ძებნის რეზულტატი:

მაკრონი უკრაინისთვის ტანკების გაგზავნას არ გამორიცხავს

საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ მომავალში უკრაინას Leclerc-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს, მაგრამ ამ საკითხზე მოკავშირეებთან კოორდინაციას გეგმავს. „რაც შეეხება Leclerc-ის ტიპის ტანკებს, ეს არ არის გამორიცხული", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 22 იანვარს, პარიზში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ტანკების გადაცემის შესახებ, ერთობლივად, სამი მიზეზის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული. მაკრონის თქმით, ასეთმა გადაწყვეტილებამ არ უნდა გამოიწვიოს შემდგომი ესკალაცია, ეს რეალურად უნდა იყოს ეფექტიანი დახმარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და არ უნდა დაასუსტოს თავად ქვეყნების ჯარები  და NATO. მაკრონმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ისეთი პუნქტების გათვალისწინება, როგორიცაა ტრენინგი და ლოგისტიკა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ეს საკითხი განიხილება მოკავშირეებთან, მათ შორის გერმანიასთან. „სამუშაოს უახლოეს დღეებსა და კვირებში განვახორციელებთ“, - აღნიშნა მაკრონმა.   

ელჩი პეტერ ფიშერი: გერმანია საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო აღჭურვილობას აწვდის

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძალიან მტკიცე თანამშრომლობა გვაქვს. პირველ რიგში, გერმანია NATO-ს ნაწილია და NATO-ს საქართველოსთან, მათ შორის NATO-ს არსებითი პაკეტის ფარგლებში ძლიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. „ხსენებული თანამშრომლობის მიზანი საქართველოს NAT0-ს სტანდარტებთან დაახლოებაა, როგორც სამხედრო, ისე თავდაცვის კუთხით. არსებობს ძირითადი გუნდი, რომლის ლიდერიც გერმანელი პოლკოვნიკია. NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, სამ სხვადასხვა ინიციატივაში გერმანიას წამყვანი როლი აქვს. ინჟინერია, თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობა და სამხედრო მედიცინა. რა თქმა უნდა, ტარდება სწავლებები, სადაც საქართველო NATO-სთან თანამშრომლობს და გერმანია ამის ნაწილია. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გვაქვს. გერმანიამ სერჟანტთა მომზადების სკოლის დაარსებას შეუწყო ხელი. ყოველწლიურად, ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ქართველ კოლეგებს სამხედრო საკითხების შესახებ გამოცდილებას ვუზიარებთ. ასევე, საწვრთნელი პროგრამების დროს, უფროსი ოფიცრები და არამარტო, გერმანიაში გადიან სწავლებას. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ აღჭურვილობის მიმართულებით. გერმანია საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო აღჭურვილობას აწვდის“, - განუცხადა პეტერ ფიშერმა Europetime-ს. მისივე თქმით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახლა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. „მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა, რომ რუსეთი მზადაა, თავისი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალა გამოიყენოს, რაც მიუღებელია; საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და მისი მიხედვით, დანაშაულია. ყველა, ვინც მხარს უჭერს საერთაშორისო სამართლის დაცვას, საერთაშორისო საკითხების გადაჭრას მოლაპარაკების, შეთანხმების გზით და არა თავდასხმითა და ძალის გამოყენებით, აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთისთვის ცხადი გახდეს, რომ ჩვენთვის მიუღებელია სამხედრო აგრესია და ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა“, - აღნიშნავს გერმანიის ელჩი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.  

