ძებნის რეზულტატი:
უკრაინის მიერ მხარდაჭერილი “მშვიდობის ფორმულის“ განხილვას სომხეთი პირველად შეუერთდა - მედია
სომხეთი პირველად მონაწილეობს შეხვედრაში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო ფორმულის შესახებ მომავალი სამიტის მომზადებას. შეხვედრას მალტა მასპინძლობს. შესაბამის ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ავრცელებს. მედია სხვა დეტალებს არ უთითებს. საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე გამართულ შეხვედრაზე დასასწრებად, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი გაემგზავრა. 2023 წლის სექტემბერში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლემ, ანა ჰაკობიანმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინას ქვეყნის პირველი ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. 5 ოქტომბერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში პირველად შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მალტის შეხვედრაში 65-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საუდის არაბეთში გამართულ წინა შეხვედრას. მონაწილე ქვეყნების სია ჯერ არ არის გასაჯაროებული. „საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ მიმართ იზრდება. ამის დასტურია, გლობალური სამხრეთის ქვეყნების დიდი რაოდენობა, რომლებიც შეხვედრაში მონაწილეობენ. ეს ნამდვილად იმის დემონსტრირებაა, რომ მსოფლიო სამართლიანობითა და უკრაინის გამარჯვებით არის დაინტერესებული,“ - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა. მოსკოვი შეხვედრას "ღიად ანტირუსულ ღონისძიებას" უწოდებს და მასში არ მონაწილეობს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ დახურულ კარს მიღმა მიმდინარე ორდღიანი შეხვედრა გააძლიერებს მხარდაჭერას ომის დამთავრების შესახებ მისი ათპუნქტიანი გეგმის მიმართ. შეგახსენებთ, რომ „მშვიდობის ფორმულის“ ფარგლებში პირველი ორი შეხვედრა კოპენჰაგენსა და ჯედაში გაიმართა.
უკრაინა და ნიდერლანდები უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ
უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, კონსულტაციების პირველი რაუნდი 28 ოქტომბერს მალტაში უკრაინის სამშვიდობო ფორმულის სამიტის ფარგლებში გაიმართა. „სიმბოლურია, რომ ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები ჰოლანდიასთან უსაფრთხოების საკითხებში სწორედ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მესამე შეხვედრის დროს, უკრაინის სამშვიდობო ფორმულის შესახებ, რადგან ფორმულის ერთ-ერთი ელემენტია ომის ესკალაციისა და აგრესიის განმეორების თავიდან აცილება,“ - განაცხადა იერმაკმა. უკრაინისა და ნიდერლანდების დელეგაციებმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის, უკრაინის ეკონომიკური აღდგენის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმისა და გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხები განიხილეს. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“ G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. უკრაინა და იაპონია უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ
ევროკავშირის ელჩი: კომუნიკაციების კომისია უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი
ევროკავშირის ელჩი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე საუბრობს და აცხადებს, რომ რაც აბსოლუტურად აუცილებელია, ეს არის ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობა. „ჩვენ გვაქვს დირექტივა, „აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა“, რომელიც სტანდარტებს ადგენს. ყველა ჩვენს წევრ სახელმწიფოს მოეთხოვება, რომ ჰქონდეს ისეთი ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც აღნიშნულ სტანდარტებს ეხმიანება და საქართველოსაც, რომელიც არის კანდიდატი ქვეყანა, მოეთხოვება ამ სტანდარტების დაცვა. განსაკუთრებით ორი ძირითადი საკითხია აბსოლუტურად აუცილებელი. ეს არის არასრულწლოვანთა დაცვის საკითხი და სიძულვილის ენა. მოქმედი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში გავიდა, აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს. ამასთან, კანონპროექტში არის სხვა ელემენტებიც, მათ შორის, უხამსობის შესახებ. ჩვენი გადმოსახედიდან, ამ ყველაფრის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შესაბამის ორგანოებთან. რაც აბსოლუტურად აუცილებელია, არის ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობა. ეს არის კომუნიკაციების კომისია. ეს ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს. ის სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ ამის განსახორციელებლად,“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ასევე გაეცანით: ევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკომისია გააგრძელებს მაუწყებლობის შესახებ კანონის აღსრულების მჭიდრო მონიტორინგს - „უხამსობის“ ცნება დირექტივის ნაწილი არ არის
