ძებნის რეზულტატი:

ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, NATO-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად გაწევრიანდეს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეკა ჰაავისტოს თქმით, ფინეთი აღარ გამორიცხავს, ​​რომ NATO-ში გაწევრიანების პროცესი შვედეთისგან დამოუკიდებლად დაასრულოს, რადგან სტოკჰოლმსა და ანკარას შორის დაძაბულობა სულ უფრო ღრმავდება. ერდოღანი: შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს თურქეთი მხარს დაუჭერს ამასთან, პეკა ჰაავისტომ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტია ფინეთი და შვედეთი ალიანსს ერთად შეუერთდნენ. ამავდროულად, მან აღიარა, რომ ჰელსინკმა  შესაძლოა, ალიანსში გაწევრიანების პროცესის ცალკე დასრულებაზე იფიქროს, თუ შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაცია დიდხანს გაჭიანურდება. ამასთან, პეკა ჰაავისტო აღნიშნავს, რომ „ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება ნაადრევია“. როგორც ცნობილია, მხოლოდ ორ ქვეყანას - უნგრეთსა და თურქეთს - ჯერ არ აქვს რატიფიცირებული ფინეთისა და შვედეთის განაცხადები. უნგრეთს არ აქვს კონკრეტული პირობები, თუმცა ანკარას აქვს მთელი რიგი პრეტენზიები შვედეთის მიმართ, იმის გამო, რომ ქვეყანაში თურქეთის ხელისუფლებისა და ქურთი აქტივისტების პოლიტიკური ოპონენტები არიან. ანკარა ითხოვს იმ პირების ექსტრადირებას, რომლებსაც „ტერორისტებად“ მიიჩნევს. ბოლო კვირების განმავლობაში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა შვედეთში ანტითურქული ქმედებების გამო, კერძოდ, ერთ შეკრებაზე აქტივისტებმა ერდოღანის ჩამოკიდებული ფიგურა დადეს, მეორეზე კი ყურანი დაწვეს. მაშინ ერდოღანმა ღიად განაცხადა, რომ შვედეთს, ასეთი დამოკიდებულებით, არ უნდა ჰქონდეს NATO-ში გაწევრიანებისას თურქეთის მხარდაჭერის იმედი. პეკა ჰაავისტომ აღიარა, რომ შვედეთში ანტითურქულმა პროტესტებმა NATO-ში გაწევრიანების პროცესი, ორივე ქვეყანას გაურთულა. მისი აზრით, ახლა NATO-ში გაწევრიანების პროცედურის დასრულებაზე საუბარი თურქეთის არჩევნებამდე, ანუ მაისის შუა რიცხვებამდე არარეალურია. პეკა ჰაავისტომ ასევე განაცხადა, რომ ფინეთი, შვედეთი და თურქეთი აწარმოებენ მოლაპარაკებებს. კერძოდ ახალ შეხვედრა ადრე გაზაფხულზე იგეგმება, რათა მხარეებმა შექმნილი ვითარება განიხილონ. თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. რადიკალმა საჯაროდ დაწვა მუსლიმებისთვის წმინდა წიგნი - ყურანი. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის ვიზიტი თურქეთში. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს.  სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი  

სამხედრო აგრესია და ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა მიუღებელია - გერმანიის ელჩი

