ძებნის რეზულტატი:

საუდის არაბეთი და საქართველო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით მზადყოფნას გამოთქვამენ

საუდის არაბეთი და საქართველო მზად არიან, გააძლიერონ თანამშრომლობა. ამ შინაარსის ერთობლივ განცხადებას, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დასრულებას ასახავს, საქართველოს მთავრობა ავრცელებს. „საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრემ და პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა რუადში ალ-იამამას სასახლეში უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ოფიციალურ შეხვედრზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების გზებს სხვადასხვა მიმართულებით. აზრთა გაცვლა მოხდა მიმდინარე რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების განვითარების შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რიადის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, უმასპინძლოს 2030 წლის მსოფლიო ექსპოს და გამოთქვა რწმენა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს შესწევს ძალა ჩაატაროს გამორჩეული საერთაშორისო გამოფენა ინოვაციების საუკეთესო დონის დემონსტრირებით და აღნიშნული გლობალური ღონისძიების ისტორიას განსაკუთრებული გამოცდილება შესძინოს. საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე და პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდი დიდად აფასებს საქართველოს მთავრობის მხრიდან 2030 წლის საერთაშორისო ექსპოს მასპინძლის კანდიდატურის რიადის მხარდაჭერას. ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, რისთვისაც მოხდება სავაჭრო მიმართულებების დივერსიფიკაცია, საერთო და ერთობლივი ინვესტიციების გაზრდა, საუდის არაბეთის სამეფოს 2030 წლამდე გაწერილი ხედვის შესაბამისად ინტეგრაციისა და კაპიტალდაბანდებების შესაძლებლობათა გამოყენება და საქართველოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინება ისეთ სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, სოფლის მეურნეობა, წარმოება, ტურიზმი, ტრანსპორტი და სხვა მნიშვნელოვანი სფეროები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ კერძო სექტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მასშტაბისა და ტემპის ზრდაში. მათ ხაზგასმით აღნიშნეს ორივე ქვეყნის კერძო სექტორში ინვესტიციებისთვის შესაბამისი პირობების, საერთო ვიზიტების გააქტიურების, პერიოდული საინვესტიციო და ბიზნეს ფორუმების ჩატარების მნიშვნელობა და ორივე ქვეყნის მეწარმეებს მოუწოდეს არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებისკენ და ხელშესახებ პარტნიორობაში გარდაქმნისკენ. მხარეები შეთანხმდნენ საუდის არაბეთის სამეფოსა და საქართველოს ერთობლივი ბიზნეს საბჭოს ჩამოყალიბებაზე. ენერგეტიკის სფეროში ორივე მხარე ხაზგასმით აღნიშნავდა ნავთობის გლობალურ ბაზრებზე სტაბილურობის მნიშვნელობას. ქართული მხარე მიესალმება ნავთობის გლობალურ ბაზრებზე და მიწოდების სანდოობის სფეროში ბალანსისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში საუდის არაბეთის სამეფოს მიერ შესრულებულ როლს. ამასთანავე, მხარეები გამოხატავენ სურვილს თანამშრომლობის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ელექტროსისტემების ურთიერთჩართვა, ჰიდრო-ნახშირბადის რესურსების ინოვაციური გამოყენება და ენერგო-ეფექტურობა, ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების შესაბამისად. კლიმატის ცვლილების სფეროში, ქართული მხარე მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოს მიერ „საუდის მწვანე ინიციატივას“ და „ახლო აღმოსავლეთის მწვანე ინიციატივას“ და მხარდაჭერას გამოხატავენ კლიმატის ცვლილების სფეროში საუდის არაბეთის სამეფოს ძალისხმევის მიმართ, რაც გულისხმობს ნახშირბადის ცირკულარული ეკონომიკის და ამგვარი მიდგომის დამკვიდრებას. ხსენებული პროგრამის განხორციელება საუდის არაბეთის სამეფოში დაიწყო და დამტკიცდა დიდი ოცეულის (G20) ლიდერთა მიერ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მხარე ხაზგასმით ადასტურებს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და პარიზის შეთანხმების პრინციპების მნიშვნელობას, ისევე როგორც ისეთი კლიმატის შეთანხმების შემუშავებისა და განხორციელების საჭიროებას, რომელიც აქცენტს გააკეთებს ემისიაზე და არა წყაროებზე. ორივე მხარე ადასტურებს სამრეწველო და სამთო-მომპოვებელ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი ძალისხმევის მნიშვნელობას; ასევე, ამ სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობების იმგვარ გამოვლენაზე, რაც საერთო ინტერესებს დააკმაყოფილებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია კონკურენტული უპირატესობის მქონე აგრარული პროდუქციის წარმოების სფეროში თანამშრომლობის დონის გაზრდა და განაცხადეს, რომ მიესალმებიან ორმხრივი თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებას სასოფლო-სამეურნეო, მეცხოველეობის, მეთევზეობის, მეტყევეობის და ნაკრძალების სფეროში. ორივე მხარე გამოხატავს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაძლიერებისა და შეთანხმებულ სფეროებში ორმხრივი ჩარჩოს სამომავლო შემუშავების სურვილს. ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენ ორივე ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე, ისევე როგორც მდგრადი ტურიზმის სფეროში საქმიანობის ხელშეწყობის თაობაზე, რაც სარგებელს მოუტანს ტურიზმის სექტორს და მის განვითარებას. კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, მხარეები ხაზგასმით აღნიშნავდნენ პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კავშირგაბმულობა, ციფრული ეკონომიკა, ინოვაციები და კიბერ-სივრცე, რათა ორივე ქვეყანაში უკეთესი მომავალი იქნეს უზრუნველყოფილი შემდეგი თაობებისთვის. ორივე მხარე გამოხატავს თანამშრომლობის გაძლიერების სურვილს ჯანდაცვის სფეროში და ადასტურებს გლობალური ინიციატივების ხელშეწყობის მზაობას მიმდინარე და სამომავლო პანდემიების დასაძლევად, ასევე ჯანდაცვის სფეროში არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების მოსაგვარებლად. მხარეები ხაზს უსვამენ თანამშრომლობის გააქტიურებისა და გაძლიერების მნიშვნელობას სატრანსპორტო სფეროს სხვადასხვა მიმართულებით და ავიაციის გააქტიურებით, რაც შექმნის ფრენების სიხშირის გაზრდის შესაძლებლობას