ძებნის რეზულტატი:
ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკა იცვლება
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. საკითხი დეპუტატებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააცნო, რომელმაც აღნიშნა, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განსახილველად არის წარდგენილი. კანონპროექტის მიხედვით იცვლება სახელმწიფო პოლიტიკა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში და ქმნის ფარმაცევტული პროდუქტის ფასის რეგულირების სამართლებრივ საფუძველს. საკითხი ეხება ფარმაცევტულ პროდუქტზე რეფერენტული ფასების დადგენის გზით ფასების რეგულირებას. კანონში ჩნდება „რეფერენტული ფასის“ ცნება. ასევე, კანონპროექტი ადგენს ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასის ფარგლებში რეალიზაციის ვალდებულებას და ამავდროულად, აღნიშნულ ფასზე მაღალი ფასით რეალიზაციის შემთხვევებისთვის ადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას. მომხსენებლის თქმით, „ფასის რეგულირების დანიშნულებაა, რომ ფასი რომელსაც იხდის პაციენტი, ან მესამე მხარე, იყოს გონივრული და სამართლიანი არსებული საბიუჯეტო რესურსის პირობებში. ამასვე დროს ბიზნესს ჰქონდეს ინვესტირების და ზრდის მოტივაცია, ვინაიდან მნიშვნელოვანია ბიზნესის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, მის ზრდაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, ადამიანების დასაქმებაზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე განმარტებით, კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია, რეგულირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების შემცირება, რაც შესაბამისობაშია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის 2022-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმასთან, რომლითაც პროგნოზირებულია, რომ ჯანდაცვაზე ჯიბიდან დანახარჯებში, მედიკამენტების წილი 62%-დან (საბაზისო 2020 წელი) შემცირდება 15%-მდე (სამიზნე 2030 წელი). აღნიშნული კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები შედის „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონებში. საკითხის განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები. კომიტეტმა მიიჩნია, რომ პროექტით გათვალისწინებული გარკვეული საკითხები დამატებით შესწავლას და მსჯელობას საჭიროებს, ამიტომ კანონპროექტს დაჩქარებული სტატუსი უნდა მოეხსნას და ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს მისი განხილვა. დეპუტატებმა, ამ დათქმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტთა პაკეტს.
ბორელი: ევროკავშირი უკრაინას ზამთრის გადალახვაში დაეხმარება
ევროკავშირი უკრაინას ზამთარში ელექტროენერგიის გარეშე გადალახვაში დაეხმარება. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა განაცხადა. „პუტინი აგრძელებს უკრაინის დაბომბვას. პუტინი აგრძელებს მცდელობას, რომ უკრაინა შავ ხვრელად აქციოს - შუქი, ელექტროენერგია, გათბობა შეუზღუდოს, რომ უკრაინელები სიბნელესა და სიცივეში ჩააგდოს. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა და მეტი მასალა მივაწოდოთ უკრაინელებს, რათა ზამთარს ელექტროენერგიის გარეშე გადალახონ. ეს ბევრ რამეს ნიშნავს: ელექტრო ტექნიკით დაწყებული...ყველაფერი, რაც საჭიროა ზამთრისთვის“, - აღნიშნა ბორელმა.
ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
28 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7103 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7088 ლარი იყო, შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.15 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8390 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8220 ლარსშეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.70 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1455 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2770 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 29 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ხანრგძლივი დაძაბულობის შემდეგ, თურქეთმა ეგვიპტეში შესაძლოა, ელჩი დანიშნოს