მსოფლიომ გააცნობიერა, რომ რუსეთი მზადაა, თავისი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალა გამოიყენოს, რაც მიუღებელია; საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და მისი მიხედვით, დანაშაულია. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. ელჩის თქმით, ყველა, ვინც მხარს უჭერს საერთაშორისო სამართლის დაცვას, საერთაშორისო საკითხების გადაჭრას მოლაპარაკების, შეთანხმების გზით და არა თავდასხმითა და ძალის გამოყენებით, აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთისთვის ცხადი გახდეს, რომ მიუღებელია სამხედრო აგრესია და ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა. „რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობა 70-იან წლებში დავამყარეთ. უკრაინაში რუსეთის თავდასხმამდე, ნავთობისა და გაზის დიდი წილის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა. რუსეთი ამ ექსპორტს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებდა. ჩვენ კი ვპასუხობდით, რომ სრულიად დამოკიდებული არ ვათ მათზე და სხვა წყაროებიც გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ  ეს დიდი წილია და ჩვეთვის ეკონომიურია, მაგრამ ეს ასევე არის სტაბილურობის წინაპირობა რუსეთთან ურთიერთობაში. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, ჩვენ მათ ვჭირდებით, როგორც მყიდველი და ჩვენ გვჭირდება ისინი, როგორც მომწოდებლები. გერმანიამ შეცდომა დაუშვა, ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ პუტინს იგივე მიზნები არ ამოძრავებდა. მან თქვა, რომ სხვა მიზნები აქვს და ეს არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სტაბილური ურთიერთობა გერმანიასთან და დასავლეთთან. რუსული ნავთობისა და გაზის უდიდესი მყიდველები ვიყავით. პუტინმა ამ ყველაფრის იგნორირება მოახდინა უკრაინის კონტროლის მიზნის გამო. ჩვენ ვთქვით, რომ თუ ის უკრიანას დაესხმებოდა თავს, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდებოდა. მან თქვა, რომ ეს არ აინტერესებს - მე თავს დავესხმები უკრაინას და ეს უფრო მნიშვნელოვანია. ამრიგად, ჩვენ ეს გაკვეთილი ვისწავლეთ. ეს გაკვეთილი გულისხმობს რესურსების დივერსიფიკაციას და სხვა წყაროების მოძებნას მეგობრულ ქვეყნებში, ჩვენ მათ ვუწოდებთ ღირებულ პარტნიორებს, მათი პოლიტიკური სისტემა იგივეა, რაც ჩვენი. ასე რომ, გაზის იმპორტი რუსეთიდან ახლა ნულამდე დავიყვანეთ, ნავთობის ტრენდიც მკვეთრად შემცირებულია და გერმანიამ მძიმე შრომის შედეგად, ჩანაცვლების წყაროები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იპოვა. ჩვენ თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალები რეკორდულ დროში ავაშენეთ. მოვახერხეთ ის, რომ ღია ვართ ღირებული პარტნიორებისთვის, მაგალითად, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა, ნორვეგია კანადა, აშშ, მაგრამ მსოფლიოში მრავალი სხვა წყარო არსებობს. ამრიგად, ყოველთვის იფიქრეთ ბალანსზე უსაფრთხოებასა და მიწოდებას შორის, ასევე მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია და ღირებულ პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობა. ეცადეთ, იპოვოთ ეკონომიური გზა, იაფი ენერგია. რუსეთთან მიმართებით დაშვებული შეცდომის ფასს ახლა ვიხდით, ბევრად ძვირი ენერგორესურსები უნდა შევიძინოთ. ჩვენი მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი საკმაოდ გაიზარდა. ფუნდამენტურ საკითხად რჩება მდგრადობა, რომ კლიმატის გამოწვევები გადაიჭრას. ასევე, განახლებადი ენერგიისთვის საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ელექტროენერგიის ბაზარი დიდია. თუ შეგიძლიათ, რაც შეიძლება მეტი გააკეთეთ, ითანამშრომლეთ ღირებულ, დემოკრატიულ პარტნიორებთან, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენერგიას თქვენ წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ“.

არ გამოვრიცხავ, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, დასაკითხთა სიიდან 5 ან 7 ადამიანი მოიხსნას - ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მომდევნო სხდომაზე დასაკითხთა სიიდან 5 ან 7 ადამიანი მოიხსნას. ამასთან, ხაჭაპურიძის თქმით, საქმეზე 16 ექსპერტი დარჩა დასაკითხი. "11 კაცი დაიკითხა. მათი დაკითხვის შედეგად, დადგინდა, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი, დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი, კახექსია, დემენცია და სხვადასხვა დიაგნოზი, მათ შორის ხერხემლისა და ძვალ-სახსროვანი სისტემების ოპერაციის აუცილებლობა. 16 ადამიანიდან 5 ან 7 ადამიანი შეიძლება საერთოდ მოვხსნათ დასაკითხ პირთა სიიდან. მიზეზი ორი რამაა: პირველი, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვეღარ ითმენს. ამ ტემპით თუ გავყვებით თვეები დასჭირდება და მეორე - ჩვენ შემთხვევაში პრიორიტეტია სააკაშვილის სიცოცხლე", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

გერმანია NATO-ს მიერ საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებას მხარს უჭერს

