ძებნის რეზულტატი:

ყაზახეთში, მოქალაქეებისთვის უკანონოდ შეძენილი აქტივების ჩამორთმევა იგეგმება

ყაზახეთში შეიქმნება იმ ადამიანების სია, რომლებსაც აქტივების ფლობაზე ანგარიშის წარდგენა მოუწევთ. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა ეკონომიკური პოლიტიკის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „იგეგმება იმ პირთა შეზღუდული რეესტრის ჩამოყალიბება, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა სჭირდებათ. თუ აქტივების მფლობელს არ შეუძლია დაადასტუროს მათი წარმომავლობა, აქტივები აღიარებული იქნება არაგონივრულად შეძენილად და სახელმწიფოს გადაეცემა“, -განაცხადა ალიხან სმილოვმა. მისივე თქმით, ჩამორთმეული აქტივები ყაზახეთის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროექტების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული. გასული წლის ბოლოს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნიდან უკანონოდ გატანილი ქონების დაბრუნების ბრძანება გასცა.  

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც 7 ნოემბრის მოვლენებს ეხება, დღესაც გადაიდო.  მიხეილ სააკაშვილს COVID19 დაუდასტურდა შემდეგი სასამართლო სხდომა 15 თებერვალს, 15:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე პენიტენციური სამსახურის ოქმი წაიკითხა, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სხდომაზე დასწრებასა და დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

დაზვერვის სამსახურის უფროსმა პრემიერს ანგარიში წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, შალვა ლომიძემ პრემიერ-მინისტრს სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა. „პრემიერ-მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა განიხილეს 2023 წლის გეგმები და სამსახურის განვითარების პრიორიტეტები.  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს აგრეთვე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთს ბრძოლის ველზე გამოჰყავს ტანკები, რომელთა მოხმარებაზეც მანამდე უარი თქვეს

იმ სიახლეების ფონზე, რომ უკრაინა გერმანულ Leopard2-ის ტიპის ტანკებს მიიღებს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, რუსეთის ფედერაციის უახლესი სამხედრო ტექნიკის მდგომარეობას აფასებს. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთს უახლესი ტანკები „არმატა T14“ უკრაინაში ბრძოლისთვის გამოჰყავს, თუმცა ამ ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნა არადამაკმაყოფილებელია.  უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს - Bloomberg მანამდე რუსეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ ახალი ტანკების ძრავი გაუმართავია.  2021 წელს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ 2022 წლისთვის, ტანკების „ექსპერიმენტალური პარტიის“ გამოშვება იგეგმებოდა. „ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინაში გაგზავნილმა „არმატა T14“-ის ტიპის ტანკებმა შესაბამის სტანდარტს უპასუხოს, რომლის თანახმადაც ტექნიკა უსაფრთხოდ მიიჩნევა“, - იუწყება ბრინანეთის დაზვერვა.   

მეტროსადგური „გოცირიძის“ ექსპერტიზა მიმდინარე კვირაში დასრულდება - ხმალაძე

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგური „გოცირიძის“ ექსპერტიზა მიმდინარე კვირაში დასრულდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. „რაც შეეხება მეტროსადგურ „გოცირიძეს“, მეტრო „გოცირიძე“ უკვე ექსპლუატაციაში მიღების პროცედურაზეა, ექსპერტიზა ამ კვირაში დასრულდება, თუ რაიმე ხარვეზი იქნება გამოასწორებენ და შემდეგ ჩვენ მივიღებთ ექსპლუატაციაში. უკვე დაქირავებულია ექსპერტი, რომელმაც ტექნიკური დავალება უნდა დაწეროს, მოამზადოს სატენდერო დოკუმენტაცია, 10 მეტროსადგურის პროექტირება-მშენებლობაზე, დანარჩენი მეტროსადგურის მხოლოდ პროექტირებაზე. გამოცხადდება ერთიანი ტენდერი და გამარჯვებული კომპანია თანმიმდევრულად განახორციელებს თბილისის მეტროს 10 სადგურის პროექტირება-მშენებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ ერთიანად ვერ შევძლებთ ამ მეტროსადგურების გაჩერებას, ეს რამდენიმე წლიანი იქნება. ჩემი აზრით, თითო სადგურის რეაბილიტაციას საშუალოდ 1 წელი დასჭირდება. თუ ვიტყვით, რომ 1 წელი გავაჩეროთ 2 სადგური, მას 5 წელი დასჭირდება. თუ ვიტყვით, რომ 3 სადგური გავაჩეროთ, შეიძლება დასჭირდეს 3 წელი, ან კიდევ უფრო მეტი“, - აღნიშნავს ხმალაძე.“, - აღნიშნა ხმალაძემ.  

