ძებნის რეზულტატი:

აშშ ახლო აღმოსავლეთში მართვადი რაკეტების გამანადგურებელს განათავსებს

აშშ-ის სამხედროებმა ახლო აღმოსავლეთში მართვადი რაკეტების გამანადგურებელი განათავსეს მას შემდეგ, რაც ბოლო კვირებში ირანის მიერ ნავთობის ტანკერების დაკავების მცდელობები გაიზარდა. ინფორმაციას Alarabya აშშ-ის საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანმა სტრატეგიული ჰორმუზის სრუტის მახლობლად, ორი ნავთობტანკერის ხელში ჩაგდება დაახლოებით, ათი დღის წინ სცადა, მათ შორის, ერთ-ერთ მათგანზე გასროლით. აშშ-ის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ორივე შემთხვევაში, ირანის საზღვაო ხომალდებმა უკან დაიხიეს აშშ-ის საზღვაო ძალების პასუხის შემდეგ და რომ ორივე კომერციულმა გემმა განაგრძო მოგზაურობა. „ირანის საზღვაო ფლოტი ცდილობდა, ხელში ჩაეგდო კომერციული ტანკერები, რომლებიც კანონიერად მოძრაობდნენ საერთაშორისო წყლებში,“ - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის სპიკერმა განაცხადა ტიმ ჰოკინსმა. მისივე თანახმად, აშშ-ის საზღვაო ძალებმა დაუყოვნებლივ უპასუხეს და აღკვეთეს ეს დაკავება.” სპიკერის თქმით, მეორე გემზე გასროლას მსხვერპლი ან დიდი ზიანი არ მოჰყოლია. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა Al Arabiya English-ს განუცხადა, რომ აშშ ინციდენტს უპასუხოდ არ დატოვებდა. „აშშ უპასუხებს ირანის აგრესიას ჩვენს გლობალურ მოკავშირეებთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რათა უზრუნველყოს ნაოსნობის თავისუფლება ჰორმუზის სრუტესა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის წყლებში“, - აღნიშნა NSC-ის სპიკერმა. ჰორმუზის სრუტე ომანის და სპარსეთის ყურეებს აკავშირებს. ბოლო წლებში ჰორმუზის სრუტე ირანსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის კერა ხდებოდა. ინციდენტი ხშირია ჰორმუზის სრუტესა და მის გარშემო, ყურის ვიწრო შესართავში, რომლის საშუალებითაც გადის ნედლი ნავთობის 20 პროცენტი. აშშ-ირანული დაძაბულობა იზრდება მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ცალმხრივად დატოვა ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმება. ირანმა უპასუხა თავისი ბირთვული აქტივობების გაძლიერებით - რომელიც, მისი თქმით, არის წმინდა მშვიდობიანი - და ასევე აწვდის რუსეთს შეიარაღებულ თვითმფრინავებს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.

ზელენსკი: უკრაინა უფრო გაძლიერდება და თავისუფალ ერებს თავისი სუვერენიტეტის დაცვაში დაეხმარება

უკრაინა ყოველწლიურად მხოლოდ გაძლიერდება და დაეხმარება სხვა ერებს, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და განავითარონ საერთო უსაფრთხოება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ჩვენი ქვეყანა თავის სუვერენიტეტს არასოდეს დათმობს. ეს უკვე ყველასთვის აშკარაა მსოფლიოში. როგორიც არ უნდა იყოს რუსული ტერორი, ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის თავისუფლება მაინც შენარჩუნდება და ის მაინც გაიმარჯვებს. უკრაინა ყოველწლიურად მხოლოდ გაძლიერდება და დაეხმარება სხვა თავისუფალ ერებს, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და განავითარონ საერთო უსაფრთხოება. უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 16 ივლისს უკრაინა სახელმწიფო სუვერენიტეტის დღეს აღნიშნავს. დეკლარაცია სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ 33 წლის წინ მიიღეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.

