ძებნის რეზულტატი:

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ თანამშრომლებს, ირაკლი გვაზავას და ლევან გიგოლაშვილსა და ინდივიდუალურ მეწარმე გიორგი ყეინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ისინი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სამსახურებრივ სიყალბესა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებაში არიან ბრალდებულნი.  გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი დააკავეს დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას, ხოლო დაცვის მხარე - დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.  

უკრაინა ZUZANA 2-ის ტიპის კიდევ 16 ჰაუბიცას მალე მიიღებს - სლოვაკეთის პრეზიდენტი

სლოვაკეთი მალე უკრაინას კიდევ ZUZANA 2-ის ტიპის თვითმავალ საარტილერიო დანაყოფს გადასცემს. ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ თავის უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ბრატისლავაში განაცხადა. სლოვაკეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა და საბრძოლო თვითმფრინავები უკვე მიაწოდა და თანამშრომლობა თანდათან სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე გადადის. სლოვაკეთი და უკრაინა ერთობლივად აპირებენ ახალი ტიპის ჰაუბიცის განვითარებას და Zuzana-ს საბრძოლო მასალისა და Bozena-ს გამანადგურებელი სისტემის ერთობლივად წარმოებას. ჩაპუტოვამ აღნიშნა, რომ უკრაინას სურს, გაზარდოს განაღმვის აღჭურვილობის რაოდენობა.  

შსს-მ მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" წერს. გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. „მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების შედეგების მიხედვით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს”, - აცხადებენ შსს-ში. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის 7 ივლისის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საპატრიარქოს საგამოძიებო უწყება დაუკავშირდა, თუმცა „საპატრიარქომ თავი შეიკავა, რადგან გარკვეული ნიუანსია გასარკვევი“. პატრიარქის ექიმის თქმით, მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს. ქართულ მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქის მოსაყდრე მოწამლეს. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“. მან სისხლძი მძიმე მეტალების აღმოჩენა დაადასტურა. „ამის მიზეზი შეიძლება, იყოს სხვადასხვა, როგორც ყოფითი შემთხვევითობა, ასევე, შეიძლება იყოს ჩარევით. გამორიცხული, ჯერჯერობით, არცერთი ვერსია არაა და დამატებითი გამოძიება და კვლევებია საჭირო“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 6 ივლისს.  

DRI-ის შეფასებით, სუს-ის საქმიანობის ანგარიში ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს არ პასუხობს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს არ პასუხობს. წინა წლების პრაქტიკის მსგავსად, პარლამენტს ანგარიშს სუს-ის უფროსის მოადგილე აცნობს, რაც ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინიციატივით, ანგარიშის წარდგენის ჩანაწერი რეგლამენტში შემდეგი ჩანაწერით შეიცვალა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშს“. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება 2021 წელის ანგარიშისგან, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა საქართველოსთვის უსაფრთხოების გამოწვევები მნიშვნელოვნად გაზარდა და გარკვეულწილად, შეცვალა. ანგარიშში უსაფრთხოების ძირითად პრობლემებს შორის რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზებია მითითებული. გამოწვევადაა მითითებული „უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა“ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ამ კონტექსტში ნახსენები არაა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, ანგარიშის არც ერთ ნაწილში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული თავის გარდა, არაა ნახსენები რუსეთის ფედერაციის უკანონო მოქმედებები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ნიშანდობლივია, რომ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე არაა საუბარი ისეთ ქვეთავებში, როგორებიცაა: „დეზინფორმაცია და „ჰიბრიდული ომის“ სხვა საფრთხეები“, „დეზინფორმაცია და პროპაგანდა“, „ე.წ. რბილი ძალა და ფარული ოპერაციები“ და „კიბერუსაფრთხოება“. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ ომის კონტექსტში, რუსეთს დეზინფორმაციის გამავრცელებელ მთავარ აქტორად ასახელებენ,[1] ანგარიშის დუმილი რუსეთის როლზე საქართველოში მიმდინარე ინფორმაციით მანიპულაციის ოპერაციებზე, კითხვებს იწვევს. ანგარიშის დიდი ნაწილი კვლავ გაჯერებულია ზოგადი შინაარსის ფრაზებით, სათანადო კონკრეტიკის გარეშე. თუ მაგალითად, ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით ჩატარებული საქმიანობის აღწერისას ანგარიში შედარებით დეტალურია - დასახელებულია ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირის ვინაობა, მოყვანილია კონკრეტული ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები, ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ჰიბრიდულ ომს შეეხება, უკიდურესად ბუნდოვანი და ორაზროვანია. ანგარიშში ზოგადად მითითებულია საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებისკენ მიმართულ ქმედებებზე, სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანების მცდელობებზე და სოციოლოგიურ გამოკითხვებზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო ქვეყნების დაფინანსებით ატარებენ, შესაბამისი ორგანიზაციების და სახელმწიფოების დასახელების გარეშე. ეს ყოველივე აჩენს კითხვას - თუ სუს-ს აქვს ინფორმაცია რომელიმე ორგანიზაციის სახელმწიფო ინსტიტუტების დამაზიანებელ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ უცხო ქვეყნის დაფინანსებით ან მათი სხვაგვარი ხელშეწყობით, რატომ არ არიან ეს ორგანიზაციები დასახელებული, მაშინ როდესაც ანგარიშის სხვა თავში, მაგალითად, საჯაროა ტერორიზმში ბრალდებული ადამიანის ვინაობა. მიუხედავად ღიად პრორუსი ულტრამემარჯვენე ჯგუფების უკიდურესად გააქტიურებისა და მათი მხრიდან პოლიტიკურ დღის წესრიგზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენის მოხდენის მცდელობისა, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, ამ საკითხსაც ყურადღების მიღმა ტოვებს. ტექსტის ბუნდოვანი ფორმულირების გამო, გაუგებარია, „ორგანიზაციებზე“ მითითება უბრალო სპეკულაციაა, თუ აქვს რამე რეალური საფუძველი. ბუნდოვანია, სუს-ი საფრთხედ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მიერ დაფინანსებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს მიიჩნევს, თუ ოპოზიციის (მათ შორის საპარლამენტო) მიერ ჩატარებულ საპროტესტო გამოსვლებში ხედავს სახელმწიფო უსაფრთხოების რისკს. მნიშვნელოვანი იქნება, თუ სუს-ის საქმიანობის ანგარიში ამ საკითხზე ორაზროვნების სივრცეს არ დატოვებს, მით უფრო რომ „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული კონტექსტი კიდევ უფრო გაუგებარს ხდის, თუ ვის მიიჩნევს ხელისუფლება საფრთხედ“, - აცხადებენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში. სუს-ი: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს სუს-ი „საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეზე“, სანქციების თავის არიდების შესაძლო ფაქტების გამოვლენასა და „არსებით გამოწვევაზე“ - ანგარიში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა - სუს-ის 2022 წლის ანგარიში დღეს, 7 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს პარლამენტში, 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.  

სომხეთმა და საქართველომ სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის დაწყებაზე მოილაპარაკეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ საუბრის დროს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობის დინამიკა. შეხვედრისას მიმოიხილეს აგრეთვე რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის ფარგლებში, საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის. „პრემიერებმა შეხვედრისას ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ და კულტურულ კავშირებს. რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის ერთობლივი სწრაფვით, სომხეთმა და საქართველომ მოილაპარაკეს სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის დაწყებაზე, რაც დამატებით სტიმულს მისცემს ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას და ამავდროულად ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდეს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დინამიკა. განსახილველ საკითხთა შორის იყო სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმართულებები. ხაზი გაესვა ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, კულტურისა და სხვა მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის კავშირების გასაძლიერებლად. გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი მიმართულებები მიმოიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რა საკითხები განიხილეს ამერიკის ელჩმა და გენერალურმა პროკურორმა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოვენსი ესწრებოდნენ. პროკურატურის ცნობით, ირაკლი შოთაძემ უწყების სახელით, მადლობა გადაუხადა კელი დეგნანს ამერიკელი პარტნიორების მიერ პროკურატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და დახმარებისთვის, რომლის მეშვეობითაც ნაფიც მსაჯულთა და კიბერ დანაშაულის საქმეებზე მომუშავე პროკურორებმა ცოდნა და კვალიფიკაცია აიმაღლეს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთანამშრომლობის გაძლიერების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. „შეხვედრის დასასრულს, გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ აშშ-ის ელჩს მის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით წარმატებები უსურვა“, - აცხადებენ პროკურატურაში. ცნობისთვის, 28 ივნისს, გენერალურ პროკურატურაში ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელთან დევიდ ო’სალივანთან და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან - ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენთან და კუმარ იერთან შეხვედრა გაიმართა. „საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და დღევანდელი შეხვედრა არის შესაძლებლობა ერთობლივად იქნას განხილული ამ პროცესში პროკურატურის როლი და არსებული მიღწევები“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ.  

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. შესაბამის ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ახალციხის კლინიკა იმედი“-ს ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ახალციხის კლინიკა იმედი“-ს ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხვისას შპს „ახალციხის კლინიკა იმედის” ექიმმა, ექთანმა და რეანიმაციული განყოფილების უმცროსმა ექიმმა, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულები იყვნენ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და ექიმისთვის პასუხისმგებლობის არიდების მოტივით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. გამოკითხვისას ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, იმუნიზაციის ექიმმა მათი თანდასწრებით პაციენტს ადრენალინი გაუკეთა, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ სინამდვილეში ბრალდებულს დაზარალებულისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ორ ბრალდებულს 3-3 წლით, ხოლო ერთს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ორი ბრალდებული სასამართლო დარბაზში დააკავეს, ხოლო ერთი ბრალდებულის მიმართ გამოცხადდა ძებნა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე საქმეზე, ერთ-ერთ ბრალდებულს ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების ფაქტზე, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილი) წარდგენილი აქვს ბრალდება და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

რუსული მედიის ცნობით, სამარის ოლქის ქარხანაში აფეთქება მოხდა

რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ჩაპაევსკში მდებარე „პრომსინტენზის„ ქარხანაში აფეთქება მოხდა, იტყობინება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti 7 ივლისს, საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. საინფორმაციო სააგენტომ ინციდენტის მიზეზად სარემონტო სამუშაოს დროს ტექნიკის დემონტაჟი დაასახელა. რუსული Telegram არხი „ბაზა„ იტყობინება, რომ აფეთქება მოხდა მილზე, რომელიც შენობას აზოტით ამარაგებს. Promsintez-ის ქარხანა სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია რუსეთში. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში ხანძრებისა და სხვა ინციდენტების შესახებ მრავალი ცნობა გავრცელდა. 4 ივლისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია მოსკოვის ოლქის ქალაქ ხიმკის ყოფილი ავეჯის ქარხნის საწყობში ხანძრის შესახებ.  

შსს: ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე, 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, ზღვაში 16 წლის ლუკა აბულაძის მკვლელობის საქმეზე, სამი პირი დააკავა. ერთ-ერთს ბრალად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება, ორს კი, დანაშაულის შეუტყობინებლობა. უწყების ინფორმაციით, ზ.ს.-მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლუკა აბულაძე განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ.-სთან ერთად სვლა განაგრძო. ლუკა აბულაძის ცხედარი საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის თანამშრობლებმა რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დღეს იპოვეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, 2007 წელს დაბადებული ლ.ა. - ს ცხედარი, ნაპირიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იქნა ნანახი. ლ.ა. - ს გაუჩინარების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით, მიმდინარე წლის 5 ივლისს მიმართეს, რის შემდეგაც არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში უწყების შესაბამისი დანაყოფები ჩაერთვნენ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი: 1989 წელს დაბადებულ ზ.ს., 2004 წლს დაბადებული ნ.მ. და 2005 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს. ზ.ს.-ს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა. ხოლო ნ.მ. და ლ.მ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები. გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ. ს.-მ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ბათუმში, ლ.ა. და კიდევ სამი პირი მისი მართვის ქვეშ არსებულ კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა. მოგვიანებით ზ.ს.- მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლ.ა. განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ. - სთან ერთად სვლა განაგრძო. წყალში აღმოჩენის შემდეგ, სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო ლ.ა. - ს სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში  

გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება მიაწოდა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც მოიცავს საინჟინრო და დრონის საწინააღმდეგო აღჭურვილობას. გერმანია შეერთებული შტატების შემდეგ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სიდიდით მეორე მიმწოდებელია. გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია, მათ შორის TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი 30 ივნისს გადასცა.  დახმარების ახალი პარტია მოიცავდა: Biber-ის ტიპის ხიდის გამდებ სამ ტანკს, განაღმვის მოძრავ სისტემას, სასაზღვრო ავტომობილებსა და Zetros-ის სატვირთო მანქანებს. გერმანია უკრაინისთვის კიდევ ათეულობით Gepard-ის ტიპის საზენიტო იარაღის გადაცემას გეგმავს. ივნისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიაწოდა. კერძოდ, დახმარების უახლესი პაკეტი მოიცავდა აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და სხვა.  

ზელენსკი სლოვაკეთიდან თურქეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.  „დატვირთულ დღეს თურქეთში ვასრულებთ. მოლაპარაკებები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. პოზიციების კოორდინაცია მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით, NATO-ს სამიტზე, უსაფრთხოების გარანტიებსა და მარცვლეულის ინიციატივის შესახებ. უკრაინის რეკონსტრუქცია, თავდაცვის კონტრაქტები ჩვენს საწარმოებს შორის,“ - ასე აღწერს ზელენსკი დაგეგმილ შეხვედრებს.  ზელენსკი თურქეთში სლოვაკეთიდან ჩაავიდა. მანამდე ის ჩეხეთსა და ბულგარეთს ეწვია.  

ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს

ექსკლუზივი შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის შენებისთვის და მოუწოდებს ქართველ ოფიციალურ პირებს, წინ წაწიონ არსებითი მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია NATO-ში გაწევრიანებისთვის,“ - ამის შესხებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. „ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან, პრიორიტეტად დაისახა მსოფლიო ასპარეზზე ამერიკის ლიდერობის აღდგენა და ჩვენი ალიანსების აღორძინება მათ შორის, NATO-ს გაძლიერებით. ნაწილობრივ მისი ლიდერობით, NATO ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის იყო ათწლეულების განმავლობაში. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელის ამ ერთიანობის გამოვლენას ივლისში, ვილნიუსის სამიტზე. საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია -  ეს არის კატეგორია, რომელიც განკუთვნილია NATO-ს უახლოესი პარტნიორებისთვის, რომლებიც მსახურობენ ამერიკელ და NATO-ს სხვა ჯარებთან ერთად. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის შენებისთვის და მოუწოდებს ქართველ ოფიციალურ პირებს, წინ წაწიონ არსებითი მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია NATO-ში გაწევრიანებისთვის,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ცნობისთვის, საქართველო ერთ-ერთია იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომლებიც სარგებლობენ მოკავშირეებთან დიალოგისა და თანამშრომლობის გაზრდილი შესაძლებლობებით (ე. წ. „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორები'), რაც განპირობებულია NATO-ს ოპერაციებსა და ალიანსის სხვა მიზნებში მათ მიერ შეტანილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილით. გაძლიერებული შესაძლებლობების დანარჩენი პარტნიორები არიან ავსტრალია, იორდანია, შვედეთი და უკრაინა. ვილნიუსის სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი. „სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, 7 ივლისს განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-საქართველოს ურთიერთობები

იენს სტოლტენბერგი: NATO–ს ქვეყნები თავდაცვისთვის მშპ-ს სულ მცირე 2%-ს დახარჯავენ

ვილინიუსის სამიტზე მოკავშირეები ამბიციური დაპირებით გამოვლენ, რაც გულისხმობს ყოველწლიურად, მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 2%-ის ინვესტირებას თავდაცვის სფეროში. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, 7 ივლისს განაცხადა. „დღეს ჩვენ ვაქვეყნებთ თავდაცვის ხარჯების ახალ შეფასებებს. 2023 წელს ევროპის მოკავშირეებსა და კანადაში რეალური ზრდა იქნება 8.3%-ით, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ზედიზედ მეცხრე წელია, იზრდება ჩვენი თავდაცვის ხარჯები“, - აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა. მისივე თქმით, ევროპელი მოკავშირეები და კანადა დამატებით, 450 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ. „მას შემდეგ, რაც 2014 წელს შევთანხმდით თავდაცვაში ინვესტიციების საკითხებზე, მხოლოდ სამმა მოკავშირემ დახარჯა მშპ-ს 2% თავდაცვაზე. წელს ამ მიზანს თერთმეტი ან მეტი მოკავშირე მიაღწევს -  ჩვენ ველით, რომ ეს რიცხვი არსებითად გაიზრდება მომავალ წელს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.  

აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას მიაწვდის

აშშ უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე კოლინ კოლმა განაცხადა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს 155 მილიმეტრის კალიბრის ჭურვებს, მათ შორის იქნება კასეტური საბრძოლო მასალა, რომ ელსაც აშშ კიევს პირველად მიაწვდის. პაკეტშია 155 მმ კალიბრის საბრძოლო მასალა (ორმაგი დანიშნულების DPICM საბრძოლო მასალა), 105 მმ ჭურვები, ასევე საბრძოლო მასალა Patriot-ისა და HIMARS-ის ტიპის სისტემებისთვის. ამას გარდა, აშშ კიევს დამატებით Bradley-ს და Stryker-ის ტიპის ჯავშანტექნიკას, მაღალი სიზუსტის საავიაციო ჭურვებს, ასევე, რემონტისთვის და მომსახურებისთვის ნაწილებს გადასცემს. კალის თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შესაძლებელს გახდის უკრაინას “საბრძოლო მასალის ასობით ათასი ერთეული დაუყონებლივ” გადაეცეს. აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს - CNN  

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქოს თანამშრომლის გარდაცვალების ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია

„საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებელი ქალბატონის გარდაცვალების ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია, რადგან ექსპერტიზა არ დასრულებულა,“ - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. „საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებელი ქალბატონის გარდაცვალების ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია, რადგან ექსპერტიზა არ დასრულებულა. ქალბატონი რუსუდანი ბოლო წლებში ავადმყოფობდა და პერიოდულად მკურნალობას გადიოდა. გარდა ამისა მიმდინარეობს გამოძიება და უნდა დაველოდოთ შედეგებს“, - წერს ჯაღმაიძე. ინფორმაციისთვის, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, საპატრიარქოს დამლაგებელი ქალის გარდაცვალების შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. „რუსთავი 2" წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტის მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ვერსიას, თუმცა "მომხდარი საეჭვოდ ემთხვევა" სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრიარქის მოსაყდრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა.  მედია აღნიშნავს, რომ მეუფე შიო "მოწამლეს თუ მოიწამლა - ეს უკვე დამოკიდებულია პატრიარქის სავარაუდო მემკვიდრის დამლაგებელი ქალის ცხედრის ექსპერტიზის პასუხზეც".  

ნეიტრალური ქვეყნები - შვეიცარია და ავსტრია „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას ოფიციალურად შეუერთდნენ

შვეიცარიამ და ავსტრიამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლითაც „ევროპის ფარის“ ინიციატივას შეუერთდნენ. ინიციატივაში ჩართვისას შვეიცარიამ და ავსტრიამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი ნეიტრალიტეტი უცვლელი რჩება, თუმცა როგორც BBC წერს, ამ ჰიპოთეტურ კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ არის გაცემული. „შვეიცარიის მონაწილეობა ძირითადად უნდა მოიცავდეს ევროპულ დონეზე საჰაერო თავდაცვის შესყიდვებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაციას. საჰაერო თავდაცვის ერთობლივი წვრთნა ასევე განხილვის პროცესშია“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შვეიცარიის ტრადიციულად მკაცრ ნეიტრალიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. მას უკვე ორი ათეული წელია, სამშვიდობო ბატალიონი ჰყავს კოსოვოში. ის ასევე შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ 28 ივნისს, შვეიცარიის პარლამენტმა კვლავ ნეიტრალიტეტის დაცვის მოტივით, უკრაინაში გერმანიის გავლით  Leopard 1-ის ტიპის ძველი ტანკების მიწოდება დაბლოკა. რაც შეეხება ავსტრიას ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივაში ჩართვის გადაწყვეტილება ავსტრიის ნეიტრალიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს.  „ჩვენ უნდა მივიღოთ ფრთხილი ზომები, რათა ჩვენი ქვეყანა უპილოტო თვითმფრინავების ან სარაკეტო თავდასხმების რისკისგან დავიცვათ“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა 2 იცლისს. „ვერცერთ ევროპული სახელმწიფო ვერ შეძლებს, ეფექტიანად დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე ახალი საფრთხისგან“, - ამბობს ნეჰამერი. თავდაცვის მინისტრმა, კლაუდია ტანერმა ვენის განაცხადს ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. ავსტრია ევროკავშირის წევრია 1995 წლიდან. „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივა 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო და ის NATO-ს 17 ევროპულ ქვეყანას მოიცავს. გერმანიის ხელმძღვანელობით, 17 ევროპული ქვეყანა - მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ევროპული ცის ფარის პროექტის ქვეშ გაერთიანდნენ. ასევე წაიკითხეთ: შვეიცარია ცდილობს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს - მედია ავსტრიას სურს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს  

პრეზიდენტი: საქართველოსთვის ეკონომიკური მდგრადობა რუსების შემოდინებასთანაა დაკავშირებული, ეს საკმაოდ სახიფათოა

ევროპის სიმტკიცე ჩვენთვის ფუნდამენტურია, რათა ევროპული პერსპექტივა კანდიდატის სტატუსად გადაიქცეს, რეალობაში, როცა რუსეთი ცდილობს ომი, რომელსაც უკრაინაში აგებს, ჰიბრიდული ფორმით აქ განახორციელოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Rencontres Économiques d'Aix-en-Provence-ის ეკონომიკური ფორუმზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროპის ერთიანობაზე, მისი თქმით, ევროპამ უკვე აჩვენა, რომ ძალა შეინარჩუნა და შეინარჩუნებს. ეკონომიკური გამოწვევების კონტექსტში სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოს მაგალითზეც და განაცხადა, რომ რუსების „შემოდინებასთან“ დაკავშირებული ეკონომიკური მდგრადობა სახიფათოა. „მრავალი პროგნოზი გაკეთდა, რომ ზამთარი ძალიან მძიმე იქნებოდა, დღეს ამბობენ, რომ მომდევნო ზამთარი იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ რეალურად, ევროპამ უკვე აჩვენა, რომ ძალა შეინარჩუნა და შეინარჩუნებს. ასევე ვხედავთ, ძლიერი ევროპის პერსპექტივის ხელახლა გახსნას, რომელიც დიდი ხანია არ გვინახავს და რასაც ველოდებით, ეს თავდაცვითი ევროპაა. ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის წარმოჩენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენთვის, ვინც ჯერ კიდევ ამ ევროპული ერთობის გარეთაა, რადგან უსაფრთხოების მოლოდინი ისაა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს მიდგომას. საქართველოსთვის, რომელიც ამ ერთობის გარეთაა, (თავის მხრივ, გაუძლო ეკონომიკურ ზეწოლას, ჩვენ შედარებით განსხვავებული ეკონომიკური ზეწოლა გვაქვს) ეკონომიკური მდგრადობა რუსების შემოდინებასთანაა დაკავშირებული, რომლებმაც შემოიტანეს ვალუტა და ასე რომ ვთქვათ, შექმნეს ახალი ბაზარი. ეს საკმაოდ სახიფათოა, რადგან ეს დამოკიდებულების ერთ-ერთი ახალი ფორმაა და განსხვავებული, რომელიც საყურადღებოა. ეს არ არის ერთადერთი რისკი, რომელიც ჩვენს წინაშეა. თქვენ იცით, რომ საქართველოს გამოვლილი აქვს ორი ომი რუსეთთან, ბოლო 2008 წელს, მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ნათელია რუსეთის პირდაპირი ზეწოლა. ევროპის სიმტკიცე ჩვენთვის ფუნდამენტურია, რათა გასულ წელს მინიჭებული ევროპული პერსპექტივა კანდიდატის სტატუსად გადაიქცეს, იმ რეალობაში, როცა დღეს რუსეთი ცდილობს, რომ ომი, რომელსაც ის უკრაინაში აგებს, ჰიბრიდული ფორმით აქ განახორციელოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

აშშ: საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია - ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის ასამაღლებლად

ექსკლუზივი NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით. სამიტზე მოწვეულნი არიან სხვა ახლო პარტნიორებიც, საქართველოს ჩათვლით. რა თვალსაზრისით შეიძლება, მათთვის მნიშვნელოვანი გახდეს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებები  - ამ საკითხებთან დაკავშირებით, NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, Europetime-მა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა.   სახლმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ აშშ მხარს უჭერს NATO-სკენ საქართველოს სწრაფვას და ამავე დროს მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურ პირებს, წინ წაწიონ არსებითი მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია NATO-ში გაწევრიანებისთვის. „ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან, პრიორიტეტად დაისახა მსოფლიო ასპარეზზე ამერიკის ლიდერობის აღდგენა და ჩვენი ალიანსების აღორძინება მათ შორის, NATO-ს გაძლიერებით. ნაწილობრივ მისი ლიდერობით, NATO ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის იყო ათწლეულების განმავლობაში. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელის ამ ერთიანობის გამოვლენას ივლისში, ვილნიუსის სამიტზე. საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია -  ეს არის კატეგორია, რომელიც განკუთვნილია NATO-ს უახლოესი პარტნიორებისთვის, რომლებიც მსახურობდნენ ამერიკელ და NATO-ს სხვა ჯარებთან ერთად. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის შენებისთვის და მოუწოდებს ქართველ ოფიციალურ პირებს, წინ წაწიონ არსებითი მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია NATO-ში გაწევრიანებისთვის,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს და მთავრობას „არსებითი მნიშვნელობის“ რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს ცნობისთვის, საქართველო ერთ-ერთია იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომლებიც სარგებლობენ მოკავშირეებთან დიალოგისა და თანამშრომლობის გაზრდილი შესაძლებლობებით (ე. წ. „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორები'), რაც განპირობებულია NATO-ს ოპერაციებსა და ალიანსის სხვა მიზნებში მათ მიერ შეტანილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილით. გაძლიერებული შესაძლებლობების დანარჩენი პარტნიორები არიან ავსტრალია, იორდანია, შვედეთი და უკრაინა. ვილნიუსის სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი. „სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, 7 ივლისს განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-საქართველოს ურთიერთობები

NATO-ში აშშ-ის ელჩი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, როგორც NATO-ს ახლო პარტნიორს, ვერ ვხედავ რაიმე საპირისპირო კურსს

აშშ-ის ელჩმა NATO-ში ჯულიან სმიტმა ვილნიუსის სამიტის კონტექსტში საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ესწრება სამიტს და ზოგი ამბობს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უარი თქვა NATO-ზე და მისი გადაადგილება კრემლის ორბიტისკენ უფრო შორს მიმავალია. მოითხოვს თუ არა ეს რაიმე პოლიტიკურ პასუხს ვაშინგტონისა და ბრიუსელის მხრიდან?“ - მიმართა ჯულიან სმიტს მედიის წარმომადგენელმა ონლაინ ბრიფინგზე. „საქართველო NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორად რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ იმის დაგმობას, რაც რუსეთმა გააკეთა 2008 წელს - რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებული. ჩვენ გავაგრძელებთ მათ გვერდით დგომას, რადგან ისინი მუშაობენ სრული სუვერენიტეტისკენ და მხარს ვუჭერთ მათ ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ მე ვერ ვხედავ რაიმე საპირისპირო კურსს იმ თვალსაზრისით, თუ როგორ უყურებს ალიანსი საქართველოს. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს, როგორც NATO-ს ახლო პარტნიორს და მომავალში ცვლილებას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ჯულიან სმიტმა. ექსკლუზივი: აშშ: საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია - ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის ასამაღლებლად ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ NATO-ში საქართველოს სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას „არსებითი მნიშვნელობის“ რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს ვილნიუსის სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი. „სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, 7 ივლისს განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. „ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-საქართველოს ურთიერთობები

პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ,,პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ ,,პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.  "პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში.  საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება. საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ,,პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით.,,პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში," - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.