ISW: დასავლური ტანკები უკრაინას ტერიტორიის გათავისუფლებაში დაეხმარება

უკრაინას საბრძოლო ტანკების მიწოდების შესახებ დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებები უკრაინას ტერიტორიის გასათავისუფლებლად დაეხმარება“, - ამის შესახებ ნათქვამია ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის უახლეს ცნობებში. ISW მანამდე წერდა, რომ დასავლეთის გადაუწყვეტელობა უკრაინის შესაძლებლობებს აფერხებდა. უკრაინის მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ დეკემბერში განაცხადა, რომ უკრაინას შემდგომი კონტრშეტევის დასაწყებად, 300 საბრძოლო ტანკი და სხვა იარაღის სისტემა დასჭირდება. შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების Abrams M1-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესაძლებლობას, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ამ დროისთვის არ გააკეთებს. ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები აგრძელებს მჭიდრო კონტაქტში ყოფნას უკრაინასთან, მის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ მოთხოვნებს უპასუხოს. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნისკენ არის მოწოდებული, იტყობინებოდა 24 იანვარს Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. გამოცემა წერს, რომ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოცხადდება და ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთშეთანხმების ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადებს. უფრო ადრე, Reuters-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის „ლეოპარდების“ მიწოდებას დაამტკიცებდა, თუ აშშ „აბრამსის“ ტანკებს მიაწოდებდა კიევს. გერმანიის მთავრობამ ასეთი მოსაზრების არსებობა უარყო. ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს.

ზელენსკიმ ყოფილ სახალხო დეპუტატსა და 9 სასულიერო პირს სანქციები დაუწესა

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყოფილ სახალხო დეპუტატს, ბიზნესმენ ვადიმ ნოვინსკისა და 9 სასულიერო პირს სანქციები დაუწესა.  24 იანვარს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ძალაში შევიდა NSDC-ის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია. 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 21 წინამძღოლსა და მღვდელმსახურს შემაკავებელი სანქციები დაუწესა. მათ შორის არის რუსეთის პატრიარქის კირილის ძმისშვილი მიხაილ გუნდიაევი.  

ნამდვილად არ ვაპირებთ, შევიცვალოთ დამოკიდებულება უკრაინის მიმართ - თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს, უკრაინის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს. როგორც თალაკვაძემ განმარტა, ასეთი ტიპის შეფასებები აცილებულია რეალობას, ვინაიდან, საქართველოს რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. „ეს ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა უკრაინაში, საქართველოში და საზღვარგარეთად ძალიან კარგად იციან. გვაქვს კარგი თანამშრომლობა ჩვენს მეგობრებთან, კოლეგებთან უკრაინის რადაში და მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, ბევრიც წინ გვაქვს და დაგეგმილია ასევე არაერთი პროექტი, ამიტომ ამ ფონზე, ჩემთვის ალბათ უფრო მისაღები იქნებოდა კასიანოვს თავისი დიპლომატიური ძალისხმევა გაეგრძელებინა, რაც ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას ხელს შეუწყობს. ეს განცხადება უფრო პოლიტიკურ შეფასებასა და პოლიტიკურ განცხადებას გავს, ვიდრე დიპლომატიურ ძალისხმევას. მესმის, ის არ არის ელჩი, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ახალი ელჩის ჩამოსვლამდე ის წარმოადგენს საელჩოს. იმედი მაქვს, ახალი ელჩი როდესაც შეუდგება საქმიანობას, ამ ტიპის დისონანსები მომავალში მაქსიმალურად იქნება დარეგულირებული და გამორიცხული, რადგან მეგობრობა ეფუძნება სამართლიან ურთიერთობებს. როდესაც ასეთი ტიპის საყვედურებს ვისმენთ, ეს ნამდვილად არ მიგვაჩნია სამართლიანად, თუმცა რა თქმა უნდა, საქართველო თავის პოლიტიკასა და თავის მხარდაჭერას არ შეცვლის უკრაინის მიმართ, თუნდაც ბატონი კასიანოვის განცხადების გამო. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, როდესაც ომი დასრულდება და მშვიდობიანი დღეები დაბრუნდება, უკრაინის ხელისუფლება და უკრაინის საზოგადოება კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასებს იმას, რასაც საქართველო აკეთებს თავისი მეგობრისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, „რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს“.  

ნედ პრაისის თქმით, უკრაინაში კორუფციის შემთხვევების შესახებ ცნობები აშშ-ის დახმარებას არ უკავშირდება

ბოლოდროინდელი კორუფციული სკანდალები, რამაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მთავრობაში ყველაზე დიდი ცვლილება გამოიწვია, „შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის მიწოდებულ სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ჩანს, არ ეხებოდა“, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა. „ჩვენთვის არ არის ცნობილი, რომ შეერთებული შტატები რაიმე დახმარება იყო ჩართული იმაში, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბოლო საათებში“, - განაცხადა პრაისმა ბრიფინგზე. უკრაინის დახმარებაზე შემდგომი ზედამხედველობის შესახებ მოწოდებები აშშ-ის კონგრესში ისმოდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. პრაისმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ყოველთვის მკაცრ ზედამხედველობას უზრუნველყოფს და ანგარიშვალდებულებას იჩენს“. მისივე თქმით, შტატები გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ მისი დახმარება ზედამხედველობას დაექვემდებაროს. „ამჟამად, ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, რომ აშშ-ის დახმარებაც მოიაზრებოდა იმ ბრალდებებში, რომელთა შესახებაც მოვისმინეთ ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან. მაგრამ ეს მუდმივი ძალისხმევაა. აქ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი მხარდაჭერა, უზარმაზარი მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვუწევთ უკრაინას - უსაფრთხოების დახმარება, ჰუმანიტარული დახმარება, ეკონომიკური დახმარება დასახულ მიზნებს ემსახურება“, - განაცხადა ნედ პრაისმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, მინისტრის რამდენიმე მოადგილე და რამდენიმე გუბერნატორი 24 იანვარს, არაერთი სკანდალის, მათ შორის კორუფციული სკანდალების შემდეგ გადააყენეს.  

Bloomberg: სანქცირებული რუსი ოლიგარქის „ნორნიკელი“ წარმოებას ამცირებს

რუსეთის სამთო-მეტალურგიული გიგანტი „ნორნიკელი“, რომელიც მსოფლიოში ნიკელისა და პალადიუმის ბაზრის 10%-ს აკონტროლებს, წარმოებას ამცირებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.  აშშ-მ როსბანკისა და რუს ოლიგარქ პოტანინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა „მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა Norilsk Nickel-ის მთავარ აქციონერს ვლადიმერ პოტანინს სანქციები დაუწესეს, ეს თავად კომპანიასა და რუსეთის ლითონის ექსპორტზე არ ვრცელდება. თუმცა, უკრაინის ომმა გამოიწვია ლოგისტიკის, დაზღვევისა და მიწოდების შეფერხება. Nornickel-ის წარმოების შემცირება აჩვენებს, თუ რა გავლენას ახდენს რუსეთის ლითონის წარმოებისთვის დასავლური ფირმების მიერ აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების მიწოდების შეწყვეტა. Norilsk Nickel-ი ნიკელის გლობალური ბაზრის დაახლოებით 10%-ს აკონტროლებს“, - წერს გამოცემა. დეკემბერში Bloomberg-მა განაცხადა, რომ Norilsk Nickel-ი ნიკელის მოპოვების შემცირებას განიხილავდა, რადგან ზოგიერთი ევროპელი მყიდველი რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობას თავს არიდებს.  წელს Norilsk Nickel-ი ნიკელის წარმოების შემცირებას 204 000 ტონიდან 214 000 ტონამდე ელოდება. კობალტის წარმოებამ შესაძლოა, 1000 ტონას მიაღწიოს. ბოლო წლებში წარმოება 2 500 ტონას შეადგენდა.  შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ოლიგარქმა, ვლადიმერ პოტანინმა განაცხადა, რომ Norilsk Nickel-მა სანქციების ფონზე სხვა ბაზრებზე შესვლის გეგმებზე უარი თქვა.  შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ უმდიდრეს ოლიგარქ ვლადიმერ პოტანინს სანქციები დაუწესა და მისი აქტივები - „ინტერროს ჰოლდინგი“, „როსბანკი“ და იახტა - ასევე სანქციების ქვეშ მოექცა.  

