ძებნის რეზულტატი:
ეროვნული ბანკი: თანამშრომელთა გადინების წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით, დაბალია
საქართველოს ეროვნული ბანკი თანამშრომელთა გადინების მიზეზებს განმარტავს. „ეროვნულ ბანკში მაღალკვალიფიციური თანამშრომლები მუშაობენ და საკადრო თვალსაზრისით ბანკი კონკურენციაშია შესული მსოფლიოს წამყვან საფინანსო ინსტიტუტებთან, სადაც ანაზღაურება ზოგიერთ შემთხვევაში 5-ჯერ და მეტად მაღალია... ცნობისთვის, თანამშრომელთა გადინების წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია", - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში რადიო თავისუფლების ცნობით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ "ქართველ-რუს" ოლიგარქად მოხსენიებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქცირების აღსრულების პროცესში გამონაკლისი დაუშვა, რის შემდეგაც ეროვნული ბანკიდან თანამშრომლების გადინების შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაიწყო. თანამდებობები დატოვეს ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა და ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა. ასევე: საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მარეგულირებელი პოლიტიკის განვითარების განყოფილების უფროსმა, ეკა ბერიანიძემ; იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ქუსიკაშვილმა; ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა, გვანცა ცქიტიშვილმა.
NYT განიხილავს, როგორ ვერ შეაჩერეს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებმა „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმა
გამოცემა New York Times-ი განიხილავს, როგორ ვერ შეაჩერეს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებმა „ჰამასის“ თავდასხმა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ისრაელის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურები მსოფლიოში საუკეთესოთა შორისა, მაგრამ შაბათს დაზვერვის წარუმატებლობამ გამოიწვია ისრაელის თავდაცვის ყველაზე უარესი გარღვევა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. New York Times-ი, ისრაელის მთავრობის რამდენიმე ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის ანალიტიკოსებმა დაასახელეს ოთხი მიზეზი, რამაც ხელი შეუშალა არმიასა და სპეცსამსახურებს, თავიდან აეცილებინათ ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასის" ბოევიკების შეჭრა ისრაელის ტერიტორიაზე. ეს დასკვნები წინასწარია. ამერიკული გამოცემის წყაროების მიხედვით, ისრაელის თავდასხმის მოუმზადებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ისრაელის სადაზვერვო სამსახურებმა ვერ შეძლეს "ჰამასის" წევრების საკომუნიკაციო ხაზების კონტროლი. თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, დაზვერვა შეეცადა, გაეფრთხილებინა არმიის ხელმძღვანელობა დაჯგუფების საკომუნიკაციო ხაზებზე უჩვეულო აქტივობის შესახებ, მაგრამ ეს გაფრთხილებაც შეუმჩნეველი დარჩა. ისრაელის „რკინის გუმბათი“ - როგორ მუშაობს ისრაელის თავდაცვის სისტემა მეორე მიზეზი იყო ღაზის სექტორის საზღვარზე სიტუაციის მონიტორინგისთვის ელექტრონიკაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება. ბოლო წლებში ღაზის საზღვრის გასწვრივ დისლოცირებული ჯარისკაცების რაოდენობა შემცირდა. საზღვარზე დამონტაჟდა მრავალი სათვალთვალო კამერა, სენსორი და დისტანციურად მართვადი ტყვიამფრქვევი. თუმცა თავდასხმამდე ისლამისტებმა დრონების საშუალებით გაანადგურეს ფიჭური კავშირის კოშკები, მოუსპეს ისრაელის არმიას წვდომა ამ აღჭურვილობაზე, რამაც ბოევიკებს საშუალება მისცა, შეუმჩნევლად გადაელახათ საზღვარი ოცდაათ ადგილას. მესამე მიზეზად დასახელდა სამხედრო სარდლობის ოპერატიული შეცდომა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ სასაზღვრო დივიზიის მმართველობა განათავსა ერთ ბაზაზე, რომელიც თავდასხმის დაწყებისთანავე იგდო ხელთ "ჰამასმა". მეოთხე მიზეზი იყო ის, რომ ისრაელის სარდლობამ ნამდვილად ჩათვალა "ჰამასის" ლიდერთა საუბრის ჩანაწერები, რომ თითქოს მათ არ ჰქონდათ ისრაელზე თავდასხმის გეგმა. სავარაუდოდ, "ჰამასის" წევრებმა იცოდნენ, რომ მათი საუბრები ისმინებოდა და შეცდომაში შეიყვანეს ისრაელის სპეცსამსახურები.