საერთო ინტერესების დასაკმაყოფილებლად. განათლების სფეროში, მხარეები ადასტურებენ თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას უმაღლესი განათლების, სამეცნიერო კვლევების და ინოვაციების მიმართულებით, ასევე პირდაპირი კომუნიკაციის წახალისებით ორი ქვეყნის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის. ამასთანავე, მხარეები აცხადებენ თანხმობას სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობათა შექმნის საკითხებზე სამუშაოდ. უსაფრთხოების სფეროში, მხარეები ადასტურებენ სურვილს საერთო ინტერესების მიმართულებით თანამშრომლობისა და კოორდინაციის დონის გაზრდის მიმართულებით, რაც მოიაზრებს დანაშაულის ნებისმიერი ფორმის აღკვეთას, გამოცდილების გაზიარებას, კადრების გადამზადებას, თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერებას, რათა ორ მეგობრულ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნეს უსაფრთხოება და სტაბილურობა. საერთაშორისო მიმართულებით, მხარეები კვლავ ადასტურებენ განზრახვას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ძალისხმევის მიმართ. უკრაინა-რუსეთის კრიზისის საკითხზე, მხარეები ხაზს უსვამენ დავის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მნიშვნელობას და ვითარების ესკალაციის ყველა შესაძლო გზითა და საშუალებით შემცირების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღდგენას, ხოლო ხსენებული კრიზისის უარყოფით შედეგებს შეამცირებს. ქართული მხარე მადლიერებით აღნიშნავდა მისი სამეფო უმაღლესობა საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრის და პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ ძალისხმევას უკრაინის მიმართ, ისევე როგორც ამ მიმართულებით სხვადასხვა ეროვნების მქონე ომის პატიმრის გათავისუფლებას და ამ მიმართულებით გაწეულ მუდმივ ძალისხმევას. ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა საუდის არაბეთის სამეფოს მიერ უკრაინისადმი ახლახან დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების სახით 400 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა, რაც უკრაინელი ხალხის მდგომარეობას შეამსუბუქებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო ფორუმებსა და ორგანიზაციებში, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, ურთიერთმხარდაჭერას და კოორდინაციას გააგრძელებენ. მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონული და საერთაშორისო საკითხებზე და საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ თემებზე. მათ დაადასტურეს თანამშრომლობისა და კოორდინაციის სურვილი ამ მიმართულებით და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით. იემენის საკითხთან დაკავშირებით, მხარეები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალისხმევის მიმართ, რაც იემენის კრიზისის სრულყოფილ პოლიტიკურ მოგვარებას ისახავს მიზნად. ქართულმა მხარემ მოიწონა საუდის არაბეთის სამეფოს ინიციატივა იემენში ომის დასრულების შესახებ და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობისკენ მიმართული ძალისხმევისა და ინიციატივების შესახებ. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს იემენის რესპუბლიკის საპრეზიდენტო მმართველობის საბჭოს ხელშეწყობის მნიშვნელობა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ისეთი ამოცანების შესრულება, რაც იემენის კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტამდე მიგვიყვანს სპარსეთის ყურის ინიციატივის და მისი განხორციელების მექანიზმების შესაბამისად, იემენის ეროვნული დიალოგისა და უშიშროების საბჭოს 2015 წლის N2216 რეზოლუციის თანახმად. ქართული მხარე აფასებს საუდის არაბეთის სამეფოს ჰუმანიტარულ დახმარებას, შემწეობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ ინიციატივებს, რომლებიც იემენის ხალხისთვის იქნა უზრუნველყოფილი მეფე სალმანის სახელობის ჰუმანიტარული დახმარებისა და შემწეობის ცენტრის საშუალებით, ისევე როგორც საუდის არაბეთის განვითარებისა და იემენის რეკონსტრუქციის პროგრამის საშუალებით ხორციელდება. ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლიერება და პატივისცემა გამოხატა მისი სამეფო უმაღლესობა საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრის და პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდის მიმართ პირადად მისი და თანმხლები დელეგაციის გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის. მისმა სამეფო უმაღლესობამ შემდგომი წინსვლა და კეთილდღეობა უსურვა საქართველოს, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – კეთილდღეობა და ბედნიერება“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთში აშშ-ის საელჩოს ქალი პირველად უხელმძღვანელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 93 ხმით 2-ის წინააღმდეგ რუსეთში ელჩად ლინ ტრეისის დანიშვნას მხარი დაუჭირა. რუსეთში შეერთებული შტატების საელჩოს პირველად უხელმძღვანელებს ქალი.  CNN: ჯო ბაიდენი აშშ-ის ელჩად რუსეთში, ლინ ტრეისის დანიშვნას გეგმავს კენჭისყრა 21 დეკემბერს ჩატარდა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლინ ტრეისის კანდიდატურა 20 სექტემბერს წარადგინა. წინა ელჩს, ჯონ სალივანს, უფლებამოსილების ვადა 4 სექტემბერს ამოეწურა. ლინ ტრეისი დიპლომატიურ სამსახურშია 1994 წლიდან. 1995-1997 წლებში მუშაობდა პაკისტანსა და ყაზახეთში, 1997-2000 წლებში - ყირგიზეთში. ამის შემდეგ ტრეისიმ განაგრძო მუშაობა ახალდამოუკიდებელ სახელმწიფოებში სპეციალური წარმომადგენლის ოფისში, ხოლო 2001-2002 წლებში მსახურობდა  რეფერატად საქართველოში. 2004 წელს ის დაბრუნდა საელჩოში ყაზახეთში და 2006 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა კონსულად ფეშავარში, პაკისტანში, სადაც მასზე 2008 წლის 26 აგვისტოს თავდასხმა განხორციელდა. 2010-2011 წლებში იყო აშშ-ის ელჩის მოადგილე ყაზახეთში, შემდეგ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ცენტრალურ აზიაში. 2014 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა მოსკოვში დიპლომატიური მისიის უფროსის მოადგილედ, რის შემდეგაც სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის საკითხებში უფროსი მრჩევლის თანამდებობა ეკავა. 2019 წლიდან ლინ ტრეისი აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა სომხეთში.  

