ძებნის რეზულტატი:
რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
რუსეთმა უარი განაცხადა უკრაინასთან შეთანხმების განახლებაზე, რომელიც მას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევდა. ახლა კიევს სურს, ექსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტები მოძებნოს. რას გულისხმობდა შეთანხმებაროდესაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში შეიჭრა უკრაინაში, მისმა საზღვაო ფლოტმა ქვეყნის შავი ზღვის პორტები დაბლოკა. უკრაინას მარცვლეულის შეთანხმება საშუალებას აძლევს, რომ მისმა სატვირთო გემებმა შავი ზღვის დერეფანი ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნი/პივდენის პორტებისაკენ უსაფრთხოდ გაიარონ. შეთანხმება გაფორმდა 2022 წლის ივლისში თურქეთისა და გაეროს შუამავლობით. ის ასევე საშუალებას აძლევდა რუსეთის საზღვაო ფლოტს, შეემოწმებინა გემები ბოსფორის სრუტეში, შავი ზღვის შესასვლელთან. რატომ არის მნიშვნელოვანი „მარცვლეულის გარიგება“ უკრაინა მზესუმზირის, სიმინდის, ხორბლისა და ქერის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში. რუსეთის ბლოკადა იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეული „ხაფანგში“ აღმოჩნდება უკრაინის შავი ზღვის პორტებში. ამან საკვებზე ფასების ზრდა გამოიწვია. საკვების დეფიციტი ემუქრება აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც დიდწილად არიან დამოკიდებულნი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე. როდესაც შეთანხმება გაფორმდა და მარცვლეულის მიწოდება ხელახლა დაიწყო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობით, სურსათის მსოფლიო ფასები დაახლოებით 20%-ით, დაეცა. რატომ თქვა რუსეთმა უარი მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ დაუწესებიათ სანქციები რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, რუსეთი მაინც ამტკიცებს, რომ მათ მიერ დაწესებულმა სანქციებმა შეაფერხა გადამზიდავი ფირმები, საერთაშორისო ბანკები და მზღვეველები მის მწარმოებლებთან ურთიერთობისას. რა სანქციები აქვს დაწესებული რუსეთს რუსეთი უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას და Россельхозбанк-ის საგადასახადო სისტემა SWIFT-ში დაბრუნებას ითხოვდა. გაერომ შესთავაზა რუსეთს ბანკის შვილობილი კომპანიის შექმნა, რომელსაც მიეცემოდა უფლება, გამოეყენებინა Swift-ი, მაგრამ რუსეთმა უარი თქვა ამ ვარიანტზე და განაცხადა, რომ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა. რუსეთი აცხადებს, რომ ხელახლა შეუერთდება შეთანხმებას, თუ მისი პირობები დაკმაყოფილდება. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აგვისტოში დაგეგმილ შეხვედრაზე შეეცდება, კვლავ დაარწმუნოს რუსეთის პრეზიდენტი, რომ შეთანხმება გააგრძელოს. რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულისთვის ევროკავშირში არსებობს უკრაინული მარცვლეულის დისტრიბუციის გეგმა, რომლის თანახმად, ტრანსპორტირება შეუძლებელია შავი ზღვის გავლით. გეგმაში ნათქვამია, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია უკრაინის საზღვრის გავლით პოლონეთთან და გადატანა ბალტიის ზღვის პორტებში, ან რკინიგზით და ბარჟით რუმინეთის პორტ კონსტანცამდე. ომის დაწყებიდან უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის დაახლოებით 10%-ს აგზავნის პოლონეთთან, სახმელეთო საზღვარზე. თუმცა, სავარაუდოდ, იქნება შეფერხებები, თუ ის უფრო მეტ მარცვლეულს ამ მარშრუტით გაიტანს. უკრაინის რკინიგზას სხვა სარკინიგზო ხაზი, რაც ნიშნავს, რომ მარცვლეულით დატვირთული თითოეული მატარებელი საზღვარზე, ვაგონების ერთი ნაკადიდან მეორეზე უნდა გადავიდეს. ასევე, აღმოსავლეთ ევროპის სარკინიგზო ქსელს არ აქვს შესაძლებლობა, ბალტიისპირეთის პორტებსა და კონსტანცაში გადაიტანოს მარცვლეულის შედარებით დაბალი მოცულობებიც კი, რასაც უკრაინა აქამდე სახმელეთო გზით ახერხებდა. ბევრი მარცვლეული დარჩა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სლოვაკეთი, ვიდრე შემდგომი ტრანსპორტირება მოხდებოდა. ამან გააფუჭა მათი ბაზრები და გამოიწვია ადგილობრივ საკვებზე ფასების ვარდნა. ამ ქვეყნებში ფერმერების შემოსავლების დასაცავად, ევროკავშირი უკრაინის საკვების ექსპორტზე შეზღუდვას 15 სექტემბრამდე დათანხმდა. სად წავიდა უკრაინის სურსათის ექსპორტიგაერო ამბობს, რომ ყველა საკვები პროდუქტიდან უკრაინამ გასული წლის განმავლობაში მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში გაიტანა: 47% წავიდა "მაღალშემოსავლიან ქვეყნებში", მათ შორის ესპანეთი, იტალია და ნიდერლანდები. 26% წავიდა „ზედა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში“, როგორიცაა თურქეთი და ჩინეთი. 27% წავიდა „დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში“, როგორიცაა ეგვიპტე, კენია და სუდანი. მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით ასევე წაიკითხეთ: უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლით განიხილავს
პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სამხრეთ აფრიკაში, BRICS-ის სამიტს არ დაესწრება. კირილ რამაფოსას თქმით, რუსეთს მისი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. მანამდე, ICC ითხოვდა, რომ სამხრეთ აფრიკა პუტინის დაკავების ვალდებულებისგან გაეთავისუფლებინა. რამაფოსას თქით, მან დაიწყო სამართალწარმოება ICC-სთან 97-ე მუხლის მიხედვით, რომელშიც სახელმწიფოებს შეუძლიათ თქვან, რომ არ უნდა გასცენ დაპატიმრების ბრძანება იმ პრობლემების გამო, რაც მათ ამის გაკეთებაში ხელს შეუშლის. რამაფოსამ განმარტა, რომ ამ პროცესების შესახებ დეტალებს ვერ გაამჟღავნებს. „სამხრეთ აფრიკას აქვს აშკარა პრობლემები პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრებისა და გადაცემის მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია მის განცხადებაში. „რუსეთმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მისი მოქმედი პრეზიდენტის დაკავება ომის გამოცხადება იქნებოდა”, - განმარტა რამაფოსამ. მარტში პუტინის მოკავშირე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ პუტინის დაპატიმრების ნებისმიერი მცდელობა ომის გამოცხადებას ნიშნავს. კრემლს ჯერ საჯაროდ არ უთქვამს, აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი სამიტზე წასვლას. რამაფოსამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სამხრეთ აფრიკა ოფიციალურად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, მან კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციებისთვის ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. დასავლეთის ქვეყნები მას მოსკოვის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ მიიჩნევენ. ICC-ის პროკურორი იმედოვნებს, რომ სამხრეთ აფრიკა BRICS-ის სამიტზე ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებს
პოლონეთის საგარეო უწყება, სააკაშვილთან პოლონელი „ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტზე“ განცხადებას ავრცელებს
„ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტი განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას და ამ კონტექსტში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი გამოაქვეყნოს, კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება“, - შესაბამის განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 2023 წლის 17 ივლისს პოლონეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაბარებულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლონელი ექიმების მიერ საავადმყოფოში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. პოლონური მხარე აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას და კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ პოლონელ ექიმებს მიეცათ ყოფილი პრეზიდენტის მონახულებისა და გასინჯვის შესაძლებლობა და აქვე ხაზს უსვამს ქართველი ექიმების სრულ ჩართულობას მისი მკურნალობის პროცესში. თბილისში, ვივამედის კლინიკაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს, რომლის მიზანი იყო ყოფილი პრეზიდენტის დახმარება, მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რაც დაუყოვნებლივ გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას. ამ კონტექსტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციალური სამსახურის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს. პოლონური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე. პოლონური მხარე იმედოვნებს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის უცვლელად გაგრძელებას და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი ქმედებებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარებას,“ - წერია განცხადებაში. 12 ივლისს სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა პოლონელი ექიმებისგან შემდგარმა ხუთკაციანმა ჯგუფმა. 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც, მისივე განცხადებით, ასახულია კლინიკა „ვივამედიდან“ პოლონელი ექიმების გამოსვლა, ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოლონელი ექიმი, სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის მეშვეობით, მალულად გატანას ცდილობდა.
