ძებნის რეზულტატი:

სტოლტენბერგი გამოდის გაფრთხილებით ბალკანეთში რუსეთის გავლენებზე

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოვიდა გაფრთხილებით "სეპარატისტული და დაყოფის გამომწვევი რიტორიკის" შესახებ ბოსნია-ჰერცეგოვინაში და "მავნებლურ ჩარევაზე უცხოეთიდან", კერძოდ, რუსეთიდან. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მან დასავლეთ ბალკანეთში ტურნე დაიწყო. NATO-ს ხელმძღვანელი 20 ნოემბერს, მოგვიანებით, კოსოვოში ჩავა. ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეები "ძლიერად უჭერენ მხარს ბოსნია-ჰერცეგოვინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას" - მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ მოსკოვი ცდილობს რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რათა ყურადღება გადაიტანოს უკრაინაში მის მიერ წარმოებული ომიდან. „მოსკოვის ჩარევა "ქმნის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრის და რეფორმების შესუსტების საფრთხეს," - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. NATO-მ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1992-95 წლების ბოსნიის ომის დასრულებაში და აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო გეგმის მიღწევაში, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა დაიყო სერბთა ერთეულად - რეპუბლიკა სრპსკად - და ბოსნიაკთა და ხორვატთა ფედერაციად. სამი ათწლეულის წინ, ყოფილი იუგოსლავიის დაშლისას სამოქალაქო ომის მიერ გამოწვეული ნგრევის შემდეგ ბოსნია ცდილობს, ეთნიკური ნიშნით დაყოფას გაუმკლავდეს.   

ნათია თურნავა რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. ეროვნული ბანკის ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად. „ნათია თურნავამ აშშ-ის ახალ ელჩს ქართულ საფინანსო სექტორში არსებული ვითარება და მიმდინარე პროექტები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის უმოკლეს პერიოდში აღდგენაზე. ვისაუბრეთ ეროვნულ ბანკსა და აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის მჭიდრო ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე. ეროვნულ ბანკს აქტიური თანამშრომლობა აქვს USAID-თან სხვადასხვა მიმართულებით და მინდა, მადლიერება გამოვხატო აშშ-ის მთავრობის, აშშ-ის საელჩოსა და ამერიკელი ხალხის მიმართ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისადმი წლების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის. აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ კოორდინაციასა და თანამშრომლობას," - აღნიშნა ნათია თურნავამ  

უკრაინელმა სპეციალისტებმა ელექტრონული ომის მიმართ მდგრადი, თავდასხმის დრონი შეიმუშავეს

Brave1 პროექტის ფარგლებში, უკრაინელმა სპეციალისტებმა ელექტრონული ომის მიმართ მდგრადი, თავდასხმის დრონი შეიმუშავეს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა. „ამ უპილოტო საფრენ აპარატს შეუძლია 35 კილომეტრამდე ფრენა, მტრის ხაზების უკან და რუსულ არტილერიაზე, ლოგისტიკის კერებზე, მტრის საცავებსა და სამეთაურო პუნქტებზე დარტყმაში დიდი წვლილის შეატანა შეუძლია," - აღნიშნა მთავრობის წარმომადგენელმა.  ფედოროვმა აღნიშნა, რომ Backfire-ი ტესტირებას გადის და კარგ შედეგებს აჩვენებს.       

