ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირი განმარტავს, რომ პალესტინის დახმარება არ შეჩერებულა

ევროკავშირი განმარტავს, რომ პალესტინისთვის დახმარება არ შეჩერებულა. Associated Press-ის ცნობით, ბლოკი განმარტავს, რომ სასწრაფოდ გადახედავს ასეთ დახმარებას „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმების ფონზე, რათა დარწმუნდნენ, რომ ფული ბოროტი მიზნებისთვის არ იქნება გამოყენებული. „ამჟამად გადახდები არ შეჩერდება”, ნათქვამია ევროკომისიის მოკლე განცხადებაში მას შემდეგ, რაც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ პალესტინელებისთვის განვითარების პროგრამიდან ყველა გადახდა „დაუყოვნებლივ შეჩერდება.” განხილვის პროცესშია ყველა პროექტი. ყველა ახალი საბიუჯეტო წინადადება… გადაიდო შემდგომ შეტყობინებამდე.“ ესპანეთმა, პორტუგალიამ და ლუქსემბურგმა ევროკაბშირის მიერ პირვანდელი განცხადების გავრცელების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვეს. ევროკავშირი პალესტინის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მხარდამჭერია და 2021-2024 წლებში 1.18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პროგრამა იყო გათვალისწინებული.  

აშშ უკრაინის საჰაერო ძალების განვითარების კოალიციას უხელმძღვანელებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-16 შეხვედრის შედეგების შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უხელმძღვანელებს ქვეყნების კოალიციას უკრაინის საჰაერო ძალების წვრთნის მიზნით. ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღება დაუთმობს უკრაინული F-16-ის ტიპის გამანადგურებლების შესაძლებლობების განვითარებას. ოსტინმა განმარტა, რომ მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, შექმნან უფრო მცირე „შესაძლებლობების კოალიციები", რომლებიც ფოკუსირებულია კიევის მხარდაჭერის კონკრეტულ სფეროებზე. მაგალითად, ესტონეთი და ლუქსემბურგი უხელმძღვანელებენ კოალიციას, რომელიც IT-ის მხარდაჭერით არის დაკავებული. ლიეტუვა უკრაინისთვის უკრაინულ ტერიტორიაზე რუსული ნაღმების გაწმენდის მხრივ დახმარებაში ლიდერობს. ოსტინმა ასევე განმარტა, რომ აშშ ასევე შეუერთდება ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო პროგრამებს, ასევე შეიქმნება საზღვაო ჯგუფი. „ეს გვიჩვენებს, თუ რამდენის გაკეთება შეგვიძლია, როდესაც ერთად ვიქნებით. ეს ასევე აჩვენებს, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის ხელმძღვანელობა,“ - აღნიშნა ოსტინმა. „სიამაყით ვამბობ, რომ შეერთებული შტატები კვლავ გამოვა, რათა უხელმძღვანელოს ქვეყნების კოალიციას, რომლებიც უკრაინასთან მისი სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარებაზე მუშაობენ,” - განაცხადა ოსტინმა. მან აღნიშნა, რომ კოალიციის ხელმძღვანელობისას აშშ საკუთარი ქმედებების მჭიდრო კოორდინაციას მოახდენს უკრაინასთან და სხვა პარტნიორებთან და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინული F-16 ავიაგამანადგურებლების პოტენციალის განვითარებას.  

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ისრაელში ვიზიტის დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიმს კლევერლის, ისრაელში ვიზიტის დროს, საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის გამო, თავშესაფარში გადასვლა მოუწია. შესაბამის ინფორმაციას Reuters ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, საჰაერო თავდასხმის სიგნალი მოსახლეობას „ჰამასის“ მიერ რაკეტის გასროლის საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში დღეს, 11 ოქტომბერს ჩავიდა. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

მოკლული 14 წლის გოგოს დედასა და ბიძას აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდების მხარე პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. გამოძიების თანახმად, 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს. სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა. როგორც ცნობილია, 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. პროკურატურამ ბრალი მოკლული 14 წლის გოგოს დედასაც წარუდგინა  

