ძებნის რეზულტატი:

ეროვნული ბანკი: საქართველოს საფინანსო სისტემა არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება სანქციებისგან თავის არიდების ადგილი, რისიც სწამთ და სჯერათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც

ეროვნული ბანკი ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილის მიერ დღეს გავრცელებულ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად სებ-ი აშშ-ის მიერ დასანქცირებული პირებისთვის ხელის დაფარებაშია დადანაშაულებული. საქართველოს ეროვნული ბანკი „სრული პასუხისმგებლობით“ აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება „აბსოლუტურად უსაფუძვლოა“ და მიზნად ისახავს „არა მხოლოდ ქვეყნის ცენტრალური ბანკის, არამედ მთელი საბანკო სისტემის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის“ მცდელობას. „გაუგებარია, რა აძლევს არასამთავრობო სექტორს მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველს, მაშინ როდესაც, ამ დრომდე საქართველოს საფინანსო სისტემაში სანქციების აღსრულების პროცესის დარღვევის არცერთი კონკრეტული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აქედან გამომდინარე, სანქციების დარღვევის ხელშეწყობაში საქართველოს ეროვნული ბანკის დადანაშაულება კატეგორიულად მიუღებელია. მით უფრო, ჩვენ არასდროს, განხილვის დონეზეც კი არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას. საქართველოს საფინანსო სისტემა ზედმიწევნით ასრულებს საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, სანქციების აღსრულების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფექტურია. რეგულაციებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება მორგებულია არა კონკრეტული პირების ინტერესებს, არამედ ემსახურება სანქციების აღსრულების პროცესის სრულ შესაბამისობას ადგილობრივ კანონმდებლობასა და საერთაშორისო მოთხოვნებთან,“ - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან. „საქართველოს საფინანსო სისტემა არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება სანქციებისგან თავის არიდების ადგილი, რისიც სწამთ და სჯერათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც. საქართველოს ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ ზომის გატარებას, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებისა და გაძლიერებისთვის აუცილებელია,” - აღნიშნულია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხელისუფლება აშშ-ის მიერ სანქცირებულებს ხელს აფარებს  

გერმანიამ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე უკრაინელი სამხედროების წვრთნები დაიწყო

გერმანიის შეიარაღებული ძალების ცნობით, გერმანიამ Patriot-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემისთვის უკრაინელი ჯარისკაცების კიდევ ერთი ჯგუფის წვრთნა დღეს დაიწყო. სწავლებაში 61 უკრაინელი სამხედრო მონაწილეობს. „ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი გრძელდება," - ნათქვამია განცხადებაში. გერმანია ხელს შეუწყობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. ქვეყანა მუშაობს იმისთვის, რომ ზამთარში უკრაინას დამატებითი Patriot-ის ტიპის სისტემა მიაწოდოს. უკრაინელების პირველი ჯგუფი გერმანიაში ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში გაწვრთნეს.  

სერბეთმა და კოსოვომ ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად უნდა იმოქმედონ - ლაიენი

სერბეთმა და კოსოვომ უნდა დააკმაყოფილონ საერთაშორისო შუამავლების მოთხოვნები, რათა ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევაში პროგრესს მიაღწიონ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ლაიენის თქმით, სერბეთმა და კოსოვომ გადამწყვეტად უნდა იმოქმედონ ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, რათა შეუერთდნენ ევროკავშირს. ევროკომისიის პრეზიდენტი ბალკანეთის რეგიონში იმყოფება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთმა "დე ფაქტო" უნდა აღიაროს კოსოვო, ხოლო კოსოვომ უნდა განახორციელოს გეგმა ეთნიკური სერბებისთვის ავტონომიის გარკვეული დონის მინიჭებისთვის. 24 სექტემბერს კოსოვოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაახლოებით 30 სერბმა ბოევიკმა გადაკვეთა ჩრდილოეთი საზღვარი, სროლის შედეგად დაიღუპა პოლიციელი. შემდეგ ქვეყანამ თავდამსხმელების დასაკავებლად სპეცოპერაცია წამოიწყო, რომელიც დასრულდა ექვსი ადამიანის დაპატიმრებითა და სამის მკვლელობით დასრულდა. ამ ინციდენტმა რეგიონში დაძაბულობა გაამძაფრა. სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადს არანაირი კავშირი არ აქვს არეულობებთან და განაცხადა, რომ აწარმოებს დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს. იმავე დღეს კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ სერბეთთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. 

აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითები გაგზავნა - CNN

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სწრაფი რეაგირების ძალები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გადაადგილდებიან. CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 26-ე საზღვაო საექსპედიციო განყოფილება USS Bataan-ის ამფიბიურ თავდასხმის გემზე ბოლო კვირებში მოქმედებდა ახლო აღმოსავლეთის წყლებში, მაგრამ გასული კვირის ბოლოს მან გეზი სუეცის არხისკენ აიღო. ამჟამად გემი წითელ ზღვაში მდებარეობს და უახლოეს მომავალში ის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გადავა.  ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობის ფონზე, პენტაგონმა გასულ კვირაში 900 ამერიკელი ჯარისკაცის განლაგების შესახებ განაცხადა. მანამდე, 22 ოქტომბერს აშშ-მ დაახლოებით, 2000 ჯარისკაცი განლაგებისთვის მზადყოფნაში მოიყვანა. 25 ოქტომბერს პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში F-16-ების ესკადრილია გაგზავნა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.  

ლიბანის პრემიერი შიშობს, რომ ისრაელ-ჰამასის ომის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში ქაოსს გამოიწვევს

ლიბანის პრემიერ-მინისტრი შიშობს, რომ ისრაელ-ჰამასის ომის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში ქაოსს გამოიწვევს.  ნაჯიბ მიკატიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი ყველაფერს აკეთებს, რათა ლიბანს ომში ჩაბმა თავიდან აარიდოს. „მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ იმისთვის, რომ ლიბანი ომში არ ჩაებას. ამ დროისთვის „ჰეზბოლა“ სიტუაციას რაციონალურად და გონივრულად მართავს და თამაშის წესები გარკვეული საზღვრებით არის შეზღუდული. ამავდროულად, მე არ შემიძლია, რომ ლიბანელები დავამშვიდო, რადგან სიტუაცია ჯერ კიდევ ვითარდება,“ - აღნიშნა ლიბანის პრემიერმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.  

დენიელ ფრიდი: ევროკავშირი არ მიიღებს ქვეყნებს, რომლებიც მის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, მას უკვე საკმარისი პრობლემები აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც უნგრეთია