Washington Post: აშშ-მ ყირგიზეთს სანქცირებული პროდუქციის რუსეთისთვის მიწოდების გამო შესაძლოა, სანქციები დაუწესოს
Washington Post-ის თანახმად, აშშ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს. გამოცემის ინფორმაციით, ყირგიზეთის წინააღმდეგ შეზღუდვები დაწესდება, რადგან ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა რუსეთს „შავ სიაში“ შეტანილ აწვდის პროდუქციას აწვდის, მათ შორის ელექტროტექნიკას, უპილოტო საფრენ აპარატებს, ოპტიკურ სამიზნეებსა და ბომბების საწარმოებლად საჭირო ნაწილებს. „ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების ყირგიზეთის დედაქალაქში ვიზიტებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და ამის გამო ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს ახალ ეკონომიკურ ზომებს, რათა ზემოქმედება მოახდინოს ყირგიზეთის მთავრობაზე, რომ ამ უკანასკნელმა რუსეთთან ვაჭრობა შეწყვიტოს. Washington Post-ის ინფორმაციით, ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მიმდინარე კვირაში იგეგმება. ცნობისათვის, სანქციების კოორდინატორები ყირგიზეთის გარდა, რამდენიმე ქვეყანას სტუმრობდნენ, მათ შორის, დევიდ ო’ სალივანი 26-28 ივნისს საქართველოში იმყოფებოდა ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად. ვიზიტის მიზანი 38 დასახელების ელექტრომოწყობილობა იყო. „ეს არის მოწყობილობები, რომლებიც გვაინტერესებს და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს საუბარი მხოლოდ საქართველოსთან არ გვაქვს, ელჩი ო’ბრაიენი და მე შემდეგ სომხეთში მივდივართ. ჩვენი ჯგუფი უკვე 5-6 ქვეყანაში არის ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ. როგორ ვმუშაობთ ამაზე, როგორ ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, როგორ ხდება ამის აღსრულება და აღკვეთა - ეს იყო ფოკუსი და კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი თანამშრომლობა იყო ამ ვიზიტის დროს,” - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა. ელჩი დეგნანი: სანქციების კოორდინატორის გზავნილია - მადლობა თანამშრომლობისთვის და გთხოვთ, მომავალშიც ყურადღებით იყოთ 2023 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-11 პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის არსებული სანქციების გაძლიერებას და მათი გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლას. დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც გასული წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.
ირლანდიის პრემიერი უკრაიაში ჩავიდა და €5 მილიონის მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება დააანონსა
ირლანდიის პრემიერ-მინისტრი, ლეო ვარდაკარი უკრაიაში ჩავიდა. ის უკვე იმყოფებოდა ბუჩაში. შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკისაც. დააანონსა €5-მილიონიანი ჰუმანიტარული დახმარება. „ჩვენ კიდევ 5 მილიონ ევროს ვაძლევთ ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინას - 3 მილიონი ევრო უკრაინაში წითელი ჯვრის მიერ დაიხარჯება უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაოზე, 2 მილიონ ევროს კი, გაეროს ფონდში შევიტანთ“, - განაცხადა ვარადკარმა დღევანდელ განცხადებაში. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირლანდიის პრემიერთან უსაფრთხოების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავდა. „მივესალმები უკრაინაში ირლანდიის მთავრობის მეთაურს, ლეო ვარადკარს. დღეს ჩვენ გავმართავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს...მიუხედავად იმისა, რომ ირლანდია ნეიტრალური ქვეყანაა, ეს ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს გულგრილობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მხარდაჭერისთვის!" - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: რუსეთიდან საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი 6 თვეში 43,4%-ით გაიზარდა
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი 6 თვეში 43,4%-ით გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივნისის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 54,7 ათასი ტონა, რაც 17,1 ათასი ტონით, ანუ 45,5%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (37,6 ათასი ტონა) შედარებით. მათივე ცნობით, 2023 წლის 6 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 25,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 46,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი – 15,9 ათასი ტონა (29,1%); თურქეთი – 11,9 ათასი ტონა (21,7%); აზერბაიჯანი – 1,3 ათასი ტონა (2,4%); თურქმენეთი – 0,1 ათასი ტონა (0,2%); ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2023 წლის იანვარ-ივნისის თვეებში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 25,24 ათასი ტონა, რაც 7,64 ათასი ტონით, ანუ 43,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,60 ათასი ტონა) შედარებით. მათივე თანახმად, 2023 წლის 6 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი 99,6% (25,13 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.
