ძებნის რეზულტატი:

მსოფლიოში ისრაელის სოლიდარობის აქციები იმართება, აქციებს მართავენ პალესტინელთა მხარდამჭერებიც

7 ოქტომბერს ისრაელს ღაზის სექტორის მხრიდან, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა.  700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით დაშავდა, ასამდე კი, მძევლად აიყვანეს. ისრაელში მომხდარს მოჰყვა სოლიდარობის აქციები მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითად, ბერლინში ისრაელის დროშის ფერებში განათდა ბრანდენბურგის კარიბჭე. ისრაელის დროშის ფერებში განათდა, თბილისში, სატელევიზიო ანძაც. ბულგარეთის პარლამენტის ფასადზე ასევე გამოჩნდ ისრაელის დროშის გამოსახულება. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ისრაელის ჯარისკაცების მხარდასაჭერად ვიდეო ჩაწერეს ებრაული სუბტიტრებით. კიევისა და ხარკოვის ქუჩებში სარეკლამო ბანერებზე ისრაელის დროშების გამოსახულებები გამოჩნდა. ირანის მცხოვრებლები, რადიკალური ისლამისტების მოწინააღმდეგეები, მხარდაჭერას უცხადებენ ისრაელს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაუხადა ირანელებს მხარდაჭერისთვის. ისრაელის მხარდამჭერ განცხადებას ხელი მოაწერა ბრიტანეთის პარლამენტის 300-მა წევრმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა. ბაქოში ხალხმა ისრაელის საელჩოსთან ისრაელის დროშები, ყვავილები, სანთლები და საბავშვო სათამაშოები მიიტანა. როგორც იტყობინებიან, აქცია სპონტანურად მოეწყო და არ ყოფილა საამისო მოწოდება სოციალურ ქსელებში. მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ადგილობრივი მოსახლეობა სოლიდარობას უცხადებს ისრაელელებს ტერორისტული თავდასხმების ფონზე. რუსეთის დედაქალაქში ხალხს ყვავილები მიაქვს ისრაელის საელჩოსთან. სანქტ-პეტერბურგშიც ბევრს სურდა ისრაელის საკონსულოსთან ყვავილების მიტანა, მაგრამ ეს მათ პოლიციამ აუკრძალა და განმარტა, რომ ამის თანხმობას არ იძლევა თურქული კომპანია, იმ კომპლექსის მფლობელი, რომელშიც საკონსულოა განთავსებული. აშშ-ში „ჰამასის“ თავდასხმა დაგმო ჰოლოკოსტის მემორიალურმა მუზეუმმა. მაიამიში ისრაელის ჯარისკაცებისთვის მასობრივი ლოცვა გაიმართა. ამასობაში, პროპალესტინელმა აქტივისტებმა ნიუ-იორკში „ჰამასის“ მხარდამჭერი აქცია გამართეს. იქვე გაიმართა აქცია ისრაელის მხარდასაჭერად. ვაშინგტონში ჯიჰადისტების მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ჩხუბი გამართეს. კანადაში, მონრეალში, პალესტინელთა მხარდამჭერების აქცია გაიმართა. ამასთან, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ დაგმო „ჰამასის“ ქმედებები და მხარი დაუჭირა ისრაელის ხალხს. ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ ქმედებებს მხარი დაუჭირა ბაღდადის მოსახლეობამ. ერაყის დედაქალაქში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შენობა პალესტინის დროშის ფერებში განათდა „არაბი ძმების მხარდაჭერის ნიშნად“. პალესტინის ავტონომიის მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა თურქეთში, ირანში, იორდანიაში, მაროკოში. დამასკის ეროვნული ოპერის თეატრზე პალესტინის დროშის ფერებია გამოსახული. ამავე ფერებითაა განათებული „აზადის“ კოშკი, თეირანის მთავარი სიმბოლო ქალაქის დასავლეთ ნაწილში, და ლიბიის დედაქალაქის კოშკები. 9 ოქტომბერს პარიზში ისრაელთან სოლიდარობის მსვლელობაა დაგეგმილი. ის დაიწყება ვიქტორ ჰიუგოს მოედანზე და დასრულდება ეიფელის კოშკთან. კოშკი ისრაელის დროშის ფერებში განათდება. რადიო თავისუფლების ცნობით, 10 ოქტომბერს საფრანგეთის სამხრეთში, ლიონში, ისრაელისა და მისი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად გაიმართება აქცია ტერორიზმის წინააღმდეგ.  