ერდოღანის აქციის შემდეგ, ისრაელმა თავის დიპლომატებს თურქეთის დატოვება უბრძანა
სტამბოლში ისრაელის საწინააღდმეგო აქციის შემდეგ, ისრაელი თურქეთიდან დიპლომატებს გამოიხმობს. ისრაელმა განაცხადა, რომ თავის დიპლომატებს თურქეთიდან, "ურთიერთობების ხელახლა შეფასების მიზნით" გაიყვანს, რადგან პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აგრძელებს ებრაული სახელმწიფოს შეურაცხყოფას ღაზის სექტორში მისი ქმედებების გამო. „თურქეთის მძიმე განცხადებებიდან გამომდინარე, მე გავეცი ბრძანება დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების შესახებ, რათა ხელახლა შევაფასოთ ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობები,“ - წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი. თავის მხრივ, AFP წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც მოკლედ ვადით უნდა გაგრძელდეს.“ სტამბოლში გამართულ ხალხმრავალ აქციაზე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი ათწლეულების განმავლობაში სამხედრო დანაშაულებში დაადანაშაულა და ქვეყანას "ოკუპანტი" უწოდა. აქციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის ეხმარება მათ, ვისაც ეს სჭირდება, ახლა კი ღაზის სჭირდება ეს დახმარება, იტყობინება თურქული სააგენტო Anadolu. ერდოღანის თქმით, ისინი, ვინც უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის „ნიანგის ცრემლებს“ ღვრიან, დღეს ჩუმად უყურებენ „ღაზის სექტორში ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს.“ თურქეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ისრაელის ხელისუფლება უკმაყოფილო იყო მისი სიტყვებით, რომ “ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ომის ახალ ფაზაში შევედით
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ “ჰამასის“ წინააღმდეგ ომი ახალ ფაზაშია. „ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე ახალი ბრძანება არ მიიღება,“ - განაცხადა იოავ გალანტმა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები შაბათს ღამით ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციებს მნიშვნელოვნად გააფართოებენ. ამის ფონზე მან მოუწოდა ღაზის სექტორის მცხოვრებლებს, სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლონ. „[ისრაელის] საჰაერო ძალები ძალიან მნიშვნელოვნად ურტყამენ მიწისქვეშა სამიზნეებს. ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად ვმოქმედებთ,” - განაცხადა ჰაგარიმ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების ქვეითები და ტანკები ღაზის სექტორში შეზღუდულ რეიდებს ახორციელებდნენ. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
მეორე ამერიკული ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვაში შევიდა და ისრაელისკენ მიემართება - CNN
ამერიკული ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფმა გიბრალტარის სრუტე გაიარა და ხმელთაშუა ზღვაში შევიდა. ამის შესახებ CNN MarineTraffic.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. დამრტყმელი ჯგუფი - ავიამზიდი, მართვადი რაკეტების კრეისერი და ორი მართვადი რაკეტის გამანადგურებელი ნორფოლკიდან, ვირჯინიიდან, 13 ოქტომბერს განლაგდა. ახლა ეს მეორე ავიამზიდია ხმელთაშუა ზღვაში. USS Gerald R. Ford-ის დამრტყმელი ჯგუფი ამჟამად აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ისრაელის სანაპიროზე იმყოფება. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობის ფონზე, პენტაგონმა ამ კვირაში 900 ამერიკელი ჯარისკაცის განლაგების შესახებ განაცხადა. მანამდე, 22 ოქტომბერს აშშ-მ დაახლოებით, 2000 ჯარისკაცი განლაგებისთვის მზადყოფნაში მოიყვანა. 25 ოქტომბერს პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში F-16-ების ესკადრილია გაგზავნა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. ინფორმაცია უკრაინაში მყოფმა ქართველმა აქტივისტებმა გაავრცელეს. ცნობას ადასტურებს საგარეო უწყებაც. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-მდე ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