ილია დარჩიაშვილი: უნგრეთის და ევროკავშირის ბევრი სხვა ქვეყნის ძლიერი და პოზიტიური გზავნილები გვაქვს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უნგრეთთან და ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან ინდივიდუალურად მუშაობს, რათა კანდიდატის სტატუსთან მიმართებით ქვეყანას ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდეს. „ჩვენ ინდივიდუალურად ვმუშაობთ ყველა წევრ ქვეყანასთან, მათ შორის უნგრეთთანაც, რათა მისი ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს. ჩვენი საერთო მიზანი არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. უნგრეთის და ევროკავშირის ბევრი სხვა ქვეყნის ძლიერი და პოზიტიური გზავნილები გვაქვს იმასთან მიმართებით, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და დარწმუნებული ვარ, აუცილებლებლად მიიღებს. უნგრეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერი, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მონიჭებას და ჩვენი ქვეყნის წარმატებულ სვლას საბოლოო მიზნისკენ - ეს არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა. დარჩიაშვილმა „შავი ზღვის კაბელის“ პროექტზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პროქტის მონაწილეები აქტიურად არიან ჩართულები მის განხორციელებაში და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც ამყარებს იმ ფაქტს, რომ ამ მიმართულებით თანამაშრომლობა გრძელდება. „უნგრეთი არის ერთ-ერთი მონაწილე რუმინეთთან და აზერბაიჯანთან ერთად იმ შეთანხმების, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის მშენებლობის პროექტს, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ევროპისთვის ენერგოდივერსიფიცირების მიმართულებით. ყველა აქტიურად ვართ ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და ეს ვიზიტიც აძლიერებს და ამყარებს იმას, რომ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას. უნგრეთი ძლიერი ნაწილია ამ პროცესის, როგორც რუმინეთი და ჩვენი რეგიონიდან, ჩვენ და აზერბაიჯანი - ამ თანამშროობას ვაგრძელებთ და დარწმუნებული ვართ რომ კონკრეტული ნაბიჯები გამოჩნდება,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
ოსტინმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას დამატებით, $200 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის მე-16 შეხვედრის წინ განაცხადა, რომ აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს „სიამაყით შემიძლია, განვაცხადო, რომ აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს“, - განაცხადა ოსტინმა. ოსტინმა აღნიშნა, რომ დახმარების ახალ პაკეტში შედის საბრძოლო მასალები საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება და რუსული დრონების საწინააღმდეგო სამხედრო აღჭურვილობა. რას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელსაც აშშ უკრაინას გაუგზავნის რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. შეგახსენებთ, Reuters-ი 7 ოქტომბერს წერდა, რომ აშშ უკრაინისთვის $200 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. მისი ცნობით, პენტაგონი აგრძელებს მრავალმილიარდიანი სააღრიცხვო შეცდომის გამო აღმოჩენილი სახსრების გამოყენებას. შესაბამისად, ხსენებული პაკეტი კონგრესს ავტორიზებული აქვს. ამ თანხების ნაწილი უკვე გამოყენებულია. სააგენტო წერს, რომ სააღრიცხვო შეცდომამ კიევის სასარგებლოდ იმუშავა, რადგან ახალ მეტი აღჭურვილობის გაგზავნა შესაძლებელია. აშშ-მ 6,2 მილიარდი დოლარის დაფინანსების ეტაპობრივად გამოყოფა დაიწყო მას შემდეგ, რაც პენტაგონმა სააღრიცხვო შეცდომა დააფიქსირა. რა ალტერნატიულ გზას განიხილავს ჯო ბაიდენი კონგრესის გვერდის ავლით უკრაინის დახმარების უზრუნველსაყოფად პენტაგონის წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა ივნისში განაცხადა, რომ სააღრიცხვო შეცდომის დეტალურად გაანალიზების შედეგად, მიმდინარე ფისკალურ წელს დაფიქსირებული შეცდომის დროს, 3.6 მილიარდი დოლარით, ხოლო გასულ ფისკალურ წელს $2.6 მილიარდით ზედმეტი თანხა გამოიყო. რა გავლენა ექნება კონგრესის სპიკერის არჩევას უკრაინის დახმარებაზე
