ძებნის რეზულტატი:

თბილისში უძრავი ქონების ფასები ერთ წელში 14.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.3 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 24.0 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. ბინები და კერძო სახლები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე, ვაკესა და საბურთალოზეა, ყველაზე იაფი – გლდანში, სამგორსა და ისანში.  

რუსეთის ფედერაციის ერთადერთი რეალური მიზანი უკრაინის ქალაქების განადგურებაა - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის პირველი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ რუსეთის ფედერაციის ერთადერთი რეალური მიზანი უკრაინის ქალაქების განადგურებაა. "ჯერ კიდევ გაქვთ ეჭვი, რა სახის ომს აწარმოებს რუსეთი? კიდევ არის იმედი, რომ რუსეთის ფედერაციასთან "მშვიდობაზე" შეიძლება საუბარი? კარგად შეხედეთ დონბასის "გათავისუფლებულ" ქალაქებს. დამწვარი მიწა, სიცარიელე, არცერთი სახლი ან ცოცხალი მოქალაქე. რუსეთის ფედერაციის ერთადერთი რეალური მიზანი უკრაინის ქალაქებისა და ხალხის ტოტალური განადგურებაა", - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საგარეჯოში დაჭრილი 2 პირი კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს

"ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, თავდასხმისას დაჭრილი ორი პირი ბინაზე უახლოეს დღეებში გაეწერება.“საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ სამი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. აქედან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში ბინაზე გაწერა იგეგმება. ერთი პაციენტი, რომელიც კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს მკურნალობას, მართვით სუნთქვაზე რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დადებითი დინამიკით", - აცხადებს ოთიაშვილი. საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. რა არის ცნობილი საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ცნობისთვის, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.  

რუსული მედია: პუტინის რეზიდენციიდან ექვს კილომეტრში, Pantsir-S1-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა დაამონტაჟეს

რუსული მედის ცნობით, ნოვგოროდის რაიონის სოფელ იაშჩეროვოში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეზიდენციიდან ექვს კილომეტრში სავარაუდოდ, Pantsir-S1-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო და იარაღის სისტემა დამონტაჟდა.  ამის შესახებ „აგენტსტვო“ ქალაქ ვალდაის მკვიდრის მიერ მოწოდებულ ფოტოზე დაყრდნობით იუწყება. ფოტოს ავტორის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემა რამდენიმე კვირის წინ დამონტაჟდა. იასჩეროვოსა და მიმდებარე სოფლების სხვა მცხოვრებებმა სააგენტოს დაუდასტურეს, რომ სოფელში დამონტაჟდა საჰაერო თავდაცვის სისტემები. ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ თქვა, რომ კომპლექსი საბრძოლო მზადყოოფნაშია, სარადარო სისტემა ბრუნავს და იქ, სულ მცრე სამი სამხედრო მოსამსახურე ყოველთვის იმყოფება. საგულისხმოა, რომ იასჩეროვოს მახლობლად არ არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სტრატეგიული ობიექტები, დიდი საწარმოები ან სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის დიდი კონცენტრაცია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც კრემლში, პუტინის რეზიდენციიდან ექვს კილომეტრში, Pantsir-S1-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის განთავსებაზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.  შეგახსენებთ, რომ მანამდე საჰაერო თავდაცვის სისტემები მოსკოვში, კრემლთან ახლოს განათავსეს.   

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელია. 25 იანვრამდე კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +4, +9 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. რაც შეეხება დედაქალაქს - თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, -3, ხოლო დღის საათებში +6, +8 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.  

ესტონეთი უკრაინას თავის კუთვნილ 155 მმ-იან ჰაუბიცებს სრულად გადასცემს

ესტონეთი, გასულ კვირას უკრაინის მხარდასაჭერად გამოცხადებულ სამხედრო დახმარების რეკორდული პაკეტის ფარგლებში, უკრაინას  თავის კუთვნილ 155 მმ-იან ჰაუბიცებს სრულად გადასცემს. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან ამის შესახებ უკრაინაში ესტონეთის ელჩმა კაიმო კუუსკმა განაცხადა. „ჩვენს კუთვნილ 155 მმ-იან ჰაუბიცებს სრულად გადავცემთ უკრაინას. გვინდა ამ გზით შევქმნათ პრეცედენტი, რათა სხვა ქვეყნებს არ ჰქონდეთ საბაბი განაცხადონ, რომ არ შეუძლიათ უკრაინას ომის მოსაგებად საჭირო იარაღი მიაწოდონ", - თქვა ესტონეთის ელჩმა უკრაინაში.  ელჩმა ასევე გაასაჯაროვა იმ იარაღის სია, რომელსაც ესტონეთი უკრაინას გადასცემს. სამხედრო დახმარების პაკეტში შედის 155 მმ FH-70 და 122 მმ D-30 ჰაუბიცების "ათეული"; 155 მმ კალიბრის ათასობით საარტილერიო ჭურვი; ასობით ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი M2 „Karl-Gustaf“ საბრძოლო მასალით; საარტილერიო დანაყოფების დამხმარე საშუალებები. ესტონეთის სამხედრო დახმარების მთლიანმა მოცულობამ უკრაინაში უკვე გადააჭარბა ესტონეთის მშპ-ს 1%-ს. როგორც ცნობილია, დანია უკრაინას აძლევს 19-ვე ჰაუბიცა „კეისარს“, რომელიც მან საფრანგეთს შეუკვეთა. ლიეტუვა უკრაინას გაუგზავნის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს Stinger-ს, ვერტმფრენებს, ტყვიამფრქვევებს ამუნიციით და დრონებს. ფინეთმა ასევე უკრაინისთვის რეკორდული 400 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა, რაც ორჯერ მეტია წინა პაკეტების ერთობლივ ღირებულებაზე.  

პროკურატურა ყოფილი პოლიციელის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, გიორგი ბეროზაშვილის მიმართ სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მშობლების მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, უმწეო მდგომარეობაში მყოფი მშობლების მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა წლების მანძილზე მშობლებთან პირადი კონფლიქტის და უთანხმოების გამო მათი მოკვლა განიზრახა, უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 27 აპრილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახის სხვა წევრების სახლიდან წასვლას დაელოდა, რის შემდეგაც მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე მამას თავის არეში ესროლა. შემდეგ კი მის მიერ უკანონოდ შეძენილი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მძინარე დედას ასევე თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ. მკვლელობის შემდეგ, კვალის წაშლის მიზნით ბრალდებულმა სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და ბუნებრივი აირის ონკანი გახსნა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2022 წლის 28 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

თავიდან მსოფლიო ვერ ამჩნევს საფრთხეს, შემდეგ ერთიანდება, იბრძვის და იმარჯვებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ისტორია თავისით მეორდება. თავიდან მსოფლიო ვერ ამჩნევს, ან ვერ აფასებს საფრთხეს, შემდეგ ერთიანდება და იმარჯვებს.  ჯონსონი: უკრაინამ ყველა საჭირო იარაღი, რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს, რომ ომი დასრულდეს "ისტორია თავისით მეორდება. თავიდან მსოფლიო ვერ ამჩნევს ან ვერ აფასებს საფრთხეს, შემდეგ ერთიანდება და ამ საფრთხის წინააღმდეგ იბრძვის და შემდეგ, მსოფლიო იმარჯვებს. დასასრული ყოველთვის ერთი და იგივეა", - წერს ზელენსკი. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთმა შესაძლოა, ეგვიპტეში მარცვლეულის რუბლში გაყიდვა დაიწყოს

რუსეთმა შესაძლოა, ეგვიპტეში მარცვლეულის რუბლში გაყიდვა დაიწყოს.  ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ვიცე-პრემიერმა ვიქტორია აბრამჩენკომ განუცხადა. მისი თქმით, რუსეთი ჯერ სისტემატურად არ გადასულა ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე, ახლა ცენტრალური ბანკი აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნების მარეგულირებლებთან ამგვარი ურთიერთგადახდის მექანიზმის შექმნაზე. როგორც ვიცე-პრემიერმა განმარტა, მომავალში მსგავს ტრანზაქციებში მონაწილეობას მიიღებს არა მხოლოდ „გაზპრომბანკი“, არამედ „როსელხოზბანკი“. მარცვლეულის გარიგების ერთ-ერთი პირობაა რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკის დაბრუნება საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემაში, განმარტა აბრამჩენკომ. 2022 წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ ბაზრი ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე გადასასვლელად უნდა მოემზადოს.  

არგენტინასა და ბრაზილიას, დოლარის გავლენის შესამცირებლად ერთობლივი ვალუტის შექმნა სურთ

არგენტინა და ბრაზილია ერთიანი ვალუტის შესაქმნელად მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებენ, რამაც შესაძლოა, მსოფლიოში სიდიდით მეორე სავალუტო კავშირის შექმნა გამოიწვიოს, - წერს FT. გამოცემის ცნობით, დისკუსია ბუენოს აირესის სამიტზეა დაგეგმილი. ამასთან, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების სავალუტო კავშირში გაწევრიანებისთვის მიწვევა იგეგმება. ბრაზილია გამოდის ინიციატივით, რომ ვალუტას ეწოდოს sur-ი (ესპანურად "სამხრეთი"). აღსანიშნავია, რომ ახალი ვალუტა ბრაზილიურ რეალთან და არგენტინულ პესოსთან ერთად მიმოქცევაში იქნება. „განხილული იქნება სხვადასხვა ვარიანტი,მათ შორის ფისკალური საკითხებიდან დაწყებული ეკონომიკის ზომამდე და ცენტრალური ბანკების როლზე. არ მინდა ცრუ მოლოდინების შექმნა. ეს არის პირველი ნაბიჯი იმ გრძელი მოგზაურობისას, რომელიც ლათინურმა ამერიკამ უნდა გაიაროს“, - განაცხადა არგენტინის ეკონომიკის მინისტრმა სერხიო მასამ გამოცემასთან ინტერვიუში. FT-ის თანახმად, თუ ლათინური ამერიკის ქვეყნები შექმნიან ფულად კავშირს, ეს მოიცავს გლობალური მშპ-ის დაახლოებით 5%-სა და ევროზონის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე სავალუტო კავშირი გახდება, რომელიც გლობალური მშპ-ს 14%-ს შეადგენს. ბრაზილიასა და არგენტინას შორის ვაჭრობამ 2022 წლის 11 თვეში 26,4 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის 21%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ერთიანი ვალუტის დანერგვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) ქვეყნებს შორის (საზღვრისპირა ანგარიშსწორების სისტემაში). რუსეთის ფედერაციის ეროვნული გადახდის საბჭოს შესაბამის წინადადებას მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ. თუმცა, ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს ყაზახეთში და აღნიშნეს, რომ ეს ინიციატივა რუსული მხარის ოფიციალური წინადადება არ იყო.  

ილია დარჩიაშვილი: საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრის გახსნის ცერემონია გაიმართა. მსოფლიოს 55 ქვეყანაში მივლენილ 70 საკონსულო თანამდებობის პირს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას ემსახურებიან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მიმართა. მინისტრმა ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საკონსულო სამსახურის გამართულად, ეფექტიანად მუშაობის აუცილებლობას და  ყურადღება გაამახვილა როგორც სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, ისე სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. მინისტრის განცხადებით, საქართველოს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი მოვალეობაა საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. „მინდა, რომ თითოეული თქვენი ნაბიჯი და ყოველდღიური საქმიანობა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებზე იყოს მორგებული და თქვენ, რა თქმა უნდა, გექნებათ ჩვენი მხრიდან, პირველ რიგში საქართველოს მთავრობისა და საგარეო უწყების მხრიდან მხარდაჭერა, რათა კიდევ უფრო ეფექტურად იზრუნოთ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან მადლობა გადაუხადა საკონსულო თანამდებობის პირებს პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის და მოუწოდა, კვლავაც აქტიურად იმუშაონ საზღვარგარეთ მყოფ თანამოქალაქეთა დასახმარებლად. ღონისძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარმოადგინა საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული პრეზენტაცია. მან ყურადღება გაამახვილა საკონსულო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და სიახლეებზე. კერძოდ, აღინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროში მოქალაქეთა განახლებული მისაღებისა და საკონსულო მომსახურების საინფორმაციო ცენტრის შექმნა, რამაც უზრუნველყო მომსახურების ქოლცენტრის მაღალი გამტარუნარიანობა და მისი გაძლიერება როგორც ოპერატიულ, ისე ანალიტიკურ დონეზე. ასევე, ღონისძიების ფარგლებში, კონსულებისთვის გაიმართა საკონსულო სერვისების განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, განახლებული ვებგვერდი ადაპტირებულია მოქალაქეთა საჭიროებების მიხედვით. კერძოდ, მას დაემატა მომხმარებლის პირადი სივრცე, რომლის მეშვეობითაც პირი შეძლებს მონაცემების შაბლონის შექმნას, ელექტრონული განაცხადების გაკეთებას, განაცხადების სტატუსის შემოწმებასა და დოკუმენტების ატვირთვას. ამასთან, დარეგისტრირებულ მომხმარებელს, პირადი სივრცის მეშვეობით, შესაძლებლობა ექნება, მიიღოს განახლებული ინფორმაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენის შესახებ. გარდა ამისა, გაუმჯობესდა ძებნისა და ნავიგაციის მექანიზმები და პროგრამის ანალიტიკური შესაძლებლობები; ვებგვერდს დაემატა ინტერაქტიული რუკის სექცია. კონსულებს წარუდგინეს ვებგვერდის ანალოგი მობილური აპლიკაციაც.  

ყაზახეთმა ავტოტრანსპორტით ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი 6 თვით შეზღუდა

ყაზახეთში საავტომობილო საწვავის ექსპორტზე აკრძალვა ექვსი თვით გაგრძელდა. რასაც ენერგეტიკის, ფინანსთა, შს მინისტრებისა და KNB-ის თავმჯდომარის ერთობლივი ბრძანება ადასტურებს. 20 იანვარს ხელმოწერილი ბრძანება ათი კალენდარული დღის შემდეგ ამოქმედდება. ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის შეზღუდვის ვადის გაგრძელებაზე ინფორმაცია დეკემბერში გავრცელდა. წინა აკრძალვას ვადა 2023 წლის 12 იანვარს ამოეწურა. ყაზახეთმა საავტომობილო საწვავის ექსპორტზე აკრძალვის ვადა რამდენჯერმე გაახანგრძლივა. კერძოდ, შეზღუდვები ექვსი თვით გახანგრძლივდა გასული წლის ივლისში და 2021 წლის ნოემბერში. მთავრობამ ნავთობპროდუქტების ექსპორტი მძიმე მანქანებით, აქტიური შესყიდვების ფონზე აკრძალა.   

რუსეთი შეეცადა, გაევრცელებინა ინფორმაცია, თითქოს მე ვთქვი, რომ უკრაინა ომს წააგებს - არესტოვიჩი

რუსეთი შეეცადა, გაევრცელებინა ინფორმაცია, თითქოს მე ვთქვი, რომ უკრაინა ომს წააგებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა. ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროზე თავდასხმის შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა „პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ უკრაინა ომს არ წააგებს. მეორე – ომის მოგება უფრო რთული გახდა, რადგან პუტინს ძალიან არ სურს ამ ომის წაგება და დიდ ძალისხმევას ახორციელებს, რათა არ დამარცხდეს“, – განაცხადა არესტოვიჩმა. ცნობისთვის, 17 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მუნიციპალიტეტებს 19 695 000 ლარი გამოეყოფა

მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებს 19 695 000 ლარი გამოეყოფა. „სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში 19 695 000 ლარი“, - აღნიშნულია განკარგულებაში. ამასთან, მუნიციპალიტეტებს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მიმდინარე წლის იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 470 000 ლარი გამოეყოფა. „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე მიმდინარე წლის იანვარში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 1 470 000 ლარი“, - აღნიშნულია განკარგულებაში.  

ელჩი პეტერ ფიშერი: ჩვენს მეგობრებს ვთხოვთ, სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდნენ. საქართველომ დადო ამის პირობა და მთლიანობაში, კარგ სამუშაოს ასრულებს

„რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს და რისი იმედი გვაქვს კიდეც, არის ის, რომ სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდნენ. საქართველომ დადო ამის პირობა და მთლიანობაში, ამისთვის კარგ სამუშაოს ასრულებს. ჩვენ ამას ახლოდან ვაკვირდებით“, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. „რაც შეეხება სანქციებს, ევროკავშირი მის მიერ შემუშავებულ სანქციებზე თანხმდება. კანონმდებლობის დონეზე მის მიღებას სხვა ქვეყნებს არ ვთხოვთ. საქართველოზეა დამოკიდებული, დაამტკიცებს თუ არა სანქციებს. რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს და რისი იმედი გვაქვს კიდეც, არის ის, რომ სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდნენ. საქართველომ დადო ამის პირობა და მთლიანობაში, ამისთვის კარგ სამუშაოს ასრულებს. ჩვენ ამას ახლოდან ვაკვირდებით, რადგან როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის სანქციებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ან სხვა სანქცირებული ქვეყნები ყოველთვის ყველაფრის გაკეთებას ცდილობენ, რომ სხვა გზები იპოვონ. მისივე თქმით, კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს მიერ შესასრულებელი კრიტერიუმების ნუსხა, თუ ის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. „რაც უფრო უახლოვდებით ევროკავშირს და როგორც კი კანდიდატი გახდებით, დაიწყებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წევრობის ბევრ დეტალთან დაკავშირებით. მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ შენ ეთანხმები მიზნებსა და ღირებულებებს, მაგრამ ჩვენ ასევე ვაკვირდებით ევროკავშირის პოლიტიკასთან და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის საკითხს... მოდით, სრულიად განსხვავებულ მაგალითს მოგიყვანთ  -  ვთქვათ, მე მინდა, ვიყო ევროკავშირის წევრი, მაგრამ ვერ დავეთახმები ეკონომიკურ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, რადგან მასთან ძლიერი კავშირები მაქვს და მინდა, რომ ეს კავშირები შევინარჩუნო. ასეთ დროს კი, საკმაოდ რთული იქნება, შეუერთდე ევროკავშირს“.

სანქციების დარღვევის რისკის გამო 1000-ზე მეტი ოპერაცია შეჩერებული ან გაუქმებულია - ფინანსთა მინისტრი

არანაირი საფუძველი, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ საქართველოში სანქციების აღსრულება ჯეროვნად არ ხდება, არ არსებობს - შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით , - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე საუბროსას განაცხადა. მისივე თქმით, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს მის პარტნიორებთან. „სანქციების აღსრულების ნაწილში, როგორც საფინანსო სექტორის, ასევე ვაჭრობის ნაწილში, საქართველოს ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მიერ ძალიან მკაცრი კონტროლი ხორციელდება. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს იმ ღონისძიებებში, რა ღონისძიებებსაც საქართველო ახორციელებს. ამ ნაწილში მე შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან - როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა და კომუნიკაცია. ძალიან ბევრი მადლობის წერილი აქვს საქართველოს მიღებული იმ ღონისძიებებისთვის, რაც განხორციელებულია ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ სანქციების აღსრულება მოხდეს იმ სტანდარტით, რაც დადგენილია. შესაბამისად, ამ ნაწილში შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით. ყველა ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა, რომ ქვეყანას ჰქონდეს ამ მიმართულებით, როგორც საბაჟოს ვაჭრობაში, ასევე საფინანსო მიმართულებით, საბანკო სექტორთან მიმართებით, ადგილზეა და შესაბამისად, ეს ღონისძიებები ტარდება. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, ასევე, იმ ორგანოებთან და იმ სააგენტოებთან, რომელიც ახორციელებს შესაბამის კონტროლს როგორც ევროკავშირში, ასევე დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში, რომელთაც უშუალოდ აქვთ დაწესებული სანქციები და შესაბამისად, ეს კომუნიკაცია, ის ღონისძიებები, რაც საქართველომ გაატარა, იძლევა იმის გარანტიას, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს სანქციების მიმართულებით ჰყავს ორი სპეციალისტი, რომელთაც კვალიფიკაცია აშშ-ში აიმაღლეს და შესაბამისად, საქართველოს საბაჟოზე არის რესურსი, რომ ეს პროცესი მკაცრად გაკონტროლდეს. ამასთან, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ როდესაც არის ბრალდება საჭიროა მტკიცებულებები, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ასეთი მტკიცებულებების წარმოდგენა გამორიცხულია. „როდესაც ვსაუბრობთ საბაჟო კონტროლზე ეს ეხება ტრანზიტს, ასევე ექსპორტს, რეექსპორტის მაჩვენებელს. ყველა საბაჟო ოპერაცია არის მაცრი კონტროლის ქვეშ იმ პირებთან და საქონელთან მიმართებით, რომელიც სანქცირებულია. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, საბაჟო ორგანომ დაახლოებით 1000 ოპერაციაზე მეტი შეაჩერა და გააუქმა, რადგან არსებობდა სანქციების დარღვევის რისკი“, - აღნიშნა ხუციშვილმა. მანამდე, CNN-ის წამყვანმა, ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმულ კითხვაში განაცხადა, რომ არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული პროდუქცია ხვდება.  

ირანმა და ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა, თავისუფალ ვაჭრობაზე მემორანდუმი გაფორმეს

ირანმა და ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა (EAEU) თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ირანის პარლამენტმა, ქვეყნის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანება დაამტკიცა მემორანდუმის გაფორების ცერემონია თეირანში, საერთაშორისო საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა. დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ირანის ვაჭრობის განვითარების ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალირეზა პეიმან-პაკის თანდასწრებით მოხდა. 2022 წლის დეკემბერში ირანის ელჩმა მოსკოვში კაზემ ჯალალიმ განაცხადა, რომ ირანმა დაასრულა მოლაპარაკებები EAEU-სთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ირანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი გახდა.   

ესტონეთის მიერ საელჩოს თანამშრომელთა შემცირების შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ტალინთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა

რუსეთმა ესტონეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დროებითი რწმუნებულის დონემდე დაწია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ეს არის პასუხი ტალინში რუსეთის საელჩოს შემადგენლობის რადიკალურ შემცირებაზე“. ესტონეთის ელჩმა რუსეთი 2023 წლის 7 თებერვალს უნდა დატოვოს.  ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 იანვარს აცნობა რუსეთის ელჩს ტალინში, ვლადიმირ ლიპაევს, რომ ქვეყანაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა პირველ თებერვლამდე უნდა შემცირდეს. უფრო კონკრეტულად, საელჩოში უნდა დარჩეს მხოლოდ რვა დიპლომატი და 15-მდე ადმინისტრაციული, ტექნიკური და მომსახურე პერსონალი. ესტონური მედია წერს, რომ რუსეთის საელჩოს ტალინში დიპლომატის სტატუსით 21 თანამშრომელი ჰყავს. შეგახსენებთ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ „უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის პირობებში რუსეთის საელჩოს პერსონალი დაკავებული არ არის ესტონეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებით, შესაბამისად, წარმომადგენლობის ამჟამინდელი მოცულობა გაუმართლებელია.    

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ორმაგდება

„დეკრეტული“ შვებულების ფულადი დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით განისაზღვრა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დადგენილების პროექტის თანახმად, ფულადი დახმარების ოდენობა ჯამურად 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით განისაზღვრა. „ამასთან, საჯარო სკოლის მასწავლებელს, ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებად შვებულებებთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნულ დახმარებასთან ერთად, დამატებითი სოციალური დაცვის ღონისძიების სახით, მის მიერ შვებულებების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად მიეცემა დამატებითი ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; დადგენილების მოქმედება გავრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრიდან ისარგებლებენ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით. საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს შრომის კოდექსში“ ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე ე.წ. „დეკრეტული“ შვებულების ანაზღაურების ოდენობა 2014 წლიდან 1000 ლარს შეადგენდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პოლიციამ დააკავა ე.წ. „ვაგნერის ჯგუფის“ ყოფილი მეთაური, რომელიც ნორვეგიაში თავშესაფარს ითხოვდა

ე.წ. „ვაგნერის ჯგუფის“ ერთ-ერთი რაზმის ყოფილი მეთაური ანდრეი მედვედევი, რომელიც ნორვეგიაში თავშესაფარს ითხოვდა პოლიციამ დააკავა.  ე.წ. „ვაგნერის დაჯგუფების“ ყოფილი მეთაური ნორვეგიაში გაიქცა მედვედევის ადვოკატმა BBC-ის განუცხადა, რომ მისი კლიენტი ოსლოს რაიონშია დაკავებული და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში წაუყენებენ ბრალს. ჩრდილოეთ ნორვეგიის პროვინცია ფინმარკის პოლიციის შტაბის უფროსმა ტარჯეი სირმა-ტელეფსენმა განაცხადა, რომ ანდრეი მედვედევი მესაზღვრე პატრულმა დააკავა. ნორვეგიის სასაზღვრო დაცვამ BBC-ს დაუდასტურა, რომ ანდრეი მედვედევი რუსეთთან საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს, მაგრამ განაცხადეს, რომ უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მიზეზების გამო დამატებით კომენტარს ვერ აკეთებენ. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. „ვაგნერის ჯგუფის“ ერთ-ერთი რაზმის ყოფილი მეთაური ანდრეი მედვედევი, რომელმაც ბრძოლის ველი დატოვა და 2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ვლადიმერ პუტინისთვის ვიდეომიმართვა, გენერალურ პროკურატურასთან და FSB-სთან  ჩაწერა, 2023 წლის იანვარის დასაწყისში ნორვეგიაში გაიქცა.  მედვედევმა, უფლებადამცველთა პროექტი Gulagu.net-ს ვიდეოინტერვიუში გაქცევის მიზეზებზე საუბრისას განუცხადა, რომ მას ეშინოდა, რადგან სამართალდამცავი უწყებები და ასვე „ვაგნერის დაჯგუფებაც“ ეძებდა. მანამდე მედვედევმა განაცხადა, რომ შეესწრო „ვაგნერის ჯგუფის“ მიერ დაქირავებული წევრების მკვლელობის ფაქტებს, რომლებმაც უარი თქვეს ბრძანებების შესრულებაზე.  მისი თქმით, მზადაა, საერთაშორისო სასამართლოში „დაჯგუფება ვაგნერისა“ და პრიგოჟინის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.