სახლხო დამცველის კანდიდატზე ოპოზიციაში ბევრი ადამიანი მზად იყო ​კონსენსუსისთვის, თუმცა ვერ აცდნენ NGO-ების ულტიმატუმს - პაპუაშვილი

ოპოზიციაში ბევრია ადამიანი, რომელიც იყო მზად კონსენსუსისთვის, ვერ აცდნენ იმ ულტიმატუმს, რომელიც ენჯეობის მხრიდან იყო დაყენებული, ეს არის სამწუხარო რეალობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის კანდიდატების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. "ოპოზიციაში ბევრია ადამიანი, რომელიც დიახაც, იყო მზად კონსენსუსისთვის, ვერ აცდნენ იმ ულტიმატუმს, რომელიც ენჯეოების მხრიდან იყო დაყენებული რომ ან ეს კანდიდატები, ან არაო. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ენჯეოების მხრიდან იყო დაყენებული, რომ ან ეს კანდიდატები ან არავინ, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც აჩვენებს კრიზისს, რომელიც ენჯეოსექტორში არის. ადამიანები დახურულ კარს მიღმა კორპორატიულად იღებენ გადაწყვეტილებას, არ აქვთ არანაირი სახალხო მანდატი და უნდათ, საქართველოს პარლამენტს თავს მოახვიონ საკუთარი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.  