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლერლი ისრაელში ჩავიდა. იუწყება BBC. მთავრობის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლერლი ისრაელში ჩავიდა, რათა წარმოაჩინოს გაერთიანებული სამეფოს ურყევი სოლიდარობა ისრაელის ხალხის მიმართ „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმების შემდეგ. მინისტრი შეხვდება თავდასხმებს გადარჩენილებს და ისრაელის მაღალჩინოსნებს, რათა გამოავლინოს გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა ისრაელის უფლების დაცვაში,“ - განაცხადა მთავრობის სპიკერმა. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters
ბელგია გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას 1,7 მილიარდ ევროს გამოუყოფს
ბელგია რუსული აქტივების გაყინვის შედეგად, უკრაინის მხარდასაჭერად 1,7 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კროომ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ბელგია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას სამ სფეროში, რომელთაგან პირველი ორი არის სამხედრო დახმარება და ეკონომიკური სანქციები. „დღეს განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება, რუსული გაყინული აქტივების გამოყენება ახლა, დროის დაკარგვის გარეშე, რუსეთის აგრესიისგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.მნიშვნელოვანია, რომ ბელგია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული ტერორისგან დაცვის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენება დაიწყო. თანხები მოხმარდება ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების დახმარებას და უკრაინის რეგიონებში საგანგებო აღდგენის პროექტებს,“ - წერს თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე. ცნობისთვის, მანამდე ბელგიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 2025 წლიდან ქვეყანა უკრაინაში რამდენიმე ბელგიურ F-16 გამანადგურებელს გაგზავნის.
ბელგია 2025 წლიდან უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს მიაწვდის
ბელგია უკრაინას გადასცემს F-16-ის ტიპის რამდენიმე მოიერიშე თვითმფრინავს, რომელთაგან პირველს კიევი 2025 წელს მიიღებს. ამის შესახებ ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, ლუდივინ დედონდერმა განაცხადა. მინისტრმა არ დააკონკრეტა იმ თვითმფრინავების რაოდენობა, რომლის გაგზავნასაც ბელგია აპირებს. „ტრანსფერი დამოკიდებული იქნება „ჩვენი ახალი F-35 შესაძლებლობების გაძლიერებაზე,“ - აღნიშნა დედონდერმა. მისი თქმით, უკრაინელი მფრინავები ტრენინგს გაივლიან ბელგიაში, დანიასა და ევროკავშირის რამდენიმე სხვა ქვეყანაში. ნიდერლანდებმა უკრაინისთვის პირველი F-16-ის ტიპის თვითმფრინავის გაგზავნის თარიღი დაასახელა
ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ვიზიტების რეგულარულ გაცვლას და დარგობრივი კავშირების გაფართოებას მოი მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში მთავრობათაშორისი სამიტის გამართვა ბუდაპეშტში საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის პრაქტიკაში განხორციელების ნაწილია. ევროინტეგრაციაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო შეუქცევადად მიჰყვება ევროპულ გზას. მან ამ გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ უზრუნველყო 12 პრიორიტეტის შესრულების ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, ხოლო წლის ბოლოს ქვეყანა ევროკავშირისგან სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ამ გზაზე მეგობარი უნგრეთის ურყევ მხარდაჭერას. „მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაჯამეს. აღინიშნა, რომ 2023 წელს 21%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა და 46,62 მლნ დოლარს შეადგენს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და უნგრეთს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ და მნიშვნელოვანია, არსებული შესაძლებლობები სრულად იქნეს გამოყენებული. მისივე თქმით, საქართველო დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვით ისეთ სექტორებში, როგორიცაა, განახლებადი ენერგია, ლოჯისტიკა, ტურიზმი და სხვა სფეროები. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის მიმდინარეობის დინამიკაზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ინიციირებული ფლაგმანური პროექტების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სრული პოტენციალის რეალიზაციისთვის და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით საერთო მიზნების მიღწევაში,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის გოგონას ბიძა - 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ., ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2009 წელს დაბადებული ა.