პოლონელი დიპლომატი საგარეო უწყებაში გამოიძახეს

საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, მარიუშ პიეტრ ჟაკი საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა. პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი ამჟამად, პოლონეთში იმყოფება. პოლონელი დიპლომატი სამინისტროში კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებების გასაკეთებლად დაიბარეს. შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა. რატი ბრეგაძემ, პოლონელი ექიმის სააკაშვილთან ვიზიტის დროს მომხდარ "ინციდენტზე" ისაუბრა  

მედიის ცნობით, ოკუპირებული ყირიმის ხიდზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის მთავრობა კომენტარს არ აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა ქერჩის სრუტეზე გამავალ ოკუპირებული ყირიმის ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ყირიმს და რუსეთის კრასნოდარის მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს. რუსული მედიის თანახმად, ოკუპირებული ყირიმის ხიდის მალის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი, დაშავდა. რუსეთის ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, დაიღუპა ბელგოროდელი ცოლ-ქმარი და დაშავდა მათი არასრულწლოვანი ქალიშვილი. ოჯახი ავტომობილით მოძრაობდა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ხიდის საყრდენების დაზიანების შესახებ მედიით გავრცელებულ ცნობებს არ ადასტურებს. მისი ინფორმაციით, „ყირიმის რესპუბლიკის მხრიდან დაზიანებულია საგზაო ვაკისი.“ ამასთან, ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაური, სერგეი აქსიონოვი ამტკიცებს, რომ „საგანგებო შემთხვევა" მოხდა არა ყირიმის, არამედ „კრასნოდარის მხრიდან, 145-ე საყრდენის რაიონში". საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია. 2 ადამიანის დაღუპვას და ერთის დაშავებას რუსეთის კრასნოდარის მხარის ჯანდაცვის სამსახურიც ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ბავშვს, რომელსაც წინასწარი დიაგნოზით, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს, კრასნოდარის კლინიკაში გადაიყვანენ. ცნობისთვის, ხიდს ოკუპირებული ყირიმისთვის საწვავის, საკვებისა და სხვა პროდუქტების მიწოდების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის რუსული ძალებისთვის მომარაგების მთავარი მარშრუტი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.  

საქართველოს უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, აბდულა არიპოვი დღეს ეწვევა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა.  

რას წერს საერთაშორისო მედია ოკუპირებული ყირიმის ხიდზე მომხდართან დაკავშირებით

BBC-ის თანახმად, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ყირიმს და რუსეთის კრასნოდარის მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს, „თავდასხმის“ შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაფიქსირდა აფეთქებები და რუსეთის მიერ „დანიშნული“ „ხელმძღვანელი“ უკრაინის „ტერორისტულ რეჟიმს“ ადანაშაულებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყარომ BBC-ს რუსულ სამსახურს განუცხადა, რომ თავდასხმის უკან დგას. BBC-ის თანახმად, ხიდზე გზის მონაკვეთი დაკეტილია, მაგრამ რკინიგზის მონაკვეთზე მატარებლები მოძრაობენ. ამასთან, უკრაინული გამოცემები „უკრაინსკა პრავდა“ და „რბკ უკრაინაც" წერენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, რომ ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო. მათი წყაროების ინფორმაციით, ხიდს „წყალზედა დრონებით“ შეუტიეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა, ანდრი იუსოვმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ დღეს მთელი მსოფლიო ხედავს „მრავალკილომეტრიან საცობს და ხიდის კონსტრუქციების რღვევას", თუმცა, მიზეზებზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებენ. იუსოვის თქმით, მას შეუძლია, მოიყვანოს მხოლოდ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის ციტატა, რომ „ყირიმის ხიდი ზედმეტი კონსტრუქციაა.“ შეგახსენებთ, ოკუპირებული ყირიმის ხიდზე ძლიერი აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერსაც მოხდა, რამაც ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და სარკინიგზო ნაწილზე ძლიერი ხანძარი გამოიწვია. უკრაინა აფეთქებასთან კავშირს ოფიციალურად არ აღიარებდა. 2023 წლის 8 ივლისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარმა ტელეგრამზე დაწერა, რომ 273 დღე გავიდა ყირიმის ხიდზე პირველი დარტყმიდან, რომლის მიზანი იყო რუსეთის ლოგისტიკის გატეხვა. ცნობისთვის, ხიდს ოკუპირებული ყირიმისთვის საწვავის, საკვებისა და სხვა პროდუქტების მიწოდების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის რუსული ძალებისთვის მომარაგების მთავარი მარშრუტი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.  