თეა წულუკიანი სააკაშვილზე: მაინც ვერ შეიცვლება რეალობა, სააკაშვილი კრიმინალია და უნდა მოიხადოს სასჯელი

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მსჯავრდებულ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა, რომ სააკაშვილი კრიმინალია და რეალობა ვერ შეიცვლება.  "ჩვენ საქმე გვაქვს რთული ქცევის მქონე პატიმართან, რომელიც ვერ ეგუება კანონიერ სასჯელს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. მას კვლავ აქვს ილუზია, რომ ის არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია. სინამდვილეში, ჩვენ, ქართველმა ერმა ყველამ კარგად ვიცით, ზოგი ხმამაღლა ამბობს ამას, ზოგი გულის სიღმეში დარწმუნებულია და არ ამბობს, თუ ვერ ამბობს, რომ ან ახლობელი ჰყავდა ხელისფულების ხელით გაუბედურებული, კრიმინალი სააკაშვილის მმართველობის პირობებში, არაერთი პატიმარი იქნა ღირსება შელახული, ვიხილეთ ქუჩაში მოკლული ადამიანები, გადავსებული ქართული საპატიმროები, სასამართლო, რომელიც იყო პროკურატორის განყოფილებად ქცეული და ა.შ. ამ ყველაფერს სათავეში ედგა კრიმინალი სააკაშვილი და კონკრეტულ დანაშაულებზე აქვს, ჰქონდა ბრალი წარდგენილი. ეს ბრალი დადასტურდა დამოუკიდებელ სასამართლოში და მას მისჯილი აქვს სასჯელი, რომელსაც ჰქვია კანონიერი სასჯელი. მიმდინარეობს ამ სასჯელის აღსრულება", - განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

2022 წლის დეკემბერში როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2022 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.16 მლრდ ლარით, ანუ 2.66%-ით გაიზარდა და დეკემბრის ბოლოს 44.80 მლრდ ლარი შეადგინა. ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 596.47 მლნ ლარით, ანუ 2.48%-ით , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 564.43 მლნ ლარით, ანუ 2.88%-ით გაიზარდა. ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.60 მლრდ ლარის, რაც წინა თვესთან შედარებით 4.12%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 12.60 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 3.43%-ით მეტია. მათივე ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.57%-ით, ანუ 365.62 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და დეკემბრის ბოლოსათვის 23.66 მლრდ ლარი შეადგინა. 2022 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.03 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.10 პროცენტული პუნქტით.  

ესპანეთი უკრაინისთვის ტანკების მიწოდების ევროპულ გეგმას უერთდება - El Pais

ესპანეთი გეგმავს უკრაინისთვის ტანკების მიწოდების ევროპულ გეგმას შეუერთდეს, მას შემდეგ რაც გერმანია უკრაინისთვის Leoperd2-ის ტანკების მიწოდებას დაუშვებს, - წერს El Pais.  ISW: დასავლური ტანკები უკრაინას ტერიტორიის გათავისუფლებაში დაეხმარება ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს „ეს თუ მოხდება, ესპანეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემის ევროპულ გეგმას შეუერთდება“, - წერს ესპანური გამოცემა.  ბოლო მონაცემებით, ესპანეთის არმია ფლობს Leopard-ის ტიპის 347 ტანკს, საიდანაც 108  Leopard 2 A4-ის ტიპის ტანკია, ხოლო 239  Leopard 2E-ის.  უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს - Bloomberg    

სტოლტენბერგი: რუსეთი ახალ შეტევას გეგმავს, უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინას უფრო მძიმე და მოწინავე სისტემები მიაწოდონ, რათა „დაიბრუნონ ტერიტორიები და უკრაინამ როგორც, სუვერენულმა სახელმწიფომ ევროპაში, გაიმარჯვოს“, უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა „იარაღის მიწოდებაზე გადის", - ამის შესახებ სტოლტენბერგმა Welt-თან ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, პრეზიდენტმა პუტინმა დაამტკიცა, რომ მზად არის, რუსეთში 200 000-ზე მეტი ჯარისკაცის მობილიზებით, „ამ უსამართლო ომისთვის“ მაღალი ფასი გადაიხადოს. სტოლტენბერგმა ასევე გაამახვილა  ყურადღება რუსეთის მიერ იარაღის შეძენაზე ისეთი ავტორიტარული სახელმწიფოებიდან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. NATO-ს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად დაბალია რისკი იმისა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს და ეს გარემოება რომ შეიცვალოს, „NATO  აუცილებლად მოახდენს რეაგირებას“. ISW: დასავლური ტანკები უკრაინას ტერიტორიის გათავისუფლებაში დაეხმარება შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების Abrams M1-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესაძლებლობას, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ამ დროისთვის არ გააკეთებს. სტოლტენბერგი: სამშვიდობო გადაწყვეტამდე ყველაზე სწრაფი გზა უკრაინის მხარდაჭერაა. ფაქტობრივად, იარაღი არის გზა მშვიდობისკენ ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები აგრძელებს მჭიდრო კონტაქტში ყოფნას უკრაინასთან, მის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ მოთხოვნებს უპასუხოს. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნისკენ არის მოწოდებული, იტყობინებოდა 24 იანვარს Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. გამოცემა წერს, რომ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოცხადდება და ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთშეთანხმების ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადებს. უფრო ადრე, Reuters-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის „ლეოპარდების“ მიწოდებას დაამტკიცებდა, თუ აშშ „აბრამსის“ ტანკებს მიაწოდებდა კიევს. გერმანიის მთავრობამ ასეთი მოსაზრების არსებობა უარყო. ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს.

გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის

გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს  გაგზავნის.   ISW: დასავლური ტანკები უკრაინას ტერიტორიის გათავისუფლებაში დაეხმარება ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა შოლცმა დღეს დილით მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა. ესპანეთი უკრაინისთვის ტანკების მიწოდების ევროპულ გეგმას უერთდება - El Pais გერმანია ასევე დაამტკიცებს მესამე ქვეყნების მიერ Leopard 2-ის ტიპის ტანკების რეექსპორტს.   ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს  

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სერგი ქურთიაშვილსა და გიორგი კაჭკაჭაშვილს ძმებმა კაკულიებმა ესროლეს - პროკურატურა

პროკურორ, თამარ ყულჯანიშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სერგი ქურთიაშვილსა და გიორგი კაჭკაჭაშვილს იარაღით ძმები, დავით და გურამ კაკულიები დაესხნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.  პროკურორის თქმით, ბრალდებულების გამტყუნება თუ გამართლება საბოლოოდ სასამართლოს პრეროგატივაა და შესაბამისად, დაზარალებულები ბრალდებულებს ვერ გაამართლებენ.  “რაც შეეხება მტკიცებულებებს და მათ შორის, დაზარალებულების ჩვენებას, საქმე იმაშია, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი და გამოკვლეული აქვს იმდენად მყარი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ დაცვის მხარის ყოველგვარი მცდელობა არის ფუჭი", - აცხადებს, თამარ ყულჯანიშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ “დაცვის მხარის ნებისმიერი მცდელობა აღმოჩნდება ფუჭი, ხელი შეუშალოს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და პასუხისმგებლობიდან ბრალდებულების არიდებას”, - განაცხადა ყულჯანიშვილმა. ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც. ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.  