ნეთანიაჰუ ბაიდენს ისრაელის „ურყევი მხარდაჭერისთვის“ მადლობას უხდის

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ძალიან ახლოდან” ადევნებს თვალს ისრაელში მიმდინარე მოვლენებს. აშშ ისრაელს მხარში უდგას. ბაიდენი ნეთანიაჰუ ტელეფონით ისევ ესაუბრა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ საუბარში ასევე მონაწილეობდნენ ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი და სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. „ამ თავდასხმამ ზედაპირზე ძალიან მტკივნეული მოგონებები და ნაიარევები ამოატივტივა, რომლებიც ათასწლეულის განმავლობაში ანტისემიტიზმმა და ებრაელი ხალხის მიმართ გენოციდმა შექმნა... და ამ მომენტში ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ: ტერორიზმს გამართლება არ აქვს,” - განაცხადა ჯო ბაიდენმა CNN-ის ცნობით. მან გაიმეორა აშშ-ის “ურყევი” ერთგულება ებრაელი ხალხის უსაფრთხოებისადმი. ბაიდენი ნეთანიაჰუს: აშშ-ის მეტი დახმარება ისრაელისკენ მოემართება თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ცნობით, ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს ისრაელის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აშშ-ისა და ისრაელის ლიდერების ეს უკვე მეოთხე სატელეფონო საუბარი იყო „ჰამასის" ისრაელზე თავდასხმისა და ომის დაწყების შემდეგ. ბაიდენი ნეთანიაჰუსთან საუბრის შემდეგ: აშშ მზადაა, ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შესთავაზოს  

ბლინკენი ისრაელში გამგზავრებამდე: აშშ ისრაელს უზრუნველყოფს ყველაფრით, რაც მას სჭირდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში გამგზავრების წინ ქვეყანას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. „ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ტერორიზმის წინააღმდეგ. ვნახეთ „ჰამასის“ მიერ შექმნილი თითქმის ენით აღუწერელი მოქმედებები,“ განაცხადა ბლინკენმა და აღნიშნა, რომ სიტუაცია „უბრალოდ გულსატკენია.“ ბლინკენმა ჟურნალისტებს ისიც აცნობა, რომ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შეხვდება, როდესაც ისრაელში ჩავა. ასევე გამართვს მოლაპარაკებებს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან და სხვა მაღალჩინოსნებთან. მან გაიმეორა, რომ აშშ უზრუნველყოფს ისრაელს ყველაფრით, რაც მას სჭირდება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში 11 ოქტომბერს გაემგზავრებოდა, მედიაში 10 ოქტომბერს გავრცელდა. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

სტოლტენბერგი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთზე: არ გვაქვს ფუფუნება, ავირჩიოთ მხოლოდ ერთი გამოწვევა

