ძებნის რეზულტატი:
უკრაინის სასამართლომ ოლიგარქ კოლომოისკის პატიმრობა დეკემბრამდე გაუხანგრძლივა
უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანს, იგორ კოლომოისკის პატიმრობა კიდევ ერთი თვით გაუხანგრძლივეს, - ეს გადაწყვეტილება 27 ოქტომბერს კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) მონაცემებით, კოლომოისკიმ 2013-2014 წლებში პრივატბანკიდან დაახლოებით 157 მილიონი დოლარი გაფლანგა, რომლის თანამფლობელიც იმ დროს იყო. კოლომოისკის ახალი ბრალდება 15 სექტემბერს წარუდგინეს. კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა 2 სექტემბერს შეუფარდა და ასევე ალტერნატივად გირაოს სახით 14 მილიონი დოლარის გირაოს გადახდა დააკისრა. კოლომოისკიმ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. კოლომოისკის ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ბრალი ოფიციალურად პირველ სექტემბერს წარუდგინეს.
FT: ევროკავშირის ლიდერები გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას მხარს უჭერენ
ევროკავშირის ლიდერები გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს. „საჭიროა გადამწყვეტი პროგრესი პარტნიორებთან კოორდინაციაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება კერძო პირების ნებისმიერი განსაკუთრებული შემოსავლები, რომლებიც უშუალოდ გაყინული რუსული აქტივებისგან არის მიღებული, მიმართულ იყოს უკრაინის დახმარებაზე, მის აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე, მოქმედი სახელშეკრულებო ვალდებულებების და ევროკავშირის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროპული საბჭო უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიას მოუწოდებს წინადადებების წარდგენის მიზნით მუშაობა დააჩქარონ,” - წერია ევროპული საბჭოს სამიტის განცხადებაში. Financial Times-ის ორი მაღალჩინოსანი წყაროს ცნობით, ევროკომისია წინადადებების წარდგენას დეკემბრის დასაწყისში გეგმავს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ბრიუსელი მუდმივ კოორდინაციაშია ვაშინგტონთან და ლონდონთან, რათა მიდგომების სინქრონიზაცია მოხდეს. დღესვე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს. რა ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
რობინ დანიგანი გერტ იან კოპმანს ბრიუსელში შეხვდა
ამერიკის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა. ამერიკის საელჩოს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ევროკავშირთან და დასავლეთთან. „ელჩ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა გერტ იან კომპანთან. მათ განიხილეს აშშ-ევროკავშირის ძლიერი თანამშრომლობა ჩვენი საერთო მიზნის - ევროკავშირთან და დასავლეთთან საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის მხარდასაჭერად,“ - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე: აშშ და ევროკავშირი ერთად დგანან თავის მხრივ, კომპანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ- და ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან და მათი თანამშრომლობა გაგრძელდება.
დე-ფაქტო “მთავრობამ“ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხზე, რუსულ კომპანიასთან „შეთანხმება“ გააფორმა
27 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას მონაწილეობით, ხელი მოეწერა ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის “შეთანხმებას.“ რადიო თავისუფლების ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახური ავრცელებს. “ხელშეკრულებას“ ხელი მოაწერეს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო “მთავრობამ“ და რუსულმა სააქციო საზოგადოება „ინფრასტრუქტურულმა განვითარებამ“, რომლის ხელმძღვანელი და მფლობელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილი, რაშიდ ნურგალიევია. საინფორმაციო სააგენტო “აფსნისპრესის“ ინფორმაციით, შეთანხმების შესრულების ფარგლებში იგეგმება აეროდრომის ოპერატიული ვარგისიანობის აღდგენა. “ინვესტორი აღადგენს 3100 მეტრის სიგრძის და 45 მეტრის სიგანის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს, რაც ობიექტს საშუალებას მისცემს, მიიღოს „რუსული და უცხოური წარმოების თანამედროვე თვითმფრინავები." ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მოეწყობა თვითმფრინავების შესვლის ე.წ. ინსტრუმენტული მიახლოების აღჭურვილობაა და ასევე ICAO-ს პირველი კატეგორიის ფრენის განათების სისტემა. ასევე რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სამანქანო გზას და სხვა. შპს "ინფრასტრუქტურის განვითარების" მფლობელმა რაშიდ ნურგალიევმა მადლობა გადაუხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობას მათ მიერ შემოთავაზებული მოდერნიზაციის პროექტის არჩევისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ პარალელურად განხორციელდება ახალი უნიკალური აეროპორტის კომპლექსის მშენებლობა და გამოთქვა რწმენა, რომ განახლებული სოხუმის აეროპორტს სათანადოდ დააფასებენ ტურისტები და რესპუბლიკის მცხოვრებლები. ინფორმაციისთვის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ აღიარებს. ICAO-მ გააუქმა აეროპორტის კოდი და 2006 წლიდან თავისი დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია სოხუმის აეროპორტის შესახებ. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
