ძებნის რეზულტატი:

ერდოღანის თქმით, უკრაინა NATO-ს წევრობას იმსახურებს

უკრაინა იმსახურებს NATO-ში გაწევრიანებას, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც სტამბოლში გაიმართა. ამის შესახებ CNN წერს. უკრაინა ”უდავოდ იმსახურებს NATO-ში ყოფნას”, - განაცხადა ერდოღანმა, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლი იკისრა. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. უკრაინა იმედოვნებს, რომ მიიღებს "მკაფიო სიგნალს" მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ. თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „შავი ზღვა უსაფრთხოების ზონა უნდა იყოს და არა - ე.წ. გაყინული კონფლიქტების“. პრეზიდენტი ზელენსკი თურქეთში ჩასვლამდე ბულგარეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში იმყოფებოდა. NATO-ს ღია კარის პოლიტიკა აქვს, თუმცა გაწევრიანების წესების მიხედვით, ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს შეუძლია, ვეტო დაადოს ახალი ქვეყნის მიღებას. სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტზე კიევისთვის „3-ნაწილიანი, „ძლიერი“ პაკეტის გადაცემა დააანონსა. 7 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის გენმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ვილნიუსის სამიტი უკრაინას გააძლიერებს. NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. „NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში.   

NATO-ში აშშ-ის ელჩი: ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ ჩვენს მეგობრებთან საქართველოში, რაც ეხება მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა ვილნიუსის სამიტის წინ Youtube-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სხვადასხვა შეკითხვას უპასუხა. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს და მისი წევრობის პერსპექტივას ეხებოდა. „2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ განვაცხადეთ არამხოლოდ ის, რომ უკრაინა გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, არამედ, აღვნიშნეთ ისიც, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. საქართველო უკვე არის NATO-ს უახლოესი (incredibly) პარტნიორი. საქართველო მონაწილეობდა NATO-ს ოპერაციებში. ჩვენ ცხადია, ვაგრძელებთ იმის დაგმობას, რაც რუსეთმა 2008 წელს გააკეთა და რუსეთი კვლავაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ ჩვენს მეგობრებთან საქართველოში, რაც ეხება მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და იმედი გვაქვს, გავაგრძელებთ მუშაობას მათთან ერთად საქართველოს უნიკალურ პარტნიორობაზე ალიანსთან“, - განაცხადა ჯულიან სმიტმა. NATO-ში აშშ-ის ელჩი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, როგორც NATO-ს ახლო პარტნიორს, ვერ ვხედავ რაიმე საპირისპირო კურსს

ბაიდენი უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემაზე: რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა უკრაინას დღეს ეს სჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის გადაწყვეტილება რთულად მიიღო, მაგრამ პრეზიდენტის თქმით, დღეს ეს იარაღი კიევს სჭირდება. CNN-თან ინტერვიუში ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მან კონსულტაციები გაიარა მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, ასევე, კონგრესის წევრებთან. „ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. ამ საკითხზე ვიმსჯელეთ ჩვენს მოკავშირეებთან, ჩვენს მეგობრებთან. უკრაინას ისევ სასტიკად უტევენ ამ კასეტური იარაღით, რაც მათი მოსახლეობისთვის სახიფათოა. ეს ის ომია, რომელიც დაკავშირებულია საბრძოლო მასალასთან. მათ კი ეწურებათ ეს საბრძოლო მასალა. ის ჩვენც ცოტა გვაქვს, ამიტომ, მე გავითვალისწინე თავდაცვის უწყების რეკომენდაცია, რომ - არა მუდმივად, მაგრამ სწორედ ამ გარდამავალ პერიოდში მიგვეცა ეს იარაღი უკრაინელებისთვის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომში დაღუპული მებრძოლების საფლავებს პატივი მიაგო და მადლობა გადაუხადა თითოეულ უკრაინელს, რომელიც ომის 500 დღის განმავლობაში ქვეყანას იცავს. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ რუსი ოკუპანტებისგან 1900-მდე დასახლება გაათავისუფლა „დღეს ჩვენ კუნძულ ზმეინზე ვიმყოფებით, ჩვენს კუნძულზე, რომელსაც არასოდეს დაიპყრობს ოკუპანტი ისევე, როგორც მთელ უკრაინას. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენს უკრაინელ გმირებს, ყველა მეომარს, ვინც იბრძოდა ამ კუნძულისთვის, ვინც გაათავისუფლა ის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პატარა მიწის ნაგლეჯი ჩვენი შავი ზღვის შუაგულში, ეს არის დიდი დასტური იმისა, რომ უკრაინა დაიბრუნებს თავისი ტერიტორიის ყველა ნაწილს!“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.

უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2023“ გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, მასშტაბური უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2023“ წარმატებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები საგანგებო მდგომარეობისა და კრიზისული სიტუაციების დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწასა და გაღრმავებას ისახავდა მიზნად და მასში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „პარტნიორ 2023“-ში ჩართულები იყვნენ ასევე, აშშ-ის არმიის საინფორმაციო და სამხედრო-სამოქალაქო ოპერაციების ჯგუფი, ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალები და თავდაცვის მოხალისეთა ორგანიზაციები. სწავლება საქართველოში სამ ლოკაციაზე, ამბროლაურის, თეთრიწყაროსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში კრიზისულ სიტუაციებში რეალურთან მიახლოებული სცენარის მიხედვით მიმდინარეობდა. სცენარი ეპიდემიის მართვის, ხანძრის კერებზე რეაგირებისა და დივერსიული ჯგუფების აღმოჩენა-განეიტრალების ოპერაციებს მოიცავდა. წვრთნების დასკვნით ეტაპს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური დაესწრო. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სწავლების ამოცანისა და აღსრულების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო, მონაწილეებთან შეხვედრისა და სიტყვით მიმართვისას კი, ყურადღება მსგავსი მასშტაბისა და უწყებათაშორისი წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილა. საჩვენებელ სწავლებასა და „პარტნიორ 2023“-ის დახურვის ცერემონიაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ერონული გვარდიის ხელმძღვანელი პირები და სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.  

ბორჯომის ცენტრალურ პარკში მომხდარ მკვლელობაზე შსს ინფორმაციას ავრცელებს

ბორჯომის ცენტრალურ პარკში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების თანახმად, 17 წლის ახალგაზრდამ 23 წლის კაცს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის კლინიკაში გარდაიცვალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ბორჯომის ცენტრალურ პარკში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერდოღანის თქმით, პუტინი თურქეთს აგვისტოში ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთს ვიზიტით აგვისტოში ეწვევა.   ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში განაცხადა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა.  თურქეთის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლა იქნება. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ვიზიტისას ასევე განიხილება მარცვლეულის შეთანხმების საკითხიც, რომელსაც ვადა 17 ივლისს ეწურება. ერდოღანმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლი იკისრა.  ცნობისთვის, ერდოღანმა ზელენსკის მასპინძლობისას განაცხადა, რომ უკრაინა უდავოდ იმსახურებს NATO-ში ყოფნას. ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს არის დაგემილი. 

ზელენსკი: შავი ზღვა უსაფრთხოების ზონა უნდა იყოს და არა - "გაყინული კონფლიქტების“

თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „შავი ზღვა უსაფრთხოების ზონა უნდა იყოს და არა - ე.წ. გაყინული კონფლიქტების“. პრეზიდენტი ზელენსკი თურქეთში ჩასვლამდე ბულგარეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში იმყოფებოდა.   ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და, რომ უკრაინა უდავოდ იმსახურებს ნატოს წევრობას.  „სამართლიანი მშვიდობის დამყარებით არავინ იქნება წაგებული“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.  

"პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეთა მიერ პოლიციის კორდონის გარღვევის შემდეგ, ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ტერიტორიიდან ევაკუაცია განხორციელდა

"ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღეს, 8 ივლისს „პრაიდის ფესტივალის“ დასკვნითი ღონისძიება უნდა გაიმართოს, ანტილგბტ აქციის წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, სადაც ფესტივალი ტარდება. კორდონის გარღვევის მცდელობები ამ დრომდე გრძელდება. რადიო თავისუფლების ცნობით, ისინი ცდილობენ, შემოვლითი გზით, მინდვრების გავლითაც შეაღწიონ ტერიტორიაზე. ისმის შეძახილები „საქართველოს გაუმარჯოს“. ანტილგბტ აქციის მონაწილეები მიმართავენ პოლიციას, რომ მისცენ ტერიტორიაზე შესვლის უფლება. მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველასთან“ 8 ივლისს დილიდან შეკრებილმა ჰომოფობიურად განწყობილმა, ანტიდასავლურმა ჯგუფებმა ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს და ლისის ტბამდე ავიდნენ. ანტილგბტ აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ „პრაიდის კვირეულში“ დაგეგმილი ფესტივალის ორგანიზატორებს მისი ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ. პრაიდ ფესტივალის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამარ ჯაყელი ფეისბუკზე საჯარო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მათ "ლისი ვანდერლენდიდან" „ევაკუაცია უწევთ“. ფესტივალის ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვინც დღეს, 8 ივლისს, "პრაიდის კვირეულის" დასკვნით ღონისძიებაზე მისვლას აპირებდა, აღარ მივიდეს იქ. „მეგობრებო, არ ამოხვიდეთ არავინ!“, - წერს მარიამ კვარაცხელია, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი. „ყველა მხრიდან შემოგვივარდნენ და ახლა ყველა „მარშრუტკით“ გადავყავართ“, - ამბობენ ფესტივალის მონაწილეები. მათი თქმით, ისინი ანტილგბტ აქციის მონაწილეებმა ალყაში მოაქციეს. ბოლო ინფორმაციით, რომელსაც "ინტერპრესნიუსი ავრცელებს, "პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.  აღნიშნულს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციის ერთმა ნაწილმა, მათ შორის, სპეცრაზმის ჯგუფმა, ლისის ტბის შიდა ტერიტორიაზე ახალი კორდონი გააკეთა.  

რა ვითარებაა ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც „პრაიდ ფესტივალის“ დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე “პრაიდ ფესტივალისთვის” გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი, დაწვეს. მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეთა ჯგუფი ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ცდილობდნენ „პრაიდ ფესტივალის” მონაწილეები ენახათ, თუმცა ისინი მათ ადგილზე არ დახვდათ. "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეთა მიერ პოლიციის კორდონის გარღვევის შემდეგ, ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ტერიტორიიდან ევაკუაცია განხორციელდა ამის შემდეგ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ტერიტორიაზე განლაგებული ინვენტარი დააზიანეს. ლისის ტბის როგორც შიდა, ისე გარე ტერიტორიაზე, მობილიზებულია პოლიცია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „პრაიდის ღონისძიების„ მონაწილეები ტერიტორიიდან უსაფრთხოდ არიან გაყვანილნი. ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილიდან მობილიზებული იყო პოლიციელების მაქსიმალური რაოდენობა. „მოგეხსენებათ, რომ დილიდან შსს-ს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული. აქ იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, ქონდათ უფლებამოსილება, რომ განეხორციელებინათ თავისი მანდატი, თუმცა კარგად ნახეთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა კონტრაქციის მონაწილეების. გვქონდა შესაბამისი კორდონები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ვინაიდან, ეს არის გაშლილი ტერიტორია და აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შეეღწიათ, გაერღვიათ პოლიციის კორდონები. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არანაირი დაზიანება მათ არ მიუღიათ. ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს, რათა მოხდეს ვითარების სტაბილიზება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე. დღეს მობილიზებული იყო პოლიციის მაქსმალური რაოდენობა, რაც შეიძლება, ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის, თუმცა მოგეხსენებათ, ყველა აქციაზე შეუძლებელია 100%-იანი უსაფრთხოება იქნას უზრუნვლეყოფილი და მთლიანად იყოს დაცული განსაკუთრებით როცა საუბარია გაშლილი ტერიტორიაზე. ჩვენ ამ რისკებზე თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით. ხედავთ, რომ კონტრაქციის მონაწილეების დიდი რაოდენობა მოვიდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული“, – განაცხადა დარახველიძემ.  „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „პრაიდკვირეულის“ ფარგლებში 8 ივლისს დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლა იყო „წინასწარ კოორდინირებული“ პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის. „დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ დღეს დაგეგმილი მოვლენები იყო წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის“, - წერს „პრაიდი“ Facebook-ზე. 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გამოიყვანა. ძალადობრივმა ჯგუფებმა ცისარტყელას დროშა დახიეს დ ინვენტარი დაარბიეს. ფესტივალი ჩაიშალა.  

პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს. სალომე ზურაბიშვილი მედიას 17:00 საათზე შეხვდება. ბრიფინგის თემა ჯერ უცნობია, თუმცა დღეს, 8 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებდა „შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ ,,პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. "პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში.  საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება. რა ვითარებაა ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც „პრაიდ ფესტივალის“ დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ,,პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით. ,,პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში," - ნათქვამი იყო სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.   

შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს

„შესაბამისი კორდონები გვქონდა გზებზე, მაგრამ ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და პოლიციის კორდონები გაერღვიათ. მოვახერხეთ ის, რომ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არავითარი დაზიანება არ მიუღიათ. ახლა პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს, რათა სიტუაციის სტაბილიზება მოხდეს და კონკრეტულ პირებზე თავდასხმა არ იყოს“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განუცხადა, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გამართულიყო. მინისტრის მოადგილის თქმით, დღეს პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა ყველა აქციაზე შეუძლებელია, 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით როდესაც გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი - „ამ რისკებზე ვსაუბრობდით, მაგრამ კონტრაქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო,“ - ამბობს დარახველიძე.  რა ვითარებაა ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც „პრაიდ ფესტივალის“ დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა მისივე ინფორმაციით, პოლიცია შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს ახორციელებს, რათა სიტუაციის სტაბილიზება მოხდეს და კონკრეტულ პირებზე თავდასხმა არ იყოს. „დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული. აქ იყვნენ შესაბამისი დანაყოფები - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია. თუმცა თქვენ ნახეთ, რომ კონტრაქციის მონაწილეების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა. შესაბამისი კორდონები გვქონდა გზებზე, მაგრამ ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და პოლიციის კორდონები გაერღვიათ. მოვახერხეთ ის, რომ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არავითარი დაზიანება არ მიუღიათ. ახლა პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს, რათა სიტუაციის სტაბილიზება მოხდეს და კონკრეტულ პირებზე თავდასხმა არ იყოს,“- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „პრაიდკვირეულის“ ფარგლებში 8 ივლისს დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლა იყო „წინასწარ კოორდინირებული“ პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის. „დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ დღეს დაგეგმილი მოვლენები იყო წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის“, - წერს „პრაიდი“ Facebook-ზე. დღეს, 8 ივლისს, „პრაიდის ფესტივალი“, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ უნდა ჩატარებულიყო, ჩაიშალა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი, თუმცა ძალადობრივმა ჯგუფებმა, რომლებიც ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიამდე შეღწევა მოახერხეს. ამის გამო ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ტერიტორია მიკროავტობუსებით დაატოვებინეს.

ბრიტანეთის ელჩი: შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადებისა და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა

„შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა,“ – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი სოციალურ ქსელში წერს. მარკ კლეიტონი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს „შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა. მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას“, – წერს ბრიტანეთის ელჩი. რა ვითარებაა ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც „პრაიდ ფესტივალის“ დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა  

შალვა პაპუაშვილი: ის რომ, აგრესიის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, პრობლემაა - პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ის, რომ პრაიდის მოწინააღმდეგეების აგრესიის შედეგად, პრაიდის კვირეულის დახურვის ღონისძიება ჩაიშალა, პრობლემაა, თუმცა პოლიცია თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედებდა. შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ პოლიციელების მოვალეობა ადამიანების უსაფრთხოების დაცვა იყო და მათ ამ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს, რადგან არავინ დაშავებულა. „ვნახეთ, რომ ლისის ტერიტორიაზე პოლიცია საკმაოდ ჭარბად იყო წარმოდგენილი. მათი ამოცანაა, ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყონ და ვნახეთ, რომ არავინ დაზარალებულია, ამიტომ პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა. რაც შეეხება თავად ღონისძიების ჩაშლას და იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, რა თქმა უნდა, ყველანაირ ძალადობას ვგმობთ და პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. არ ვიცი, ვინმე დაკავებული არის თუ არა, მაგრამ როგორც მონაწილეების, ისე ჟურნალისტების უსაფრთხოება დაცული იყო. ის, რომ აგრესიის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, ეს პრობლემაა. პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს. მე ვიცი, რომ პოლიცია წინასწარ ემზადებოდა, რადგან ღონისძიების ჩაშლის მცდელობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არსებობდა. მთავარი ის არის, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაიცვეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.  

ვოლსკი: ქვებიდან დაწყებული და მუშტებით დამთავრებული „რესურსის“ გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად, სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას

„პრაიდის კვირეული“, სხვადასხვა ღონისძიება, კონტრაქცია, მასშტაბური და ნაკლებად მასშტაბური, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი რეალობა, მაგრამ დღეს საქართველოში შექმნილია სხვა რეალობა, როდესაც ძალადობამ შეიძლება, ეს ქვეყანა გაცილებით უფრო დააზიანოს, ვიდრე, მაგალითად, საფრანგეთი, სადაც ამ ნიადაგზე ასევე ხდება დაპირისპირებები, იგივე პოლონეთი, ან ევროპის სხვადასხვა ქვეყანა, - ამით პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ფესტივალს და პარალელურად გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. ვოლსკი აღნიშნავს, რომ იდეა არ შეიძლება, ძალადობით დამკვიდრდეს, ვინაიდან წინააღმდეგობა წარმოქმნის ორივე მხარის გარკვეული აგრესიის მოცულობის ზრდას, რაც ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება. „ფაქტია, რომ მოწყვლადია ჩვენი ქვეყანა და, რასაკვირველია, ქვებიდან დაწყებული და მუშტებით დამთავრებული „რესურსის“ გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად არის ის თემა, რაც სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ისედაც უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს. თვითმყოფადობაზე, ეროვნულ კულტურაზე, იმ რესურსზე, რომელსაც აქამდე ქვეყანა მოუყვანია და აცოცხლებს - ესაა რწმენა, დამოკიდებულება. რასაკვირველია უნდა ვილაპარაკოთ განათლების გზით. იდეის დამკვიდრება არ შეიძლება, მოხდეს ძალადობით, ამას პერსპექტივა არ გააჩნია, უარესის მოტანა კი, ნამდვილად შეუძლია, ვინაიდან არის მოცემულობა, როდესაც წინააღმდეგობა წარმოქმნის ორივე მხარის გარკვეული აგრესიის მოცულობის ზრდას, რაც ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება“, - აცხადებს ვოლსკი, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.  

პრეზიდენტი: დღეს დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს კონსტიტუციის ორი მუხლი დაირღვა - აზრის გამოხატვის უფლება, შეკრების უფლება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, წინსწარ შეთანხმებული ღონისძება ჩაეტარებინათ, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის უფლება ჰქონდათ გაცემული. „დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა ერთი მხრივ, აზრის გამოხატვის უფლება, ჩვენი კონსტიტუციის მე-17-ე მუხლი და შეკრების თავისუფლება, ეს არის 21-ე მუხლი. დღეს ორივე დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული სამართალდამცველებთან ადგილიც და პირობებიც და ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული. ამდენად ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა, ადგილის დაცლას“, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა, ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ, ჩაიშლება, თუკი სამართალდამცველი უწყებები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის თქმით, „საგანგაშოა რეალობა, რომ კონრტაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით არამხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მიერ მოქმედი დეპუტატებისგან. ამდენად, რა ფასი უნდა ჰქონდეს სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებსაც ევალებათ ადამიანის უფლებების დაცვა – პარლამენტის თავმჯდომარე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ არიან ადამიანის უფლებების დამცველები. ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა ხელი სხვას აკეთებს. რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებითა და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობასა და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე. მინდა, დღეს მოვუწოდო პირველ რიგში შსს-ს, რომ რეალურად აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები, ეს არის მისი მოვალეობა და ამას ქვია სამართლის დაცვა, მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირპისრების წაქეზება. ეს მარტივად ხდება იმ „მესიჯბოქსებით,“ რომელიც არის სრულიად გაკონტროლებული,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს  

გერმანიის ელჩი: სევდიანი დღე თბილისში, დაირღვა კანონი

საქართველოში გერმანიის ელჩია, პეტერ ფიშერი „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დაირღვა. „სევდიანი დღე თბილისში. საქართველოს კანონი დაირღვა. მეტიც, დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მეოცე მუხლით, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. სრული მხარდაჭერა თბილისი პრაიდს“, – წერს პეტერ ფიშერი Twitter-ზე. „მე სრულიად იმედგაცრუებული ვარ, რომ „პრაიდ ფესტივალი“, უსაფრთხოების რისკების გამო დღეს ვერ გაგრძელდა, მიუხედავად წინასწარ მოწოდებული უსაფრთხოების გარანტიებისა", - წერს Twitter-ზე თავის მხრივ, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, მააიკე ვან კოლდამიც. ელჩის თქმით, ძალადობის ყველა ორგანიზატორი დღეს და წარსულშიც უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული. „სიყვარული არ შეიძლება, დამარცხდეს“, - წერს მააიკე ვან კოლდამი. 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს  

სალომე ზურაბიშვილი: მოვუწოდებ მმართველ გუნდს, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება

საქართველოს პრეზიდენტმა მმართველ გუნდს მოუწოდა, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, კონტრაქციების წაქეზებითა და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობასა და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე. „დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა ერთი მხრივ, აზრის გამოხატვის უფლება, ჩვენი კონსტიტუციის მე-17-ე მუხლი და შეკრების თავისუფლება, ეს არის 21-ე მუხლი. დღეს ორივე დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული სამართალდამცველებთან ადგილიც და პირობებიც და ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული. ამდენად ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა, ადგილის დაცლას“, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა, ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ, ჩაიშლება, თუკი სამართალდამცველი უწყებები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის თქმით, „საგანგაშოა რეალობა, რომ კონრტაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით არამხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მიერ მოქმედი დეპუტატებისგან. „ამდენად, რა ფასი უნდა ჰქონდეს სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებსაც ევალებათ ადამიანის უფლებების დაცვა – პარლამენტის თავმჯდომარე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ არიან ადამიანის უფლებების დამცველები. ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა ხელი სხვას აკეთებს. რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებითა და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობასა და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე. მინდა, დღეს მოვუწოდო პირველ რიგში შსს-ს, რომ რეალურად აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები, ეს არის მისი მოვალეობა და ამას ქვია სამართლის დაცვა, მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირპისრების წაქეზება. ეს მარტივად ხდება იმ „მესიჯბოქსებით,“ რომელიც არის სრულიად გაკონტროლებული,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი: დღეს დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს  

ნიდერლანდის მთავრობა გადადგა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მაკრ რუტემ მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომის შესახებ წერილით მეფეს უკვე მიმართა. მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ნიდერლანდების მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მმართველ კოალიციაში საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა და, შესაბამისად, გადაწყდა, რომ სამთავრობო კოალიცია დაიშლება. მისივე თქმით, მიგრაცია ნიდერლანდებისთვის მთავარი სოციალური პრობლემაა და მისთვის სამწუხაროა, რომ კონსენსუსი ვერ მოიძებნა. „ამ საკითხის იგნორირებას ვერ მოვახდენთ. მთავრობა გადადგება“, – განაცხადა რუტემ. მან ასევე განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელებს თუ არა საკუთარი პარტიის თავმჯდომარეობას. ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. ქვეყნის მმართველ კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ კანონმდებლობაზე კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.  

რა საკითხებზე ისაუბრეს ზელენსკიმ და მსოფლიო პატრიარქმა თურქეთში გამართულ შეხვედრაზე

8 ივლისს, თურქეთში გამართული შეხვედრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ, უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებისა და რუსეთის მიერ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნების საკითხები განიხილეს. ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. გმადლობთ ურყევი მხარდაჭერისა და მშვიდობისთვის ლოცვებისთვის! აგრესიის და დანაშაულების დაგმობისთვის, ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი კაცებისა და ქალების ყოვლისმომცველი დახმარებისათვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზელენსკიმ მსოფლიო პატრიარქს ფრონტზე არსებული ვითარება და აგრესორის მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ბოლო დანაშაულები გააცნო. „დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ჩვენი ბრძოლა 500 დღეა, გრძელდება - სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ჩვენ გვაქვს უწმინდესის მხარდაჭერა, ლოცვები ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ერისთვის, ჩვენი ხალხისთვის, უკრაინაში სიცოცხლისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. თავის მხრივ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მინდა გისურვოთ ტყვეებისა და ყველა ბავშვის დაბრუნება, რომლებიც ახლა თავიანთი სახლებიდან შორს არიან“, - აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა. ზელენსკი თურქეთში 7 ივლისს გვიან ჩავიდა და მოლაპარაკებები გამართა თურქეთის ლიდერთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მანამდე ზელენსკი ბულგარეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს ეწვია.