გერმანია NATO-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გაძლიერებას მხარს უჭერს. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძალიან მტკიცე თანამშრომლობა გვაქვს. პირველ რიგში, გერმანია NATO-ს ნაწილია და NATO-ს საქართველოსთან,  მათ შორის NATO-ს არსებითი პაკეტის ფარგლებში ძლიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ხსენებული თანამშრომლობის მიზანი საქართველოს NAT0-ს სტანდარტებთან დაახლოებაა, როგორც სამხედრო, ისე თავდაცვის კუთხით. არსებობს ძირითადი გუნდი, რომლის ლიდერიც გერმანელი პოლკოვნიკია. NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, სამ სხვადასხვა ინიციატივაში გერმანიას წამყვანი როლი აქვს. ინჟინერია, თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობა და სამხედრო მედიცინა. რა თქმა უნდა, ტარდება სწავლებები, სადაც საქართველო NATO-სთან თანამშრომლობს და გერმანია ამის ნაწილია. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გვაქვს. გერმანიამ სერჟანტთა მომზადების სკოლის დაარსებას შეუწყო ხელი. ყოველწლიურად, ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ქართველ კოლეგებს სამხედრო საკითხების შესახებ გამოცდილებას ვუზიარებთ. ასევე, საწვრთნელი პროგრამების დროს, უფროსი ოფიცრები და არამარტო, გერმანიაში გადიან სწავლებას. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ აღჭურვილობის მიმართულებით. გერმანია საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო აღჭურვილობას აწვდის“, - აღნიშნავს პიტერ ფიშერი. მისივე თქმით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახლა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ელჩის შეფასებით, მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა, რომ რუსეთი მზადაა, თავისი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალა გამოიყენოს და ყველა, ვინც მხარს უჭერს საერთაშორისო სამართლის დაცვას, აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთისთვის ცხადი გახდეს, რომ მიუღებელია სამხედრო აგრესია და ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა. „ჩვენ NATO-ს წევრები ვართ და გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ალიანსი იღებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ. NATO პირველ რიგში თავდაცვითი ორგანიზაციაა და ამასთანავე, ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოებისთვის არიან მნიშვნელოვანნი. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას (თანამშრომლობის გაძლიერებას, რედ.)“, - აღნიშნავს გერმანიის ელჩი Europetime-თან ინტერვიუში. ალექსანდრე ვინიკოვი: ახლა მნიშვნელოვანია, საქართველო NATO-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნაზე კონცეტრირდეს  

კანდიდატის სტატუსი: გერმანია ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობის საკითხს აკვირდება

საქართველოს მიერ შესასრულებელი კრიტერიუმების ნუსხა გაიზრდება, თუ ის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. რაც უფრო უახლოვდებით ევროკავშირს და როგორც კი კანდიდატი გახდებით, დაიწყებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წევრობის ბევრ დეტალთან დაკავშირებით. მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ შენ ეთანხმები მიზნებსა და ღირებულებებს, მაგრამ ჩვენ ასევე ვაკვირდებით ევროკავშირის პოლიტიკასთან და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის საკითხს... 12 პრიორიტეტის შესრულება ნიშნავს, რომ თქვენ იზიარებთ ევროკავშირის ღირებულებებს და ამიტომაც გსურთ წევრობა. ჩვენ გვსურს ამის დანახვა, რადგან ჩვენ ვართ მიზნებისა და ღირებულებების კლუბი და გვსურს, თანამოაზრეების კლუბი ვიყოთ. კანონის უზენაესობა, ასევე, ძალაუფლების განაწილება ფუნდამენტურია. ერთ-ერთი რეკომენდაციაა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე, დეოლიგარქიზაცია, რაც სხვადასხვა სექტორზე ინდივიდების გადაჭარბებულ გავლენას გამორიცხავს. კიდევ ერთი რეკომენდაციაა დეპოლარიზაცია. პლურალისტური, მდგრადი დემოკრატია გარკვეული მიზნების გარშემო საზოგადოებაში კონსენსუსს მოითხოვს. თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, ეს არის ის, რასაც ვაკვირდებით საქართველოში. სამწუხაროდ, დღეს ამას ბევრ ქვეყანაში ვაკვირდებით, სადაც ხალხი ვერაფერზე, ფაქტებზეც კი ვერ თანხმდება, ყველაფერი სადავოა... ეს არ არის ჯანსაღი გარემო დემოკრატიისთვის. ამრიგად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით პროგრესს დავინახავთ და სწორედ ამას ვაკვირდებით“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან ინტერვიუში. მისივე თქმით, თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.  

ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) რეგიონულ დირექტორს, შეინ როზენტალს, ADB-ის მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დირექტორს, ბრიუს დანისა და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. ADB აპირებს განაახლოს 2009 წლის უსაფრთხოების პოლიტიკის დებულება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ADB-ის 2030 წლის სტრატეგიასთან და მისი ოპერაციული პრიორიტეტების გეგმებთან. შეხვედრის მიზანია, დაინტერესებული მხარეები გააცნონ განახლებული პოლიტიკის მიდგომებსა და მიმართულებებს, რათა ბანკის წევრმა ყველა ქვეყანამ შეძლოს უფრო ეფექტური მონაწილეობის მიღება განხილვის პროცესში. უსაფრთხოების პოლიტიკის დებულება მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: გარემოსდაცვითი და სოციალური რისკებისა და ზემოქმედებების შეფასება და მართვა, შრომისა და სამუშაო პირობები, დაბინძურების პრევენცია და რესურსების ეფექტიანობა, ჯანდაცვა და უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, კულტურული მემკვიდრეობა და სხვა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ყველა ამ მიმართულებით საქართველო მზადაა აქტიური თანამშრომლობისა და პოზიციების შეჯერებისთვის.  