ღაზის სექტორში საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს Starlink-ზე წვდომა ექნებათ
ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მომუშავე საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს Starlink-ის სატელიტურ კომუნიკაციებზე წვდომა ექნებათ. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ღაზის სექტორიდან არცერთ ტერმინალს არ უცდია ჩვენს თანამგზავრთან დაკავშირება. SpaceX მხარს დაუჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან წვდომის გააქტიურებას,“ - წერს ილონ მასკი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). ღაზის სექტორში სატელეფონო და ინტერნეტ კავშირები გათიშულია. საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ კავშირების გათიშვა, რომელიც პარასკევს, 27 ოქტომბრის საღამოს დაიწყო, აუარესებს სიტუაციას, რადგან აფერხებს სიცოცხლისთვის საჭირო ოპერაციების ჩატარებას და ხელს უშლის ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციას. Reuters-ის ცნობით, SpaceX-მა დაუყოვნებლივ არ გააკეთა კომენტარი იმის შესახებ, თუ როგორ დარწმუნდებიან, რომ Starlink-ით ჰუმანიტარული ორგანიზაციები ისარგებლებენ და არა “ჰამასი.“ შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
EIB-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რიკოთის მაგისტრალზე: ევროპული მაგისტრალი რეალობა გახდა
ევროპის საინვესტიციო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაჩეი ჩურამ რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გახსნაზე განაცხადა, რომ ეს არის ძალიან კარგად ნაბიჯი საქართველოს დაკავშირებადობის გაფართოების. „ძალზედ მოხარული ვარ, რომ დღე აქ ვიმყოფები ევროპის საინვესტიციო ბანკის სახელით და მოწმე ვარ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის, რომელსაც შევარქვი სახელი „საქართველოს ევროპული მაგისტრალი“ - ეს გახდა რეალობა, რომელსაც მივყავართ დასრულებამდე, ანუ ძალიან სერიოზული ტრანსევროპული ქსელის ნაწილისა და ძირითადი ნაწილისა შუა დერეფნის, რომელიც გაიხსნება ევროპის „გლობალური კარიბჭის ფორუმისა“ და „აბრეშუმის გზის ფორუმის“ შემდეგ. გილოცავთ. გამომდინარე საქართველო-ევროპის თანამშრომლობის პრიორიტეტებისა, ევროპულმა ბანკმა დაამტკიცა პირველი სესხი 2011 წელს, რომელსაც მხარი უნდა დაეჭირა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარებისთვის. ჩვენი ვალდებულებები, რომლებიც სრულიად გარანტირებულია ევროკავშირის მიერ, 1 მლრდ ევროს მიაღწია და რომელიც შევსებული იყო 42 მლნ ევროპული გრანტებით. ბოლო გრანტს ხელი მოეწერა გლობალური ფორუმის დროს ბრიუსელში. უბისა-შორაპანის სექცია გახლავთ ერთ-ერთი, რომელსაც აფინანსებს ბანკი, რომელიც მაგალითად იყო გრიგოლეთი-ქობულეთი, ჩუმათელეთი-ხევი, ზემო ოსიაური- ჩუმათელეთი და ასევე ხანგრძლივი თვალსაზრისით სხვა სექციები აღნიშნული მაგისტრალის. იგი ფინანსდება EIB Global-ის მიერ, როგორც ჩვენი ხანგრძლივი ვალდებულებების ჭრილში, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სატრანსპორტო დაკავშირებადობას. ევროპული საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პროფესორ ტერეზა ჩერვინსკას სახელით მინდა მივესალმო ამ ეტაპს, ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობის თვალსაზრისი სატრანსპორტო სექტორში, რომელიც აახლოებს ევროკავშირსა და საქართველოს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა, საყრდენისა. მას წვლილი შეაქვს ლოკალურ მობილობაში, ეკონომიკურ ზრდაში. დასკვნის სახით, მინდა, მაღალი შეფასება მივცე ჩვენი გუნდის თანამშრომლობას რეგიონალური ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის ჩართულობას ვუსვამ ხაზს, რომლებიც მხარს უჭერდნენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარებას. ეს არის ძალიან კარგად ნაბიჯი საქართველოს დაკავშირებადობის გაფართოების, ქართველი ხალხის კეთილდღეობის გაფართოების, რაც არის საინვესტიციო გეგმის ნაწილი“, - განაცხადა მაჩეი ჩურამ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