დოქერტი ფაშინიანს: დიდი ბრიტანეთი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაერთიანებული სამეფოს (დიდი ბრიტანეთი) სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი მიიღო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ოფისი იუწყება. პრემიერმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები აქტიურ ფაზაშია. მან ხაზი გაუსვა სომხეთ-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრის მნიშვნელობას, რომელიც ახლახან გაიმართა. ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთ-ბრიტანულ თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები ხელს შეუწყობს მის სრულად რეალიზებას. თავის მხრივ, დოქერტიმ ხაზი გაუსვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის ბოლო ოფიციალურ ვიზიტს დიდ ბრიტანეთში, რამაც ახალი ბიძგი მისცა ორმხრივი კავშირების გაფართოებასა და გაღრმავებას. მინისტრმა ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის ინტერესს სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით. მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი. მან ხაზი გაუსვა 14 მაისს და 15 ივლისს ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრების შემდეგ შეთანხმებულ პრინციპებზე დაფუძნებული სამშვიდობო პროცესის გაგრძელების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის საკითხზე და აზრები გაცვალეს რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობის, ასევე ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე. დოქერტი თბილისში ხვალ, 21 ნოემბერს ჩამოდის. ინფორმაცია Europetime-ს დიდი ბრიტანეთის საელჩოში დაუდასტურეს. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში დოქერტი ეწვევა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს. მინისტრი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს განიხილავს და ხაზს გაუსვამს ქვეყნებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. ლეო დოქერტის განცხადებით, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.  

რა საკითხები მოექცა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და არაბული ქვეყნების ოფიციალური პირების ფოკუსში

ოფიციალური პირები საუდის არაბეთიდან, იორდანიიდან, ეგვიპტიდან, ინდონეზიიდან, პალესტინიდან და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციიდან დღეს, 20 ნოემბერს, პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდნენ და ისრაელ - „ჰამასის“ კონფლიქტზე ისაუბრეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის თქმით, პეკინი არაბული და მუსლიმური ქვეყნების „კარგი მეგობარი და ძმაა" და რომ მისი ქვეყანა „ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს პალესტინელი ხალხის სამართლიან საქმეს, აღადგინონ მათი ლეგიტიმური ეროვნული უფლებები და ინტერესები.“ „ჩვენი მოწოდებაა ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაზე დაბრუნება და პალესტინის საკითხის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მოგვარების რეალიზაცია. 11 ნოემბერს ისლამურმა არაბულმა ქვეყნებმა მოიწვიეს ერთობლივი რიგგარეშე სამიტი პალესტინა-ისრაელის სიტუაციის შესახებ მკაფიო და ძლიერი საერთო განცხადების გასაკეთებლად და მხარი დაუჭირეს ცეცხლის შეწყვეტას, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, ჰუმანიტარულ დახმარებას და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის განხორციელებას. ჩინეთი სრულად უჭერს მხარს ამას. მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ძმებთან და დებთან ერთად არაბულ და ისლამურ ქვეყნებში, რათა უზრუნველვყოთ შეუწყვეტელი ძალისხმევა ღაზაში ბრძოლების შეძლებისდაგვარად სწრაფად დასასრულებლად, ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებისთვის და პალესტინის საკითხის ადრეული, ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის,“ – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. „ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ გავაგზავნოთ მკაფიო სიგნალი: სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ ბრძოლა და მკვლელობები, სასწრაფოდ უნდა მივაწოდოთ ჰუმანიტარული მარაგები ღაზას,“ - განაცხადა თავის მხრივ, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა. მისი თქმით, ჩინეთი იმუშავებს იმისათვის, რომ „რაც შეიძლება მალე ჩაახშოს ბრძოლა ღაზის სექტორში, შეამსუბუქოს ჰუმანიტარული კრიზისი და ხელი შეუწყოს პალესტინის საკითხის სწრაფ, ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მოგვარებას.“  

უკრაინა აშშ-სგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-სგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. ზელენსკის აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. „ეს არის ახალი თავდაცვითი პაკეტი ჩვენი სახელმწიფოსთვის ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მადლობელი ვარ. კერძოდ, იქნება მეტი არტილერია - ჭურვები, რაც ახლა საჭიროა", - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას.  

რას მოიცავს $100 მილიონიანი სამხედრო დახმარება, რომელიც აშშ-მ უკრაინისთვის გამოყო

აშშ-მ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. ახალი დახმარება მოიცავს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) და დამატებით საბრძოლო მასალებს. ახალ პაკეტში შედის Stinger-ის ტიპის საზენიტო რაკეტები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, Javelin-ი და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, 3 მილიონზე მეტი ტყვია. პაკეტში ასევე შედის ცივი ამინდის აღჭურვილობა, სათადარიგო ნაწილები და საბრძოლო მასალები დაბრკოლებების გადასალახად. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს პაკეტი წინასწარ იყო შეთანხმებული. „პაკეტი უკრაინას დაეხმარება ბრძოლის ველზე არსებულ საჭიროებებზე რეაგირებაში, თავისი სუვერენული ტერიტორიის დაბრუნებისთვის წარმოებულ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია კონგრესმა დაამტკიცოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თხოვნა უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფაზე,“ - განაცხადა ბლინკენმა.   

ჯონ კირბი: „ჰამასის“ მიზანი ისრაელის გენოციდია - მათ სურთ, ისრაელი მსოფლიო რუკიდან წაშალონ

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიზანი ისრაელის გენოციდია. კირბიმ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ მიერ უდანაშაულო ადამიანების დახოცვას, მხოლოდ „გენოციდის განზრახვა“ შეიძლება, ეწოდოს. „ეჭვგარეშეა, რომ „ჰამასის“ მიზანი გენოციდია. მათ სურთ ისრაელი მსოფლიო რუკიდან წაშალონ. მათ ამაზე საჯაროდ არაერთხელ ისაუბრეს. მათ თქვეს, რომ არ გაჩერდებიან. ასე რომ, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, ისევ და ისევ განმეორდება. ისრაელი ცდილობს, თავი გენოციდის ტერორისტული საფრთხისგან დაიცვას,“ - აღნიშნა კირბიმ.  

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ბორის პისტორიუსი კიევში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს. კიევში გასამართი შეხვედრების მთავარი თემა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება იქნება. შეგახსენებთ, 20 ნოემბერს კიევში ასეევ ჩავიდნენ ლოიდ ოსტინი და კრისტოფერ კავოლი.  

ლოიდ ოსტინი: პენტაგონი კონგრესთან უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების დასამტკიცებლად იმუშავებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ პენტაგონი კონგრესთან უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების დასამტკიცებლად იმუშავებს. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება და მისი დეპარტამენტი მუშაობას, რათა კიევის თავდაცვისა და სხვა საჭიროებებისთვის დამატებითი დაფინანსება მოიპოვოს. „კვლავ ვხედავ ორპარტიულ მხარდაჭერას კონგრესის ორივე პალატაში და ვიცი, რომ არის რაღაცები, რაზეც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა დამატებითი მოთხოვნის დასამტკიცებლად და ჩვენ ამის შესახებ კონგრესთან მუშაობას გავაგრძელებთ,“ - განაცხადა ოსტინმა კიევში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე. ოსტინის თქმით, რაც უკრაინაში ხდება, არა მხოლოდ უკრაინის არამედ, მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის. „რაც აქ ხდება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო წესრიგზე, რომელიც დაფუძნებულია წესებზე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც დიქტატორმა ერთ დღეს შეიძლება გაიღვიძოს, ადგეს და თავისი მშვიდობიანი მეზობლის საკუთრების ანექსია გადაწყვიტოს,“ - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. კიევში ვიზიტის დროს ლოიდ ოსტინმა უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.  

„ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელთან დროებით ზავს შესაძლოა, მალე მიაღწიონ

„ჰამასის“ ე.წ. პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე აცხადებს, რომ ისრაელი და ჰამასი ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან „ჩვენ ახლოს ვართ ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან“, - წერს ჰანიე „ტელეგრამის“ არხზე. მედიის ცნობით, სავარაუდო შეთანხმება ხუთდღიან ზავს გულისხმობს და „ჰამასი“ 7 ოქტომბერს დაკავებულ 50-დან 100-მდე მძევალს გაათავისუფლებს. ხოლო ისრაელი, შეთავაზებული შეთანხმების თანახმად, 300 პალესტინელ პატიმარს „ჰამასს“ გადასცემს. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა, მაგრამ უარი თქვა დამატებითი დეტალების გაზიარებაზე.  