ითანამშრომლეთ ღირებულ პარტნიორებთან, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენერგიას პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ - ელჩი ფიშერი

„რაც შეიძლება მეტი გააკეთეთ, ითანამშრომლეთ ღირებულ, დემოკრატიულ პარტნიორებთან, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენერგიას თქვენ წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ“, ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა, ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ენერგეტიკის სფეროში თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ზოგადად, რა რისკებს უნდა ითვალისწინებდნენ ქვეყნები? ამ შეკითხვით მიმართა ელჩს Europetime-მა. ელჩი ფიშერი: ენერგეტიკაზე საუბრისას ჩვენ ვსაუბრობთ საიმედოობაზე, უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე. მნიშვნელოვანია საიმედოობა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ენერგია, სიმძლავრე ჩვენი ქარხნების, მანქანების კვებისათვის. საჭიროა უსაფრთხოება და ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი ფასი. ასევე, ფუნდამენტურია მდგრადობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ფუნდამენტური გამოწვევაა, ანუ თავსებადობა გარემოსთან და კლიმატთან. ფუნდამენტურია ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც წიაღისეული ენერმომატარებლებიდან განახლებადზე გადასვლას გულისხმობს. რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობა 70-იან წლებში დავამყარეთ. უკრაინაში რუსეთის თავდასხმამდე, ნავთობისა და გაზის დიდი წილის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა. ზოგიერთი ქვეყანა გვაფრთხილებდა, რომ რუსეთი ამ ექსპორტს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებდა. ჩვენ კი ვპასუხობდით, რომ სრულიად დამოკიდებული არ ვათ მათზე და სხვა წყაროებიც გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ  ეს დიდი წილია და ჩვეთვის ეკონომიურია, მაგრამ ეს ასევე არის სტაბილურობის წინაპირობა რუსეთთან ურთიერთობაში. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, ჩვენ მათ ვჭირდებით, როგორც მყიდველი და ჩვენ გვჭირდება ისინი, როგორც მომწოდებლები. გერმანიამ შეცდომა დაუშვა, ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ პუტინს იგივე მიზნები არ ამოძრავებდა. მან თქვა, რომ სხვა მიზნები აქვს და ეს არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სტაბილური ურთიერთობა გერმანიასთან და დასავლეთთან. რუსული ნავთობისა და გაზის უდიდესი მყიდველები ვიყავით. პუტინმა ამ ყველაფრის იგნორირება მოახდინა უკრაინის კონტროლის მიზნის გამო. ჩვენ ვთქვით, რომ თუ ის უკრიანას დაესხმებოდა თავს, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდებოდა. მან თქვა, რომ ეს არ აინტერესებს - მე თავს დავესხმები უკრაინას და ეს უფრო მნიშვნელოვანია. ამრიგად, ჩვენ ეს გაკვეთილი ვისწავლეთ. ეს გაკვეთილი გულისხმობს რესურსების დივერსიფიკაციას და სხვა წყაროების მოძებნას მეგობრულ ქვეყნებში, ჩვენ მათ ვუწოდებთ ღირებულ პარტნიორებს, მათი პოლიტიკური სისტემა იგივეა, რაც ჩვენი. ასე რომ, გაზის იმპორტი რუსეთიდან ახლა ნულამდე დავიყვანეთ, ნავთობის ტრენდიც მკვეთრად შემცირებულია და გერმანიამ მძიმე შრომის შედეგად, ჩანაცვლების წყაროები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იპოვა. ჩვენ თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალები რეკორდულ დროში ავაშენეთ. მოვახერხეთ ის, რომ ღია ვართ ღირებული პარტნიორებისთვის, მაგალითად, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა, ნორვეგია კანადა, აშშ, მაგრამ მსოფლიოში მრავალი სხვა წყარო არსებობს. ამრიგად, ყოველთვის იფიქრეთ ბალანსზე უსაფრთხოებასა და მიწოდებას შორის, ასევე მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია და ღირებულ პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობა. ეცადეთ, იპოვოთ ეკონომიური გზა, იაფი ენერგია. რუსეთთან მიმართებით დაშვებული შეცდომის ფასს ახლა ვიხდით, ბევრად ძვირი ენერგორესურსები უნდა შევიძინოთ. ჩვენი მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი საკმაოდ გაიზარდა. ფუნდამენტურ საკითხად რჩება მდგრადობა, რომ კლიმატის გამოწვევები გადაიჭრას. ასევე, განახლებადი ენერგიისთვის საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ელექტროენერგიის ბაზარი დიდია. თუ შეგიძლიათ, რაც შეიძლება მეტი გააკეთეთ, ითანამშრომლეთ ღირებულ, დემოკრატიულ პარტნიორებთან, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენერგიას თქვენ წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ.

