ძებნის რეზულტატი:
დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს
დონალდ ტრამპს ბრალი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე წაუყენეს. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს, ის თავს უდანაშაულოდ ცნობს. ეს მუხლებია: შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით არაკეთილსინდისიერების, თაღლითობისა და მოტყუების გამოყენების გზით, რათა ხელი შეშლოდა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეგროვების, დათვლისა და დამოწმების პროცესს. შეთქმულება 6 იანვრის კონგრესის სხდომის შეფერხების მიზნით, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შეგროვებული შედეგების დათვლა და დამოწმება ხდება. შეთქმულება ხმის მიცემის უფლებისა და ხმის დათვლის წინააღმდეგ. საარჩევნო ხმის დამოწმებისთვის ხელის შეშლა და ხელის შეშლის მცდელობა. დონალდ ტრამპი ფორმალურად, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მესამედ დააკავეს, თუმცა მომდევნო სასამართლო პროცესის მოლოდინში გაათავისუფლეს. პროცესი 28 აგვისტოსაა ჩანიშნული. „ძალიან სევდიანი დღეა ამერიკისთვის,“- აღნიშნა ტრამპმა, რომელმაც სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, მის წინააღმეგ წაყენებული ბრალდებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნა პოლიტიკური ოპონენტის დევნაა. ფედერალური პროკურორები ამტკიცებენ, რომ ტრამპს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, გადაწყვეტილი ჰქონდა ხელისუფლებაში დარჩენა და რომ მან და ექვსმა თანამზრახველმა მოაწყვეს შეთქმულება, რათა არჩევნების შედეგები შეეცვალათ, რამაც 2021 წლის 6 იანვარს, აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფაქტი გამოიწვია გარდა ამისა, 13 ივნისს, დონალდ ტრამპს მაიამის ფედერალურ სასამართლოში ბრალი წაუყენეს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე.
შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შსს-ს განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე - მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები. უწყების ცნობით, დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. „სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ადგილობრივ მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან, ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც,“ წერია ინფორმაციაში. შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ცნობით, 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება ვერ ხერხდებოდა, 6 უსაფრთხოდაა.
ამ დროისთვის 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება - მინისტრი
შოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ყველა ის ადამიანია გამოყვანილი, რომელიც მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, უსაფრთხო ადგილას იყვნენ. ასეთი სულ 140 ადამიანია. ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი
გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით, შოვში, სტიქიის ზონიდან სულ 210 ადამიანია გადმოყვანილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ განუცხადა. გუბერნატორის თქმით, ამ ადამიანების ნაწილმა ონის მუნიციპალიტეტი უკვე დატოვა. „სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე არ შეწყვეტილა შტაბის მუშაობა, ყველა აქ, ადგილზე ვიყავით. ვიღებდით ინფორმაციას და რეაგირება ჩვენი მხრიდან შესაბამისად ხდებოდა. დღეს, უკვე ამ დროისთვის ვერტმფრენმა 9 რეისი შეასრულა, 140 ადამიანი გადმოიყვანეს. გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით, სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა ადგილას არიან განთავსებულნი. ნაწილმა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უკვე დატოვა და სახლებში წავიდნენ. პერიოდულად, რამდენიც გადმოვა ადგილზე ვანაწილებთ სხვადასხვა ოჯახაში, სასტუმროებში და ყურადღების ქვეშ გვყავს,“ - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ. შოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.
თემურ მღებრიშვილი: სადაც კოტეჯები იყო, იქ ფაქტობრივად აღარაფერია, ჯერჯერობით, იმ ადგილებამდე ვერ მივედით, რადგან მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი. მღებრიშვილის განმარტებით, კოტეჯების ადგილზე ფრაგმენტებია დარჩენილი და იმ ადგილებამდე მისვლას ჯერ ვერ ახერხებენ იმის გამო, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, ახლა ადგილზე „ტექნიკა შეჰყავთ, რომ გზა გაიჭრას.“ „ვცდილობთ, მაქსიმალურად ფრთხილად ვიმუშაოთ. ყველა ტექნიკაზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველი, რათა სამუშაოს მეტი ყურადღება მიაქციონ და ცხედარი აღმოჩენის შემთხვევაში არ დაზიანდეს. გარდა ამისა, მდინარის კალაპოტის ორივე მხრიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება და ამ ღონისძიების მიმდინარეობის პროცესს მოგვიანებით მოგახსენებთ. ყველა ეპიცენტრში შესულები ვართ. სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერია. არის კოტეჯების ფრაგმენტები. ჯერჯერობით, იმ ადგილებამდე ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. სწორედ ამიტომ ხდება ახლა ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და იქამდე მივიდეთ,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.
შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს
შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს მაშველებმა კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ადასატურებს შსს. დაღუპულთა რიცხვი საერთო ჯამში 6-მდე გაიზარდა. 2 ადამიანის ცხედარი სტიქიის პირველ დღეს, სამ აგვისტოს იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.
სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების დაწყების მიზნებს განმარტავს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინამ და აშშ-მ დაიწყეს მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას კიევის მთავრობა მოლაპარაკებებს განიხილავს როგორც შუალედურ ეტაპს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მოლოდინში.„სიმბოლურია, რომ აშშ, ჩვენი უდიდესი სტრატეგიული პარტნიორი, გახდა პირველი ქვეყანა, რომელთანაც უკრაინამ დაიწყო ეს პროცესი. ამით ჩვენ შევქმნით წარმატებულ მოდელს სხვა პარტნიორებისთვის,“ – წერს ერმაკი. უკრაინასთან გრძელვადიანი უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ მოლაპარაკებებში, შეერთებული შტატები ყურადღებას გაამახვილებს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე უკრაინის დასაცავად და რუსული აგრესიის შესაჩერებლად, ასევე ინსტიტუტების გამჭვირვალობაზე, მმართველობის ეფექტიანობასა და რეფორმების განხორციელებაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა. „დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის დეპარტამენტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ უკრაინელ კოლეგებს, რათა დაიწყონ მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების გრძელვადიანი ვალდებულებების შესახებ“, - ნათქვამია პრესრელიზში. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს დისკუსიები ექვემდებარება უკრაინის მხარდაჭერის G7-ის ერთობლივი დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს „აშშ-ს მუდმივი მხარდაჭერის ფორმალიზებას უკრაინისადმი.უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსს არ დაუკონკრეტებია, სად მიმდინარეობს ან ვინ იღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში.
ილია მეორე: შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს
მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და, ბუნებრივია, პირველ რიგში, დიდად ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის განცხადებაში. „რა თქმა უნდა, მორწმუნენი ლოცვით შეწევნას გუშინდელი დღიდანვე აღავლენენ, მაგრამ ათეულობით ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია. ამიტომაც გთხოვთ ყველას, მათ დასახმარებლად 12-ჯერ ვთქვათ: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა“ ამინ! ასევე, ერთხელ 90-ე და 50-ე ფსალმუნი. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო და ყოველნი მკვიდრნი მას შინა“, – აღნიშნავს ილია მეორე.
გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს
გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგის, მერაბ გაფრინდაშვილის შეფასებით, იმ მასშტაბის სტიქია, როგორიც გუშინ რაჭაში, შოვში, მოხდა, საქართველოში არ ყოფილა. "მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სინერგიზმს, თანხვედრას. ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ლოკაციაზე, კერძოდ, მიმდინარეობს მყინვარის ინტენსიური დნობა. ორი მყინვარია ამ მდინარის სათავეებში. ამას დაერთო უხვი ნალექი. უხვმა ნალექმა, წყლის ნაკადმა, დინამიკაში მოიყვანა როგორც ხეობაში არსებული მყარი ნატანი, ასევე ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას და ყველაფერი ეს გადაიზარდა ღვარცოფში და შედეგად მივიღეთ ის, რაც მოხდა,"ამბობს გეოლოგი. მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი არ არის. "დამეჯერება, ალბათ, დასავლეთ საქართველოში მსგავს სტიქიას ადგილი არასდროს ჰქონია, არამარტო ამ ხეობაში, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში.“
ესტონეთის საგარეო უწყება: ამ ტრაგედიის დროს, ჩვენ გულით საქართველოს ხალხთან ვართ
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში სტიქიასთან დაკავშირებით წერს: „ვგლოვობთ გამანადგურებელი მეწყერის შედეგად დაღუპულებს და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უვნებლად დაბრუნდებიან. ამ ტრაგედიის დროს, ჩვენ გულით ქართველ ხალხთან ვართ“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ევროკავშირის წარმომადგენლობა: ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამაშველო ოპერაციებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს". "ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გულწრფელად უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ევროკავშირის წარმომადგენლობა ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები, მედიკოსები და იქ მყოფი ადამიანები ატარებენ და იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს", ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
ევროკავშირის წარმომადგენლობა: გულწრფელად ვუსამძიმრებთ შოვში დამანგრეველი მეწყრის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს". „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გულწრფელად უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყრის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ევროკავშირის წარმომადგენლობა ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები, მედიკოსები და იქ მყოფი ადამიანები ატარებენ და იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს", ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა
შოვში სტიქიას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა. მისივე თქმით, ორშაბათს გლოვის დღე გამოცხადდება. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 7 ადამიანი.
