ძებნის რეზულტატი:
სახალხო დამცველი: სამწუხაროდ, მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. სახალხო დამცველი მადლობას უხდის სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ ადამიანს გაწეული ძალისხმევისა და თავდადებისთვის და იმედოვნებს, რომ ძალისხმევის შედეგად ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დრომდე დაკარგულია, ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს. „სამწუხაროდ, მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან. სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარსა და მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციის საკითხებს,“- ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, დაღუპულია 11 ადამიანი.
შსს: შოვის სამაშველო ოპერაციაში დრონები და კინოლოგთა ჯგუფი მონაწილეობენ
ბოლო ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ძებნა-შველის სამუშაოში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.„სამაშველო ოპერაციას ადგილზე ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი.დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა განაახლა მუშაობა, რომლის საშუალებითაც, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადმოყვანა მოხერხდა,“ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს, ისინი უსაფრთხოდ არიან. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთი ბელორუსში, სტრატეგიულ ობიექტზე ტერაქტს გეგმავს
უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ბელორუსში ტერაქტს გეგმავს სტრატეგიულ ობიექტზე, რომ თავდასხმა უკრაინას დააბრალოს. კერძოდ ტერორისტულ თავდასხმას ამზადებს რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული სამხედრო პერსონალისა და რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლების დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი, რომლებიც ბელორუსის ტერიტორიაზე გაგზავნეს, როგორც „ვაგნერელები.“ უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა მოზირის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იგეგმება, რაც რუსეთის მხრიდან ბელარუსის სრულმასშტაბიან ომში ჩათრევას ისახავს მიზნად. ბელორუსში დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე წყაროდან მიიღო. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის ჩვენებიდან, რომელიც უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეს რეგიონში დააკავეს.
აზერბაიჯანი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს საქართველოს სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში
აზერბაიჯანი მზად არის, საქართველოს გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებსა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ინფორმაცია ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა. „აზრებაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღრმა სამძიმარი გამოუცხადა მძიმე სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მოძმე საქართველოს მთავრობას და ხალხს, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. ჯეიჰუნ ბაირამოვმა იმედი გამოთქვა, რომ დაკარგულებს მალე იპოვიან. „მინისტრმა ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და მზად არის, გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებისა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრის კუთხით. მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მას მადლობა გადაუხადა გამოხატული სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის,“ – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში. „ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სოციალურ ქსელში წერს. „ღრმა მწუხარებით შევიტყვე რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის შესახებ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ“, – წერს თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი. კურორტ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანიც. „ჩემი უღრმესი და გულწრფელი სამძიმარი საქართველოს დასავლეთ ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული კატასტროფის გამო, რომელმაც უდანაშაულო სიცოცხლეები შეიწირა და არსებითი დაზიანება გამოიწვია. ჩემი მტკიცე სოლიდარობა და თანაგრძნობა საქართველოს მოძმე ხალხს და ხელმძღვანელობას ამ ღრმა მწუხარების მომენტში. სრული იმედით, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულები, რომლებიც კვლავ სტიქიის ზონაში არიან, შეძლებენ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სახლში,“ – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა. შოვში სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს საქართველოში თურქეთის საელჩოც. „დიდი მწუხარებით შევიტყვეთ შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაკარგული პირების შესახებ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. თანაგიგრძნობთ, საქართველო,“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მეწყერი იქ 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი. 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
უკრაინამ 44 დამცველის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინამ 44 დუკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაიბრუნა, იტყობინება რეინტეგრაციის სამინისტრო. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების დაბრუნება უკრაინული და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მოხერხდა. 14 ივლისს კიდევ 62 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნეს უკრაინაში.