შ. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა 1996 წელს დაბადებულ ა.ს. -ს. აღნიშნულის შემდეგ, ა.ს. - მ არასრულწლოვან გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წაიყვანა. გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ა.ს.- ს მხრიდან ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. გოგოს წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრალდებული არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით კვლავ აიძულებდა ა.ს. -სთან იძულებით ქორწინებაში დარჩენას.მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ა.ს. - მ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ა.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ბრალდებით დააკავეს. ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა და სსკ-ის 376-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კახეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ძებნილი 10 ოქტომბერს დააკავა.
სალომე ზურაბიშვილი ნიკო კვარაცხელიაზე: არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ თუ ასე დამთავრდა ეს ყველაფერი, ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება, რომ ეს იყოს ჩემ მიერ ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი ადამიანისთვის
საქართველოს პრეზიდენტმა ნიკოლოზ (ნიკო) კვარაცხელია ღირსების მედლით დაჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა ახალგაზრდა მეწარმის ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს გადასცა. ნიკო კვარაცხელია დაჯილდოვდა მაღალი ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, პირველი ქართული სოციალური პლატფორმა „ფიდსის“ შექმნისთვის, ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური აქტივობების განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის. „ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი დღეა. არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება ის, რომ თუ ასე დამთავრდა ეს ყველაფერი, ეს იყოს ჩემ მიერ ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის და თაობისთვის. მინდა, ეს დღე და ეს დაჯილდოვება ასე წარმოვიდგინო. ცხადია, ეს დღე იმ ახალგაზრდის ხსოვნას მიეძღვნება, რომელმაც მოკლე დროში ბევრი შეძლო და ძალიან ბევრი დაუტოვა თავის მეგობრებს, თავის ოჯახს და თავის თაობას. ასეთი მაგალითები არის ის, რითაც ჩვენ ვიზრდებით, რითაც საზოგადოება არსებობს. რაც ყველაზე უფრო გვიჭირს დღევანდელ დღეს, ეს არის დანახვა, რომ საზოგადოებას აქვს თავისი სიცოცხლის უნარი. პარადოქსია, რომ ზოგჯერ გარდაცვალება მოიცავს უზარმაზარ სიცოცხლის უნარს. ალბათ, ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ამაშია, რომ ყველაზე დიდი ტრაგედიებიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ძალა, ახალი ენერგია. ეს რომ არა, აქ არ ვიქნებოდით დღემდე. არ მინდა, დღეს ტრაგედიად განვიცადოთ ის, რაც ნამდვილად ოჯახისა და მეგობრებისთვის ტრაგედიაა და ამას ვერაფერი წაშლის, მაგრამ ამ ტრაგედიის იქით მინდა, დავინახო იმედი, ის ახალი თაობა, რომელიც მოდის, რომელიც ყველაფერს ფლობს, სადაც არ უნდა იყოს. ვიცით, რომ უცხოეთში იყო გაზრდილი, ნასწავლი, მოიარა ბევრი ქვეყანა და ეს არის დღევანდელი დღის მოცემულობა, რომ არავინ არის ერთ ადგილზე, ის, რომ არ მოძრაობდეს და არ ხედავდეს მსოფლიოს. ამით ვართ ჩვენ დღევანდელი მსოფლიოს ნაწილი. ჩაკეტილობა, არასდროს არ იყო ჩვენთვის მიმზიდველი და არასდროს არ იქნება. დიდი იმედი მაქვს, ეს ახალგაზრდები მაინც ჩათვლიან, რომ ეს ქვეყანა მათი ქვეყანაა და რომ აქ არის პერსპექტივა მათთვის, რომ არ ჩაიქნევენ ხელს და არ იფიქრებენ, რომ მხოლოდ სხვაგან უნდა მონახონ ახალი პერსპექტივა. ეს ჩვენი, ვინც აქ ვართ და ვისაც გვაქვს რაღაც პასუხისმგებლობა, ეს ჩვენი გასაკეთებელია, რომ ისევ დაინახონ, ამ ქვეყნას სჭირდება თავისი ახალგაზრდობა, ნიჭიერი ახალგაზრდები, ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც შორს იჭვრიტებიან და ხედავენ, რომ ახალი მსოფლიო იქმნება და ამის გაგებაც აქვთ. მისი ცხოვრება სამწუხაროდ, ძალიან მალე დასრულდა და დანარჩენი ჩვენ, ყველას დაგვიტოვა გასაკეთებლად,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