ასტანა მოლაპარაკებებს აწარმოებს 362 უცხოურ კომპანიასთან, რომლებიც მზად არიან, დატოვონ რუსეთის ფედერაცია

62 უცხოური კომპანია, რომლებმაც გეოპოლიტიკური ვითარების გამო რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესხებ განაცხადეს, მზად არიან, ყაზახეთი ალტერნატიულ პლატფორმად განიხილონ. ყაზახეთი, რუსეთიდან გასული 250 დასავლური კომპანიის რელოკაციაზე მუშაობს 2022 წლის მარტიდან ყაზახეთი 362 მსხვილ კომპანიასთან მათი ბიზნესის რესპუბლიკაში გადატანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.  ამის შესახებ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალმას აიდაროვმა. ყაზახეთი უცხოელი ბიზნესმენებისთვის „საინვესტიციო ვიზას“ შემოიღებს „რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ მოქმედებების დაწყებისა და სანქციების გამოცხადების დღიდან ჩვენ გამოვავლინეთ 362 კომპანია, რომლებმაც ღია წყაროებით განაცხადეს, რომ ტოვებენ ან ამცირებენ თავიანთ საქმიანობას რუსეთის ბაზარზე. 362-ვე არის უცხოური კომპანია, რომლებიც მუშაობენ რუსეთში და წარმოადგინეს ინტერესი. მარტიდან ჩვენ მივმართეთ ამ ბრენდების მშობელ კომპანიებს ყაზახეთში გადასვლის წინადადებით. დღემდე 62-მა კომპანიამ გაგვცა დადებითი პასუხი, რომ მზად არიან განიხილონ ყაზახეთი, როგორც ალტერნატიული პლათფორმა", - აღნიშნა ალმას აიდაროვმა. მინისტრის მოადგილემ დააზუსტა, რომ 62 კომპანიიდან 21-მა პროექტი უკვე გადატანა ყაზახეთში. მათ შორისაა ავსტრალიური კომპანია Fortescue, ამერიკული Honeywell, რომელიც აწარმოებს ელექტრონულ კონტროლისა და ავტომატიზაციის სისტემებს, TikTok-მა ასევე გახსნა რეგიონალური ოფისი ყაზახეთში, inDriver-მა თავისი ოფისი ყაზახეთში გადაიტანა, ფრანგულმა Alstom-მა სერვის ცენტრები ყაზახეთში გახსნა. აიდაროვმა აღნიშნა, რომ მიზნობრივი კომპანიების სია იზრდება: „ზოგიერთი მათგანი მაშინვე უარს ამბობს ან ამბობს, რომ მოვლენებს თვალყურს ადევნებს“.  

იმედია, სააკაშვილს ესმის, რომ იარაღად არის ქცეული თანაგუნდელების ხელში - წულუკიანი

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნა, რაიმე ტიპის გართულება ან კიდევ მისი პატიმრობა, პირველ რიგში შედის მისივე თანაგუნდელების ინტერესშია. „იმედი გამოვთქვი და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ამ იმედს, რომ სააკაშვილს ეს თავად ესმის. ესმის, რომ ის იარაღად არის ქცეული საკუთარი თანაგუნდელების ხელში, რომლებსაც სასო აქვთ წარკვეთილი, ვინაიდან, ვერანაირი მეთოდით პოლიტიკურ ასპარეზზე ვერ აღწევენ წარმატებას და ერთადერთი იმედი რაც დარჩენიათ, არის ის, რომ როგორმე სააკაშვილის მდგომარეობა გართულდეს. ამის იმედი აქვთ, ყველანაირ მეთოდს იყენებენ ამისთვის და სააკაშვილიც გარკვეული ტრიუკებით თუ მანიპულაციებით ამაში ეხმარება თავისივე თავის საზიანოდ. არადა, ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ მან ყველა გაგებით საკუთარი თავის დაზიანება შეწყვიტოს და ყველა დაუბრუნდეს იმ ნორმალურ ჩარჩოს საქმიანობისა და ერთმანეთთან ურთიერთობის, რაც არის კანონითა და პოლიტიკური თამაშის, ნორმალური პოლიტიკური თამაშის წესებით გათვალისწინებული. ვერანაირი რადიკალიზმი და მით უმეტეს ამგვარი მისწრაფებები საქართველოში პოლიტიკურ ასპარეზზე ვერც არეულობას მოიტანს და ვერც მით უმეტეს მათთვის შედეგს. ამიტომ, ნიკა მელიას ეს ხმამაღალი განაცხადებები ვიცით უკვე, მრავალჯერ ვნახეთ ეს ფილმი და კინო, რომ წინასწარ არის განსაზღვრული წარუმატებლობისთვის განწირული“, – განაცხადა წულუკიანმა. რა წერია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილთან დაკავშირებით ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მოპყრობის თაობაზე გამოძიება დაწყებულია. „მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ მალხაზ ურთმელიძე წარმოადგენს პენიტენციურ სამსახურს. მე ვფიქრობ, რომ აცილების თაობაზე შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. მას თავისი პოზიცია ისედაც ექნება დასაფიქსირებელი როგორც წარმომადგენელს და თუ მონაწილეობდა რაიმე პროცედურაში ან რაიმე ფორმით დამატებით ინფორმაცია აქვს, ეს ვალდებულება მას არ მოეხსნება, ეს კითხვები დაესმება და მოვუსმენთ“, - განაცხადა მოსამართლემ.  

კულება: ბაიდენის გადაწყვეტილება სხვა მოკავშირეებს უხსნის გზას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდოს, მოკავშირეებს მსგავსი ნაბიჯებისკენ გზას უხსნის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა Twitter-ზე დაწერა. „მახსოვს, რომ ისინი (მოკავშირეები) მაშინ სკეპტიკურად უყურებდნენ ამ საკითხს, მაგრამ გვჯეროდა და ვმუშაობდით ყველა დონეზე. მახსოვს, როგორ დავაყენე ეს საკითხი 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოლაპარაკებებზე. ომის პირველივე დღეებში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, მე ერმაკმა და [უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსიი] რეზნიკოვმა კვლავ დავარწმუნეთ ამერიკელი პარტნიორები, რომ გვჭირდებოდა „პატრიორები“. უკვე ნოემბრის ბოლოს, ეს საუბარი კვლავ გავააქტიურეთ. კერძოდ, როცა NATO-ს მინისტერიალზე ვიყავი, გულწრფელად ვთქვი, რომ ჩამოვედი ტრანსფორმატორებისა და „პატრიოტებისთვის“, - განაცხადა კულებამ. ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის თავდაცვის სისტემებს გადასცემს.  

აზერბაიჯანი, საქართველოსა და ყაზახეთში რეგისტრირებული მანქანების მძღოლებს „მწვანე ბარათებს“ მიჰყიდის

აზერბაიჯანის სავალდებულო დაზღვევის ბიურომ (ISB) ბიუროების საერთაშორისო საბჭოსთან მიაღწია შეთანხმებას, რომ ადგილობრივმა სადაზღვევო კომპანიებმა საქართველოსა და ყაზახეთში რეგისტრირებული მანქანების მძღოლებს „მწვანე ბარათები“ მიჰყიდონ.  ინფორმაციას ISB ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ISB-მა ამის შესახებ ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა ბიუროების საერთაშორისო საბჭოს. შეთანხმების მიხედვით, მომავალი წლის პირველი იანვრიდან აზერბაიჯანელი მზღვეველები ამ ქვეყნებიდან ჩამოსული მანქანების მფლობელებს „მწვანე ბარათის“ სადაზღვევო სერთიფიკატებს მიჰყიდიან. „მოსალოდნელია, რომ ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიები დიდ სარგებელს მიიღებენ ამ საქმიანობიდან, რომელიც „მომსახურების ექსპორტის“ კატეგორიას მიეკუთვნება“,- წერს მედია. „მწვანე ბარათი“ არის ავტომობილის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის საერთაშორისო სისტემის სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ საზღვარგარეთ მიმავალი ავტომობილის მფლობელს აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა მესამე პირების მიმართ.  

აშშ-მ უკრაინას დამატებით, 374 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო

შეერთებულმა შტატებმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, უკრაინას დამატებით, 374 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ამის შესახებ USAID იუწყება. „პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, 374 მილიონ დოლარზე მეტი დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო, უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის მიერ წარმოებული ომით გამოწვეული მიმდინარე საჭიროებების საპასუხოდ“, - აცხადებენ სააგენტოში. მისივე თანახმად, ეს დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდს ემთხვევა, რადგან რუსეთის განგრძობითმა თავდასხმებმა სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მკაცრი ზამთრის პერიოდში მრავალი დასახლება უსაფრთხო თავშესაფრის, საკვების, სუფთა წყლისა და სანიტარული სისტემის გარეშე დატოვა. თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, აშშ-ის მთავრობამ უკრაინას 1,9 მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გამოიყო.  

პარლამენტმა ცესკოს ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია

პარლამენტმა ვერც ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები აირჩია. მათ ასარჩევად 100-ხმიანი კვორუმი იყო საჭირო, თუმცა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულმა კანდიდატებმა პარლამენტისგან ნულოვანი მხარდაჭერა მიიღეს. პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. თავმჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. 150-წევრიან პარლამენტში, დღევანდელი მოცემულობით, 141 დეპუტატია დარჩენილი. 22 დეკემბერს ჩატარებული კენჭისყრის შედეგები: თამარ ალფაიძე: მომხრე - 0, წინააღმდეგი - 0. რევაზ ეგაძე: მომხრე - 1, წინააღმდეგი - 0. საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს გიორგი კალანდარიშვილი, რომლის კანდიდატურაც საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს აღარ წარუდგინა.  

არ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსი - წულუკიანი

ვინ იქნება სახალხო დამცველი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ეს უნდა იყოს პირველ რიგში მიუკერძოებელი ადამიანი, ნეიტრალური და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ყველას სახალხო დამცველი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. პარლამენტმა ცესკოს ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია „გვჭირდება ის სახალხო დამცველი, რომელიც ნამდვილად არის ყველას სახალხო დამცველი, რომ მას არ მოერიდება დაიცვას საქართველოს სოფლებში მცხოვრებელი თითოეული მოქალაქის უფლებები. ვინც არ უნდა იყოს ის, რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს. ასევე დასრულებული დიდი ქალაქებით და გაგრძელებული პატიმრებით. ჩვენ არ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება ორი ან სამი კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსი პატიმრის უფლებების დამცველი. ჩვენ გვჭირდება სახალხო დამცველი, ვინც ყველას უფლებებს დაიცავს. ასეთი კანდიდატია მოსაძებნი. შესაბამისად, ის, ვისაც ოპოზიცია უჭერს მხარს, ზოგიერთი მათგანი არის მხარდაჭერილი, რადგან იმედი აქვთ, რომ მხოლოდ მათ უფლებებს დაიცავს. ჩვენ კი გვჭირდება სრულიად სხვა მასშტაბისა და სხვა მიდგომების კანდიდატი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.  

პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსი ირპენს ეწვია

პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი რაჟმუნდ ანდჟეიჩაკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ვალერი ზალუჟნიის შეხვედრის შემდეგ, კიევის რეგიონში, ირპენსა და ჰოსტომელს ეწვია. შესაბამისი განცხადება პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Twitter-ზე გაავრცელა. „კიევში გამართულ შეხვედრაზე გენერლებმა ასევე განიხილეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებები მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით, რაც გადამწყვეტია უკრაინის რეზერვების შესავსებად და თავდაცვის შესაძლებლობების შესანარჩუნებლად. მხარეებმა ასევე განიხილეს სამხედრო მომზადების კუთხით მხარდაჭერის გაძლიერების საკითხი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  ანჯეიჩაკი ირპინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და ჰოსტომელის საჰაერო ბაზა მოინახულა.

რუსეთში, ერთადერთ ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვს“ ცეცხლი მეორედ გაუჩნდა

რუსეთის ქალაქ მურმანსკში ავიამზიდს „ადმირალ კუზნეცოვს“ ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ხანძარი ლიკვიდირებულია. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის", - თქვა გემთმშენებლობის კორპორაციის ხელმძღვანელმა. „ადმირალი კუზნეცოვი“ ერთადერთი ავიამზიდია რუსეთის საზღვაო ძალებში, რომელიც ექსპლუატაციაში სსრკ-ს დროს შევიდა. მისი მშენებლობა 80-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. რუსული ავიამზიდი რამდენიმე წელია, რემონტზეა. 2018 წელს კრეისერს ამწე დაეცა, რის შედეგადაც გემზე 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და ერთი მექანიკოსიც დაიღუპა. 2019 წელს კრეისერზე დაგროვილი ნარჩენების გამო ფართომასშტაბიანი ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.   

ვიოლა ფონ კრამონი: ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის კეთილდღეობა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა

ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის კეთილდღეობა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ ევროდეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო „ბოლოს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, ჯანმრთელი ადამიანი იყო. ახლა ის ასე გამოიყურება, მას შემდეგ, რაც წელიწადზე მეტი გაატარა საქართველოს ციხეში. ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის კეთილდღეობა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერის“ გვერდზე. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

სტოლტენბერგი შესაძლოა, IMF-ის ხელმძღვანელი გახდეს

NATO-ს ამჟამინდელი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შესაძლოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ხელმძღვანელი გახდეს, იუწყება TV2. არხის ცნობით, სტოლტენბერგი ახალ თანამდებობაზე დანიშვნა შეიძლება, ალიანსის ხელმძღვანელის ვადის ამოწურვის შემდეგ, უფრო კონკრეტულად, 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე დაინიშნოს. მანამდე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის მანდატის გაგრძელებაზე. სტოლტენბერგის თქმით, ის თავის ამჟამინდელ მოვალეობებზეა ორიენტირებული. სტოლტენბერგი, რომელიც NATO-ს გენერალური მდივანია 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან, დარწმუნებულია, რომ ალიანსის ქვეყნები შეძლებენ მისთვის ღირსეული შემცვლელის პოვნას.

The Jerusalem Post: ისრაელმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე მთავრობა ჩამოაყალიბა

ისრაელის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ქვეყნის მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირების შესახებ, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგის მიერ დადგენილ ვადამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოაცხადა. ამის შესახებ Jerusalem Post-ი წერს. „გასულ არჩევნებში მიღებული უზარმაზარი საზოგადოების მხარდაჭერის წყალობით, მე შევძელი შემექმნა მთავრობა, რომელიც იმუშავებს ისრაელის ყველა მოქალაქის სასარგებლოდ“, - დაწერა ნეთანიაჰუმ ტვიტერზე. გაზეთის ცნობით, ახალ მთავრობაში შედიან ისეთი პარტიებისა და კოალიციების წარმომადგენლები, როგორებიცაა „ლიკუდი“, „რელიგიური სიონიზმი“, „შასი“, „იაჰადუტ ჰა-ტორა“, „ოცმა იეჰუდიტი“ და „ნოამი“. „ამრიგად, ახალი მთავრობა, იქნება ყველაზე მემარჯვენე ისრაელის ისტორიაში“,- აღნიშნავს BBC. ვარაუდობენ, რომ მომავალ კვირას ისრაელის პარლამენტის სხდომა გაიმართება, სადაც ახალი მთავრობის ძირითადი პრინციპები გახდება ცნობილი და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დასახელდება. ამის შემდეგ უნდა მოხდეს კენჭისყრა და თუ პარლამენტი ახალ მთავრობას დაამტკიცებს, ის ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას. „ლიკუდის“ ლიდერი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მთავრობას 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან პრემიერ-მინისტრის პოსტი 2021 წელს დატოვა. 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში ნეთანიაჰუმ გაიმარჯვა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში წინა მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ. მომავალ პრემიერ-მინისტრს ახალი მთავრობა 11 დეკემბრისთვის უნდა ჩამოეყალიბებინა, თუმცა, როდესაც მან ეს ვადა ვერ დაიცვა, ქვეყნის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა მას კიდევ ათი დღე მისცა. ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად, თუ კანდიდატი ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას დადგენილ ვადაში, პრეზიდენტს შეუძლია ეს დავალება სხვა კანდიდატს მიანდოს.  

პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია

რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა  სახალხო დამცველის კანდიდატებიდან თითოეულს უყარა კენჭი, თუმცა ხმების საჭირო რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, თითოეულ წარდგენილ კანდიდატთან  დაკავშირებით გაიმართა საკომიტეტო მოსმენები. თუმცა ფრაქციები კანდიდატურებზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც სახალხო დამცველის არჩევა მიმდინარე წელს  ვერ მოხერხდა. ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატები იყვნენ: ანა აბაშიძე,  მარიკა არევაძე, გიორგი ბურჯანაძე , ლელა გაფრინდაშვილი,  სოფიო დემეტრაშვილი,  თინათინ ერქვანია, ევგენია თავაძე, ალექსანდრე კობაიძე, ლევან კოკორაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, სერგო მახარაძე, მაკა მინდიაშვილი, ჯემალ ნათელაშვილი, ნიკოლოზ ნიკოლაძე, ქეთევან ჩაჩავა, გიორგი ცობეხია, იაგო ხვიჩია, ნაზი ჯანეზაშვილი. სახალხო დამცველი სახელობით კენჭისყრაზე 90 ხმით აირჩევა. მმართველ პარტიას ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს და მას კანდიდატის მხარდასაჭერად ოპოზიციასთან შეთანხმება სჭირდება. ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. ომბუდსმენის მოვალეობას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს.  

კულტურის სამინისტრო სამოყვარულო და სახალხო დასებისთვის „სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს“ აფუძნებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ქალაქ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია „სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს“ უყრიან საფუძველს, – ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. ბრიფინგს ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, რომელმაც ამ ინიციატივით სამინისტროს რამდენიმე ხნის წინ მიმართა. თეატრალური ფესტივალი სიღნაღში ყოველწლიურად ივნისის თვის ბოლოს ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება. ფესტივალი სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და კერძო დონორების ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდება. ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ფესტივალის მიზანია ქვეყანაში იმ სამოყვარულო ან სახალხო დასების მხარდაჭერა და ქართულ თეატრალურ სამყაროსთან ინტეგრაცია, რომელთაც დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი არ აქვთ; საქართველოში თეატრალური პროცესების წახალისება და ხელშეწყობა; სიღნაღის კულტურულ-შემოქმედებითი მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია. ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ: საქართველოში მოქმედ სამოყვარულო ან სახალხო (მათ შორის, კულტურის სახლებთან არსებული) დასებს; იმ სახელმწიფო და კერძო სამართლებრივი სტატუსის მქონე პროფესიულ თეატრებს, რომელთაც აქვთ/ექნებათ სამოყვარულო/სახალხო დასებთან/თეატრებთან ისეთი ერთობლივი ნამუშევარი, სადაც ყველა სუბიექტი თანაბრად არის წარმოდგენილი ან წამყვანი სამოყვარულო/სახალხო თეატრი/დასია. ამასთან, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო „სიღნაღის თეატრალური ფესტივალისთვის“ აწესებს პრემიებს შემდეგ ნომინაციებში: 1. საუკეთესო სპექტაკლი – გრან-პრი; 2. საუკეთესო რეჟისურა; 3. საუკეთესო სცენოგრაფია; 4. საუკეთესო მუსიკალური გაფორმება; 5. საუკეთესო მსახიობი, მათ შორის ეპიზოდური როლის შემსრულებელი (მამაკაცი); 6. საუკეთესო მსახიობი, მათ შორის ეპიზოდური როლის შემსრულებელი (ქალი); ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს დამფუძნებლები უახლოეს პერიოდში შეარჩევენ. როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს ხუთკაციანი ჟიური (ორი პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სამი თეატრის კრიტიკოსი), რომელსაც, სიღნაღის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, ამტკიცებს სამინისტრო. გამარჯვებულების შესახებ გადაწყვეტილებას ჟიური იღებს ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით.  

2023 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიუჯეტი 17,2%-ით იზრდება

2023 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიუჯეტი 17,2%-ით იზრდება და განვლილი წლების მსგავსად, მიმართული იქნება დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვა/აღდგენისკენ.  „დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების დაცვისა და აღდგენის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. 2023 წელს, მინიმუმ 8 დაცულ ტერიტორიაზე დაგეგმილია ტყეების სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები, აგრეთვე, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დაგეგმილია არსებული ტყის ინვენტარიზაცია. დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხანძრების პრევენციის მიზნით, ახორციელებს სხვადასხვა ტერიტორიის აღჭურვას ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით. მიმდინარე წელს, ყველაზე მაღალი რისკის მქონე ტერიტორიების აღჭურვა უკვე მოხდა, აღნიშნული გაგრძელდება მომდევნო წელსაც და, დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში, სხვადასხვა დაცული ტერიტორიისთვის ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი იქნება შეძენილი. 2022 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ტყის ინვენტარიზაცია განახორციელა თეთრიწყაროს, ახალქალაქისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ჯამში, 33 665 ჰექტარ ფართობზე, ასევე, ერუშეთის ეროვნულ პარკსა და თეთრობის აღკვეთილში. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის, ლაგოდეხის აღკვეთილის, ალგეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის შემუშავდა და დამტკიცდა ტყის მართვის გეგმები, რაც დაეხმარება სამომავლოდ სააგენტოს, განახორციელოს ტყის მდგრადი მართვა სამიზნე მუნიციპალიტეტებში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაძლიერების მიზნით, სააგენტომ ყველა დაცული ტერიტორიისთვის 294 ცალი ფოტოხაფანგი შეიძინა“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი - კობახიძე

ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება განსაკუთრებული ფასი, რადგან მისი ხელისუფლება ჩართული იყო სააკაშვილის გამოგზავნაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს მოწოდებას. „თვითონ სანდუს, თუ არ ვცდები, ჰყავს მოლდოვის მე-6 პრეზიდენტი პატიმრობაში. რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნების კონტეინერებით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, რადგან მისი ხელისუფლება იყო პირდაპირ ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში. სანდუმ კი უნდა მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს, რომელიც დღემდე პატიმრობაშია“, - განაცხადა კობახიძემ. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ხერსონში, დეოკუპაციის შემდეგ კიდევ ერთი სამარხი იპოვეს

ხერსონის გეოლოგთა დასახლების სასაფლაოზე, დამპყრობლებისგან განთავისუფლების შემდეგ, კიდევ 36 საფლავი აღმოაჩინეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი იენინმა განაცხადა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური. მან აღნიშნა, რომ ადრე ხერსონის რაიონის სოფელ პრავდანოში აღმოაჩინეს რამდენიმე ადამიანის სამარხი წამების ნიშნებით და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. აღმოჩენილი ცხედრები ამოღებულია და ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.