როლანდ პრაისი: რეგიონული და საერთაშორისო თვალსაზრისით, რიკოთის მაგისტრალი გახლავთ ხიდი, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს აკავშირებს
„მსოფლიო ბანკი განსაკუთრებით ამაყობს, რომ ეს იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც 2, 3 მილიარდ დოლარით ამერიკის საფლაგმანო პროექტიდან დაეხმარა ამ პროექტს,“ - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორმა როლანდ პრაისმა, რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა. „საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება გახლავთ ეროვნული რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის. ორი მნიშვნელოვანი ატრიბუტი ამ განვითარებისა გახლავთ - შემცირება დისტანციისა მგზავრობის დროის და ასევე გაუმჯობესება უსაფრთხოების სტანდარტებისა, რაც გახლავთ უმნიშვნელოვანესი განვითარება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოსახლეობამ იმოგზაუროს ქვეყნის მასშტაბით. ამას ექნება პოზიტიური გავლენა ბიზნესებზე, საქონლის ტრანსპორტირებაზე და წვლილს შეიტანს ტურიზმის განვითარების საქმეში, რაც გახლავთ ძალიან სერიოზული წვლილის შემტანი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში. რეგიონული და საერთაშორისო თვალსაზრისით, აღნიშნული მაგისტრალი გახლავთ ხიდი, რომელიც აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს. ჩინეთს ევროპასთან, მას ექნება ძალიან სერიოზული ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე. მსოფლიო ბანკი განსაკუთრებით ამაყობს, რომ ეს იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც 2, 3 მილიარდ დოლარით ამერიკის საფლაგმანო პროექტიდან დაეხმარა ამ პროექტს, მაგრამ ჩვენ აქ არ ვიქნებოდით ძლიერი პარტნიორობის გარეშე სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და განსაკუთრებით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობის, განსაკუთრებული ხელმძღვანელობის გარეშე. რიკოთის მონაკვეთის F 0 -ის და F 1 სექციის დასრულებას ველით მსოფლიო ბანკი და იმედი მაქვს, რომ ასევე აღვნიშნავთ ამას. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას მთავრობასთან, რათა მოვახდინოთ რეალიზაცია ტრანსფორმაციული პროექტების, რომელიც წვლილს შეიტანს საქართველოს ხალხის ამბიციურ ხედვაში ხალხის წინსვლისა, საქართველოს მოსახლეობის წინსვლისა და აყვავებისთვის,“ - განაცხადა პრაისმა. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ლესლი ბეარმან ლაჰმმა განაცხადა, რომ ეს საუკუნის პროექტია. „აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა განსაზღვრავს საქართველოს მოძრაობას, გააძლიერებს საქართველოს პოზიციას, როგორც სატრანზიტო ჰაბის პოზიციას, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ-დასავლეთ კონტექსტს აი ამ გზის. რამდენიმე ციფრს გაგიზიარებთ მნიშვნელობას ამ გზისას, 60 პროცენტი მოსახლოებისა ცხოვრობს 20 კილომეტრზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაზე გადის 60 პროცენტი ტრანზიტისა 25 პროცენტი საერთაშორისო გზებისა საქართველოსი ADB-მ 800 მილიონის ინვესტიცია მოახდინა 2009 წლიდან და ეს გახლავთ ქობულეთის შემოვლითი გზა განსაკუთრებით, რომელმაც მოგვცა საშუალება. თავიდან აგვეცილებინა საცობები, ბათუმის შემოვლითი გზა, რომელმაც ბათუმიდან გადაისროლა მძიმე სატვირთო მანქანები შემოვლით გზაზე, ხევი უბისაში 35 ხიდია და 20 გვირაბი, შორაპანი არგვეთა, რომელიც ძალიან კარგად მიდის წინ და დასრულდება შემდეგ თვეებში. როგორც მოვისმინეთ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის როლი შუა დერეფანის შესაძლებლობას გაზრდის და ჩვენ ამას ვაღიარებთ. ჩვენ გვინდა, ვაჩვენოთ ეს სატრანსფორმაციო პროექტები, ADB-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც შემდეგ წელს გაიმართება”, - განაცხადა ლესლი ბეარმან ლაჰმმა. რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