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ანდრი კასიანოვი მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება. მისი განმარტებით, დიპლომატიურ უწყებაში, მიწვევის საფუძველზე მიდის, განხილვის მთავარი თემა კი, საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები იქნება. „ჩვენ მივდივართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვევის საფუძველზე. ჩვენ განვიხილავთ საკითხების ფართო სპექტრს საქართველო -უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან“, - განაცხადა კასიანოვმა მედიასთან. უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ასევე უპასუხა უკრაინელების შესაძლო ევაკუაციასთან დაკავშირებით შეკითხვას. რა შემთხვევაში არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინელების მასობრივ ევაკუაციას ანდრი კასიანოვი უკრაინელების შესაძლო ევაკუაციაზე კასიანოვის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოეხმაურნენ „ჩემი პასუხი ძალიან მარტივია, გთხოვთ, წაიკითხოთ ყველა ჩემი განცხადება სრულად და გთხოვთ, წაიკითხეთ ამ განცხადებების ორიგინალი ვერსია. ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ. ამ მიზეზით მე გირჩევთ, რომ აიღოთ ჩემი ინტერვიუს ორიგინალი და გთხოვთ, ის სრულად წაიკითხოთ და მიიღებთ ყველა პასუხს პირველ შემთხვევაში, როდესაც ჩემი სტატია გამოქვეყნდა „ევროპეისკაია პრავდაში“ 9 იანვარს და ასევე, მიიღებთ ყველა პასუხს, მეორე შემთხვევაშიც. ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ იმის სათქმელად, რომ ჩემი პირველი სტატიების 90% მიეძღვნა იმას თუ რას ვაკეთებთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა კასიანოვმა. საგარეო საქმეთა სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს, რომ კასიანოვი უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.  „დავიბარეთ სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები ამ შეხევდრაზე მასთან განხილული არ იქნება“, - აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. კელი დეგნანი უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემების გადაცემაზე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხები კონფიდენციალურად და არა საჯაროდ  

ნორვეგია მაისში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას უმასპინძლებს

Europetime-ს NATO-დან აცნობეს, რომ ნორვეგია მაისში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას უმასპინძლებს. შეხვედრა ოსლოში 2023 წლის 31 მაისს ჩატარდება. სამიტის მეორე დღე პირველი ივნისია. „მოუთმენლად ველი NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას ჩემს მშობლიურ ქალაქში“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. „ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მინისტრებისთვის, რომ გადახედონ უსაფრთხოების ვითარებას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომის გამო ძირეულად შეიცვალა. საგარეო საქმეთა მინისტრები გამართავენ არაფორმალურ დისკუსიებს NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა შეხვედრის მოსამზადებლად, რომელიც ვილნიუსში 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.  

სააკაშვილთან არ მიშვებენ, კორონავირუსის დროს სხვა კლინიკებში პატიმრებთან შევდიოდი და ვნახულობდი - ხაჭაპურიძე

კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე არ შეუშვეს. მიხეილ სააკაშვილს COVID19 დაუდასტურდა „მოგეხსენებათ კლინიკა „ვივამედში“ კომუნიკაცია ტელეფონებით ხდება. ერთ-ერთ თანამშრომელს ტელეფონით უთხრეს, რომ არა ვერ შეუშვებთო, მეტი განმარტება არ გაუკეთებიათ. თუმცა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ვიზიტების შეწყვეტა მისი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის. თქვენ გახსოვთ განცხადებები, რომ სააკაშვილი კი ავად არის, მაგრამ მძიმე ავადმყოფი არ არის და მძიმე, რომ იყოს მაშინ მას განვათავსებდით ინტენსიურში ან რეანიმაციულ განყოფილებაში. ახლა ეს კოვიდი გამოჩნდა, სინამდვილეში, ის მძიმე ავადმყოფია. ბოლო დღეებში რამდენჯერმე დაკარგა გონება, ახლა ამ კოვიდის საფუძველზე და კოვიდის მიზეზით თვითონ პალატაში მოუწყვეს უკვე ინტენსიური და რეანიმაციული მოწყობილობები. ახლა იტყვიან, რომ მაინც არ არის მძიმე ავადმყოფი, თავის პალატაში წევს. რეალურად, რეანიმაციულ განყოფილებაში არის", - განაცხადა ხაჭაპურიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ გერმანიის გადაწყვეტილებას მიესალმა. სტოლტენბერგის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. რუსეთის მიერ წარმოებული ომის ამ კრიტიკულ მომენტში, ეს გადაწყვეტილება შეიძლება, დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი და გაიმარჯვოს, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ. გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს