ძებნის რეზულტატი:
ბაიდენი: ავიამზიდ Gerald Ford-ის მოიერიშე ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გადავიყვანეთ, მზად ვართ, საჭიროებისამებრ უზრუნველვყოთ დამატებითი აქტივები
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, ავიამზიდ Gerald Ford-ის მოიერიშე ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გადაიყვანა, თუმცა მზადაა, დამატებითი აქტივების გადასატანად. აშშ გაგზავნის სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებს ისრაელთან უფრო ახლოს - პენტაგონი „თავდაცვის დეპარტამენტმა გადაიყვანა USS Gerald R. Ford-ის დამრტყმელი ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით და გააძლიერა ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავების ყოფნა. ჩვენ მზად ვართ, გადავიტანოთ დამატებითი აქტივები საჭიროებისამებრ,“ განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენმა ასევე გააფრთხილა მტრულად განწყობილი მხარეები, არ ისარგებლონ ისრაელში შექმნილი სიტუაციით.
რას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელსაც აშშ უკრაინას გაუგზავნის
აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. ამის შესახებ ამერიკის ხმა იუწყება. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის იარაღი, როგორიცაა AIM-9 Sidewinder-ის რაკეტა, საარტილერიო საბრძოლო მასალა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS), ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები TOW და 155 მმ და 105 მმ-იანი ტყვია. პაკეტი ასევე მოიცავს სხვა საბრძოლო აღჭურვილობასაც. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. შეგახსენებთ, Reuters-ი 7 ოქტომბერს წერდა, რომ აშშ უკრაინისთვის $200 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. მისი ცნობით, პენტაგონი აგრძელებს მრავალმილიარდიანი სააღრიცხვო შეცდომის გამო აღმოჩენილი სახსრების გამოყენებას. შესაბამისად, ხსენებული პაკეტი კონგრესს ავტორიზებული აქვს. ამ თანხების ნაწილი უკვე გამოყენებულია. სააგენტო წერს, რომ სააღრიცხვო შეცდომამ კიევის სასარგებლოდ იმუშავა, რადგან ახალ მეტი აღჭურვილობის გაგზავნა შესაძლებელია. აშშ-მ 6,2 მილიარდი დოლარის დაფინანსების ეტაპობრივად გამოყოფა დაიწყო მას შემდეგ, რაც პენტაგონმა სააღრიცხვო შეცდომა დააფიქსირა. რა ალტერნატიულ გზას განიხილავს ჯო ბაიდენი კონგრესის გვერდის ავლით უკრაინის დახმარების უზრუნველსაყოფად პენტაგონის წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა ივნისში განაცხადა, რომ სააღრიცხვო შეცდომის დეტალურად გაანალიზების შედეგად, მიმდინარე ფისკალურ წელს დაფიქსირებული შეცდომის დროს, 3.6 მილიარდი დოლარით, ხოლო გასულ ფისკალურ წელს $2.6 მილიარდით ზედმეტი თანხა გამოიყო. რა გავლენა ექნება კონგრესის სპიკერის არჩევას უკრაინის დახმარებაზე
ენტონი ბლინკენი ისრაელში უახლოეს დღეებში ჩავა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში უახლოეს დღეებში გაემგზავრება. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. „მდივანი მოუთმენლად ელის ისრაელის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას და დისკუსიების გაგრძელებას, რომლებიც მას და პრეზიდენტს ჰქონდათ შაბათის თავდასხმების შემდეგ,“ - განაცხადა სპიკერმა მეთიუ მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე. ბაიდენი: ავიამზიდ Gerald Ford-ის მოიერიშე ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გადავიყვანეთ, მზად ვართ, საჭიროებისამებრ უზრუნველვყოთ დამატებითი აქტივები ისრაელმა ოფიციალურად გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters
ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან − ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს − ვიქტორ ორბანს და მის მეუღლეს − ანიკო ლევაისს სადილზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად სადილი „ბიოლში“ გაიმართა. „ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არაფორმალურ გარემოში განიხილეს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ვიქტორ ორბანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 10 ოქტომბერს ეწვია.
თურქეთი კოსოვოში NATO-ს სამშვიდობო მისიას პირველად ხელმძღვანელობს
კოსოვოში NATO-ს სამშვიდობო ძალების მეთაურმა, იტალიელმა ანჯელო მიქელე რისტუჩიამ, პრიშტინაში გამართული ცერემონიის დროს უფლებამოსილება თურქ გენერალ ოზქან ულუტასს გადასცა. ულუტასმა განაცხადა, რომ ის გრძნობს პასუხისმგებლობას, როდესაც KFOR-ის სათავეში იქნება ამ სენსიტიურ პერიოდში, რომელსაც კოსოვო გადის. KFOR-ის მისია, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით შეიქმნა, პირველად 1999 წელს განლაგდა და ახლა 27 ქვეყანას მოიცავს. თურქეთი მისიაში სიდიდით მეორე კონტრიბუტორია, სულ 4500 ჯარისკაცით. NATO კოსოვოში დამატებით ძალებს გზავნის შეგახსენებთ, 24 სექტემბერს მე-14 საუკუნის მართლმადიდებლურ ტაძარზე თავდასხმას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მონასტრის ტერიტორიაზე 30-მდე შეიარაღებულმა პირმა მიიტანა იერიში, რასაც კოსოვოს პოლიციასთან სროლა მოჰყვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს და თავშეკავებისკენ მოუწოდეს. Reuters: კოსოვოში შეიარაღებული პირები სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრდნენ ცნობისთვის, კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.
აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზაში მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს
აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზას მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. „ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, მიმდინარეობს კონსულტაციები. მაგრამ არის დეტალები, რომლებიც დიპლომატიური არხების საშუალებით განიხილება და მე არ მსურს მათ შესახებ ამ დროისთვის საჯაროდ ვისაუბრო“, - განუცხადა სალივანმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს.
ისრაელში ამერიკული საბრძოლო მასალით დატვირთული პირველი თვითმფრინავი დაეშვა - ისრაელის თავდაცვის ძალები
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, აშშ-ის იარაღის პირველი პარტია ისრაელში, ნევატიმის ავიაბაზაზე ჩავიდა. ”თვითმფრინავი, რომელსაც თანამედროვე შეიარაღება გადაჰქონდა, სამხრეთ ისრაელში, ნევატიმის საავიაციო ბაზაზე დაეშვა. იარაღი განკუთვნილია მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციების ხელშესაწყობად და სხვა სცენარებისთვის მზადყოფნის გაზრდისთვის,“ - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. ისრაელი მადლობას უხდის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. „მადლობელი ვართ ისრაელის სახელმწიფოსთვის ამ რთულ პერიოდში აშშ-ის მხრიდან აღმოჩენილი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. ჩვენმა საერთო მტრებმა იციან, რომ ჩვენს სამხედროებს შორის თანამშრომლობა ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა და ის რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაწილია,“ - ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთი უკრაინას $122 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა. 122 მილიონი დოლარის მოცულობის პაკეტი მოიცავს მრავალფეროვან სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იყოს ნაღმების ველების გასარღვევად, ასევე მრავალფუნქციური MSI-DS Terrahawk Paladin-ის უზრუნველყოფა, დისტანციური მართვის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელსაც ასევე აქვს სახმელეთო საფრთხეებისგან დაცვის შესაძლებლობა. ზუსტი დეტალები პაკეტის დანარჩენი შინაარსის შესახებ ჯერ არ არის დაკონკრეტებული. მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ მალე გამოაცხადებს 200 აშშ დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს უკრაინისთვის.
ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზის საზღვრებთან ახლოს 300 000 რეზერვისტი გავგზავნეთ
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზის საზღვრებთან ახლოს ჯავშანტექნიკა, საარტილერიო კორპუსი, პლუს 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. „ჩვენ განვათავსეთ, გავაგზავნეთ ჩვენი ქვეითი, ჯავშანსატანკო ჯარები, ჩვენი საარტილერიო კორპუსი და ბევრი სხვა ჯარისკაცი რეზერვიდან - 300 000-მდე და ისინი ახლა ღაზას სექტორთან ახლოს იმყოფებიან და იმ მისიის შესასრულებლად ემზადებიან, რომელიც ისრაელის მთავრობამ დაგვაკისრა,“ - აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა. მისი თქმით, მისია ითვალისწინებს იმის უზრუნველყოფას, რომ „ჰამასს“, ომის დასრულების შემდეგ, სამხედრო შესაძლებლობები აღარ ჰქონდეს. „ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ „ჰამასს“, ამ ომის დასასრულს, არ ჰქონდეს რაიმე სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც ისინი შეძლებენ დაემუქრონ ან მოკლან ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები,” - განაცხადა ჯონათან კონრიკუსმა.
ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი განიხილეს
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი განიხილეს. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა და პუტინმა განიხილეს ზომები დაძაბულობის ზრდის თავიდან ასაცილებლად და ასევე ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ინიციატივები. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას რეგიონში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად. კრემლის ინფორმაციით, ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობაზე. კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტი შეიძლება, მოგვარდეს მხოლოდ „ორი სახელმწიფოს“ გეგმის საფუძველზე, პალესტინის სახელმწიფოს შექმნით, რომლის დედაქალაქი იქნება აღმოსავლეთ იერუსალიმი.
მეთიუ მილერი: ჩვენი ერთადერთი მიზანი სამხრეთ კავკასიაში არის გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს ლავროვის განცხადებას სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის მიზნებთან დაკავშირებით. კერძოდ, ჟურალისტმა ტრადიციულ ბრიფინგზე დასვა შეკითხვა, რომ სერგეი ლავროვმა გამოაქვეყნა სტატია სამინისტროს ვებგვერდზე, რომლითაც აშშ-ს ადანაშაულებს სამხრეთ კავკასიის საკითხებში, მათ შორის მთიანი ყარაბაღის საკითხებში ჩარევაში და საუბრობს „გეოპოლიტიკურ ამბიციებზე.“ „ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი ერთადერთი მიზანი სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობაში, არის გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა და, რა თქმა უნდა, მთიანი ყარაბაღის ხალხის ჰუმანიტარული საჭიროებებისა და უფლებების დაცვა,“ - განაცხადა მილერმა. კითხვას იმის შესახებ, რომ უფროსი მრჩეველი ლუის ბონო იმყოფება რეგიონში და ის შეხვდა აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს, მილერმა დამატებითი დეტალებით არ უპასუხა.
სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს
აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად გაუწიოს დახმარება როგორც ისრაელს, ასევე უკრაინას. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 11 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეერთებულმა შტატებმა სწრაფად მოახდინა რესურსების მობილიზება, მათ შორის ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ის გაგზავნა ახლომდებარე წყლებში, რათა დაეხმაროს ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა. „ჩვენ გვაქვს ბიუჯეტი, რომლითაც შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ ასევე გვაქვს ბიუჯეტი, რომ შევძლოთ ისრაელს მივაწოდოთ ის, რაც მას სჭირდება. „ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მოსაზრებას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ შეუძლია, ერთდროულად მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებისმოყვარე ხალხს და მხარი დაუჭიროს ისრაელის სახელმწიფოს,“ - განაცხადა სალივანმა. WP: თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters
ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილოს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილონ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც, ფაქტობრივად, გარკვეული ჩარჩოებია, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას. „გრანადაში გაიმართა შეხვედრა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენი და ევროკავშირის ხედვით, ურთიერთობების რეგულირების პრინციპები დაფიქსირდა ევროკავშირის პლატფორმაზე. ცხადია, როცა ბრიუსელში შევხვდებით, საუბარი ამ პრინციპების ფარგლებში უნდა წარიმართოს, რაც, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებს შეესაბამება. ეს პრინციპები მიიღო სომხეთის რესპუბლიკამ და სხვათა შორის, აზერბაიჯანმაც. ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხს განვიხილავთ, სადაც ჩვენ გვაქვს ჩარჩო, რომლის ხაზგასმაცაა საჭირო და როცა აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შემოთავაზებას, ეს ჩვენ მიერ შეიძლება, განიმარტოს, რომ სხვა პლატფორმაზე გადასვლით აზერბაიჯანს სურს უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება,“ - აღნიშნა ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, იზრდება შიში იმისა, რომ ფარული გეგმა შეიძლება, იმაში მდგომარეობდეს, რომ ყველაფერი ძალის გამოყენებით, ახალი ომით, ახალი ესკალაციის დასრულდეს. „ჩვენ არანაირი საუბრის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ჩვენ იმ ლოგიკის წინააღმდეგი ვართ, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპებიდან გაგვიყვანს“, - ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა, რომლის სიტყვებსაც „არმენპრესი“ ციტირებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ერევანი მზად არის „3+3“ ფორმატში შეხვედრებისთვის. მისივე თქმით, თავის დროზე მიღწეული იყო შეთანხმება, რომ „3+3“ ფორმატში მომდევნო შეხვედრა თეირანში გაიმართებოდა. ფაშინიანის თქმით, ერევანი მზადაა, მაგრამ არსებობს დამატებით განსახილველი საკითხები. „უპირველეს ყოვლისა, შეხვედრები ამ მომენტამდე საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე იმართებოდა. ახლა ისიც უნდა დაზუსტდეს, როგორია მხარეების აღქმა, რა დონეზე უნდა გაგრძელდეს საუბარი და ჩვენ მზად ვართ,“ - განაცხადა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ არ ყოფილა შემთხვევა, როცა ამ ფორმატში დისკუსია გადაიდო ან არ ჩატარდა ერევნის გამო. რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას. ილჰამ ალიევი თბილისში: თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, მყისიერად დავიწყებთ ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს საქართველოში თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თანახმაა და რომ სამშვიდობო შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში. 10 ოქტომბერს, ალიევმა "3+3" ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბაქოში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევთან შეხვედრისას და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რეგიონული პრობლემები რეგიონის ქვეყნის მონაწილეობით გადაიჭრას. მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს. შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრა რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას
სტოლტენბერგმა ზელენსკი NATO-ს შტაბ-ბინაში მიიღო: თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის მინისტრ, რუსტემ უმაროვთან ერთად ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინას ეწვია. ზელენსკი ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდება და ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ზელენსკიმ სტოლტენბერგთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი მთავარი გზავნილი თავდაცვის მინისტრებისთვის იქნება უკრაინის პრიორიტეტები ომის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა მომავალ ზამთარს. მისი თქმით, NATO-ს ზოგიერთ ქვეყანას აქვს დათქმები უკრაინისთვის შორი მანძილის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით იმის შიშით, რომ ისინი შეიძლება, გამოყენებული იყოს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. ზელენსკიმ გაიმეორა, რომ იარაღი აუცილებელია უკრაინის ძალიან კონკრეტული გეოგრაფიული პუნქტების დასაცავად, როგორიცაა, ენერგეტიკული ქსელები ან მარცვლეულის ექსპორტის სატრანზიტო გზები. „ჩვენ გვჭირდება გარკვეული მხარდაჭერა ლიდერებისგან. ამიტომაც ვარ აქ დღეს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს რაკეტები და შორი მანძილის იარაღი,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. „თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა და თქვენი ღირებულებები ჩვენი ღირებულებებია. და ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდე ხანს, რამდენიც უკრაინას დასჭირდება. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობას და დავეხმარებით უკრაინას NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის,“ - განაცხადა თავის მხრივ, სტოლტენბერგმა. დღეს ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას გამართავს, ხოლო შემდეგ ალიანსის თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართავს. თავდაცვის მინისტრები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, „ჰამასის“ მიერ NATO-ს პარტნიორი ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტების შემდეგ. ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი NATO-ს მოკავშირეებს გააცნობს ისრაელის პასუხს,“ - იუწყება NATO-ს პრესსამსახური.
პროკურატურის ცნობით, დააკავეს 2 ნოტარიუსი, რომლებიც იპოთეკაზე ხელშეკრულების დადებისას კლიენტებს ატყუებდნენ
საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე ბინების დაგირავებით დაინტერესებული პირების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებაში დახმარებას უწევდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც დაზარალებულებს მაკლერებად ეცნობოდნენ და ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. „ისინი მათ ბინის მესაკუთრეებად და ხელშეკრულების მხარედ ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს აცნობდნენ, ხოლო ნდობის მოპოვების მიზნით, ხელშეკრულებებს ბრალდებულებთან ნოტარიულად ამოწმებდნენ. ნოტარიუსებმა და ნოტარიუსის თანაშემწემ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის დახმარების მიზნით, სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაზარალებულებს არ განუმარტეს სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები. ბრალდებულებმა დაზარალებულ 94 პირს სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ნაცვლად, რომლითაც მოწესრიგებული იქნებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, დაზარალებულთა საკუთრებაში ბინის გადაცემის საკითხი, მოტყუებით სესხის ხელშეკრულებები გაუფორმეს. ნოტარიუსები თითოეული ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისგან გარკვეულ თანხას იღებდნენ. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ნოტარიუსების დახმარებით, 94 დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით, 2 686 700 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობითვე, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. რაც შეეხება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, მათ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე წარდგენილი აქვთ ბრალდება და მიმდინარეობს გამოძიება.
ევროკავშირი ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკირებას არ ემხრობა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ისრაელის მთავრობა საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა. საკითხი ეხება „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის მიერ ღაზისთვის ტოტალური ბლოკადის დაწესებას. ამასთან, ბორელის ცნობით, წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას, შემოწმდეს როგორ იხარჯება პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციისთვის გაწეული ფინანსური დახმარება, რათა დარწმუნდნენ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერას არანაირი კავშირი არ აქვს მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ საქმიანობასთან. 10 ოქტომბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომის შემდეგ, ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ გმობენ ისრაელზე „ჰამასის" ტერორისტულ შეტევას და სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს - მოითხოვენ მძევლების გათავისუფლებას, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემას, რაც ნიშნავს, რომ ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას არ უნდა გადაუკეტონ წყლის, ელექტროენერგიის და სურსათის მიწოდება. ბორელის განცხადებით, ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ჰუმანიტარული დერეფნებით ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა. აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზაში მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს ბორელის თქმით, ევროკავშირის სახელმწიფოთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რადგან დახმარების შეწყვეტა იქნება დიდი შეცდომა და საჩუქარი ამ ადმინისტრაციასთან დაპირისპირებული „ჰამასისთვის". მისივე თქმით, პალესტინელი, ტერორისტი არ არის და ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო კოლექტიური დასჯა უსამართლო და კონტრპროდუქტიული იქნება. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters
ქართველი სამხედროები სამმხრივ სწავლება ETERNITY 2023-ში მონაწილეობდნენ
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ETERNITY 2023-ში მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება საველე წვრთნებით ბაქოში ჩატარდა და მასში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო მოსამსახურეებმა, ასევე, საქართველოს შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. „სწავლება მიზნად ისახავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი), ასევე რეგიონის ეკონომიკური პროექტების დაცვას. სწავლება სამი ქვეყნის სამხედროებს შორის კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებას, ასევე ერთიანი სამოქმედო გეგმის შექმნასა და NATO-ს დაგეგმარების პროცესის მიხედვით აღსრულებას გულისხმობს. სამმხრივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ქვეყნების მონაცვლეობის პრინციპით 2000 წლიდან იმართება. წელს ETERNITY 2023-ს აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო მართვის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრმა უმასპინძლა,“ - წერია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო წვრთნები გამართეს
გაერო 14 წლის გოგოს მკვლელობაზე: გენდერული ძალადობის ეს ტრაგიკული შემთხვევა არის გენდერული უთანასწორობის, ბავშვთა/ადრეული ქორწინებისა და სექსუალური ძალადობის მავნე პრაქტიკის გავრცელების შედეგი
გაერო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2023 წლის 6 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგოს ტრაგიკული დაღუპვის გამო და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დანაშაული დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად გამოიძიონ, ხოლო დამნაშავე გასამართლდეს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში გოგოების საერთაშორისო დღეს უძღვნის. Europetime გაეროს მიერ მოწოდებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში დღეს გოგოების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და ხაზგასმით აცხადებს, რომ საჭიროა, ყურადღება და რესურსები იმ საკვანძო სფეროებისკენ იყოს მიმართული, რომლებიც დაეხმარება გოგოებს მათი უფლებებისა და სრული პოტენციალის რეალიზებაში. გაერო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2023 წლის 6 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას ტრაგიკული დაღუპვის გამო და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დანაშაული დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად გამოიძიონ, ხოლო დამნაშავე გასამართლდეს. გენდერული ძალადობის ეს ტრაგიკული შემთხვევა არის გენდერული უთანასწორობის, ბავშვთა/ადრეული ქორწინებისა და სექსუალური ძალადობის მავნე პრაქტიკის გავრცელების შედეგი. შემთხვევამ დაგვანახა, რომ ბავშვთა დაცვის სახელმწიფო რეფერირების პროცედურებში ჩართული მხარეების მხრიდან საჭიროა მეტი ძალისხმევა ძალადობის აღკვეთის, გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მხრივ. უწყებებმა, რომელთა მოვალეობაა ბავშვებისა და მათი ოჯახების დაცვა და მხარდაჭერა, პროაქტიული ზომები უნდა მიიღონ საქართველოში ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის, მსხვერპლი ბავშვებისთვის საჭირო დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ითვალისწინებს რა ბავშვთა/ადრეული ქორწინების მავნე პრაქტიკის აღმოსაფხვრელად მრავალსექტორული რეაგირების მნიშვნელობას, გაერო საქართველოში მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას კოორდინირებული ქმედებებისკენ, რომლებიც მიმართულია ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურების, მართლწესრიგის დაცვის პრაქტიკის, ბავშვებზე მორგებული სასამართლო პროცესისა და მოზარდებზე მორგებული ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებისკენ. უაღრესად მნიშვნელოვანია, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის არსებობდეს ინტეგრირებული სერვისები, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პროცესს და ბავშვთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას ერთ სივრცეში. ასეთი სერვისები ქვეყნის ყველა რეგიონში უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ წვდომა მათზე ორიენტირებულ შეტყობინების მექანიზმებზე, რათა, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართონ. უნდა შეიცვალოს ისეთი სოციალური ნორმები და მიდგომები, რომელიც უშვებს ბავშვთა ქორწინებას და სექსუალურ ძალადობას ქალებისა და გოგოების მიმართ და აფერხებს შესაბამის პასუხისმგებელ პირებსა თუ უწყებებს ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდი გოგოებისთვის განათლების, ინფორმაციასა და ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ეს მათ აძლევს საშუალებას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მომავალში და იცავს მათი სხეულის ავტონომიის უფლებას და არჩევანის თავისუფლებას. მოზარდი გოგოების გაძლიერება ბავშვთა ქორწინების მავნე პრაქტიკის შეწყვეტისკენ და ყველასთვის სამართლიანი და თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოების აშენებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. განათლებასა და ჯანდაცვაზე თანაბარი წვდომა გოგოებს აძლევს საშუალებას, მოახდინონ თავიანთი პოტენციალის რეალიზება და შეიტანონ მნიშვნელოვანი წვლილი საზოგადოების ცხოვრებაში. გაერო საქართველოში მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან და უფლებადამცველებთან იმ სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ასეთი ტრაგედიების ძირითადი მიზეზია. ამით ჩვენ უზრუნველვყოფთ ქალებისა და გოგოების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, მათ აღჭურვას საჭირო ცოდნითა და უნარებით და გაძლიერებას, რომ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრების შესახებ.“
რომის პაპმა „ჰამასს“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა
რომის პაპმა ვატიკანში ყოველკვირეული აუდიენციის დროს „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა და ამასთანავე, შეშფოთება გამოხატა „ღაზის სრული ალყის გამო.“ შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება. „ტკივილითა და შიშით ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება ისრაელსა და პალესტინაში. ამდენი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. ვლოცულობ იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც დაინახეს, რომ დღესასწაული გლოვის დღედ იქცა და ვითხოვ, რომ მძევლები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ, - განაცხადა რომის პაპმა. „მათ, ვისაც თავს დაესხნენ, საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვთ, მაგრამ მე ასევე მაწუხებს ღაზის სრული ალყა, რომელშიც პალესტინელები ცხოვრობენ და სადაც ასევე ბევრი უდანაშაულო მსხვერპლი იყო,“ - განაცხადა რომის პაპმა. „ახლო აღმოსავლეთს ომი არ სჭირდება, არამედ, მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც დამყარებულია სამართლიანობასა და დიალოგზე,“ - აღნიშნა რომის პაპმა. მისივე შეფასებით, ტერორიზმი და ექსტრემიზმი არ უწყობს ხელს ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის გადაწყვეტას, არამედ, აძლიერებს სიძულვილს, ძალადობას, შურისძიებას და იწვევს ტანჯვას ორივე მხარისთვის."
ყირგიზეთის პარლამენტმა რუსეთთან ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას მხარი დაუჭირა
ყირგიზეთის პარლამენტმა ყირგიზეთსა და რუსეთს შორის ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ხელშეკრულების მოქმედების ვადით, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ყირგიზეთის ქალაქ კანტში, რუსეთის ავიაბაზის მიმდებარედ გამოიყო. განახლება: ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჯაფაროვმა რუსეთთან საჰაერო თავდაცვის ერთიანი სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. “აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერებისადმი ყირგიზეთის ერთგულებას ადასტურებს და ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის შემდგომ ურთიერთქმედებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში”, - აღნიშნავს ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთთან ერთად საჰაერო თავდაცვის რეგიონალური სისტემის შექმნა “საშუალებას მოგვცემს ორივე ქვეყნის საჰაერო სივრცის უფრო საიმედო დაცვა უზრუნველვყოთ, ასევე, გაზრდის უსაფრთხოებას და ეროვნული ინტერესების დაცვას.” ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება ყირგიზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიზიტის ფარგლებში მოხდა. მოსკოვსა და ბიშკეკს შორის აღნიშნული შეთანხმება 2022 წლის 16 აგვისტოს დაიდო. პუტინმა მისი რატიფიცირება 2023 წლის 29 მაისს მოახდინა.