„მსურს ვნახო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მაგრამ ნათელი უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის ქართველებისთვის, რომ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს მას, რომ საქართველო რუსეთის დომინირების სფეროში დატოვოს თუ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. ეს ორი ერთმანეთთან შეუსაბამო რამაა,“ - ამბობს ამერიკელი დიპლომატი, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი „ამერიკის ხმის“ სტატიაში სახელწოდებით „კანდიდატის სტატუსი - ამერიკელი ანალიტიკოსების მოლოდინი.“ „ევროკავშირს არ სჭირდება მეორე ორბანი და მეორე უნგრეთი“, - ამბობს დენიელ ფრიდი და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა „ფსონს არასწორ ცხენზე დებს“ და იმის ნაცვლად, რომ მეგობრებსა და დემოკრატებს ესაუბროს, პარტნიორებთან უცხოვდება და მათ შორდება: „საქართველო არასწორ ცხენზე დებს ფსონს. ორბანი ევროპაში იზოლირებულია, ის რუსეთისა და ჩინეთის მეგობარია. დიქტატორებზე ფსონის დადება შეცდომაა. და ეს თავად უნგრეთსაც კარგად უნდა ახსოვდეს,“ - ამბობს დენიელ ფრიდი და განმარტავს, რომ ევროკავშირს სწორედაც რომ აღარ სჭირდება ქვეყანა, რომელთანაც უნგრეთის მსგავსად, დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, სერიოზული კითხვები და პრობლემები ექნება. ამიტომ ბუდაპეშტი არ არის საუკეთესო მაგალითი თბილისისთვის: „ევროკავშირში გაწევრიანება ხუმრობა არაა. ევროკავშირი არ მიიღებს ქვეყნებს, რომლებიც მის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, მას უკვე საკმარისი პრობლემები აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც უნგრეთია, სადაც ორბანი პუტინსა და პეკინს ემეგობრება. ევროპას არ სჭირდება კიდევ ერთი უნგრეთი და ისინი არ მიიღებენ ამას. ამავე გზით აღარ წავლენ,“ - ფიქრობს დიპლომატი. მისი აზრით, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ნაბიჯი გამოიყურება თითქმის ისე, რომ ის „განზრახ ისახავს მიზნად საქართველოს დასუსტებას, ევროპელი პარტნიორების გაუცხოებით, იმით, რომ მას რუსეთზე დაყრდნობის გარდა, სხვა არჩევანი არ დარჩეს... მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ 2008 წელს საქართველოს თავს არც ევროკავშირი დასხმია და არც შეერთებული შტატები და არ წაურთმევია მისი ტერიტორია, ეს პუტინის რუსეთი იყო. ჩემთვის მისტიკურია ის, თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“ და საქართველოს მთავრობა," - ამბობს ფრიდი. ის ხშირად იმეორებს, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მას რთულ პირობებში აყენებს და ქვეყნის მთავრობისგან ფრთხილი პოლიტიკა გასაგებია, თუმცა ხსნის, რომ საქართველოს დასავლელ მეგობრებზე თავდასხმებით და მათთან გაუცხოებით, ის რუსეთის მიმართ თავს კიდევ უფრო სუსტ პოზიციაში იგდებს. „ვიდრე რუსეთი შინ რეპრესული დიქტატურა და ტირანია, გარეთ კი აგრესორია, საქართველოსთვის ძნელი იქნება ერთდროულად ევროპული მომავლის კანდიდატიც იყოს და კრემლისადმი განსაკუთრებით მეგობრულიც... საქართველო თავად ისუსტებს თავს ევროპასთან გაუცხოებით. გგონიათ პუტინი დააჯილდოებს ქვეყანას, რომელიც მის მიმართ დავქემდებარებულ პოზიციაშია? გგონიათ, ესაა რუსების გზა? ისინი ამ დაქვემდებარებას, მორჩილებას ჩათვლიან მეტის წართმევის ლიცენზიად. ქართველებს ამის ასახსნელად ამერიკელი არ სჭირდებათ. მათ ჩემზე უკეთ იციან, რა განზრახვა აქვს რუსეთს და როგორ მოახდენს ის მათი ქმედებების ინტერპრეტაციას,“ - ამბობს დენიელ ფრიდი. სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე: აშშ და ევროკავშირი ერთად დგანან  

უკრაინა რუსულ პროპაგანდას უწოდებს მოსკოვის მტკიცებას, რომ დაღესტნის აეროპორტის ინციდენტის უკან კიევი დგას

ისრაელში უკრაინის ელჩი ევგენი კორნიიჩუკი რუსულ პროპაგანდას უწოდებს მოსკოვის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაღესტნის მთავარ აეროპორტში მომხდარი ინციდენტის უკან კიევი დგას. „სხვას რას შეიძლება მოელოდე რუსული პროპაგანდისგან“, - განაცხადა ევგენი კორნიიჩუკმა The Times of Israel-თან ინტერვიუში. ელჩის თქმით, უსაფრთხოების ძალები აეროპორტში შეიყვანეს, მაგრამ ისინი ისხდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. „მათ არაფერი გააკეთეს,“ - განაცხადა კორნიიჩუკმა. ისრაელში უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ ისრაელის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ნელ-ნელა შეიცვლება. „ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ყველას ესმის, ვინ არის მტერი და რომ რუსეთი, ძირითადად, ირანთან და „ჰამასთან“ ერთად ამ ომში ერთ მხარეს წარმოადგენენ“, - აღნიშნა კორნიიჩუკმა. მაჰაჩყალის აეროპორტში დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა - მედია  

ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასის“ ტყვეობიდან სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლეს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე ქალი, რიგითი ორი მეგიდიში „ჰამასის“ ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რიგითი მეგიდიში თავს კარგად გრძნობს და უკვე ოჯახს შეუერთდა. რიგითი მეგიდიშის გათავისუფლებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუც გამოეხმაურა. „ვულოცავ ისრაელის თავდაცვის ძალებსა და „შინ ბეთს“ ამ მნიშვნელოვან და ამაღელვებელ მიღწევას, რაც აჩვენებს ჩვენს მზადყოფნას იმისთვის, რომ ყველა მძევალი სახლში დავაბრუნოთ,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ. მანამდე "ჰამასმა" სამოქალაქო პირები - ოთხი ქალი გაათავისუფლა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

ლაშა ჟვანია: ხვალიდან საქართველოს საელჩო მოქალაქეების მიღების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საელჩო ხვალიდან მოქალაქეების მიღების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. ელჩმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ საელჩო უბრუნდება რიტმს, ვიდრე ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ არ გამოცხადდება განსაკუთრებული შეზღუდვა. „ხვალიდან, საქართველოს საელჩო მოქალაქეების მიღების ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება. აქამდე, სამი კვირის მანძილზე შეწყვეტილი გვქონდა ყველა სხვა საკონსულო მომსახურების გაწევა ჩვენ ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. თუ ვინმეს უნდა პასპორტის ან პირადობის მიღება, ან მინდობილობის გაკეთება, ან მოქალაქეობის მიღების დახმარება და ა.შ. ხვალიდან საქართველოს საელჩოში ჩვეულებრივი რეჟიმი აღდგება. ეს იქნება მანამ, სანამ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ისრაელის თავდაცვის ნაწილის მიერ გამოცხადებული იქნება ჩვეულებრივი რეჟიმი. ზოგიერთ ქალაქებში ნორმალური პროცესები მიმდინარეობს; გაიხსნა ოფისები, საწარმოები, სასწავლო პროცესი. ასე რომ, ჩვენც ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს, მანამ სანამ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ არ გამოცხადდება განსაკუთრებული შეზღუდვა,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ. ელჩის განმარტებით, საერთო ჯამში ისრაელიდან საქართველოში 15 000 ადამიანი გაემგზავრა, მათ შორის არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1 500 ადამიანი. „ბოლო 24 დღის განმავლობაში, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1 500-მდე გამოემგზავრა. ორმაგი მოქალაქეობის პირებს ვერ ვითვლით. საერთო ჯამში ისრაელიდან საქართველოში გაემგზავრა 15 000 ადამიანი, მათ შორის მხოლოდ საქართველოს მოქალაქე 1 500-ია“,- აღნიშნა ელჩმა. ამასთან, ლაშა ჟვანიამ ისრაელში ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საათობრივად არის საჰაერო თავდასხმა და საჰაერო განგაში. ელჩის თქმით, რამდენიმე კვირიანი სტრესული მდგომარეობა ადამიანის ფსიქიკაზე აისახა. ელჩი იმ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე სტრესული ფონი აქვთ, ურჩევს გაერიდონ გარემოს ან გადავიდნენ ცენტრალურ ისრაელში, ან სამშობლოში დაბრუნდნენ. „დღეს ფართო იყო საჰაერო განგაშების არეალი, განსაკუთრებით ჩრდილოეთის მხარეს, იმიტომ რომ „ჰეზბოლამ“, რომელიც მაშინვე ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში უფრო გააძლიერა თავდასხმები. საათობრივად არის საჰაერო თავდასხმა და საჰაერო განგაში. დღეს უკვე მესამედ, იერუსალიმის მიმართულებით მოხდა საჰაერო თავდასხმა. ნათელია, რომ რამდენიმე კვირიანი სტრესული მდგომარეობა ადამიანის ფსიქიკაზე აისახა. ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სტრესული მდგომარეობა ძლიერი აქვთ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც აშკელონსა და აშდოთში ცხოვრობენ. ძალიან რთულია ამის გადატანა. როდესაც ღამით, საჰაერო განგაშის გამო 5-6 ჯერ გეღვიძება და ძილი არ გაქვს, ბუნებრივია ადამიანი ამას ვერ უძლებს. ამიტომ, ამ ადამიანებს ვურჩიე გაერიდონ ამ გარემოს ან გადავიდნენ ცენტრალურ ისრაელში, ან სამშობლოში დაბრუნდნენ. პატარა ბავშვი, რომლის ცხოვრება ასეთი ფატალური შედეგით დასრულდა, მთლიანად ისრაელი შეძრულია ამ საშინელი შედეგით. 7 ოქტომბერს ტერორისტული აქტი რომ არ ყოფილიყო, ბავშვი დღეს ცოცხალი იქნებოდა. მასზე ყოველდღიურმა სტრესმა იქონია გავლენა,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.  