12 ოქტომბრიდან საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
11 ოქტომბერს საქართველოს დასავლეთ რეგიონებში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, ხოლო 12 ოქტომბრიდან გამოიდარებს და დათბება - აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11 ოქტომბერს იწვიმებს, შემდგომში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 11 ოქტომბერს იწვიმებს, ხვალ დილიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 11 ოქტომბერს ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, შემდგომში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 11 ოქტომბერს თოვლია მოსალოდნელი, შემდგომში უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 12 ოქტომბრიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 12 ოქტომბრიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნათია თურნავამ IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან განიხილა ფონდის პროგრამის შეჩერების საკითხი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე, ბო ლისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას დროებით შეჩერებული პროგრამის უმოკლეს პერიოდში აღსადგენად. ეროვნული ბანკის ცნობით, საუბრისას მხარეებმა გამოთქვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი, რათა შესრულდეს არსებული რეკომენდაციები და სწრაფად მოხდეს სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის (Stand-by Arrangement (SBA)) აღდგენა და მიმოხილვის დასრულება. „შეგახსენებთ, რომ სსფ-თან ეროვნული ბანკი 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ის დადებითი განწყობა, რომელიც საქართველოს ცენტრალურ ბანკსა და სავალუტო ფონდს შორის წლების განმავლობაში არსებობს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მარაქეშში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს,“ - წერს ეროვნული ბანკი გავრცელებულ განცხადებაში. ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია
იომ-ქიფურის ომის შემდეგ პირველად, ისრაელში ადგილობრივი არჩევნები გადაიდო
ადგილობრივი არჩევნები ომის გამო გადაიდო ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და რაიონული საკრებულოების არჩევნები ომის გამო სულ მცირე სამი თვით გადაიდება. ბოლოს არჩევნები 1973 წლის იომ ქიფურის ომის დროს გადაიდო. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters
პროკურატურამ ბრალი მოკლული 14 წლის გოგოს დედასაც წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა. მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს. სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს. რაც შეეხება მოკლული გოგონას დედას, მის მიმართ პროკურატურამ სასამართლოს ასევე დაკავების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა. პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ასევე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს,“ - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
კანადა უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის
კანადა უკრაინას 25 მილიონი კანადური დოლარის (19 მილიონი დოლარი) ზამთრის ტანსაცმელს და აღჭურვილობას, აგრეთვე, საბრძოლო მასალებსა და აირწინაღებს გადასცემს. დახმარება კანადის სამხედრო მარაგებიდან გამოიყოფა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა ბრიუსელში, რამშტეინის შეხვედრაზე განაცხადა. ზამთრის აღჭურვილობა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს მიერ ივნისში გამოცხადებული 370 მილიონი დოლარის ტრანშიდან დაფინანსდება, მოიცავს ჩექმებს, ზამთრის საძილე ტომრებს და ქალის 2000 სამხედრო ფორმას. უკრაინა ასევე მიიღებს საბრძოლო მასალას. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის სექტემბრამდე კანადამ უკრაინას 1,8 მილიარდი დოლარის სამხედრო შემოწირულობები გადასცა. კიევის მოკავშირეები ბრიუსელში იკრიბებიან უკრაინის თავდაცვის ჯგუფის შეხვედრაზე, რათა კოორდინაცია გაუწიონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, რადგან ის მომავალი ზამთრისთვის ემზადება.
ისრაელის მთავრობა და ოპოზიცია საგანგებო მთავრობისა და ომის პირობებში კაბინეტის შექმნაზე შეთანხმდნენ
ისრაელის მთავრობა და ოპოზიცია საგანგებო მთავრობისა და ომის პირობებში კაბინეტის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და “ეროვნული ერთიანობის” ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ბენი განცმა გააკეთეს. განცი, რომელიც ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს „ომის მართვის კაბინეტში” შეუერთდება. მთავრობა არ მიიღებს კანონებს ან გადაწყვეტილებებს, რომლებიც ომის მიმდინარეობას არ უკავშირდება. ეს გულისხმობს, რომ საგანგებო მთავრობის პირობებში სადავო სასამართლო რეფორმა წინ არ წაიწევა. ამ მომენტისთვის არ არსებობს ნიშნები, რომ უდიდესი ოპოზიციური პარტიის “იეშ ატიდის” ლიდერი იაირ ლაპიდი საგანგებო მთავრობას შეუერთდება. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters
ისრაელში სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადადიან
ისრაელის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სკოლები სწავლების დისტანციურ ფორმატში გადავლენ. „ონლაინ სწავლება ძირითადად მიმართული იქნება ემოციურ და სოციალურ ასპექტებზე, რათა გააძლიეროს მოსწავლეთა მდგრადობა, ასევე - სიტუაციის შესაბამის საგანმანათლებლო შინაარსზე,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. სრაელის ცენტრალურ ნაწილში დროდადრო ისმის საჰაერო თავდასხმის მანიშნებელი სირენების ხმა. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters
ღაზის სექტორში ერთადერთმა ელექტროსადგურმა მუშაობა შეწყვიტა
ღაზის სექტორში ერთადერთმა ელექტროსადგურმა საწვავის ნაკლებობის გამო მუშაობა შეწყვიტა. ღაზა ამჟამად ელექტროენერგიის გარეშეა. ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ჯერჯერობით დიზელის გენერატორებია, მაგრამ როგორც CNN წერს, ღაზაში შიშობენ, რომ საზღვრის ყველა მხრიდან ბლოკადის გამო გენერატორების მუშაობისთვის საჭირო საწვავიც ამოიწურება. გაეროს მიაჩნია, რომ ამან შესაძლოა, რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს. „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელში, სულ მცირე, 1200 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 2400 დაშავდა. ისრაელის მთავარმა რაბინმა დაუშვა დაღუპულთა ცხედრების ამოცნობის სამუშაოების გაგრძელება, მათ შორის შაბათსაც. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 950 ადამიანი და დაიჭრა 5000. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters
ფინეთმა უკრაინისთვის 95 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ, მთავრობის წინადადება, უკრაინის 95 მილიონი ევროს ღირებულების მე-19 სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ფინეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „უკრაინის ომის შედეგი განსაზღვრავს ევროპისა და ფინეთის უსაფრთხოების წესრიგს მომავალში. სწორედ ამიტომ გავაგრძელებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად,“ - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა. მისი თქმით, ფინეთის მიერ უკრაინას მიწოდებული თავდაცვის პაკეტების ჯამური ღირებულება ახლა 1,4 მილიარდ ევროს შეადგენს.