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი თბილისშია

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვია. დოქერტი თბილისში დღეს, 21 ნოემბერს ჩამოვიდა. მანამდე ის სომხეთში იმყოფებოდა. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტიმ 20 ნოემბერს სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი დაიწყო. ტურნეს დროს მინისტრი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს განიხილავს და ხაზს გაუსვამს ქვეყნებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. მინისტრმა დოქერტიმ სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან რეფორმების დღის წესრიგის განხილვით დაიწყო. „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, ხაზს გაუსვამს გაერთიანებული სამეფოს ურყევ მხარდაჭერას სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ. მინისტრი ხაზს გაუსვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას მშვიდობისა და სტაბილურობის გრძელვადიანი მოგვარების მისაღწევად. წელს მისი მესამე ვიზიტის დროს რეგიონში, ის განიხილავს სომხეთისა და საქართველოს დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და აზერბაიჯანს განახლებად ენერგიაზე გადასვლაში დასახმარებლად, გაერთიანებული სამეფოს გამოცდილებას გაუზიარებს. გაერთიანებული სამეფო აძლიერებს თანამშრომლობას და მხარდაჭერას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, რასაც დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი ხაზს გაუსვამს სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ტურნეს დროს.  რეგიონი, რომელიც მდებარეობს რუსეთის სამხრეთ საზღვარზე, მოწყვლადი რჩება გარე ჩარევის მიმართ და ცდილობს, გააგრძელოს რეფორმების დღის წესრიგი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ დემოკრატიული არჩევანის მხარდასაჭერად. ამ წლის დასაწყისში სამივე ქვეყანასთან ფორმალური სტრატეგიული დიალოგის საფუძველზე, მინისტრი დოქერტი გააჟღერებს დიდი ბრიტანეთის შეთავაზებას სავაჭრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაზრდის შესახებ, რათა დაეხმაროს ქვეყნებს დივერსიფიკაციაში; შემცირდეს ევროპის დამოკიდებულება რუსეთზე,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ლეო დოქერტის განცხადებით, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. „არასტაბილურ რეგიონში, დიდი ბრიტანეთი საიმედო პარტნიორია რეფორმების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის,“ - აღნიშნა დოქერტიმ. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, თბილისში ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს დიდი ბრიტანეთის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მხარს დაუჭერს მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, საქართველოს მთავრობისა და ხალხის ნების შესაბამისად. „დიდი ბრიტანეთი მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რათა გააძლიეროს მისი მდგრადობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მათ შორის ე.წ. მორგებული მხარდაჭერის პაკეტის მეშვეობით, რომელიც შეთანხმებულია მადრიდში, 2022 წლის NATO-ს სამიტზე,“ აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა. მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ  

ბუჩასა და ანდრეევკაში ომის დანაშაულების ჩამდენ რუს სახმედრო პირებს აშშ-მ სანქციები დაუწესა

აშშ-მ რუს სამხედრო პირებს, რომლებმაც ბუჩასა და ანდრეევკაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს, სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, აზატბეკ ომურბეკოვი, რომელიც ცნობილია როგორც „ბუჩის ჯალათი“ და კაპრალი დანიილ ფროკინი, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის სანქციების სიაში შეიყვანა. „ოფიცრების ქმედებები ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს,“ - განაცხადა ბლინკენმა. აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მიხედვით, ომურბეკოვს, ფროკინსა და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.  

დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია

დიდთოვლობის გამო დასავლეთ საქართველოში საავტომობილო გზების ნაწილზე გადაადგილებაზე შეზღუდვები წესდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. შეზღუდვები დაწესებულია ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ146-კმ151 (ცანა-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა; ამავე საავტომობილო გზის კმ125-კმ146 (მელე-ცანა) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია; საავტომობილო გზის კმ1-კმ125 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეზღუდვები დღეს დილით ამოქმედდა და ამ დრომდე არ მოხსნილა: ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა; საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ნოემბრამდე საქართველოში იქნება წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.  

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 20 პირი - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 20 პირი დააკავეს.უწყების განცხადებით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 3 პირი - 1972 წელს დაბადებული ჯ.მ., 1981 წელს დაბადებული ლ.ა. და 1984 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული ა.ა. და 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 35 ვაზნა.ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. და 1968 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. დააკავეს. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი, 18 ვაზნა და ცივი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული ც.გ. და 1989 წელს დაბადებული ვ.ჩ სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულისა და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - 1981 წელს დაბადებული ვ.ს. და 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული დ.ც. დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 4 მჭიდი და 78 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის, სენაკის, წალენჯიხის და მარტვილის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - წარსულში ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული ჯ.დ., 1992 წელს დაბადებული ა.თ., 1981 წელს დაბადებული ნ.ვ. და 1977 წელს დაბადებული კ.ძ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო 4 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 პისტოლეტი, 2 სანადირო თოფი, 4 მჭიდი, 51 ვაზნა და მცირეკალიბრიანი შაშხანა. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - 1990 წელს დაბადებული პ.კ. და 1988 წელს დაბადებული ლ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი 25 ვაზნა და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ ,,აბრეზი" და 24 ვაზნა. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1972 წელს დაბადებული ო.წ. დააკავეს. სამართალდამცავებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიამფრქვევი, 8 მჭიდი და 400 ვაზნა ამოიღეს.ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კალასი: ბრძოლაა იმისთვის, რა მართავს მსოფლიოს მომავალში - თავისუფლება თუ ავტოკრატია

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთი საკუთარ ბოლო კოლონიურ ომში უნდა დამარცხდეს"იმისთვის, რომ უკეთეს ქვეყნად ჩამოყალიბდეს. მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში ბრძოლა მიმდინარეობს იმისთვის, თუ რა ღირებულებებით გაგრძელდება მსოფლიოში მმართველობა - თავისუფლებით თუ ავტოკრატიით. „ჩვენ ურთიერთ-დასუსტების ბრძოლაში ვართ. ეს არის არა ჩიხი, არამედ - დასუსტების ომი. ამას დიდი დრო სჭირდება. დასუსტების ომში არის სამი ძირითადი ელემენტი - გყავს ხალხი, გაქვს რესურსი და გაქვს შემართება. სამივე თვალსაზრისით, რუსეთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია უკრაინას აჯობოს. მაგრამ მე მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთს აჯობებს. ხალხის თვალსაზრისით - ევროპა ამზადებს 30-40 ათას ჯარისკაცს. თუ ამერიკაც იმავეს აკეთებს, ეს არის 80,000 გაწვრთნილი ჯარისკაცი იმ წვევამდელების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრძოლის ველზე რუსეთის მხრიდან აგზავნიან. ასე რომ, ჩვენ ხალხის თვალსაზრისით, უფრო ბრძოლისუნარიანები ვართ. რესურსების თვალსაზრისით - ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7-ჯერ აღემატება რუსეთისას. ჩვენ ასევე ვხედავთ სანქციების შედეგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ბიუჯეტს ნამდვილად უჭირს. მათ ბიუჯეტის მესამედი დაკარგეს და სანქციების გამო ქვეყნის გარეთ სესხს ვერ იღებენ. ასე რომ, მათ უჭირთ. სამხედრო დახმარების კუთხით კი - თუ რამშტაინის კოალიციაზე ვიფიქრებთ, ამ კოალიციის თავდაცვის ბიუჯეტი 13-ჯერ აღემატება რუსეთისას. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, აქაც მეტი ბრძოლისუნარიანობა გამოვიჩინოთ. და მესამე ელემენტი არის უკრაინელების შემართება. ისინი საკუთარი სახლების დასაცავად იბრძვიან და მათი შემართება ნამდვილად უფრო დიდია, ვიდრე - რუსეთისა. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ და გვჯეროდეს უკრაინის გამარჯვების,“ - განაცხადა კალასმა “ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპასთან ყოფნა სურს და არა რუსეთთან  

თოყაევი აზერბაიჯანში ჩადის

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი 24 ნოემბერს აზერბაიჯანს ეწვევა. ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. თოყაევი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის შემუშავებული სპეციალური პროგრამის (SPECA) სამიტში, რომელიც ბაქოში გაიმართება.  