კანადამ ისრაელში სპეციალური ძალები გაგზავნა

კანადამ ისრაელში სპეციალური ძალები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადური მაუწყებელი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „რადგან არსებობს საომარი მოქმედებების ესკალაციის შესაძლებლობა ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ისრაელისა და ლიბანის გამყოფ საზღვარზე, კანადის მთავრობამ მოითხოვა [კანადის შეიარაღებული ძალების] მხარდაჭერა სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, თუ უსაფრთხოების ვითარება სწრაფად გაუარესდება და თუ კანადელების ევაკუაცია საჭირო გახდება,“ - ნათქვამია ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.  

Bloomberg: საუდის არაბეთმა არმია მაღალ მზადყოფნაში მოიყვანა

საუდის არაბეთის არმია მაღალ მზადყოფნაშია. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ოთხი საუდელი ჯარისკაცი იემენის საზღვართან, მთიან სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია ჯაზანში, ჰუსიტების ძალებთან ბრძოლაში დაიღუპა. საუდის არაბეთის თავდაცვის ძალებმა, ასევე, ჰუსიტების მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა ჩამოაგდო. საუდელი სამხედროების დაღუპვის შესახებ ცნობები პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც გასული წლის აპრილში საუდის არაბეთმა "ჰუსიტების" დაჯგუფებასთან ზავის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. საუდის არაბეთის მთავრობისა და ჰუსიტების დაჯგუფების წარმომადგენლებს ამ დრომდე კომენტარები არ გაუკეთებიათ.  

იაპონიამ „ჰამასთან“ დაკავშირებულ პირებსა და კომპანიას სანქციები დაუწესა

იაპონიამ „ჰამასთან“ დაკავშირებულ ცხრა პირს და კომპანიას სანქციები დაუწესა. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყველა სანქცირებული სუბიექტი ტერორისტად არის აღიარებული. იაპონიამ „ჰამასთან“ დაკავშირებით სანქციები პირველად დააწესა. სანქცირებული პირები მოიცავს „ჰამასის“ წევრებს და მათ დამფინანსებლებს, სანქცირებული კომპანია კი Buy Cash Money and Money Transfer Company-ია, რომელიც უზრუნველყოფს ფულის გადარიცხვისა და ვირტუალური ვალუტის, მათ შორის ბიტკოინის, გაცვლის სერვისებს. სანქციები სანქცირებული პირებისა და კომპანიის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.  

CPJ: ისრაელ - “ჰამასის“ ომის შედეგად, სულ მცირე 31 ჟურნალისტი დაიღუპა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემებით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო 7 ოქტომბრიდან დაწყებული ომის შედეგად, უკვე დაიღუპა მედიის სულ მცირე 31 წარმომადგენელი. მათ შორის 26 პალესტინელი, 4 ისრაელელი და ერთი ლიბანელი. ორგანიზაციის ცნობით, 9 ჟურნალისტი დაკარგულად ან დაკავებულად ითვლება. 7-30 ოქტომბრის პერიოდში დაიჭრა 8 ჟურნალისტი. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ იკვლევენ დაუდასტურებელ ცნობებს დაკარგული ჟურნალისტებისა და სხვა ადამიანების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოკლულები, დაკავებულები ან დაშავებულები იყვნენ.  

რუსი ბიზნესმენი უკრაინის უცხოური ლეგიონის წევრობის განზრახვის გამო, დამნაშავედ ცნეს

რუსეთში კალინინგრადელ ბიზნესმენს ანდრეი გალჩევსკის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალად ედება სახელმწიფო ღალატი უკრაინის შეიარაღებული ძალების უცხოურ ლეგიონში გაწევრიანების მცდელობის გამო. ანდრეი გალჩევსკიმ სასჯელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს. რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ის ცნობით, გალჩევსკი, რომელიც რუსეთის და ისრაელის მოქალაქეა, დამნაშავედ ცნო დასავლეთის ოლქის სამხედრო სასამართლომ. 60 წლის ანდრეი გალჩევსკი, რომელიც კალინინგრადის ერთ-ერთი კერძო კომპანიის ფინანსური დირექტორი იყო, 2022 წლის ოქტომბერში დააკავეს. გამოძიების ცნობით, გალჩევსკიმ უკრაინის არმიის უცხოურ ლეგიონში გასაწევრიანებლად განაცხადები ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა უკრაინის საელჩოებს ისრაელსა და პოლონეთში. სასამართლო პროცესზე ანდრეი გალჩევსკი არ უარყოფდა საელჩოებთან კონტაქტს, თუმცა, აცხადებდა, რომ უკრაინაში გამგზავრებას და ლეგიონში გაწევრიანებას არ აპირებდა.  

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში გაათავისუფლეს თანამშრომელი, რომელიც ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა

დიდ ბრიტანეთში სამთავრობო თანამდებობიდან გაათავისუფლეს მინისტრის დამხმარე, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა. კონსერვატიული პარტიის წევრი, პოლ ბრისტოუ ტექნოლოგიების მინისტრის, მიშელ დონელანის საპარლამენტო პირადი მდივანი იყო. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განმარტა, რომ პოლ ბრისტოუმ გააკეთა კომენტარები, რომლებიც "არ შეესაბამებოდა კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპებს." კოლექტიური პასუხისმგებლობა არის კონვენცია, რომლის თანახმადაც, მთავრობის ყველა წევრმა საჯაროდ უნდა დაუჭიროს მხარი მთავრობის პოლიტიკას, მაშინაც კი, თუ ისინი პირადად არ ეთანხმებიან მას. გასულ კვირას პრემიერ-მინისტრისთვის მიწერილ წერილში, ბრისტოუმ ამბობდა, რომ "ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა" გადაარჩენდა სიცოცხლეს და მოიტანდა შესაძლებლობას, დახმარებას მიეღწია მათთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. დიდი ბრიტანეთის მთავრობა მხარს უჭერს "ჰუმანიტარულ პაუზებს", მაგრამ არა ცეცხლის სრულ შეწყვეტას. რიში სუნაკმა გასულ კვირას განაცხადა, რომ "სპეციფიკური პაუზები" ღაზის სექტორის მცხოვრებთათვის მეტი დახმარების გაწევას შეუწყობს ხელს, მაგრამ მან უარყო მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი სტრატეგიულად ვერ უძლებს ამ დაპირისპირებას

რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია, გაუძლოს საომარ მოქმედებებს და გაზარდოს ზეწოლა აქა-იქ ფრონტზე, მაგრამ სტრატეგიულად ვერ უძლებს ამ დაპირისპირებას. - ამის შესახებუკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ფხიზლად უნდა შევაფასოთ რუსული სისტემა. მათ მობილიზებული ჰყავდათ მთელი ძალები, რათა არ დაეკარგათ ის, რაც უკრაინაში მიიტაცეს, მაგრამ ამავე დროს დააბინძურეს თავიანთი ტერიტორია სიძულვილით და დეგრადაციის ისეთი დონით, რომ წელს მეორედ რუსეთი კარგავს კონტროლს მოვლენებზე," - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა, ამ კონტექსტში გაიხსენა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ამბოხება და დაღესტანში ორი დღის წინ მომხდარი არეულობა. „ვხედავთ, რომ მეამბოხეები მოსკოვისკენ მიემართებიან და მათ არავინ აჩერებს. ვხედავთ, რომ დაღესტანში ძალაუფლების ვერტიკალი ორთქლდება, რაც ნამდვილი დარბევა ხდება. ეს ყველაფერი იმის სიგნალია, რომ რუსეთს ახლა შეუძლია გააგრძელოს სამხედრო ოპერაციები და გაზარდოს ზეწოლა აქა-იქ ფრონტზე, მაგრამ არ შეუძლია, ამ დაპირისპირებას სტრატეგიულად გაუძლოს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური და ძლიერი იარაღი ერთობაა. „სტრატეგიულად, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ძლიერები, ერთიანები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავუძლოთ, დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია და დავამტკიცოთ, რომ თავისუფლება მართლაც უფრო ძლიერია, ვიდრე სიძულვილი და აგრესია. ამისთვის საჭიროა ჩვენი ერთობა, ერთობა ჩვენს შორის, ერთობა მთელ ევროპაში, ერთიანობა ამერიკაში და ერთობა მთელ თავისუფალ სამყაროში. ერთობა ყველაზე ეფექტური, ზუსტი და შორი მოქმედების იარაღია,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

ლიეტუვამ ბელორუსს საპროტესტო ნოტა გადასცა

ლიეტუვამ ბელორუსს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ოფიციალური პირების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ვილნიუსის მიმართ მუქარას შეიცავდა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. ლიეტუვაში ბელორუსის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საპროტესტო ნოტა გადასცეს, აცხადებენ სამინისტროში. ამის მიზეზი ბელორუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილის პაველ მურავეიკოს განცხადებები გახდა, რომელიც გამოცემა Vecherniy Minsk-მა გამოაქვეყნა. მურავეიკომ განაცხადა, რომ ვილნიუსმა ფაქტობრივად აუკრძალა ბელორუსს თავისი საქონლის ლიეტუვის გავლით ტრანსპორტირება, რაც საფუძველს იძლევა, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის დერეფანი იარაღის ძალით მოიპოვონ. „ეს განცხადებები შეიძლება, გავიგოთ, როგორც ღია მუქარა და ლიტუვაზე თავდასხმა, რაც სრულიად მიუღებელია,“ - განაცხადეს ლიეტუვის საგარეო უწყებაში.  

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო, ასევე თურქეთი ასრულებენ გადამწყვეტ - ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რგოლის როლს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თავისი ურყევი მისწრაფებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, ამ 100 წლის განმავლობაში, თურქეთი გახდა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა. „ძალიან ვაფასებთ თურქეთის უმნიშვნელოვანეს წვლილს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობის საქმეში როგორც სამეზობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოსა და თურქეთს უნიკალური მეგობრობა და ძმობა აკავშირებთ. ჩვენმა ქვეყნებმა შეინარჩუნეს თანამშრომლობა, რომელიც თანდათან გადაიზარდა მყარ სტრატეგიულ პარტნიორობაში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ვლინდება ჩვენს დინამიკურ ეკონომიკურ თანამშრომლობაში. წლების განმავლობაში თურქეთი იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. წელს, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სავაჭრო ბრუნვით, რომელმაც 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ვიმედოვნებთ, რომ ეს მაჩვენებელი ამ წლის ბოლომდე 3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც ჩვენს თანამშრომლობაში კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი იქნება. ჩვენ, ასევე მოხარულნი ვართ, რომ თურქული კომპანიები აგრძელებენ ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა უკვე თითქმის 370 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია ბოლო სამი წლის განმავლობაში; ხოლო თურქული კომპანიების რიცხვი საქართველოში 10 000-ს აჭარბებს. ჩვენ ველით ამ რიცხვების შემდგომ ზრდას მომდევნო წლებშიც,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, როგორც საქართველო, ასევე თურქეთი ასრულებენ გადამწყვეტ - ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რგოლის როლს. „სწორედ ამიტომ, შუა დერეფნის მეშვეობით დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით ისეთი სფეროები, როგორებიცაა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა, დარჩება ჩვენს ერებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მამოძრავებელ ძალად. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები მიისწრაფვიან არსებული და დაგეგმილი რეგიონული ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის − ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის, ასევე − ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო და სხვა პროექტების განხორციელებისკენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ფასდაუდებელია არა მხოლოდ ორმხრივი ეკონომიკური მიღწევების თვალსაზრისით, არამედ ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით უსაფრთხოების არსებული საგანგაშო გარემოს გათვალისწინებით როგორც რეგიონში, ისე გლობალურად,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე − დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

GMP სტანდარტით იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტები საქართველოში იმპორტით შემოდის

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ GMP სტანდარტით იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში იმპორტით შემოდის. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შემოწმების მიზანია ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და მაღალი ხარისხის წამლის მიმოქცევის უზრუნველყოფა. „პროექტის ფარგლებში, პირველად ბანგლადეშში მდებარე ის რამდენიმე საწარმო შემოწმდა, საიდანაც საქართველოს ბაზარზე 35 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტი შემოდის. ინსპექტირების ფარგლებში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები ბანგლადეშში მდებარე Drug International Limited-ის სამ საწარმოში იმყოფებოდნენ. ადგილზე დეტალურად შემოწმდა წარმოების პროცესი, შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საწარმოო და ხარისხის კონტროლის ოპერაციები, მასალების მართვა და ყველა პროცედურა, რომელიც აუცილებელია საქართველოში მოქმედი GMP სტანდარტის დასაკმაყოფილებლად. ინსპექტირებისას აღმოჩენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად განისაზღვრება გონივრული ვადა, მომდევნო ნაბიჯებს კი რეგულირების სააგენტო განმეორებითი ინსპექტირების შედეგების მიხედვით განახორციელებს. რეგულირების სააგენტო ბანგლადეშის შემდეგ ინდოეთსა და უზბეკეთში მდებარე იმ საწარმოებს შეამოწმებს, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში შემოდის. იმპორტირებული მედიკამენტების მწარმოებელთა ინსპექტირება დამკვიდრებული პრაქტიკაა თურქეთსა და ევროპაში, რომლებთანაც საქართველო ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული GMP სტანდარტი, რომლის მიხედვითაც საწარმოები მოწმდება, ევროკავშირის მიერ აღიარებული სტანდარტების შესაბამისია. ჯანდაცვის სამინისტრო ეტაპობრივად ქვეყანაში იმპორტირებული წამლების ყველა მწარმოებელი კომპანიის ინსპექტირებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიებისთვის GMP სტანდარტი, ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკა, სავალდებულო 2022 წლის იანვრიდან გახდა,“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.  

ვაშინგტონი დაღესტნის აეროპორშტი არეულობაზე პუტინის ბრალდებებს აბსურდს უწოდებს

აშშ „აბსურდს" უწოდებს რუსეთის განცხადებას დაღესტნის აეროპორტის ინციდენტში უკრაინის მონაწილეობაზე. ვაშინგტონი მომხდარს "სიძულვილის შემზარავ დემონსტრირებად აფასებს." ამასთან, დასავლეთის მიმართ ბრალდებების შესახებ კითხვას აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ თეთრი სახლის ბრიფინგზე ასე უპასუხა: „კლასიკური რუსული რიტორიკაა, როცა რაღაც ცუდი ხდება შენს ქვეყანაში, შენ სხვას ადანაშაულებ.” „დასავლეთს არავითარი კავშირი არ ჰქონდა ამასთან. ეს არის უბრალოდ სიძულვილი, ფანატიზმი და დაშინება,“ - განაცხადა კირბიმ. „ზოგიერთი ადამიანი ამას შეადარებს მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის „პოგრომებს“ და ვფიქრობ, რომ ეს ალბათ სწორი აღწერაა, იმ ვიდეოს გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ იქ ვნახეთ,“ - განაცხადა კირბიმ ანტისემიტური აქციის შესახებ. კირბიმ გააკრიტიკა პუტინი იმის გამო, რომ მეტი არ გააკეთა ძალადობის დასაგმობად. მანამდე კი, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა უკრაინის ჩართულობის შესახებ რუსეთის ბრალდებებს "აბსურდი" უწოდა. „რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, საჯაროდ დაგმოს ეს ძალადობრივი პროტესტი, პასუხისმგებლობა დააკისროს მონაწილეებს და უზრუნველყოს ისრაელელების და ებრაელების უსაფრთხოება რუსეთში," - განაცხადა მილერმა. კრემლმა არეულობა "გარედან ჩარევას" დააბრალა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მაჰაჩყალაში ანტისემიტური არეულობა "დიდწილად უკრაინის ტერიტორიიდან იყო შთაგონებული, დასავლეთის ქვეყნების აგენტურის გავლით." BBC: ანტისემიტური აქციის მონაწილეები მაჰაჩყალის აეროპორტში შეიჭრნენ მაჰაჩყალის აეროპორტში დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა - მედია