ზელენსკი: ამ კვირაში რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად გაიზარდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ კვირაში რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ მან საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, „მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, რომლებიც მტკიცედ იკავებენ პოზიციებს და ანადგურებენ ოკუპანტებს. ამ კვირაში რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასეც უნდა იყოს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მთავარ ფრონტებზე - კუპიანსკის, ბახმუტის, ავდიევკის, მარიინკასა და მელიტოპოლის მიმართულებებზე არსებულ ვითარებაზე, ასევე, უკრაინის თავდაცვისა და შეტევითი მოქმედებების, მათ შორის, შორი დისტანციის იარაღისა და რაკეტების უზრუნველყოფის შესახებ, შტაბის სხდომა გამართა. „მადლობელი ვარ ყველასი, ვინც იბრძვის და მუშაობს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი დამოუკიდებლობისთვის! ჩვენ ვიხსენებთ თითოეულ ადამიანს, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის!“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ისრაელის არმია ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციების გაფართოების შესახებ იუწყება
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები შაბათს ღამით ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციებს მნიშვნელოვნად გააფართოებენ. ამის ფონზე მან მოუწოდა ღაზის სექტორის მცხოვრებლებს, სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლონ. „[ისრაელის] საჰაერო ძალები ძალიან მნიშვნელოვნად ურტყამენ მიწისქვეშა სამიზნეებს. ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად ვმოქმედებთ,” - განაცხადა ჰაგარიმ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების ქვეითები და ტანკები ღაზის სექტორში შეზღუდულ რეიდებს ახორციელებდნენ. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
ისრაელის ელჩი გაეროს რეზოლუციაზე: ბნელი დღეა გაეროსა და კაცობრიობისთვის
„ეს ბნელი დღეა გაეროსა და კაცობრიობისთვის,“ - ამ სიტყვებით გააკრიტიკა გაეროში ისრაელის ელჩმ გაეროს რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზაში „ჰუმანიტარული ზავის“ დამყარებისკენ მოუწოდებს. „დღეს არის დღე, რომელიც სამარცხვინოდ ჩაივლის. ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ, რომ გაერო აღარ ფლობს თუნდაც ერთ გრამ ლეგიტიმურობას ან აქტუალობას,“– აცხადებს გილად ერდანი ის პირობას დებს, რომ მისი ქვეყანა გამოიყენებს „ყველა საშუალებას“ ჰამასთან საბრძოლველად. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს. რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი გაეროს რეზოლუციას, რომლის მიღებასაც ისრაელის მწვავე რეაქცია მოჰყვა შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
ისრაელის თავდაცვის ძალები: “ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში საჰაერო იერიშების შედეგად მოკლულია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური, ისამ აბუ რუკბეჰი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში. „დღეს, თავდაცვის ძალებმა, მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენებით, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური, ისამ აბუ რუკბეჰი მოკლეს. აბუ რუკბეჰი პასუხისმგებელი იყო „ჰამასის“ უპილოტო საფრენი აპარატების, პარაპლანისტების და საჰაერო თავდაცვის მართვაზე. რუკბეჰიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უპილოტო საფრენი აპარატებითა და პარაპლანებით განხორციელებულ თავდასხმებში,“ - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხარკოვში, განაღმვის პირველი უკრაინული მანქანა შეიქმნა
ხარკოვის დეველოპერებმა უკრაინის პირველი შიდა წარმოების განაღმვის მანქანა ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციას გადასცეს. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ოლეგ სინიეჰუბოვმა განაცხადა. ადმინისტრაციამ ორი მანქანა შეიძინა, მეორეს კი, ნოემბრის ბოლომდე მიიღებს. მანქანამ ერთწლიანი გამოცდა გაიარა და ოფიციალურად, სერტიფიცირების პროცესი 2 აგვისტოს გაიარა. WP: უკრაინის განაღმვას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს ახალი მანქანა 16 ტონას იწონის, აღჭურვილია ავტომატური მართვის პანელითა და ოთხი სათვალთვალო კამერით. მუშაობს 300 მეტრის მანძილზე. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ ნაღმებმა და აუფეთქებელმა საბრძოლო მასალამ უკრაინის ტერიტორიის მესამედი სახიფათო გახადა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინა გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ დანაღმული ქვეყანა მსოფლიოში.
