამისობას (full compliance) FATF-ის 40 რეკომენდაციიდან, ექვს რეკომენდაციასთან რომლებიც AML/CFT საერთაშორისო სტანდარტებს წარმოადგენს და ინარჩუნებს მცირე ხარვეზებს 22 რეკომენდაციის განხორციელებაში, რომელიც მიესადაგება კატეგორიას - „ძირითადად შესაბამისი“ (largerly compliant). თერთმეტი რეკომენდაცია რჩება „ნაწილობრივ შესაბამისობაში“ (partially compliant) და ერთი რეკომენდაცია არის რეიტინგით „შეუსაბამო“ (non-compliant). (რეკომენდაცია მოითხოვს, რომ ქვეყნებმა გადახედონ თავიანთ კანონებსა და რეგულაციებს არაკომერციული ორგანიზაციების ტერორიზმის დაფინანსებისათვის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით). შესაბამისად, საქართველო AML/CFT ღონისძიებების იმპლემენტაციის გაძლიერების პროგრესის შესახებ ანგარიშს, MONEYVAL-ს ერთ წელიწადში წარუდგენს. ცნობისთვის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ღონისძიებების შეფასების ექსპერტთა კომიტეტი - MONEYVAL ევროპის საბჭოს მუდმივი მონიტორინგის ორგანოს წარმოადგენს. ის უფლებამოსილია, შეაფასოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ძირითადი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობა, მათი განხორციელების ეფექტიანობა, ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებას მიაწოდოს რეკომენდაციები ეროვნული სისტემების აუცილებელი გაუმჯობესების მიზნით.

საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ საშუალოდ ინფლაცია შემცირდა - გვენეტაძე

სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, 2023-2025 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას, ქვეყანაში არსებულ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ, საშუალოდ ინფლაცია შემცირდა. როგორც მან აღნიშნა, 2009-2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 4.6 პროცენტია, რაც საკმაოდ ახლოა ინფლაციის საშუალო მიზნობრივ მაჩვენებელთან. „მოგეხსენებათ, 2018 წლამდე ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ზე მაღალი იყო და 2009 წლიდან მისი საშუალო დონე 4.7 პროცენტია, რაც ინფლაციის თარგეთირების შემოღებამდე არსებულ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. შეგახსენებთ, რომ 1996-2008 წლებში ინფლაცია საშუალოდ 10.2% იყო. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ინფლაციის ოპტიმალური სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ეს, ძირითადად, განვითარებად ეკონომიკებში პროდუქტიულობის ზრდის უფრო მაღალი ტემპის გამო, არავაჭრობად სექტორში შედარებით მაღალი ინფლაციით აიხსნება. შესაბამისად, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები საშუალოდ 1-2 პროცენტის, ხოლო განვითარებად ქვეყნებში კი 2-4 პროცენტის ფარგლებშია განსაზღვრული. ჩვენი ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, როდესაც მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დოლარიზაციაც, მიუხედავად ჯერ კიდევ მაღალი დონისა, ინფლაციის თარგეთირების შემოღების წელთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია, 2018 წლიდან ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდა, რაც დღესდღეობით გრძელვადიან სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.  

