ძებნის რეზულტატი:

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 20 ნოემბერს იწვემებს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18-19 ნოემბერს გამოიდარებს და +17, +22 გრადუსამდე დათბება. 20 ნოემბერს კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18-19 ნოემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ხოლო 20 ნოემბერს კვლავ გაწვიმდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 18-19 ნოემბერს შედარებით გამოიდარებს და დღის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 20 ნოემბერს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 18-19 ნოემბერს გამოიდარებს, ხოლო 20 ნოემბერს თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 20 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 18-19 ნოემბერს გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 20 ნოემბერს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 19 ნოემბერს მოიღრუბლება და ზოგან მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. 20 ნოემბერსაც იწვიმებს და დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 20 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება. 20 ნოემბერს გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 20 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 20 ნოემბერს თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.  

რობინ დაგიგანი: DFC-მ საქართველოში 250 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია

ამერიკის ელჩის განცხადებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ 250 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. რობინ დანიგანის თქმით, უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. ელჩი საქართველოში უფრო მეტი ამერიკული კომპანიის მოზიდვას უჭერს მხარს. „ჩვენი პროგრამები, მაგალითად, USAID-ის პროგრამები, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის ზრდას. მათ შორის, საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერას გულისხმობს. ასევე, ფერმერების, სოფლის მეურნეობაში მხარდაჭერას გულისხმობს. ჩვენ გვაქვს ფინანსური განვითარების კორპორაცია, DFC და მათ ზუსტად 250 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოს სხვადასხვა სექტორში. ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. მოვიწვიოთ უფრო მეტი ამერიკული კომპანია საქართველოში და ქართული კომპანიები - ამერიკაში. ასეთი სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა დანიგანმა „იმედთან“ ინტერვიუში. მანე მეტი ამერიკული ინვესტიციის საქართველოში მოსაზიდად შეხვედრები უკვე გამართა. ელჩის განმარტებით, ამ მიზნით შეხვდა ძალიან ბევრ კომპანიასა და მთავრობის წარმომადგენელს.  

რა საკითხები განიხილეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და სომხეთის პრემიერმა

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. საუბარი შეეხო მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მზადყოფნას, მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის. შეხვედრისას განსაკუთრებულად აღინიშნა ევროკომისიის რეკომენდაციის მნიშვნელობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს აქტიურ მუშაობას შემდგომში საჭირო ვალდებულებებისა და პროცედურების შესასრულებლად. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის საკითხებსაც. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დინამიკასა და პერსპექტივებზე. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე სომეხ კოლეგას სურენ პაპიკიანს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერა ხელი. სომხური მხარის ცნობით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და რომ ფიქსირდება თანამშრომლობის გაფართოება სხვადასხვა სფეროში.  

რობინ დანიგანი: შავი ზღვის ქვეყნების პარტნიორობის, მოკავშირეობის გაძლიერება საქართველოს თავდაცვას ძალიან დაეხმარება

აშშ-ის ელჩის შეფასებით, შავი ზღვის ქვეყნების პარტნიორობის, მოკავშირეობის გაძლიერება საქართველოს თავდაცვას ძალიან დაეხმარება. რობინ დანიგანმა სენატი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ამახვილებს ყურადღებას. „აშშ-ის სენატი დიდ ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. განსაკუთრებით, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შემდგომ. საქართველოსთვის ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ შავი ზღვის ქვეყნების პარტნიორობის, მოკავშირეობის გაძლიერება საქართველოს თავდაცვას ძალიან დაეხმარება,“ - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა  