ვოლოდიმირ ზელენსკი: მშვიდობის ფორმულა ეტაპობრივად გლობალური ხდება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულასთან“ დაკავშირებული მესამე სამიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ მშვიდობის ფორმულა თანდათან, ეტაპობრივად, გლობალური ხდება. მალტაში უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე ორდღიანი სამიტი 28 ოქტომბერს დაიწყო. სამიტს 66 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. „მშვიდობის ფორმულის“ ფარგლებში პირველი ორი შეხვედრა კოპენჰაგენსა და ჯედაში გაიმართა. „სამიტზე 66 ქვეყანაა წარმოდგენილი და ეს კარგი შედეგია. წარმოდგენილია ყველა კონტინენტი. ბევრი ქვეყანა, განსხვავებული პოლიტიკური ტრადიციებით. მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს და ქვეყანას, რომლებმაც უკვე მხარი დაუჭირეს ჩვენს საერთო ხედვას მშვიდობის შესახებ. არსებობს სახელმწიფოების სიის გაფართოების პოტენციალი. ჩვენი ფორმულის პუნქტები იქმნება ისე, რომ მსოფლიოში ყველას, ვინც ნამდვილად აფასებს საერთაშორისო სამართალს, შეუძლია გამოხატოს საკუთარი თავი და ღირებულებები და მხარი დაუჭიროს აგრესიის წინააღმდეგ გლობალურ ძალისხმევას,“ - აღნიშნა ზელენსკიმ მატლაში მიმდინარე სამიტზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მალტის სამიტზე მიმდინარეობს მუშაობა ფორმულის ათი პუნქტიდან ხუთზე და ეს პუნქტებია: „რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება“, „სასურსათო უსაფრთხოება“, „ენერგეტიკული უსაფრთხოება“, „ყველა პატიმრისა და დეპორტირებული პირის გათავისუფლება“ და „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა“. ფორმულის თითოეული პუნქტისთვის შეიქმნა სახელმწიფოთა ჯგუფები, რომლებიც ორიენტირებულია მათ განხორციელებაზე. „შარშან, როცა პირველად წარვადგინე ფორმულა, მსოფლიო ჯერ კიდევ განიხილავდა სხვადასხვა ხედვასა და საკმაოდ განსხვავებულ მიდგომას ჩვენი სახელმწიფო საზღვრის აღდგენისა და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად. გლობალური უმრავლესობა თანდათან ერთიანდება მშვიდობის ფორმულაში ასახული საერთო და სამართლიანი ხედვის ირგვლივ. მსოფლიოს ერთიანობა არის ის, რაც ნამდვილად საჭიროა აგრესორების დასამარცხებლად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ასევე გაეცანით: უკრაინის მიერ მხარდაჭერილი “მშვიდობის ფორმულის“ განხილვას სომხეთი პირველად შეუერთდა - მედია
ისრაელის თავდაცვის ძალები: მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზაში ჩრდილოეთიდან სამხრეთით უნდა გადავიდეს, რადგან ისრაელი ომის შემდგომ ეტაპზე გადადის
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელი ღაზაში ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს მოუწოდებს, სამხრეთით გადაინაცვლონ, რადგან ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰამასთან“ ომის შემდგომ ეტაპზე გადადის და ოპერაციებს აფართოებს. „ჩრდილოეთ ღაზაში, ქალაქ ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა დროებით უნდა გადავიდეს სამხრეთით, უფრო უსაფრთხო ზონაში, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ წყალი, საკვები და მედიკამენტები,” - აღნიშნა ჰაგარმა. ჰაგარის თქმით, ისრაელი ებრძვის „ჰამასს“ და არა ღაზის მოსახლეობას. „ისრაელი ომშია, რომელიც მას არ დაუწყია და არ სურდა. ისრაელი ებრძვის"ჰამასს“ და არა ღაზის მოსახლეობას,“ - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა. მისი თქმით, „ჰამასი“ ღაზის მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს და სამოქალაქო შენობებსა და მის ქვეშ მოქმედებს. ისრაელმა განაცხადა, რომ "ჰამასის" წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი ღაზის სექტორში ახალი სახმელეთო ძალების შეყვანით დაიწყო. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
ირანის პრეზიდენტი: ისრაელის ქმედებებმა, შეიძლება, ყველა აიძულოს, ზომები მიიღონ
ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის განცხადებით, ისრაელის ნაბიჯებმა „წითელი ხაზები გადაკვეთა“, რამაც, შეიძლება, ყველა აიძულოს, ზომები მიიღონ. „ვაშინგტონი გვთხოვს, არაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ისინი აგრძელებენ ისრაელის მიმართ ფართო მხარდაჭერას. შეერთებულმა შტატებმა გაუგზავნა შეტყობინებები წინააღმდეგობის ღერძს, მაგრამ მიიღო მკაფიო პასუხი ბრძოლის ველზე,“ - წერს რაისი სოციალურ ქსელში. "წინააღმდეგობის ღერძი" გულისხმობს ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების ქსელს ახლო აღმოსავლეთში და მასში „ჰამასიც“ შედის. ბაიდენმა ირანი გააფრთხილა შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
მედია: “ჰამასი“ რუსეთის მოქალაქეობის მქონე 8 მძევალს გათავისუფლების მიზნით ეძებს
მოსკოვის მხრიდან გათავისუფლების თხოვნის მიღების შემდეგ, "ჰამასი", რომელსაც მძევლად აყვანილი ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი, ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ცდილობს, რუსეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე რვა პირი მოძებნოს. ვრცელდება "ჰამასის" “პოლიტიკური“ ბიუროს წევრის, მუსა აბუ მარზუკის კომენტარები, რომლის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "ჰამასს" გაუგზავნა სია იმ რვა პირის, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და რომლებიც ამჟამად მძევლად არიან აყვანილნი ღაზის სექტორში. „ჩვენ ძალიან ყურადღებით ვეკიდებით ამ სიას და მას ფრთხილად დავამუშავებთ, რადგან რუსეთს ჩვენს უახლოეს მეგობრად განვიხილავთ," - ციტირებს „ჰამასის“ წარმომადგენელს რუსული მედია. "ჰამასმა" 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი პირებიდან რამდენიმე გაათავისუფლა, მათ შორის აშშ-ისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეები. "ჰამასმა" ისრაელზე თავდასხმისას 200-ზე მეტი მძევალი აიყვანა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. ისრაელის ცნობით, თავდასხმას 1400 ადამიანი ემსხვერპლა, ძირითადად სამოქალაქო პირები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს დაადასტურა, რომ "ჰამასის" “დელეგაცია“ მოსკოვში იმყოფებოდა. სამინისტრომ განაცხადა, რომ "ჰამასის" წარმომადგენელთან განიხილეს ღაზაში მძევლების გათავისუფლება და უცხოელების, მათ შორის რუსების ევაკუაცია. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ "ჰამასის" დელეგაციის მიწვევას უხამსი ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ "ჰამასი" უარესია, ვიდრე "ისლამური სახელმწიფო". ირანთან კავშირის მქონე "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
ლაშა ჟვანია: ისრაელში საჰაერო განგაში არ წყდება, ვისაც აქვს სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, გაემგზავროს სამშობლოში, რადგან ეს პროცესი არ დასრულდება ორ და სამ თვეში
ისრაელში საქართველოს ელჩი მიმართავს იმ ადამიანებს, ვისაც აქვს სტრესული მდგომარეობა და ურჩევს, გაემგზავრონ სამშობლოში, რადგან ისრაელში დაძაბული ვითარებაა, საჰაერო განგაშები არ წყდება და “ეს პროცესი არ დასრულდება ორ და სამ თვეში.“ ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში – თელ-ავივში და მის მიმდებარე ქალაქებში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესები აღდგა. „გაიხსნა სკოლები, საბავშვო ბაღები, ძირითადად ის შენობები, სადაც დაცულია თავშესაფარი და შეიძლება, შეიყვანო ბავშვები საჰაერო განგაშის დროს. ბუნებრივია, საჰაერო განგაშები არ წყდება, კვლავ დაძაბული ვითარებაა. ამ ყველაფერს თან ახლავს ფსიქოლოგიური სტრესიც, უკვე სამი კვირაა, ამ მდგომარეობაში ვართ. ვისაც აქვს გარკვეული სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, რომ გაემგზავროს სამშობლოში და მშვიდ გარემოში იყოს, ვიდრე იყოს გაძლებაზე ამ სტრესში, რადგან ეს პროცესი არ დასრულდება ორ და სამ თვეში. ესაა საკმაოდ ხანგრძლივი საომარი მოქმედებები. ეს არაა სპეცოპერაცია, ესაა ომი, რომელიც გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს. „აირზენას“ მიერ ფრენების აღდგენა-არ აღდგენა არ მგონია, პანაცეა იყოს. მთავარია, პირდაპირი ფრენები საქართველოს მიმართულებით არის. ვისაც მხოლოდ პირდაპირი რეისით გამგზავრება უნდა, არის ამის საშუალება და ასევე არის კვიპროსის საშუალებით თბილისში დაბრუნების საშუალება. თავად არ ვკითხულობთ, „აირზენა“ როდის აღადგენს ფრენებს, ალბათ მაშინ, როდესაც სადაზღვევო კომპანია მას დაზღვევას განუახლებს. ჩვენთვის მთავარია, რომ პირდაპირი რეისები სრულდება თელ ავივი-თბილისი, თელ ავივი-ბათუმის მიმართულებით,“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