ახლა უკვე ორი გამოწვევა - ომი უკრაინაში და ომი ახლო აღმოსავლეთში - ეს იყო საკითხები, რომლითაც დასავლური მედია NATO-ს გენერალური მდივნის პრესკონფერენციის დროს დაინტერესდა. ბრიუსელში თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ. მხარდაჭერა აღუთქვეს უკრაინას. 12 ოქტომბერს კი, ისრაელის თავდაცვის მინისტრისგან მოისმენენ, როგორ პასუხობს ისრაელი „ჰამასის“ თავდასხმებს. დასავლური მედია ხაზს უსვამს, რომ როგორც უკრაინის, ისე ისრაელის საჭიროება საჰაერო თავდაცვას უკავშირდება და საინტერესოა, როგორ აპირებს NATO, უპასუხოს ამ გამოწვევას. მოცემულ საკითხზე ესაუბრა სტოლტენბერგს 11 ოქტომბერს საერთაშორისო მედია. „ჩვენ მოვისმინეთ გარანტიები ბოლო დღეებში, რომ არც შიდა დავა აშშ-ის კონგრესში, არც ომი, ან კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინელებს შორის არ იმოქმედებს უკრაინის მხარდაჭერაზე. რის საფუძველზე შეგიძლიათ, გასცეთ გარანტიები, განსაკუთრებით, ისრაელის შემთხვევაში? ისინი ითხოვენ საჰაერო თავდაცვას და საბრძოლო მასალას, რასაც ასევე ითხოვს უკრაინა,“ - მიმართა Reuters-ის ჟურნალისტმა სტოლტენბერგს. რა გარანტიები მიიღო ბრიუსელში ზელენსკიმ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე „ქმედება უფრო ბევრს ამბობს, ვიდრე სიტყვები. რაც იმას ნიშნავს, რომ არამხოლოდ ვამბობთ მკაფიოდ, რომ NATO-ს მოკავშირეები მზად არიან უკრაინის მხარდაჭერისთვის, არამედ, რეალურად მოკავშირეები აწვდიან უკრაინას მეტ მხარდაჭერას, მეტ საჰაერო თავდაცვას, F-16-ებს, საბრძოლო მასალას, მეტი წვრთნით უზრუნველყოფენ და სხვადასხვა სახის მხარდაჭერის პაკეტებს აწვდიან. ამდენად, ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა, NATO-ს მინისტერიალის შეხვედრა და ასევე, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მეტყველებს იმაზე, რომ NATO-ს მოკავშირეები უკრაინის გვერდით დგანან არამხოლოდ სიტყვით, არამედ, საქმითაც. ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად ვმოქმედებთ. და დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს მოკავშირეები გააგრძელებენ ამას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია უკრაინის გამარჯვება. მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. მათი ღირებულებები ჩვენი ღირებულებებია. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. ეს იყო NATO-ს ყველა მოკავშირის გზავნილი ომის დაწყებიდან. და ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის უპრეცედენტო მხარდაჭერით. რა თქმა უნდა, NATO-ს და NATO-ს მოკავშირეებს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ძალა, ერთდროულად გადავჭრათ სხვადასხვა გამოწვევა. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ავირჩიოთ მხოლოდ ერთი გამოწვევა. NATO-ს მოკავშირეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ისრაელს მიმართონ პრობლემის გადაჭრის შეთავაზებით. და როგორც მოგეხსენებათ, NATO-ს რამდენიმე მოკავშირემ გაუწია ისრაელს მხარდაჭერა, დაზვერვისა და ყველა სხვა სახის მხარდაჭერის მიმართულებით,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ. Sky News-ის შეკითხვას, რამდენად ფიქრობს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი შეიძლება, კიდევ უფრო ფართო ომში გადაიზარდოს და რა შეუძლიათ, გააკეთონ ალიანსის წევრებმა ამისთვის მოსამზადებლად? ასევე, აქვს თუ არა ისრაელს, NATO-ს სანდო პარტნიორს, უფლება, განახორციელოს სახმელეთო შეტევა ღაზაში? სტოლტენბერგმა ასე უპასუხა: „ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება და მათ განიცადეს საშინელი ტერორისტული თავდასხმები გასულ შაბათ-კვირას. ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. და ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ამ ტიპის ტერორისტული თავდასხმებისგან. რა თქმა უნდა, როდესაც დავინახავთ ისრაელის პასუხებს, ველი, რომ ეს იქნება პროპორციული და მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს კონფლიქტი გრძელდება, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან იყოს აცილებული მსხვერპლი უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობაში,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება „ტერორისტულ თავდასხმასა“ და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები 263 000-მა ადამიანმა დატოვა. 11 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები 263 000-მა ადამიანმა დატოვა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

