ძებნის რეზულტატი:

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს - CNN

შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ სავარაუდოდ, პარასკევს გამოაცხადებს. ამის შესახებ CNN-ს თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადა. ამერიკული ტელეარხის თანახმად, სამხედრო დახმარება პირველად მოიცავს კასეტურ საბრძოლო მასალას. პენტაგონის წარმომადგენელმა, პეტ რაიდერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინის ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 1900 ქალაქი და სოფელი. „ჩვენ შევძელით, მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა ამ ომის მასშტაბები, პირველ რიგში, იმ იარაღის წყალობით, რომელსაც ვიღებთ და ეს ფაქტია. გასული წლის 24 თებერვლიდან ჩვენ დავიბრუნეთ უკრაინის მიწის 1900-მდე ქალაქი და სოფელი,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთის პოლიტიკური წრეების, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ უწევს ძალიან რთული გზა ოკუპაციისგან მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად, მაგრამ, მისი თქმით, გამარჯვება შეიძლება დადგეს „არა შორეულ მომავალში, არამედ - მალე". „უკრაინის გამარჯვება რეალურია და ჩვენ ეს ნამდვილად გვჭირდება", - აღნიშნა ზელენსკიმ. მან განმარტა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმ მხარდაჭერის ოდენობასა და ძალაზე, რომელსაც უკრაინელები თავდაცვისთვის იყენებენ, კერძოდ, იარაღით მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, ასევე - ფინანსური მხარდაჭერა უკრაინის სტაბილურობისთვის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ელჩთან კონსულტაციების გამართვა არ იგეგმება და ის მუშაობას თბილისიდან განაგრძობს

საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს ელჩთან. მან უკვე დატოვა უკრაინის ტერიტორია და მოემგზავრება საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, გიორგი ზაქარაშვილი სამინისტროში ელჩის რანგში მუშაობას გააგრძელებს. „საქართველოს საელჩო კიევში განაგრძობს მუშაობას. დიპლომატები ადგილზე არიან და ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. გიორგი ზაქარაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მძიმე წუთებში, რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელ ელჩთან ერთად, კიევი ერთი დღე არ დაუტოვებია და მის მიმართ, თუნდაც ადამიანურად, ეს გადაწყვეტილება უსამართლოა. სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საერთოდ კითხვები არ არსებობს. სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობიანად ეპყრობა ყველა პატიმარს, მათ შორის სააკაშვილს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში.    უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. საქართველოს ელჩი: მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო საქართველოს ელჩი, უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დეტალებზე პირველად საუბრობს „დროის ათვლა დაიწყო ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, 48 საათი გადის 6 ივლისის 12 საათზე. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო. მოგეხსენებათ, კიევიდან საზღვრამდე, მანქანის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს, შესაბამისად, ეს საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა გამომგზავრებამდე, 5 ივლისის საღამოს, „რუსთავი 2“-ის ეთერში. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია 5 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ომის მასშტაბები მნიშვნელოვნად შევამცირეთ

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინის ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 1900 ქალაქი და სოფელი. „ჩვენ შევძელით, მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა ამ ომის მასშტაბები, პირველ რიგში, იმ იარაღის წყალობით, რომელსაც ვიღებთ და ეს ფაქტია. გასული წლის 24 თებერვლიდან ჩვენ დავიბრუნეთ უკრაინის მიწის 1900-მდე ქალაქი და სოფელი,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთის პოლიტიკური წრეების, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ უწევს ძალიან რთული გზა ოკუპაციისგან მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად, მაგრამ, მისი თქმით, გამარჯვება შეიძლება დადგეს „არა შორეულ მომავალში, არამედ - მალე". „უკრაინის გამარჯვება რეალურია და ჩვენ ეს ნამდვილად გვჭირდება", - აღნიშნა ზელენსკიმ. მან განმარტა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმ მხარდაჭერის ოდენობასა და ძალაზე, რომელსაც უკრაინელები თავდაცვისთვის იყენებენ, კერძოდ, იარაღით მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, ასევე - ფინანსური მხარდაჭერა უკრაინის სტაბილურობისთვის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

სალომე ზურაბიშვილი ფრანკოფონიისა და კულტურებს შორის დიალოგის ორდენით დაჯილდოვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლეიადით – ფრანკოფონიისა და კულტურებს შორის დიალოგის ორდენით დაჯილდოვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. მისივე თანახმად, ნიუ იორკში 1976 წელს დაწესებული ჯილდო, რომელიც ფრანკოფონიის მიმართულებით ერთადერთ საერთაშორისო ჯილდოს წარმოადგენს, დღეს საქართველოს პრეზიდენტს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფრანსის დრუენმა გადასცა ფრანკოფონიის იდეალების მსახურებაში გამორჩეული ღვაწლისათვის. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფრანცის დრუენმა მადლობა გადაუხდა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისთვის. „თქვენ არასდროს შეგიწყვეტიათ ორ კუტლურას, საქართველოსა და საფრანგეთს შორის კავშირების გაბმა. თქვენ სამაგალითო როლს ასრულებთ დასავლეთთან პარტნიორობის კუთხით. თქვენი ქმედებებით უდიდესი წვლილი შეიტანეთ საქართველოში მყარი ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და მტკიცე დემოკრატიის შექმნაში. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება ამ განვითარებას, თქვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევეის წინაშე დგას, მაგრამ თქვენ ინარჩუნებთ ქვეყნის ერთობას, დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას იმ აუცილებელ პოლიტიკურ რეფორმებში, რომელშიც თქვენ ჩაერთეთ თქვენი პრეზიდენტად არჩევის დღიდან“, – განაცხადა ფრანცის დრუენმა. საქართველოს პრეზიდენტმა ჯილდოსათვის მადლობა გადაუხადა ასამბლეას. „მადლობას ვუხდი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას. ეს ჩემთვის პატივია და ეს სწორედ კულტურათა შორის დიალოგს წარმოადგენს, რისკენაც ჩვენ, ყველანი ვისწრაფვით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების ჯგუფი რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა

6 ივლისს, ტელეკომპანია NBC News-მა ექვს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების ჯგუფმა საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა კრემლთან დაახლოებულ რუს პირებთან. აპრილში კი, ნიუ-იორკში შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც. წყაროთა თანახმად, მიზანი იყო უკრაინაში ომის შესაწყვეტად მომავალი მოლაპარაკებისთვის საფუძვლის ჩაყრა. კერძოდ, ლავროვს შეხვდნენ ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს ხელმძღვანელი რიჩარდ ჰაასი და ჩარლზ კუპჩანი და ტომას გრემი, რომლებიც სხვადასხვა დროს მუშაობდნენ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში. NBC News-ის წყაროთა თანახმად, ლავროვთან შეხვედრის დღის წესრიგში იყო მომავალი რუსეთის მიერ დაკავებული იმ ტერიტორიების, რომლებიც უკრაინამ შესაძლოა, ვერ გაათავისუფლოს და ორივე მხარისთვის მისაღები დიპლომატიური გადაწყვეტილებები. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ NBC News-ს განუცხადა, რომ თეთრი სახლი ინფორმირებული იყო ამ მოლაპარაკების შესახებ, რომელიც მის მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი არ ყოფილა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ მინისტრ ლავროვთან აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საიდუმლო მოლაპარაკებას „დეზინფორმაცია და დასავლეთის მედიაში გაშვებული ფეიკი“ უწოდა. კირბის თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია ცნობილია - უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები ვერ გაიმართება უკრაინის მონაწილეობის გარეშე. აშშ-ის ადმინისტრაციის ეს ოფიციალური პოზიცია სააგენტო Reuters-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც დაუდასტურეს.  

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას - ჩვენი ვალდებულებაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა

საქართველო გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა, ეს ეტაპი მოთმინებით, გონიერებით გადავლახოთ, ვიყოთ განმჭვრეტნი, შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანას საშუალება მივცეთ განვითარდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის ასამბლეისადმი მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა. ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. „ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ მოგვცა ევროკომისიამ და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ამ სტატუსს, საქართველო გაერთიანდება ევროპულ ოჯახში. საქართველომ უამრავი რეფორმა განახორციელა, საქართველო იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ბიუროკრატია მაქსიმალურად იყოს შემცირებული, ხელს ვუწყობთ ბიზნესის განვითარებას, ფისკალური პოლიტიკა ხდება მიმზიდველი. ამ ასამბლეებისთვის საქართველო არის ნამდვილად კარგი პარტნიორი. მინდა გითხრათ, რომ ერთად მივიღებთ მონაწილეობას მსოფლიო უსაფრთხოების გაძლიერებაში. მინდა დაგიდასტუროთ, რამდენად დიდი პატივია ჩემთვის და რამდენად დიდი სიამოვნებაა ამ ისტორიულ შეკრებაში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, დღეს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია ოფიციალურად გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ფრანკოფონიის ასამბლეას პირველად მასპინძლობს. უშუალოდ ასამბლეის საქმიანობაში კი საქართველო 2004 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთო. 2021 წელს საქართველოს პარლამენტმა ოფიციალური წერილით მიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას ასოცირებული წევრობის თაობაზე. სწორედ 48-ე სესიაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს ასოცირებული წევრობის თაობაზე. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონსულტაციო, საპარლამენტო ორგანოს. დღეისათვის მის შემადგენლობაში 91 წევრია. 56 სრულუფლებიანი, 17 ასოცირებული, ხოლო 18 დამკვირვებლის სტატუსით. ასამბლეა, დემოკრატიის განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს, არის აქტიური პლატფორმა წევრ სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგისთვის და მსოფლიოში ფრანგული ენის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული.

Twitter-მა Meta-ს ახალი პლატფორმის შექმნის გამო, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს

Twitter-მა Meta-ს ახალი პლატფორმის შექმნის გამო, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს. Twitter-ის ადვოკატმა Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს მარკ ცუკერბერგს წერილი გაუგზავნა და კომპანია კომერციული საიდუმლოების მითვისებაში დაადანაშაულა.  „კონკურენცია კარგია, მოტყუება არა,“ - დაწერა თავის მხრივ, Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში. ასევე წაიკითხეთ: Meta-მ Twitter-ის კონკურენტი აპლიკაცია - Threads ქსელში ვადაზე ადრე ჩაუშვა  

პაპუაშვილი: საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ახლა კი, უკრაინაში შეჭრით კარგად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია აგრესორი სახელმწიფოების შეკავება

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ახლა კი, უკრაინაში შეჭრით კარგად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია აგრესორი სახელმწიფოების შეკავება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. „დღეს ჩვენთვის ისტორიული დღეა, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა პირველად ტარდება მის არაწევრ სახელმწიფოში. ამიტომ საქართველოს პარლამენტისთვის დიდი პატივია, ასამბლეის და მისი სესიის ფარგლებში ორმოცი დელეგაციის 200-მდე წარმომადგენლის მასპინძლობა.“ „საქართველოს პარლამენტი, წლებია, აქტიურად თანამშრომლობს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან. ვაფასებთ ასამბლეის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც დღევანდელ გამოწვევებით სავსე დროებაში მეტად მნიშვნელოვანია. სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემის შეხსენება ბევრის გაკვირვებას იწვევდა და ზედმეტ აქტიურობად ითვლებოდა. თუმცა, ჯერ 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ახლა კი უკრაინაში შეჭრით კარგად გამოჩნდა, რაოდენ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე პარტნიორების მხარდაჭერა და აგრესორი სახელმწიფოების შეკავება. მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ერთიანია საქართველოს, უკრაინის და სხვა მსგავსი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერაში. თავის მხრივ, საქართველო პატივს სცემს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრინციპებს და ღირებულებებს, თანამშრომლობასა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს. ეს არის ის ფუნდამენტი, რაც ჩვენს ქვეყანას აბრუნებს მის ევროპულ საფუძვლებთან. ამისთვის საქართველო ყველაფერს აკეთებს. ჩემი მშობლების თაობამ შეძლო საბჭოთა ანექსიიდან თავის დაღწევა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩვენი თაობის ვალი და მთავარი საზრუნავი ამ დამოუკიდებლობის განმტკიცება და ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, რათა ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს ჰქონდეთ მსოფლიო მასშტაბით დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს სახელით ახალი სიმაღლეების დაპყრობის შესაძლებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაველი ზელენსკისთან შეხვედრაზე: ჩეხეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე

ჩეხეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას ვილნიუსში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე და წვლილი შეიტანოს მის ფინანსურ დახმარებაში. „მიმაჩნია, რომ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვაში. ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ვეცდებით, რომ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს და მკაფიოდ იყოს ნათქვამი, რომ ევროპა მომავალში უკრაინასთან იქნება“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. პაველის თქმით, უკრაინას შეუძლია ჩეხეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. პეტრ პაველმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მხარდაჭერა არამხოლოდ ომისგან დაზარალებული ქვეყნის მხარდაჭერაა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის დახმარება ყველა ევროპელისთვის. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იდეალური იქნება, თუ ვილნიუსის სამიტზე უკრაინას NATO-ში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვევენ. ზელენსკიმ პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას ესმის, შესაძლოა, იყოს სირთულეები ალიანსის ყველა პარტნიორის ერთობლივი მხარდაჭერის მოპოვებაში. „ვიღაც მოსკოვისკენ იცქირება, ვიღაცას რუსეთის ეშინია, მაგრამ მჯერა, რომ არსებობს დიდი შანსი, მთელი ალიანსის გამბედაობისა და ძალის გამოჩენის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინა „ვილნიუსის სამიტზე მკაფიო და კონკრეტულ სიგნალს ელოდება NATO-ში მიწვევის შესახებ“. "არა იმაზე, რომ ჩვენთვის კარი ღიაა. ეს ცოტაა. არამედ, იმაზე, რომ უკრაინა იქნება NATO-ს წევრი", - განაცხადა ზელენსკიმ.  

შალვა პაპუაშვილი: ქვეყნებს შორის ურთიერთობა კაპრიზებს არ ეფუძნება, საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ელჩის მიერ უკრაინის დატოვების თაობაზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ „წინააღმდეგობის გზა აირჩია“. მისი თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა კაპრიზებს არ ეფუძნება და კაპრიზია, „როდესაც სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა - მიუხედავად იმისა, რომ ის დამნაშავეა და მისამიმართით მოპყრობა სათანადოა, მაინც ხდება ყალბი მიზეზით გადაყვანის მოთხოვნა. საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე“.  „ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი უკრაინელი დების და ძმების წინაშე. ეს არის ის მეგობრობა, რომელსაც საქართველო ყოველთვის აჩვენებდა უკრაინას, განსაკუთრებით ამ მძიმე წუთებში, რომელიც უკრაინას აქვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა სხვა გზა აირჩია - არა მეგობრობის, დაფასების და მეგობრობის ჩვენების გზა, არამედ გზა გარკვეული წინააღმდეგობის - ერთ ადამიანებზე კიდებენ ერების ურთიერთობას თავისი გადმოსახედიდან, ეს სამწუხაროა და უპირველესად უკრაინის ხელისუფლებას არ წაადგება. გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინეთ, თავად უკრაინისთვისაა დამაზიანებელი. ვინაიდან პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაშივე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. უკრაინას რუსეთთან არა მხოლოდ სამხედრო ომი აქვს მოსაგები, არამედ სამართლებრივი, სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში. უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დააზიანებს თავად უკრაინის ხელისუფლების დამაჯერებლობას. ეს საზიანოა მათთვის. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას - ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება, როგორც აქამდე ვუჭერდით მხარს, ისე დავუჭერთ. ახალი არ არის დამოკიდებულება, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ნაწილს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჰქონდა. დღემდე შეფარებული ჰყავთ კრიმინალები ადეიშვილის და ლორთქიფანიძის სახით“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის განცხადებით, ომი რომ დასრულდება, „საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ხელისუფლებასთან მკაფიო საუბარი ექნება“. „უკრაინის ხელისუფლებაა ის, ვინც არასწორად იქცევა. უკრაინის ხელისუფლებაა ის, რომელმაც საქართველოდან გაიწვია ელჩი მაშინ, როდესაც ბელორუსშიც კი ჰყავდა ელჩი დატოვებული. უკრაინის ხელისუფლებაა ის, რომელმაც საქართველოს ელჩი ფაქტობრივად, გამოაძევა უკრაინიდან. ელჩი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც კიევში დარჩა, არ შეუშინდა რუსულ ბომბებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.    უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. საქართველოს ელჩი: მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო საქართველოს ელჩი, უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დეტალებზე პირველად საუბრობს „დროის ათვლა დაიწყო ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, 48 საათი გადის 6 ივლისის 12 საათზე. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო. მოგეხსენებათ, კიევიდან საზღვრამდე, მანქანის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს, შესაბამისად, ეს საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა გამომგზავრებამდე, 5 ივლისის საღამოს, „რუსთავი 2“-ის ეთერში. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია 5 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“  

ნიდერლანდებმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატამ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. მინისტრის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისტორიული ჭეშმარიტების დადგენისას. „მადლობელი ვარ ნიდერლანდების, რომ მტკიცე პოზიცია დაიკავა წარსულში და ახლანდელ სისასტიკეებზე პასუხისმგებლობის აუცილებლობის შესახებ“, - წერს კულება.  ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად უკვე 30-ზე მეტმა ქვეყანამ ცნო. 2022 წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა ასევე ოფიციალურად აღიარა ჰოლოდომორი გენოციდად და მოუწოდა რუსეთს, ოფიციალური მოეხადა ბოდიში საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის. ბოლო ქვეყანა, რომელმაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, სლოვაკეთია. ჰოლოდომორი - 1932-1933 წლებში იოსებ სტალინის მმართველობის დროს, ადამიანის მიერ გამოწვეული შიმშილი, საბჭოთა კავშირზე იძულებითი კოლექტივიზაციისა და მარცვლეულის კონფისკაციის გზით. ჰოლდომორმა დაახლოებით, 3,5-დან 5 მილიონამდე უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა. ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა.  საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.  2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.  

ფინეთი რუსი ბიზნესმენებისა და სტუდენტებისთვის ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს

ფინეთი რუსი სტუდენტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, ქონების მფლობელებისთვის ქვეყანაში შესვლის წესებს 10 ივლისიდან გაამკაცრებს.   „ფინეთი გააგრძელებს შეზღუდვების დაწესებას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლაზე. რუსეთის მოქალაქეების შესვლა ფინეთში და გადაადგილება ფინეთის გავლით შენგენის დანარჩენ ზონაში კვლავ შეიზღუდება. ამასთან, გამკაცრდება შეზღუდვები ბიზნესმენებისთვის, ქონების მფლობელებისთვის და სტუდენტებისთვის“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.   გარდა ამისა, რუსეთის ამ მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ დასაბუთებული მიზეზები, თუ რატომ უნდა ჩავიდნენ ფინეთში სამუშაოდ. მსგავსი დასაბუთება საჭირო იქნება ქონების მფლობელებისგანაც.  სტუდენტებს შეეძლებათ ქვეყანაში შესვლა მხოლოდ სადიპლომო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად ან სწავლებისთვის (მაგალითად, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად). ფინეთი მოსკოვს აფრთხილებს  

რუსეთი იმაზე სუსტია, ვიდრე ჩანს - ჩეხეთის პრეზიდენტი

რუსეთი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც მას სურს, რომ ყველამ იფიქროს. შესაბამისი განცხადება ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, პრაღაში გააკეთა. „რუსეთი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ცდილობდა, რომ ჩვენთვის ეს დაეჯერებინა,“ - აღნიშნა პაველმა. მან  ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მარტო არ არის. ჩეხეთის პრეზიდენტმა ჩეხეთის მიერ გაწეული დახმარების შესახებ ისაუბრა და კიევს დაჰპირდა, რომ გააგრძელებენ მხარდაჭერას. დახმარებას. 6 ივლისის საღამოს ზელენსკიმ ჩეხეთში ვიზიტი დაიწყო. მანამდე ის ბულგარეთში იმყოფებოდა. 7 ივლისს კი, სტამბოლში შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს.  

ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი ევროკავშირში საბრძოლო მასალისა და რაკეტების წარმოების გაზრდაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა საბრძოლო მასალის წარმოების მხარდაჭერის აქტზე (ASAP) წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. წინასწარი შეთანხმება ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ. შეთანხმებას ხელს შეუწყობს ევროკავშირის ბიუჯეტიდან 500 მილიონი ევროს მობილიზებას, რათა დაეხმაროს სახმელეთო და საარტილერიო საბრძოლო მასალის, ასევე, რაკეტების წარმოების საწარმოო შესაძლებლობების გაძლიერებას. „ამ გზით განხორციელდება 2023 წლის მარტში საბჭოს მიერ შეთანხმებული გეგმა, რათა უზრუნველყოს ევროპული საბრძოლო მასალის წარმოების გრძელვადიანი ზრდა უკრაინისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასარგებლოდ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, ევროკავშირი გააძლიერებს და დააჩქარებს ევროპის საკუთარი საბრძოლო მასალისა და რაკეტების წარმოებას. „ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინას, გააძლიეროს ევროკავშირის თავდაცვის ტექნოლოგიური და სამრეწველო ბაზა, და საბოლოო ჯამში, უზრუნველყოს ევროკავშირის მოქალაქეების გრძელვადიანი უსაფრთხოება”, - განაცხადა ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა. შეთანხმების ხელმოწერა და ძალაში შესვლა ივლისის ბოლომდე იგეგმება.

ყაზახეთისა და უზბეკეთის შემდეგ, რუსი მომღერლის კონცერტი ყირგიზეთშიც გაუქმდა

ყირგიზეთის ქალაქ ჩოლპონ-ატაში რუსი მომღერლის გრიგორი ლეპსის კონცერტი გაუქმდა. ინფორმაცია რადიო Azattyk-ს ორგანიზატორებმა დაუდასტურეს. მათივე თქმით, გადაწყვეტილება ქალაქის მცხოვრებლების უკმაყოფილების გამო მიიღეს. ყირგიზული მედია აზუსტებს, რომ ლეპსი ქვეყანაში პირადად იყო მიწვეული. მანამდე ცნობილი გახდა მომღერლის კონცერტების გაუქმების შესახებ ყაზახეთსა და უზბეკეთში. ცენტრალურ აზიაში ლეპსის კონცერტების გაუქმებას წინ უძღვის ფართო დისკუსიები სოციალურ ქსელებში. ბევრი მომხმარებელი გამოთქვამს უკმაყოფილებას ხელოვანის მიღების გამო, რადგან ის ღიად უჭერს უჭერს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. კონცერტების გაუქმების შესახებ ცნობები დაემთხვა გრიგორი ლეპსისა და მომღერალ ნიკოლაი ბასკოვის განცხადებას, რომელიც გულისხმობს ერთი მილიონი რუსული რუბლით ყველა იმ მებრძოლის დაჯილდოებას, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ტანკს გაანადგურებენ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და მომდევნო სანქციების შემდეგ, რუსმა არტისტებმა დაკარგეს ბაზრის მნიშვნელოვანი წილი, სადაც კონცერტების ჩატარება შეეძლოთ. კერძოდ, ეს შეეხო მათ, ვინც ღიად უჭერდა მხარს ომს და რომლებიც უკრაინამ „ეროვნული უშიშროების საფრთხედ“ გამოაცხადა.  