შსს-მ ტრეფიკინგში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნული სქემის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, მეუღლეს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ქალაქ ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. „ასევე, გამოძიებით დადგენილია რომ დაკავებულმა, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, შშმ პირი თბილისიდან ქუთაისში, მოტყუებით წაიყვანა, რომელსაც სხვადასხვა ქუჩასა და საავტომობილო გზებზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ფულს კი, სრულად ისაკუთრებდა. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყოდნენ, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
CNN: ლოს-ანჯელესის პოლიცია მეთიუ პერის გარდაცვალების ფაქტს იძიებს
ლოს-ანჯელესის პოლიცია სერიალ Friends-ის ვარსკვლავის, მსახიობ მეთიუ პერის გარდაცვალებას იძიებს. CNN სამართალდამცავი ორგანოდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიებას პოლიციის დეპარტამენტის ძარცვისა და მკვლელობის სამმართველო აწარმოებს. ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის სპიკერმა გამოცემას განუცხადა, რომ 911-ში ზარი 16:07 საათზე შევიდა. მეთიუ პერის გარდაცავალების შესახებ ინფორმაცია Los-Angeles Times-მა გაავრცელა. მსახიობი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის უგონო მდგომარეობაში აბაზანაში იპოვეს.
ყაზახეთში გლოვის დღე გამოცხადდა
ყაზახეთის ყარაგანდას ოლქში, მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად, სულ მცირე, 42 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში 29 ოქტომბერი გლოვის დღეა. ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტოს ცნობით, 4 მაღაროელის ძებნა გრძელდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შახტიდან 208 მაღაროელი ამოიყვანეს, მათგან 18-ს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი ლავაში მეთანის გაზის აფეთქება იყო.
ამერიკის საელჩო რუსეთის მცდელობაზე, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს: დემოკრატიის სამიტზე ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება
24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. Europetime-მა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეკითხვით მიმართა სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით ქვეყანას გაუზიარეს. ჩვენი გამოცემა დაინტერესდა, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან, საელჩოს მეშვეობით. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის მცდელობათა ტენდენციის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს. კარგად არის დასაბუთებული, რომ რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე. ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე, ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიებმა, ერთად ვიმოქმედოთ რუსეთის ამ ძალისხმევის საპირისპიროდ,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ Europetime-სთვის მოწოდებულ კომენტარში. საელჩოს მიერ მოწოდებული კომენტარიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი დემოკრატიის სამიტზეც წამოიჭრა დახურულ ფორმატში. „დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - განუცხადეს Europetime-ს ამერიკის საელჩოში. ცნობისთვის, „დემოკრატიის სამიტი“ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით, 2023 წლის 29-30 მარტს გაიმართა. მასში წელსაც, ისევე როგორც შარშან, საქართველოდან, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად მონაწილეობდა. შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს სააგენტო Reuters-მა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანახმად, შეერთებული შტატების დაზვერვის არასაჯარო ანგარიში მიუთითებდა, რომ მოსკოვი იყენებს ჯაშუშებს, სოციალურ მედიას და რუსულ სახელმწიფო მედიას, რათა შეასუსტოს საზოგადოების რწმენა დემოკრატიული არჩევნებისადმი მთელ მსოფლიოში. Reuters-ი წერდა, რომ დაზვერვის ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ათეულობით ქვეყანას გაუზიარა.
ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი არასრულწოვანია
28 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის, მათ შორის, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე შეეწირა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ავტომობილში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, მახოს ხიდიდან გადავარდა.