აზერბაიჯანში, სატრანზიტო მიზნით შესულ მანქანებს საგზაო გადასახადი დაერიცხებათ

აზერბაიჯანში, სატრანზიტო მიზნით შესულ მანქანებს საგზაო გადასახადი დაერიცხებათ. შესაბამისი ცვლილება აზერბაიჯანის საგადასახადო კოდექსში შევიდა. 209-ე მუხლში შეტანილი ცვლილების თანახმად, საგზაო გადასახადს გადაიხდიან არარეზიდენტი პირები, რომლებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები არიან და ტრანსპორტს მგზავრების გადასაყვანად და საქონლის გადასაზიდად იყენებენ. აგრეთვე საგზაო გადასახადის გადახდას ექვემდებარებიან წარმოებით ან იმპორტით დაკავებული პირები, რომელთაც ქვეყნის ტერიტორიაზე საავტომობილო ბენზინი, დიზელის საწვავი და თხევადი აირი გადააქვთ.   

ბათუმს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

ბათუმის ვიცემერმა, ლევან დავითაძემ და მერის მოადგილემ, ლელა სურმანიძემ საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან შეხვედრა გამართეს, რომელზეც „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე სერტიფიკატი გადაეცათ. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ბათუმის მუნიციპალიტეტს ამ მიმართულებით და ეჭვი არ გვეპარება, რომ ისინი განაგრძობენ მუშაობას ბავშვზე მორგებული ქალაქის სერტიფიკატისა და ამ წოდების მისაღებად“, - განაცხადა ღასან ხალილმა. „ბათუმის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის, 2020 წელს გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩართვას. მემორანდუმის ფარგლებში დაიწყო თანამშრომლობა ბავშვზე მორგებული ქალაქის სტრატეგიული ჩარჩოსა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. ჩატარდა არაერთი კვლევა და ანალიზი, შეიქმნა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის UNICEF-ის ბავშვზე მორგებული ქალაქის ინიციატივაზე მიერთების“ სამუშაო ჯგუფი, რომელმაც, „იუნისეფის“ წარმომადგენლების ჩართულობით, სტრატეგიული ჩარჩოსა და სამოქმედო გეგმის მიმართულებებისა და ღონისძიებების განსასაზღვრის კუთხით იმუშავა“, - აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

20 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახმა, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აქცია გამართა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახმა და ადვოკატებმა საქართველოს პროკურატურასთან აქცია გამართეს. პროკურატურამ კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება წარუდგინა ოჯახი და ადვოკატები ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, ვისაც, შესაძლოა, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღოდეს. „პასუხისგებაში უნდა მიეცეს აბსოლუტურად ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი შვილის მკვლელობაში. არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი იყოს 10-20 ადამიანზე - დაწყებული მათგან, ვინც ჩემი შვილი კლინიკის პირველ სართულზე უპატრონოდ მიაგდო და არ აძლევდა არც საკვებს, არ წყალს“, - აღნიშნა გარდაცვლილი მამამ. ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. ჩარკვიანს კორონავირუსი ჰქონდა.  

აზერბაიჯანში, მძიმე და მაღალი გამავლობის მანქანების გადაადგილებაზე ნებართვები „ერთ ფანჯრის“ პრინციპით გაიცემა

აზერბაიჯანში, მძიმე და მაღალი გამავლობის მანქანების გადაადგილებაზე ნებართვებს, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრო „ერთი ფანჯრის“ სისტემის მეშვეობით გასცემს.  აზერბაიჯანში, სატრანზიტო მიზნით შესულ მანქანებს საგზაო გადასახადი დაერიცხებათ შესაბამისი ცვლილებები „ავტოტრანსპორტის შესახებ“ და „სახელმწიფო მოვალეობის შესახებ“ კანონებში განხორციელდა. ცვლილების მიხედვით, სპეციალური ნებართვების გასაცემად, ელექტრონული სერვისი შეიქმნება. ცვლილებების თანახმად, გადამზიდველს შეიძლება უარი ეთქვას ნებართვაზე, თუ მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები განაცხადში მითითებული დიდი ზომის და მძიმე ტვირთის გადაზიდვის საშუალებას არ იძლევა. ასევე, თუ ეს მანქანა ვერ მოძრაობს გადამზიდველის მიერ შემოთავაზებულ მარშრუტზე, ან გადამზიდავი არ ეთანხმება გადაადგილებას შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული (დაწესებულების და შემოთავაზებული ალტერნატიული მარშრუტით.  

უკრაინაში დაადასტურეს, რომ გენპროკურორის მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლებულია

ოლექსი სიმონენკო უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური იტყობინება. მისივე თანახმად, სიმონენკოს განცხადებას პროკურორმა ხელი უკვე მოაწერა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა უკრაინული მედია იუწყება, რომ საომარი მოქმედებების ფონზე, 2022 წლის ბოლოს, სიმონენკო შვებულების დროს ესპანეთში გაემგზავრა. სიმონენკო გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე 2020 წლის 27 მარტიდან იყო. ზელენსკიმ საჯარო მოხელეებს საზღვარგარეთ შვებულების გატარება აუკრძალა და საკადრო ცვლილებები დააანონსა  

ნეპალში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ნეპალში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. უცხოური პრესის ინფორმაციით, სტიქიური უბედურება ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან 300 კილომეტრის მოშორებით, 25 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ბიძგები ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიშიც კი იგრძნობოდა. მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.  

რა შემთხვევაში არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინელების მასობრივ ევაკუაციას ანდრი კასიანოვი

უკრაინის საელჩო საქართველოდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს, თუ მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება და რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლისას უკრაინელებს საფრთხე დაემუქრებათ. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრი კასიანოვმა „ევროპეისკაია პრავდას“ განუცხადა.   პრეზიდენტი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას  „ავიამიმოსვლის აღდგენისა და რეალური უსაფრთხოების რისკების გაზრდის შემთხვევაში, საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებს მიმართოს, რათა საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინელების მასობრივ ევაკუაციაში დახმარება აღმოუჩინონ“, - ამბობს კასიანოვი.   მიხეილ სარჯველაძე: თუ ლარსზე შეიძლება, მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება, თვითმფრინავმა იფრინოს ამასთან, კასიანოვი აღნიშნავს, რომ რეალური საფრთხის შემთხვევაში, უკრაინის საელჩო ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვას. „ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, - აღნიშნა კასიანოვმა. კიევის შეფასებით, თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს „ახლა ჩვენ განვიხილავთ შესაძლო ორგანიზაციებსა და საევაკუაციო მარშრუტებს მათთვის, ვინც უფრო მოწყვლადია და დასაბრუნებელი ფული არ აქვს. ამავდროულად ჩვენ სახმელეთო ტრანსპორტს, როგორც ყველაზე ოპტიმალურ გადაადგილების საშუალებას განვიხილავთ“, - აცხადებს კასიანოვი.  „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

ზელენსკის საკადრო გადაწყვეტილებები გვაჩვენებს სახელმწიფოს ძირითად ღირებულებებს - პოდოლიაკი

ზელენსკის საკადრო გადაწყვეტილებები გვაჩვენებს სახელმწიფოს ძირითად ღირებულებებს, - წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის მთავრობაში და მაღალჩინოსნებში მიმდინარე საკადრო წმენდაზე. უკრაინაში დაადასტურეს, რომ გენპროკურორის მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლებულია "ზელენსკის საკადრო გადაწყვეტილებები გვაჩვენებს სახელმწიფოს ძირითად ღირებულებებს... არავითარი "დახუჭული თვალები." ომის მიმდინარეობისას ყველას უნდა ესმოდეს მისი პასუხისმგებლობები. პრეზიდენტი ხედავს და უსმენს საზოგადოებას და ის პირდაპირ პასუხობს საზოგადოების მთავარ მოთხოვნებს - სამართლიანობა ყველასთვის", - წერს პოდოლიაკი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა უკრაინული მედია იუწყება, რომ საომარი მოქმედებების ფონზე, 2022 წლის ბოლოს, სიმონენკო შვებულების დროს ესპანეთში გაემგზავრა. სიმონენკო გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე 2020 წლის 27 მარტიდან იყო. ზელენსკიმ საჯარო მოხელეებს საზღვარგარეთ შვებულების გატარება აუკრძალა და საკადრო ცვლილებები დააანონსა  

კორუფციული ბრალდებების ფონზე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიაჩესლავ შაპოვალოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. უწყებამ კორუფციის შესახებ ბრალდებებს დაუსაბუთებელი უწოდა, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა რეზნიკოვმა შაპოვალოვის გადადგომას მხარი დაუჭირა.  ზელენსკიმ საჯარო მოხელეებს საზღვარგარეთ შვებულების გატარება აუკრძალა და საკადრო ცვლილებები დააანონსა უკრაინაში დაადასტურეს, რომ გენპროკურორის მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლებულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა უწყების განმარტებით, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა გადაწყვეტილება კორუფციული ბრალდებების კამპანიის ფონზე მიიღო, რათა არმიის სტაბილურ უზრუნველყოფას ხელი არ შეუშალოს. შაპოვალოვი არმიის საკვებით მომარაგებაზე იყო პასუხისმგებელი.  