ირაკლი ღარიბაშვილი PSP-ს აფთიაქებში მომხდარ „კატეგორიულად მიუღებელ შემთხვევაზე“ საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი PSP-ს აფთიაქში მომხდარ „კატეგორიულად მიუღებელ შემთხვევაზე“ საუბრობს. „ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე რამდენიმე დღის წინ, მინდა, პირდაპირ დავასახელო ეს კომპანია - PSP. თითქოს PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი, მაგალითად, როცა შედის მომხმარებელი და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს და ეს ვიცი, რომ დავალებაა, ასეთი ინფორმაცია არსებობს, ამას რა თქმა უნდა გადამოწმება სჭირდება, გამყიდველი ეუბნება, რომ რომელი გნებავთ ხარისხიანი, ძვირიანი, თუ უხარისხო თურქული. ამას რა ქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, ესაა მტრობა, პირდაპირ. როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი უმსგავსობა ჩაიდინოს და მომხმარებელი შეიყვანოს შეცდომაში, პენსიონერი და ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი ყიდულობს წამალს, ნებისმიერ შემთხვევაში, რა მნიშვნელობა აქვს ვინ შევა აფთიაქში. ამას სჭირდება რეაგირება, მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ბატონ ზურა აზარაშვილთან. მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება თითოეულ ასეთ შემთხვევას, ესაა დაუშვებელი, მიუღებელი კატეგორიულად. გასაგებია, რომ ეს 200 მლნ ლარი, რომელიც მათ უნდა წაეღოთ და მათ შორის ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, ეს მათთვის არაა სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი მთავარი ვალდებულება, მინდა, ყველას შევახსენო, მათ შორის, ოპოზიციას და ოპონენტებს, არის ჩვენს ხალხზე ზრუნვა და სწორედ, რაც ხალხს სჭირდება, ის უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  მისივე თქმით, ზურა აზარაშვილი აქტიურად მუშაობს მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე და პრემიერის ინიციატივის, კერძოდ თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, დაახლოებით 200 მლნ ლარს ზოგავს ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში. „კიდევ ერთი საკითხი მინდა, თქვენთან ერთად განვიხილო. მოგეხსენებათ, ბატონი ზურა აზარაშვილი მუშაობს აქტიურად მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე. ეს რეფორმა ჩვენ დავიწყეთ გასულ წელს, იანვარში. მაშინ ჩემი ინიციატივით, გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ჩვენ ვთქვით, რომ ხარისხიანი GMP სტანდარტების წამლების შემოტანა დაიწყებოდა, რაც განხორციელდა წარმატებით. მაშინ გახსოვთ, ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი ძალიან ბევრი ადამიანი, არ სჯეროდათ ამ რეფორმის წარმატების. მახსოვს ერთ-ერთი მთავარი მსხვილი შემომტანი, ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი აკრიტიკებდა ამ პროგრამას. მე მესმის, რომ ეს მათთვის იყო საკმაოდ დიდი დარტყმა, ვინაიდან დაახლოებით 200 მლნ ლარს დაზოგავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში, ამ რეფორმის შედეგად, მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების შედეგად. ქვეყანაში შემოვიდა, გაჩნდა მეტი კონკურენცია, შემოვიდა ხარისხიანი თურქული მედიკამენტები, რამაც საგრძნობლად გააიაფა. გახსოვთ, რომ კონკრეტული მაგალითები იყო ძალიან ბევრი, როცა წამალი ღირდა 200-300 ლარი, ის გაიაფდა და გახდა 30-40-50 ლარი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. განახლება: PSP-ში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. „დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა თურქული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში. PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და, შესაბამისად, ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან. ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. იმედს ვიტოვებთ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

პირველი იანვრიდან, დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც, 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზრდება

პირველი იანვრიდან კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების თანხა, 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დეკრეტული შვებულებების საკითხი საკმაოდ პრობლემატური იყო. „ამის თაობაზე პარლამენტშიც მთხოვეს საკითხის გადაწყვეტა, გვქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების პერიოდში გავაორმაგოთ დახმარება. პირველი იანვრიდან, 1 000 ლარის ნაცვლად, გახდება 2 000 ლარი. მანამდე გახსოვთ, რომ, სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში, გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება იქნება 2 000 ლარი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

კელი დეგნანის თქმით, აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას უნდა წარედგინოს

ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ევროკავშირის მტკიცე რეკომენდაციაა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას წარედგინოს. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, შეერთებული შტატები ეთანხმება ევროკავშირის რჩევას, რომ ეს კანონპროექტი უნდა წარედგინოს ვენეციის კომისიას. ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას „ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო ვის ეხება რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოლივერ ვარჰეის პასუხი შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

კელი დეგნანის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა

აშშ-ის ელჩის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. კელი დეგნანის თქმით, ეს პროქტი მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირებისთვის შავ ზღვაზე. ექსკლუზივი - სენატორი რობ პორტმანი: ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, პორტებში და ასე შემდეგ „საწყისი პროექტი, რომელიც არსებობდა, უნდა დასრულებულიყო წლევანდელ წელს, თუმცა ეს არ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ანაკლიის პორტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის როლზე, როდესაც შესაძლებელი გახდება ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მეშვეობით.  ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს და მოვუწოდებდით მისი განხორციელებისკენ. მე როგორც ვიცი, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორი არსებობს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული პროექტით და მთავრობა შემდგომი წლის დასაწყისში გამოაცხადებს ტენდერს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, არამხოლოდ მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს ისე, რაც მოემსახურება ქვეყნის საუკეთესო ინტერესს“, - აღნიშნა ელჩმა. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა  

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის 1,3 მილიონიან პროგრამას იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დაიწყება საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა. "კიდევ მინდა გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, განათლების მიმართულებით ჩვენ გახსოვთ, რომ 400 მილიონი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი. ამის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მაგრამ ჩვენ დამატებით კიდევ 150 მილიონ ლარზე მეტს მივმართავთ განათლების დაფინანსებაზე. მინდა, რომ გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე. იცით, რომ ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაში იმყოფება ქვეყნის მასშტაბით. ამის თაობაზე, ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ, ჩემი დავალებით დაამუშავა ეს საკითხი. გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას, ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა. ეს პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად და პირველ ეტაპს დავიწყებთ 2023 წლის 1 იანვრიდან და ამ პროგრამის დაფინანსებაში მიემართება 100 მილიონი ლარი. სულ ჯამში, დაგვიჯდება 1,3 მილიონი ლარი და სრულიად რეაბილიტირდება და აშენდება ახალი ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით. იცით, რომ ჩვენ ანალოგიური პროგრამა დაწყებული გვაქვს და პირველი იანვრიდან დაიწყება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. აქაც გვაქვს დაახლოებით 800 სკოლა ჩასმული. 500 სკოლას ვიწყებთ გაისად, რაც მნიშვნელოვანია ჩვენ მომავალი თაობისთვის. ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა, ჩვენი ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ, ნამდვილად კარგ გარემოში. ეს უნდა დავიწყოთ საბავშვო ბაღებიდან, შემდეგ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. გარდა ამისა, 30 მილიონ ლარზე მეტი მიემართება სკოლებში, კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე, რაც ალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ვიზუალურადაც ეტყობა - ლომჯარია

 საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გაუარესებულია, ვიზუალურადაც ჩანს. ამის შესახებ ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე, გადასაადგილებელი სავარძლით მივა „სააკაშვილს 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, მას უჭირს საუბარი. შარშანდელთან შედარებით ვიზუალურად განსხვავებული იყო. მისი მდგომარეობა რომ გაუარესებულია ვიზუალურად ეტყობა. წონა მკვეთრად დაკარგული აქვს. როგორც ექიმებმა დამიდასტურეს, სულ წევს, ფეხზე არ დგება და არ ჯდება. ასევე, ცუდად იკვებება და ცოტას ჭამს. ჯანმრთელობის მდგომარეობის უკუსვლა ოქტომბრიდან აქვს. ექიმები იხსენებენ შემთხვევას, როცა მასთან პროკურორი და მოსამართლე შევიდა, ამის შემდეგ ემოციურ ფონზე ვითარება დამძიმდა", - განაცხადა ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

მიხეილ სააკაშვილს ექიმებმა კლინიკიდან სასამართლოში გადაყვანის ნებართვა არ მისცეს - დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მკურნალმა ექიმებმა კლინიკა „ვივამედიდან“ საქალაქო სასამართლო პროცესზე დასასწრებად ეტაპირების ნება არ დართეს. ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე, გადასაადგილებელი სავარძლით მივა მისი თქმით, ექიმები სააკაშვილის გადაყვანაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ევროკავშირის საბჭომ სანქციების გვერდის ავლა „ევროკავშირის დანაშაულთა“ სიას დაამატა

