ძებნის რეზულტატი:

სახალხო დამცველი: მოვუწოდებ შსს-ს, ყველა კანონდარღვევაზე დროული და სათანადო რეაგირება მოახდინოს

საქართველოს სახალხო დამცველი „პრაიდ ფესტივალის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომ შესაბამისმა უწყებებმა ყველა კანონდარღვევაზე დროული და სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს. „როგორც კვირეულის დასაწყისში სახალხო დამცველმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ჯგუფს, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს მათი მოსაზრებები საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის. ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ეკისრება. მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას - დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქცია. სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რაც მთავარია, უსაფრთხო გარემოში. გარდა ამისა, ყველა კანონდარღვევაზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს  

ევროკავშირის წარმომადგენლობა „პრაიდ ფესტივალზე“: გულდასაწყვეტია, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი

ევროკავშირის წარმომადგენლობა „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის გამო წუხილს გამოთქვამს. „ევროკავშირის წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს დღეს TbilisiPride ფესტივალის გაუქმებასთან დაკავშირებით. გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი. ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ,“ - აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა. 🇪🇺 Delegation regrets cancellation of @TbilisiPride Festival today. Disappointing to see that security and freedom of assembly could not be ensured. Those calling for violence and perpetrating violence must be brought to justice. pic.twitter.com/aMMs4ZQTEL — EU Delegation Georgia 🇪🇺 (@EUinGeorgia) July 8, 2023 ამასთან, გაერო გმობს ძალადობას და თავდასხმებს თბილისი პრაიდის დღევანდელ ღონისძიებაზედა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი. UN condemns violence & attacks on #TbilisiPride. We call on 🇬🇪authorities to denounce this disturbing incident, to hold those responsible accountable & to take decisive steps to improve protection of the rights to peaceful assembly & expression for all, including LGBTQI+ persons. pic.twitter.com/hYQqVchXwN — UN in Georgia (@ungeorgia) July 8, 2023 „ასევე, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს, და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასთვის, მათ შორის ლგბტქი+ პირებისთვის,“ - აცხადებს გაეროს წარმომადგენლობა (UNDP). 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს  

ჩეხეთის ელჩი: შოკისმომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არ არის კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ

საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ მიკისკა „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით მომხდარზე აცხადებს, რომ ეს არ არის კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ. „შოკისმომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“. დაირღვა კონსტიტუციური უფლებები, შეკრების თავისუფლება, პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს. არის თუ არა ეს კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ? ჩემი მოკრძალებული აზრით, ნამდვილად არა“, - წერს ჩეხეთის ელჩი Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს  

ამერიკის საელჩო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია

ამერიკის საელჩო „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით მომხდარზე აცხადებს, რომ „უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა“. საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია.  დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად, არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია.“, - წერს საელჩო Facebook-ზე. 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს

გაერო გმობს „ძალადობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „პასუხი აგებინოს დამნაშავეებს“

გაერო გმობს „ძალადობას და თავდასხმებს „თბილისი პრაიდის“ დღევანდელ ღონისძიებაზე„ და „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს „შემაშფოთებელი ინციდენტი.“ „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს, და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასთვის, მათ შორის ლგბტქი+ პირებისთვის.“ 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს

არასამთავრობო ორგანიზაციები: დღეს განვითარებული მოვლენები 2021 წლის 5 ივლისის გაგრძელებაა

საგანგაშოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს სიძულვილის ჯგუფების მიმართ შემწყნარებელ პოლიტიკას, - ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ორგანიზაციების განცხადებით, შსს ნაცვლად კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებისა, უზრუნველყოს პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად, უფლებას აძლევს მათ, ხელი შეუშალონ სხვა ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, დაუბრკოლებლად გაავრცელონ ძალადობისკენ მოწოდებები და განახორციელონ ამგვარი ქმედებები. „ლგბტ+ თემის მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ 2 ივნისს განაცხადა, რომ უერთდებიან „ღირსებისა და სიამაყის თვეს“ და 1-8 ივლისს თბილისში პრაიდის კვირეული გაიმართებოდა, რომელიც დახურული ღონისძიებებისგან შედგებოდა. 8 ივლისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Pride Fest 2023 უნდა გამართულიყო. 8 ივლისამდე დღეებით ადრე სიძულვილის ჯგუფები საჯაროდ ავრცელებდნენ სხვადასხვა განცხადებას, რომლებიც, თავისი შინაარსით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცხადად შეცნობადს ხდიდა მათგან მომდინარე ძალადობის რეალურ რისკს. გარდა ამისა, ონლაინ გავრცელდა უამრავი ერთგვაროვანი ვიდეო, რომლებიც მოუწოდებდნენ მოქალაქეებს გამოსულიყვნენ 8 ივლისს Tbilisi Pride Fest 2023-ის წინააღმდეგ. აღნიშნული კამპანიის სათავეში კი ის პირები იდგნენ, ვინც, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები არიან და რომლებთან დაკავშირებითაც არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც საქართველოს პროკურატურას, არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს, მიუხედავად მათ წინააღმდეგ არსებული უამრავი მტკიცებულებისა. 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ 8 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებოდნენ ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავდნენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, მიუხედავად იმისა, რომ შსს კარგად იყო ინფორმირებული და იცოდა სიძულვილის ჯგუფების მიზანი, დაერბიათ, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდებით “თბილისი პრაიდის” ღონისძიება (იხ. მაგალითად, ზურაბ მახარაძის გამოსვლა), ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეკრებილი კონტრაქციის წარმომადგენლები შეუფერხებლად გადაადგილდებოდნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და მათ მანამდე არანაირი ჯეროვანი დაბრკოლება სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლების მიერ არ დახვედრიათ. ხოლო, ლისის ტბის მიმდებარედ, სიძულვილის ჯგუფებმა თავისუფლად შეძლეს პოლიციის კორდონის გარღვევა და გადაინაცვლეს ლისის მთავარი შესასვლელისკენ. კადრების ანალიზი აჩვენებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგია ძალადობრივი ჯგუფებისგან მომდინარე რისკებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ/არ უწევდა. დაახლოებით 14:55 საათისთვის, პოლიციის კორდონი სრულად გარღვეული იყო. კადრებში, ასევე, ჩანს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები. დაახლოებით 15:10 საათისთვის, აქციის მონაწილეებმა სრულად დაიკავეს ფესტივალის ადგილი. სიძულვილის ჯგუფების წევრები შეიჭრნენ კერძო საკუთრებაში, დაარბიეს ფესტივალის ტერიტორია, „პრაიდ ფესტივალისთვის” გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაამტვრიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. ნაცვლად იმისა, რომ სამართალდამცავები სოლიდარობას უცხადებდნენ ჩაგრულ ჯგუფებს, უზრუნველყოფდნენ მათი უფლებების დაცვის გარანტიებს, კადრებში ჩანს, 15:17 საათზე „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა მახარაძე და ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი ვატო შაქარიშვილი როგორ შეჰყავს პოლიციას იმ ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო, იმის საჩვენებლად, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა ნამდვილად დატოვეს ტერიტორია. მიგვაჩნია, რომ დღეს განვითარებული მოვლენები გაგრძელებაა 2021 წლის 5 ივლისის, რომლის გამოძიებაშიც საერთოდ რეაგირების გარეშეა დატოვებული ძალადობის ორგანიზატორებისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა 2021 წლის 5 ივლისს, ჯეროვნად დაეცვა ადამიანები სიძულვილის ჯგუფებისგან. ასევე, ამ დრომდე უცნობია, დაწყებულია თუ არა გამოძიება ტვ „პირველის“ ეთერში 2022 წლის 12 ივნისს გასული სიუჟეტის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამო. სახელმწიფო, ნაცვლად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებელი სარგებლობისთვის გარანტიების შექმნისა, კვლავ ძალადობრივი ჯგუფების დომინირებას უწყობს ხელს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ ლგბტ+ თემის წევრებს და მოვუწოდებთ სახელმწიფო სტრუქტურებს, იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად: ჰქონდეთ დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და ქმედებებზე, ძალადობაზე ადეკვატური რეაგირების და შემდგომი ძალადობრივი ქმედებების თავიდან ასაცილებლად გამოკვეთონ ძალადობის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა; დაიცვან ლგბტ+ ადამიანების უფლებები და უსაფრთხოება, მათ შორის, მათი უფლება სურვილის შემთხვევაში ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე მათთვის სასურველ ლოკაციაზე ჩაატარონ ღონისძიება; -დაიცვან მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან, უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების სათანადოდ რეალიზება, აგრეთვე, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიმართ დანაშაულის დროული, ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მწვანე ალტერნატივა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო სასამართლოს გუშაგი უფლებები საქართველო პლატფორმა “სალამი” საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადამიანის უფლებათა ცენტრი ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)  

პორტუგალია 23-ე ქვეყანაა, რომელიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა

პორტუგალია ხდება 23-ე ქვეყანა, რომელიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იჰორ ჟოვკვამ განაცხადა. ამასთანავე, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიო კოსტამ შაბათს სატელეფონო საუბრისას გაამახვილეს ყურადღება. მისი განმარტებით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ პორტუგალია მხარს უჭერს უკრაინას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაში და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას NATO-ში მომავალი გაწევრიანების გზაზე, ამასთან, მხარს უჭერს უკრაინას, გახდეს ალიანსის წევრი, როცა პირობები ამის საშუალებას მისცემს.  „უკრაინა და პორტუგალიის რესპუბლიკა მოუთმენლად ელიან, რომ ყველა ამ საკითხს NATO-ს მომავალ სამიტზე, ვილნიუსში განიხილავენ“, - ნათქვამია დეკლარაციაში. NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. „NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში.  ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. უკრაინა იმედოვნებს, რომ მიიღებს "მკაფიო სიგნალს" მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ.  

ზელენსკი „აზოვის" პოლკის მეთაურებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, „აზოვის“ პოლკის მეთაურებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო იუწყება. მისივე თქმით, ადგილზე ხალხის უზარმაზარი ჯგუფი შეიკრიბა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ლვოვში იმყოფებიან სასულიერო პირებიც, მათ შორის, მიტროპოლიტი ეპიფანე. "აზოვსტალის" გმირები თურქეთიდან სახლში ბრუნდებიან. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში იმყოფებოდა, საიდანაც აზოვსტალის დამცველებთან ერთად დაბრუნდა უკრაინაში.   „ჩვენ ვბრუნდებით თურქეთიდან და ვაბრუნებთ გმირებს სახლში. უკრაინელი სამხედროები - დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერჰი ვოლინსკი, ოლეჰ ხომენკო, დენის შლეჰა. ისინი საბოლოოდ დაუბრუნდებიან საკუთარ ახლობლებს.დიდება უკრაინას!" წერდა ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ვილნიუსში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული

ცივი ომის შემდეგ, NATO ყველაზე სახიფათო და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას. NATO-ს ლიდერები 11-12 ივლისს, ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად შეიკრიბებიან, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით. ვილნიუსში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. ლიეტუვამ განაცხადა, რომ სამიტის უსაფრთხოებისთვის 3000 ჯარისკაცი გამოყო. NATO-ს თექვსმეტმა მოკავშირემ სულ დაახლოებით 1000 ჯარისკაცი გაგზავნა 11-12 ივლისის სამიტის დასაცავად, რომელიც რუსეთიდან მხოლოდ 151 კილომეტრში ჩატარდება. ლიეტუვის საჰაერო სივრცის დასაცავად, გერმანიამ Patriot-ის სარაკეტო სისტემები (12 მანქანა) განათავსა. (Patriot-ი - მიწაზე განთავსებული სარაკეტო თავდაცვის სისტემაa, რომელიც შექმნილია შემტევი რაკეტებისა და სხვა მფრინავი ობიექტების გასანადგურებლად). ესპანეთმა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, საფრანგეთმა კი, Caesar-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები გაგზავნა. ლიეტუვაში განთავსდებიან NATO-ს სამხედრო თვითმფრინავები. ქვეყანა ასევე განათავსებს დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობას. ზოგიერთი ქვეყანა სპეციალური ოპერაციების ძალებს გაგზავნის. ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა 29 ივნისს განაცხადა, რომ გერმანია NATO-ს სამიტის წინ, ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს. მისივე თანახმად, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს ლიეტუვაში პირველად აქვს საბრძოლო ამოცანები, ადგილზე მის ფუნქციონირებას გერმანული ეკიპაჟი კოლექტიური გადაწყვეტილებების საფუძველზე უზრუნველყოფს.  ლიეტუვამ განაცხადა, რომ სამიტის უსაფრთხოებისთვის, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, 3000 ჯარისკაცი გამოყო. ალიანსის ლიდერები და სხვა პარტნიორები ლიეტუვის დედაქალაქში შეიკრიბებიან, რათა სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინის NATO-შ გაწევრიანების საკითხი განიხილონ. უფრო ადრე, ესპანური მედია წერდა, რომ ესპანეთმა შესაძლოა, ლიეტუვაში NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ვილნიუსის სამიტის დროს განათავსოს. პარალელურად გახდა ცნობილი, რომ გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო. ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი გასულ კვირებში, ლიეტუვაში იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ ლიეტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის -  „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ კი, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა. ასევე გაეცანით: „კონკრეტული ძალები“ „კონკრეტული ტერიტორიების“ დასაცავად - რა გეგმა აქვს NATO-ს პირველად ცივი ომის შემდეგ  

ISW: ომის 500 დღის განმავლობაში რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანამად, უკრაინაში, ომის 500 დღის განმავლობაში, რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. მისივე თანახმად, 500 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ. „რუსი სამხედროები აპირებდნენ კიევის აღებას სამ დღეში, მაგრამ ვერ მიაღწიეს ვერცერთ დასახულ მიზანს უკრაინაში," - ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინელების მტკიცე და ოსტატურმა წინააღმდეგობამ შეაჩერა რუსეთის მრავალი შეტევა, მათ შორის კიევზე და გაათავისუფლა სუმისა და ჩერნიგოვის ოლქები, ასევე ხარკოვის, მიკოლაივის და ხერსონის ოლქების ნაწილი, რომლებიც რუსებს ჰქონდათ დროებით დაპყრობილი. „უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს ინიციატივა და აწარმოებენ კონტრშეტევის ოპერაციებს ფრონტის უმეტესი ნაწილის გასწვრივ, ხოლო რუსული ძალები თითქმის მთლიანად არიან ორიენტირებული შეინარჩუნონ უკრაინის ის მიწები, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებენ“, - წერს ISW. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.

რეზნიკოვი: უკრაინა NATO-ს დე ფაქტო წევრია

„თუ რუსეთი არის მთავარი საფრთხე NATO-სთვის, მე მაქვს მარტივი შეკითხვა ჩემს კოლეგებთან, თავდაცვის მინისტრებთან. თუ მსოფლიოში მხოლოდ ერთ ქვეყანას აქვს რუსულ არმიასთან დაპირისპირების თანამედროვე, ეფექტიანი, წარმატებული გამოცდილება, სხვა რა არგუმენტები გჭირდებათ უკრაინის ალიანსში მისაწვევად?“ ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. რეზნიკოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინა დე ფაქტო წევრია და დე იურე გახდება NATO-ს ქვეყანა." უკრაინამ NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის სექტემბერში გააკეთა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ნახევარი წელი გავიდა. Washington Post-ის ცნობით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე კონსენსუსი ჯერჯერობით არ არსებობს. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ზოგიერთმა მოკავშირემ მხარი დაუჭირა წევრობის მკაფიო გზას, ზოგი კი, ყოყმანობს. ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მან იცის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შანსები არ არსებობს, მაგრამ მაინც დაჟინებით მოითხოვს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის „ძლიერ გზავნილს.“ ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. უკრაინა იმედოვნებს, რომ მიიღებს "მკაფიო სიგნალს" მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ. NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. „NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში.   

რა შეიერაღება განათავსეს NATO-ს მოკავშირეებმა ლიეტუვაში

NATO-ს 16-მა მოკავშირემ დაახლოებით 1000 ჯარისკაცი გაგზავნა სამიტის დასაცავად, რომელიც 11-12 ივლისს რუსეთიდან მხოლოდ 151 კილომეტრის მოშორებით ჩატარდება. ლიეტუვის საჰაერო სივრცის დასაცავად, გერმანიამ Patriot-ის სარაკეტო სისტემები (12 მანქანა) განათავსა. (Patriot-ი - მიწაზე განთავსებული სარაკეტო თავდაცვის სისტემაa, რომელიც შექმნილია შემტევი რაკეტებისა და სხვა მფრინავი ობიექტების გასანადგურებლად). ესპანეთმა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, საფრანგეთმა კი, Caesar-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები გაგზავნა. ლიეტუვაში განთავსდებიან NATO-ს სამხედრო თვითმფრინავები. ქვეყანა ასევე განათავსებს დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობას. ზოგიერთი ქვეყანა სპეციალური ოპერაციების ძალებს გაგზავნის. ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა 29 ივნისს განაცხადა, რომ გერმანია NATO-ს სამიტის წინ, ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს. მისივე თანახმად, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს ლიეტუვაში პირველად აქვს საბრძოლო ამოცანები, ადგილზე მის ფუნქციონირებას გერმანული ეკიპაჟი კოლექტიური გადაწყვეტილებების საფუძველზე უზრუნველყოფს.  ლიეტუვამ განაცხადა, რომ სამიტის უსაფრთხოებისთვის, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, 3000 ჯარისკაცი გამოყო. ალიანსის ლიდერები და სხვა პარტნიორები ლიეტუვის დედაქალაქში შეიკრიბებიან, რათა სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინის NATO-შ გაწევრიანების საკითხი განიხილონ. უფრო ადრე, ესპანური მედია წერდა, რომ ესპანეთმა შესაძლოა, ლიეტუვაში NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ვილნიუსის სამიტის დროს განათავსოს. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. უკრაინა იმედოვნებს, რომ მიიღებს "მკაფიო სიგნალს" მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ. NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. „NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში. 

რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები

რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან 500 დღის შემდეგ, უკრაინის სურვილია, მოკავშირეებმა კიევი ვილნიუსის სამიტზე NATO-ში ოფიციალურად მიიწვიონ. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტები და ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად დეკლარაციაზე ხელმოწერები ამას ადასტურებს. ისტორიულ სამიტამდე 2 დღით ადრე, კიევს მხარდაჭერა დოკუმენტზე ხელმოწერით 23-მა ქვეყანამ დაუდასტურა. ბოლო ასეთი ერთგულება ბულგარეთმა და პორტუგალიამ გამოხატეს. უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი ახლა კი, უკრაინა იმედოვნებს, რომ მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ "მკაფიო სიგნალს" უკვე ვილნიუსში მიიღებს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან იცის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შანსები არ არსებობს, მაგრამ მაინც დაჟინებით მოითხოვს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის „ძლიერ გზავნილს.“ უსაფრთხოების გარანტიების მიღება კიევისთვის კიდევ ერთი უმთავრესი კომპონენტია. ვილნიუსის სამიტის წინ, პოლონეთმა და ლიეტუვამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 28 ივნისს კიევში შეხვდა თავის პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებს. ანდჯეი დუდამ და გიტანას ნაუსედამ ვილნისუსის სამიტის სამზადისი განიხილეს. დუდამ და ნაუსედამ განაცხადეს, რომ ალიანსის სამიტი უნდა დაეხმაროს უკრაინას წევრობის გზაზე. ოფიციალური განცხადების თანახმად, დუდამ აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ვილნიუსის სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის სექტემბერში გააკეთეს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ნახევარი წელი გავიდა. ამერიკული Washington Post-ის თანახმად, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე კონსენსუსი ჯერჯერობით არ არსებობს. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ზოგიერთმა მოკავშირემ მხარი დაუჭირა წევრობის მკაფიო გზას, ზოგი კი, ყოყმანობს. „თუ რუსეთი არის მთავარი საფრთხე NATO-სთვის, მე მაქვს მარტივი შეკითხვა ჩემს კოლეგებთან, თავდაცვის მინისტრებთან. თუ მსოფლიოში მხოლოდ ერთ ქვეყანას აქვს რუსულ არმიასთან დაპირისპირების თანამედროვე, ეფექტიანი, წარმატებული გამოცდილება, სხვა რა არგუმენტები გჭირდებათ უკრაინის ალიანსში მისაწვევად?“ - დაინტერესდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე. NATO-ს გენერალუმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც სამიტის წინ სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია, ალიანსის ორ მთავარ საფრთხედ რუსეთი და NATO გამოაცხადა. ამასთან, ვილნიუსის სამიტზე კიევისთვის „3-ნაწილიანი, „ძლიერი“ პაკეტის გადაცემა დააანონსა. მან ხაზი გაუსვა, რომ სამიტი უკრაინას კიდევ უფრო გააძლიერებს. სტოლტენბერგმა განმარტა, რომ პაკეტი მოიცავს დახმარების მრავალწლიან პროგრამას, რომელიც თავსებადობის უზრუნველსაყოფად დამტკიცდება. ამით ასევე სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი.  სტოლტენბერგი მიმდინარე წლის აპრილში იმყოფებოდა კიევში. ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან განცხადა,  რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. „ბატონო პრეზიდენტო, მე დღეს აქ ვარ მარტივი გზავნილით: NATO უკრაინის გვერდით დგას“, - მიმართა სტოლტენბერგმა ზელენსკის. ცივი ომის შემდეგ, „NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას - ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავეგამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში.  ასევე გაეცანით: რა შეიერაღება განათავსეს NATO-ს მოკავშირეებმა ლიეტუვაში უკრაინა NATO-ში გაწევრიანების საგზაო რუკას ითხოვს - კიევი ვილნიუსის სამიტში მონაწილეობის ერთადერთ პირობას ასახელებს ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი, პოლ გობლი ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა Europetime-თან, რომ დასავლეთმა უკრაინას უნდა შესთავაზოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება. შეგახსენებთ, 2022 წლის 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. მაშინ ომის დაწყებიდან რამდენიმე თვე იყო გასული. სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, გასულ წელს, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 2023 წლის 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრია.  

უკრაინის მხარდამჭერმა რუსმა აქტივისტმა ციხეში შიმშილობა დაიწყო

რუსმა აქტივისტმა, დარია პოლიუდოვამ, რომელსაც ექსტრემიზმისა და ტერორიზმის გამართლებისთვის 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, კოლონიაში შიმშილობა გამოაცხადა. რადიო თავისუფლების ცნობით, მისი დედის ინფორმაციით, დარია უკვე სამი დღეა, შიმშილობს, მაშ შემდეგ, რაც საკანში სამართებელი შეუგდეს, რაც ციხის რეგულაციებით, აკრძალულ საგნად ითვლება. გარდა ამისა, თავად პატიმრის მონათხრობით, უპირებენ გადაყვანას სამრეწველო ზონაში, სამკერვალო საწარმოში, მიუხედავად იმისა, რომ მან კერვა არ იცის. დარია პოლიუდოვა მოძრაობა „მემარცხენე წინააღმდეგობის“ დამფუძნებელია. ადრე მას სეპარატიზმის მხარდაჭერაც ედებოდა ბრალად. აქტივისტი მხარს უჭერდა უკრაინას და ყირიმელ თათრებს. 9-წლიანი პატიმრობა აქტივისტს მოსკოვის სასამართლომ 2022 წლის დეკემბერში მიუსაჯა. უფლებადამცველებმა ის პოლიტპატიმრად აღიარეს.  

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მიმდინარე „ჯარის ბანაკში“ მოსწავლეების როტაცია დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში აქტიურად მიმდინარე საზაფხულო პროექტის „ჯარის ბანაკის“ ერთი როტაცია დასრულდა. ორშაბათიდან კი, „ჯარის ბანაკი“ ბავშვების ახალ ნაკადს უმასპინძლებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წელს სერჟანტთა აკადემიაში მოწყობილი „ჯარის ბანაკი“ საერთო ჯამში ბავშვების 8 როტაციას მიიღებს და 18 აგვისტოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეზე მომავალ წლამდე დაიხურება. აღნიშნულ როტაციაზე „ჯარის ბანაკს“ თბილისის, გორის, ვალეს, ახალციხისა და ახალქალაქის სკოლების მოსწავლეები სტუმრობდნენ. ბანაკში ყოფნის ბოლო დღეს მათ კოჯორში სამთო მომზადება ჩაუტარდათ, ვაზიანის მე-4 ქვეითმა ბრიგადამ კი, სპეციალურად ბავშვებისთვის სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა მოაწყო. სამხედრო ქვედანაყოფში მოსწავლეებს სიმულაციურ ცენტრში სხვადასხვა იარაღიდან სროლისა და ერთმანეთთან შეჯიბრის საშუალებაც მიეცათ. ხუთდღიანი პროგრამის დასასრულს, სერჟანტებმა ბავშვებს სამახსოვროდ „ჯარის ბანაკის“ სასაჩუქრე ჩანთები გადასცეს და მათთან ერთად იმხიარულეს. „ჯარის ბანაკში“ გატარებული დღეები ბავშვებისთვის დაუვიწყარი თავგადასავლებით, სიახლეებით და ფიზიკური აქტივობებით დატვირთული იყო. სერჟანტ-ინსტრუქტორების დახმარებით მოსწავლეებს საცეცხლე მომზადებაში, წინაღობათა ზოლის გადალახვაში, ორიენტირებით სირბილსა და ნავიგაციაში შეჯიბრებები ჩაუტარდათ. ბავშვებმა პირველადი სამედიცინო დახმარებისა და თვითგადარჩენის სავარჯიშოებშიც მიიღეს მონაწილეობა და ქართველი სამხედროების ცხოვრების ამსახველი ნახატებიც შექმნეს,“ - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. „ჯარის ბანაკი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებით დაიწყო და მას თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას. გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე წამებით მოკლეს. მტრის სატელეფონო ვიდეო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა.   ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.  

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: ვგმობთ ძალადობას, რომელმაც ხელი შეუშალა „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აცხადებს, რომ ძალადობა მიუღებელია. „ევროპის საბჭო და მე ვგმობთ ძალადობას, რომელიც წინ უძღოდა და რომელმაც ხელი შეუშალა „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში საკვანძო საკითხია“, - წერს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი Twitter-ზე. I @coe condemn the violence that preceded & prevented @TbilisiPride. Freedom of expression & assembly are key in a democratic society @CoESpokesperson — Marija Pejčinović Burić (@MarijaPBuric) July 8, 2023 ძალადობა მიუღებელია, ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერსა და მთავრობის წევრებს - დუნია მიატოვიჩი 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს

NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში სწავლება ჩატარდა

NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა (IOCT) საერთაშორისო კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს თანხმად, სწავლებაში ხუთი ქვეყნის 16 წარმომადგენელი მონაწილეობდა. „თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები JTEC-ში და ნორიოს საწვრთნელ არეალში ჩატარდა. მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე ოპერატიული გარემოს ცვლადებსა და მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების მეთოდებს გაეცნენ. სამხედროებმა კურსის პრაქტიკული ნაწილი ნორიოში განხორციელეს, სადაც მსმენელებს შესწავლილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ, NATO-ს სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ ტაქტიკური დონის ქვედანაყოფების დაკვირვება და წვრთნა-შეფასება. სწავლებას ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად, ლიეტუველი ოფიცრები უძღვებოდნენ. JTEC-ში მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მიულოცა. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. NATO-საქართველოს ურთიერთობები  

გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენის გადაწყვეტილება დაამტკიცა

გერმანიის პარლამენტმა Panzerhaubitze 2000-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცებისთვის, Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის და Puma-ს ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის საბრძოლი მასალის შეძენას მხარი დაუჭირა. უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ საბრძოლო მასალის შეძენა გათვალისწინებულია, როგორც ბუნდესვერის, ასევე, უკრაინის საჭიროებისთვის. „რუსეთის ფედერაციის თავდასხმამ უკრაინაზე მნიშვნელოვნად შეცვალა უსაფრთხოების პოლიტიკა. ეს აუცილებელს ხდის დამატებით საბრძოლო მასალის შეძენას - როგორც გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტზე იყენებს Panzerhaubitz 2000 და Leopard 2 ტანკებს, ამიტომ მოთხოვნა ჰაუბიცების 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებსა და საბრძოლო ტანკების 120 მმ-იან ჭურვებზე გერმანიის დახმარებით კმაყოფილდება. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ომის დაწყებიდან უკრაინას ბუნდესვერის საწყობებიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის საბრძოლო მასალა აქვს მიღებული.  

კულება: ვილნიუსის სამიტის შემდეგ, NATO-სკენ უკრაინის გზა აუცილებლად შემოკლდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინის შესახებ გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე შეთანხმებულია. უკრაინული მედიის ცნობით, დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ Threads-ში დაწერა, რომ მიუხედავად ყველა სკეპტიკოსისა და ოპონენტისა, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხში უკრაინა წინ მიიწევს. „უკვე შეთანხმებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინისა და NATO-სთვის. სამიტის შემდეგ ალიანსისკენ ჩვენი გზა აუცილებლად შემოკლდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, გვითხრეს, რომ არ იქნებოდა და ჩვენ კი ეს, ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან ერთად გავაკეთეთ“, - დაწერა კულებამ. კულებამ პარტნიორებს სთხოვა, უკრაინის ალიანსში შესვლის პროცედურა უფრო მკაფიო გახადონ. „NATO-სთვის, ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ნიშნავს პუტინისთვის საჩუქრის გაკეთებას იმ დროს, როდესაც მასზე ყველა ფრონტზე ზეწოლა უნდა მოახდინონ. მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდება“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები  

ზელენსკიმ და დუდამ ლუცკში მოულოდნელი ვიზიტისას, „ვოლინის ხოცვა-ჟლეტის“ მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა პოლონელმა კოლეგამ ანდჯეი დუდამ 1943 წლის „ვოლინის ხოცვა-ჟლეტის“ მსხვერპლები გაიხსენეს. ისინი ჩრდილო-დასავლეთ უკრაინაში, რეგიონულ დედაქალაქ ლუცკში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდნენ. „ერთად პატივს მივაგებთ ვოლინის ყველა უდანაშაულო მსხვერპლს. წარსული გვაერთიანებს! ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ!" დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე. პრეზიდენტები წირვას წმინდა პეტრე-პავლეს კათოლიკურ საკათედრო ტაძარში დაესწრნენ. „უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად პატივს მივაგებთ მოკლული პოლონელების ხსოვნას", - დაწერა თავის მხრივ, ანდჯეი დუდამ Twitter-ზე. AP-ის (Associated Press-ი) თანახმად, 7 ივლისს, „პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა და კათოლიკური ეკლესიის ლიდერებმა პარასკევს გახსნეს რამდენიმედღიანი ცერემონია უკრაინელი ნაციონალისტების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ათიათასობით პოლონელის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა პატივსაცემად.“ პოლონეთი აცხადებს, რომ 1943-44 წლებში უკრაინელი ნაციონალისტების მიერ 100 000 პოლონელის ხოცვა-ჟლეტა გენოციდი იყო. მკვლელობები მოხდა ვოლინისა და იმდროინდელი აღმოსავლეთ პოლონეთის სხვა რეგიონებში, რომელიც ნაცისტური გერმანიის და შემდეგ საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ იყო და ამჟამად დასავლეთ უკრაინაშია. მედიის თანახმად, ბოლო წლებში უკრაინის მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა ამ სფეროში დაახლოებისთვის. კერძოდ, შესაძლებელი გახდა სამძებრო და საექსჰუმაციო სამუშაო, რომელიც მანამდე არ ჩატარებულა. „ეს თვისობრივ ცვლილებაზე მიუთითებს: დღევანდელ უკრაინის მთავრობას უფრო მეტი გაგება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე მის წინამორბედებს რამდენიმე წლის წინ", - აცხადებდა პოლონეთის პრეზიდენტი რადიო თავისუფლების ცნობით. ცნობისათვის, ვარშავა კიევის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვილნიუსის სამიტის წინ, პოლონეთმა და ლიეტუვამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 28 ივნისს კიევში შეხვდა თავის პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებს. ანდჯეი დუდამ და გიტანას ნაუსედამ ვილნისუსის სამიტის სამზადისი განიხილეს. დუდამ და ნაუსედამ განაცხადეს, რომ ალიანსის სამიტი უნდა დაეხმაროს უკრაინას წევრობის გზაზე.