ესპანეთი უკრაინას Leopard 2A4-ის ტიპის ტანკებს უგზავნის
ესპანეთი უკრაინას 4 ერთეულ Leopard 2A4-ის ტიპის ტანკსა და 10 ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს. დახმარების პაკეტი ასევე მიცავს პატარა სატვირთო და სასწრაფო დახმარების მანქანებს. ესპანეთი ტექნიკას უკრაინაში შემდეგ კვირას გააგზავნის. გარდა ხსენებული დახმარებისა, ესპანურმა მხარემ უკრაინას უკვე გაუგზავნა საველე ჰოსპიტალი, რომელიც აღჭურვილია საოპერაციო და პოსტ-ოპერაციული ოთახებით, აფთიაქით. ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, რომ უკრაინას ზაფხულის განმავლობაში მსხვილ-კალიბრიანი საბრძოლო მასალისა და შეიარაღების ახალი პარტია გაუგზავნოს.
ბრიტანეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი რუსებს ომის დასასრულებლად თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
ბრიტანეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელის, რიჩარდ მურის განცხადებით, ივნისში რუსული გასამხედროებული ჯგუფის, „ვაგნერის", ამბოხების მცდელობამ აჩვენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ზეწოლის ქვეშაა. Reuters-ის ცნობით, მურმა განაცხადა, რომ ოპტიმისტურად აფასებს უკრაინის მიერ წარმოებულ კონტრშეტევას. პრაღაში ვიზიტისას მან ასევე აღნიშნა, რომ რუსებმა, რომლებიც შეძრწუნებული არიან უკრაინაში მიმდინარე ომით, ძალები უნდა გააერთიანონ მის სადაზვერვო სამსახურთან, რათა სისხლისღვრა დასრულდეს.
ირლანდიამ უკრაინის მიერ „მტკიცებულების“ გავრცელებას გამოძიების დაწყებით უპასუხა
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ლეო ვარადკარმა განაცხადა, რომ ირლანდიამ გამოძიება დაიწყო სამშაბათს უკრაინაში ჩამოგდებული კამიკაძე-დრონის ძრავაში ირლანდიური წარმოების დეტალების ამსახველი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ. „ირლანდია ინფორმირებულია თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ და მიმდინარეობს გამოძიება,“ - განაცხადა ვარადკარმა ოთხშაბათს, კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე და განმარტა, რომ ქვეყნის მთავრობას არ სჯერა, რომ ზოგიერთ ირლანდიურ კომპანიას შეუძლია სანქციების დარღვევა. ვარადკარმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ზოგიერთ მესამე მხარეს შეეძლო სანქციების დარღვევა. ერმაკი: რუსულ თვითმფრინავებს დასავლური წარმოების ნაწილები ისევ აქვთ, საჭიროა ახალი სანქციები რუსული დრონი, რომელიც გუშინ ღამით ჩამოაგდეს მიკოლაივის თავზე, დასავლეთის ქვეყნების ნაწილებით არის დამზადებული, განაცხადა 18 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა და ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე ეწერა - „დამზადებულია ირლანდიაში.“
CNN: გავრცელდა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, პრიგოჟინის ბელორუსში ყოფნას ასახავს
ვაგნერის დამფუძნებელი და ფინანსისტი ევგენი პრიგოჟინი გამოჩნდა ვიდეოში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა. CNN-ის ცნობით, როგორც ჩანს, ის ბელორუსში თავის მებრძოლებს მიესალმა. ვიდეო ტელეგრამ არხებზე გამოქვეყნდა და შემდეგ პრიგოჟინმა გააზიარა თავის ანგარიშზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრიგოჟინი გასულ თვეში სამხედრო „აჯანყების“ ხელმძღვანელობის შემდეგ, საჯაროდ გამოჩნდა. CNN მუშაობს წერს, რომ მუშაობს იმის დასადგენად, ავთენტურია თუ არა ვიდეო. ოთხშაბათს, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის უფროსმა განუცხადა CNN-ს, რომ პრიგოჟინი ცოცხალია და თავისუფალია. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სხვა გზა არ ჰქონდა გარდა შეთანხმების მიღწევისა ვაგნერის ლიდერთან, რათა ხანმოკლე აჯანყება დასრულებულიყო.
ჩრდილოეთ კორეის მიერ ამერიკელი ჯარისკაცის დაკავებას ლოიდ ოსტინი გამოეხმაურა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა დაადასტურა, რომ ამერიკელი ჯარისკაცი განზრახ გადავიდა ჩრდილოეთ კორეაში. ამის შესახებ CNN წერს. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ვიკვლევთ სიტუაციას, ვცდილობთ ამ ინციდენტის მოგვარებას”, - განაცხადა ოსტინმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. რამდენი ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული სამხრეთ კორეაში „ტრევის კინგი ჩრდილოეთ კორეის პატიმრობაშია მას შემდეგ, რაც გადაკვეთა საზღვარი „განზრახ და ნებართვის გარეშე“, - განუცხადა ოსტინმა ჟურნალისტებს. 18 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელი ჯარისკაცი საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. CBS News-ი წერს, რომ ჯარისკაცის მიერ სამხრეთ კორეის დატოვების მიზეზი დისციპლინარულ საკითხებს უკავშირდება. სხვა წყარომ, თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მოგვიანებით განუცხადა CBS-ს, რომ ჯარისკაცი „განზრახ“ გადავიდა საზღვარზე. მისი მოტივაცია კი, გაურკვეველი რჩება. ცნობისთვის, აშშ-ის მოქალაქე სამხრეთიდან ჩრდილოეთ კორეაში საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ გაერო იუწყება. გაეროს სარდლობა მართავს დემილიტარიზებულ ზონას და ერთობლივ უსაფრთხოების ზონას (JSA), რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას ჰყოფს. შესაბამისად, მათ განაცხადეს, რომ კაცს „ავტორიზაცია“ არ ჰქონდა გავლილი. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ამჟამად იმყოფება პატიმრობაში და ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ამ ინციდენტის მოსაგვარებლად,“ - განაცხადეს გაეროს სტუქტურაში ცნობისთვის, სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, (USS Kentucky) სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია.
ICC-ს წარედგინა მტკიცებულებები, რომლებიც უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ლუკაშენკოს აქტიურ მონაწილეობას ადასტურებს - Telegraph
ბრიტანული Telegraph-ის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელსაც დასავლეთი არ აღიარებს ბელორუსის ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტად, აქტიურად მონაწილეობდა უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში. გამოცემის ცნობით, მტკიცებულებები, რომლებიც აკავშირებს ამ დანაშაულებებთან ლუკაშენკოს და ბელორუსის სხვა ოფიციალურ პირებს აკავშირებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), წარედგინა. ამასთან, Telegraph-ი ბელორუსის ოპოზიციური ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს, პაველ ლატუშკას სიტყვებს ციტირებს. გამოცემის ცნობით, არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ბელორუსის ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა გადაეყვანათ ზოგიერთი უკრაინელი ბავშვი ბელორუსში, ზოგი კი, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთ რეგიონებში. „ტელეგრაფი“ იტყობინება, რომ ბელორუსისა და რუსეთის ხელისუფლება თანამშრომლობდნენ სულ მცირე 2150 უკრაინელი ბავშვის იძულებით გადაყვანაში ბელორუსში, 2022 წლის სექტემბრიდან და რომ უკრაინელი ბავშვების რაოდენობა ბელორუსში სავარაუდოდ, 3000-ს მიაღწევს 2023 წლის შემოდგომისთვის“, - წერს თავის მხრივ, ISW, რომელიც The Telegraph-ს ეყრდნობა. 18 ივლისს ევროპარლამენტის დეპუტატებმა ჰააგის სასამართლოს მოუწოდეს, ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს. დეპუტატები აცხადებენ, რომ ბელორუსი პასუხისმგებელია იმ ზარალზე, რაც უკრაინას მიადგა ომის გამო და ასევე იმ დანაშაულებზე, რომლებიც უკრაინაში ჩაიდინეს, მათ შორის რეჟიმის ჩართულობით უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან უკანონოდ გაყვანაზე.