საქართველოში, 2022 წლის დეკემბერში, თურქეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი 468%-ით, რუსეთიდან კი 306%-ით გაიზარდა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის დეკემბერში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 1 669 005 -ჯერ გადაიკვეთა. აქედან საზღვარი 71%-ის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაკვეთეს, 29%-ის შემთხვევაში კი საქართველოს მოქალაქეებმა. საზღვრის კვეთა უმეტესად, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემომსვლელთა საერთო რაოდენობა 618 875-ს შეადგენს, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 205,6%-ით გაზრდილია. 2022 წლის დეკემბერში საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ თურქეთიდან გადმოკვეთეს. გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, თურქეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი 468%-ით გაიზარდა და თურქეთიდან საქართველოში 219 756 პირი შემოვიდა. საქართველოში საზღვრის კვეთის მაჩვენებლით, თურქეთის შემდგომ, მეორეა რუსეთი. რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 306%-ითაა გაზრდილი. მხოლოდ დეკემბერში რუსეთიდან საქართველოში 131 546 პირი შემოვიდა. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის რაოდენობით, ქვეყნების პირველ ექვსეულში თურქეთისა და რუსეთის შემდგომ არის სომხეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები. რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის მაჩვენებელს,  2022 წლის დეკემბერში ქვეყნიდან 233 248 პირი გავიდა, ხოლო 249 976 პირი შემოვიდა.  

გვენეტაძე განმარტავს, რა შემთხვევაში დაიწყება სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყება, რაც ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ შემცირებადი ინფლაციის მიმართულება მდგრადია. "რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, ვფიქრობ, რომ მას შემდეგ რაც უკვე დაინახავს ეროვნული ბანკი, რომ შემცირებადი ინფლაციის მიმართულება არის მდგრადი და მას საფრთხე არ ემუქრება, ანუ ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია, ამის შემდეგ შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე ფიქრი. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 1-ელ თებერვალსაა. რა თქმა უნდა, წინასწარ რთულია იმის თქმა, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ანალიზი ჩატარდება და განვიხილავთ, მაგრამ ვფიქრობ, იმისთვის, რომ დაიწყოს შემცირება, კიდევ უფრო მდგრადი შემცირების ტრენდი უნდა დავინახოთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.  

კობა გვენეტაძემ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ახალი დოკუმენტი წარადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ახალი დოკუმენტი წარადგინა და ფინანსური განათლების მიმართულებით გასული  შვიდწლიანი პერიოდი შეაჯამა. ახალი დოკუმენტი ქვეყანაში არსებული გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა და ფინანსური განათლების წინაშე არსებულ გამოწვევებსაც მოიცავს. მთავარ გამოწვევებად კი ცენტრალურ ბანკში მოსახლეობის მხრიდან ფინანსური განათლების სიმწირეს ასახელებენ. „2016 წელს დამტკიცდა პირველი ფინანსური განათლების ეროვნულ- სტრატეგია ეროვნული ბანკის მიერ და შვიდი წლის წინ, როდესაც ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატის თანამდებობაზე, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც მე დავასახელე და იქნებოდა ჩემი პრიორიტეტი, თუ ვიქნებოდი ეროვნულ ბანკში, იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური განათლება. ის მომხმარებელი, რომელიც გათვითცნობიერებულია ფინანსურ საკითხებში, იღებს სწორ გადაწყვეტილებებს და ეს, გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს მომხმარებლის, ამ შემთხვევაში მსესხებლის ან თუნდაც დეპოზიტარის მდგომარეობას, ამავე დროს მნიშვნელოვანია და კარგია ფინანსური სექტორისათვის, რადგანაც მას უფრო ნაკლები განაწყენებული მსესხებელი ჰყავს. ამ ჩვენ საქმეში ბევრი დონორის დახმარება გვქონდა, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება, ფინანსური ორგანიზაციების დახმარება საქართველოში, რომლებიც ასევე ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ მიმართულებით. ამავე დროს, კეთდებოდა კვლევა იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი. საქართველო ჩართული იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. ის სტრატეგია, რომელიც იქნა მიღებული, ის მიზნები, რომელიც იყო დასახული, იყო შესრულებული, აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავხედეთ, თუ რა ახალი მიმართულებები შეიძლება და შევიმუშავეთ მეორე სტრატეგია, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი და დამტკიცდა. იმედი მაქვს, რომ მომავალში, როდესაც ახალი ხელმძღვანელი ეყოლება ეროვნულ ბანკს, ასევე შემართებით იქნება მუშაობა გაგრძელებული ამ მიმართულებით, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ფინანსური განათლება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა მედლის ორი მხარეა და ეს იქნება განმსაზღვრელი იმისათვის, რომ მოქალაქეებმა გაიუმჯობესონ თავიანთი მდგომარეობა და ფინანსურ ორგანიზაციებს არ შეექმნათ პრობლემები. მთავარი გამოწვევები ამ მიმართულებით არის ის, რომ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოსახლეობა არ არის მზად იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. მაგალითად, ახალი ჯგუფი, რომლის იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ, ეს არის ახალი ჯგუფი მოსახლეობის, რომლებიც პენსიაში გადიან, თუ როგორ უნდა მოემზადონ ისინი საპენსიო ასაკისათვის. გარდა იმისა, რომ მათ ექნებათ რაღაც დახმარება პენსიის სახით, რა სჭირდებათ მათ, რომ ეს გააკეთონ. მომავალი სტუდენტებისათვის მაგალითად, როგორ განსაზღვრონ ის, თუ როგორ იქნება უფრო უკეთესი გამოიყენონ მაგალითად ნასესხები სახსრები იმისათვის, რომ თავიანთი განათლება დააფინანსონ. ძალიან მნიშვნელოვანი არის აგრეთვე დამწყები, ანუ სტარტაპ მეწარმეებისათვის, რადგანაც მათაც საკმაოდ ბევრი გაუთვალისწინებელი პრობლემა ხვდება მომავალში. მოსწავლეების ჯგუფი თავისთავად დარჩება, რომელიც ადრეც იყო ჩვენი ინტერესის ქვეშ“, – განაცხადა მედიასთან ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფინანსური სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.  

კიევისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდებაზე მსჯელობის ფონზე, სტოლტენბერგმა გერმანია უკრაინის მხარდაჭერისთვის შეაქო

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ალიანსში გერმანიის ძლიერი წვლილი და უკრაინისადმი ბერლინის მხარდაჭერა შეაქო. ამის შესახებ Europetime-ს NATO-დან აცნობეს. მისივე ინფორმაციით, ბერლინში ვიზიტისას იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუსს ალიანსში გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილისთვის და უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე გამოყო გერმანია იმ მოკავშირეებს შორის, რომლებიც უკრაინას ყველაზე მეტ სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და საბრძოლო მასალებით. სტოლტენბერგმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ „გერმანიის იარაღი უკრაინაში ყოველდღიურად იხსნის სიცოცხლეს“. სტოლტენბერგმა ასევე შეაქო მოკავშირე ქვეყნების ბოლო განცხადებები, რომლებიც უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას გულისხმობს, მათ შორის ტანკების მიწოდების გზით. „ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას უფრო მძიმე და მოწინავე სისტემები და ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ“. სტოლტენბერგი მიესალმა მინისტრ პისტორიუსთან დისკუსიას, რომელიც საბრძოლო ტანკების საკითხს მოიცავდა და აღნიშნა, რომ კონსულტაციები მოკავშირეებს შორის გაგრძელდება. „დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალი მალე გვექნება“, - დაამატა ალიანსის გენმდივანმა. გენერალური მდივანი ბერლინში გერმანელ ბიზნეს ლიდერებთან ერთად, Welt-ის ეკონომიკურ სამიტს დაესწრო. მან უკრაინის მხარდაჭერის, თავდაცვის ინვესტიციების და საზოგადოების გამძლეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავის მხრივ, გერმანია გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ძალიან მალე გადაწყვეტს, დაუშვებს თუ არა უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდებას. მისი თქმით, თუ ტანკების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდება, გერმანია შეძლებს ძალიან მალე იმოქმედოს. „ვამზადებთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ძალიან მალე მივიღებთ“, - განაცხადა პისტორიუსმა. მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ საკითხზე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მსჯელობს. „ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით წვრთნების დაწყებას, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, ვიდრე არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოვიქცეთ ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა. შეგახსენებთ, პოლონეთმა გერმანიას უკრაინისთვის leopard2 ტიპის ტანკების გადაცემის თხოვნით ოფიციალურად მიმართა.