FT: ჩეხეთი ევროკავშირს რუსი დიპლომატებისთვის მოგზაურობის შეზღუდვას სთავაზობს

ევროკავშირი განიხილავს ჩეხეთის რესპუბლიკის წინადადებას რუსი დიპლომატების შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილების აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება და წერს, რომ საკითხის ირგვლივ დებატები გრელდება. გამოცემის წყაროს თანახმად, ჩეხეთი მოუწოდებს მოკავშირეებს, რომ რუს დიპლომატებს ვიზები და ბინადრობის ნებართვა გასცეს მხოლოდ იმ ქვეყანამ, რომელშიც ისინი მუშაობენ. გარდა ამისა, ჩეხეთის წარმომადგენლებს სურთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა დიპლომატებისგან მიიღონ მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტები, რომელთა გაყალბება უფრო რთულია. პრაღა განმარტავს, რომ მის ტერიტორიაზე ჩადიან რუსეთის სამხედრო დაზვერვის და სხვა სამსახურების აგენტები ", ხოლო შენგენის ზონაში ამის კონტროლი რთულია. ჩეხეთის წინადადება განიხილება უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ შემოღებული სანქციების მე-12 პაკეტზე მოლაპარაკებების ფარგლებში. Financial Times-ი აღნიშნავს, რომ დისკუსია ადრეულ ეტაპზეა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩეხური წინადადება პაკეტში შევიდეს. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა, ევროკომისიასთან ერთად, 15 ნოემბერს წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი წარუდგინა. ჩეხეთის მთავრობამ ოთხშაბათს, 15 ნოემბერს დაუჭირა მხარი საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის წინადადებას ჩეხეთის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო აქტივის გაყინვის შესახებ. ჩეხეთი რუსეთის კუთვნილ დაახლოებით 50 ობიექტს დააყადაღებს  

პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, არ იქნება ძალადობა, რადგან არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში

ქართველებმა კოლექტიურად უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ მოეწყობა საარჩევნო კამპანია. იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალადობა, რადგან არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩმა დღეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც მედიის შეკითხვებს უპასუხა. ელჩმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თითოეული ამომრჩევლის ხმა დაცული იყოს. „ქართველებმა კოლექტიურად უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ მოეწყობა საარჩევნო კამპანია. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ იქნება თანაბარი პირობები და რომ ყველას ექნება შესაძლებლობა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მიიღოს. უპირველეს ყოვლისა იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალადობა, რადგან არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში. და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს. ასე რომ, რაც უფრო ადრე მოხდება ყველა ტექნიკური საკითხის შეთანხმება, მით უკეთესი, რათა ყველა კარგად იყოს მომზადებული და შეძლოს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, ეს იყო შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი იყო, რომელიც ორი წლის მიიღწა. ეს ქართველების გადასაწყვეტია, ჩვენი გადმოსახედიდან არჩევნებს აქვს აზრი, თუ ადამიანები გრძნობენ, რომ მათი ხმა დაცულია. ამიტომ, საარჩევნო ბარიერი მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი გრძნობს, რომ მათი ხმა მომავალ პარლამენტში არ აისახება, არ არის გამართლებული. მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება, შეიქმნას სიტუაცია, რა დროსაც ბევრი პარტიაა წარმოდგენილი და წინსვლა ძალიან რთულია იმის გამო, რომ ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა, ასევე არც მსგავსი სიტუაციაა სათანადო. დისკუსიები გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველები თავად მიაღწევენ ისეთ სიტუაციას, რომელშიც სათანადო ბალანსია უზრუნველყოფილი. როცა საქმე თავად ევროკავშირს ეხება, არ არსებობს ოქროს სტანდარტი. ასე რომ, ჩვენს წევრ ქვეყნებს განსხვავებული წესები აქვთ. არსებობს ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი, ძალიან მაღალი ხუთი პროცენტია. არის სხვა ქვეყნები, სადაც საერთოდ არ არის საარჩევნო ბარიერი. პროცესი მნიშვნელოვანია და ეს პირველად სრულად პროპორციული არჩევნები იქნება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს წესები, ისინი რაც შეიძლება სწრაფად მიიღწევა, რათა ყველასთვის თანაბარი პირობები იყოს უზრუნველყოფილი,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - სახელმწიფო დეპარტამენტი

