ძებნის რეზულტატი:

ყასიმ-ჟომართ თოყაევი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, სადაც 28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური, იუწყება. თოყაევისთვის ეს პირველი საგარეო მოგზაურობაა, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავების შემდეგ. 20 ნოემბერს ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ხმების 81,31%-ით გაიმარჯვა. მისი ინაუგურაცია შაბათს შედგა.  

საპატრიარქო მონასტერში მომხდარზე: ჩვენგან და საზოგადოებისგან საჭიროა უმკაცრესი რეაგირება

საქართველოს საპატრიარქომ, 26 ნოემბერს ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჩადენილი შემაძრწუნებელი ფაქტი როგორც საპატრიარქოს მხირდან, ისე საზოგადოებისგან უმკაცრეს შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს.  მონაზონზე ძალადობისთვის დაკავებულებს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა „სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა მონოზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და ამ დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც... რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია. ამავე დროს გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით დიდი გულისტკივილის გამოხატვისა და ჩვენი მწუხარების გაზიარებისათვის.ვიმედოვნებთ, ობიექტური გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი". - წერია განცხადებაში. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 ნოემბერს, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად ედებათ 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების განცხადებით, ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. „ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ცხრამუთის დედათა მონასტერში, უცნობი პირი შეიჭრა  

ლიეტუვამ უკრაინას ტრანსფორმატორები გადასცა

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვილნიუსი უკრაინას, ენერგეტიკის სექტორის აღდგენისთვის კიდევ ორ მილიონ ევროს გაუგზავნის.   „ლიეტუვის ენერგეტიკულმა კომპანიებმა უკვე გაგზავნეს 3 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღდგენისთვის და ამჟამად იგზავნება კიდევ 2 მილიონი ევრო“, - დაწერა არვიდას ანუსაუსკასმა Twitter-ზე. მინისტრის თქმით, ლიეტუვიდან უკრაინაში ექვსი სატვირთო მანქანით 114 ტრანსფორმატორით გაიგზავნა. მთლიანობაში, ანუშაუსკასის თქმით, ლიეტუვა 252 ტრანსფორმატორის მიწოდებას აპირებს.  

ამერიკელი ასტრონავტი სკოტ კელი ირპენში ჩავიდა

ცნობილი ამერიკელი ასტრონავტი და United24-ის ელჩი სკოტ კელი, კიევის რეგიონში ირპენს ეწვია. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ირპინის მერი ალექსანდრე მარკუშინი თავის Telegram-ში იუწყება. „დღეს ჩვენ ვუმასპინძლეთ ამერიკელ ასტრონავტს სკოტ კელის. ბატონი კელი არის United24-ის ფონდის მოზიდვის პლატფორმის ელჩი და იყო პირველი, ვინც 65,000 აშშ დოლარი გაიღო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, სასწრაფო დახმარების მანქანების შესაძენად“, - თქვა მარკუშინმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დროს კელიმ $500 000 შეაგროვა უკრაინელების მხარდასაჭერად.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ტერორისტები ახალ დარტყმებს ამზადებენ

„გავიგეთ რომ ტერორისტები ახალ დარტყმებს ამზადებენ და სანამ რაკეტები აქვთ არ დაწყნარდებიან. მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, მოხუცებზე, ოჯახებზე ბავშვებით, მათზე, ვისი სახლებიც და ნათესავებიც ომმა წაგვართვა... ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ჩვენი ურთიერთმხარდაჭერა ტერორისგან დაცვის ერთ-ერთი ელემენტია და ჩვენი ძალაა. კვირა, რომელიც იწყება, შესაძლოა, ისეთივე გამოწვევებით იყოს სავსე, როგორც კვირა, რომელიც გადის. ჩვენი თავდაცვის ძალები ემზადებიან. მთელი სახელმწიფო ემზადება. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა და მისი პარტნიორები ქმნიან სისტემას, რომელიც რუსეთის აგრესიას შეაჩერებს ჩვენ ვამუშავებთ ყველა სცენარს, მათ შორის პარტნიორებიც. გთხოვთ, არ დატოვოთ დახმარების გარეშე, ვისი დახმარება შეგიძლიათ. გთხოვთ, ყურადღებით იყავით საჰაერო განგაშის შემთხვევაში ამ კვირის განმავლობაში. ყველა ერთად და ერთმანეთის დახმარებით გავივლით ომის გამოწვევას ამ ზამთარს. ეს არის რუსეთის მცდელობა, რომ სიცივე ხალხის წინააღმდეგ გამოიყენოს. ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ თავდაცვის გასაძლიერებლად. ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ რუსეთმა პასუხი აგოს ამ ტერორისტულ ომზე. ერთად ყველაფერს გავუძლებთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ჯონ ჰერბსტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის „ორ ასპექტს“ განიხილავს შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ერდოღანი: თურქეთს აქვს უფლება, თავისი უსაფრთხოება უზრუნველყოს