ირაკლი ღარიბაშვილი ვერტმფრენების შეძენაზე: სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დასრულდეს
სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ იმუშავეს და დღესაც აგრძელებენ მუშაობას, ყველა ის ადამიანი, რომელიც სამაშველო სამსახურმა გუშინ იპოვა, არცერთი დაშავებულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, სტიქიის ადგილზე ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდა. „სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ იმუშავეს და დღესაც აგრძელებენ მუშაობას. ყველა ის ადამიანი, რომელიც გუშინ იპოვეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, არცერთი დაშავებულა, ყველა უვნებელი გამოიყვანა ჩვენმა სამაშველო სამსახურმა. ჩვენი სამსახურები ადგილზე იყვნენ და ვითარება იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ,“განაცხადა პრემიერმა. მან აღნიშნა, რომ რიგი ტელევიზიები და ხელმოცარული პოლიტიკოსები „მთელი დღის განმავლობაში ამორალურ ქმედებას ეწევიან.“ „ასეთ ვითარებაში, როდესაც გარდაცვლილი მოქალაქეები გვყავს და ჯერ კიდევ ოჯახის წევრები ვერ პოულობენ საკუთარ ოჯახის წევრებს, ატყუებენ მოსახლეობას, თითქოს მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და თურმე არ შევიძინეთ. ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე, გთხოვთ, ასეთ დროს მაინც შეიკავონ თავი. ინფორმაციის გაგების სერიოზული პრობლემაა. 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებენ, ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის, ხალხის დაზაფრვის. ასეთი უბედური მდგომარეობა, ასეთი ტრაგედია გვაქვს და ათმაგად ძაბავენ ხალხს. სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულონ, თურმე სამი ვერტმფრენი შეიძინეს, მაგრამ არ შეიძინეს. მთავარი არის შემდეგი, რომ ჩვენმა სამაშველო სამსახურმა 210 ჩვენი თანამოქალაქე უვნებლად გამოიყვანა,“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა. ამასთან, მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება არ არსებობს. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. მისი ინფორმაციით, 30-ზე მეტ ადამიანს კვლავაც ეძებენ. შოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა.
შოვში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში ჯარიც ერთვება
რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარიც ჩაერთვება. შესაბამისი გადაწყვეტილება შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართულ თათბირზე მიიღეს, რომლის შესახებაც მედიას ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა. როგორც პრემიერმა განცახდა, თავდაცვის ძალები ადგილზე სპეცსაშუალებებით იმუშავებენ. „მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და ჩვენს მაშველებს მიეხმარებიან, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს. მე თავად დავათვალიერე, პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრებთან ერთად სტიქიის ზონა და თქვენც შეგიძლიათ ნახოთ კადრები - ძალიან მძიმე ვითარებაა, უზარმაზარი ტალახის მასა არის ჩამოტანილი და დაფარულია, სამწუხაროდ, პრაქტიკულად, კოტეჯების ნაწილი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ვითარებაა“, - განაცხადა ღარიბაშილმა.
პრეზიდენტი: დღეს ერთიანობის და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის დროა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, მთავრობასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან კომუნიკაციაში ჩაერთოს, თუკი შოვში მომხდარი ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოში მათი დახმარება გახდება საჭირო. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. „მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენს ყველა პარტნიორ ქვეყანას. მათ დღეს უკვე სოლიდარობა გამოაცხადეს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერისგან მოვისმინე, რომ ჯერ არ ვთვლით საჭიროდ სხვა ქვეყნების, სხვა პარტნიორების დახმარებას. თუ ეს საჭიროება გამოჩნდა, მზად ვარ, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან დაკავშირებაში თუ ჩემი როლი საჭირო გახდა, ამაშიც მონაწილეობა მივიღო. ჩვენ ამ ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ ერთად და ვიქნებით ერთად,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. მან რაჭაში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. „მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის წინაშე, რაც გუშინ ღამეს და დღეს დატრიალდა. მინდა დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები ცოცხლები იქნებიან. ეს ქვეყნისთვის, სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა, რომელსაც ყოველი მოქალაქე იზიარებს. ჩვენ ტრაგედიის წინაშე გაერთიანება ვიცით. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენი ყველა შესაძლებლობებით დავეხმაროთ ადამიანებს, რათა მათი ცხოვრების ეს გაუსაძლისი პერიოდი გადალახონ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მაშველს, ყველა მოქალაქეს, რომელმაც ადგილზე ყველაფერი გააკეთა, რათა ადამიანები გადაერჩინა. მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად სოლიდარობას ვუცხადებთ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ხელისუფლებას, ყველა უწყებას, მთავრობას. დღეს ერთიანობის დრო არის და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის. მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად ყველაფერში ჩავერთვები, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება. მომავალ დღეებში თვითონაც ვნახავთ, რა კუთხით შეიძლება ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგედიის გადალახვაში. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს ისინი უსაფრთხოდ არიან. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დაახლოებით 30-მდე ადამიანს ეძებენ. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს
აშშ-ის საელჩო: ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს, ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო შოვში სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უსამძიმრებს. „ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის. ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია,“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს ისინი უსაფრთხოდ არიან. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დაახლოებით 30-მდე ადამიანს ეძებენ. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოში უკრაინის საელჩო: ვუსამძიმრებთ მოძმე ქართველ ხალხს
საქართველოში უკრაინის საელჩო შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უსამძიმრებს. „საქართველოში უკრაინის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს მოძმე ქართველ ხალხს მაღალმთიან რეგიონ რაჭაში, საკურორტო სოფელ შოვში მეწყერის შედეგად ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს. ქედს ვიხრით ღრმა მწუხარებით“, – ნათქვამია საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებაში. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს, ისინი უსაფრთხოდ არიან. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართული თათბირის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „ჩვენ გვქონდა მსჯელობა, რომ დღეს და შაბათ-კვრას მუშაობას აქტიურად გააგრძელებენ და ჩვენი გადაწყვეტილებით გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 7 ადამიანი.