თურქეთი და ეგვიპტე ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობენ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა, ეგვიპტეში ელჩი უახლოეს თვეებში დანიშნოს. მინისტრის განმარტებით, ხსენებულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. სირიასთან ეგვიპტის მსგავსი პროცესის შესაძლებლობის შესახებ კითხვის საპასუხოდ, ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის მთავარი მიზანი სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებაა. „ჩვენ ვაგრძელებთ პროცესს (სირიის) ოპოზიციასთან. ოპოზიცია ასევე მონაწილეობს ასტანის მოლაპარაკებებში ასადის რეჟიმთან ერთად. თურქეთი ასევე მიზნად ისახავს პოლიტიკური პროცესის, მათ შორის საკონსტიტუციო მოლაპარაკებების აღორძინებას". ეს არის ჩართულობის ნაწილი. წინსვლა საკონსტიტუციო კომიტეტმა უნდა მიაღწიოს. მაგრამ იქ პროგრესი არ არის", - განაცხადა ჩავუშოღლუმ. წლების განმავლობაში დაძაბულობის შემდეგ, მიმდინარე თვეში, კატარში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის ეგვიპტელ კოლეგას აბდელ-ფატაჰ ალ-სისის ხელი ჩამოართვა, რაც ეგვიპტის პრეზიდენტმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ საწყისად შეაფასა. Reuters-ის წყაროს ცნობით, ორი ქვეყნის სადაზვერვო დელეგაციები ეგვიპტეში შაბათ-კვირასაც შეხვდნენ ერთმანეთს. მეორე წყაროს ცნობით კი, მნიშვნელოვანი დისკუსიები დაიწყო და თურქეთი და ეგვიპტე აპირებენ მოლაპარაკებების დაწყებას სამხედრო, პოლიტიკურ და კომერციულ საკითხებზე, მათ შორის ენერგეტიკულ პროექტებზე. „ახლახან, ცხრა წლის განმავლობაში პრობლემები შეგვხვდა. ჩვენ ეს ნაბიჯი იმ საღამოს კატარის ემირის მხარდაჭერით გადავდგით. ამ სირთულის გადალახვის შემდეგ, შეხვედრა გვქონდა ალ-სისისთან ნახევარი საათის, ან 45 წუთის განმავლობაში“, - განაცხადა ერდოღანმა და მინისტრების დონეზე კომუნიკაციის გაგრძელების იმედი გამოთქვა. ეგვიპტესა და თურქეთს ელჩები 2013 წლის შემდეგ არ დაუნიშნავთ, როდესაც ურთიერთობები ეგვიპტის პრეზიდენტის მუჰამედ მურსის გადაყენების შემდეგ გაუარესდა. ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა დროს გაიმართა მოკლე შეხვედრები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. იმავდროულად, თურქეთის საელჩო კაიროში, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა საქმიანობას.
უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყების დროიდან დაკარგულად 329 ბავშვი ითვლება
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყების დროიდან უკრაინაში დაკარგულად 329 ბავშვი ითვლება. “2022 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით: დაკარგულია 329, დეპორტირებულია 12 034 და ნაპოვნია - 7 819 ბავშვი“, - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ვიზიტს მასპინძლობს
დღეს კიევს ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სტუმრობენ. ეს არის საერთაშორისო დონის ყველაზე მასშტაბური ვიზიტი კიევში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. „ჩვენი პირველი შეხვედრები კიევში „უკრენერგოს“ აღმასრულებელ დირექტორთან და უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილესთან, მკაფიო სიგნალი იმისა, თუ რა არის უკრაინის პრიორიტეტები ამ მომენტში“, - განაცხადა ლანდსბერგისმა. თავის მხრივ, Ukrenergo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება არამხოლოდ იარაღი, არამედ ელექტროენერგიის გენერატორები და ტრანსფორმატორები. „როგორც ჩანს, ყველას მძიმე ზამთარი გველის. თუმცა ზამთარი უკრაინელებისთვის მუდმივი ბომბების წვიმის ქვეშ, გაცილებით მკაცრი იქნება. ლიეტუვა იყო პირველი, ვინც ელექტროენერგიის გენერატორები და ტრანსფორმატორები მიაწოდა უკრაინას, მაგრამ ქვეყანას გაცილებით მეტი სჭირდება“, - აღნიშნა ლიტუვის უმაღლესმა დიპლომატმა.
თბილისში, საპატრულოს ეკიპაჟი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა
თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპატრულოს ეკიპაჟი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ამასთან, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე მომდინარეობს გამოძიება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთ სიუჟეტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე, შესწავლა დაიწყო. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის 2022 წლის 28 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ გადაცემა „იმედის დღის“ ჟურნალისტმა ერთ-ერთ სიუჟეტზე „ფეისბუქის“ მეშვეობით გაკეთებული კომენტარების თაობაზე სატელეფონო ზარი განახორციელა კომენტარის ავტორ რამდენიმე პირთან. ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში, აღნიშნული ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო“, - წერია განცხადებაში.
ონლაინ აზარტული თამაშების ორგანიზებისთვის ნებართვა იქნება საჭირო
სისტემურ-ელექტრონული ფორმის (ონლაინ) აზარტულ-მომგებიანი თამაშობების ორგანიზება შესაძლოა, ნებართვის გაცემას დაექვემდებაროს. ონლაინ თამაშობებზე ნებართვა გაიცემა ფიზიკურად არსებული ნებართვის მფლობელებზე, როგორც დღეის მდგომარეობითაა, გარკვეული ცვლილებების გათვალისწინებით. კერძოდ კი, სამორინეს ნებართვის მფლობელზე მხოლოდ ონლაინ სამორინე, სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელზე მხოლოდ ონლაინ სათამაშო აპარატების, ტოტალიზატორი - ონლაინ ტოტალიზატორის ნებართვა. ამის შესაბამისად, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, ახალი სახის ნებართვები შემოდის. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, რისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი - თოთოეული სახეობის ნებართვისათვის, წელიწადში 100 000 ლარის ოდენობით. პროექტის მიხედვით, წესდება ახალი სახის დარღვევებზე შესაბამისი ჯარიმები. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელ პირი სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაჯარიმდება 50 000 ლარით, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში - 20 000 ლარით. ცნობისთვის, “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონისა და სათამაშო ბიზნესის სფეროში დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ონლაინ თამაშობის მოწყობის უფლება დამატებით ნებართვას არ საჭიროებს და მისი გამართვა შეუძლია აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელს. ფიზიკურად არსებული სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს მოაწყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით როგორც სამორინეს, ასევე სათამაშო აპარატების თამაშობები. ანალოგიურად, ფიზიკურად არსებული სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს მოაწყოს როგორც სათამაშო აპარატების ასევე, სამორინეს თამაშობები, ხოლო ფიზიკურად არსებული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელს კი უფლება აქვს მოაწყოს მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშები.
სასამართლომ მონასტერში ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს, პატიმრობა შეუფარდა
ხაშურის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღური თავდასხმისა და გაუპატიურების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცხრამუთის დედათა მონასტერში, უცნობი პირი შეიჭრა სხდომას ესწრებოდნენ ბრალდებულები ლაშა ტალახაძე და ვასილ გამგონიძე, სასამართლოს შენობასთან კი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი იყო შეკრებილი. ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მონაზონზე ძალადობისთვის დაკავებულებს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
ჩინეთის პოლიციამ BBC-ის ჟურნალისტი დააკავა
BBC-ის ჟურნალისტი ედ ლოურენსი ჩინეთის პოლიციამ, შანხაიში ჩინეთის „კოვიდ-პოლიტიკის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გაშუქებისას დააკავა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღეებში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში Covid-ის შეზღუდვების წინააღმდეგ. ლოურენსი რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს. BBC-მ განაცხადა, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია“ ჟურნალისტის მიმართ მოპყრობით. თავის მხრივ, ჩინეთის ხელისუფლებამ განმარტა, რომ ჟურნალისტს თავი მედიის წარმომადგენლად არ წარუდგენია.
„ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნის
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. „ჩვენ კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ვიტყვით და დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. „ჩვენ ვამბობდით, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა ვამბობდით, რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე, რეალურად რა ხდება. ვენეციის კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაციები ამ კანონის უკრაინულ ანალოგზე დასკვნის გაწვევის ან შესაბამისი შენიშვნით უკან დაბრუნების შესახებ, სიცრუეა. ვენეციის კომისია მომავალ წელს მიაწვდის დასკვნას უკრაინის პარლამენტს. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ მოგვიწოდა კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნისკენ, იგივე თხოვნა, როგორც მასმედიის, ასევე პირადი კომუნიკაციის საშუალებით გაახმოვანა ევროკავშირის ახალმა ელჩმაც საქართველოში. იმ პირობებში, როდესაც უკრაინულმა, იგივე კანონმა, მოწონება და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ევროკომისიის პრეზიდენტისგან სწორედ მაშინ, როცა უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღეს, ამავდროულად, უკრაინის პარლამენტი ელოდება კომისიის დასკვნას, არ მიგვაჩნია აუცილებლად და საჭიროდ, რომ გადაგზავნილი იყოს, იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას, იმის გამო, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის. შესაბამისად, კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ კანონი დროულად იქნას შეფასებული სამართლებრივად და დაჩქარებული იყოს პროცესი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ევროკავშირის მტკიცე რეკომენდაციაა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას წარედგინოს. ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას „ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო ვის ეხება რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოლივერ ვარჰეის პასუხი შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
კიევი-პეჩორის ლავრასა და ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში ჩხრეკის შემდეგ, სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრა
პეჩორის სასულიერო სემინარიასა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში (მოსკოვის საპატრიარქო) ჩხრეკის შემდეგ, უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში ჩხრეკას ატარებს საქმე ეხება რასობრივი, ეროვნული ან რელიგიური კუთვნილების მიხედვით მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევის ფატქებს. „უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა ქსენოფობიური და სიძულვილის შემცველი შინაარსის ბროშურები და წიგნები სხვა ეროვნებისა და რელიგიების შესახებ შეურაცხმყოფელი ფაბრიკაციებით. ლიტერატურის უმეტესი ნაწილი რუსი ავტორებისაა და რუსეთის ფედერაციის სტამბებშია გამოცემული", - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხების სამსახურის განცხადებაში. კიევი-პეჩორის ლავრაში ჩხრეკის შედეგები ცნობილია როგორც შეტყობინებაშია აღნიშნული, საუბარია „პროპაგანდისტულ მასალებზე, რომლებიც უარყოფენ უკრაინელი ხალხის არსებობას, მათ ენას, ასევე უკრაინის სახელმწიფოებრიობის უფლებას“. შეგახსენებთ, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა 22 ნოემბერს ჩატარდა.
ნიდერლანდების სპეცსამსახურები: ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან საფრთხეები იზრდება
რუსეთი და ჩინეთი სულ უფრო მეტად ემუქრებიან ნიდერლანდების უსაფრთხოებას და ეს დიდწილად ისეთი საერთაშორისო მოვლენების შედეგია, როგორიცაა უკრაინის ომი. ამის შესახებ ნიდერლანდების უსაფრთხოების სამსახურების AIVD-ისა და MIVD-ის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ ნიდერლანდები „მიმზიდველი სამიზნეა ჯაშუშური საქმიანობისთვის". ეს ნაწილობრივ განპირობებულია ნიდერლანდებში „ენერგორესურსების ტრანზიტისთვის მიწისქვეშა მილების“, „მაღალ განვითარებული ციფრული ინფრასტრუქტურის“ და „კომპანიებისა და ინსტიტუტების მაღალი ხარისხის ცოდნით“. მოხსენების თანახმად, ნიდერლანდების ეკონომიკის უსაფრთხოებას, სულ უფრო მეტად ემუქრება საფრთხეები. ანგარიშის მიხედვით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს უქმნის ნიდერლანდებში განათლების სფეროს უსაფრთხოებას. ჩინეთი, რომელიც სამსახურების თქმით, არის მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორი მრავალ სფეროში, იყენებს როგორც ლეგალურ, ისე არალეგალურ მეთოდებს ტექნოლოგიების მოსაპოვებლად. „ცოდნის ქურდობა და ინფორმაციის გაჟონვა შეიცავს არასასურველი სამხედრო გამოყენებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის რისკს“, - ნათქვამია მოხსენებაში. სამსახურები ასევე აცხადებენ, რომ სხვა ქვეყნების ჩარევა კვლავ საფრთხეს უქმნის ნიდერლანდების სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობას და ამ შემთხვევაში ძირითადად რუსეთზე მიუთითებენ. მაგალითად, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი იყენებს ევროპის დამოკიდებულებას გაზზე, რათა ეკონომიკური დარტყმა მიაყენოს ქვეყნებს და გამოიწვიოს სოციალური არეულობა. მოხსენების თანახმად, უკრაინის ომი არის „წყალგამყოფი რუსეთს, ნიდერლანდებსა და მოკავშირეებს შორის“. MIVD-ის დირექტორი იან სვილენსი აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვამ GRU-მ გასულ წელს ნიდერლანდებში ფიზიკური პირებისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების როუტერები გატეხა.
გაეროს სააგენტოთა ჯგუფი, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რომ თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაციის დაკანონება არ გადადოს
საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადებაზე საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭიროს. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ძალაში უნდა შევიდეს თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაცია. ეს კანონმდებლობა ძალაში 2018 წელს უნდა შესულიყო, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე გადაიდო. ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ინიციატივა მისი კვლავ გადავადების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ამ ინიციატივას და იმედი გვაქვს, ეს რეგულაცია ძალაში მოქმედი კანონით განსაზღვრულ ვადაში შევა. საქართველოში თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების, მისგან გამოწვეული ძალზე დიდი ჯანდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირების მიზნით 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო თამბაქოს კონტროლის ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც მოგვიანებით ამ დარგის საერთაშორისო ექსპერტების და ორგანიზაციების მიერ აღიარებულ იქნა როგორც თვალსაჩინო რეგულაცია, რომელიც სამაგალითო გახდა მრავალი ქვეყნისთვის. ამ კანონის, ასევე თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის სხვა კომპონენტების წარმატებული დანერგვიდან უკვე 2 წლის შემდგომ, ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით, დაფიქსირდა თამბაქოს მოხმარების და თამბაქოს მეორადი კვამლით დაბინძურების მნიშვნელოვანი კლება, შემცირების ტენდენციები გაჩნდა მასთან დაკავშირებული დაავადებების მიმართულებითაც. აუცილებელია ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესაბამისი ყოვლისმომცველი პოლიტიკის სრულფასოვნად და მდგრადად განხორციელება მიღწეული პროგრესის შესანარჩუნებლად და გასაღრმავებლად. თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის კანონმდებლობა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რეგულაციაა, რომელიც მიმზიდველობას უკარგავს თამბაქოს პროდუქტებს და ამცირებს თამბაქოს მავნეობის შესახებ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. მივესალმებით საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ მტკიცე პოზიციას თამბაქოს კონტროლის რეგულაციების შეუფერხებელი ამოქმედების კუთხით. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერადაც საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადებას, და უზრუნველყოფს მის ამოქმედებას 2023 წლის დასაწყისიდან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დღევანდელი და მომავალი თაობების ჯანმრთელობის დაცვას. დღეს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადის 2024 წლის 31 ივნისამდე გადაიწევს მხარი დაუჭირა. რის საფუძველძეც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
კაჩინსკი: გერმანია ვერ გაბედავს რუსული რაკეტების ჩამოგდებას, სჯობს, Patriot-ი უკრაინას გადავცეთ
პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ თავმჯდომარე, იაროსლავ კაჩინსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის გერმანული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის მომხრეა. პოლონეთმა გერმანიას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა სთხოვა „ეს რაკეტები გამოდგება ამ ომში, მაგრამ გამოადგება იქ, სადაც გამოიყენებენ. ჯერჯერობით, გერმანიის პოზიცია არაა საკმარისად დამაჯერებელი, რომ რუსული რაკეტების ჩამოგდების გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა კაჩინსკიმ. მისი თქმით, დასავლეთ უკრაინაში განთავსების შემთხვევეში, რაკეტები ძალიან კარგად დაიცავდა პოლონეთს, დაიცავდა ინფრასტრუქტურასა და ასევე უკრაინის მოქალაქეებს. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.
აშშ-ის საელჩომ, დადიანების სასახლის აღსადგენად, $300 ათასი გამოყო
დადიანების სასახლის აღდგენა იწყება. ამ პროცესიის მხარდაჭერის მიზნით, სასახლეში არსებული კოლექციის დასაცავად, ამერიკის საელჩომ $300 000 გამოყო. „დადიანების სასახლის აღდგენა იწყება! სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
ევროკავშირი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა პოზიტიური ნაბიჯია
ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნაზე, პოზიტიურად აფასებს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, ამ საკითხზე განცხადებას ავრცელებს. „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნის „მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას აპირებს. ამის შესახებ განცხადება დღეს, 28 ნოემბერს, ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ევროკავშირის მტკიცე რეკომენდაციაა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას წარედგინოს. ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას „ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო ვის ეხება რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოლივერ ვარჰეის პასუხი შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ყვარელში ამერიკული თაროს ახალი სივრცე გაიხსნა
ყვარელში ამერიკული თაროს ახალი სივრცე გაიხსნა. ინფორმაციას, საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „ყვარლის ამერიკული თარო ახალ სივრცეში გელოდებათ. საქართველოს მასშტაბით სულ 14 ასეთი სივრცე გვაქვს და მათ მსგავსად ყვარელშიც კარი ყველასთვის ღიაა. აქ არის უამრავი რესურსი და ღონისძიებებში ჩართვის საშუალება ნებისმიერი ასაკისა თუ ინტერესის ადამიანისთვის. ინგლისური წიგნები, სხვადასხვა თემატიკის კლუბები, განვითარების შესაძლებლობები, მოწვეული სტუმრები, დისკუსიები საინტერესო თემებზე, თანამედროვე ტექნოლოგიები და ბევრი სხვა რამ. გელით სააკაძის 2 ნომერში!“- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
იენს სტოლტენბერგი: განვიხილავთ უკრაინის, საქართველოსა და სხვა პარტნიორების გაძლიერების საკითხს
აქ, ბუქარესტში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს, რათა გაძლიერდეს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის, ისევე როგორც სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე დგანან - ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება NATO-სთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. „რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ NATO აძლიერებს ყოფნას ბალტიიდან შავ ზღვამდე. ჩვენ განვათავსეთ ახალი საბრძოლო ჯგუფები, მათ შორის ის, რომელსაც საფრანგეთი აქ, რუმინეთში ხელმძღვანელობს. კანადური მოიერიშე თვითმფრინავები აგრეთვე გვეხმარებიან თქვენი ცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და აშშ-ის Patriot-ის რაკეტები თქვენს თავდაცვას აძლიერებენ. ეს მკაფიო გზავნილია, რომ NATO აქ არის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც საჭიროა, რათა დავიცვათ ყველა მოკავშირე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.