რუსეთის ძალებმა „ჰამასს“ უკრაინის დისკრედიტაციისთვის დასავლური იარაღი გადასცეს - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, მოსკოვმა „ჰამასს“ გადასცა უკრაინაში ომის დროს ხელში ჩაგდებული დასავლური იარაღი, მიზანი უკრაინის დისკრედიტაციაა. „რუსების პროვოკაცია მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას და დასავლელი პარტნიორების მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების სრულად შეწყვეტას,“ - აცხადებს უკრაინის დაზვერვა. „აგრესორი-სახელმწიფო რუსეთი ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტების თავდასხმას უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი პროვოკაციისთვის იყენებს. რუსულმა დაზვერვამ უკვე გადასცა „ჰამასის“ ტერორისტებს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს ხელთ ჩაგდებული დასავლური ტექნიკა. შემდეგი ნაბიჯი, რუსების გეგმით, უნდა იყოს უკრაინელი სამხედროების დადანაშაულება, თითქოს, ისინი რეგულარულად ყიდიან დასავლურ იარაღს ტერორისტებზე,“ - მიაჩნიათ უკრაინის დაზვერვაში. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია

საქართველოსა და იაპონიას შორის „საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში“ მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს შორის „საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეკონომიკის საინისტროს ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერა მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა, რომელიც იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ხელმოწერა გლობალური ინტერნეტ მმართველობის ფორუმის (IGF) ფარგლებში გაიმართა. ეს ფორუმი იაპონიის ქალაქ კიოტოში მიმდინარეობს. „იაპონია მდგრადი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის და მობილური ქსელების განვითარების მხრივ, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. ამდენად, მასთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით ხელს შეუწყობს საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვა - განვითარებას. საქართველოში ევროპა - აზიის დამაკავშირებელი ციფრული ჰაბის ჩამოყალიბება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქსელების უსაფრთხოების გაუმჯობესებას, მონაცემთა ცენტრებისა და შესაბამისი საშუალებების და ზოგადად, ICT ინდუსტრიის განვითარებას, აგრეთვე, აღნიშნულ სფეროში ინვესტიციების მოზიდვას, გამოგონებებისა და კვლევების, ტექნიკური ინოვაციების განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს,“ - განაცხადა გურამ გურამიშვილმა. გლობალური ინტერნეტ მმართველობის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები. ფორუმი ორიენტირებულია ინტერნეტის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე.    

საქართველო და თურქეთი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში „აქტიურად ითანამშრომლებენ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის მთავარ ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თანამშრომლობას შეეხო. „აღინიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმთა გაძლიერებისათვის. ითქვა, რომ მიმდინარე წელს შემუშავდა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე, 2022-2030 წლების სტრატეგია, რომლის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სისტემური გარანტიების შემდგომი განმტკიცება. ხაზი გაესვა, რომ სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების ეფექტურად აღსრულებისთვის მუშაობა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომელშიც დეტალურად გაიწერება ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. აღინიშნა, რომ მთავრობისთვის ადამიანის უფლებების, მათ შორის − ბავშვთა უფლებების დაცვის გაძლიერება პრიორიტეტული მიმართულებაა და მთავრობის ყველა აქტივობა მოცემულ სფეროში სწორედ ამ პრიორიტეტის პრაქტიკაში განხორციელებას ემსახურება. დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ ყველა იმ უფლებრივ საკითხზე რაც საქართველოში და თურქეთში მცხოვრები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თურქეთის სახალხო დამცველის მოადგილე ჯალილე ოზლემ თუნჩაქი და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკო თათულაშვილი,“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება უკრაინასა და ისრაელში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ისრაელში ტერორისტები ისევე მოქმედებენ, როგორც რუსეთი უკრაინაში. „ერთი და იგივე ბოროტებაა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ იქ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თავს დაესხა ისრაელს და აქ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხა უკრაინას. გამოცხადებული ზრახვები განსხვავებულია, მაგრამ არსი იგივეა,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას ვიდეოჩართვისას. მისივე თქმით, ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება უკრაინაში, როცა ის ყიდის დრონებს რუსებზე. ირანი ვერ იტყვის, რომ არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ისრაელში ხდება, როცა მისი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ მხარს უჭერენ იმას, რაც ისრაელში ხდება. ზელენსის თქმით, აუცილებელია ტერორიზმის მხარდამჭერების წინააღმდეგ რეალური გლობალური სანქციების დაწესება. „თუ იარსებებს რეალური გლობალური სანქციები ტერორის ნებისმიერი სპონსორობისთვის, ტერორი წააგებს. თუ მსოფლიო გაერთიანდება, როცა ვინმე სხვა ქვეყნის ქალებს მძევლად აიყვანს და სხვა ერის შვილებს იტაცებს, ტერორს მოკავშირეები არ ეყოლება. თუკი ის, ვისაც ტერორისტები ესხმიან თავს, მიიღებს ყველა იმ იარაღს, რაც მას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად, საერთაშორისო სამართალი იქნება ერთადერთი ძალა, რომელიც განსაზღვრავს როგორ იცხოვრებს მსოფლიო და მსოფლიო მშვიდობიანად იცხოვრებს. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 9 ოქტომბერს, მიიღო. მოკლული გოგოს დედა ამბობს, რომ მისი შვილი ქორწინების წინააღმდეგი იყო და გამტაცებლის ოჯახიდან გაქცევას ცდილობდა, თუმცა ვერ ახერხებდა. მკვლელობაც გაქცევის მორიგი მცდელობის დროს მოხდა. მკვლელობა 6 ოქტომბერს მოხდა. ასლანოვმა 14 წლის გოგო ორი თვის წინ მოიტაცა, რასაც რადიო თავისუფლებას უდასტურებს ასლანოვის მამა ადალათ ასლანოვი და ამბობს, რომ გოგო თითქმის ორი თვის განმავლობაში მათ ოჯახში ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციამ ცალკე გამოძიება დაიწყო 150-ე პრიმა მუხლით.   ომბუდსმენი: შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი

პოლონეთმა რუსეთის საელჩოსთვის ჩამორთმეული რეკრეაციული ცენტრი თავდაცვის ძალებს გადასცა

პოლონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ტერიტორიულ თავდაცვის ძალებს გადასცეს მიწა სკუბიანკაში, რეკრეაციული ცენტრით, რომელიც ადრე რუსეთის საელჩოს ეკუთვნოდა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის Twitter პოსტიდან გახდა ცნობილი. სამხედროებისთვის ობიექტების გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობა თავად მარიუშ ბლაშჩაკმაც მიიღო. ბლაშჩაკის თქმით, ამ ტერიტორიებზე სამხედრო ტერიტორიული თავდაცვის წვრთნები ჩატარდება.  

