ძებნის რეზულტატი:

საქართველოში ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოებს NATO-ს საკონტაქტო საელჩოების სტატუსი მიენიჭათ

საქართველოში ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოებს NATO-ს საკონტაქტო საელჩოების სტატუსი მიენიჭათ. სტატუსის გადაცემის ცერემონია პოლონეთის საელჩოში გაიმართა. ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. ბოლოს სწორედ პოლონეთი ატარებდა ამ სტატუსს, რომელსაც NATO მონაცვლეობით გასცემს. „შეხვედრა ეხება იმ ფაქტს, რომ რუმინეთი და გაერთიანებული სამეფო შემდგომი ორი წლის განამვლობაში შეასრულებენ ნატო-ს საკონტაქტო პუნქტის საელჩოების როლს. ნატო-ს საკონტაქტო პუნქტის საელჩოები არ არის ნატო-ს საელჩოები, არამედ ეს არის სახალხო დიპლომატიის ინსტრუმენტი, რომელიც ავრცელებს ალიანსის ღირებულებებს ნატო-ს არაწევრ ქვეყნებში. რუმინეთისთვის ეს მეორე ვადაა. პირველად ეს როლი 2016 წელს შევასრულეთ“, - განაცხადა საქართველოში რუმინეთის ელჩმა რეზვან როტუნდუმ. დიპლომატიური კორპუსის გარდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თვადაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. „მოგეხსენებათ, საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. უშუალოდ ნატო-სთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანი არის ის მექანიზმები, რომლებიც ადგილზე გვაქვს კონკრეტული მუშაობის თვალსაზრისით. ეს არის NATO-ს სამეკავშირეო ოფისი. გარდა ამისა, არსებობს ასეთი მექანიზმი, როგორიც არის საკონტაქტო საელჩოები. აქამდე ეს იყო პოლონეთის საელჩო, ახლა იქნებიან ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოები, რაც გულისხმობს მთელი რიგი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებას, რომელიც მიმართულია, როგორც ცნობადობის ამაღლების, ასევე საზოგადოებასთან მუშაობის კუთხით, სხვადასხვა თემატიკაზე, რომელიც ეხება უშუალოდ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ. NATO-ს საკონტაქტო საელჩო ხელშემწყობი ორგანოა NATO-ს ალიანსსა და მესამე ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დასამყარებლად. მისი ძირითადი მიზანია საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელება საჯარო დიპლომატიის გამოყენებით. ის ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ალიანსში ინტეგრაციის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს, რასაც ახორციელებს საინფორმაციო შეხვედრების, პოლიტიკური დისკუსიების, სტუდენტური ვიზიტებისა და მიმდინარე თემებზე ბრიფინგების ორგანიზებით.  

უკრაინელების შესაძლო ევაკუაციაზე კასიანოვის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოეხმაურნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის განცხადებას სამარცხვინო უწოდ. „იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა ალბათ უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან კასიანოვს, თუ ჩვენ „ბუკებს" გავაგზავნიდით უკრაინაში. ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. სწორედ, კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ ომში ჩართვისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან. ჩვენ მოვისმინეთ კასიანოვის განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, რაც ძალიან მძიმე იყო და ეს ამ რიტორიკის გაგრძელებაა. ყველამ იცის, რომ ფრენების აღდგენას არავითარი კავშირი არ აქვს რუსების მოზღვავებასთან საქართველოში“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს. თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ კასიანოვის განცხადება არ არის მეგობრული და პარტნიორული და არ შეეფერება დიპლომატის რიტორიკას. „როგორც ჩანს, ეს არის ბატონი დოლგოვის ან ვიღაცების მიერ გაკეთებული განცხადებების გაგრძელება, რომელიც შეიძლება ისეთ რამეს გულისხმობდეს, რაც წამოცდენას უნდა მივაწეროთ, რადგან ეს არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება საჯაროდ თქვა და უსურვო მეგობარ სახელმწიფოს - ომში ჩართვა და ა.შ. ჩემთვის სხვაგვარად ახსნადი არ არის ამგვარი ორმაგი სტანდარტებით მოქმედება და მითითება ისეთ გარემოებებზე, რაც აბსოლუტურად იდენტური შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოებში, სადაც ფრენებიც არსებობს, მიმდინარეობს რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა, მაგრამ ამის მიუხედავად არც ერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს შეიძლება არ უჩნდებოდეს უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებული ისეთი აღქმა მათ მოქალაქეებთან მიმართებით. არ მიმაჩნია, რომ ეს არის მეგობრული და პარტნიორული განცხადება და განცხადება რომელიც შეეფერება დიპლომატის რიტორიკას", - განაცხადა სარჯველაძემ მედიასთან. რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნიკო მიქაიას თქმით, „ქართული ოცნება“ დეკლარირებულად დაადგა რუსეთის გზას. მისივე შეფასებით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინასთან ყველა ურთიერთობა შეწყდეს და შესაძლო ევაკუაცია ამისკენ გადადგმული ბოლო ნაბიჯი იქნება. შეგახსენებთ, უკრაინის საელჩო საქართველოდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს, თუ მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება და რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლისას უკრაინელებს საფრთხე დაემუქრებათ. უფრო ადრე, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

ზელენსკი მაკრონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: ომის დასრულების მიზნით, დიპლომატიური ნაბიჯები განვიხილეთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს და ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ნაბიჯები განიხილეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე განათავსა. „მადლობას გადავუხადე ემანუელ მაკრონს მსუბუქი ტანკებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის. განვიხილეთ დიპლომატიური ნაბიჯები ომის დასრულების მიზნით. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენებისთვის ადგილი არ არის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

თურქეთმა შვედეთთან და ფინეთთან სამმხრივი შეხვედრა გააუქმა - Reuters

თურქეთმა განუსაზღვრელი ვადით გააუქმა სამმხრივი მექანიზმის შეხვედრა შვედეთთან და ფინეთთან, რომელიც თებერვალში, სტოკჰოლმში იყო დაგეგმილი. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. მისივე ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის ოფისში წყარომ განაცხადა, რომ თურქეთმა გადადო. მიზეზები და შეხვედრის გამართვის ახალი თარიღი არ კონკრეტდება. მედიაში 21 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა. 2023-01-23 21:16:00 ერდოღანი: შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს თურქეთი მხარს დაუჭერს

ნიდერლანდებმა უკრაინას შესაძლოა, 18 ტანკი მიაწოდოს

ნიდერლანდებმა უკრაინას შესაძლოა 18 Leopard 2-ის ტიპის ტანკი მიაწოდოს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ გააკეთა. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ABC News-მა 24 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს. Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს. ამასთან, გერმანულმა ჟურნალმა Der Spiegel-მა 24 იანვარს დაწერა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდება გადაწყვიტა. 2023-01-24 15:36:00 კიევისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდებაზე მსჯელობის ფონზე, სტოლტენბერგმა გერმანია უკრაინის მხარდაჭერისთვის შეაქო  

შვეიცარიამ შესაძლოა, უკრაინაში თავისი იარაღის რეექსპორტი დაუშვას

შვეიცარიის პარლამენტის უსაფრთხოების პოლიტიკის ქვედა პალატის კომისიამ დაამტკიცა ინიციატივა, რომელიც სხვა ქვეყნებს შვეიცარიაში წარმოებული იარაღის უკრაინაში რეექსპორტის ნებას რთავს. დეპუტატების განცხადებაში ნათქვამია, რომ შვეიცარიამ უნდა შეიტანოს წვლილი ევროპის უსაფრთხოებაში და, შესაბამისად, მეტი მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას. ინიციატივა პარლამენტის ორივე პალატას ჯერ არ დაუმტკიცებია. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ, ტრადიციულად ნეიტრალური შვეიცარია ევროკავშირს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში შეუერთდა. შვეიცარიის მთავრობამ ასევე გაყინა რუსული ფინანსური აქტივები, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 8 მილიარდი დოლარი იყო. გასულ კვირას შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა განაცხადა, რომ შვეიცარია გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინის აღდგენისთვის მხარს უჭერს, მაგრამ ეს ძირითად სამართლებრივ კორექტირებას მოითხოვს. ვინაიდან შვეიცარიის ამჟამინდელი კანონმდებლობა არ იძლევა სანქცირებული აქტივების კონფისკაციას, შესაძლოა, ამ კანონის შესაცვლელად რეფერენდუმი გახდეს საჭირო.  

ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ერთი მილიონი დოლარით დაეხმარა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ჯარს შემოწირულობის სახით, ერთი მილიონი დოლარი გადასცა. The New York Times წერს, რომ ზალუჟნიმ ეს თანხა მემკვიდრეობით, უკრაინელი ამერიკელისგან, გრეგორი სტეპანეცისგან მიიღო. მისივე ცნობით, გენერალმა მთელი მიღებული თანხა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იანვარში შესწირა. უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურმა ინფორმაცია დაადასტურა. უკრაინის ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს საწარმოებმა და კერძო პირებმა უკრაინის არმიას 500 მილიონი დოლარი გადაურიცხეს.    

პენტაგონი ადასტურებს, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების გაგზავნას განიხილავს - მედია

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების Abrams M1-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესაძლებლობას, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ამ დროისთვის არ გააკეთებს. ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები აგრძელებს მჭიდრო კონტაქტში ყოფნას უკრაინასთან, მის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ მოთხოვნებს უპასუხოს. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნისკენ არის მოწოდებული, იტყობინებოდა 24 იანვარს Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. გამოცემა წერს, რომ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოცხადდება და ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთშეთანხმების ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადებს. უფრო ადრე, Reuters-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის „ლეოპარდების“ მიწოდებას დაამტკიცებდა, თუ აშშ „აბრამსის“ ტანკებს მიაწოდებდა კიევს. გერმანიის მთავრობამ ასეთი მოსაზრების არსებობა უარყო. ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს.

შესაძლებლობები განსაკუთრებით ახლა ჩნდება - გერმანიის ელჩი შავი ზღვის კაბელის პროექტზე

შავი ზღვის კაბელის პროექტი ყველასთვის მომგებიანია, რადგან ჩვენ გვჭირდება მწვანე ელექტროენერგია, სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს და მის მეზობლებს კი, მისი წარმოების პოტენციალი აქვთ. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. ევროკავშირი შავი ზღვის კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წარმომადგენელი, როგორ აფასებთ ამ პროექტის მნიშვნელობას საქართველოსთვის და შავი ზღვის რეგიონისთვის? ამ შეკითხვით მიმართა Europetime-მა გერმანიის ელჩს. „ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ დიდი სტრატეგიული ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის, რაც საქართველოს აქვს. ეს არის შესაძლებლობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონი გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ეს შესაძლებლობები განსაკუთრებით ახლა ჩნდება. ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ აზიას და არა ჩრდილოეთის დერეფანზე, რომელიც რუსეთში მიდის. შავი ზღვის კაბელის პროექტი მხოლოდ ტრანსპორტს არ ეხება, ეს ერთი საკითხია, მაგრამ არის სხვა ბიზნესები, სხვა სერვისები. ეს პროექტი ყველასთვის მომგებიანია, რადგან ჩვენ გვჭირდება მწვანე ელექტროენერგია, სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს და მის მეზობლებს კი, მისი წარმოების პოტენციალი აქვთ. თქვენ შეგიძლიათ, აწარმოოთ განახლებადი ენერგია და გამოგვიგზავნოთ შავი ზღვის კაბელის პროექტის საშუალებით, ჩვენ მას თქვენგან შევიძენთ. შავი ზღვის კაბელების პროექტი არის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი იმ უდიდესი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც საქართველოს აქვს. ამ შესაძლებლობების გამოყენება მას არამხოლოდ თავისთვის შეუძლია, არამედ, ეს შეიძლება, მთელ რეგიონზეც გავრცელდეს. ელჩი პეტერ ფიშერი: ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, დამაკავშირებელი ჰაბი გახდეს სახელმწიფო დეპარტამენტი: ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ცნობისათვის, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება.

უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა დონბასში რუსული ძალების მრავალი თავდასხმა მოიგერიეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, დონბასში რუსული ძალების მრავალი თავდასხმა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას $137,8 მილიარდის ზიანი მიაყენა - ექსპერტები „უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ბელოგორივკას დასახლებასთან და დონეცკის ოლქის რაზდოლოვკას, კრასნაია გორას, ბახმუტის, ნოვობახმუტოვკას, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ჩარივნას დასახლებებთან“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი უცხოური პირადობის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამეგრელოს რეგიონში ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც ტურისტული მომსახურების ოფისი გააჩნდა, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ, დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილე პირის მეშვეობით, ამზადებდა და ასაღებდა უცხოურ ყალბ პირადობის მოწმობებს. „ბრალდებული პირები მხილებულ იქნენ ერთ-ერთ მოქალაქეზე 800 ევროს სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობის გასაღების ფაქტზე. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღმოჩენილ იქნა უცხო ქვეყნების ათეულობით მოქალაქის ყალბი პასპორტების, ასევე ქართული მართვის მოწმობების ელექტრონული ვერსიები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე - 2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხვა დამნაშავე პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

აშშ უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების წარმოებას 6-ჯერ ზრდის - NYT

შეერთებული შტატები უკრაინისთვის 155 მმ-იანი ჭურვების წარმოებას ზრდის. ჭურვების წარმოება, რომლებიც კიევს ძალიან სჭირდება თვეში 90 000-მდე გაიზრდება. ამის შესახებ The New York Times-ი წერს. პენტაგონი ადასტურებს, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების გაგზავნას განიხილავს - მედია „პენტაგონის მიზანია, საარტილერიო ჭურვების წარმოება ორი წლის განმავლობაში 500 პროცენტით გაზარდოს“, - ნათქვამია სტატიაში. არმიის ანგარიშის თანახმად, მიმდინარეობს ქარხნების გაფართოება და ახალი მწარმოებლების შემოყვანა, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში აშშ-ს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის "ყველაზე აგრესიული" განახლების ნაწილია. 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, აშშ-ს არმია აწარმოებდა თვეში 14 400 უმართავ რაკეტას, მაგრამ კიევის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდების გამო, პენტაგონმა სექტემბერში წარმოების სამიზნეები სამჯერ გაზარდა, ხოლო 2023 წლის იანვარში გააორმაგა, რათა საბოლოოდ თვეში 90 000 ან მეტი ჭურვი დაემზადებინათ. „არმიის გადაწყვეტილება საარტილერიო წარმოების გაფართოებაზე,აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ შეერთებული შტატები გეგმავს უკრაინის მხარდაჭერას ხანგრძლივი ომის შემთხვევაში“,- წერს The New York Times.   

ევროკავშირის ოთხი ქვეყანა ევროკომისიას, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების უზრუნველყოფას სთხოვს

ევროპაში აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდებისთვისინფრასტრუქტურის შესაქმნელად, ფულადი სახსრების მიღების მიზნით, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სლოვაკეთი ევროკომისიას მიმართავენ.  უნგრეთი და სერბეთი ნავთობსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან მიქაილ ძაბბაროვთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ბუდაპეშტში განაცხადა. „ბულგარელებთან, რუმინელებთან და სლოვაკებთან ერთად, ჩვენ მივმართეთ ევროკომისიას, რომ პრიორიტეტულად გაუმკლავდეს ამ საკითხს და რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ფინანსური დახმარება გაიღოს, რომელიც აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდისთვისაა აუცილებელი. მარშრუტი თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გავლით, სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა სიიარტომ. მედია: რუმინეთი და აზერბაიჯანი გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

უკრაინაში ტანკების მიწოდების გამო, პუტინი ბირთვულ ესკალაციაზე არ წავა - გერმანიის სოციალ-დემოკრატების ლიდერი

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლარს კლინგბეილი კიევისთვის ტანკების გადაცემის შემთხვევეაში, რუსეთიდან ბირთვული ესკალაციის საფრთხეს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან Tageszeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს „ვფიქრობ, რომ რუსეთიდან ბირთვული ესკალაციის საფრთხე ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ სწორია, რომ ფედერალური კანცელარია განიხილავს ამ საკითხს. ასევე სწორია, რომ წინ მარტო არც ერთი ქვეყანა არ მიდის. სხვათა შორის, მსგავსი დებატები ახლა მიმდინარეობს შეერთებულ შტატებში", - თქვა კლინგბეილმა. უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს - Bloomberg „მე არ მეშინია. პუტინი ვერ დაგვაშინებს. პეკინში ვიზიტით და ჯო ბაიდენთან შეხვედრისას G20-ის სამიტზე, ოლაფ შოლცმა ხელი შეუწყო ბირთვული საფრთხის მნიშვნელოვან შემცირებას. პუტინმა გააცნობიერა, რომ თუ ამ ხაზს გადალახავდა, ის ჩინეთს, როგორც მთავარ მოკავშირეს დაკარგავს“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა. შეგახსენებთ, პოლონეთმა გერმანიას უკრაინისთვის Leopard2 ტიპის ტანკების გადაცემის თხოვნით ოფიციალურად მიმართა.  

რუსეთი აგრესიის ახალი ტალღისთვის ემზადება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აგრესიის ახალი ტალღისთვის ემზადება. მისი თქმით, თავისუფალ სამყაროში თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს, რათა შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილონ რუსეთის ახალი დანაშაულებრივი ქმედებები. "რუსეთი ემზადება აგრესიის ახალი ტალღისთვის, იმ ძალებით, რომელთა მობილიზებაც შეუძლია. ახლა დამპყრობლები ზეწოლას აძლიერებენ ბახმუტზე, უგლედარსა და სხვა მიმართულებებზე, მაგრამ მათ სურთ გაზარდონ ზეწოლა უფრო დიდ მასშტაბზე", - თქვა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სპორტული მაღაზიების უმსხვილესი ფრანგული ქსელი Decathlon-ი, რუსეთში ბიზნესს ყიდის

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა სპორტული საქონლით საცალო ვაჭრობის ფრანგულმა ქსელმა Decathlon-მა, რუსეთში თავისი ბიზნესის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ Decathlon-ი რუსეთში მთელ ბიზნესს ყიდის. Decathlon-ი რუსეთში სულ მცირე 135,000 კვადრატული მეტრის ფართობის კომერციულ უძრავ ქონებას ფლობს, -  ამბობს საკონსულტაციო კომპანია CORE.XP-ი. ფართის უმეტესი ნაწილი 20 ჰიპერმარკეტს უჭირავს.  ანალიტიკური კომპანია INFOLine-ის ხელმძღვანელის ივან ფედიაკოვის თქმით, რუსეთში Decathlon-ის ბიზნესი 13-15 მილიარდ რუბლს შეადგენს. როგორც RBC აღნიშნავს, ბიზნესის გასაყიდად აუცილებელია რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს სპეციალური ქვეკომიტეტისგან ნებართვის მიღება, რომელიც მოითხოვს, რომ აქტივი გაიყიდოს ღირებულებასთან შედარებით 50%-იანი ფასდაკლებით. Decathlon-ის პრესსამსახური რუსეთში ბიზნესის გაყიდვაზე კომენტარს არ აკეთებს.  შეგახსენებთ, რომ Decathlon-ის ქსელმა რუსეთში საქონლის მიწოდება, უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე შეაჩერა, ხოლო 2022 წლის ივნისის ბოლოს რუსეთის ფედერაციაში ყველა ქსელური მაღაზია დაიხურა. კომპანიამ განაცხადა, რომ გაყიდვები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ათასზე მეტმა კომპანიამ დატოვა რუსეთი. საცალო ვაჭრობის ბრენდებმა H&M-მა, IKEA-მ და Jysk-მა, რუსეთში თავისი ბიზნესი მთლიანად შეზღუდეს. ესპანურმა კომპანია Inditex-მა (ზარა, მასიმო დუტი, ოიშო და სხვები) დახურა მაღაზიები და რუსული ბიზნესი გაყიდა.  

მესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეაქცია, მაგრამ „ლაგუნა ვერეს“ მოწესრიგება მნიშვნელოვანია - კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიისა და მიმდებარე არეალის განაშენიანება, მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ძალიან კარგი პროექტი მზადდება, რომელითაც დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება. „მესმის, პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეაქცია და ამის მიზეზიც გასაგებია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის, რადგან ის არის თბილისის ცენტრალური ნაწილი და არავის სიამოვნებს, თუ როგორ არის დღეს არსებული ტერიტორია. რაც შეეხება პროექტს, ძალიან მაგარი პროექტი იქნება. მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება დედაქალაქში და ჩვენ ასეთი პროექტების განხორციელებას მივესალმებით. უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ნარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა, მეტიც ტერიტორია საკუთრებაში გადმოეცემა მუნიციპალიტეტს. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის და მუნიციპალიტეტი თქვენთან ერთად, თქვენი ჩართულობით, ჩვენ მოვახდენთ არსებული სივრცის მოწესრიგებას. ერთად განვსაზღვროთ, როგორი ფორმით განვახორციელოთ აღდგენით სამუშაოები რეაბილიტაცია, როგორ უნდა იყოს გაკეთებული. ჩვენ მოვიწვევთ არქიტექტორებს, დიზაინერებს და საზოგადოებასთან ერთად, მათი ჩართულობით მოვახდინოთ არსებული სივრცის რეაბილიტაცია. რაც შეეხება მერიის გეგმებს ამ ობიექტზე, მინდა, დანარჩენ ტერიტორიაზე მოგაწოდოთ ინფორმაცია, იცით, რომ არსებულ ტერიტორიაზე დგას აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა, რომელიც მართალია არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა ქმნის თბილისის ერთგვარ სახეს და შესაბამისად, გეგმარებისას გაითვალისწინეს არსებული გარემოება და ეს ფაქტორი. შენობა არამარტო შენარჩუნდება, არამედ შეერწყმება დაგეგმილ განაშენიანებას და განხორციელდა კონკრეტული პროექტის სახით. იყო ბევრი მითქმა-მოთქმა, რომ ეს შენობა უნდა დაინგრეს, ხაზს ვუსვამ, რომ აღნიშნული შენობა-ნაგებობა არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია, რომ შენარჩუნებული იყოს არსებული შენობა-ნაგებობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს და სამომავლოდ სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოითქვა. გიორგი შარვაშიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, მინისტრის პირველ მოადგილედ. აგრეთვე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 2016 – 2022 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. გარდა ამისა, 2004 – 2013 წლებში მუშაობდა ბუდაპეშტში ღია საზოგადოების ინსტიტუტში აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის დირექტორად. გიორგი შარვაშიძე არის პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ევროპის აკადემიის ნამდვილი წევრი, დაჯილდოებულია ბრწყინვალების ორდენით. არის მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი.  

სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა წელსაც გაგრძელდება - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წელსაც გრძელდება დედაქალაქის მერიის პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსებას ითვალისწინებს. „თბილისის მერიის პროგრამით, რომელიც სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსებას ითვალისწინებს, გასულ წელს, 500 ლარიანი ვაუჩერები გავაკეთეთ. წელსაც გრძელდება ეს პროგრამა. 2022 წელს 21 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით, რაც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის მოსახლეობის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას და ამ მიზნით, ყოველწლიურად 500 ლარის ღირებულების არამატერიალიზებული ვაუჩერი გაიცემა. რასაკვირველია, პროგრამა გრძელდება. მერია მოუწოდებს თბილისში რეგისტრირებულ საპენსიო ასაკის პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 200 ათასს არ აღემატება, ისარგებლონ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროგრამით სარგებლობისთვის ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, უნდა მიმართოს ექიმს, ხოლო მის მიერ ელექტრონულად გაცემული ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე, ბენეფიციარი შეძლებს მედიკამენტის მიღებას სასურველ აფთიაქში. წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიყენონ ეს თანხა“, - განაცხადა კალაძემ.  

მასშტაბური გაფიცვის გამო ბერლინის აეროპორტში 300-მდე ფრენა გაუქმდა

ბერლინი-ბრანდენბურგის აეროპორტში, მასშტაბური გაფიცვის გამო დღეს დაგეგმილი ყველა სამგზავრო რეისი ან გაუქმდა ან გადაიდო. მედიის ცნობით, გაფიცვა შეეხება 35 000-მდე მგზავრს, რომლებსაც ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტის გავლით ფრენა ჰქონდათ დაგეგმილი.  გაფიცვა ბერლინი-ბრანდენბურგის აეროპორტში ოთხშაბათს დილის 3:30 საათზე დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება. 2018 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანიაში გაფიცვის გამო 300-მდე ფრენა გაუქმდა.  გაფიცვა პროფკავშირის მიერ იყო ორგანიზებული. მთავარი მოთხოვნაა ხელფასების ზრდა. აეროპორტის თანამშრომლები კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში ხელფასის 500 ევროთი გაზრდას ითხოვენ.