საქართველოსა და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ნიუ-იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის „დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ.“ დომინიკის თანამეგობრობის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა გაეროსთან დომინიკის თანამეგობრობის მუდმივმა წარმომადგენლმა, ფილბერტ აარონმა. დოკუმენტი ძალაში შევა ორივე მხარის მიერ შიდა პროცედურების დასრულებიდან ერთ თვეში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურისტული, კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და განაპირობებს ორივე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას შესაბამის რეგიონებში.
ბორის ჯონსონს ტელევიზიაში საკუთარი გადაცემა ექნება
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ხელი მოაწერა შეთანხმებას GB News-სთან, სადაც მას საკუთარი გადაცემა ექნება. ჯონსონი მაყურებელს მსოფლიო პოლიტიკის მიმოხილვას, კომენტარებსა და ანალიზს შესთავაზებს. მაუწყებლის ცნობით, ჯონსონი დიდ როლს შეასრულებს გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის არჩევნების გაშუქებაში. „ვაპირებ, ამ ახალ სატელევიზიო არხს გავაცნო ჩემი შეულამაზებელი შეხედულებები ყველაფერზე - რუსეთი, ჩინეთი, ომი უკრაინაში, როგორ ვხვდებით ყველა ამ გამოწვევას. მე ვისაუბრებ გლობალური ბრიტანეთის უზარმაზარ შესაძლებლობებსა და ასევე, გამოწვევებზე და იმაზე, თუ რატომ არის ჩვენი საუკეთესო დღეები წინ," - დაწერა ბორის ჯონსონმა. მან თანამდებობა ამ წლის დასაწყისში დატოვა.
ბაიდენი და სი ძინპინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ - მედია
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ შეხვედრას აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის APEC-ის სამიტის ფარგლებში გამართავენ. ამის შესახებ AP თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს. ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. შეხვედრის ზუსტი თარიღი და დეტალები ჯერ შეთანხმებული არ არის. მანამდე მსგავსი შეხვედრის ალბათობის შესახებ ინფორმაციას The Washington Post აქვეყნებდა. პეკინს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ სი ძინპინი პირადად დაესწრება APEC-ის სამიტს სან-ფრანცისკოში. ღონისძიება 11-დან 17 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
გრენლანდია ზამთრის დროზე პირველად არ გადავა
გრენლანდია, რომელიც დანიის ავტონომიური რეგიონია, ზამთრის დროზე გადასასვლელად საათს პირველად არ გადაწევს. კვირას ღამით დანიელები საათებს ერთი საათით უკან გადაწევენ, მაგრამ გრენლანდია ზაფხულის დროზე დარჩება. 2021 წლიდან ევროკავშირის ქვეყნები დროის გადაწევის საკითხს ინდივდუალურად წყვეტენ. ევროპარლამენტმა 2021 წელს მხარი დაუჭირა წინადადებას, რომლითაც, ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა ზაფხულში დროის გადაწევაზე უარის თქმას ითხოვდა. 2018 წლის აგვისტოს ბოლოს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა რომ ევროკავშირი დაასრულებდა ერთობლივი „დროის გადაწევის“ პრაქტიკას. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მასშტაბით გამოკითხვებმა აჩვენა, რომ 4,6 მილიონი მოქალაქიდან, 84 პროცენტი "საათის გადაწევის" გაუქმების მომხრეა. 4,6 მილიონი ადამიანიდან ყველაზე მეტი გერმანიის, ავსტრიისა და ლუქსემბურგის მოქალაქე იყო. საათის გადაწევას ევროკავშირი 2002 წლიდან არეგულირებს. ყოველწლიურად, მარტის ბოლო კვირიდან ოქტომბრის ბოლო კვირამდე, ევროკავშირის ქვეყნებში დრო 1 საათით გადაიწევა წინ. ამასთანავე, ევროკავშირში სამი სასაათო სარტყელია: 1. დასავლეთ-ევროპული ანუ გრინვიჩის დრო, საიდანაც იწყება დროის უნივერსალურად ათვლა; ცენტრალურ-ევროპული დრო, სადაც ევროკავშირის ყველაზე მეტი ქვეყანაა მოქცეული და აღმოსავლეთ ევროპის დრო, რომელიც ორი საათითაა წინ. 2018 წლის წლის აგვისტოში გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ევროგაერთიანების მოსახლეობის უმრავლესობა ზაფხულის დროზე დარჩენას ემხრობა. კვლევების თანახმად, ევროპელების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ დროის ცვლილება ძილის გრაფიკს არღვევს და სამუშაოს ხარისხზე უარყოფითად აისახება. დროის ცვლილების მომხრეები კი ამბობენ, რომ საათის გადაწევით დილით და საღამოს სინათლის ხანგრძლივობა იმატებს, რაც ენერგიას ზოგავს და ავტოსაგზაო შემთხვევებს ამცირებს. 2019 წლს არსებული ევროდირექტივის მიხედვით, გაერთიანების 28 წევრი ქვეყანა ზაფხულის დროზე მარტის ბოლო კვირა დღეს, ზამთრის დროზე კი ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს გადადიოდა. ევროკავშირში საათის გადაწევა 2002 წლიდან რეგულირდებდა. ზაფხულის დრო უკვე გაუქმებულია არაერთ ქვეყანაში, მათ შორის 2005 წლიდან საქართველოში. წელიწადში ორჯერ საათის გადაწევა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ენერგიის ეკონომიის მიზნით დაიწყეს.
რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი გაეროს რეზოლუციას, რომლის მიღებასაც ისრაელის მწვავე რეაქცია მოჰყვა
პარასკევს, 27 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა 22 არაბული სახელმწიფოს რეზოლუციას, რომელიც ისრაელსა და დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „ჰამასს” შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. რეზოლუციის ტექსტი არაბული ქვეყნების სახელით იორდანიამ წარადგინა. რეზოლუცია მოითხოვს „დაუყოვნებლივ, ხანგრძლივ და მდგრად ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც საომარი მოქმედებების შეწყვეტა უნდა მოჰყვეს.“ დოკუმენტს მხარი დაუჭირა 120-მა ქვეყანამ, მათ შორის, რუსეთმა, კატარმა, ჩინეთმა, თურქეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ესპანეთმა, ნორვეგიამ, სლოვენიამ და პორტუგალიამ. 14-მა ქვეყანამ, მათ შორის, ავსტრიამ, უნგრეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ხორვატიამ, ისრაელმა, ჩეხეთმა ხმა წინააღმდეგ მისცეს, ხოლო 45-მა, მათ შორის, კანადამ, გერმანიამ, საქართველომ, საბერძნეთმა, ფინეთმა, ინდოეთმა, იტალიამ, იაპონიამ, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, სერბეთმა და უკრაინამ თავი შეიკავეს. დოკუმენტის მიხედვით, გაეროს ახლო აღმოსავლეთის სააგენტომ უნდა შეძლოს პალესტინელი ლტოლვილების დასახმარებლად „სრული, მდგრადი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა.“ ამავე დროს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უარყო კანადის მიერ შემოთავაზებული ცვლილება, რომელიც გმობდა „ჰამასის“ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა ასევე მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას. ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, გილად ერდანმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ დოკუმენტში არ არის ნახსენები 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა და ამ თავდასხმის მსხვერპლი. „რეზოლუციის ავტორები აცხადებენ, რომ ისინი შეშფოთებულები არიან მშვიდობის მიღწევის საკითხით. (...) ამავე დროს, ლაჩარი მკვლელები, რომლებმაც ეს ომი წამოიწყეს, რეზოლუციაშიც კი არ არიან ნახსენები,“ - განაცხადა ერდანმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
გიორგი ანწუხელიძეს მოქალაქეებმა ბიუსტი დაუდგეს მშობლიურ სოფელში
საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს მშობლიურ სოფელში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ბიუსტი დაუდგეს. გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო. საჭირო ფინანსებიც მოქალაქეებმა შეაგროვეს. ბიუსტის გახსნას დაესწრნენ მოსახლეობა, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ბიუსტზე თუშმა მოქანდაკემ ბადრი თავბერიძემ იმუშავა. „მრავალი ბიუსტი მაქვს დამზადებული, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა გმირი ჯარისკაცის მონუმენტი დავამზადე,“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას მოქანდაკემ. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩაუვარდა მტერს, ოკუპანტებმა მიუხედავად სასტიკი წამებისა, ვერაფრით აიძულეს გიორგი, შეესრულებინა მათი მოთხოვნა და ეკოცნა მიწისთვის. მტრის სატელეფონო ვიდეოჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა. ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 15 აპრილს მიენიჭა, ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული". ანწუხელიძის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
28 ოქტომბერს, რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა. ხევი-შორაპნის 4 ზოლიანი, 27 კმ-იანი მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს. „ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით შეამცირებს. ის დააკავშირებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მაგისტრალის მონაკვეთებს. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი. დღეისათვის, 48 გვირაბი უკვე გაჭრილია, 83 ხიდი კი, უკვე აშენებული. სამშენებლო სამუშაო ინტენსიურად გრძელდება და პროექტი 2024 წელს დასრულდება,“ - წერია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მაგისტრალებისა და გზების მშენებლობას და განსაკუთრებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის მშენებლობას. დღეის მდგომარეობით 261 კმ მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან, 193 კმ მაგისტრალი ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა. ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე მონაკვეთი იყო რიკოთის მონაკვეთი, რომელიც მიჩნეული იყო და არის ჯერ კიდევ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთი, მაგრამ თქვენ უყურებთ, რომ აშენდა 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და რა თქმა უნდა, გრძელდება ეს პროცესი,“ - მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ასეთი მასშტაბის, ასეთი სირთულის, გადაწყვეტის თვალსაზრისით, არ განხორციელებულა ქვეყნის რეალობაში ასეთი ანალოგიური პროექტი.“ პრემიერის განცხადებით, ჯამში 2013 წლიდან 16 000 კილომეტრი გზა აშენდა და რეაბილიტირდა.
ევროკავშირის ელჩი: რიკოთის მაგისტრალის განვითარება პირდაპირი წვლილის შემტანია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების რელიზაციაში, რაც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირის სტრატეგიაა, ბიძგი მისცეს გონივრულ, სუფთა და უსაფრთხო ბმულებს ციფრულ ენერგეტიკასა და სატრანსპორტო სექტორში, საქართველოში კი, აღნიშნული სტრატეგია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების მეშვეობით ხორციელდება. ელჩის თქმით, რიკოთის მაგისტრალის განვითარება პირდაპირი წვლილის შემტანია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების რელიზაციაში, რაც აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. „ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის, ევროკავშირთან საქართველოს სატრანსპორტო დაკავშირებადობის მოწმეები ვართ. ეს ხდება იმ კონტექსტში, რასაც ჰქვია ევროპის პირველი „გლობალური კარიბჭის ფორუმი“, რომელიც ბრიუსელში გაიმართა და სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა, ისევე როგორც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც მიმდინარე კვირას გაიმართა. „გლობალური კარიბჭე“ გახლავთ ევროკავშირის სტრატეგია, რომ დაუკავშირდეს სხვადასხვა ნაწილს ევროკავშირში, ევროპული სტრატეგია, რომ ბიძგი მისცეს გონივრულ, სუფთა და უსაფრთხო ბმულებს ციფრულ ენერგეტიკაში და სატრანსპორტო სექტორში და გააძლიეროს ჯანმრთელობის, განათლებისა და კვლევის სისტემები მსოფლიო მასშტაბით. გვიყვარს ამის თქმა - ძლიერები ვართ ერთად მდგრადი განვითარების მეშვეობით. საქართველოში აღნიშნული სტრატეგია ხორციელდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების მეშვეობით მისი საფლაგმანო პროექტების გათვალისწინებით, რომელიც მიბმულია საერთაშორისო დაკავშირებადობასთან. აქ შედის აღნიშნული ჩქაროსნული მაგისტრალი აღმოსავლეთ-დასავლეთის. ეს მაგისტრალი გახლავთ გაფართოებული ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელისა, რომელიც გვაძლევს რეგიონული ინტეგრაციის შესაძლებლობებს გაზრდილი დაკავშირებადობის მეშვეობით. როგორც ბატონი პრემიერის მიერ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დროს იყო აღნიშნული, საქართველო მიისწრაფვის, რომ გახდეს სატრანზიტო ჰაბი და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტების ცენტრი. აღნიშნული ინვესტიცია ძირითადად ასევე შევსებულია ევროკავშირის გრანტებით, რომელიც ეძღვნება საგზაო უსაფრთხოების ზომებს და სერიოზულად შეიტანს წვლილს რეგიონული ინტეგრაციის გაუმჯობესებაში. ამავე დროს, შეარბილებს რისკებს, რომლებიც ასოცირებულია საგზაო მოძრაობასთან. მადლიერნი ვართ ევროპული საინვესტიციო ბანკის, რომელიც აღნიშნულ ინვესტიციებს აფინანსებს. აღნიშნული მაგისტრალის განვითარება პირდაპირ წვლილის შემტანია ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმების რეალიზებაში. ის აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. მინდა, გავიმეორო ციტატა, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „გლობალური კარიბჭის ფორუმზე“ თქვა. მან ევროპელი პოეტის, გოეთეს ციტირება მოახდინა - „ვინც არ მიდის წინ, მიდის უკან“. მოდით, ერთად ვიაროთ წინ, რათა საქართველო ევროკავშირთან დავაკავშიროთ,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
თბილისში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გაიხსნა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავამ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა თბილისში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გახსნეს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი“ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. თავშესაფარი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მოემსახურება ძალადობის მსხვერპლ ქალებს და მათზე დამოკიდებულ პირებს. თავშესაფარში ძალადობის მსხვერპლები/დაზარალებულები უზრუნველყოფილი იქნებიან დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით, ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციით, სამართლებრივი მომსახურებით და სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებით. თავშესაფარი გაიხსნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.
პაველ ჰერჩინსკი: იმედი მაქვს, რეკომენდაციები დადებითი იქნება და ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები დადებითი იქნება. „მსურს გითხრათ, თუ რა არის შედეგი, მაგრამ სამწუხაროდ, მე ეს არ შემიძლია. არა იმიტომ, რომ არ მინდა, უბრალოდ, არ ვიცი. ამ წუთებში, ბრიუსელში ჩემი უფროსები მუშაობენ საქართველოსთვის გაფართოების პირველი ანგარიშის დასასრულებლად, რომელიც წევრი სახელმწიფოებისთვის რეკომენდაციებს მოიცავს. იმედი მაქვს, რომ ეს რეკომენდაციები დადებითი იქნება და ევროკომისია, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. სამწუხაროდ, ჩვენ 8 ნოემბერს უნდა დაველოდოთ. გაფართოების ანგარიში საქართველოსთვის და სხვა ცხრა სახელმწიფოსთვის საჯარო იქნება და იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი პოზიტიური მიმართულებით წარიმართება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ. ასევე წაიკითხეთ: რობინ დანიგანი გერტ იან კოპმანს ბრიუსელში შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე: აშშ და ევროკავშირი ერთად დგანან შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. მასში ასევე ხაზგასმულია, რომ ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება. აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. „ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. ვადასტურებთ ჩვენს საერთო ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისადმი, ჩვენს მხარდაჭერას რეგიონის ევროკავშირის პერსპექტივისადმი. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება,“ – ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე: აშშ და ევროკავშირი ერთად დგანან ამასთან, ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევას. „ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან და საქართველოსთან მჭიდროდ მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას,” - ნათქვამია დასკვნით განცხადებაში, რომელიც 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
ელჩი ჰერჩინსკი: სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება ის მთავარი პრინციპებია, რომლებზეც ევროკავშირია აგებული
ევროკავშირის ელჩი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირი შესაბამის ინსტიტუტებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. ელჩი აღნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება ის მთავარი პრინციპებია, რომლებზეც ევროკავშირია აგებული. „ჩვენ გვაქვს დირექტივა, „აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა“, რომელიც სტანდარტებს ადგენს. ყველა ჩვენს წევრ სახელმწიფოს მოეთხოვება, რომ ჰქონდეს ისეთი ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც აღნიშნულ სტანდარტებს ეხმიანება და საქართველოსაც, რომელიც არის კანდიდატი ქვეყანა, მოეთხოვება ამ სტანდარტების დაცვა. განსაკუთრებით ორი ძირითადი საკითხია აბსოლუტურად აუცილებელი. ეს არის არასრულწლოვანთა დაცვის საკითხი და სიძულვილის ენა. მოქმედი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში გავიდა, აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს. ამასთან, კანონპროექტში არის სხვა ელემენტებიც, მათ შორის, უხამსობის შესახებ. ჩვენი გადმოსახედიდან, ამ ყველაფრის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შესაბამის ორგანოებთან. რაც აბსოლუტურად აუცილებელია, არის ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობა. ეს არის კომუნიკაციების კომისია. ეს ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს. ის სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ ამის განსახორციელებლად,“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ასევე გაეცანით: ევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკომისია გააგრძელებს მაუწყებლობის შესახებ კანონის აღსრულების მჭიდრო მონიტორინგს - „უხამსობის“ ცნება დირექტივის ნაწილი არ არის