ევროკავშირის საბჭომ დღეს ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დანაშაულების სიას შემაკავებელი ზომების დარღვევა დაემატა. უფრო კონრეტულად, საუბარია ბლოკის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის განმარტებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში, ევროკავშირმა მიიღო რიგი შემაკავებელი ზომები და აუცილებელია ამ ზომების სრულად განხორციელება. ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს „ამჟამად წევრ ქვეყნებს განსხვავებული განმარტებები აქვთ იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს შემაკავებელი ზომების დარღვევა და რა სასჯელები უნდა იყოს გამოყენებული მისი დარღვევის შემთხვევაში. ამან შეიძლება, ზომების გვერდის ავლის რისკი გამოიწვიოს, რაც პოტენციურად, საშუალებას მისცემს სანქცირებულებს, გააგრძელონ წვდომა მათ აქტივებზე და მხარი დაუჭირონ ევროკავშირის ზომების სამიზნედ ქცეულ რეჟიმებს“, - ვკითხულობთ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ კომენტარში. „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 83(1) მუხლის თანახმად, პარლამენტმა და საბჭომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის სფეროებში სისხლის სამართლის დანაშაულებისა და სანქციების განსაზღვრასთან დაკავშირებით შეიძლება მინიმალური წესები დაადგინონ. ამ მუხლში მოცემული დანაშაულის სფეროებია: ტერორიზმი, ადამიანებით ვაჭრობა, ქალებისა და ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, იარაღით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება, კორუფცია, გადახდის საშუალებების გაყალბება, კომპიუტერული დანაშაული და ორგანიზებული დანაშაული“, - წერია ინფორმაციაში. შემდეგი ეტაპი ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ევროკომისია წარადგენს წინადადებას დირექტივის შესახებ, რომელიც შეიცავს მინიმალურ წესებს სისხლის სამართლის დანაშაულების განსაზღვრასთან და ევროკავშირის შემზღუდავი ზომების დარღვევისთვის სასჯელებთან დაკავშირებით. ეს დირექტივის პროექტი შემდეგ განიხილება და საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ მიიღება.

საქართველო და კორეა საინვესტიციო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ

28-30 ნოემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე სამუშაო ვიზიტით კორეის რესპუბლიკას ეწვევა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვა კორეასთან ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის დაცვას და სტიმულს მისცემს კორეული ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში და პირიქით. მხარეებს შორის პირველადი კონსულტაციები საინვესტიციო შეთანხმებასთან დაკავშირებით სეულში 2019 წლის დეკემბერში, ხოლო პირველი ოფიციალური რაუნდი 2021 წლის 24-25 ივნისს გაიმართა. საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფში არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები.

ელჩი დეგნანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების დიდ მხარდამჭერად ვრჩებით

აშშ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების დიდ მხარდამჭერად რჩება. შესაბამისი განცხადება ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან გააკეთა. ელჩის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. კელი დეგნანის თქმით, ეს პროქტი მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირებისთვის შავ ზღვაზე. ექსკლუზივი - სენატორი რობ პორტმანი: ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, პორტებში და ასე შემდეგ „საწყისი პროექტი, რომელიც არსებობდა, უნდა დასრულებულიყო წლევანდელ წელს, თუმცა ეს არ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ანაკლიის პორტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის როლზე, როდესაც შესაძლებელი გახდება ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მეშვეობით.  ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს და მოვუწოდებდით მისი განხორციელებისკენ. მე როგორც ვიცი, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე გლობალური კვალიფიციური საპორტო ოპერატორი არსებობს, რომელიც დაინტერესებულია ხსენებული პროექტით და მთავრობა შემდგომი წლის დასაწყისში გამოაცხადებს ტენდერს. ელჩი დეგნანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების დიდ მხარდამჭერად ვრჩებით ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, არამხოლოდ მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს ისე, რაც მოემსახურება ქვეყნის საუკეთესო ინტერესს“, - აღნიშნა ელჩმა. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა