ძებნის რეზულტატი:
ჩეხეთი უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენებს უგზავნის
ჩეხეთის რესპუბლიკა უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენებს და საბრძოლო მასალას გადასცემს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ. ჩეხეთი ასევე მიაწვდის კიევს ფრენის სიმულატორებს, რათა F-16-ების ტიპის თვითმფრინავების პილოტები პირდაპირ უკრაინაში მომზადდნენ.
ექთნებისა და სანიტრებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ახალი ოდენობა დაწესდება
სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის რეფორმის მოცვა ფართოვდება, რაც მათთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის დაწესებას გულისხმობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნება. „ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, შემუშავდა ცვლილებების ახალი პაკეტი, რომელიც სანიტრის, უმცროსი ექიმის, ექთნის დამხმარისა და ექთნის თანაშემწის პოზიციაზე დასაქმებულებისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის დაწესებას გულისხმობს. ახალი ინიციატივა კლინიკების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შესთავაზეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეფორმა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულის მოტივაციისა და პროდუქტიულობის გაზრდას, ასევე გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებსა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ცვლილებებთან დაკავშირებით, დარგის წარმომადგენლები, ერთი კვირის განმავლობაში, საკუთარი მოსაზრებასა და არგუმენტებს წარადგენენ. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნება. სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის ინვარიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი, საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792 ლარი) განისაზღვრა.
ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე: გამოძიება დაგვიკავშირდა, თუმცა თავი შევიკავეთ, რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საპატრიარქოს საგამოძიებო უწყება დაუკავშირდა, თუმცა „საპატრიარქომ თავი შეიკავა, რადგან გარკვეული ნიუანსია გასარკვევი“. ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამჯერად მეუფე შიოს კვლევის შედეგებს უცხოეთიდან ელოდებიან. „ჩვენ ეს თემა არ გამოგვიტანია საჯარო მსჯელობის საკითხად. არ გამოგვიტანია, არც ვაპირებდით, იმიტომ, რომ ვაპირებდით გავრკვეულიყავით რასთან გვაქვს საქმე. შეიძლება ეს ყოფილიყო სრულიად ყოფითი საქმე, ამ პროცესში ვიყავით, რადგანაც მოხდა ამისი გახმაურება, შემდეგ უკვე შეკითხვებს გავეცით პასუხი. ნივთიერება, რომელიც სისხლში აღმოჩნდა, ყოფილა შემთხვევები, როცა გამოუყენებიათ ადამიანის მოსაწამლად. უცხოეთიდან ველოდებით კვლევის შედეგებს. საგამოძიებო უწყება დაგვიკავშირდა, თავი შევიკავეთ, იმიტომ, რომ რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი, მაგალითად, სამედიცინო ექსპერტიზა. ჩვენ რასაც ვფიქრობთ, იმას ვსაუბრობთ ხმამაღლა. მეუფე შიოს ჯანმრთელობა ნორმალურია, შრომისუნარიანი, არ აქვს შეზღუდვა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. პატრიარქის ექიმის თქმით, მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს. ქართულ მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქის მოსაყდრე მოწამლეს. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“. მან სისხლძი მძიმე მეტალების აღმოჩენა დაადასტურა. „ამის მიზეზი შეიძლება, იყოს სხვადასხვა, როგორც ყოფითი შემთხვევითობა, ასევე, შეიძლება იყოს ჩარევით. გამორიცხული, ჯერჯერობით, არცერთი ვერსია არაა და დამატებითი გამოძიება და კვლევებია საჭირო“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 6 ივლისს.
პაპუაშვილი: ვხედავდით მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს, როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა უნდოდა, საქმეზე გადასულიყო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მეუფე შიოს მოწამვლა თუ დადასტურდა, ძალიან მძიმე ფაქტი იქნება: „ჯერ რასაც ვხედავთ, არის ეჭვები და დადასტურებული არ არის“, - ამბობს პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ყველა ხედავდა მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და, როგორც ჩანს, ახლა ვიღაცას უნდოდა, საქმეზე გადასულიყო“. „სამწუხაროა, რასაც ვისმენთ, შოკისმომგვრელია, თუკი ასეთი რამ დადასტურდა. ჩვენ ვხედავდით, მათ შორის, მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით. როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა უნდოდა, საქმეზე გადასულიყო. ეს არის ის ბოლშევიკური მეთოდი, რომელიც ისტორიულად იყო ხოლმე საქართველოში გამოყენებული – ჯერ სიტყვით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას და შემდეგ – საქმით. იმედი მაქვს, არ დადასტურდება, რომ ეს იყო რაიმე განზრახი ქმედება, მაგრამ, მეორე მხრივ, საკმაოდ საეჭვო გარემოებებია, რაც გვესმის“, – განაცხადა პაპუაშვილმა. კითხვას, თუ ვინ ებრძოდა მეუფე შიოს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არ დააკონკრეტებს, რადგან ეს საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რადგან ყველამ შეიძლება, ნახოს, ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას. „ყველამ შეიძლება, ნახოს, ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას, პერსონალურად ვის მიაქვს შეტევები მეუფე შიოზე. ეს ჩვენს ისტორიაში პირველად არ ხდება. ყველამ გადახედოს თავის ისტორიას. ჩვენ ადამიანები სიტყვითაც არ უნდა მოვკლათ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შემდეგ გადავიდეს საქმეზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტის საქართველოს ეწვევა
გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი, ბერბელ ბასი 10-12 ივლისს მისი ქართველი კოლეგის, ბატონ შალვა პაპუაშვილის მოწვევით თბილისს ესტუმრება. შესაბამის ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს. მისივე თანახმად, ბასი საქართველოში მნიშვნელოვან მომენტში ჩამოდის. „საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ამიტომ საუბარი იქნება შემდგომ ნაბიჯებზე ამ მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა ქალბატონი ბასი განიხილავს ასევე უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში არსებულ მდგომარეობას. პარლამენტის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონ შალვა პაპუაშვილს, ასევე საქართველოს პრეზიდენტ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს“, - წერია ინფორმაციაში. ვიზიტის პროგრამაში არის ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებული „ადმინისტრაციული ხაზის“ (საოკუპაციო ხაზი, რედ.) მონახულება. „გერმანიის რანგით მეორე სახელმწიფო წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში ემსახურება მომავალში ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში. აღსანიშნავია, რომ გერმანელი მაღალჩინოსნის ვიზიტი NATO-ს სამიტის მიმდინარეობას დაემთხვევა, რომელიც ვილნიუში 11-12 ივლისს არის დაგეგმილი.
ანდრია ჯაღმაიძე „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით“: ძალადობის საფრთხე შესაძლოა, არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა LGBT ფესტივალის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებაზე. ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობისკენ საპატრიარქო არავის მოუწოდებს, წარსული გამოცდილების ფონზე, რამდენად არსებობს საფრთხე იმისა, რომ კვლავ მოხდეს ძალადობა გარკვეული ჯგუფის მხრიდან. „შეიძლება, არსებობდეს საფრთხე, კი, ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს სხვანაირად უნდა დარეგულირდეს და ვემხრობით მოსაზრებას, რომ კანონით დარეგულირდეს. ჩვენ ვთქვით, რომ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ, ეს არის მოწოდება,“ -აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე. კითხვას, სასულიერო პირების მოწოდების მიუხედავად გარკვეული ჯგუფი მაინც ძალადობს, ანდრია ჯაღმაიძე ასე პასუხობს: „და რა გავაკეთო, მე ავიღო პასუხისმგებლობა? ხომ მოვუწოდეთ [რომ არ იძალადონ?]“ - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. დღესვე, საპატრიარქომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფებას, კანონით შეიზღუდოს „ლგბტ მოძრაობა". საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებას „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით. განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ მეტეხის ეზოში წაიკითხა. „ჩვენ ერთმანეთთან ძალადობით არ ვწყვეტთ საკითხებს, არც არავის არასდროს მოვუწოდებთ ძალადობისკენ და გვაქვს გულწრფელი სურვილი, ძალადობით, ცბიერებითა და მოტყუებით არავინ მოგვახვიოს თავს ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია“, - წერია განცხადებაში. მისივე თანახმად, „ე.წ. ლგბტ მოძრაობის“ ნამდვილი მიზანია „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“: „მათ შორის, მოზარდ თაობაში პროპაგანდა, ერთნაირსქესიან წყვილთა ოჯახებად დარეგისტრირება, ბავშვების აყვანა და, ზოგადად, კულტურული კოდის ცვლილება. დღეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და კარგად ვხედავთ ბავშვებში ამ პროპაგანდის დასაწყისის მცდელობებს“. როგორც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ „საკითხის საკანონმდებლო წესით დარეგულირებას“. საპატრიარქო: დაანონსებულ „ლგბტ კვირეულს" არ შეიძლება, თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი მონაწილეობდა „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. ამასთან, გაეროს წარმომადგენელმა „მადლობა გადაუხადა შსს-ს, რომ დაცულია თბილისში მიმდინარე პრაიდის ღონისძიების თითოეული მონაწილის უსაფრთხოება.“ 2-იდან 8 ივლისამდე საქართველოს დედაქალაქში "თბილისი პრაიდის კვირეული" ტარდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური შინაარსის ღონისძიებები, მათ შორის - საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია და პრაიდის ფესტივალი. კვირეულის სლოგანია - "სიყვარულს ვერ დაამარცხებ". 2021 წელს „ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და გამვლელებს. 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. დაზარალებულები ხაზგასმით აღნიშნავემ რომ აქამდე დაკავებული არ არის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი, თუმცა მმართველი პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ იმ პერიოდში ჩადენილი დანაშაულს „სამართლებრივი თვალსაზრისით, ორგანიზატორი არ ჰყოლია.“ „პრაიდის კვირეული" შარშანაც გაიმართა. 2022 წლიდან ორგანიზატორებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ ჩატარებაზე.
ერდოღანი ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ შესაძლოა, პუტინს შეხვდეს - თურქული მედია
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, 7 ივლისს სტამბოლში მის უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტs, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. იტყობინება გაზეთი Hürriyet-ი. მისივე ინფორმაციით, სავარაუდო შეხვედრა პირისპირ ფორმატში შედგება. რუსული მხარე იმუქრება, რომ 17 ივლისის შემდეგ შეწყვეტს მონაწილეობას „მარცვლეულის შეთანხმებაში“, რომელიც საომარ პირობებში უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საშუალებას იძლევა. იმავდროულად, Financial Times იტყობინება, რომ ევროკავშირი სანქცირების კუთხით განიხილავს გარკვეულ დათმობებს, რათა შეინარჩუნოს ეს შეთანხმება, რაც უკრაინული მხარისთვის მიუღებელია.
საქართველო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრია
საქართველო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრი გახდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ასამბლეის 48-ე სესიის პლენარულ სხდომაზე მიიღეს, რომელიც თბილისში დღეს გაიხსნა. „საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს ოფიციალურად მიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას სტატუსის შეცვლის თაობაზე და დღეს მივიღეთ შედეგი, როდესაც ასამბლეაში, ოფიციალურად, ასოცირებული წევრის სტატუსით ვიქნებით წარმოდგენილი. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - განაცხადა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი იზიარებს იმავე ღირებულებებს, რასაც ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა, ესენია: კულტურული მრავალფეროვნება, მშვიდობის, დემოკრატიის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებები, ფრანგულ ენაზე განათლების და თანამშრომლობის ხელშეწყობა და მდგრადი განვითარება. დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სახელით, კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის. „დღეს მივიღეთ სრული მხარდაჭერა, რომ ასამბლეის ასოცირებული წევრი გავმხდარიყავით. ეს არის მნიშვნელოვანი აღიარება ჩვენი ქვეყნისთვის. ფრანკოფონია 91 ქვეყანას აერთიანებს და ამ ქვეყნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ორი განსაკუთრებული მიმართულებით - ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ფრანგულენოვანი, ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა და ფრანკოფონიის ქვეყნების მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კუთხით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან.
ლიეტუვამ 2022 წლის დეკემბრიდან ქვეყანაში ბელორუსის 800 და რუსეთის 150 მოქალაქე არ შეუშვა
ლიეტუვამ 2022 წლის დეკემბრიდან ქვეყანაში არ დაუშვა ბელორუსის 800 და რუსეთის 150 მოქალაქე. ამის შესახებ ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეველინა გუძინსკაიტემ განაცხადა. 2023 წლის დასაწყისიდან ლიეტუვამ ბინადრობის ნებართვის გაცემასა და გაგრძელებაზე 347 რუსსა და ბელორუსს უთხრა უარი. 2022 წლის განმავლობაში უარი ეთქვა მხოლოდ 163 ადამიანს. ლიეტუვაში შესვლის ნებართვა არ მიეცათ მათ, ვინც შეიძლება, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას. „ქვეყანაში ბელორუსებისა და რუსების ყველაზე დიდი ნაკადის შესვლა მოხდა გასული წლის დეკემბრამდე პერიოდში, როდესაც არ იყო მკაცრი შემოწმება", - აღნიშნა გუძინსკაიტემ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჯამში, ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვა და ვიზები გაიცა რუსეთის 8 ათას მოქალაქეზე. "ბელარუსის მოქალაქეების შემთხვევაში, ეს რიცხვი დაახლოებით 60 ათასია", - განაცხადა ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, არ არის აუცილებელი, რომ ყველა ბელორუსი დარჩენილიყო ქვეყანაში, ისინი შესაძლოა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში წასულიყვნენ.
ზელენსკი მომდევნო ვიზიტს სლოვაკეთში განაგრძობს
ბულგარეთისა და ჩეხეთის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი სლოვაკეთს ეწვევა. „შემდეგი არის სლოვაკეთი. მნიშვნელოვანი შეხვედრები ბრატისლავაში პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან, პრემიერ-მინისტრ ჩუდოვიტ ოდორთან და ეროვნული საბჭოს სპიკერ ბორის კოლართან. ჩვენს სანდო მეზობელთან ერთად, ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის კონკრეტულ თავდაცვის მხარდაჭერასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე; NATO-სამიტზე, მშვიდობის ფორმულაზე, ორმხრივ თანამშრომლობასა და ენერგეტიკული უსაფრთხოებაზე“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. უკრაინა იმედოვნებს, რომ მიიღებს "მკაფიო სიგნალს" მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ. თურქული მედიის ცნობით, ზელენსკი 7 ივლისს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერრდოღანს შეხვდება. მარცვლეულის შეთანხმებას ვადა 17 ივლისს ეწურება. მოსკოვი იმუქრება, რომ არ გაახანგრძლივებს შეთანხმებას, თუ დასავლეთი არ შეამსუბუქებს შეზღუდვებს რუსეთის მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტზე. შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელიც თურქეთისა და გაეროს შუამავლობით 2022 წლის ივლისში ამოქმედდა, მნიშვნელოვანი იყო სურსათზე ფასების გლობალური ზრდის შესარბილებლად.
თერჯოლა- ზესტაფონის გზაზე, თხევადი აირის ავზის აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე გაზგასამართ სადგურზე მომხადრი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. რადიო თავისუფლების ცნობით, აფექთება თხევადი აირის ავზზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოს მოჰყვა. დაშავებულია მუშა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებული თერჯოლის კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მეუფე გრიგოლი: საქართველოსა და ქართულ ეკლესიაში არეულობა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს აწყობს
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს ირგვლივ არსებულ ინფორმაციას გამოძიება გამოიკვლევს. მან ამის შესახებ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ ისაუბრა. „არ მჯერა იმ ამბის, ვიდრე დადასტურებული არ იქნება კვალიფიციურად. იმიტომ, რომ ახლა ეს მოწამვლის თემები ძალიან უცნაურად გახშირდა და მე გეტყვით, რომ ყველაზე დიდი საწამლავი, ჩემო ძვირფასებო, არის სიტყვა ადამიანისა, რომელიც ბოროტებით არის აღვსილი და რომელიც ვერ აკონტროლებს თავის სიტყვას, მინდა ეს იცოდეთ - ყველანაირ დარიშხანზე, ყველანაირ ციანიდზე, ყველა უბედურებაზე, თანამედროვე საწამლავებზე მძიმეა. მე თხოვნა მაქვს, ამას ვთხოვ ჩვენს მრევლს, სულიერ შვილებს, რომ ნუ მოვწამლავთ ერთმანეთს, ნუ მოვხსნით აღვირს ამ ენას და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. მაგ საქმეს სჭირდება გამოძიება. იმედი მაქვს, რომ თუ ამ დონეზეა ეს საკითხი და გამოძიება წარიმართება, გამოძიება გამოიკვლევს ამას,“ - განაცხადა მეუფე გრიგოლმა. კითხვას, ვის შეიძლება მეუფე შიო მოეწამლა, ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველმა ასე უპასუხა „ვინც ამით იყო დაინტერესებული“. „ეს იქნებოდა ის, ვინც ამით იქნებოდა დაინტერესებული და მე არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია ასეთი ვინმე, მაგრამ ზოგადად ვის აწყობს არეულობა საქართველოში და ვის აწყობს არეულობა საქართველოს ეკლესიაში, ეს მე ნამდვილად ვიცი - ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. ჩემი მხრიდან სერიოზული არ არის ვისაუბროთ ვარაუდებზე, ჭორებსა და ფანტაზიებზე. საერთოდ უშნოდ არის ატეხილი ამბავი ამ თემის ირგვლივ, მე ასე მგონია. ეს არ არის სასარგებლო ეკლესიისთვის, ზოგადად ეს თემა უკვე ზიანის შემქმნელია, არა თუ ვინმესთვის სარგებლის მომტანი“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოდან
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის ზეწოლას განიცდიან“. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. „ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომელიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-საქართველოს ურთიერთობები
სტოლტენბერგმა ისაუბრა, რა გზავნილს მიიღებს საქართველო NATO-ს სამიტიდან
ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-საქართველოს ურთიერთობები რუსეთმა საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან.
სუს-ი: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშზე სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა ისაუბრა. პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, ტერორიზმის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სამართლებრივი ბაზის განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებებზე. „საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში ჩვენი უწყება აქტიურად და ეფექტიანად თანამშრომლობს პარლამენტთან და შესაბამის კომიტეტებთან. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაზიარება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან, რომელსაც ყოველკვირეულად მიეწოდება უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხზე უწყების მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიში. 2022 წელს 45 დოკუმენტი გამოიგზავნა, სადაც მოცემული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქვეყანაში და რეგიონში ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი ანალიზი. საანგარიშო პერიოდში, სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის და ნდობის ჯგუფის ფორმატში გამართულ არაერთ სხდომაში. გარდა ამისა, გასულ წელს სამსახურმა სათანადო რეაგირება მოახდინა პარლამენტიდან მოთხოვნილ 80 შეკითხვაზე, აქედან 36-ზე ნდობის ჯგუფის ფარგლებში“, - განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა. რაც შეეხება სამსახურის საქმიანობის ანგარიშს, უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს. „2022 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ საოკუპაციო ბაზებზე უწყვეტად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო წვრთნები, პირადი შემადგენლობის როტაცია და სხვა უკანონო აქტივობები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ საოკუპაციო ძალების მხრიდან მიმდინარეობდა ეთნიკური დისკრიმინაცია და მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა. უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რუსეთის პოლიტიკამ კიდევ უფრო კომპლექსური სახე მიიღო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესებით და რუსეთის ფედერაციაზე ოკუპირებული რეგიონების ფინანსური დამოკიდებულებით გამოვლინდა“, - აღნიშნა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ. საოკუპაციო ძალის უკანონო ქმედებებზე საუბრისას ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირის უკანონო დაკავება მოხდა. „მინდა, ერთი სამწუხარო ფაქტიც გითხრათ: დღეს, დილით მოხდა ჩვენი კიდევ ექვსი თანამოქალაქის უკანონო დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, - განაცხადა მომხსენებელმა. ალექსი ბატიაშვილმა სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიმართულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოპოვებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, 2022 წელს სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის 17 საქმეზე დაიწყო. რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე კი, 3 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. მომხსენებელმა „ჰიბრიდული ომის“ და რბილი ძალის გამოყენების შემთხვევებზე და მათ უარყოფით გავლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეზინფორმაციული კამპანიის უმთავრეს მიზანს კვლავაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს. ალექსი ბატიაშვილმა უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაზე საუბრისას ყურადღება კიბერუსაფრთხოებაზე, საერთაშორისო ტერორიზმსა და კონტრტერორისტულ ძალისხმევაზე გაამახვილა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი, პარლამენტის რეგლამენტის 35-ე მუხლის შესაბამისად, დახურულ ფორმატში გაგრძელდა.
სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტზე კიევისთვის „3-ნაწილიანი, „ძლიერი“ პაკეტის გადაცემა დააანონსა
ვილნიუსის სამიტი გააძლიერებს უკრაინას, NATO-ს შეკავებას და თავდაცვას „მოველით, რომ მოკავშირეთა ლიდერები შეთანხმდებიან პაკეტზე, რომელიც სამი ელემენტისგან შედგება, რათა უკრაინა NATO-ს მიუახლოვდეს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგმა განმარტა, რომ პაკეტი მოიცავს დახმარების მრავალწლიან პროგრამას, რომელიც თავსებადობის უზრუნველსაყოფად დამტკიცდება. ამით ასევე სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი. მოკავშირეები ასევე გადადგამენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად, დაამტკიცებენ სამ ახალ რეგიონულ თავდაცვის გეგმას NATO-ს ორი მთავარი საფრთხისადმი დასაპირისპირებლად - ესენია: რუსეთი და ტერორიზმი. ამავე გეგმით, 300 000 ჯარისკაცი მზადყოფნის უმაღლეს დონეს დაექვემდებარება, მათ შორის იგულისხმება მნიშვნელოვანი საჰაერო და საზღვაო საბრძოლო ძალა. ალიანსსი გეგმაში ჩნდება უფრო ამბიციური მიზანი - ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 2%-ის ინვესტირებას მოახდენენ თავდაცვის სფეროში. .„ამდენად, ევროპელი მოკავშირეები და კანადა განახორციელებენ 450 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას მას შემდეგ, რაც ჩვენ შევთანხმდით თავდაცვის ინვესტიციების შესახებ 2014 წელს.” ვილნიუსის სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის და სამხრეთ კორეის, ასევე ევროკავშირის ლიდერები. ეს იქნება ფინეთის პირველი სამიტი, როგორც NATO-ს მოკავშირის,“ - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
ფაშინიანი საქართველოშია
საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. საპატიო სტუმარს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა. სომხეთის პრემიერის დახვედრის ცერემონიაში ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მონაწილეობდა. ფაშინიანი საქართველოს ეწვევა ნიკოლ ფაშინიანის თანმხლებ დელეგაციაში შედიან სომხეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.
შსს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და „მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად.“ უწყება ასევე, მოუწოდებს ღონისძიების ჩატარებისა და კონტრაქციის ტერიტორიაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და გაითვალისწინონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მითითებები. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით უკვე გამართულ და დაგეგმილ დახურულ ღონისძიებებსთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაეროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, შეკრებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე წლის 2 და 6 ივლისს, მშვიდ ვითარებაში ჩატარდა 2 დახურული ღონისძიება. 8 ივლისს კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას, დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან. აღნიშნული დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. გარდა ამისა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანების რამდენიმე ჯგუფი თბილისში, კონკრეტულ ლოკაციაზე გეგმავს შეკრებას, ღონისძიების ადგილზე მისვლას და კონტრაქციის გამართვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს სამი ივლისის კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას სთხოვს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაცია 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს. ცნობისათვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია. თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა და მას მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი პარლამენტის 33 წევრი წავიდა, რის შემდეგაც კენჭისყრაზე დადგა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი). „სარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის, ნაცვლად პრეზიდენტისა. მისივე მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას. ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები 5 წლის ვადით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან.
მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კოვიდვაქცინაციის შემდეგ დაღუპული ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ვ. ი-ს ცრუ ჩვენების მიცემისთვის 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიაშვილმა მას სასჯელის უმაღლესი ზომა დააკისრა. ბრალდებულმა მანამდე სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჟურნალისტებს ცრუ ინფორმაცია კლინიკის მოთხოვნით მიაწოდა. მისივე თქმით, მეგი ბაქრაძის შეუძლოდ გახდომის დროს ადგილზე იყო და ადრენალინიც დროულად გაუკეთა. მოგვიანებით კი, პოლიციაში ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია. ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. ის დაკვეთაზე მიუთითებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებს. პროკურატურის თანახმად, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ბრალდებულმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ნახა, ის ვალდებული იყო, მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა, „არასაპატიო მიზეზით ექთანს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა.“ მას ასევე ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). ადვოკატ ბონდო ვათიაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაყოვნების ოთახი დატოვა, დადგენილი არ არის და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის. მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე ექიმს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა ბრალდებულს გასული წლის დეკემბერში 4000-ლარიანი გირაო შეეფარდა.