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი დააკავეს

პროკურატურამ შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე დააკავა. ამის შესახებ განცხადება უწყებაში გაკეთდა. „საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე დააკავა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიში. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ „საუნივერსიტეტო კლინიკის’’ ფინანსურმა დირექტორმა, საავადმყოფოს შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომლის ახლო ნათესავი შეარჩია და მასთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს მისცა უკანონო დავალება, რომ ძველი თარიღებით შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები შეედგინა. აღნიშნულის საფუძველზე, 2020-2021 წლებში საუნივერსიტეტო კლინიკასა და ინდ.მეწარმეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით კლინიკის ოთხი სართულის, 3 060 496 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეადგინეს და „საუნივერსიტეტო კლინიკას“ ყალბი მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც ინდ.მეწარმემ თითქოსდა შეასრულა 3 055 770.67 ლარის სამუშაოები, რის საფუძველზეც მას კლინიკიდან 2 618 849.07 ლარი ჩაერიცხა. სინამდვილეში კი, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საინჟინრო-სამშენებლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, დადასტურდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 2 475 003.03 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 580 767.64 ლარი შეადგინა, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 143 846 ლარს და სცადეს დარჩენილი 436 921.60 ლარის დაუფლებაც. ჩატარებული გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ 2021 წელს, „საუნივერსიტეტო კლინიკასა“ და „ნიუმშენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ჩატარებულიყო კლინიკის ცალკეული კომპონენტების 452 842.48 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელმა და „ნიუმშენის“ დირექტორებმა დაამზადეს და „საუნივერსიტეტო კლინიკას“ წარუდგინეს ყალბი მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომლითაც თითქოს შპს „ნიუმშენმა“ შეასრულა 452 842.48 ლარის სამუშაოები, რის საფუძველზეც კომპანიას 362 273.67 ლარი ჩაერიცხა. რეალურად, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საინჟინრო-სამშენებლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა მხოლოდ 284 241.65 ლარს. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 168 600.83 ლარი შეადგინა, საიდანაც ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელი და შპს „ნიუმშენის“ დირექტორები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 78 032.02 ლარს და სცადეს დარჩენილი 90 568.81 ლარის დაუფლებაც. შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს და ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) მუხლებით წარედგინათ. ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). ინდივიდუალურ მეწარმეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარედგინა.სამივე ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენისა და გამოვლენის მიზნით,“- განაცხადა პროკურორმა თამარ ვახანიამ.  

ფაშინიანი საქართველოს ეწვევა

საქართველოს, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. ვიზიტის თარიღი ინფორმაციაში მითითებული არ არის. საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.  

მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა საველე წვრთნები დაასრულეს

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონმა ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საველე სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებს უჭერდნენ მხარს ქვეითთა სადაზვერვო ჯგუფები. დასკვნითი საველე სწავლებისას 44-ე საარტილერიო ბატალიონის ბატარეებმა წინასწარ განსაზღვრულ ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს. „ორკვირიანი გეგმიური სწავლების ფარგლებში ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლების მიზანი ქვედანაყოფის ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო, რასაც ბატალიონმა წარმატებით გაართვა თავი. სწავლებას, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ის ჯორჯიის შტატის 118-ე საარტილერიო ბატალიონის წარმომადგენლები დაესწრნენ და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.  

ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს

შიდა ქართლის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს 6 მოქალაქის დაკავება უკვე დადასტურებულია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები. „დადასტურებულია უკვე მათი დაკავება და ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე დაუბრინდნენ თავიან ოჯახებს“,- განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა. სოფელი მეჯვირსხევი ოკუპირებულ სოფელ ღრომს ესაზღვრება, სადაც რუსეთის საოკუპაციო ბაზაა განთავსებული. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მეჯვრისხევის მცხოვრებლები სოფლის განაპირას ქეიფის დროს დააკავეს. ისინი ჯერ ღრომის საოკუპაციო ბაზაზე, იქიდან კი, ცხინვალში გადაიყვანეს. სუს-ის ინფორმაციით, 2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს - 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი, ალექსი მეჯვრისხეველების დაკავებამდე ოკუპირრებული ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა.  

ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები ცნობილია

ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. ქალაქ ბურგასში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით გამართულ სუბრეგიონალური ჯგუფის შეხვედრაზე, შავი ზღვაში მიმდინარე კვლევებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ბულგარელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს. „აღინიშნა, რომ როგორც ბულგარეთის, ისე საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში, დაკვირვების შედეგად, წყლის ხარისხი, მათ შორის ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადები, მძიმე მეტალები და სხვა ქიმიური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. ბულგარეთში, ქ. ბურგასში ქაფშიის მარაგების შეფასების შესახებ გამართული შეხვედრა მიზნად ისახავდა შავ ზღვაში ბიოლოგიური რესურსების მარაგების შენარჩუნებას და მდგრადი მეთევზეობის ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს უწყობს თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას,“ - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.