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ნეშტი გადმოასვენეს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ნეშტი გადმოასვენეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მათი პანაშვიდი სამების ტაძარში მიმდინარეობს. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, საქართველოში 2 300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით შეიქმნა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატი თავმჯდომარეობს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორის კომისიას. აპარატი ახდენს ნეშტების მოძიებასთან/ამოცნობასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინირებას, მათ შორის, ოჯახების დახმარებას ამოცნობილი ნეშტების დაკრძალვის ორგანიზებასა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა.
მედია: ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. კანონიერი ქურდი მოკლეს
ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გუდაუთის რაიონში, ე.წ. კანონიერი ქურდი ტიმურ ახუბა, მეტსახელად „დინ რიდი“ მოკლეს. Ekho Kavkaza-ს ცნობით, ამის შესახებ ტელეგრამ არხი RESPUBLICA იტყობინება. ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. „საქმე“ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზეა აღძრული,“ - წერს მედია. ტიმურ ახუბა ადრეც იყო „ნასამართლევი ნარკოდანაშაულისთვის.“ 2020 წლის დეკემბერში ის „აფხაზეთში „სიტუაციის დესტაბილიზაციის განზრახვისთვის“ დააკავეს.“ ახუბის დაკავების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის მაისშიც გავრცელდა.
საქართველო მსოფლიო პასპორტების რეიტინგში დაწინაურდა
მიმდინარე წლის მესამე კვარტალის შედეგების მიხედვით, საქართველოს პასპორტმა Henley & Partners Passport Attractiveness Index-ის თანახმად, (განსაზღვრავს ძლიერი პასპორტების სტატუსს. რედ) 48-ე ადგილი დაიკავა. ქართული პასპორტის რეიტინგი გაუმჯობესდა. გასულ წელს საქართველო 52-ე ადგილზე იყო, მიმდინარე წლის იანვარში - 50-ე. მის მფლობელებს მსოფლიოს 117 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ ჩასვლა. რეიტინგში უკრაინა 30-ე ადგილს იკავებს, რუსეთი - 49-ე, აზერბაიჯანი - 72-ე, სომხეთი - 74-ე.
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის გადაწყვეტილებაზე: ეს არის მეგობრობის, დიპლომატიის, ეტიკეტის დარღვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. „ომის დაწყების შემდეგ ერთადერთი სახელმწიფოსგან გაიწვიეს ელჩი, ეს იყო საქართველო მაშინ, როცა, მე აღარ ჩამოვთვლი ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ რუსეთის მხარეს იჭერდნენ პოზიციას, არავითარი რეაგირება არ გაუკეთებიათ. უფრო მეტიც, ზოგიერთი ქვეყნებიდან, საიდანაც ხდებოდა რუსეთის შეტევები და თავდასხმები, იმ ქვეყანაში დღემდე ჰყავს ელჩი უკრაინას. და ბოლოს, ვიტყოდი, სამწუხაროა, რა თქმა უნდა და მადლიერებაზე აღარ არის საუბარი, ჩვენ არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის თუ ეტიკეტის დარღვევა, როცა ჩვენი ელჩი ალბათ ბოლო ელჩი იყო, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში. კიევი როცა იბომბებოდა და მთელი ხალხი გავიდა ქალაქიდან, ჩვენი ელჩი იქ იდგა, ვაჟკაცურად იკავებდა პოზიციას. აი ასეთი კაცი მათ გამოაგზავნეს ვითომ „კონსულტაციისთვის“ დედაქალაქში, თბილისში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში. ამავე საუბარში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ „ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი.“ ღარიბაშვილი თქმით, ეს ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დაადასტურა. „გასაგებია ეს ყველაფერი, მათი მოტივაციაც გასაგებია. ისიც ვიცი, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ეს ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. უკრაინელ ხალხს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მიყვარს ეს ხალხი. მინდა, რომ მათ ვუსურვო კიდევ ერთხელ მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება. მე მაინც მჯერა, რომ ეს კონკრეტული გამოვლინებები და ეს მათი ანგაჟირებულობა არის დროებითი მოვლენა და ძალიან მალე დასრულდება,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას, უკრაინას. მისიივე თქმით, რიგ რეიტინგებში მთელი კრიტერიუმებით საქართველო ასევე უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ ქვეყნებს. „რიგ რეიტინგებში მთელი კრიტერიუმებით, მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმებით - საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპული, ამერიკული ორგანიზაციების, ჩვენ არამხოლოდ თქვენ მიერ ხსენებულ ქვეყნებს ვუსწრებთ, არამედ, ევროკავშირის წევრ 14 ქვეყანას ვუსწრებთ, NATO-ს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას ვუსწრებთ. ესაა რეალობა,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერი“ ბელორუსში „მსოფლიოს მეორე არმიის“ შექმნას გეგმავს
„ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა სავარაუდოდ, ბელორუსში სამხედრო დაჯგუფების მებრძოლებთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ „ის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია.“ სავარაუდოდ, ბელორუსში გადაღებულ ვიდეოს „ვაგნერთან“ დაკავშირებული „ტელეგრამ” არხები ავრცელებენ, თუმცა დადგენილი არ არის მისი გადაღების ზუსტი თარიღი. ვიდეოში პრიგოჟინი ბელორუსში ჩასულ „ვაგნერის” მებრძოლებს მიესალმება და აცხადებს, რომ ისინი ბელორუსული არმიის მომზადებით დაკავდებიან. „ღირსეულად ვიბრძოდით. რუსეთისთვის ძალიან ბევრი გააკეთეთ. ის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია, რომელში მონაწილეობაც არ გვჭირდება. და უნდა დაველოდოთ მომენტს, როდესაც სრულფასოვნად მოვახდენთ საკუთარი თავის გამოვლინებას. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბელორუსში რაღაც დროის განმავლობაში ვიქნებით”, - განაცხადა პრიგოჟინმა. პრიგოჟინის თქმით, ისინი ბელორუსული არმიისგან „მსოფლიოს მეორე არმიას” შექმნიან. „ვემზადებით, ჩვენს დონეს ვზრდით, და ახალ გზაში, აფრიკაში და, შესაძლოა, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში დავბრუნდეთ იმ მომენტში, როდესაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ საკუთარი თავებისა და ჩვენი გამოცდილების შერცხვენას არ გვაიძულებენ,” - განაცხადა პრიგოჟინმა.
ზელენსკიმ ალიევს ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობელი ვარ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გადაწყვეტილების გამო, რომელიც უკრაინისთვის ენერგოტექნიკის შესაძენად დახმარების გამოყოფას გულისხმობს. მეგობარი აზერბაიჯანის ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია უკრაინის ენერგოკომპლექსის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, აგრესორის მუდმივი თავდასხმების ფონზე. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა მოვამზადოთ უკრაინის ენერგეტიკული სისტემა ზამთრისთვის“, - დაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ Twitter-ზე. ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას 17 ივლისს მოაწერა ხელი.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა 16%-ით გაიზარდა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობამ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 731 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით წერს. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,5%-ით გაიზარდა. მაჩვენებლების მიხედვით, აზერბაიჯანის წილმა საქართველოს მთლიან ვაჭრობაში 7,1% შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 413 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 13,5%), ხოლო აზერბაიჯანიდან იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 318 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 4,4%) შეადგინა.
რეზნიკოვი: უკრაინული წარმოების 20-ზე მეტი დრონი უკვე ექსპლუატაციაშია
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინული წარმოების 20-ზე მეტი დრონი უკვე ექსპლუატაციაშია. „უკვე მიღებულია 20-ზე მეტი ახალი დრონი, რომლებიც დღეს ძალიან წარმატებით ანადგურებენ ორკებს და მათ აღჭურვილობას,“- განაცხადა რეზნიკოვმა მედიასთან. მისივე თქმით, დრონის ექსპლუატაციაში შესვლას სამი კვირა სჭირდება.