რა გარანტიები მიიღო ბრიუსელში ზელენსკიმ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის დახმარების პოტენციური შემცირება მსოფლიოსთვის მესამე მსოფლიო ომის რისკს ზრდის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბელგიის დედაქალაქში მისი ერთ-ერთი მიზანი იყო, მიეღო ერთგვარი გარანტიები, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი უკრაინის მხარდაჭერას რისკებს არ შეუქმნის. „მეშინია თუ არა, რომ მხარდაჭერა შემცირდება? არის მსგავსი რისკები. მაგრამ ეს არ არის რისკი მხოლოდ უკრაინისთვის. თუ თქვენ არ დაეხმარებით უკრაინას, მაშინ რუსეთი გაძლიერდება. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, იქნება ეს ერთი, ორი თუ სამი წელი, იმ შემთხვევაში, თუ ომი არ დასრულდება, რუსეთი ისევ დაბრუნდება და მთელ უკრაინას გაანადგურებს. შემდეგი კი ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნები იქნებიან. ამიტომ დახმარების შემცირება ყველასთვის რისკს წარმოადგენს. გარდა ამისა, ჩვენი საერთო რისკები მოიცავს იმას, დარჩება თუ არა ევროპა და NATO ერთიანი და დაიწყება თუ არა მესამე მსოფლიო ომი,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. სტოლტენბერგმა ზელენსკი NATO-ს შტაბ-ბინაში მიიღო: თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა ზელენსკიმ ასევე ისაუბრა მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ მსგავსი სიტუაცია რუსეთისთვის სასარგებლოა, რადგან ისინი დაინტერესებულნი არიან, რომ უკრაინის მიმართ დახმარება და ყურადღება შემცირდეს. ზელენსკიმ ოთხშაბათს, ბრიუსელში რამშტეინის შეხვედრის დროს მიიღო გარანტიები მოკავშირეებისგან, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება ისრაელში არსებული რთული სიტუაციის მიუხედავად. აღსანიშნავია, რომ NATO-ს თავდაცვის მინისტრები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, „ჰამასის“ მიერ NATO-ს პარტნიორი ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტების შემდეგ. ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი NATO-ს მოკავშირეებს ერთგვარ ანგარიშს ხვალ გააცნობს. „ამ საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრით ჩვენ ვახსენებთ მსოფლიოს, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კვლავაც ურყევია," - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა. მისი თქმით, აშშ გმობს აღმაშფოთებელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელზე. „ჩვენ ვდგავართ ჩვენი ისრაელელი პარტნიორების გვერდით და მაქსიმუმს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მათ ჰქონდეთ ყველაფერი ჰქონდეთ, რაც საკუთარი ქვეყნის დასაცავად სჭირდებათ. ისრაელს, როგორც ყველა სხვა ქვეყანას, აქვს უფლება დაიცვას თავი ტერორიზმისგან - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა. „დღეს ვერავინ იტყვის დაზუსტებით, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ გარკვეული შედეგები უკვე გვაქვს. პირველი, რუსეთი ვერ ჩაიგდებს ხელში უკრაინას, მეორე - რუსეთი ვერ შეძლებს შეიარაღების ახალ რბოლაში ჩართვას და მესამე - დემოკრატია მოიგებს ამ ომს, რადგან ჩვენს დროში ერების დამონება ვერ მოხდება. ყველამ იცის, რომ რუსეთის ამბიციები არასდროს შემოიფარგლებოდა უკრაინით და ჩვენ გვჯერა, რომ მისი ეს ამბიციები სწორედ უკრაინაში დამარცხდება," ამბობს ზელენსკი თავის მხრივ, ზელენსკი. სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დეტალურად განიხილა ოსტინთან და რამშტეინის ფორმატის მონაწილე მინისტრებთან, რა სჭირდება უკრაინას და ასევე კიევმა განიხილა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, რომ ისრაელში დაძაბულმა ვითარებამ გარკვეულწილად გავლენა მოახდინოს უკრაინასთა მიმართებით. „რა თქმა უნდა, პარტნიორები ირწმუნებიან, რომ უკრაინა დახმარებას მაინც მიიღებს, უკრაინას არავინ მიატოვებს,“ - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters