ძებნის რეზულტატი:

ნეთანიაჰუ: „ჰამასის“ წინააღმდეგ შურისძიება მხოლოდ ახლა დაიწყო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების შურისძიება ისრაელის მიწაზე ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშინელი თავდასხმისთვის, მხოლოდ ახლა დაიწყო. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ჰამასის მებრძოლი ჯგუფის წინააღმდეგ "უზარმაზარ ძალას" გამოიყენებს. მოსახლეოსადმი მისი მიმართვიდან გზავნილები ასეთია: ღაზაში საჰაერო დარტყმები მხოლოდ დასაწყისია ყველაფერს გავაკეთებთ ღაზაში ტყვედ მყოფი ისრაელელებისთვის. რამდენიმე პალესტინელი შეიარაღებული პირი კვლავ ისრაელის შიგნით იმყოფება ნეთანიაჰუმ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, შექმნან ფართო კოალიციური მთავრობა მას შემდეგ, რაც შაბათს ორი უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მცდელობა ჩაიშალა. შაბათის შავდასხმის შემდეგ, ისრაელში დაახლოებით, 900 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 260 ადამიანი, ჰამასის შეიარაღებულმა პირებმა მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს. ისრაელში აშშ-ის 9 მოქალაქე დაიღუპა. ბრიტანეთის 10 მოქალაქე კი, დაკარგული ან დაღუპულია. ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს ინსტრუქციებს, რომლითაც მოუწოდებენ ისრაელელებს, დარწმუნდნენ, რომ მათ აქვთ საკვებისა და წყლის ის რაოდენობა რაც სულ მცირე 72 საათის განმავლობაში დასჭირდებათ. „ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა ოჯახმა უზრუნველყოს წყალი, საკვები, მედიკამენტები და საჭირო აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციებისთვის,“ – ნათქვამია განცხადებაში. მოსახლეობას ასევე ურჩევენ, იპოვონ სად არის მათი უახლოესი თავშესაფარი და დარწმუნდნენ, რომ მათ იციან გზა, თუ როგორ მივიდნენ თავშესაფრამდე. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელი ღაზის სექტორის სრულ ბლოკადას გეგმავს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ზელენსკი: რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გამოწვევით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებთან, ასევე, დიპლომატებთან შეხვედრა გამართა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით. „ჩვენთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას - არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის. არსებული ინფორმაციით - ძალიან მკაფიოა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გამოწვევით, რათა ტკივილისა და ტანჯვის ახალმა წყარომ მსოფლიო ერთიანობა  შეარყიოს, გაზარდოს უთანხმოება და წინააღმდეგობები და ეს დაეხმაროს მას ევროპაში თავისუფლების განადგურებაში. ჩვენ ვხედავთ რუს პროპაგანდისტებს, რომლებიც ხარობენ. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსკოვის ირანელი მეგობრები ღიად უჭერენ მხარს მათ, ვინც თავს დაესხა ისრაელს. და ეს ყველაფერი ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე მსოფლიო ამჟამად აღიქვამს. წარსულის მსოფლიო ომები ადგილობრივი აგრესიით დაიწყო,“ - აღნიშნა ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას. „ჩვენ ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ ამ საფრთხეს,“ - დაამატა ზელენსკიმ და აღნიშნა: „ვამზადებთ შესაბამის ნაბიჯებს. და რაც მთავარია, ჩვენ ვაცნობიერებთ მსოფლიოში მაქსიმალური ერთიანობის აუცილებლობას,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მან ცივილიზებული სამყაროს ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „დღეს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას მივმართე, პირველ რიგში, ერთიანობის საკითხზე. მსოფლიოს ყველა სახელმწიფომ ახლა უნდა აირჩიოს, როგორ დაიცავს საერთაშორისო სამართალს. დაიცავი! არ დადგეთ განზე, როდესაც ტერორი ცდილობს, დაიპყროს და როდესაც მსოფლიოს სხვა რეგიონი შეიძლება, ჩვენ თვალწინ დაინგრეს. მადლობელი ვარ ყველა ლიდერისა და სახელმწიფოსი, რომლებიც ახლა სრულად აცნობიერებენ საშიშროებას და მზად არიან, ერთად იმუშაონ სიტუაციის კონტროლის მიზნით,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.  შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელი ღაზის სექტორის სრულ ბლოკადას გეგმავს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ნეთანიაჰუ: ყოველთვის ვიცოდით, რა არის „ჰამასი“, ახლა კი, მთელმა მსოფლიომ იცის: ჰამასი არის ISIS