ლიეტუვა ბელორუსისა და რუსეთის 1000-ზე მეტ მოქალაქეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აცხადებს
ლიეტუვამ ქვეყანაში მცხოვრები რუსეთისა და ბელორუსის ათასზე მეტი მოქალაქე ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოაცხადა და განაცხადა, რომ მათ მუდმივი ბინადრობის ნებართვას ართმევს. კერძოდ, ლიეტუვის შეფასებით, ქვეყანაში მცხოვრები ბელორუსის და რუსეთის 1,164 მოქალაქე საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. მიგრაციის დეპარტამენტმა პარასკევს განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნებოდა საჯარო და არასაჯარო ინფორმაციის შეფასებას. უწყების თქმით, მათგან 910 ბელორუსის, ხოლო 254 - რუსეთის მოქალაქეა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მთავრობამ რუსებს და ბელორუსებს სთხოვა, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ყირიმის სტატუსის შესახებ კითხვარს უპასუხონ. ბალტიისპირეთის ქვეყანა ლიეტუვამ თავისი დამოუკიდებლობა 30 წელზე მეტი ხნის წინ გამოაცხადა. ლიეტუვა ევროკავშირისა და NATO-ს წევრია. ეს ქვეყანა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, კიევის ძლიერი მხარდამჭერია.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული. „ნაწილი ამოცნობილია, რა ინფორმაციაც მე მაქვს, მაგრამ ყველა არა. დაკარგულებში, სამწუხაროდ, ბავშვები არიან. სამედიცინო დახმარების კუთხით, ადგილზე მობილიზებულია სხვადასხვა ტიპის ბრიგადა, სხვადასხვა კვალიფიკაციის. ალტერნატიული გზა გაჰყავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ გზით მოხდება ადგილამდე მისვლა“, - აღნიშნა მინისტრმა. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მეწყერი იქ 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი. 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სტიქიის ზონიდან გამოყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. თავის მხრივ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ შეხვდნენ იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებთან დაკავშირებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. მღებრიშვილის განცხადებით, მათ გამოთქვეს სურვილი, უშუალოდ ნახონ სტიქიის ეპიცენტრი და აღნიშნა, რომ სურვილს დაუკმაყოფილებენ. „ჩვენ მზად ვართ, შევიყვანოთ ვერტმფრენის საშუალებით და თავად ნახონ, რა მძიმე სიტუაციაა. გამოთქვეს სურვილი და ჩვენ ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, ეს სურვილი დავაკმაყოფილოთ“, – განუცხადა მედიას თემურ მღებრიშვილმა. ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი მეგრელიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის მოვლენები არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული პროცესებია. „ვიმყოფებოდით სტიქიის ზონაში, ძალიან მასშტაბური სტიქიური მოვლენა განვითარდა, ტიპური გლაციალური ღვარცოფი; საკმაოდ დიდ მოცულობასთან გვაქვს საქმე. პროცესების წინასწარი შეფასება შესაძლებელია, მაგრამ პროგნოზირება როდის და რა დროს მოხდება ეს ფაქტობრივად გამორიცხულია და ამას ვერავინ იტყვის. მსგავსი ტიპის მოვლენა მრავალი ათწლეულია, საქართველოში არ დაფიქსირებულა, საკმაოდ მასშტაბური სტიქიური მოვლენა იყო, ბევრად აღემატებოდა მოცულობით დევდორაკს, იგივე მესტია ჭალას. სამწუხაროდ, სახეზე მივიღეთ ასეთი შედეგი. სტიქიის ზონაში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და სამძებრო აქტი. ამ ეტაპზე ხეობაში მსგავსი პროცესების განმეორების საფრთხე და რისკი არის მინიმალური, რადგან დიდი მოცულობა უკვე ჩამოსულია; თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ არსებობს, რადგან გვაქვს ბევრი მყინვარი: თბილისის მყინვარი, ბუბას მყინვარი, იგივე ჭანჭახის ხეობა; ბევრგან შეიძლება, განვითარდეს მსგავსი ტიპის მოვლენა და ამისგან დაზღვეული არ ვართარა მარტო რაჭის რეგიონში, ეს შესაძლოა, იყოს სვანეთი, ყაზბეგი, რადგან, როგორც აღვნიშნე, კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას მოსდევს მსგავსი ტიპის პროცესები,“– განაცხადა ირაკლი მეგრელიძემ.
Wondernet Express Investment Group-ი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს სტიქიის ზონაში დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად
კომპანია Wondernet Express Investment Group-ი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს შოვში, სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. „ვართ იმედით და რწმენით, რომ დაკარგული ადამიანები უვნებლები დაუბრუნდებიან ოჯახებსა და ახლობლებს. ამავე დროს, კომპანია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს სტიქიის ზონაში დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. კომპანიამ უკვე მიმართა სხვადასხვა ორგანიზაციას, ოფიციალურ უწყებას და აღნიშნული მზადყოფნა დაუდასტურა.“ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ. მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა.
გაეროს განცხადებით, შოვის სტიქია კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების მკვეთრი შეხსენებაა
გაერთიანებული ერების ორგანიზცია შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ „ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას კლიმატის ცვლილების შერბილების, მდგრადობის გაძლიერებისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართ.“ ეს მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭის რეგიონში მომხდარი ტრაგიკული მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ კატასტროფის შედეგად ოჯახის წევრები დაკარგა. ჩვენი ფიქრები მათთანაა, ვინც ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, ისევე როგორც მათთან, ვინც დაშავებულია და კატასტროფას გადაურჩა. ხაზს ვუსვამთ, რომ ქალები, ბავშვები და სხვა სოციალური ჯგუფები შესაძლოა, განსაკუთრებით დაუცველები იყვნენ ასეთი კატასტროფების ზემოქმედების მიმართ. გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველების, პოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის გმირობის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული და დაუღალავად აგრძელებს მუშაობას ადგილზე, რათა ყველა დაზარალებულის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იყოს. გაერო სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს ამ რთულ პერიოდში. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მთავრობას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ჰუმანიტარულ პარტნიორებს კლიმატური კატასტროფების საფრთხის წინაშე მყოფი თემების მდგრადობის გაზრდის მიზნით, ერთიანი ძალისხმევის კოორდინაციაში. შოვში განვითარებული მეწყერი გამოწვეულია ინტენსიური ნალექითა და მდინარის ბუნებრივი კაშხლებით. ეს მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას კლიმატის ცვლილების შერბილების, მდგრადობის გაძლიერებისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართ,“ აღნიშნულია გაერთიანებული ერების საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შოვში სტიქიის მეორე დღე: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 11 ადამიანი. უწყების ცნობით, სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 210 ადამიანი. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ დროისთვის 25 მოქალაქეს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძებნა-შველის სამუშაოში მონაწილეობენ: 400 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი; ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. პრემიერ-მინისტრის თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში ჯარიც ერთვება. მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
თავდაცვის სამინისტრო: შოვისკენ უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი
საქართველოს თავდაცვის ძალები ონის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოს ეფექტიანად განსახორციელებლად დღეიდან ჩაერთო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების მიღებისთანავე შოვის მიმართულებით უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით. ამასთან, სამხედრო ინჟინრებს დამეწყრილ ზონაში გადაადგილებისთვის ქვეითი საპონტონე ხიდებიც მიაქვთ. შოვში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად, კოპიტნარის ბაზიდან კი, ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა მიემგზავრება. „ქვედანაყოფი უახლესი თაობის სამაშველო საშუალებებით არის აღჭურვილი, რომელიც ქართულ მხარეს დანიის სამეფომ გადასცა. პირად შემადგენლობას ასევე, გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ჩართულობის მიმართულებებსა და საჭიროებებს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. სალიკვიდაციო სამუშაოს განსახორციელებლად სრულ მზადყოფნაშია აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სპეციალური სამხედრო ტექნიკითა და საშუალებებით, რომლებიც ამოცანების მიღებისთანავე ჩაერთვებიან სამაშველო და გაწმენდით ღონისძიებებში,“- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო: სამძიმარს ვუცხადებთ რაჭაში ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. „ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ვინც ამ ტრაგიკული შემთხვევის დროს დაიღუპა,“ – ნათქვამია Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში. აშშ-ის საელჩო: ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს, ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის
ფაშინიანი: ძალიან შოკირებული ვარ, ამ მძიმე მომენტში ვიზიარებთ მოძმე ქართველი ხალხის ღრმა მწუხარებას
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. „ძალიან შოკირებული ვარ იმ სტიქიით, რომელმაც ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა და ნგრევა გამოიწვია საქართველოს რაჭის რეგიონში. სომეხი ხალხისა და სომხეთის მთავრობის სახელით, ისევე როგორც ჩემი სახელით, თანაგრძნობას და თანადგომას გიცხადებთ თქვენ და მოძმე ქართველ ხალხს. დაღუპულთა ახლობლებსა და მეგობრებს სულის სიმტკიცეს ვუსურვებ, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას. ამ მძიმე მომენტში ვიზიარებთ მოძმე ქართველი ხალხის ღრმა მწუხარებას,“- ნათქვამია ფაშინიანის განცხადებაში.
თემურ მღებრიშვილი: ხვალ დილიდან, ფართოდ გაშლილ პერიმეტრზე დავიწყებთ საძიებო სამუშაოს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან და სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში ინტენსიური სამძებრო სამუშაო ამ წუთებშიც გრძელდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ თათბირზე განისაზღვრა დამატებით ამოცანები, რაც ხვალიდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს. შესაბამის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „თავდაცვის სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი დამატებით იქნება ჩართული. ემატება მძიმე ტექნიკაც. დღეს, დღის განმავლობაში მოხდა მდინარის მარჯვენა მხარეს ტექნიკის გადაყვანა და მიმდინარეობს გარკვეული სამუშაო, რომ ახლოს მივიდეთ კონკრეტულ ლოკაციებამდე. როგორც იცით დღეს, პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, ჩატარდა საგანგებო თათბირი, სადაც დამატებით განისაზღვრა ამოცანები, რაც ხვალიდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს. დამატებით თავდაცვის სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი იქნება ჩართული. ემატება მძიმე ტექნიკაც. დღეს, დღის განმავლობაში მოხდა მდინარის მარჯვენა მხარეს ტექნიკის გადაყვანა და მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, რომ ახლოს მივიდეთ კონკრეტულ ლოკაციებამდე. ასევე, ვადასტურებთ 11 ადამიანის გარდაცვალებას, რომელთა ცხედრებიც გადმოსვენებულია სტიქიის ზონიდან და პროზექტურაშია გადასვენებული. ამ წუთებშიც გრძელდება ინტენსიური სამძებრო სამუშაო. დღეს თქვენ როგორც იცით, შევხვდით იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, ვისთანაც ვერ ხერხდება დაკავშირება. მათ ავუხსენით დეტალურად, თუ რა სახის სამუშაო მიმდინარეობს. დამატებით მათ შევთავაზეთ, რომ ვერტმფრენის საშუალებით შევიყვანდით სტიქიის ზონაში, რომ თვითონ დარწმუნდნენ და ნახონ, რამდენად რთულ პირობებში გვიწევს სამაშველო სამუშაოს ჩატარება, რისი სურვილიც მათ გამოთქვეს“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, მსურველები, რა თქმა უნდა, არიან, თუმცა ამ ეტაპზე მოხალისეების საკითხი დღის წესრიგში არ დგას „გარკვეული ტერიტორიით უკვე წინ წავიწიეთ და მძიმე ტექნიკის გადაყვანა მოხერხდა მდინარის მარცხენა ნაპირზე, სადაც უკვე რამდენიმე ცხედარი აღმოაჩინეს. ხვალ დილიდან ფართოდ გაშლილ პერიმეტრზე დავიწყებთ საძიებო სამუშაოებს. რაც შეეხება ტექნიკის საჭიროებას, პირველივე დღიდან მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკის შესაბამისი რაოდენობა, თუმცა ვერ ხერხდებოდა მიწის მასის გამო ტექნიკის გადაადგილება. დღეს მოგვეცა საშუალება, რომ ორი ერთეული მძიმე ტექნიკა გადასულიყო მდინარის მეორე მხარეს. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა მძიმე ტექნიკის დამატებითი მობილიზება, რათა ხვალ დილიდან უფრო აქტიური ფაზა დავიწყოთ. 400 მეხანძრე-მაშველია ადგილზე მობილიზებული და ამ წუთასაც მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. იმედს ვიტოვებთ, რომ ვნახავთ ამ ადამიანებს ცოცხლებს, თუმცა მოლოდინი შეიძლება, 50/50-ზე იყოს,“ განაცხადა თემურ მღებრიშვილმა „იმედის“ ეთერში.
წითელი ჯვარი: შოვში, სტიქიის ზონაში საძიებო სამუშაოს დროს, ტეტანუსის აცრის მობილური პუნქტი იმუშავებს
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცნობით, შოვში, დამეწყრილი ზონიდან 100 მეტრის რადიუსში ტეტანუსის აცრის მობილური პუნქტი იფუნქციონირებს. შესაბამის ინფორმაციას ორგანიზაცია Facebook-ზე ავრცელებს. „ყველა დაზარალებულმა ან მოხალისემ, რომელიც იმყოფება ან ასრულებს ფიზიკურ სამუშაოს სტიქიის უბნებში, ნებისმიერი, თუნდაც მცირე ზომის ჭრილობის ან მეწყრულ მასასთან შემხებლობის შემთხვევაშიც კი, უნდა მიმართოს დაავადებათა კონტროლის ტეტანუსის აცრის მობილურ პუნქტს. აცრის პუნქტი განთავსებულია შოვში, დამეწყრილი ზონიდან 100 მეტრის რადიუსში და იფუნქციონირებს 10:00-18:00 საათებში, ვიდრე მიმდინარეობს საძიებო სამუშაო.“
ზელენსკი: ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ საზოგადოებას თანაგრძნობას უცხადებს რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო. ზელენსკის განცხადება მისივე Twitter-ზე, ქართულ ენაზე გავრცელდა. „ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საუდის არაბეთში უკრაინის შესახებ სამიტზე, ჩინეთი ევრაზიის საკითხებში სპეცწარმომადგენელს გზავნის
საუდის არაბეთში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას ჩინეთიც მიიღებს. პეკინი სამიტზე საგანგებო დესპანს ევრაზიის საკითხებში, ლი ჰუის გზავნის. უკრაინელი და დასავლელი დიპლომატები იმედოვნებენ, რომ ჯედაში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების და 40-მდე ქვეყნის სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირების შეხვედრაზე შეთანხმდებიან სამომავლო სამშვიდობო მოგვარების ძირითად პრინციპებზე, რათა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი დასრულდეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. WSJ: საუდის არაბეთი უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთის გარეშე უმასპინძლებს „საუდის არაბეთის სამეფოს მოწვევით ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი, ლი ჰუი უკრაინულ საკითხზე შეხვედრაში მონაწილეობისთვის ჯიდას ეწვევა. ჩინეთი მზად არის, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ითანამშრომლოს, რათა გააგრძელოს უკრაინაში კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების ძიებაში კონსტრუქციული როლის თამაში,” - წერია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ჩინეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებში სპეციალურ წარმომადგენელს გზავნის - პეკინი „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ კომუნიკაციას იწყებს პირველი ვიზიტი ომის შემდეგ - რა მისიით ჩავიდა ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინაში
დანილოვი: კიევი არ აპირებს, მტრის სამხედრო სამიზნეების განადგურების ნებართვა ვინმეს სთხოვოს
კიევი არ აპირებს, ვინმეს სთხოვოს მტრის სამხედრო სამიზნების განადგურების ნებართვა. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა უკრაინულ რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. „ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ჩავთვლით საჭიროდ, რომ პირველ რიგში, საკვები პროდუქტები მივაწოდოთ მსოფლიოს და მეორეც, უზრუნველვყოთ ჩვენი ეკონომიკური კომპონენტი ჩვენი სოფლის მეურნეობის მწარმოებლებისთვის,“ - განაცხადა ოლექსი დანილოვმა. ცნობისთვის, „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. წყაროებისვე ცნობით, შავ ზღვაში, ნოვოროსიისკის უბეში, სპეცოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჩაატარეს. მისივე ცნობით, 450 კილოგრამი ტროტილით დატვირთული წყალზედა დრონით დააზიანეს რუსეთის დიდი სადესანტო გემი - „ოლენოგორსკი გორნიაკი“, რომელზეც ეკიპაჟის 100-მდე წევრი იმყოფებოდა. წყარო ამბობს, რომ დაზიანების გამო, გემი საბრძოლო ამოცანების შესრულებას ვეღარ შეძლებს. 4 აგვისტოს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წინა ღამით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი უეკიპაჟო კატერით (საზღვაო დრონი) ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე შეტევა სცადეს. რუსეთი ამტკიცებდა, რომ კატერები ბაზის დამცველმა სამხედრო გემებმა გაანადგურეს. „უკრაინსკა პრავდას“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში წყარომ განუმარტა, რომ რუსეთის განცხადება შეტევის მოგერიების შესახებ, სიყალბეა.
ოლივერ ვარჰეი: ჩვენი ფიქრებითა და ლოცვით ახლა ქართველ ხალხთან ვართ
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. „ვუსამძიმრებ ოჯახებს და მეგობრებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები შოვში, ტრაგიკული მეწყერის დროს. იმედი მაქვს, სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებული იქნება. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვით ახლა ქართველ ხალხთან ვართ,“წერს ოლოვერ ვარჰეი Twitter-ზე. 4 აგვისტოს, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში ჯარი ერთვება. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან. მეწყერი შოვში სამ აგვისტოს ჩამოწვა.
7 აგვისტო გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გამოიცა შესაბამისი განკარგულება. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ამასთან, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე,“ ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 4 აგვისტოს, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში ჯარი ერთვება. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან. მეწყერი შოვში სამ აგვისტოს ჩამოწვა.
თავი შეიკავეთ სტიქიის ზონაში დრონების თვითნებურად გამოყენებისგან – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
შოვში სტიქიის მესამე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. „ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. აქვე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის,“ წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. 4 აგვისტოს, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში ჯარი ერთვება. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან. მეწყერი შოვში სამ აგვისტოს ჩამოწვა.