საქართველოს ელჩი: დღეს ისრაელიდან თბილისის მიმართულებით 4 რეისი არის დანიშნული

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 რეისი შესრულდა და მომდევნო დღეებში, რეისები კვლავ განხორციელდება. ლაშა ჟვანია ამბობს, დღეს, 9 ოქტომბერს, ისრაელიდან თბილისის მიმართულებით 4 რეისი არის დანიშნული. „გუშინ, 8 ოქტომბერს, თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 რეისი შესრულდა. მისი თქმით, ამ რეისებზე, ძირითადად, საქართველოს ის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ვერ შეძლეს 7 ოქტომბერს გამომგზავრება. დაგეგმილი რეისებიდან მხოლოდ ერთი, ისრაელის რეისი იქნა გაუქმებული, მათ შორის, არ ყოფილან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ჰქონდათ თავშესაფარი და ღამის გასათენებელი. პრაქტიკულად, ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ. ამ რეისებზე მოთხოვნა არის. როგორც წესი, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ცდილობენ, ბავშვები გამოარიდონ ამ მდგომარეობას. მდგომარეობა ისრაელში, ზოგადად, არის მშვიდი, მე ვგულისხმობ, ისრაელის ცენტრს," - აღნიჩნა ელჩმა. მისი თქმით, თბილისის მიმართულებით რეისებზე ბილეთები არის: „ბილეთები (როგორც ჩვენც თავად შევამოწმეთ, რადგან ინტერესი დიდია, ჩვენც ვცდილობთ, ინფორმაცია მივიღოთ მაქსიმალურად) სხვადასხვა ავიაკომპანიაზე არის. მაგალითად, 12, 13, 14 ოქტომბრის ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია. ასევე, როგორც ისრაელელები, რომლებიც გეგმავდნენ საქართველოში გამომგზავრებას და უკვე ბილეთები ჰქონდათ, მაგრამ მათი ოჯახის რომელიმე წევრი გამოიძახეს სპეციალურ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, უკვე ასეთი ოჯახები აუქმებენ თავიანთ მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომ, შეიძლება, ბოლო წუთს ასევე გამოჩნდეს ადგილები სხვადასხვა რეისზე,"- განაცხადა ელჩმა. ლაშა ჟვანიას თქმით, საელჩოს „ცხელი ხაზი" 24 საათის განმავლობაში მუშაობს.„ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან კავშირზე ვართ, ამიტომ, სამი „ცხელი ხაზი“ მუშაობს საელჩოში 24 საათის განმავლობაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს 13 საათამდე მუშაობს საელჩო და საკონსულო, რაც არასწორია. თუკი ვინმეს სჭირდება, რაიმე დახმარება თავშესაფრის, არ აქვს ღამის გასათენებელი, იგივე ავიარეისებთან დაკავშირებითაც, მაქსიმალურად კონსულტაციებსაც ვაძლევთ და ვცდილობთ ეფექტურად დავეხმაროთ," - აღნიშნა ისრაელში საქართველოს ელჩმა, რომლის კომენტარიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ისრაელში საქართველოს საელჩო სარაკეტო თავდასხმის გამო მოქალაქეებს აფრთხილებს შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters  

მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ისრაელმა გაზის მთავარი ოფშორული საბადო დახურა

ისრაელმა შეაჩერა წარმოება („თამარი“) გაზის საბადოზე მის სამხრეთ სანაპიროზე და მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საწვავის ალტერნატიულ წყაროებს მოებნის. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტრომ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე განაცხადა. ამერიკულმა Chevron-მა (CVX.N), რომელიც საბადოს მართავს, დაადასტურა, რომ მას სამინისტრომ დაავალა, დაეხურა საბადო, რომელიც ისრაელის ელექტრო გენერატორებისა და ინდუსტრიისთვის გაზის ძირითადი წყაროა. Chevron-ის თქმით, ისრაელის უდიდესი ოფშორული გაზის საბადო, ლევიათანი ნორმალურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. „თამარის“ ოპერატორი Chevron-ი, 25%-იან წილს, Isramco - 28,75%-ს, UAE-ის Mubadala Petroleum-ი - 22%-ს, Tamar Petroleum (TMRP.TA) - 16,75%-ს, Dor Gas - 4% სდა Everest - 3,5%- ს. „თამარის“ საბადო ლევანტის ნავთობისა და გაზის აუზში, ლევანტის ზღვის შელფზეა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილია და ისრაელი-ლიბანის საზღვაო საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ისრაელის მთავრობამ ჯერ კიდევ ორი წლის წინ გააფრთხილა ამერიკული კომპანია, რომ ღაზის სექტორის ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ სარაკეტო დაბომბვების ერთ-ერთ სამიზნეს გაზის საბადო წარმოადგენს.  

ისრაელის თავდაცვის ატაშე პენტაგონში დააფიქსირეს - CNN

ისრაელის თავდაცვის ატაშე შეერთებულ შტატებში, გენერალ-მაიორი ჰიდაი ზილბერმანი ორშაბათს პენტაგონს ეწვია. CNN-მა ის პენტაგონში შესვლისას დააფიქსირა. თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, ზილბერმანი გაერთიანებული შტაბის უფროსებ შეხვდას.  ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, აშშ ისრაელს სამხედრო დახმარებას დაჰპირდა. ამასთან, ახლო აღმოსავლეთში თავისი პოზიციები შეცვალა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდების გადაყვანის შესახებ განაცხადა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა სამი რეზოლუცია, რომლებშიც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზეც არის საუბარი

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ კოპენჰაგენში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე რეზოლუცია დაამტკიცა. 487-ერეზოლუციაში „ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებების აღსრულება“ ნათქვამია, რომ რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. „რეზოლუცია მიუთითებს NATO-ს წევრებს, რომ რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორების, ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისადმი სრულად გამოიყენონ NATO-ს მხარდამჭერის ინსტრუმენტები, რომ გააძლიერონ მათი მედეგობა, გაზარდონ უსაფრთხოება და გაგრძელდეს რეფორმები და განაგრძონ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა საჭირო რეფორმებზე შემდგომი პროგრესის მოწოდებით,“ – აღნიშნულია რეზოლუციაში. გარდა ამისა, 484-ე რეზოლუცია მოუწოდებს NATO-ს წევრ მთავრობებსა და ალიანსის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, გააგრძელონ ასპირანტ საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან არსებული თანამშრომლობის გაძლიერება და განვითარება. „იმუშაოს მათთან ინტეგრაციისა და მედეგობის მშენებლობისთვის, განავითაროს მათი თავდაცვითი შესაძლებლობები, მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის და, NATO-ს მადრიდის 2022 წლის სამიტის გადაწყვეტილებების შესაბამისად, საჭიროებებზე მორგებული პაკეტის მხარდაჭერით,“ – ნათქვამია რეზოლუციაში. 485-ე რეზოლუცია - „სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ,“ ძლიერად გმობს რუსეთის გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ, უკანონო და სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ უკანონო ოკუპაციას, რომელიც არის რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე ყოველდღიური, ცხადი და ღია მუქარა ალიანსის უსაფრთხოების და ევროატლანტიკური სივრცის მშვიდობისა და სტაბილურობისადმი. „ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის ქმედებები ხაზს უსვამს შავი ზღვის რეგიონის გაზრდილ სტრატეგიული მნიშვნელობას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, როგორც ეს 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციაშია აღნიშნული და საჭიროებს შავი ზღვის ყოვლისმომცველი სტრატეგიის განვითარებას. ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ განზრახვას, ააშენოს საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, რაც შავი ზღვის რეგიონში შემდგომი დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.  მხარს ვუჭერთ ალიანსის მცდელობას, რომ საჭიროებებზე მორგებული პაკეტი დანერგოს NATO-ს პარტნიორებში, რომლებიც გარე გავლენების მიმართ ყველაზე მოწყვლადნი არიან (ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო) და კვლავ დადასტურდეს 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით, როგორც გაწევრიანების პროცესის განუყოფელი ნაწილით. საჭიროებებზე მორგებული პაკეტის სწრაფი იმპლემენტაცია მოხდეს საქართველოსა და მოლდოვისთვის მაშინ, როდესაც გრძელდება აქტიური მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა, ისევე როგორც მხარდაჭერილ იქნას NATO-ს წევრობისკენ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები რეფორმების დღის წესრიგის განგრძობითობის, მათ შორის, საკვანძო დემოკრატიული რეფორმების და ეროვნული წლიური პროგრამის გამოყენებით,“ – ნათქვამია რეზოლუციაში. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მირჩა ჯოანა: ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, მათი ადგილი ჩვენთანაა

„ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, მათი ადგილი ჩვენთანაა,“ - ხსენებული განცხადება NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ კოპენჰაგენში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 69-ე ყოველწლიურ სესიაზე გააკეთა. „აქ ევროპაში, მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს ჰყავს რუსული ჯარები თავიანთ მიწაზე მათი თანხმობის გარეშე, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინაში ისინი განიცდიან ინტენსიურ დეზინფორმაციულ კამპანიებს, არჩევნებში ჩარევას და კიბერშეტევებს. ჰიბრიდული ომის ყველა ინსტრუმენტი ასევე გამოიყენება NATO-ს მოკავშირეებისა და ჩვენი დემოკრატიების წინააღმდეგ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას კოსოვოს თემებისთვის. და როგორც რუმინელმა ამჯერად, როგორც აღვნიშნე, უკრაინისთვის, მოლდოვის რესპუბლიკისთვის და საქართველოსთვის, ვიცი, რომ მათი ადგილი ჩვენთანაა. დასავლეთ ბალკანეთი ასევე უნდა იყოს ჩვენთან ერთად, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრები. ვიცი, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება. ეს არის გამოსავალი იმისა, რომ ყველა ჩვენგანი, ყველა ჩვენი დემოკრატია ერთად ვიყოთ.“ მირჩა ჯოანას განცხადებით, საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორია და ეს ქვეყანა წლების განმავლობაში, რეფორმების ჩემპიონი იყო არამხოლოდ კავკასიაში ან შავი ზღვის რეგიონში, არამედ, ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპაში. „თქვენი გადასაწყვეტია: რა გზით და როგორ გსურთ დაეყრდნოთ თანამშრომლობის (NATO-სთან) ამ ხანგრძლივ ისტორიას,“  - აღნიშნა ჯოანამ.    

ევროკავშირმა პალესტინელებისთვის განკუთვნილი დახმარების პროგრამა შეაჩერა

ევროპულმა კომისიამ პალესტინელებისთვის 691 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. „ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ტერორიზმისა და სისასტიკის მასშტაბები გარდამტეხი მომენტია“, - წერს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე. მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პალესტინის დახმარებისთვის მომავალი გადახდები დაუყოვნებლივ შეჩერებულია, ხოლო ახალი ბიუჯეტის შესახებ განხილვები გაურკვეველი ვადით გადაიდო. ევროკავშირი პალესტინის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მხარდამჭერია და 2021-2024 წლებში 1.18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პროგრამა იყო გათვალისწინებული.  

ნეთანიაჰუ: ჩვენ გარდავქმნით ახლო აღმოსავლეთს

„ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთს,  ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის სამხრეთ საზღვრის სიახლოვეს მდებარე დასახლებების მერებთან შეხვედრისას გააკეთა. შესაბამის ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. „თქვენი ხელმძღვანელობა იყო ძალიან ძლიერი ამ რთულ დღეებში. მე მოგიწოდებთ, სიმტკიცე შეინარჩუნოთ, რადგანაც ჩვენ ვაპირებთ, შევცვალოთ ახლო აღმოსაველთი. ჩვენ ყველანი თქვენთან ვართ და მათ ძალით დავამარცხებთ,“ - აღნიშა ნეთანიაჰუმ.  

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია: ვგმობთ რუსეთის განზრახვას, ააშენოს საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ კოპენჰაგენში გამართულ შეხვედრაე რეზოლუცია დაამტკიცა. მასში ასევე არის დაგმობილი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო-სამხედრო ბაზის მშენებლონბის განზრახვა. NATO საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას და აღნიშნავს, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი მეტყველებს იმ საფრთხეზე, რომელსაც ის ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობასა და სტაბილურობას უქმნის. „რუსეთის განზრახვა, რომ საზღვაო ბაზა ააშენოს ოჩამჩირეში, რომელიც რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, შავი ზღვის რეგიონის სამომავლო დესტაბილიზაციის საშიშროებას ქმნის,“ - წერია რეზოლუციაში. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. რუსეთის გეგმა მკაცრად დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ. ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: უკანონოა, რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესია 7-9 ოქტომბერს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართა.  

ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა

თბილისის მერიის განცხადებით, ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა. „ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ლოკაციაზე, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. ადგილი ჰქონდა კედლის ჩამოშლის ფაქტს მარიჯანის ქუჩაზე. ძლიერმა ქარმა  ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა. თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები,  გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა. საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222.“ წერია განცხადებაში.  

პრეზიდენტი: ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს.“ საქართველოს ელჩი: დღეს ისრაელიდან თბილისის მიმართულებით 4 რეისი არის დანიშნული „ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხალხისათვის დამატებით ბარიერებისა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ,“ - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისათვის, მოქალაქეები დღეს ავიაკომპანია აირზენას ბილეთების ფასის გაზრდაში დაადანაშაულეს, რასაც თავად კომპანიაში უარყოფენ. მოგიწოდებთ ბოიკოტისკენ - სალომე ზურაბიშვილი „აირზენას“ ბოიკოტს უცხადებს

ელჩი: ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისი დაინიშნა

ელჩის ინფორმაციით, ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისი დაინიშნა. „ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს 11:40 სთ-ზე ჩაინიშნა “საქართველოს ავიახაზების” დამატებითი რეისი თბილისის მიმართულებით.   ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტით. მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც. მადლობა ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს და ჩვენს მეგობარ Miri Regev מירי רגב-ს საქართველოს მთავრობის თხოვნის დროულად დაკმაყოფილებისთვის,“ - ნათქვამია ლაშა ჟვანიას Facebook გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. პრეზიდენტი: ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ფინეთი უკრაინას და რუსეთის აგრესიით დაზარალებულ სხვა ქვეყნებს 92 მილიონ ევროს გამოუყოფს

ფინეთი უკრაინას, მოლდოვას და რუსეთის აგრესიით დაზარალებულ სხვა ქვეყნებს 92 მილიონ ევროს გამოუყოფს. შესაბამისი ინფორმაცია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა. ფინეთი თანხის 12 მლნ ევროს გრანტის სახით, ხოლო 50 მლნ ევროს სესხის სახით გამოყოფს. გარდა ამისა, ფინეთი 30 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს რუსეთის აგრესიით დაზარალებულ ქვეყნებს, რათა სხვა ძალისხმევასთან ერთად,  დაეხმაროს მათ ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებაში. უკრაინაში პროგრამა ჯანდაცვის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, საბინაო და სოციალური დაცვის სექტორებში საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება. ეს ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, სამედიცინო დახმარების მოდერნიზებას, ხელს შეუწყობს ენერგიის მწვავე დეფიციტის მოგვარებისთვის საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობას, სასიცოცხლო მნიშვნელობის საგზაო და სარკინიგზო ქსელების და საცხოვრებელი კორპუსების შეკეთებას და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შენარჩუნებას. ის ასევე დააჩქარებს გრძელვადიან ძალისხმევას უკრაინის აღდგენისა და კრიტიკული სექტორების რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალების, გოგოებისა და შშმ პირების უფლებებს. მსოფლიო ბანკის ჯგუფის განვითარების საერთაშორისო ასოციაციამ (IDA) ამ წლის დასაწყისში, ახალი დაფინანსების პროგრამა - Crisis Facility  წამოიწყო. მისი მიზანი მხარდაჭერის გაზრდაა უკრაინის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით დაზარალდნენ.   

რას წერს ვენეციის კომისია საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნაში

საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ ვენეციიის კომისიის დასკვნა ცნობილია. დოკუმენტში განხილულია რეკომენდაციები, რომლებიც შესრულდა, არ შესრულდა ან ნაწილობრივ შესრულდა. ვენეციის კომისია მიესალმება 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ისევე როგორც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ წინა რეკომენდაციების ნაწილი ჯერ არ შესრულებულა. ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ აუცილებელია, შესრულდეს პირველი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას გულისხმობს, რომლის მსგავსი მოთხოვნა აქვს ევროკავშირის კომისიასაც თავის დასკვნაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა ნიშნავს იმას, რომ გადაიხედოს მისი ფუნქციები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და წევრთა არჩევის წესი. ამასთან, მეორე რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა გადაყვანის უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება, რჩება შეუსრულებლად. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, მესამე რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვას ითვალისწინებდა, შესრულებულია. მეოთხე და მეხუთე რეკომენდაციები კი, რომლებიც მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხიმგებლობას ეხება, ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება, ჩაითვალოს. ვენეციის კომისია მზადაა, საქართველოს ხელისუფლებასთან და პარლამენტთან, ამ საკითხში დახმარების მიზნით მომავალშიც ითანამშრომლოს. როგორც ცნობილია, 2023 წლის მარტის დასკვნაში კომისიამ შესასრულებლად 5 ძირითადი რეკომენდაცია გამოყო.