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ისრაელი ომშია საკუთარი არსებობის უზრუნველსაყოფად და რომ სისასტიკეს, რომელსაც „ჰამასი“ ახორციელებს, ISIS-ის [ისლამური სახელმწიფო] შემდეგ არ უნახავთ. „ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რა არის „ჰამასი“. ახლა მთელმა მსოფლიომ იცის. ჰამასი არის ISIS-ი. ...და ჩვენ დავამარცხებთ ზუსტად ისე, როგორც განვითარებულმა სამყარომ დაამარცხა ISIS-ი.” ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების შურისძიება ისრაელის მიწაზე ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშინელი თავდასხმისთვის, მხოლოდ ახლა დაიწყო. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ჰამასის მებრძოლი ჯგუფის წინააღმდეგ "უზარმაზარ ძალას" გამოიყენებს. მოსახლეოსადმი მისი მიმართვიდან გზავნილები ასეთია: ღაზაში საჰაერო დარტყმები მხოლოდ დასაწყისია ყველაფერს გავაკეთებთ ღაზაში ტყვედ მყოფი ისრაელელებისთვის. რამდენიმე პალესტინელი შეიარაღებული პირი კვლავ ისრაელის შიგნით იმყოფება ნეთანიაჰუმ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, შექმნან ფართო კოალიციური მთავრობა მას შემდეგ, რაც შაბათს ორი უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მცდელობა ჩაიშალა. შაბათის შავდასხმის შემდეგ, ისრაელში დაახლოებით, 900 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 260 ადამიანი, ჰამასის შეიარაღებულმა პირებმა მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს. ისრაელში აშშ-ის 9 მოქალაქე დაიღუპა. ბრიტანეთის 10 მოქალაქე კი, დაკარგული ან დაღუპულია. ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს ინსტრუქციებს, რომლითაც მოუწოდებენ ისრაელელებს, დარწმუნდნენ, რომ მათ აქვთ საკვებისა და წყლის ის რაოდენობა რაც სულ მცირე 72 საათის განმავლობაში დასჭირდებათ. „ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა ოჯახმა უზრუნველყოს წყალი, საკვები, მედიკამენტები და საჭირო აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციებისთვის,“ – ნათქვამია განცხადებაში. მოსახლეობას ასევე ურჩევენ, იპოვონ სად არის მათი უახლოესი თავშესაფარი და დარწმუნდნენ, რომ მათ იციან გზა, თუ როგორ მივიდნენ თავშესაფრამდე. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელი ღაზის სექტორის სრულ ბლოკადას გეგმავს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ღაზის საზღვარზე კონტროლი დაიბრუნეს

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, მათმა სამხედროებმა ღაზას საზღვარზე კონტროლი დაიბრუნეს. მისივე თქმით, საბრძოლო-საინჟინრო ჯარები საზღვრის გალავნის ხვრელების მახლობლად მდებარე ტერიტორიების დანაღმვაზე მუშაობენ. „გასული დღის განმავლობაში სასაზღვრო ღობიდან არცერთი ტერორისტი არ შემოსულა,“ - აღნიშნა დანიელ ჰაგარმა მედიასთან საუბარში. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ტერორისტების მცირე რაოდენობა ისრაელის ტერიტორიაზე კვლავ იმალება. შაბათის თავდასხმების შემდეგ ისრაელში დაახლოებით, 900 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 260 ადამიანი მუსიკალურ ფესტივალზე. ღაზაში საჰაერო თავდასხმების შედეგად, 690 ადამიანი დაიღუპა. გაეროში ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ ღაზაში 150-მდე მძევალია.  