მე-4 ქვეით ბრიგადას სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეით ბრიგადაში მოსწავლეებს უმასპინძლეს. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თბილისის, რუსთავისა და საგარეჯოს სხვადასხვა საჯარო სკოლის მე- 9 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საპილოტე საგნის „სამხედრო საქმე“ პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლებს ბაზის ინფრასტრუქტურის, ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერებისა და ჯარისკაცების საცხოვრებელი და სამუშაო პირობების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. სამხედრო მოსამსახურეებმა სტუმრებს ქვედანაყოფის ისტორია გააცნეს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ისტორიები გაიხსენეს. დღის ბოლოს, მოსწავლეები ბრიგადის სასადილოს ეწვივნენ, სადაც „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს. „საგნის „სამხედრო საქმე“ სწავლება საქართველოს სკოლებში 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ძალისხმევით დაინერგა. საწყის ეტაპზე საპილოტე პროგრამაში მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლა ჩაერთო. საგნის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, მიმდინარე სასწავლო წელს პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. საქართველოს სამხედრო ბაზებზე სტუდენტებისა და მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

უკრაინა და აშშ დეკემბერში თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ

დეკემბერში უკრაინა და აშშ თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართება და ის იმ თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის გაგრძელება იქნება, რომელიც კიევში სექტემბერში ჩატარდა. „დეკემბერში უკრაინისა და აშშ-ის მრეწველობის სპეციალური კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ოფიციალური პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან - ყველა, ვინც ჩვენს თავდაცვას უზრუნველყოფს... ჩვენ აქტიურად მივიწევთ წინ აშშ-სთან ერთად იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხზე. ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან, შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად და ეს აუცილებლად გააძლიერებს როგორც ამერიკელებს, ასევე უკრაინელებს და ჩვენს პარტნიორებს," - აღნიშნა ზელენსკიმ. თავდაცვის მრეწველობის ფორუმი კიევში სექტემბრის ბოლოს გაიმართა, რომლის დროსაც ზელენსკიმ თავდაცვის მრეწველობის ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადა.  

ღაზის სექტორში საწვავის პირველი პარტია შევიდა

საწვავის პირველი პარტია ღაზის სექტორში ეგვიპტიდან 17 ნოემბერს გვიან შევიდა მას შემდეგ, რაც ისრაელი აშშ-ის მოთხოვნას დათანხმდა. საწვავის უქონლობამ კომუნიკაციების შეფერხება გამოიწვია, რასაცღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონების შესვლის ორი დღით შეჩერება მოჰყვა. გაეროს სააგენტოების თანახმად ღაზის სექტორში 2,4 მილიონი პალესტინელის მდგომარეობა უმძმესია. ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა პირობა დადო, რომ „ჰამასს“„გაანადგურებს“.

ნორვეგიის მოიერიშეებმა ექვს რუსულ ბომბდამშენსა და გამანადგურებელს გზა გადაუჭრეს

F-35-ის ტიპის ნორვეგიულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ექვს რუსულ ბომბდამშენსა და გამანადგურებელს გზა გადაუჭრეს. NATO-ს საჰაერო სარდლობის ცნობით, 17 ნოემბერს ნორვეგიული F-35 ევენესის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან მას შემდეგ აფრინდა, როცა რუსული თვითმფრინავი NATO-ს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდა.  მე-5 თაობის ნორვეგიულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ორი Ту-160 ბომბდამშენი, ორი МіГ-31 და ორი Іл-78 Midas-ს ტიპის თვითმფრინავის იდენტიფიცირება მოახდინეს.  

მოლდოვის პრეზიდენტის ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს ხელზე უკბინა

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ძაღლმა კოდრუტმა, ავსტრიის პრეზიდენტს, ალექსანდ ვან დერ ბელენს ხელზე უკბინა. ავსტრიის პრეზიდენტი კიშინიოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვან დერ ბელენს ძაღლის მოფერება სურდა, როდესაც მან პრეზიდენტს უკბინა. მოლდოვის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ძაღლი ხალხის დიდმა რაოდენობამ შეაშინა. მომდევნო შეხვედრაზე ავსტრიის პრეზიდენტი შეხვეული ხელით გამოჩნდა. მოგვიანებით, ვან დერ ბელენმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც კოდრუგს მოლდოვის „პირველი ძაღლი“ უწოდა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა ქვეყნის სხვა წარმომადგენლებთან „ძალიან კარგად“ ჩაიარა. ავსტრიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის ძაღლების დიდი მოყვარულია და ესმის, რატომ აღელდა კოდრუგი. გამომშვიდობებისას, პრეზიდენტმა ძაღლს რბილი სათამაშო აჩუქა. მაია სანდუმ ძაღლი 2023 წლის დასაწყისში შეიფარა მას შემდეგ, რაც მას მანქანამ დაარტყა. ავარიის შედეგად, ძაღლმა თათი დაკარგა.  

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ნიკოლოზ გელენიძე დაიღუპა. ინფორმაცია Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სამხედრო თანამებრძოლებთან ერთად ფრონტის ხაზიდან 29 ოქტომბერს დაღუპული ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, როდესაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა. ნიკოლოზ გელენიძე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან იყო და მისი ოჯახი დღეს ფოთში ცხოვრობს. 16 ნოემბერს უკრაინაში, დონეცკში ქართველი მებრძოლები რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილიც დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლმა ქართულმა ლეგიონმა და მოგვიანებით, საქართველოში უკრაინის საელჩომ გაავრცელეს. ბოლო ინფორმაციით, უკრაინაში 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლია დაღუპული.  

ერდოღანმა შოლცთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლეთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს ისრაელი გააკრიტიკა. მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთმა და გერმანიამ ერთობლივად უნდა მიაღწიონ ჰუმანიტარული მოსაზრებებით ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში.  ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა აღნიშნა, რომ 13000 პალესტინელი, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები დაიღუპნენ ომის დროს და ისრაელის თავდასხმების გამო, თითქმის მთელი ღაზის სექტორი განადგურდა. „მძევლები და ტყვეები უკვე მრავალი წელია, ისრაელის ხელში არიან. ეს ჩვენც უნდა დავინახოთ. უსამართლობა იქნება, თუ ამას არ შევამჩნევთ,“ - განაცხადა ერდოღანმა. ღაზის სექტორში თურქეთის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების შესახებ საუბრისას, ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ ეგვიპტეში ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, 10 თვითმფრინავი გაგზავნა. შოლცისა და ერდოღანის შეხვედრებზე საუბარი ახლო აღმოსავლეთში ომსა და მიგრაციის საკითხს. პრესკონფერენციის დროს, შოლცმა ერდოღანთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს, ისრაელისა და "ჰამასის" შესახებ უთანხმოებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, გერმანია ღაზის სექტორში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელია. „მე და პრეზიდენტ ერდოღანს ძალიან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ არის პირდაპირი საუბარი ასე მნიშვნელოვანი. გარკვევით ვამბობ - ისრაელის არსებობის უფლება გერმანიისთვის უდავოა. ჩვენს ქვეყანაში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის. ამავე დროს, ჩვენ ვამბობთ: ყოველი სიცოცხლე ერთნაირად ფასეულია - ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვაც გვთრგუნავს. გერმანია ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია - ახლა ჩვენ კვლავ გავზარდეთ დახმარება,“ წერს შოლცი Twitter-ზე. შოლცის მიერ თურქეთის პრეზიდენტის განცხადების აბსურდად მოხსენიების ფონზე, ერდოღანი გერმანიაში ჩავიდა  

უკრაინა აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვამ კიევთან ახლოს რუსეთის დრონები ჩამოაგდო

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევთან ახლოს რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდო. „18 ნოემბრის ღამეს, კიევის გარეუბანში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის ათეული დრონი გაანადგურა,“ - წერს სერგეი პოპკო ტელეგრამ არხზე. მსხვერპლის ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ცნობისთვის, ნოემბრის თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რუსული ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით კიევს თავს დაესხნენ.  

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და NATO-ს ხაზია

„ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი საქართველოში თუ საქართველოს მიმართ, უკრაინაში მარცხის დასაკომპენსირებლად - ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ - ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ეპყრობა თუ არა საქართველოს მთავრობა პუტინს ზედმეტი პატივისცემით და როგორ აკეთებს ამას. სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს France 24 English-თან პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის თქმით, საბოლოოდ, რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და NATO-ს ხაზია „მე ამას თვითკმაყოფილებას დავარქმევდი და ეს შესაძლოა, უკრაინაში ომის შემდგომი შედეგი იყოს, რომ ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი საქართველოში თუ საქართველოს მიმართ უკრაინაში რუსეთის მარცხის დასაკომპენსირებლად. ასე რომ, ვფიქრობ, ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ. ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა. საუკეთესო თავდაცვა ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს ოჯახთან ყოფნაა. რასაც ვხედავთ ისაა, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და NATO-ს ხაზია. სწორედ ეს უნდა ჩემს ქვეყანას, ეს უნდა მოსახლეობას. ახლახან გამოქვეყნდა საზოგადოებრივი გამოკითხვა, სადაც ჩანს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირისადმი 80%-დან 86%-მდე გაიზარდა და NATO-სადმი მხარდაჭერა 72%-დან - 76%-მდე,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილმა უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა კომუნიკაცია ირაკლი ღარიბაშვილთან, რაზეც პრეზიდენტმა განცხადა, რომ ქვეყნის გარეთ პრემიერს საჯაროდ არ გააკრიტიკებს, რადგან „ქვეყნის დეპოლარიზაცია მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“ „ქართველ ხალხს მივმართავ, დაეთანხმოს იმ პოლიტიკას, რომელსაც მივყვები - ვიცი, რომ ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც ქართველი ხალხი მიჰყვება. რა მიზეზი შთააგონებს პრემიერს, ვფიქრობ, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე არ ვარ აქ იმისთვის, რომ მისი სიტყვები წარმოვადგინო, ან ქვეყნის გარეთ ის [პრემიერი] საჯაროდ გავაკრიტიკო, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის დეპოლარიზაცია მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ რაც ვიცი ისაა, რომ მე ქართველების ძალიან დიდი უმრავლესობის შეხედულებას წარმოვადგენ, რომ მათ ევროპაში ყოფნა სურთ. ეს ის ხალხია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დემონსტრაციას აწყობდა.. დემონსტრაცია სწორი სიტყვა არაა - [ხალხი], რომელიც უერთდებოდა ჩემი სასახლის წინ სიხარულს. ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ასობით, ათასობით ხელმოწერას, რომ კომისიის ეს რეკომენდაცია უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში გავამყაროთ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

დაშავებული ბავშვები ღაზის სექტორიდან სამკურნალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს

ღაზის სექტორში დაშავებული ბავშვები სამკურნალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს. 15 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელთა შორის ბავშვები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გადაკვეთა, რათა ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტიდან აბუ-დაბიში გაფრენილიყვნენ. ბავშვების ჯგუფის გადაყვანა იმ დაპირებული დახმარების ნაწილია, რომლის მიხედვითაც, საამიროები ღაზის სექტორიდან 1000 დაშავებული ბავშვის სამკურნალოდ აბუ-დაბიში გადაყვანას გეგმავს.    

ყაზახეთი შუა დერეფნის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ზრდის

ყაზახეთი ამზადებს პროგრამებს, რომლებიც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) ფარგლებში პროექტების დაფინანსების გაზრდას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ბაუირჟან კუდაიბერგენოვმა ბაქოს მდგრადი განვითარების მეორე ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლო გეოპოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება. „შედეგად, ყაზახეთი და აზერბაიჯანი დიდ ფსონებს დებენ შუა დერეფანზე. ჩვენი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ შევაგროვოთ თანხები და შევქმნათ საფუძველი შუა დერეფნისთვის. ახლა ვამზადებთ პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს TITR-ის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში დაფინანსების გაზრდას და ინვესტიციების მოზიდვას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კასპიის წყლის კურიკის პორტის გაფართოებაზე, ჩინეთის საზღვრიდან კურიკის პორტამდე საავტომობილო გზების შექმნაზე, რომლითაც საქონელი გადაიზიდება საზღვაო გზით აზერბაიჯანში, შემდეგ კი, საქართველოში, თურქეთსა და ევროპაში. TRACECA მზადაა, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის დაწყებას მხარი დაუჭიროს შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

შსს: გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავებულია აქციის 11 მონაწილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 11 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის დააკავეს. რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით თბილისში აქცია იმართება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი. აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე ვითარება დაძაბული იყო. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგებაა, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. პროტესტის მონაწილეებს უშუალოდ სამინისტროს შენობასთან კარვის გაშლა სცადეს. მათ ეზოს ტერიტორიაზე შესვლა მთავარი შესასვლელიდან ვერ შეძლეს, კარვის გაშლა სამინისტროს ღობესთან გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. გარემოს ეროვნული სააგენტო ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიაზე: დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება  

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი გაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა

SpaceX-ის კოსმოსურმა ხომალდმა Starship კოსმოსში გაშვებიდან რამდენიმე წუთში წარუმატებლობა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. კოსმოსში დაგეგმილი 90-წუთიანი ფრენის ფარგლებში რაკეტა მიწიდან დაახლოებით, 90 კილომეტრით აფრინდა. თუმცა Super Heavy რაკეტის პირველი საფეხური განცალკევების შემდეგ მექსიკის ყურეში აფეთქდა. SpaceX-ის ფრენების მართვის ცენტრმა ძირითად რაკეტასთან კავშირი რამდენიმე წუთის შემდეგ დაკარგა. „კომპანია SpaceX-ის უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა Starship, რომელიც განკუთვნილია ასტრონავტების მთვარეზე და მის მიღმა გადასაყვანად, სავარაუდოდ, წარუმატებლობა განიცადა კოსმოსში, შაბათს, მეორე გამოცდის დროს გაშვებიდან რამდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც მისი პირველი ცდა აფეთქებით დასრულდა,” - წერია Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მედია: ყაზახეთმა რუსული მედიარესურსი დაბლოკა

ყაზახეთის ხელისუფლებამ დაბლოკა რუსული Sputnik24 სერვისი, რომელიც ყაზახეთში რუსეთის სახელმწიფო კონტროლირებადი ტელეარხების მაუწყებლობას ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ყაზახური მედია გამოცემა Arbat Media წერს. ხელისუფლებამ მიზეზად დაასახელა ის, რომ რუსულ ტელეარხებს ყაზახეთში მუშაობის ლიცენზია არ აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, არხების დაბლოკვის ბრძანება ჯერ კიდევ ივნისში გაფორმდა. 24 ოქტომბერს, მოლდოვამ დაბლოკა წვდომა 22 რუსულ მედიარესურსზე და განაცხადა, რომ ისინი გამოიყენებოდა როგორც "საინფორმაციო ომის" ნაწილი ქვეყნის წინააღმდეგ. მოსკოვთან ასტანის ისტორიულად მჭიდრო კავშირების მიუხედავად, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი არ აღიარებს ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებს რუსეთის ტერიტორიად.  

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა) -კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია  

პუტინს ანტისაომარი აქციისთვის დაპატიმრებული ქალის გათავისუფლების თხოვნით, 200-ზე მეტი ექიმი მიმართავს

18 ნოემბერს 200-ზე მეტმა რუსმა ექიმმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომლითაც ციხეში მყოფი რუსი მხატვრის ალექსანდრა სკოჩილენკოს ჯანმრთელობის გაუარესების გამო გათავისუფლებას ითხოვენ. ექიმები გამოხატავენ “სერიოზულ შეშფოთებას“ სკოლჩილენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო და აცხადებენ, რომ ხელოვანის პაციფისტურ აქციას არ დაურღვევია რუსეთის კანონები. სკოჩილენკოს 16 ნოემბერს მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა რუსული არმიის შესახებ „განზრახ ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისთვის“. მან სანქტ-პეტერბურგის სასურსათო მაღაზიაში ფასების ეტიკეტები შეცვალა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ინფორმაციითა ომის საწინააღმდეგო შეტყობინებებით.