Axios: ზელენსკის ისრაელში ჩასვლა სურს

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ ისრაელს ქვეყნისადმი სოლიდარობის ნიშნად ეწვიოს. ამის შესახებ Axios-ს უკრაინის და ისრაელის ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა. გამოცემა წერს, რომ ზელენსკის ვიზიტი გაზრდის საერთაშორისო მხარდაჭერას ისრაელის კონტრშეტევის მიმართ ღაზაში, „ჰამასის“ წინააღმდეგ. „ზელენსკის ოფისმა ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისს ვიზიტთან დაკავშირებით კოორდინაციის მოთხოვნით,“ განაცხადეს უკრაინისა და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა. ოფიციალური პირების თქმით, ვიზიტის თარიღი ჯერ უცნობია. ზელენსკიმ ოთხშაბათს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, თავი მარტო არ ეგრძნო და რომ საერთაშორისო მხარდაჭერა კიევს ძალიან დაეხმარა. „სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ყველა ლიდერს, ეწვიონ ისრაელს და გამოხატონ მხარდაჭერა ხალხის მიმართ. მე არ ვსაუბრობ რაიმე ინსტიტუტზე, არამედ, იმ ადამიანების მხარდაჭერაზე, რომლებიც დაზარალდნენ ტერორისტული თავდასხმებისგან და დღესაც იღუპებიან", - განაცხადა ზელენსკიმ ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ. ზელენსკის და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისებში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.  „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ზელენსკიმ ისრაელს ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა და „ჰამასი“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრასთან გაათანაბრა. ზელენსკი იყო ერთ-ერთი პირველი ლიდერი, ვინც დაურეკა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს და მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს. „ასეთი ტერორისტული თავდასხმის ფონზე, ყველა, ვინც სიცოცხლეს აფასებს, სოლიდარობა უნდა გამოხატოს... ისრაელს აქვს სრული უფლება, დაიცვას თავი ტერორისგან,“ - განაცხადა ზელენსკიმ. რუსეთს არ გამოუხატავს ისრაელისადმი მხარდაჭერა. მან არც „ჰამასი“ დაგმო.  პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ ძალადობა იყო „აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითი ახლო აღმოსავლეთში", იტყობინება Reuters. რუსეთი წლების განმავლობაში აწარმოებს ოფიციალურ მოლაპარაკებებს „ჰამასთან“, მათ შორის „ჰამასის“ „ოფიციალურ დელეგაციებს“ მოსკოვში მასპინძლობს. პუტინს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან არ უსაუბრია. ოთხშაბათს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას პუტინმა „გამოხატა შეშფოთება“ ომის დროს დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობის „კატასტროფული ზრდის“ გამო, ამტკიცებდა კრემლი 11 ოქტომბერს. რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას რა გავლენა ექნება კონგრესის სპიკერის არჩევას უკრაინის დახმარებაზე  

ირაკლი ღარიბაშვილი ორბანს: ეს ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერის ვიზიტი „ამ კრიტიკულ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრემიერის მეუღლის სახელით უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე განაცხადა. „პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რამდენად ვაფასებთ ამ ურთიერთობებსა და მეგობრობას უნგრეთთან. მეორე რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემთვის პრემიერ-მინისტრი ორბანი არის სამაგალითო ლიდერი, მისაბაძი პოლიტიკოსი და მესამე, უაღრესად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ორბანის და მისი მთავრობისა ნამდვილი მეგობრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე - მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მე მაქვს პრივილეგია, ავწიო ეს ჭიქა, როგორც ჩემი ძვირფასი კოლეგის პირველი სადღეგრძელო. იმიტომ, რომ ეს ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ვისაც სურს ნახოს საქართველო ევროპაში და ევროპასთან,“ - განაცხადა პრემიერმა. ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ურთიერთობა ამ ორ ერს შორის. „ყოველთვის კარგია, როდესაც ვხედავ წყვილს პოლიტიკაში, რომლებიც არამხოლოდ საუბრობენ ოჯახურ ღირებულებებზე, არამედ, უჩვენებენ შესანიშნავ მაგალითს თითოეულ ჩვენგანს. საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი კარგი მაგალითების ჩვენებაა უნგრელებისთვის. ასე რომ, თუ შემიძლია ამგვარად ვთქვა, ირაკლი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ შორის ხანგრძლივი მეგობრობაა. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს ურთიერთობა ამ ორ ერს შორის. თანამედროვე მსოფლიოში არის დისკუსია იმის შესახებ, არსებობს თუ არა სასწაულები. ჩვენ, ქრისტიანები, ვფიქრობთ, რომ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც ჯერ არ სჯერა, რომ სასწაულები არსებობს, უნდა მოვიდეს ამ ოთახში ამ საღამოს, რადგან აქ მინიმუმ ორი სასწაულია: პირველი, ეს არის ქართული სასწაული - თქვენი ისტორია, თქვენი ერის გეოპოლიტიკური გარემო, თავად ფაქტი, რომ კიდევ არსებობს ქართველი ხალხი, არსებობს ისეთი ენა, როგორიც არის ქართული და ხალხი, რომელიც ცხოვრობს აქ და საუბრობს ამ ენაზე, არსებობს ქართული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ისევ არის ქრისტიანული - ეს არის სასწაული; შემდეგი სასწაული ამ ოთახში უნგრულია. როგორც იცით, ჩვენ, უნგრელები, მოვედით შორეული აღმოსავლეთიდან, ურალის მთების მიღმიდან და დავიკავეთ ის ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, 1100 წლის წინ. როგორც უცხოელებს, არც ნათესავები და არც ოჯახის წევრები გვყავდა ირგვლივ, მხოლოდ ჩვენ, უნგრელები, ვიყავით მარტონი. ჩვენ დავიკავეთ ტერიტორია, ისევ გვაქვს იგივე ენა, ისევ სრულვყოფთ იმავე კულტურას და ვცხოვრობთ ჩვენი საკუთარი ცხოვრებით. ასე რომ, სასწაულია, რომ კიდევ არსებობენ უნგრელები, რომლებიც საუბრობენ უნგრულ ენაზე; არსებობს უნგრული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ქრისტიანულია - ეს არის მეორე სასწაული. ასე რომ, ეს არის ორი ქვეყნის სასწაულის შეხვედრა და მივიჩნევ, რომ ეს მოამზადებს არამხოლოდ პოლიტიკურ საფუძველს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში, არამედ მეტიც, უზრუნველყოფს ამ ორი ქვეყნის შესანიშნავ ურთიერთობებს სიღრმისეულ დონეზე,“ - განაცხადა ვიქტორ ორბანმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრემიერის მეუღლის სახელით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად ოფიციალური სადილი სასტუმრო Tsinandali Radisson Collection-ში გაიმართა. ოფიციალურ სადილს უნგრეთის დელეგაციის წევრები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