უკრაინა რუსეთთან დაკავშირებული მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას გეგმავს

უკრაინა რუსეთთან დაკავშირებული მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას აპირებს.  შესაბამისმა კანონპროექტმა უკრაინის პარლამენტში განსახილველად საჭირო ხმების რაოდენობა დააგროვა. უკრაინის უმაღლესმა რადამ 5 ოქტომბერს დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (UOC-MP) საქმიანობას. პარლამენტში საჭირო 226 ხმის შეგროვების შემდეგ შეთავაზებული კანონპროექტი ოფიციალურად დარეგისტრირდა განსახილველად. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ისეთი რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერება, რომლებიც ომის პროპაგანდას ეწევიან და უკრაინაში რუსეთის შეჭრას ამართლებენ. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების 54% მიიჩნევს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას საქმიანობა უნდა აეკრძალოს.  

რუსული მხარის ცნობით, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს

პალესტინა რუსულ მხარესთან რეგულარულ კონტაქტებს ინარჩუნებს და ამჟამად მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში პალესტინის ელჩმა, აბდელ ჰაფიზ ნოფალმა განაცხადა. მისივე თქმით, პალესტინური მხარე ისრაელთან კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციას აფასებს. „ვაგრძელებთ ყოველდღიურ კონტაქტს მოსკოვთან. ახლა მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის,“ - განაცხადა ნოფალმა.  

ამერიკელი გენერალი ირანს აფრთხილებს, არ ჩაერთოს ისრაელის კრიზისში

აშშ-ის საჰარეო ძალების გენერალი ჩარლზ ბრაუნი ირანს აფრთხილებს, არ ჩაერთოს ისრაელის კრიზისში და აცხადებს, რომ არ სურს კონფლიქტის გაფართოება, რადგან ლიბანის შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელს რაკეტები ესროლა. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ირანი თანამონაწილე იყო, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს არ გააჩნია რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ირანის უშუალო მონაწილეობაზე ისრაელში პალესტინის ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმებში. ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა არის მისი გზავნილი ირანისადმი, ჩარლზ ბრაუნმა, უპასუხა: „არ ჩაერთოს.“ „ჩვენ გვსურს, გავაგზავნოთ საკმაოდ ძლიერი გზავნილი. ჩვენ არ გვინდა ეს გაფართოვდეს და იდეა არის ის, რომ ირანმა ეს გზავნილი ხმამაღლა და ნათლად მიიღოს,” – განაცხადა ბრაუნმა Reuters-ის ცნობით. რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას  

აშშ ისრაელისთვის საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო მასალის მიწოდებას აჩქარებს - Reuters

აშშ ისრაელს საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო მასალას დამატებით გაუგზავნის და მხარდაჭერას ზრდის. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. „ჩვენ ვზრდით ისრაელის მხარდაჭერას... ჩვენ ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე ჩვენს კოლეგებთან ისრაელში, რათა განვსაზღვროთ და შემდეგ მხარი დავუჭიროთ მათ ყველაზე გადაუდებელ საჭიროებებს. მან არ დააკონკრეტა, თუ რა სჭირდება ისრაელს, მაგრამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კონტაქტზეა ისრაელთან, რათა ისრაელის საჭიროებები დააკმაყოფილოს. ოფიციალურმა პირმა ასევე უარყო შეშფოთება იმის შესახებ, რომ აშშ შესაძლოა, ვერ დაეხმაროს ისრაელს იმ ფონზე, როდესაც ის უკრაინას იარაღს აწვდის. „ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ მხარდაჭერა როგორც უკრაინის, ასევე ისრაელის მიმართ და შევინარჩუნოთ ჩვენი გლობალური მზადყოფნა,“ – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 9 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელში დაღუპულთა შორის 11 ამერიკელი მოქალაქეა და რომ „ჰამასის“ მძევლებს შორის, სავარაუდოდ, აშშ-ის მოქალაქეები არიან. ოფიციალური წყაროს თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია ღრმად შეშფოთებულია „ჰეზბოლას“ კონფლიქტში შესვლით და ომში მეორე ფრონტის გახსნით. აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ჯერ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ირანი იდგა ისრაელში თავდასხმის უკან. მანამდე „ვოლ სთრით ჯორნალის“ მიერ მოპოვებულ მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ ირანის უსაფრთხოების წარმომადგენლები დაეხმარნენ „ჰამასს“ თავდასხმის დაგეგმვაში. „რა თქმა უნდა, ირანი არის სურათზე. ირანი წლების განმავლობაში უჭერდა მხარს „ჰამასსა“ და „ჰეზბოლას“. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს „ვოლ სთრით ჯორნალის“ ისტორიის სპეციფიკას ამ დროისთვის,“ – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  

კახეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ძებნილი დააკავა

პოლიციამ საგარეჯოში, 14 წლის ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 27 წლის ძებნილი კაცი დააკავა. შსს-ს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, 14 წლის გოგოს მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულებით ქორწინების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ფაქტებზე, 1996 წელს დაბადებული, ძებნილი, ა.ს. დააკავეს. 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა მამაკაცმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ა.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა150-ე პრიმა მუხლით. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება,“ - აცხადებენ შსს-ში.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ. 2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ. ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, რომელთა სია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

WP: თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს

თეთრი სახლი განიხილავს სტრატეგიას, რომ უკრაინის დაფინანსება უზრუნველყოს ისრაელისთვის სასწრაფო დახმარების მოთხოვნით. ამის შესახებ Washington Post-ს ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს. როგორც გამოცემა წერს, ეს მიდგომა მიზნად ისახავს, გაზარდოს კონგრესის მიერ უკრაინის დახმარების დამტკიცების ალბათობა, მიუხედავად იმისა, რომ პალატის რესპუბლიკელების მხრიდან მზარდი წინააღმდეგობაა. ადმინისტრაციის ორმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ასეთ ნაბიჯს შესაძლოა, ჰქონდეს სტრატეგიული დატვირთვა, რადგან მას შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს ულტრამემარჯვენე ფრაქციაზე, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარების გაზრდას, მაგრამ მტკიცედ ემხრობა ისრაელის მხარდაჭერას. რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი ფიგურები დაუკავშირდნენ როგორც პალატის, ისე სენატის ლიდერებს, ასევე გავლენიანი კომიტეტების წევრებს და განუცხადეს, რომ თეთრი სახლი აპირებს, მოითხოვოს კონგრესის თანხმობა ისრაელისთვის დამატებითი სამხედრო დახმარებისთვის. ეს გადაწყვეტილება მიღებულია „ჰამასის“ ბოლო თავდასხმის საპასუხოდ, რომლებმაც შეაღწიეს ისრაელში და წამოიწყეს ყველაზე სასიკვდილო თავდასხმა 1973 წლის იომ კიპურის ომის შემდეგ. „ვაშინგტონ პოსტის“ წყაროების ცნობით, დახმარების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა შეიძლება უახლოეს კვირაში წარადინონ. რა გავლენა ექნება კონგრესის სპიკერის არჩევას უკრაინის დახმარებაზე  

ისრაელის თავდაცვის ძალები ასობით ჯარისკაცს ევროპიდან ისრაელში აბრუნებს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები ასობით ჯარისკაცს ევროპიდან ისრაელში აბრუნებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გასული დღის განმავლობაში ასობით ჯარისკაცი ევროპიდან ისრაელში დააბრუნა, რათა ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომში იბრძოლონ. თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავები C-130 და C-130J გუშინ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაფრინდნენ, რათა სამხედრო მოსამსახურეები ისრაელში დაებრუნებინათ. ოპერაცია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით განხორციელდა.  

WSJ: ამერიკელი სენატორები უკრაინისთვის 50-100 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს მხარს უჭერენ

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკელმა სენატორებმა 50-100 მილიარდი დოლარის ერთწლიანი დახმარების პაკეტისადმი ორპარტიული მხარდაჭერა დააფიქსირეს. შეთანხმების შემთხვევაში, პაკეტი, შეიძლება, მიმდინარე ხარჯების კანონპროექტის ვადის ამოწურვამდე, 17 ნოემბერს მიიღონ. შემოთავაზებული პაკეტის ოდენობა 50-დან 100 მილიარდ დოლარამდე მერყეობს და მნიშვნელოვანი ზრდაა 24 მილიარდი დოლარის დაფინანსების შემდეგ, რომელიც ბაიდენმა კონგრესს აგვისტოში შესთავაზა. სენატორებმა Wall Street Journal-ს განუცხადეს, რომ ერთი დიდი დაფინანსების პაკეტი "უკრაინას ნდობის განცდას მისცემს" და "პოლიტიკური თვალსაზრისითაც" უფრო ხელსაყრელია. შეგახსენებთ, უკრაინის დაფინანსება 30 სექტემბერს მიღებული ხარჯების კანონპროექტიდან ამოიღეს, რათა თავიდან აეცილებინათ აშშ-ის მთავრობის დახურვა, რამაც თავის მხრივ, ეჭვები გამოიწვია ამერიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. რა გავლენა ექნება კონგრესის სპიკერის არჩევას უკრაინის დახმარებაზე  

ISW: ამინდის გაუარესების ფონზე, უკრაინის ჯარები წინ მიიწევენ

ცუდი ამინდის მიუხედავად, უკრაინული ძალები დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში და ბახმუტის მახლობლად, წინ მიიწევენ. ამის შეახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უკრაინული მხარის ცნობებს ეყრდნობა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კერძოდ, ტავრიის ჯგუფის წარმომადგენელი მიუთითებს წინსვლაზე ვერბოვეს დასავლეთით (ორიხივიდან სამხრეთით 18 კილომეტრში, ზაპოროჟიეს ოლქში) და კლიშჩიივკასა და ანდრიივკის მახლობლად, ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით. ამ პროგრესის შესახებ ცნობების ფონზე, რუსი სამხედრო კომენტატორები აცხადებდნენ, რომ ფრონტის მახლობლად ძლიერი წვიმა ზღუდავს სამხედრო ოპერაციებს. ერთ-ერთ ანგარიშში ნათქვამია, რომ ამინდმა შეაფერხა ხილვადობა, რამაც ხელი შეუშალა როგორც უკრაინის, ისე რუსეთის ძალების მიერ სადაზვერვო თვითმფრინავების გამოყენებას. სხვა მოხსენებაში ნათქვამია, რომ ტალახიანი გზის პირობები ხელს უშლის მანქანების მოძრაობას. ISW-მ აღნიშნა, რომ ამინდის პირობები განსხვავდება ფრონტის სხვადასხვა სექტორში, მაგრამ მთლიანობაში პირობები უარესდება. უკრაინის აღმოსავლეთის ძალების სპიკერმა, ილია ევლაშმა განაცხადა, რომ ლიმან-კუპიანსკის მიმართულებაზე, ავიაციასა და უპილოტო თვითმფრინავებზე რუსული ჯარების დამოკიდებულება ძლიერმა წვიმამ შეზღუდა. ISW ადრე იტყობინებოდა, რომ ზამთრის სეზონი არ შეაჩერებს უკრაინის კონტრშეტევას, თუმცა ის გარკვეულ ოპერაციებს გამოწვევას შეუქმნის.  

სუნაკი: ვინც მხარს უჭერს „ჰამასს“, პასუხისმგებელია ამ საშინელ თავდასხმაზე, ისინი არ არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები, ისინი არიან ტერორისტები

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ლონდონში მდებარე სინაგოგაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის ჩატარებულ მსახურებას დაესწრო, აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში მცხოვრები ებრაული თემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „აქ მოვედი, რომ თქვენ გვერდით ვმდგარიყავი მწუხარების ჟამს, რამდენადაც ჩვენ ვგლოვობთ ამ საშინელი ტერაქტის მსხვერპლს. ვინც მხარს უჭერს „ჰამასს“, პასუხისმგებელია ამ საშინელ თავდასხმაზე. ისინი არ არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები, ისინი არიან ტერორისტები. ამ მოვლენებს ორი მხარე არ აქვს. მე ისრაელის გვერდით ვდგავარ. გაერთიანებული სამეფო ისრაელის გვერდით დგას ამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც დღეს, ისე ხვალ და ყოველთვის,“ – განაცხადა რიში სუნაკმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.  

ფინეთის მთავრობას რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების ჩამორთმევის პროცესის გამარტივება სურს

ფინეთის მთავრობას სურს, რუსებისთვის უძრავი ქონების - სახლების, ბინების და აქციების ჩამორთმევის პროცესი გაამარტივოს. საუბარია მოქალაქეებზე, რომლებიც სამართლებრივ ვალდებულებებს არ იცავენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ფინელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ უძრავი ქონებისა და საცხოვრებლის რუსი მფლობელები „სულ უფრო უგულვებელყოფენ თავიანთ სამართლებრივ ვალდებულებებს.“ 2027 წლამდე ვადის დასრულებამდე, ფინეთის მთავრობას სურს, ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების კუთვნილი უძრავი ქონების კონფისკაციას, განაცხადა ფინეთის იუსტიციის მინისტრმა ლეენა მერიმ. „მთავრობა ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების და საბინაო კოოპერატივებში წილების ჩამორთმევის პროცესს,“ - განაცხადა მინისტრმა. ფინეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლასა და ქვეყნის გავლით მოგზაურობაზე ახალ შეზღუდვებს უწესებს  

ზელენსკი რუმინეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბუქარესტში ჩავიდა. ეს არის მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ზელენსკი თავის რუმინელ კოლეგას კლაუს იოჰანისს შეხვდება, რათა განიხილოს შემდგომი სამხედრო თანამშრომლობა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში და ურთიერთობები მოკავშირეებთან. „უპირველეს ყოვლისა, უკრაინა მადლობას უხდის რუმინეთს მისი გულწრფელი და ფართომასშტაბიანი დახმარებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს თავდაცვას,“ - განაცხადა ზელენსკიმ ტელეგრამ არხის საშუალებით. ზელენსკის ვიზიტი რუმინეთის მოსაზღვრე უკრაინის ოდესის ოლქის პორტსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის უწყვეტი თავდასხმების ფონზე შედგება. რუსული თვითმფრინავების ნამსხვრევები სულ მცირე სამჯერ იპოვეს რუმინეთში, რასაც ბუქარესტის მხრიდან უსაფრთხოების ახალი ზომების მიღება მოჰყვა. „მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმები განზრახ არ არის მიმართული რუმინეთზე, ეს "მიუღებელია," - განაცხადა კლაუს იოჰანისმა რუსული დრონის ნამსხვრევების პოვნის საკითხის კომენტირებისას.  

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ პატიმრის გარდაცვალების საქმეზე ინსპექტორი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის, დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორი ამხილეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს, №10-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, ინსპექტორ-კონტროლიორმა, რომელსაც პატიმარ გ.გ.-ს სათანადო მეთვალყურეობა ევალებოდა არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ გადაამოწმა საკნის სააბაზანო ოთახში მყოფი მსჯავრდებული. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პატიმარმა სააბაზანოში შეტანილი ზონრის გამოყენებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება უზრუნველყო. კერძოდ, გამოიკითხა 35 პირი, დათვალიერდა №10 პენიტენციური დაწესებულება და შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, ჩატარდა კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, მიკრონაწილაკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები, ასევე მოპოვებული იქნა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობისთვის, სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.    

რუსეთში, კემეროვოს რეგიონის ქვანახშირის მაღაროში ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, კემეროვოს რეგიონის ქვანახშირის მაღაროში ხანძარი გაჩნდა. რუსეთის ფოლადის წარმოებას კომპანია „ევრაზი“ აკონტროლებს. მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან და მათ შენობის დატოვება დროულად შეძლეს. რუსეთის ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ხანძრის გაჩენის მომენტში მაღაროში 250-ზე მეტი მაღაროელი იმყოფებოდა. Reuters-ი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ყველა მაღაროელის ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. რუსეთის ქვანახშირით მდიდარი კემეროვოს რეგიონისთვის კატასტროფები უცხო არ არის. 2007 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე საშინელი უბედური შემთხვევა მოხდა, როდესაც ულიანოვსკაიას მაღაროში აფეთქებამ 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2010 წელს რასპადსკაიას მაღაროში აფეთქებებმა 90-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2021 წელს კიდევ ერთმა აფეთქებამ 51 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.  

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ვიქტორ ორბანი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ეწვია. უნგრეთის პრემიერი თბილისში მეუღლესთან, ანიკო ლევაისთან ერთად ჩამოვიდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ლილუაშვილი და საქართველოში უნგრეთის ელჩი, ანა მარია შიკო დახვდნენ. ვიქტორ ორბანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.