უკრაინა აკრიტიკებს ბულგარეთის პრეზიდენტს, რომელიც ომში კიევს ადანაშაულებს - Politico

უკრაინამ ბულგარეთის პრორუსული პრეზიდენტი მისი განცხადებების გამო გააკრიტიკა. რუმენ რადევის მტკიცებით, კიევია დამნაშავე რუსეთთან ომში და „უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს.“ Politico-ს თანახმად, რადევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ამ ომს უკრაინა დაჟინებით ითხოვს, ხოლო მის საფასურს მთელი ევროპა იხდის." „მის კომენტარს უკრაინის საელჩო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „უკრაინის ომში დადანაშაულება, რომელსაც ჩრდილოელმა მეზობელმა მოღალატეობრივად შეუტია, რუსული პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეზისია ევროპაში.“ საელჩომ ასევე განაცხადა, რომ კიევი მთელ ძალისხმევას მშვიდობის სწრაფად დამყარებაში დებს. დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უარყო რადევის პოზიცია, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ომს ახანგრძლივებს“, - წერს თავის მხრივ Associated Press-ი. ბულგართესა და უკრაინას შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ამ თვის დასაწყისში სოფიაში გამართულ შეხვედრაზე ბულგარეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ომს „არავითარი სამხედრო გადაწყვეტა“ არ აქვს და „სულ უფრო და უფრო მეტი იარაღი ამას ვერ მოაგვარებს". ზელენსკიმ მას უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამანადგურებელი ომი უკრაინელების წინააღმდეგ წამოიწყო და არა სხვა ქვეყნების. ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს ნათქვამი შეუსწორა: ეს კონფლიქტი კი არა, ომია  

გერმანიამ მუშა სამარიტელთა კავშირს, საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად, 5 მილიონი ევრო გამოუყო

გერმანია მუშა სამარიტელთა კავშირის (ASB) მეშვეობით საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება. გერმანიის საელჩოს თანახმად, ASB-მ საქართველოში განხორციელებული პროექტისათვის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან 5 მილიონი ევროს ოდენობის თანხა მიიღო, რომლითაც წელიწადნახევრის განმავლობაში დაახლოებით 7200 პირს გაეწევა ფულადი დახმარება, 3000 ოჯახი ზამთრისთვის აუცილებელ დახმარებას მიიღებს და 2000 პირი კი ფსიქო-სოციალურ დახმარებას მიიღებს. გარდა ფინანსური დახმარებისა ჰრესნიკები, ანუ უკრაინელი ოჯახების ტრადიციული დამხმარეები ბენეფიციარებს ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას გაუწევენ და ამ საქმიანობისთვის გასამრჯელოსაც მიიღებენ. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მყოფი, ომისგან დაზარალებული უკრაინელების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება. პროექტს ASB საქართველო ახორციელებს თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან “Unite Together” და „საქართველოს სამარიტელთა კავშირთან“ ერთად.    

ერდოღანი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს იწყებს

Anadolu-ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 17-20 ივლისს საუდის არაბეთს, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს (UAE) და ჩრდილოეთ კვიპროსს ეწვევა. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, საუდის არაბეთში, კატარსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილ შეხვედრებზე, ორმხრივ ურთიერთობებზე, გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე ისაუბრებენ. ასევე განიხილავენ თანამშრომლობის შესაძლო სფეროებს, განსაკუთრებით, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებს. თურქული მედიის ცნობით, 20 ივლისს ერდოღანი ჩრდილოეთ კვიპროსში „მშვიდობისა და თავისუფლების დღის აღნიშვნას დაესწრება.“ ასევე შეხვდება პრეზიდენტს და განიხილავს კვიპროსის საკითხზე უახლეს მოვლენებს, ასევე, ორმხრივ ურთიერთობებს. ერდოღანი ახალი ტერმინალის შენობას, ერკანის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკს გახსნის. თურქეთის პრეზიდენტი ხელახალი არჩევის შემდეგ, პირველი საგარეო ვიზიტით, ჩრდილოეთ კვიპროსს და აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ცნობისთვის, კვიპროსი 1974 წელს გაიყო.  მას შემდეგ კვიპროსს სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაცია მართავს, რომელსაც ანკარა არ ცნობს. ჩრდილოეთ მხარეს მხოლოდ ანკარა აღიარებს. ასევე წაიკითხეთ: ფუმიო კიშიდამ ახლო აღმოსავლეთში ტურნე საუდის არაბეთში ვიზიტით დაიწყო  

მალიარის თქმით, უკრაინელებმა ერთ კვირაში 18 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა, გასული კვირის განმავლობაში, კონტრშეტევის შედეგად 18 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „გასული კვირის განმავლობაში, ჯამში, აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევითი მოქმედებების შედეგად თითქმის 18 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გათავისუფლდა. ზოგადად, კონტრშეტევის დროს გათავისუფლებული ტერიტორია 210.5 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს“, - აღნიშნა ჰანა მალიარმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.

საგარეო უწყება: პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ქართულმა მხარემ პოლონელ დიპლომატთან შეშფოთება დააფიქსირა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, მარიუშ პიეტრ ჟაკთან. უწყების ცნობით, „შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააფიქსირა შეშფოთება პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რა დროსაც ერთ-ერთმა ექიმმა სცადა მსჯავრდებულ სააკაშვილის სამედიცინო სინჯის პროცედურის დარღვევით გამოტანა კლინიკიდან.“ „პოლონელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა ოჯახის სურვილის შემთხვევაში კლინიკაში უცხოელი ექიმების დაშვების თაობაზე, რისი დასტურიცაა პოლონელი ექიმების ვიზიტი მსჯავრდებულ სააკაშვილთან ოჯახის შუამდგომლობითა და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. მისივე თანახმად, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გაუსვა ხაზი, რომ „პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებას და ასევე სანდოობას უკარგავს მთელს პროცესს.“ უწყების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონელ დიპლომატს ეთხოვა მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება. შეხვედრაზე პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული, თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი. პოლონელი დიპლომატი საგარეო უწყებაში დღეს, 17 ივლისს გამოიძახეს.  

პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ შემოვიღეთ სანქციები და ველოდებით, რომ საერთაშორისო საზოგადოება, განსაკუთრებით თანამოაზრე ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან

„ჩვენ შემოვიღეთ სანქციები და ველოდებით, რომ საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით თანამოაზრე ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ქართული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება. „ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, როგორი არის ევროკავშირის პოზიცია, როცა საქმე ეხება რუსეთთან კონტაქტებს, რუსეთთან ფრენებსა და რუს ტურისტებს. რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი, არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, შევზღუდოთ გადაადგილება, კონტაქტები. ამის გამო რეალურად, ვწუხვართ, არ გვინდოდა, ეს მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ უნდა გვემოქმედა, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ომის რაც შეიძლება მალე დასრულება, ზეწოლა მოგვეხდინა რუსეთზე და ასევე, უზრუნველყოფილი ყოფილიყო, რომ რუსეთი ძალიან დიდ საფასურს გადაიხდის უკრაინაში საშინელი ქმედებებისთვის. სწორედ ამიტომ შემოვიღეთ სანქციები, ამიტომ არის ძალიან რთული რუსებისთვის ევროპაში ჩასვლა. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა – საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით თანამოაზრე ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალის აშენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა საავტომობილო გზების დეპარტამენტი. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, თბილისი-ნატახტარის მონაკვეთი ევროპული საერთაშორისო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და რუსეთთან დამაკავშირებელ გზას არ წარმოადგენს. მათივე ცნობით, ტენდერი გამოცხადებულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და პროექტის მოსამზადებლად.  

საუდის არაბეთის პრინცმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ ბინ სალმანმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ, ფუმიო კიშიდას უმასპინძლა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საშუალებები და საუდის არაბეთ-იაპონიის 2030 წლის კონცეფციის გაძლიერების გზები.  საუდის არაბეთის პრესის სააგენტოს თანახმად, შეხვდრა ქალაქ ჯედაში გაიმართა, სადაც ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. „საუდის არაბეთ-იაპონიის ხედვა 2030-ს“ პრინცმა და მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ 2016 წელს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. იაპონიის-პრემიერ მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ახლო აღმოსავლეთში ტურნე საუდის არაბეთში ვიზიტით დაიწყო. მისი სამდღიანი ტურნე რეგიონის ქვეყნებსა და იაპონიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.  იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიშიდამ საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა, რათა გაეძლიერებინა კავშირები სამეფოსთან ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ბიზნეს შესაძლებლობები იაპონური საწარმოებისთვის.  „ჩვენ იაპონიისთვის ნავთობის მიწოდების გარანტიას ვიძლევით და ვინარჩუნებთ ჩვენს, როგორც ყველაზე საიმედო პარტნიორის პოზიციებს“, - განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა. საუდის არაბეთი იაპონიისთვის ნავთობის უდიდესი ექსპორტიორია, რომელიცმისი მთლიანი მოთხოვნილების 40 პროცენტს აკმაყოფილებს. ამასთან, იაპონია სამეფოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ეს იაპონიის ლიდერის პირველი  სახელმწიფო ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში 2020 წლის იანვრის შემდეგ. კიშიდა კვირას საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ჩავა და სამეფოდან ორშაბათს აბუ დაბიში ვიზიტით გაემგზავრება, რის შემდეგაც კატარში გადაინაცვლებს.

პოდოლიაკი ოკუპირებული ყირიმის ხიდზე: ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია ხანმოკლეა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოკუპირებული ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ნებისმიერი უკანონო ნაგებობის არსებობა ხანმოკლეა. „ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების მიწოდებისთვის, აუცილებლად ხანმოკლეა, განურჩევლად განადგურების მიზეზებისა“, - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე. რას წერს საერთაშორისო მედია ოკუპირებული ყირიმის ხიდზე მომხდართან დაკავშირებით  

ისრაელის პრეზიდენტი აშშ-ში ვიზიტით ჩავა და კონგრესს სიტყვით მიმართავს

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ორშაბათს ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ჰერცოგის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის პრეზიდენტი ვიზიტის დროს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს და შეხვედრებს. აშშ-ის მაღალჩინოსნებთან გამართავს. ჰერცოგი თეთრ სახლში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. „ვიზიტი მიზნად ისახავს „აშშ-სა და ისრაელს შორის ურთიერთობებისა და პარტნიორობის განმტკიცებას და ორ ქვეყანას შორის ღრმა კავშირების ასახვას,“ - ნათქვამია განცხადებაში. Anadolu წერს, რომ ჰერცოგის ვიზიტი აშშ-ს ადმინისტრაციასა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას შორის დაძაბულობის ფონზე იმართება. მას შემდეგ, რაც ის ისრაელში ხელისუფლებაში მოვიდა გასული წლის ბოლოს, ნეთანიაჰუ ბაიდენმა თეთრ სახლში არ მიიწვია.  

რუსეთში სახელმწიფო მოხელეებს Iphone-ის გამოყენება აეკრძალათ

Financial Times-ის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ მთავრობის თანამშრომლებისთვის Apple-ის მოწყობილობების აკრძალვა დაიწყო. ორშაბათიდან, ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრო iPhone-ების გამოყენებას ყველა „სამუშაო მიზნებისთვის“ აკრძალავს. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის პროდუქციის გამოყენება თანამშრომლებს ციფრული განვითარების სამინისტრომ და სახელმწიფო კომპანია Rostec-მაც აუკრძაელს.  მედია იტყობინება, რომ აკრძალვა მოიცავს Apple-ის ყველა პროდუქტს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ოფიციალურ პირებს შეუძლიათ, გააგრძელონ ამ მოწყობილობების პირადი სარგებლობისთვის გამოყენება, იმ პირობით, რომ საქმიან მიმოწერას არ გახსნიან. გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კომპანიამ Apple Pay-ზე წვდომა შეწყვიტა. მოგვიანებით, მან რუსეთში ყველა პროდუქტის გაყიდვა შეაჩერა. იმ დროს, Apple-მა მკაფიოდ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მიიღეს და აღნიშნა, რომ ის იდგა „ყველა ადამიანთან ერთად“, რომელიც რუსეთის მიერ წარმოებული ომით დაზარალდა. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) ივნისის დასაწყისში განაცხადა, რომ „აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების ჯაშუშურ ოპერაციაში“ Apple-ის მოწყობილობები გამოიყენებოდა.  

ერდოღანის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლი აცხადებს, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმების“ ვადა ამოიწურა და ის არ გახანგრძლივებულა პესკოვის თქმით, მას შემდეგ რაც შეთანხმების მოსკოვის ნაწილი შესრულდება, რუსეთი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მარცვლეულის გარიგებას. პესკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის პოზიცია „მარცვლეულის გარიგებასთან“ დაკავშირებით ჯერ კიდევ 17 ივლისს, „ყირიმის ხიდზე თავდასხმამდე იყო გამოცხადებული და ინციდენტი ამ საკითხზე გავლენას არ მოახდენს.“ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 14 ივლისს ამბობდა, რომ „მარცვლეულის ინიციატივის“ გაგრძელებაზე პუტინთან შეთანხმდა. „მოგეხსენებათ, აგვისტოში პუტინის მასპინძლობისთვის ვემზადებით თურქეთში. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გაფართოებაზე", - აცხადებდა ერდოღანი. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა პუტინს წერილი გაუგზავნა შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ შენარჩუნების წინადადებით.  რუსული მხარე იმუქრებოდა, რომ 17 ივლისის შემდეგ შეწყვეტდა მონაწილეობას „მარცვლეულის შეთანხმებაში“, რომელიც საომარ პირობებში უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საშუალებას იძლევა. იმავდროულად, Financial Times იტყობინებოდა, რომ ევროკავშირი სანქცირების კუთხით განიხილავს გარკვეულ დათმობებს, რათა შეინარჩუნოს ეს შეთანხმება, რაც უკრაინული მხარისთვის მიუღებელია. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.

უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი, აბდულა არიპოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, აბდულა არიპოვი იმყოფება.   ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა.    აბდულა არიპოვის თანმხლებ დელეგაციაში შედიან უზბეკეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე  გაფართოებულ ფორმატებში.   მთავრობის ადმინისტრაციაში უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

18-20 ივლისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება

სინოპტიკოსები 18-დან 20 ივლისამდე თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 17 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება. 17 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი და ქარიანი ამინდი. 18-20 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება. „დედაქალაქ თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.   

ევროკავშირმა ტუნისთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელმაც აფრიკიდან ევროპისკენ არალეგალური მიგრაცია უნდა შეაჩეროს

ტუნისმა და ევროკავშირმა ყოვლისმომცველი პარტნიორობის პაკეტის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. მემორანდუმი მოიცავს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მწვანე ენერგიაზე გადასვლას, ადამიანებს შორის კონტაქტებსა და მიგრაციას. ტუნისში იმყოფებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯიორჯია მელონი და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ტუნისს ადამიანების კონტრაბანდასთან ბრძოლისთვის, სამაშველო და მსგავსი ოპერაციების ჩატარებისთვის 100 მილიონ ევროს გამოუყოფს. ევროკავშირი ტუნისს სასაზღვრო კონტროლის გაძლიერების საშუალებებს გადასცემს, რამაც უნდა გაართულოს არალეგალური მიგრანტებით დატვირთული ნავების გაგზავნა ევროპისკენ. ტუნისი ევროპისკენ მიგრანტების ტრანსპორტირების ერთ-ერთ მთავარ წერტილად იქცა. უამინდობის, ნავის გადატვირთვის გამო ხდება კატასტროფები. „რამდენიმე კვირის წინ, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, ბევრი ადამიანი დაიღუპა, რაც კიდევ ერთი მოწოდება იყო მოქმედებისკენ. კონტრაბანდისტების დამნაშავეობრივ ქსელს უნდა მივაქციოთ ყურადღენა,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.  მიგრაციის საერთაშორისო პროექტის ცნობით, 2022 წელს აფრიკის ჩრდილოეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისკენ მიმავალ გზაზე 3800 ადამიანი დაიღუპა, რაც 2017 წლის შემდეგ უდიდესი რიცხვია. იტალიამ მიგრანტების რიცხვის სწრაფი ზრდის გამო, აპრილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.