ძებნის რეზულტატი:

უკრაინაში სამხედრო დამნაშავედ რუსეთის 50-ზე მეტი მოქალაქეა ცნობილი

უკრაინაში სამხედრო დამნაშავედ რუსეთის 50-ზე მეტი მოქალაქეა ცნობილი. გამამტყუნებელი განაჩენი მათ სასამართლომ გამოუტანა უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ენდრეი კოსტინმა განაცხადა. კოსტინის ინფორმაციით, ამავე ბრალდებით გამოძიება დასრულებულია 219 პირთან დაკავშირებით და მათი საქმე გადაცემულია სასამართლოებში. კოსტინი ასევე აცხადებს, რომ დადგენილია 368 რუსი სამხედროს ვინაობა, რომლებიც ეჭვმიტანილის სტატუსს ატარებენ. „ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს ცოტაა. როდესაც მე ვლაპარაკობ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ უკვირთ და ამბობენ: დაუჯერებელია, რომ ომის დროს თქვენ ამ დანაშაულების დოკუმენტირებას ახდენთ. ჩვენი მხრიდან, ვპასუხობთ: დიახ, ჩვენ თქვენი დახმარებით ვაფიქსირებთ ამ დანაშაულებებს და ამასთანავე, ვიძიებთ, საქმეებს გადავცემთ სასამართლოს და ვიღებთ განაჩენებს. იმიტომ, რომ ადამიანები ვერ დაელოდებიან სამართალს გაურკვეველი დროით“, - ამბობს უკრაინის გენერალური პროკურორი. როგორც კოსტინი აცხადებს, გადაწყვეტილებების უმეტესობა დაუსწრებლადაა გამოტანილი, თუმცა დაზარალებულთათვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ აგრესორის დანაშაული დადასტურებულია. უკრაინის გენერალური პროკურატურის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყებიდან (24 თებერვალი, 2022 წელი) დღემდე აღრიცხულია 95 ათასზე მეტი ომის დანაშაული.  

ბენ უოლესმა დაადასტურა, რომ თანამდებობას დატოვებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა Times-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ თანამდებობიდან გეგმავს. ამასთან, ის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს. უოლესი სუნაკის კაბინეტის დატოვებას მიმდინარე წლის სექტემბერში გეგმავს. უოლესი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2019 წილს 24 ივნისიდან იკავებს. „კარიერა პოლიტიკაში შოტლანტიის პარლამენტში, 1999 წელს დავიწყე. ეს არის 24 წელი. შვიდ წელზე მეტი ჩემს საწოლთან, სამ ტელეფონთან ერთად გავატარე“, - განაცხადა უოლესმა ბრიტანულ მედიასთან. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სამი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა, თუმცა, უოლესი თანამდებობას ინარჩუნებდა.  

რა დანაკარგები აქვს რუსეთს უკრაინასთან ომში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები ძირითადად ხუთი მიმართულებით, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებით კონცენტრირდებიან, სადაც, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 შეტაკება მოხდა. მისივე თანახმად, წუხელ რუსები უკრაინას საზენიტო მართვადი რაკეტებით დაესხნენ თავს, თავდასხმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინას Shahed-ის ორი დრონით, Х-22 ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტითა და ორი საზენიტო მართვადი რაკეტით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი დრონი გაანადგურეს. „ოკუპანტებმა, ასევე, განახორციელეს 40 საჰაერო დარტყმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 46-ჯერ გახსნეს. უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების განხორციელების ალბათობა კვლავ მაღალია“, - აცხადებენ გენშტაბში. ამავე ანგარიშის თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის პოზიციებს მნიშვნელოვანი დარტყმები მიაყენეს. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 9 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის უბნებს და 7 სადაზვერვო დრონი გაანადგურა. უკრაინული მხარიწს თანახმად, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა საბრძოლო მასალის 2 საცავი, 5 საარტილერიო იარაღი, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 4 ტერიტორია, საჰაერო თავდაცვის 2 სისტემა და მტრის კიდევ 3 მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.

უოლესის შეფასებით, რუსეთი საფრთხედ მომდევნო წლებშიც დარჩება

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტ, ბენ უოლესის შეფასებით, რუსეთი მომდევნო წლებში საფრთხედ  დარჩება, რადგან ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ აქვს სამხედრო რესურსები. Sky News-ის შეკითხვას, თუ რა აიძულებს ღამით სიფხიზლის შენარჩუნებას, უოლესი პასუხობს, რომ ეს არის პუტინის რუსეთის, სულ უფრო აგრესიული ჩინეთის და ტერორისტული ჯგუფებისგან მომდინარე მუდმივი საფრთხის კომბინაციაა, რომლებიც ჯერ კიდევ არ გამქრალა. „თუ პუტინი უკრაინაში დამარცხდება, ის ძლიერ დაზარალდება. მას ჯერ კიდევ ჰყავს საჰაერო ძალები და ჯერ კიდევ ჰყავს საზღვაო ფლოტი - და ჩვენ ვხედავთ, რომ მისი ფლოტი საკმაოდ აგრესიულად მანევრირებს. პუტინი ჯერ არ დასრულებულა“, - ამბობს უოლესი და ამატებს, რომ პუტინს შეუძლია, აგრესიული განზრახვებით კიდევ სამი-ოთხი წელი დაიმუქროს. ბენ უოლესმა დაადასტურა, რომ თანამდებობას დატოვებს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.

NYT: უკრაინელებმა კონტრშეტევის ტაქტიკა შეცვალეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დიდი დანაკარგები განიცადეს უკრაინის კონტრშეტევის პირველ ორ კვირაში, ამიტომ მეთაურებმა ტაქტიკა შეცვალეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ The New York Times იტყობინება. ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სავარაუდოდ, საბრძოლო ველზე გაგზავნილი იარაღის 20 პროცენტამდე დაკარგეს, მათ შორის დასავლური საბრძოლო მანქანები. თუმცა, ზარალის მაჩვენებელი მომდევნო კვირებში დაახლოებით 10 პროცენტამდე დაეცა და უკრაინამ შეტევისთვის საჭირო რესურსი შეინარჩუნა. აცხადებენ ოფიციალური პირები. უკრაინელები ამბობენ, რომ კონტრშეტევა ჯერ კიდევ წინ არის. შეტევაში გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნევა იმის გამო, რომ უკრაინამ შეცვალა ტაქტიკა, უფრო მეტად გაამახვილა ყურადღება რუსული ძალების არტილერიითა და შორი დისტანციის რაკეტებით განადგურებაზე, ვიდრე ნაღმსა და საცეცხლე ოპერაციაზე. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აღიარეს უკრაინის ეს პაუზა და განაცხადეს, რომ უკრაინელებმა კვლავ დაიწყეს მოძრაობა, მაგრამ უფრო მიზანმიმართულად, უფრო ოსტატურად და მსხვერპლის რისკების გათვალისწინებით. მათი თქმით, შეერთებული შტატების მიერ კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების გამო, შეტევის ტემპი შესაძლოა, გაიზარდოს. უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, გენერალ ალექსანდრ სირსკის განცხადებით, კონტრშეტევა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.  

NATO-საქართველოს ერთობლივ ცენტრში ბრიტანელმა ინსტრუქტორებმა მიზანში სროლის კურსი ჩაატარეს

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა. კურსს ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი (BMATT) უძღვებოდა და მასში 60 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. სწავლება ორ ეტაპად ჩატარდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. „კურსის განმავლობაში მსმენელებმა სროლის უნარ-ჩვევები განავითარეს და სწავლების მეთოდები აითვისეს. მიღებული ცოდნა მათ საშუალებას მისცემს, გამოცდილება სხვა სამხედრო მოსამსახურეებსაც გაუზიარონ. „კრწანისის“ სასროლეთზე კურსის მონაწილეებმა სხვადასხვა სირთულის სავარჯიშოები შეასრულეს როგორც შაშხანით, ასევე პისტოლეტით სროლაში და ბრიტანელი ინსტრუქტორების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურეს“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის ივნისის შემდეგ, 18 000 უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა

დიდმა ბრიტანეთმა გაწვრთნილი უკრაინელი ახალწვეულების რაოდენობა დაასახელა. ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში 18 000 უკრაინელმა ჯარისკაცმა გაიარა წვრთნა. „2022 წლის 26 ივნისს დაწყებული ოპერაციის (Operation Interflex) ფარგლებში ბრიტანელები უკრაიანელებს ასწავლიან, როგორ გაუმკლავდნენ თავიანთ სამშობლოში უკანონო შეჭრას“, - წერს სამინისტრო Twitter-ზე. 2022 წლის 17 ივნისს, დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, უკრაინაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ძალებისთვის სასწავლო ოპერაციების (Operation Interflex) დაწყება შესთავაზა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.

სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს

სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ ერთობლივი საზღვაო წვრთნები გამართეს. სწავლება საერთაშორისო წყლებში სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის ჩატარდა. The Korean Times-ის ცნობით, სამმა მოკავშირემ წვრთნები „ჩრდილოეთ კორეიას პროვოკაციების საპასუხოდ გამართა.“ წინა ერთობლივი წვრთნები 17 აპრილს გაიმართა.  ეს კი მეოთხე კომბინირებული წვრთნებია, რომელიც სამხრეთ კორეის პრეზიდენტ, იუნ სუკ იოლის ადმინისტრაციის დროს ჩატარდა. სწავლება ფოკუსირებული იყო სამი საზღვაო ძალების მზადყოფნის ამაღლებაზე, იმიტირებული ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით“, - ნათქვამია საზღვაო ფლოტის განცხადებაში. წვრთნა ჩატარდა მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთის წყლებისკენ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.  

ერდოღანის ადმინისტრაცია: NATO-ს გაფართოება პლანეტაზე მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღებია

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა, რომ ანკარა მხარს უჭერს NATO-ს გაფართოებას მსოფლიოში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მისივე თანხმად, NATO-ს გაფართოების მიმართ ანკარას მხარდაჭერა არ არის მიმართული კონკრეტული ქვეყნისკენ, არამედ მიმართულია ალიანსის უსაფრთხოების ყოვლისმომცველ ორგანიზაციად გადაქცევაზე, რომელიც ხელს შეუწყობს სტაბილურობის მიღწევას. „თურქეთს მიაჩნია, რომ ალიანსის გაფართოება არის პლანეტაზე მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღები“, - განაცხადა ალთუნმა მისივე განმარტებით, NATO-ს -ს ვილნიუსის სამიტამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მიმართ NATO-ს მხარდაჭერა დაადასტურა.  

გაეროს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხის განსახილველად სხდომებს გამართავენ

გაეროს უშიშროების საბჭო და გენერალური ასამბლეა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე სხდომას გამართავენ.  კერძოდ, 17 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭო მინისტრთა დონეზე გამართავს შეხვედრას თემაზე - „უკრაინაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება“. ერთი დღის შემდეგ, 18 ივლისს, გენერალური ასამბლეა გამართავს ღია დებატებს თემაზე - „სიტუაცია უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“. ორივე ღონისძიებას უკრაინის დელეგაცია და სხვადასხვა ქვეყნის არაერთი ოფიციალური პირი, მათ შორის,  დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.  

თავდაცვის უწყებაში გამართული კურსის მონაწილეები, კრიზისული სიტუაციების დროს აშშ-ის სამხედრო დოქტრინალურ მიდგომას გაეცნენ

თავდაცვის სამინისტროში, აშშ-ის გაერთიანებული სპეციალური ოპერაციების უნივერსიტეტის (JSOU) ორგანიზებით, საინფორმაციო ოპერაციების თემაზე სემინარი ჩატარდა. საინფორმაციო ოპერაციების კურსის დახურვის ცერემონიას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სემინარის მიზანს წარმოადგენდა მსმენელებისთვის გაეცნო აშშ-ის სამხედრო დოქტრინალური მიდგომა კრიზისული სიტუაციების, ინტენსიური და დაბალი ინტენსივობის საინფორმაციო კამპანიების აღსრულებისას, ასევე სამხედრო საინფორმაციო ოპერაციების უპირატესობის მოპოვების ხერხები და მეთოდები. სემინარი ამერიკის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობის (SOCEUR) და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების 17 წარმომადგენელი, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები.  

კოსოვომ თურქული Bayraktar-ის დრონები შეიძინა

კოსოვოს შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი არსენალი თურქული კომპანიიას მიერ წარმოებული Bayraktar TB2-ის ტიპის დრონებით შეავსეს. ამის შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ Facebook-ზე დაწერა. მან ხაზი გაუსვა, რომ „კოსოვო კიდევ უფრო უსაფრთხო“ გახდა. „ჩვენ შევავსეთ ჩვენი არმიის არსენალი Bayraktar TB2-ის თვითმფრინავებით, რომლებიც ჩვენმა მთავრობამ თურქეთისგან შეიძინა. ამ ორი წლის განმავლობაში  არმიის ბიუჯეტი 100%-ზე მეტით გავზარდეთ“, - წერს კოსოვოს პრემიერი. მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი დრონი შეიძინეს თურქული კომპანიისგან. Bayraktar-ი თურქული დამრტყმელი ოპერატიულ-ტაქტიკური, საშუალო სიმაღლის, ხანგრძლივი ფრენის თვისების დრონია, რომელსაც თურქეთი უკრაინას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აწვდის. მას კომპანია Baykar-ი აწარმოებს. კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, თურქეთის მიერ წარმოებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა, რუსული ჯავშანტექნიკისა და საზენიტო სისტემებისგან უკრაინის დაცვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. უკრაინაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობაც დაიწყო.  

ფონიჭალაში, არასრულწლოვანი გოგოს ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

ფონიჭალაში, არასრულწლოვანი გოგოს ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახნად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს და სასჯელის ზომად ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მედიაში გავრცელებული ცნობით, არასრულწლოვანი გოგო ბიძაშვილმა, ცოლის შერთვის მიზნით მოიტაცა.  

ირანში ჩადრის სავალდებულო ტარებას კვლავ მორალის პოლიცია გააკონტროლებს

2022 წლის სექტემბერში, საპროტესტო აქციების გამო უკან დახევის შემდეგ, ირანში ჩადრის სავალდებულო ტარებას კვლავ მორალის პოლიცია გააკონტროლებს. 16 ივლისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუჩებში პატრულები იმოძრავებენ, რომ დარღვევების წინააღმდეგ იმოქმედონ. ირანში ქალების მასობრივი გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი, სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით ქალი გარდაიცვალა. ირანის გენერალური პროკურორის თქმით, მორალის პოლიცია გაუქმდა „მორალის პოლიცია“ ყოფილი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის მმართველობის პერიოდიდან, 2006 წლიდან, ირანელების, პირველ რიგში ქალების მიერ ჰიჯაბის ტარებას მეთვალყურეობდა.    

აზერბაიჯანი „2020 წლის შეთანხმების არასრული შესრულების“ გამო, მოსკოვს და სომხეთს აკრიტიკებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვი და სომხეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ „აზერბაიჯანსა და მეზობელ სომხეთს შორის 2020 წლის სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული შესრულება არ უზრუნველყო.“ მისივე თანახმად, სომხეთმა არ შეასრულა განცხადების ბევრი დებულება. 17 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვმა „არაფერი გააკეთა“ რომ შეეჩერებინა აზერბაიჯანის კუთვნილ მთიან ყარაბაღში სომხეთიდან იარაღის მიწოდება სეპარატისტებისთვის, რომლებსაც ერევანი უჭერს მხარს. ბაქოს განცხადებას წინ უძღვოდა ბრიუსელში გამართული შეხვედრა, რომელშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და მათი შუამავალი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მონაწილეობდნენ. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში მიშელმა ხაზი გაუსა, რომ მოლაპარაკება იყო „გულწრფელი და საგნობრივი.“ ის „ძალადობის და მძაფრი რიტორიკის“ დასრულების მოწოდებით გამოვიდა და ორივე ლიდერი მიიწვია მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე, რომელიც ზაფხულის შემდეგ უნდა გაიმართოს. სომხური მხარე აცხადებს, რომ შემოთავაზებული სამშვიდობო ხელშეკრულება მათთვის განსაკუთრებულ უფლებებს უნდა უზრუნველყოფდეს და მათი უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს.

ესტონეთი 1,2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალას შეიძენს

უახლოეს წლებში ესტონეთი 1,2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალას შეიძენს, იუწყება ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. მისივე თანახმად, ესტონეთმა 2024 წლიდან 2027 წლამდე სამხედრო განვითარების გეგმა დაამტკიცა. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ესტონეთი ქვეყნის თავდაცვაზე მშპ-ს სამ პროცენტამდე დახარჯავს. ესტონეთის ხელისუფლება საჰაერო თავდაცვის განვითარებისთვის საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემასაც შეიძენს.  

უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა - მედია

უნგრეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ კატალინ ნოვაკმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე დასასწრებად, უკრაინის მთავრობის მოწვევა მიიღო. საინფორმაციო პორტალ Telex-ის ცნობით, ნოვაკი კიევში გამგზავრებამდე ასევე ჩავა ზაკარპატიის ოლქში, სადაც ადგილობრივ უნგრულ საზოგადოებასთან ერთად აღნიშნავს წმინდა სტეფანეს დღეს. დიპლომატიური ურთიერთობები უნგრეთსა და უკრაინას შორის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უფრო დაიძაბა. ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული არაერი სადავო კომენტარით იყო გამოწვეული. მაგალითად, ივნისში რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები უნგრეთში გადაიყვანა უკრაინის ხელისუფლების ჩარევის გარეშე. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებდა, რომ გადაცემა ბუდაპეშტის მოთხოვნით მოხდა და ტყვეებს მოიხსენიებდა, როგორც "ზაკარპატიის წარმოშობის ადამიანებს", რაც მიუთითებს უკრაინის ზაკარპატიის ოლქზე, სადაც 150 000-ზე მეტი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს. უკრაინამ უნგრელი დიპლომატი საგარეო უწყებაში დაიბარა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მიესალმება ომის ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის და უნგრეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე და ამის შესახებ მედიით და უნგრელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებით შეიტყვეს. უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ევროპის მშვიდობის ფონდიდან, უკრაინისთვის ახალი პაკეტის გამოყოფა დაბლოკა  

ფუმიო კიშიდამ ახლო აღმოსავლეთში ტურნე საუდის არაბეთში ვიზიტით დაიწყო

იაპონიის-პრემიერ მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ახლო აღმოსავლეთში ტურნე საუდის არაბეთში ვიზიტით დაიწყო. მისი სამდღიანი ტურნე რეგიონის ქვეყნებსა და იაპონიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.  იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიშიდამ საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა, რათა გაეძლიერებინა კავშირები სამეფოსთან ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ბიზნეს შესაძლებლობები იაპონური საწარმოებისთვის.  „ჩვენ იაპონიისთვის ნავთობის მიწოდების გარანტიას ვიძლევით და ვინარჩუნებთ ჩვენს, როგორც ყველაზე საიმედო პარტნიორის პოზიციებს“, - განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა. საუდის არაბეთი იაპონიისთვის ნავთობის უდიდესი ექსპორტიორია, რომელიცმისი მთლიანი მოთხოვნილების 40 პროცენტს აკმაყოფილებს. ამასთან, იაპონია სამეფოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ეს იაპონიის ლიდერის პირველი  სახელმწიფო ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში 2020 წლის იანვრის შემდეგ. კიშიდა კვირას საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ჩავა და სამეფოდან ორშაბათს აბუ დაბიში ვიზიტით გაემგზავრება, რის შემდეგაც კატარში გადაინაცვლებს.  

ხანძრის დროს სიცოცხლის გადასარჩენად, მეცნიერებმა ცეცხლგამძლე დრონი შექმნეს

ამჟამინდელი დრონები, რომლებიც მაღალ შენობებზე ხანძარსაწინააღმდეგო შლანგების ასაზიდად და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების ასაწევად გამოიყენება, პლასტმასისგან არის დამზადებული და მათ ცეცხლის სიახლოვეს ფრენა არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ბრიტანელმა და შვეიცარიელმა მეცნიერებმა ცეცხლგამძლე დრონი შექმნეს. მათი შთაგონების წყაროდ კი, ლონდონში,  2017 წელს მომხდარი ტრაგედია გახდა, რომლის დროსაც, კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა 72 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.„ლონდონის თაუერთან ახლოს ვცხოვრობდი და მართლაც შოკისმომგვრელი იყო ამ მოვლენის ხილვა. ხალხი მეკითხებოდა, მყავდა თუ არა დრონი, რომელსაც შეეძლო კონკრეტული ტერიტორიის შიგნით ფრენა და მე ეს საშუალება არ მქონდა...“ - განაცხადა შვეიცარიელმა მეცნიერმა, მირკო კოვაჩმა. ე.წ. FireDrones-ს ხანძრის ადგილის „რუკის“ შედგენა და ცეცხლში ჩარჩენილი ადამიანების იდენტიფიცირება შეუძლია.  

UNICEF-ს საქართველოში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლად დანიშნულმა წარმომადგენელმა საქართველოში, იესპერ მოლერმა, ოფიციალურად გადასცა რწმუნებათა სიგელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას, რითაც მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. „ძალზე მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში მნიშვნელოვანი მისიით, ხელი შევუწყო ყველა ბავშვის, განსაკუთრებით კი, ყველაზე დაუცველი ბავშვების, უფლებების განხორციელებას“, - განაცხადა იესპერ მოლერმა. იესპერ მოლერი 22 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა გაეროს ბავშვთა ფონდში და გაეროს სხვა სააგენტოებში, როგორც ტექნიკურ, ასევე მენეჯერულ პოზიციებზე. მოლერი გაეროს ბავშვთა ფონდს 1999 წელს შეუერთდა და მუშაობდა ინდოეთში, ტაილანდში, ზამბიაში, შეერთებულ შტატებში, ვიეტნამში, სომალსა და სამხრეთ სუდანში. გაეროს ბავშვთა ფონდამდე ის მუშაობდა სამხრეთ აფრიკაში ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სოფლად მცხოვრები დაუცველი ქალების ეკონომიკური განვითარების კვლევის მიმართულებით. იესპერ მოლერი არის დანიის მოქალაქე და აქვს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში, ფოკუსით განვითარების ეკონომიკაზე, საერთაშორისო პოლიტიკურ ეკონომიკასა და ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე. „ძალზე მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში მნიშვნელოვანი მისიით, ხელი შევუწყო ყველა ბავშვის, განსაკუთრებით კი, ყველაზე დაუცველი ბავშვების, უფლებების განხორციელებას. მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა გავაუმჯობესოთ ბავშვებისა და მათი ოჯახების ცხოვრება საქართველოში. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ერთიან ძალისხმევას, რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და წვდომა ხარისხიან ჯანდაცვაზე, განათლებასა და ბავშვთა დაცვის მომსახურებებზე და რომ მათ სრულად შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება", - განაცხადა იესპერ მოლერმა. იესპერ მოლერმა ღასან ხალილი შეცვალა.