გაერთიანებული სამეფო სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობასა და მხარდაჭერას აძლიერებს

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს დროს რამდენიმე მნიშვნელოვან გზავნილს გაასაჯაროებს, მათ შორის, გაერთიანებული სამეფო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, თანამშრომლობას და მხარდაჭერას აძლიერებს. დოქერტი თბილისში დღეს, 21 ნოემბერს ჩამოვიდა. მანამდე ის სომხეთში იმყოფებოდა. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტიმ 20 ნოემბერს სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი დაიწყო. ტურნეს დროს მინისტრი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს განიხილავს და ხაზს გაუსვამს ქვეყნებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. მინისტრმა დოქერტიმ სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან რეფორმების დღის წესრიგის განხილვით დაიწყო. „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, ხაზს გაუსვამს გაერთიანებული სამეფოს ურყევ მხარდაჭერას სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ. მინისტრი ხაზს გაუსვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას მშვიდობისა და სტაბილურობის გრძელვადიანი მოგვარების მისაღწევად. წელს მისი მესამე ვიზიტის დროს რეგიონში, ის განიხილავს სომხეთისა და საქართველოს დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და აზერბაიჯანს განახლებად ენერგიაზე გადასვლაში დასახმარებლად, გაერთიანებული სამეფოს გამოცდილებას გაუზიარებს. გაერთიანებული სამეფო აძლიერებს თანამშრომლობას და მხარდაჭერას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, რასაც დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი ხაზს გაუსვამს სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ტურნეს დროს.  რეგიონი, რომელიც მდებარეობს რუსეთის სამხრეთ საზღვარზე, მოწყვლადი რჩება გარე ჩარევის მიმართ და ცდილობს, გააგრძელოს რეფორმების დღის წესრიგი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ დემოკრატიული არჩევანის მხარდასაჭერად. ამ წლის დასაწყისში სამივე ქვეყანასთან ფორმალური სტრატეგიული დიალოგის საფუძველზე, მინისტრი დოქერტი გააჟღერებს დიდი ბრიტანეთის შეთავაზებას სავაჭრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაზრდის შესახებ, რათა დაეხმაროს ქვეყნებს დივერსიფიკაციაში; შემცირდეს ევროპის დამოკიდებულება რუსეთზე,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ლეო დოქერტის განცხადებით, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. „არასტაბილურ რეგიონში, დიდი ბრიტანეთი საიმედო პარტნიორია რეფორმების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის,“ - აღნიშნა დოქერტიმ. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, თბილისში ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს დიდი ბრიტანეთის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მხარს დაუჭერს მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, საქართველოს მთავრობისა და ხალხის ნების შესაბამისად. „დიდი ბრიტანეთი მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რათა გააძლიეროს მისი მდგრადობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მათ შორის ე.წ. მორგებული მხარდაჭერის პაკეტის მეშვეობით, რომელიც შეთანხმებულია მადრიდში, 2022 წლის NATO-ს სამიტზე,“ აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა. მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