ვერავინ შეუშლის ხელს თურქეთს ისარგებლოს საკუთარი უსაფრთხოების უფლებით. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ერაყსა და სირიაში თურქეთის არმიის ბოლო ანტიტერორისტული ოპერაციების კომენტირებისას განაცხადა. „თურქეთს აქვს უფლება განახორციელოს ნებისმიერი ქმედება ტერიტორიებზე, რომლებიც მის საზღვრებს გარეთ და შიგნით, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მონიშნა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა სტამბულში გამოსვლისას. მისი თქმით, ოპერაცია Pençe Kilit-ის დაწყებიდან თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ჩრდილოეთ ერაყში PKK/YPG-ის 480 ტერორისტი გაანეიტრალეს.  

პოდოლიაკი: რუსები ვერ შეძლებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენარჩუნებას

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ. ენერგოატომი: რუსმა სამხედროებმა შესაძლოა, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური დატოვონ „რუსი სამხედროები დატოვებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რადგან მათი თავდაცვის ხაზი თანდათან შორდება რუსეთის ფედერაციის საზღვრებს. ბოლოს და ბოლოს, როდესაც რუსეთმა დაიპყრო ყირიმი და ყველა საერთაშორისო წარმომადგენლობამ ხელი აიქნია და თქვა: „კარგი, კარგი“. ახლა ასეთი ამბავი არ გამოდგება. მთელი მსოფლიო ღიად აცხადებს, რომ „როსატომს“ არ აქვს ლეგალური ძალაუფლება ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ეს სადგური უკრაინულია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.   

იტალიაში, მეწყერის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა

იტალიის კუნძულ ისკიაზე, ქალაქ ლაკო ამენოში მეწყერს მინიმუმ 7 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 3 ბავშვია, მათ შორის ერთი ახალშობილი. "ტალახის სიღრმე ზოგ ადგილას 6 მეტრს აღწევს. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია", - აცხადებენ მაშველები. ამასთან, კუნძულზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ათობით თანამშრომელი მუშაობს.  

ვარშავაში რუსეთის საელჩოსთან, რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხეივანი გაიხსნა

ვარშავაში ველოსიპედისა და საფეხმავლო მარშრუტს ახლა, რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხეივანი ეწოდება. ამის შესახებ პოლონეთის სპეცსამსახურების კოორდინატორის ოფისის წარმომადგენელმა, სტანისლავ ჟარინმა განაცხადა.  „ვარშავაში, რუსეთის საელჩოსთან, ველოსიპედის ხეივანი გვახსენებს, რუსული აგრესიის მსხვერპლთ. ვარშავაში რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხეივანი გაიხსნა. პოლონეთს ახსოვს!" - დაწერა ჟარინმა თავის Twitter-ზე. რუსეთის საელჩოსთან, რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხეივნის შექმნის გადაწყვეტილება ოქტომბრის შუა რიცხვებში მიიღეს. შესაბამის რეზოლუციას მხარი 55-მა ვარშაველმა დეპუტატმა დაუჭირა, ორმა თავი შეიკავა. „სახელი შეესაბამება შემოთავაზებულ ადგილს, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია მიმდინარეობს“, - ნათქვამია გადაწყვეტილების დასაბუთებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პოლონეთის ბიალისტოკის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთ შემოვლით გზას თავისუფალი უკრაინა , ხოლო ერთ-ერთი ქუჩის ნაწილს თავისუფალი ბელორუსი.  

კიევის პოლიციის უფროსი: ოკუპანტების მიერ, ვიშგოროდის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა

კიევის ქალაქ ვიშგოროდში რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა, დაშავებულია 42 მოქალაქე. ამის შესახებ კიევის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.  როგორც ცნობილია, დაშავებულთა შორის ექვსი ბავშვია. შეგახსენებთ, რომ გუშინ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ზაპოროჟიეს, კრივოი როგისა და დონეცკის ოლქებზე.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების მაროკოსთან მარცხს, ბრიუსელში არეულობა მოჰყვა

მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების მაროკოსთან მოულოდნელ მარცხს, ბრიუსელში არეულობა მოჰყვა. ბრიუსელის პოლიციამ ქალაქის ცენტრის ნაწილი გადაკეტა, რადგან მაროკოს მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ, არეულობა დაიწყო. პოლიციამ ხალხის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. „მატჩის დასრულებამდეც კი, ათობით ადამიანი ცდილობდა პოლიციასთან დაპირისპირებას, რამაც ზიანი მიაყენა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას", - ნათქვამია ბრიუსელის პოლიციის განცხადებაში. მედიის ცნობოთ, ჩამსხვრეულია მაღაზიის ვიტრინები, დამწვარია მანქანები. პოლიციამ ათამდე ადამიანი დააკავა. „ძალადობის ფაქტებმა ასევე იფეთქა ანტვერპენში, ბელგიის ყველაზე დასახლებულ ქალაქსა და ლიეჟში“, - წერს DW.  

რიში სუნაკი: შევინარჩუნებთ ან გავზრდით სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის

ბრიტანეთის პრემიერ -მინისტრი პირობას დებს, რომ მომავალ წელს შეინარჩუნებს ან გაზრდის დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, იუწყება Reuters, მისი ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით. „ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება. ჩვენ შევინარჩუნებთ ან გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას მომავალ წელს. უკრაინას ახალ მხარდაჭერას გავუწევთ საჰაერო თავდაცვისთვის", - განაცხადა რიში სუნაკმა. გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა 9 ნოემბერს განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის სამხედრო დახმარების სიდიდით მეორე დონორია შეერთებული შტატების შემდეგ, მან უკვე 2,3 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გადასცა უკრაინას. ქვეყანა ასევე მასპინძლობს სასწავლო პროგრამას უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რათა 10 000 უკრაინელი პერსონალი 120 დღის განმავლობაში მოამზადოს.

ცხრამუხის მონასტრის წინამძღვარი: 70 წლის მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ცხრამუხის მონასტრის წინამძღვარის, დეკანოზმა მიქაელ ელიაძის განცხადებით, 70 წლის მონაზვნის მდგომარეობა უმჯობესდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხაშურის დედათა მონასტერში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე დაკავებულებიდან, ერთი ადგილობრივი, მეორე კი მასთან სტუმრად მყოფი პირია "ინტენსიურშია, პალატაში, მკურნალობს, რეაბილიტაციას გადის, ასე ვიცი მე, რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი, ღვთის მადლით, არაფერი არ სჭირს", - განაცხადა დეკანოზმა, მიქაელ ელიაძემ "მთავარ არხთან". ამასთან, თბილისში, კავკასიის სამედიცინო ცენტრში ძალადობის მსხვერპლი მონაზონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობენ.  ცნობისთვის, ხაშურის დედათა მონასტერში 25 ნოემბერს, ორმა პირმა 70 წლის მონაზონს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და მასზე სექსუალურად იძალადა. დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. საპატრიარქო მონასტერში მომხდარზე: ჩვენგან და საზოგადოებისგან საჭიროა უმკაცრესი რეაგირება  

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში 4 სამართალდმცველი ამხილეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში 4 სამართალდამცავი ამხილა, ამ ინფორმაციას უწყება ავრცელებს. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეში, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, არასათანადო მოპყრობის და ძალადობის ფაქტები გამოავლინა, რის შემდეგაც 4 სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. დანაშაულში მხილებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ესკორტის უფროსი ოფიცერი დ.დ., რომელმაც 2022 წლის 20 აგვისტოს, ქ. თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“, სადაც განთავსებული იყვნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები, არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული ფუნქციები. მან ცვლის გადაბარება უსაფრთხოდ ვერ უზრუნველყო და პატიმრები დაუდევარი დამოკიდებულებით, მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე დატოვა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ჯგუფის წევრს, რომელიც ასევე წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი-საშტატო იარაღით, მიეპარა პატიმარი გ.ს. და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა. ერთ-ერთი გასროლით მან თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა, რასაც შედეგად მისი გარდაცვალება მოჰყვა. ზემოაღნიშნულ საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცერს (ჯგუფის უფროსს) ბრალდება სამსახურებრივი გულგრილობისთვის წარუდგინა. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით. დანაშაულში მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი გ.ლ., რომელმაც მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალბატონს პირადი ცხოვრების საიდუმლო გაუვრცელა. კერძოდ, 2022 წლის მარტის თვეში, მეგობარ ქალთან ურთიერთობის გაწყვეტით გაბრაზებულმა გ.ლ-მ, შურისძიების მიზნით მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალის მეუღლეს, სოც. ქსელის „მესენჯერის“ საშუალებით ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათი გაუგზავნა და მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულს მორალური სახის ზიანი მიადგა. დაზარალებული ქალის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით. დანაშაულში მხილებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ზ.მ., რომელმაც 2022 წლის 17 ნოემბერს, ყოფით ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულმა, განხორციელებული ძალადობის შედეგად ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. დაზარალებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის,126' მუხლით და 11'- 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მხილებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ინსპექტორი. 2022 წლის ნოემბრის თვეში, სხვადასხვა დროს, ქალაქ ბათუმში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა თ.შ.-მ, რომელსაც ევალებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების სამსახურებრივი მოვალეობის სათანადოდ შესრულების ორგანიზება და კონტროლი, სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და დისციპლინის დარღვევისთვის 4 წვევამდელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება გამოიყენა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით წერილობითი წინადადებებით პროკურორს მიმართა, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურის მხრიდან დანაშაულში მხილებული ინსპექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე გამოძიებას აგრძელებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის 1 მარტს ამოქმედდა, შექმნის დღიდან მოყოლებული, სამსახურის მიერ არასათანადო მოპყრობის და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოძიების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა 23 სამართალდამცავის მიმართ არის დაწყებული“, - წერია განცხადებაში.

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე, გადასაადგილებელი სავარძლით მივა

გავდაწყვიტა, რომ დღეს გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე, თუმცა ეს მოხდება, გადასაადგილებელი სავარძლით, - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას დაესწრება. „გავდაწყვიტა, რომ დღეს გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე, თუმცა ეს მოხდება, ალბათ, გადასაადგილებელი სავარძლით. თუ ცუდად არ შეიქმნა, დაგეგმილია სასამართლოზე მოვიდეს. აპირებს, სასამართლოს ჩვენება მისცეს", - განაცხადა ადვოკატმა "ტვ პირველთან". საზღვრის უკანონო კვეთაზე სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ფილიპ რიკერი აზერბაიჯანში იმყოფება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ფილიპ რიკერი მიიღო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.  მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხებზე და ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ შეხვედრაზე სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების თაობაზე.  

სამი ოპოზიციური პარტია, მონაზონზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე განხორციელებული შემზარავი ძალადობა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი უმძიმესი გარემოს შედეგია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „დაუცველია ყველა - ბავშვები, ქალები, ჟურნალისტები, აქტივისტები, პოლიტიკოსები. ძალადობრივი სისტემა საფრთხეს უქმნის თითოეულ ჩვენგანს. ძალადობა და ტყუილი „ქართული ოცნების“ მმართველობის მთავარი ნიშნებია. საზოგადოების დაყოფა, მუდმივი დაპირისპირება, შიშის დანერგვა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყანაში ძალადობრივ ატმოსფეროს ქმნის. თუკი „ქართული ოცნების“ მმართველობის საწყის ეტაპზე სახელმწიფო ტერორი პოლიტიკურ ოპონენტებსა და მოწყვლად ჯგუფებს ეხებოდა, დღეს ძალადობრივმა გარემომ საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტში შეაღწია. მოძალადე სახელმწიფოს ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმების სამიზნე, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ერთად, არიან ჟურნალისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, ყველა, ვინც მიუღებელია ხელისუფლებისთვის, ვინც საფრთხეს უქმნის „ქართული ოცნების“ ერთპიროვნულ მმართველობას. ძალაუფლების შენარჩუნებაში დახმარების სანაცვლოდ, რაც ამომრჩევლის ნებაზე ძალადობრივ ზემოქმედებაში გამოიხატება, კრიმინალურ საქმიანობაში ჩართულ პირებს უკანონო შეღავათები უწესდებათ. სახელმწიფო ქმნის და ხელს უწყობს პრორუსულ, კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომელთა ამოცანა ხელისუფლებისთვის მიუღებელ ადამიანებზე ძალადობაა. აღნიშნულის შედეგია 2013 წლის 17 მაისს რამდენიმე უდანაშაულო ახალგაზრდის წინააღმდეგ განხორციელებული მძიმე ძალადობა, ასევე, 2021 წლის 5 ივლისს, პროკრემლისტური ჯგუფების მიერ, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულების სერია, რომელიც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით დასრულდა. სახელმწიფო უკანონოდ მფარველობს მისსავე შექმნილ ძალადობრივ ჯგუფებს, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცა. ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მოწყვლადი ჯგუფების უფლებები, ასევე, ეფექტიანად გაასამართლოს მათზე მოძალადეები და ძალადობის დამკვეთები. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ტიპის ძალადობა, მათ შორის უკანასკნელ დღეებში მასმედიით გავრცელებული ძალადობის ტრაგიკული ფაქტები, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ატმოსფეროს შედეგია. სამწუხაროდ, შეუძლებელია აღნიშნულ ფაქტებზე იზოლირებული რეაგირებით არსებული პრობლემების გადაჭრა. ძალადობრივი ფონის შესაცვლელად, ვითარების გაჯანსაღებისათვის აუცილებელია ფუნდამენტური და კომპლექსური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილებები“,- ნათქვამია პარტიების ერთობლივ განცხადებაში.  

პენტაგონი უკრაინისთვის მცირე სიზუსტის ბომბების გადაცემას განიხილავს - Reuters

პენტაგონი განიხილავს, უკრაინას მიაწოდოს იაფი, მცირე სიზუსტის ბომბები, რაც კიევს საშუალებას მისცემს, რუსეთის საბრძოლო ხაზებს დაარტყას. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. სააგენტო წერს, რომ რადგან დასავლეთი უკრაინისთვის მეტი იარაღის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მუშაობს. კერძოდ, პენტაგონი განიხილავს Boeng-ის წინადადებას უკრაინისთვის იაფი, მცირე ზომის, ზუსტი ბომბების მიწოდების შესახებ, რომელთა გამოყენებაც არსენალში დიდი რაოდენობით არსებული რაკეტებით იქნება შესაძლებელი. Reuters-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-სა და მოკავშირეთა სამხედრო მარაგი მცირდება და უკრაინა საჭიროებს უფრო თანამედროვე იარაღის მიწოდებას, რადგან ომი გრძელდება.  შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

საგამოძიებო სამსახური: მოქალაქეს 27 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი ჰქონდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. "მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, პაკისტანის მოქალაქის ს.მ.-ს კუთვნილი ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (საერთო რაოდენობა 27 ცალი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 41 643 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.  

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 965 ბავშვი გახდა

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 66-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. ამასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 965 ბავშვი გახდა. ილია მეორის ნათლული ჯამში 45 000 ბავშვია. სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მივიდა და ნათლულები დალოცა.