ელჩი პეტერ ფიშერი: რუსეთთან მიმართებით დაშვებული შეცდომის ფასს ახლა ვიხდით

რუსეთთან მიმართებით დაშვებული შეცდომის ფასს ახლა ვიხდით, ბევრად ძვირი ენერგორესურსები უნდა შევიძინოთ. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა, ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ენერგეტიკის სფეროში თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ზოგადად, რა რისკებს უნდა ითვალისწინებდნენ ქვეყნები? - ელჩმა Europetime-ის ამ შეკითხვას უპასუხა. „ენერგეტიკაზე საუბრისას ჩვენ ვსაუბრობთ საიმედოობაზე, უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე. მნიშვნელოვანია საიმედოობა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ენერგია, სიმძლავრე ჩვენი ქარხნების, მანქანების კვებისათვის. საჭიროა უსაფრთხოება და ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი ფასი. ასევე, ფუნდამენტურია მდგრადობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ფუნდამენტური გამოწვევაა, ანუ თავსებადობა გარემოსთან და კლიმატთან. ფუნდამენტურია ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც წიაღისეული ენერმომატარებლებიდან განახლებადზე გადასვლას გულისხმობს. რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობა 70-იან წლებში დავამყარეთ. უკრაინაში რუსეთის თავდასხმამდე, ნავთობისა და გაზის დიდი წილის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა. ზოგიერთი ქვეყანა გვაფრთხილებდა, რომ რუსეთი ამ ექსპორტს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებდა. ჩვენ კი ვპასუხობდით, რომ სრულიად დამოკიდებული არ ვათ მათზე და სხვა წყაროებიც გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ  ეს დიდი წილია და ჩვეთვის ეკონომიურია, მაგრამ ეს ასევე არის სტაბილურობის წინაპირობა რუსეთთან ურთიერთობაში. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, ჩვენ მათ ვჭირდებით, როგორც მყიდველი და ჩვენ გვჭირდება ისინი, როგორც მომწოდებლები. გერმანიამ შეცდომა დაუშვა, ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ პუტინს იგივე მიზნები არ ამოძრავებდა. მან თქვა, რომ სხვა მიზნები აქვს და ეს არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სტაბილური ურთიერთობა გერმანიასთან და დასავლეთთან. რუსული ნავთობისა და გაზის უდიდესი მყიდველები ვიყავით. პუტინმა ამ ყველაფრის იგნორირება მოახდინა უკრაინის კონტროლის მიზნის გამო. ჩვენ ვთქვით, რომ თუ ის უკრიანას დაესხმებოდა თავს, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდებოდა. მან თქვა, რომ ეს არ აინტერესებს - მე თავს დავესხმები უკრაინას და ეს უფრო მნიშვნელოვანია. ამრიგად, ჩვენ ეს გაკვეთილი ვისწავლეთ. ეს გაკვეთილი გულისხმობს რესურსების დივერსიფიკაციას და სხვა წყაროების მოძებნას მეგობრულ ქვეყნებში, ჩვენ მათ ვუწოდებთ ღირებულ პარტნიორებს, მათი პოლიტიკური სისტემა იგივეა, რაც ჩვენი. ასე რომ, გაზის იმპორტი რუსეთიდან ახლა ნულამდე დავიყვანეთ, ნავთობის ტრენდიც მკვეთრად შემცირებულია და გერმანიამ მძიმე შრომის შედეგად, ჩანაცვლების წყაროები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იპოვა. ჩვენ თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალები რეკორდულ დროში ავაშენეთ. მოვახერხეთ ის, რომ ღია ვართ ღირებული პარტნიორებისთვის, მაგალითად, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა, ნორვეგია კანადა, აშშ, მაგრამ მსოფლიოში მრავალი სხვა წყარო არსებობს. ამრიგად, ყოველთვის იფიქრეთ ბალანსზე უსაფრთხოებასა და მიწოდებას შორის, ასევე მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია და ღირებულ პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობა. ეცადეთ, იპოვოთ ეკონომიური გზა, იაფი ენერგია. რუსეთთან მიმართებით დაშვებული შეცდომის ფასს ახლა ვიხდით, ბევრად ძვირი ენერგორესურსები უნდა შევიძინოთ. ჩვენი მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი საკმაოდ გაიზარდა. ფუნდამენტურ საკითხად რჩება მდგრადობა, რომ კლიმატის გამოწვევები გადაიჭრას. ასევე, განახლებადი ენერგიისთვის საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ელექტროენერგიის ბაზარი დიდია. თუ შეგიძლიათ, რაც შეიძლება მეტი გააკეთეთ, ითანამშრომლეთ ღირებულ, დემოკრატიულ პარტნიორებთან, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენერგიას თქვენ წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ“, - აღნიშნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა პეტერ ფიშერმა Europetime-თან ინტერვიუში.

ელჩი პეტერ ფიშერი: ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, დამაკავშირებელი ჰაბი გახდეს

ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. ელჩის შეფასებით, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში.. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ  გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება.  

ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინას შეიარაღება დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მიეწოდება

კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია მუდმივად აფართოებს უკრაინისთვის მისაწოდებული იარაღის ჩამონათვალს და ყოველთვის კოორდინაციაშია უახლოეს პარტნიორებთან. ამის ერთ-ერთ მაგალითად, კანცლერმა უკრაინისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება მოიყვანა. შოლცს უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ ჰკითხეს. კანცლერის თქმით, უკრაინას იარაღი დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მიეწოდება. „ჩვენ ამას მომავალშიც გავაკეთებთ”, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. „ჩვენ უნდა ვუპასუხოთ აგრესიას მათ შორის იარაღის მიწოდებით“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა პარიზში, ფრანგ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. პარიზში, გერმანია-საფრანგეთის მინისტრთა საბჭოს ერთობლივი შეხვედრის ფარგლებში, ლიდერების გარდა, თავდაცვის მინისტრებმა ბორის პისტორიუსმა და სებასტიენ ლეკორნუმ უკრაინის იარაღით მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 20 იანვარს „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ ვიდრე უკრაინა და მისი პარტნიორები გერმანიის მწვანე შუქს ელოდებიან, უკრაინული სატანკო ეკიპაჟები გერმანული ტანკებისთვის წვრთნებს პოლონეთში დაიწყებენ. „რამშტაინის” შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა თავის უწყებას Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმება დაავალა. თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დაავალა, მოემზადოს „დღისთვის, რომელიც შესაძლოა, დადგეს”. მისივე თქმით, შთაბეჭდილება, თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას გერმანია ბლოკავს, არასწორია. „ერთსულოვანი აზრი არ არის”, - განაცხადა პისტორიუსმა. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გერმანია Leopard 2 ტიპის ტანკების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებისთვის უნდა იყოს მზად. შეგახსენებთ, მანამდე, გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს. უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, უკრაინას თავისი ტანკები გაგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.

ჯონსონი: უკრაინამ ყველა საჭირო იარაღი, რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს, რომ ომი დასრულდეს

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ უკრაინას ომის დასასრულებლად ყველა საჭირო იარაღი, რაც შეიძლება მალე უნდა მიეწოდოს. ამის შესახებ მან კიევში, ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეკრებას ასევე ესწრებოდა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ჯონსონის თქმით, უკრაინას ტანკები უნდა მიეწოდოს. „მე ვამაყობ, რომ ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, რომელმაც „ჩელენჯერის“ ტიპის ტანკები მოგაწოდათ და ჩვენ ველით ტანკებს სხვა ქვეყნებიდან. ჩვენ გვინდა, მივიღოთ თვითმფრინავები უკრაინის ხალხისთვის და გვჭირდება უკეთესი აღჭურვილობა, იარაღი, რაც საშუალებას მოგცემთ, დაიცვათ თქვენი ქვეყანა“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერმა. ბირის ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის არმიაში თანამედროვე იარაღის არსებობა არ გამოიწვევს ესკალაციას, რადგან რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ყველა საშუალებას უკვე იყენებს. „ბუჩაში ვიყავი. როგორ შეიძლება დაპირისპირების ესკალაცია იქ, სადაც ერთი მხარე უკვე იყენებს ყველაზე მოწინავე თანამედროვე თვითმფრინავებს საცხოვრებელი უბნების დასაბომბად?! უკრაინა ყველა შესაძლო დახმარებას იმსახურებს ", - აღნიშნა ჯონსონმა. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 22 იანვარს, კიევის რეგიონში, ბუჩასა და ბოროდიანკას ეწვია. ამასთან, ჯონსონი ზელენსკის კიევში შეხვდა.

მაროკო უკრაინაში საბჭოთა წარმოების ტანკებს გზავნის - მედია

მაროკომ უკრაინას T-72B ტიპის საბრძოლო ტანკები მიჰყიდა, იტყობინება საინფორმაციო საიტი Menadefense. მისივე ინფორმაციით, ტანკები ჩეხეთის რესპუბლიკაში განახლდა. ამ ტანკებიდან დაახლოებით 20 ერთეული, ერთი კვირის წინ, უკრაინის ფრონტზე გაგზავნეს, იტყობინება Menadefense. მთლიანობაში, მაროკოს 136 T-72B ტიპის ტანკი აქვს,  რომლებიც მან ორი ათეული წლის წინ, ბელორუსისგან იყიდა.  

ზელენსკი: უკრაინას შეუძლია, ომში 2023 წელს გაიმარჯვოს

უკრაინას შეუძლია, ომი რუსეთთან 2023 წელს მოიგოს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. გამარჯვების უზრუნველსაყოფად კი, ზელენსკის შეფასებით, ქვეყანამ უცხოელი პარტნიორებისგან დახმარების მიღება უნდა განაგრძოს და უკრაინამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს.  „ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც ძლიერი ცივილიზებული სახელმწიფო და ევროკავშირის მომავალი წევრი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრაზე. ამავე შეხვედრას დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ესწრებოდა.          

ათენის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ორი გამანადგურებლის თანხლებით დაეშვა

Ryanair-ის (RYA.I) სამგზავრო თვითმფრინავი ათენის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა. Reuters-ის ცნობით, მანამდე, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. თვითმფრინავში დაახლოებით 190 მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი, რომელიც კატოვიციდან საბერძნეთში მიფრინავდა, ათენში ორი გამანადგურებელი თვითმფრინავის თანხლებით, 17:35 საათზე დაფრინდა. აეროპორტში მობილიზებული იყო სახანძრო ეკიპაჟები. სამართალდამცველების მიერ შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ბომბი არ აღმოჩნდა. 

მკაფიოდ უნდა გესმოდეთ, რუსული არმია, რომელსაც ათასი ტანკი ჰყავს, ჩვენს წინააღმდეგაა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ როდესაც რუსეთის ფედერაციას 1 000 ტანკი აქვს, 20-50 ტანკი, რომელიც უკრაინამ შეიძლება დასავლეთის ქვეყნებიდან მიიღოს, პრობლემას ვერ გადაჭრის. ჯონსონი: უკრაინამ ყველა საჭირო იარაღი, რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს, რომ ომი დასრულდეს „მკაფიოდ უნდა გესმოდეთ: როცა რუსული არმია, რომელსაც ათასი ტანკი ჰყავს, ჩვენს წინააღმდეგაა, იქ უბრალოდ არავინაა ისეთი, რომ იბრძოლოს, ეშინიათ, არამოტივირებულები არიან. ეს ჩვენთვის პლიუსია. მაგრამ როცა მათ აქვთ 1000 ტანკი, ვერცერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენთვის 10, 20, 50 ტანკის მოცემას გადაწყვეტს - პრობლემას ვერ გადაჭრის“, - განაცხადა ზელენსკიმ ARD-თან ინტერვიუში. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან შეგახსენებთ, მანამდე, გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს. უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, უკრაინას თავისი ტანკები გაგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.  

საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო - კობახიძე

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდამ 33 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 7 პროცენტით გაიზარდა-როდესაც კონკრეტული უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველოდან შეტანილი საქონლით ითქვამს სულს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ტყუილია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. „ორიოდე დღის წინ, "სი-ენ-ენ"-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა. კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე და იკითხა, გადაჭრიდა თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას. "სი-ენ-ენი" არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. შესაბამისად, "სი-ენ-ენ"-ის ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო. თუმცა, ვნახოთ, რა ხდება სინამდვილეში: 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდამ 33 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 7 პროცენტით გაიზარდა. ანალოგიურ პერიოდში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა 20 პროცენტით, აზერბაიჯანში - 27 პროცენტით, თურქეთში - 35 პროცენტით, აშშ-ში - 36 პროცენტით, ბულგარეთში - 67 პროცენტით, სომხეთში - 129 პროცენტით, ხოლო ყაზახეთში - 148 პროცენტით. რუსეთში ექსპორტის წილი საქართველოს საერთო ექსპორტში 2022 წელს არათუ არ გაზრდილა, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც "სი-ენ-ენ"-ის ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს უტყუარად ადასტურებს; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან შეტანილი საქონელი რუსეთის 2022 წლის საერთო იმპორტის მხოლოდ 0,3 (!) პროცენტს შეადგენს. ამ ფონზე, როდესაც კონკრეტული უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველოდან შეტანილი საქონლით ითქვამს სულს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ტყუილია; ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს საქართველოდან რუსეთში გატანილი საქონლის 3/4-ზე მეტი ალკოჰოლურმა და არაალკოჰოლურმა სასმელებმა, სოფლის მეურნეობის პროდუქციამ და ფეროშენადნობებმა შეადგინა; ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ვიდრე ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად (!) ასეულობით მილიონ ევროს უხდიან. ამასთან, 2022 წლის თებერვალ-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გერმანიაში რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა 33 პროცენტით, პოლონეთში - 24 პროცენტით, იტალიაში - 100 პროცენტით, საფრანგეთში - 84 პროცენტით, ნიდერლანდებში - 51 პროცენტით, ბელგიაში - 78 პროცენტით, უნგრეთში - 132 პროცენტით, საბერძნეთში - 142 პროცენტით, ესპანეთში - 51 პროცენტით, ავსტრიაში - 139 პროცენტით, სლოვაკეთში - 71 პროცენტით, ბულგარეთში - 116 პროცენტით, რუმინეთში - 55 პროცენტით, ჩეხეთში - 31 პროცენტით, სლოვენიაში - 346 პროცენტით, ხორვატიაში - 68 პროცენტით, კვიპროსში - 138 პროცენტით, ხოლო ლუქსემბურგში - 262 პროცენტით. როცა გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც იგივე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს და სინამდვილეში, ისინი არა საქართველოს, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალის სამსახურში დგანან. ასევე, სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა. ეს არის ჩემი კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხი ცრუ ბრალდებაზე, რომელიც რუსეთის მიერ ქართული ექსპორტით „სულის მოთქმას“ და სანქციების გვერდის ავლას შეეხება”, - წერს კობახიძე. ცნობისთვის, CNN-ის ინტერვიუს რამდენიმე დღით ადრე წინ უძღოდა The New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია, სახელწოდებით „როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში: სატვირთო მანქანების გრძელი რიგი საქართველოს გავლით“. სტატიაში საუბარია, რომ რუსეთმა სწრაფად იპოვა ალტერნატიული გზები იმპორტისთვის და ბოლო 10 თვის განმავლობაში საქართველო მოხერხებულ ლოჯისტიკურ არხად ჩამოყალიბდა რუსეთსა და გარესამყაროს შორის. „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტმა NYT-ის სტატიას სრული სიყალბე უწოდა, ყურადღება გაამახვილა ავტორის რუსულ წარმომავლობაზე, მის მიერ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაზე და თქვა, რომ „არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომ რუსეთმა საქართველოს გავლით რაიმე სანქცირებული ტვირთი მიიღო“. თავდაპირველად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ქართულმა მხარემ ამას „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული“ ბრალდება უწოდა და უკრაინისგან მტკიცებულებები მოითხოვა, რომელიც წარმოდგენილი არ ყოფილა.  

ISW: ბახმუტში, დაჯგუფება „ვაგნერის“ წარუმატებლობის შემდეგ პუტინი შესაძლოა, კვლავ რეგულარულ ჯარს დაეყრდნოს

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ახალ ანგარიშში რუსულ ელიტაში ურთიერთობებზე ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვარაუდობს, რომ Wagner PMC-ის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ვარსკვლავი „ჩაესვენა“, რადგან პუტინმა გადაწყვიტა, რომ ისევ რეგულარულ ჯარს დაეყრდნოს. აშშ დაჯგუფება „ვაგნერს" ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარებს - ჯონ კირბი „ევგენი პრიგოჟინის ვარსკვლავმა, რომელიც ვაგნერს აფინანსებს, რამდენიმეთვიანი აშკარა აღმავლობის შემდეგ, დაკნინება დაიწყო - იმის გამო, რომ მან ბახმუტის ხელში ჩაგდების შესახებ დაპირება ვერ შეასრულა", - წერს ISW. ანგარიშის თანახმად, ეს ვარაუდი გამომდინარეობს იქიდან, რომ პუტინმა უკრაინაში ჯარების მეთაურად შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დანიშნა, ხოლო მის მოადგილედ გენერალი სერგეი სუროვიკინი დააქვეითა, რომელსაც უკრაინული დაზვერვა პრიგოჟინის მოკავშირედ მიიჩნევდა. გარდა ამისა, ISW მნიშვნელოვნად მიიჩნევს რომ პუტინმა არ ახსენა პრიგოჟინი, როდესაც მან 15 იანვარს სოლედარის აღებაზე ისაუბრა. ISW-ს ანალიტიკოსების აზრით, პუტინმა შემოდგომაზე გადაწყვიტა, რომ პრიგოჟინისა და სუროვიკინისთვის მიეცა საშუალება ეჩვენებინათ, საკუთარი საშუალებებით რისი გაკეთება შეუძლიათ: პირველი რესურსი იყო - ათასობით მობილიზებული პატიმარი, მეორე - გაფიცვა უკრაინის ენერგეტიკულ და ელექტრო ქსელებზე. ISW-ს ანალიტიკოსების აზრით ორივე რესურსი წარუმატებელი აღმოჩნდა. პრიგოჟინის მცდელობა დაეპყრო ბახმუტი უშედეგოდ დასრულდა, ხოლო სუროვიკინის კამპანიის შედეგად კი რუსეთმა მხოლოდ რაკეტების მარაგი დახარჯა.  ახლა, ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, პუტინი ფსონს კვლავ ჯარზე  დებას და იმედოვნებს, რომ შოიგუ და გერასიმოვი, მობილიზებულთა წვრთნითა და აღჭურვით, მალე შეძლებენ რუსეთის პოზიციები ფრონტზე გააუმჯობესონ.   

მედია: მდიდარ რუსებს, უცხოურ ბანკებში ვალუტა აქტიურად გააქვთ

პირველი დეკემბრისთვის რუსების დეპოზიტებმა უცხოურ ვალუტაში 8,4 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც მოსახლეობის დეპოზიტების 21 პროცენტს შეადგენს. ამავდროულად, რუსულმა ბანკებმა იმ დროისთვის შეინარჩუნეს 3,5 ტრილიონი რუბლი, ანუ მთელი უცხოური ვალუტის დეპოზიტების 42 პროცენტი. ამის შესახებ გაზეთი „ვედომოსტი“ რუსეთის ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში რუსებმა უცხოურ ბანკებში 5 ტრილიონი რუბლი შეინახეს. ეს თანხა შეადგენს რუსეთში დეპოზიტების 12,4 პროცენტს და ყველა უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების 58 პროცენტს. ამავდროულად, 2022 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, რუსულ ბანკებში 7 ტრილიონი რუბლი იყო. დეპოზიტები შეადგენდა იმ დროს უცხოური ვალუტის დანაზოგების 75 პროცენტს, უცხოეთში კი - 2,4 ტრილიონ რუბლს (25 პროცენტს). „ვედომოსტის“ ცნობით, სანქციების ფონზე, სავალუტო დანაზოგების მნიშვნელოვანი შემცირება არ დაფიქსირებულა, თუმცა წლის მეორე ნახევარში, მდიდარმა რუსებმა თანხის უცხოეთში გატანა დაიწყეს.  2022 წლის პირველი თებერვლისთვის რუსებმა შეინარჩუნეს 9,4 ტრილიონი რუბლი. უცხოური ვალუტის დანაზოგი, 2022 წლის პირველი დეკემბრისთვის - 8,4 ტრილიონი რუბლი. 2022 წლის ზაფხულის დასაწყისისთვის, უცხოური ვალუტის დეპოზიტების მოცულობა შემცირდა 6,1 ტრილიონ რუბლამდე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ბანკმა ივლისში გაზარდა უცხოური ვალუტის საზღვარგარეთ გადარიცხვის ლიმიტი, უცხოური ვალუტის დანაზოგების მთლიანი მოცულობა გაიზარდა 1,5 ტრილიონი რუბლით. ექსპერტების აზრით, უცხოურ ბანკებში სახსრების გადინება გამოწვეულია მდიდარი რუსების ვიწრო წრის რეაქციათ ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. „მდიდარ მეანაბრეებს 2022 წლის მეორე ნახევარიდან უცხოურ ბანკებში ვალუტა აქტიურად გააქვთ“, - აღნიშნავენ ექსპერტები.   

ერდოღანმა თურქეთში არჩევების ახალი თარიღი ოფიცილაურად დაასახელა

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის 14 მაისს გაიმართება. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ ბურსაში ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე, 14 მაისს გაიმართოს - Reuters ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გააგრძელოს წარმატებები და წინსვლა. შეგახსენებთ, რომ არჩევნების გამართვის ოფიციალურ თარიღად მანამდე 18 ივნისი იყო გამოცხადებული.  

უკრაინელებმა რუსების შეტევა 11 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან, მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის თავდასხმები 11 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "უკრაინელებმა რუსული ძალების თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის სტელმახივკასა და ნოვოსელოვსკოესთან, ასევე დონეცკის ოლქის ვიემკის, რაზდოლოვკას, ბელგოროვკას, პრასკოვიევკას, ბახმუტის, სტუპოჩკას, ნოვობახმუტოვკას, პერვომაისკისა და მარინკას დასახლებებზე", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თურქმენეთის პრეზიდენტმა, ქვეყნის ნაციონალური ლიდერისა და მისი ოჯახის ხელშეუხებლობა დააკანონა

თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, თურქმენეთის ეროვნულ ლიდერს გურბანგული ბერდიმუჰამედოვსა და მისი ოჯახის წევრებს იმუნიტეტის უფლება მიენიჭათ.  კონსტიტუციური კანონი „თურქმენი ხალხის ეროვნული ლიდერის შესახებ“ ყოფილ პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს და მისი ოჯახის წევრებს იმუნიტეტის უფლებითა და რიგი სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლებას აძლევს. გადაწყვეტილება ასევე ეხება მის ქონებასა და ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ქონებას. 21 იანვარს გაიმართა თურქმენეთის პარლამენტის - მილი გენგეშის ერთობლივი სხდომა, რომელზეც გადაწყდა ექსპრეზიდენტ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვისთვის ეროვნული ლიდერის სტატუსის მინიჭება.   

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ ცნო და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.  დაკავებულს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარება და განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ. შეგახსენებთ, 2022 წლის 27 აპრილს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო.ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინის კარი შიგნიდან ურდულით ჩაკეტილი დახვდათ. ბინაში შეღწევის და ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ნანახი იქნა 1964 წელს დაბადებული ზ.ბ.-ის და მისი მეუღლის - 1967 წელს დაბადებული ლ.თ.-ის დამწვარი ცხედრები, რომლებსაც თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში მძინარე მშობლებს - ზ.ბ.-ს და ლ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.  

2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი, 3 516 634 479 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 107.6%-იანი აღდგენაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. „2022 წლის დეკემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 363,306,614 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 167.2% აღდგენაა, 2021 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები +237,255,596 (+188.2%) აშშ დოლარითაა გაზრდილი. რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას - საქართველოში 2022 წელს 5.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა. 2022 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 71.9%, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 58 % აღდგა. გასულ წელს საქართველოს ჯამში 5,426,903 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2021 წელთან შედარებით +188.5%-ით მეტია. 2022 წელს ქვეყანაში 3,652,949 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს +131.6%-ით აღემატება. ტურიზმის აღდგენის დინამიკით გამოირჩეოდა 2022 წლის დეკემბერი. ამ პერიოდში საქართველოში 564,656 საერთაშორისოს მოგზაური ეწვია, რაც 2019 წლის მონაცემის 84.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +216.9%-ია. 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში 304,616 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 97.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +110.7%-ია”, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.  

კორუმპირებულ ჩინოვნიკებს გაზაფხულიდან აქტიურად ჩავსვამთ ციხეში - არახამია

უკრაინის მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიმ განაცხადა, რომ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს გაზაფხულიდან აქტიურად ჩასვამენ ციხეში. „სავარაუდოდ გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ ციხეში ჩასმას. არ გამოდის ადამიანურად, მაშინ იქნება ომის დროის შესაფერისი კანონით. ზოგიერთმა ადამიანმა საერთოდ დაკარგა გონება და მოროდიორობენ შიშისა და სინდისის ქენჯნის გარეშე“, – განაცხადა არახამიამ. არახამიას თქმით, 24 თებერვალს რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრიანის ხელისუფლება მუდმივად მოუწოდებს, ფოკუსირება მოახდინონ ომზე, დაზარალებულების დახმარებაზე, ბიუროკრატიის შემცირებაზე და მოეშვან საეჭვო საქმეებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე, ვასილი ლოზინსკი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.  უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლოზინსკი გენერატორების შეძენის საქმეზე 400 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული. მედია ანტიკორუფციული ბიუროზე დაყრდნობით წერს, რომ ზაფხულში უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 1,68 მილიარდი გრივნა გამოყო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის.  გამოძიების თანახმად, ცენტრალური და რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების ნაწილმა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილის მითვისებისთვის შეიმუშავა სქემა. კერძოდ, ისინი ფარულად გაურიგდნენ მეწარმეებს და 280 მილიონი გრივნის ოდენობის კონტრაქტი გააფორმეს. სანაცვლოდ კი დიდი ოდენობის თანხა მიიღეს. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გერმანია წინააღმდეგი არ იქნება, თუ პოლონეთი უკრაინას Leopard2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს - ბერბოკი

„თუკი ჩვენ გვკითხავენ ამის თაობაზე, ჩვენ გზაზე არ გადავეღობებით ამას“, - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ფრანგულ ტელეარხ LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში Leopard 2 -ის ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე საუბრისას.  ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო მინისტრები გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინას Leopard-ის ტანკები დაუყოვნებლივ გადასცეს „გერმანია მზად არის, პოლონეთს უფლება მისცეს მის შეიარაღებაში არსებული Leopard 2 ტანკები უკრაინას გაუგზავნოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა ბერბოკმა.  მატეუშ მორავეცკი: არ გამორიცხავ, რომ ვარშავამ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ბერლინი ვარშავისგან ასეთ მოთხოვნას მიიღებს. „ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტანკები, ამიტომ ჩვენს პარტნიორებთან განვიხილავთ ამას. ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ მოხერხდეს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და უკრაინის გათავისუფლება“, - აღნიშნა ბერბოკმა. ცნობისთვის, 20 იანვარს რამშტაინის სამიტზე უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.