ლიეტუვა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ლიეტუვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ უკრაინული მედია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. დახმარების პაკეტი მოიცავს ორ გამშვებს NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ქვეყანა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 155 მმ-იან საბრძოლო მასალას შეიძენს. „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ქვეყანა სამხედრო დახმარების სიას უკრაინის ამჟამინდელი საჭიროებების გათვალისწინებით აყალიბებს. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ლიეტუვა უკრაინას გენერატორებსა და აღჭურვილობას გადასცემს, რომელიც ქვეყანას ზამთრის გადასატანად ესაჭიროება. ასევე გაგრძელდა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნა და რეაბილიტაცია.  

რუსეთი ბელგოროდზე დრონით შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქალაქ ბელგოროდის გარეუბანში უპილოტო საფრენი აპარატით შეტევას მსხვერპლი მოჰყვა. 3 ადამიანი დაიღუპა. ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. გლადკოვის თანახმად, მძიმე მდგომარეობაშია 2 დაშავებული. გუბერნატორის ცნობით, აფეთქების შედეგად, განადგურებულია 2 სახლი და რამდენიმე დაზიანებულია. დრონით შეტევის შესახებ პირველი ინფორმაცია გლადკოვის ტელეგრამ-არხზე ღამის 2 საათისთვის გამოქვეყნდა. გუბერნატორი წერდა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ქალაქ ბელგოროდს უახლოვდებოდა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე დრონით შეტევის შესახებ ცნობები გახშირდა.  

კირილ ბუდანოვი საუბრობს, რამდედ ხანს ეყოფა რუსეთს შესაძლებლობები ომის საწარმოებლად

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს, სავარაუდოდ, აქვს ეკონომიკური და ტექნიკური შესაძლებლობა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი 2025 ან 2026 წლამდე გააგრძელოს. ამის შესახებ ბუდანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ შეკითხვას, როგორ აისახება ისრაელის და „ჰამასის“ ომი რუსეთ-უკრაინის ომსა და უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ პრობლემა არ იქნება, თუ ეს კონფლიქტი მხოლოდ რამდენიმე კვირას გასტანს. რაც შეეხება დასავლეთის სახელმწიფოთა მხრიდან შემდგომ სამხედრო დახმარებას, ბუდანოვი 2024 წლის შუა პერიოდამდე განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავს, შემდეგ კი, მისი თქმით, უკრაინაზე იქნება დამოკიდებული საჭიროებების სწორად ახსნა და საკუთარი წარმოების გაზრდაც. კირილ ბუდანოვი უმთავრეს მოსაგვარებელ პრობლემად ასახელებს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინასაც აქვს საკუთარი არმიის შევსების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები: შეკითხვა: მსოფლიო არ იყო მზად ასეთი ინტენსიური ომისთვის - თქვენი შეფასებით, რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს ომი? - რესურსებთან დაკავშირებით, ფაქტებზე ვისაუბროთ. პასუხი: ეკონომიკის შეფასებით, რუსეთს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე" შეუძლია 2025 წლამდე იომოს, ტექნიკის რაოდენობით კი - მაქსიმუმ 2026 წლამდე, თუმცა ტექნიკის აღდგენის ტემპი არცთუ მაღალი აქვს. ანუ, სადღაც 2025 წელზე გავდივართ. ადამიანური რესურსი რუსეთს დიდხანს ეყოფა. მაგრამ რაც არ უნდა თქვას ვინმემ, თუ მთლიანობაში შეაფასებთ ჩვენს ადამიანურ რესურსებს, ის ასევე იქნება დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენი ქვეყანა არც ისე პატარაა. სხვა საქმეა, მზად არის თუ არა რუსეთის ფედერაცია ზედა ზღვრამდე, ბოლომდე გასასვლელად? ფაქტობრივად, ყველა მობილიზებული იბრძვის, გრძნობენ საბრძოლო მასალის ნაკლებობას, იარაღის ნაკლებობას. შეკითხვა: მაგრამ ამ ნაკლებობას ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობით ფარავენ? - და ჩვენ ამ ნაკლებობას ვფარავთ შეერთებულ შტატებთან, ბრიტანეთთან, ცივილიზებულ სამყაროსთან თანამშრომლობით. „მსოფლიო არ იყო მზად ასეთი ინტენსივობის ომისთვის. და ეს, სხვათა შორის, არის ერთ-ერთი დასკვნა, რომელსაც ყველა ქვეყანა აუცილებლად გააკეთებს ამის შემდეგ. ყველა შეეცდება, ააშენოს თავისი არსენალი.“ შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს ომს. დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს და აცხადებს, რომ კიევს დაეხმარებიენ იმ დრომდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება.  

ერდოღანმა ღაზაში „ჰამასის“ მიმართ ისრაელის პასუხს ხოცვა-ჟლეტა უწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზის ბლოკადა და „ჰამასზე“ იერიში, არაპროპორციული პასუხი იყო, რომელიც „ხოცვა-ჟლეტას“ უტოლდება. ამ კვირაში ანკარამ მხარეებს შორის შუამავლობა შესთავაზა, ერდოღანმა და მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრეს რეგიონალურ ძალებთან და დასავლელ კოლეგებთან.  „ხალხისთვის ფუნდამენტური საჭიროებების მიწოდების შეზღუდვა და სამოქალაქო დასახლებებზე იერიში, კონფლიქტის წარმოება ყველანაირი სამარცხვინო მეთოდის გამოყენებით,  ომი არ არის, ეს ხოცვა-ჟლეტაა," - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Reuters-ის ცნობით.  თურქეთი, რომელიც წარსულში მხარს უჭერდა პალესტინელებს და მასპინძლობდა „ჰამასის“ წევრებს იმ ფონზე, რომ მხარს უჭერდა ორი სახელმწიფოს პრობლემის გადაწყვეტას, წლების განმავლობაში მტკივნეული კონფლიქტის შემდეგ, ისრაელთან კავშირების გამოსწორებაზე მუშაობს. ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ანკარა „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად არ განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ ღიად არ ადანაშაულებს ისრაელს, თურქეთმა განაცხადა, რომ ბოლო ბრძოლები გამოწვეულია წლების განმავლობაში პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული უსამართლობით და რომ მშვიდობის ერთადერთი გზა დამოუკიდებელი, სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა,“ - წერს Reuters-ი.  

ენტონი ბლინკენი ისრაელშია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასსთან შეხვედრას გეგმავს. ბლინკენი ისრაელში გამგზავრებამდე: აშშ ისრაელს უზრუნველყოფს ყველაფრით, რაც მას სჭირდება  

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იცვლება. სპეციალური რეჟიმი უქმდება მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის და შესაბამისად, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მათი გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. შესაბამისად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება რიკოთზე დაშვებული იქნება ორმხრივად, 21:00 საათიდან 07:00 საათამდე. ამასთან, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გაგრძელდება 24 საათიანი მონიტორინგი. სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან მოქმედებს," - ნათქვამია ინფორმაციაში.  

გერმანია ისრაელს დრონებს გადასცემს

NATO-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა საგანგებო სესიით დაიწყო, რომელსაც ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტიც დაესწრო. ცნობილი გახდა, რომ ბერლინი ისრაელს საშუალებას მისცემს, Heron-ის ორი უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენოს, რომელსაც გერმანიის საჰაერო ძალები ისრაელში წვრთნებისთვის იყენებდნენ. „გარდა ამისა, არის მოთხოვნა გემებისთვის საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით, რომლებსაც ახლა ისრაელელებთან განვიხილავთ,“ - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა შეხვედრის წინ და აღნიშნა, რომ გერმანია ისრაელის გვერდით დგას. სტოლტენბერგი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთზე: არ გვაქვს ფუფუნება, ავირჩიოთ მხოლოდ ერთი გამოწვევა  

სანდუ: პირველად, მკაფიოდ და ღიად ვაცხადებთ, რომ რუსეთი არის ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის

მოლდოვის პრეზიდენტმა რუსეთს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე უწოდა, რომელსაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაცია სურს. მოლდოვას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია რუსეთს პირველად მოიხსენიებს, როგორც საფრთხეს. „რუსეთის ფედერაცია და მისი მარიონეტები მოლდოვის რესპუბლიკაში, საფრთხის ყველაზე საშიში და მუდმივი წყაროა, რასაც შეიძლება, მძიმე შედეგები მოჰყვეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობისთვის.“ თუ სტრატეგია მიიღება (ის უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, რომ ოფიციალურ დოკუმენტად იქცეს), მთავრობა შეძლებს, მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან სამხედრო წვრთნების გზით. „პირველად, ჩვენ ნათლად და ღიად ვაცხადებთ, რომ რუსეთი არის ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. [დოკუმენტი] ასევე ხაზს უსვამს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ევროკავშირთან, აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და NATO-ს სხვა წევრებთან,“ - განმარტა სანდუმ.  

ირანის პრეზიდენტმა და საუდის არაბეთის პრინცმა კავშირების აღდგენის შემდეგ პირველად ისაუბრეს

ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი განიხილეს. ეს არის ორ ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი მას შემდეგ, რაც ჩინეთის შუამავლობით, თეირანსა და რიადს შორის ურთიერთობები განახლდა. იუწყება Reuters-ი. „საუდის არაბეთის პრინცმა დაადასტურა, რომ სამეფო ყველა შესაძლო ძალისხმევას მიმართავს ყველა საერთაშორისო და რეგიონულ მხარესთან კომუნიკაციისთვის, რათა შეაჩეროს მიმდინარე ესკალაცია," - წერს საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA. თავის მხრივ, ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ რაისიმ და საუდის არაბეთის პრინცმა განიხილეს „პალესტინის წინააღმდეგ ომის დანაშაულების დასრულების აუცილებლობა." მანამდე, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა. ბინ სალმანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პალესტინელი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს, ღირსეული ცხოვრების მიზნით მათი ლეგიტიმური უფლებების უზრუნველსაყოფად, ასევე, იმისთვის, რომ მიაღწიონ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას. იტყობინება საუდის არაბეთის პრესის ოფიციალური სააგენტო. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირება 8%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანში მაგისტრალური გაზსადენებით 29 954,4 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიტანეს, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა 5,1%-ია. სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, გაზის ტრანსპორტირების 54,8% სამხრეთ კავკასიის მილსადენის - ბაქო-თბილისი-ერზრუმის გავლით განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში მილსადენით 16 419 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიზიარა (2022 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, რაც 8%-იანი ზრდაა). ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი, რომელიც სამხრეთ კავკასიურის სახელითაც არის ცნობილი, „შაჰდენიზის” საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ექსპორტირების მიზნით აშენდა. მილსადენი სათავეს ბაქოს ტერმინალთან ახლოს იღებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთის ქალაქ ერზრუმში მთავრდება, სადაც გაზის განმანაწილებელი კვანძი მდებარეობს. ხსენებული მილსადენი 2006 წლის ბოლოდან ამოქმედდა და მისი გავლით ’„შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ხდება.  

აშშ-ის ახალი ელჩის ოთხი პრიორიტეტი - რობინ დანიგენი საქართველოშია

მიმდინარე წლის მარტში, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე რობინ დანიგენს მოუსმინეს. მაშინ ის საქართველოში აშშ-ის ელჩობისთვის ემზადებოდა და იმ პრიორიტეტებზეც ისაუბრა, რომლებზეც მისი ვადის განმავლობაში კონცეტრირდებოდა. აღსანიშნავია, რომ მეოთხე პრიორიტეტი საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას ეხება. მან ორმხრივი ინვესტიციებისა და ვაჭრობის გაძლიერების პირობა დადო. „დამტკიცების შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ ოთხ პრიორიტეტზე. უპირველეს ყოვლისა, ჩემი უმაღლესი მოვალეობა იქნება აშშ-ის საელჩოში მომუშავე გუნდის და საქართველოში ყველა ამერიკელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ბოლო 18 თვის განმავლობაში ვმუშაობდით, რათა დავხმარებოდით ჩვენი საელჩოს გუნდის დაცვას კიევში ძალიან რთულ გარემოში, ვიცი, რომ ეს პასუხისმგებლობა წმინდაა. მეორე - მე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რათა დავეხმარო მათ, რეალობად აქციონ თავიანთი სურვილი ევროკავშირთან, NATO-სთან და დასავლეთთან შემდგომი ინტეგრაციისა და მათი დემოკრატიული მომავლის გაღრმავების კუთხით. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არამხოლოდ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს, ღრმად მჯერა, რომ ეს არის აშშ-ის ინტერესშიც. ჩვენ გვსურს დასავლეთთან მტკიცედ ინტეგრირებული, დემოკრატიული საქართველო, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავისი საზღვრები და გაუძლოს რუსეთის მავნე აქტივობებს, მათ შორის რუსული დეზინფორმაციის ზეწოლას. საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ზოგიერთი შემაშფოთებელი მოვლენა ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ევროკავშირმა საქართველოს მიაწოდა რეფორმების საგზაო რუკა, რომელიც მან უნდა დაასრულოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით. მე მოუთმენლად ველი საქართველოს მხარდაჭერას ამ რეფორმების განხორციელებისას. მესამე, გავაძლიერებ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მათ შორის, ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში შესაძლებლობების გაზრდისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ინვესტიციებისთვის. მე ენერგიულად შევუწყობ ხელს აშშ-ის ექსპორტს და წავახალისებ რეფორმებს სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს გასაძლიერებლად. მე ასევე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, რათა ხელი შევუწყო პოტენციური ეკონომიკური იძულების პრაქტიკისგან დაცვას, მათ შორის რუსეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან. რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს გაეროს ქარტიის ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ქართველებმა ძალიან კარგად იციან ეს რუსული სახელმძღვანელოდანაა, რადგან 2008 წელს ნახეს, რომ ეს მოხდა მათ ქვეყანაში და ამას ყოველდღიურად განიცდიან, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებული. ჩემი მეოთხე პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მე ვიღებ ვალდებულებას, ვიმუშაო საქართველოსთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და გაეროს წესდების შესაბამისად. ჩვენმა პარტნიორობამ ბოლო 30 წლის განმავლობაში სარგებელი მოუტანა როგორც საქართველოს, ისე შეერთებული შტატების მოსახლეობას. საქართველო იყო NATO-ს მტკიცე პარტნიორი მშვიდობისთვის და ყველაზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში,“ - განაცხადა დანიგენმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი 14 თებერვალს წარადგინა. 28 ივლისს აშშ-ის სენატმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, რობინ დანიგენის კანდიდატურა დაამტკიცა. რობინ დანიგენმა ფიცი ორი დღის წინ დადო. რობინ დანიგენი 2 ივნისამდე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩად რობინ დანიგენი დაამტკიცა 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე მუშაობდა ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილედ. დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა. დანიგენი 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგენი „ეროვნული ომის კოლეჯის“ წარჩინებული კურსდამთავრებულია, სადაც სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. რობინ დანიგენი ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. საუბრობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე. Europetime-მა ახალ ელჩთან დაკავშირებული დოსიე სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით შეკრიბა. ასევე გაეცანით: რობინ დანიგენი: ჩემი პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა რობინ დანიგენი უკრაინაზე, სანქციებთან საქართველოს შესაბამისობაზე, დასავლეთთან კავშირების გაძლიერებასა და შუა დერეფანზე რობინ დანიგენი: რუსეთი ახორციელებს მავნებლურ აქტივობებს საქართველოში, ჩვენი მხრიდან დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია