ძებნის რეზულტატი:
რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებულ პერსონალურ სანქციებს, კიდევ რვა ევროპული ქვეყანა შეუერთდა
ევროკავშირის წევრების გარდა, კიდევ რვა ევროპული ქვეყანა შეუერთდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით ბლოკის მიერ შემოღებულ კონკრეტულ პერსონალური სანქციებს, რომლებიც 2022 წლის სექტემბერში გაგრძელდა. საბჭოს გადაწყვეტილებას უერთდებიან წევრობის კანდიდატი ქვეყნები - ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნები და ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია. ევროკავშირმა აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების გადაწყვეტილებას „მიესალმება“. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 14 სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სანქციები 1 206 ფიზიკურ და 108 იურიდიულ პირთან მიმართებით, სანქციები კიდევ 6 თვით გახნგრძლივდა. ამრიგად, სანქციები ძალაში 2023 წლის 15 მარტამდე რჩება.
არახამიამ გაათავისუფლა მოადგილე, რომელმაც ომის დროს კიევში ძვირადღირებული სახლი იყიდა
უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა მოადგილე პაველ ხალიმონი, რომელმაც, ომის მიმდინარეობისას, კიევში ძვირადღირებული კერძო სახლი შეიძინა. ამის შესახებ მან ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა. კორუმპირებულ ჩინოვნიკებს გაზაფხულიდან აქტიურად ჩავსვამთ ციხეში - არახამია „თუ სახალხო დეპუტატი ხარ და ზედმეტი რამდენიმე მილიონი გრივნა გაქვს, შენს ქვეყანას უნდა დაეხმარო. ეს შენი მოვალეობაა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს ქცევა ჩვენს ღირებულებებსა და ხედვას, იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს სახალხო დეპუტატმა ომის დროს, ეთიკურად ეწინააღმდეგება. ამიტომაც, ჩვენი ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ ხალიმონი თანამდებობიდან გათავისუფლდება", - დაწერა არახამიამ და სამართალდამცველებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე, ვასილი ლოზინსკი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლოზინსკი გენერატორების შეძენის საქმეზე 400 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული. მედია ანტიკორუფციული ბიუროზე დაყრდნობით წერს, რომ ზაფხულში უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 1,68 მილიარდი გრივნა გამოყო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის. გამოძიების თანახმად, ცენტრალური და რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების ნაწილმა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილის მითვისებისთვის შეიმუშავა სქემა. კერძოდ, ისინი ფარულად გაურიგდნენ მეწარმეებს და 280 მილიონი გრივნას ოდენობის კონტრაქტი გააფორმეს. სანაცვლოდ კი დიდი ოდენობის თანხა მიიღეს. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი.
ზელენსკიმ საჯარო მოხელეებს საზღვარგარეთ შვებულების გატარება აუკრძალა და საკადრო ცვლილებები დააანონსა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭომ მიიღო "პრინციპული" გადაწყვეტილება და მთავრობის წარმომადგენლებს - ადგილობრივ დეპუტატებს, უშიშროების თანამშრომლებს - საზღვარგარეთ შვებულების გატარების უფლება არ ექნებათ. „ოფიცრები ვეღარ შეძლებენ საზღვარგარეთ გამგზავრებას შვებულებაში ან სხვა არასახელმწიფო მიზნებისთვის“, - თქვა ზელენსკიმ. მან დასძინა, რომ უკვე არსებობს „საკადრო გადაწყვეტილებები სხვადასხვა დონის მენეჯერებთან დაკავშირებით სამინისტროებსა და ცენტრალური ხელისუფლების სხვა სტრუქტურებში, რეგიონებსა და სამართალდამცავ სისტემაში“. ზელენსკიმ სახელები არ დაასახელა, მაგრამ უკრაინული მედია წერდა, რომ ქვეყნის გენერალური პროკურორის მოადგილე ოლექსი სიმონენკო ახალი წლის ღამეს უკრაინელი ბიზნესმენის მანქანით ესპანეთში შვებულებაში გაემგზავრა. გამოცემა UNIAN წერს, რომ მას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა უკვე მოსთხოვეს. Ukrayinska Pravda, თავის წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ რეგიონების კურატორი, პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო და რამდენიმე რეგიონის ხელმძღვანელი თანამდებობას დატოვებს. მათი გადადგომის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
კალიფორნიაში სროლის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა
კალიფორნიის სასოფლო-სამეურნეო რეგიონში მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი, 67 წლის ჟაო ჩუნლი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, სროლა ორ ლოკაციაზე, სოკოს ფერმასა და გადამზიდ კომპანიაში, სან-ფრანცისკოს სამხრეთით დაახლოებით 30 მილის დაშორებით მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ფერმაში და სამი კი, გადამზიდ კომპანიაში დაიღუპა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
რუსეთის ძალებმა ქალაქი ჩასივ-იარი დაბომბეს
რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ჩასივ-იარი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა ორი. "დაზიანებულია, სულ მცირე, ცხრა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ქსელების დაზიანების გამო მიკრორაიონში შეწყდა გაზისა და დენის მიწოდება", - განაცხადა დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ელჩი პეტერ ფიშერი: თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ეს არის ის, რასაც საქართველოში ვაკვირდებით
კანონის უზენაესობა, ასევე, ძალაუფლების განაწილება ფუნდამენტურია. ერთ-ერთი რეკომენდაციაა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე, დეოლიგარქიზაცია, რაც სხვადასხვა სექტორზე ინდივიდების გადაჭარბებულ გავლენას გამორიცხავს. კიდევ ერთი რეკომენდაციაა დეპოლარიზაცია. პლურალისტური, მდგრადი დემოკრატია გარკვეული მიზნების გარშემო საზოგადოებაში კონსენსუსს მოითხოვს. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. „12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი პროგრესის მოლოდინი გვაქვს. 2023 წელი უდიდესი შესაძლებლობების წელია, როგორც თქვენთვის, ისე ჩვენთვის. 2023 არის წელი, როდესაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლია. ეს არის უზარმაზარი ისტორიული შესაძლებლობა. გერმანიისთვის უდიდესი წარმატებაა, რომ ევროკავშირის ნაწილია. ეს ჩვენი სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველია. ევროკავშირის ყველა შემდგომი გაფართოება სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანია ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდეს. საქართველოს სურს, შემოგვიერთდეს, შესაძლებლობები კი, ახლა თქვენს ხელშია. ქვეყანას, რომელსაც გაწევრიანება სურს, ევროკავშირის მიზნებსა და ფასეულობებს უნდა იზიარებდეს. 12 რეკომენდაციის მთავარი სულისკვეთებაა, აჩვენოთ, რომ ამ მიზნებსა და ღირებულებებს იზიარებთ. ფუნდამენტურია და მთავარი მიზანია, რომ იყოთ მდგრადი, პლურალისტური დემოკრატია, რომელიც არის ძლიერი. პლურალისტური კი, ნიშნავს, რომ საზოგადოების ყველა წარმომადგენელი, თითოეული ინდივიდი სარგებლობს უფლებით და შეუძლია ამ უფლების გამოხატვა, მონაწილეობს დემოკრატიის ფუნქციონირებაში და შეუძლია, დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი იყოს.. ამრიგად, 12 პრიორიტეტის შესრულება ნიშნავს, რომ თქვენ იზიარებთ ევროკავშირის ღირებულებებს და ამიტომაც გსურთ წევრობა. ჩვენ გვსურს ამის დანახვა, რადგან ჩვენ ვართ მიზნებისა და ღირებულებების კლუბი და გვსურს, თანამოაზრეების კლუბი ვიყოთ. კანონის უზენაესობა, ასევე, ძალაუფლების განაწილება ფუნდამენტურია. ერთ-ერთი რეკომენდაციაა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე, დეოლიგარქიზაცია, რაც სხვადასხვა სექტორზე ინდივიდების გადაჭარბებულ გავლენას გამორიცხავს. კიდევ ერთი რეკომენდაციაა დეპოლარიზაცია. პლურალისტური, მდგრადი დემოკრატია გარკვეული მიზნების გარშემო საზოგადოებაში კონსენსუსს მოითხოვს. თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, ეს არის ის, რასაც ვაკვირდებით საქართველოში. სამწუხაროდ, დღეს ამას ბევრ ქვეყანაში ვაკვირდებით, სადაც ხალხი ვერაფერზე, ფაქტებზეც კი ვერ თანხმდება, ყველაფერი სადავოა... ეს არ არის ჯანსაღი გარემო დემოკრატიისთვის. ამრიგად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით პროგრესს დავინახავთ და სწორედ ამას ვაკვირდებით“, - განაცხადა ელჩმა.
პროკურატურის ცნობით, დააკავეს პირი, რომელიც 10 ადამიანს ფულის სანაცვლოდ უნივერსიტეტში ჩარიცხვას დაჰპირდა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, ფულადი თანხების - 3000 - 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეეძლო. ასევე,უწყების ცნობით, ბრალდებული სარგებლობდა რა დაზარალებულების ნდობით, ატყუებდა მათ, თითქოს არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, მას სტუდენტებისთვის თბილისში ბინების მინიმალურ ფასად, დაახლოებით, 7 000-11 000 ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო. „ბრალდებული აღნიშნული სქემის გამოყენებით, 10 დაზარალებულის ფულად თანხას - ჯამში 119 030 ლარს მოტყუებით დაეუფლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 21 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და დიდი ოდენობით; 10 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მან შესაბამისი ფოტო Telegram-ზე გამოაქვეყნა. მას ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია. „მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის და ყოველდღე და ყოველ წუთს კარგი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის“, - წერს ტიმოშენკო. ზელენსკიმ საჯარო მოხელეებს საზღვარგარეთ შვებულების გატარება აუკრძალა და საკადრო ცვლილებები დააანონსა კირილო ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილედ 2019 წლის მაისში დაინიშნა.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის წლისთავზე, სტამბულში სამიტი გაიმართება
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, თურქეთში დიდი ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ თურქეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნიკოლაუს მეიერ-ლანდრუტმა განაცხადა. მისი თქმით, განიხილება ომის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები. ღონისძიებაზე მიიწვევენ უკრაინის ოფიციალური პირებსაც. „ეს ასევე იქნება უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვის საშუალება. გასულ წელს, 24 თებერვალს, რუსული აგრესიის დაწყება იყო გადამწყვეტი მომენტი ევროპის ისტორიაში. ჩვენ გვაქვს ომი ჩვენს კონტინენტზე, სასტიკი დიდი ომი, ომი, რომელსაც შედეგები აქვს ევროპის კონტინენტის მიღმა“, - განაცხადა მაიერ-ლანდრუტმა. უკრაინას თებერვლის ბოლოს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 10-პუნქტიანი სამშვიდობო ფორმულის შესახებ სამიტის ჩატარება სურს. სამიტი შესაძლოა, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
გერმანული კონცერნი „რაინმეტალი“ აცხადებს, რომ შეუძლია, უკრაინას Leopard 1-ისა და Leopard 2-ის ტიპის 139 ტანკი გადასცეს
გერმანული სამხედრო-სამრეწველო კონცერნი „რაინმეტალი“ აცხადებს, რომ გერმანიის მთავრობის მიერ ნებართვის გაცემის შემთხვევაში, შეუძლია, უკრაინას Leopard 1-ისა და Leopard 2-ის ტიპის 139 ტანკი გადასცეს, რომელთაგან დაახლოებით 50 თანამედროვე Leoprad 2 იქნება. ჯანმომ უკრაინას, სასწრაფო დახმარების 26 ავტომანქანა გადასცა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო მინისტრები გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინას Leopard-ის ტანკები დაუყოვნებლივ გადასცეს ამას გარდა, „რაინმეტალი“ მზად არის, უკრაინას Leopard 1-ის ტიპის 88 ტანკი გადასცეს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გერმანულ მედიას განუცხადა, კონცერნი მზად იქნება, უკრაინას Leopard 2A4-ის ტიპის 29 ტანკი მიმდინარე წლის აპრილ-მაისში გადასცეს. მატეუშ მორავეცკი: არ გამორიცხავ, რომ ვარშავამ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო ცნობისთვის, 20 იანვარს რამშტაინის სამიტზე უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდნენ.
კულება: ქუვეითმა კარგად იცის, რას ნიშნავს აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა
საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ქუვეითს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამ საკითხზე ის ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა. „მე მადლობა გადავუხადე საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ სალემ ალ-საბას ქუვეითის ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ქუვეითელმა მეგობრებმა კარგად იციან, რას ნიშნავს აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათ კარგად ესმით ჩვენი. მე მოვიწვიე ქუვეითი, რათა წვლილი შეიტანოს უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. რამდენიმე დღის წინ, ქუვეითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საერთაშორისო ძალისხმევისადმი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობას. ოფიციალური განცხადება ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრის შეიხ სალემ ალ-აბდულა ალ-ჯაბერ ალ-საბასა და უკრაინის ელჩის ქუვეითში ალექსანდრე ბალანუცას შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
აშშ-მ და ისრაელმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს - CNN
ამერიკის შეერთებულმა შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რაც მკაფიო სიგნალს უგზავნის ირანს და ხაზს უსვამს მათი ალიანსის სიძლიერეს. ამის შესახებ CNN წერს. პენტაგონის ცნობით, წვრთნაში 6500-მდე ამერიკელი და 1100-მდე ისრაელელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. Juniper Oak - ში მოიერიშე თვითმფრინავებთან, ბომბდამშენებთან და საწვავის შემავსებელი თვითმფრინავებთან ერთად, 100 ამერიკული თვითმფრინავი ჩაერთვება. წვრთნებში ისრაელის 42 თვითმფრინავი მონაწილეობს. სწავლებაში ავიამზიდ USS George H. W. Bush-ის გადამზიდავი დამრტყმელი ჯგუფი ასევე მიიღებს მონაწილეობას.
უკრაინის გენშტაბი: რუსებმა ომში 122 170 სამხედრო დაკარგეს
უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. "ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 122 170; ტანკი - 3 152; ჯავშანტექნიკა - 6 284; საარტილერიო სისტემა - 2 148; სარაკეტო სისტემა - 448; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 220; თვითმფრინავები - 289; ვერტმფრენი - 281", - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო დამატებითი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის გაძლიერებისკენ. პრემიერმა ელჩს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მისი ვიზიტის დროს გაერთიანებული საამიროების მთავრობის მხრიდან გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისა და გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას. გამოითქვა მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.
რუსეთმა, შესაძლოა, გადამწყვეტი შეტევა უახლოეს თვეებში განახორციელოს - ISW
რუსეთმა შესაძლოა გადამწყვეტი შეტევა უახლოეს თვეებში განახორციელოს, - ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ განახლებაშია ნათქვამი. ჯანმომ უკრაინას, სასწრაფო დახმარების 26 ავტომანქანა გადასცა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო მინისტრები გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინას Leopard-ის ტანკები დაუყოვნებლივ გადასცეს მათივე ცნობით, რუსები ემზადებიან შეტევისთვის 2023 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში. უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ 20 იანვარს განაცხადა, რომ 2023 წლის გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი გადამწყვეტი იქნება ომში და დაადასტურა, რომ დააფიქსირეს ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც, რუსული ჯარები ჯგუფდებიან დიდი შეტევისთვის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კრიპტო კრედიტორმა Genesis-მა გაკოტრების შესახებ გამოაცხადა
კრიპტო კრედიტორმა Genesis-მა გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა. ფირმა აშშ-ის მარეგულირებელმა (SEC) კრიპტოვალუტის უკანონო გაყიდვაში დაადანაშაულა. კომპანია ციფრული ვალუტის ჯგუფის (DCG) ნაწილია, რომელიც 200-ზე მეტ კრიპტო ბიზნესს აერთიანებს. ამ თვის დასაწყისში Genesis-მა თავისი პერსონალის 30% გაათავისუფლა და დასაქმებულები 145 თანამშრომელამდე შეამცირა.
უკრაინის გენშტაბი: უკრაინელებმა რუსული ძალების თავდასხმები 10 სხვა დასახლებასთან მოიგერიეს
უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის თავდასხმები ბახმუტთან და დონბასის კიდევ 10 სხვა დასახლებასთან მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: რუსებმა ომში 122 170 სამხედრო დაკარგეს „უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ჩერვონოპოპოვკასა და დონეცკის ოლქის ბელოგოროვკას, რაზდოლოვკას, სოლის, კრასნაია გორას, ბახმუტის, კლეშჩიევკას, ნოვობახმუტოვკას, კრასნოგოროვკას, ვოდიანოესა და მარინკას დასახლებებთან მოიგერიეს“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
„ბრედლის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველ პარტიას უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს - მედია
ბრედლის ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველი პარტია უკრაინაში აშშ-დან შედარებით უახლოეს მომავალში ჩავა. ამის შესახებ მედია პენტაგონში წყაროზე დაყრდნობით წერს. „სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტის გამოცხადებისას ჩვენ ფოკუსირებულნი ვიყავით უკრაინელებისთვის ისეთი შესაძლებლობების მიწოდებაზე, რომელიც მათ შეუძლიათ, დაუყოვნებლივ გამოიყენონ ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსის შესაცვლელად“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა „ამერიკის ხმასთან“. მისივე თქმით, რუსეთის შეტევითი ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები ბახმუტის დაცვას აგრძელებენ. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან კიევისთვის შეერთებული შტატების ჯამური სამხედრო დახმარება 26,7 მილიარდ დოლარს აღემატება.
უკრაინამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 21 ლიდერსა და მღვდელმსახურს სანქციები დაუწესა
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 21 ლიდერსა და მღვდელმსახურს, მათ შორის პატრიარქ კირილის ძმისშვილს, მიხეილ გუნდიაევს, სანქციები დაუწესა. უკრაინული მედიის ცნობით, სანქციები დაუწესდა რუსეთის 22 მოქალაქეს, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორს და გენოციდურ პოლიტიკას სულიერების საფარქვეშ. სია შემდეგ ბმულზეა ხელმისაწვდომი.
საგარეჯოში თავდასხმის დროს დაჭრილი 24 წლის ბიჭის მდგომარეობა, სტაბილურად მძიმეა - ექიმი
ერთი პაციენტი რჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი 3 პაციენტი აგრძელებს მკურნალობს. საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელია "ორის მდგომარეობა, რომელიც განაგრძობს ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობას, დამაკმაყოფილებელია, დილისათვის, ხოლო ერთი პაციენტი, რომელიც რჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე არის, თუმცა ამ ეტაპისთვის ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას, მცირედი დადებითი დინამიკით", - თქვა ექიმმა. საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. რა არის ცნობილი საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.