ძებნის რეზულტატი:

რა დოკუმენტები გაფორმდა ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტისას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომამდე გაიმართა, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს, რომელიც ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადასვლა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გააძლიერებს. „პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განიხილეს და მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობის დინამიკა შეაფასეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად. განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა რეგიონს ახალ შესაძლებლობებს მოუტანს. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, მათ შორის თბილისში გამართული სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების პრემიერ-მინისტრების შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას, მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს; ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალზე როგორც ეკონომიკური ურთიერთობების და ვაჭრობის, ისე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებით. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოსთვის სომხეთი ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს და უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში იმყოფება. 2023 წლის მონაცემების თანახმად, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში სომხეთი სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურად, მე-6 ადგილზეა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის. სხდომაზე საუბარი შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მანვე აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ძალისხმევას სამშვიდობო პროცესის ხელშესაწყობად და მზად არის, ამ მიმართულებით ჩართულობა მომავალშიც გააგრძელოს. სხდომის დასრულების შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს. ასევე ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომის ოქმს. გაფორმდა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი. მხარეებმა ხელი მოაწერეს ჯანდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს; ასევე - შეთანხმებას ორი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების საქმიანობის პირობების გაუმჯობესების შესახებ. დოკუმენტებს ხელი სომხეთისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოაწერეს.  

დენის შმიგალი: ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა წინასწარ შეთანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა წინასწარ შეთანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე. უკრაინის პრემიერ-მინისტრი მოელის, რომ ამდაგვარ მიმდინარე წელს ევროკავშირი უკრაინისთვის დაახლოებით, 2023 წლის დონის ფინანსური დახმარების მიწოდებას შეძლებს. შმიგალმა ცალკე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის წელს 11.8 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დახმარების მიწოდებას გეგმავს. „1-ელ თებერვალს ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი უკრაინის 50 მილიარდი ევროთი მხარდაჭერის ოთხწლიან Ukraine Facility პროგრამას დაამტკიცებს. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის ყველა 27 წევრი დათანხმდა ამ პროგრამის მხარდაჭერას,“ განაცხადა შმიგალმა.  

დენის შმიგალი: ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა წინასწარ შეთანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა წინასწარ შეთანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე. უკრაინის პრემიერ-მინისტრი მოელის, რომ ამდაგვარ მიმდინარე წელს ევროკავშირი უკრაინისთვის დაახლოებით, 2023 წლის დონის ფინანსური დახმარების მიწოდებას შეძლებს. შმიგალმა ცალკე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის წელს 11.8 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დახმარების მიწოდებას გეგმავს. „1-ელ თებერვალს ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი უკრაინის 50 მილიარდი ევროთი მხარდაჭერის ოთხწლიან Ukraine Facility პროგრამას დაამტკიცებს. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის ყველა 27 წევრი დათანხმდა ამ პროგრამის მხარდაჭერას,“ განაცხადა შმიგალმა.  

საფრანგეთმა უკრაინას დამატებითი სარაკეტო სისტემები გაუგზავნა

საფრანგეთმა უკრაინას ორი დამატებითი LRU სარაკეტო გამშვები, ამერიკული M270 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების (MLRS) ფრანგული ვერსია გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ფრაგულ მხარეზე დაყრდნობით ავრცელებს. გამშვები დანადგარები უკრაინას კოალიცია - „არტილერია უკრაინისთვის“ ფარგლებში გადაეცა. ეს არის ინიციატივა, რომელიც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UCDG) ეგიდით წამოიწყეს.  

პუტინი მოლაპარაკების შესახებ მზადყოფნის სიგნალებს აგზავნის, აშშ სკეპტიციზმს იჩენს - Bloomberg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ს აწვდის სიგნალებს, რომ მას სურს, უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ პირობები განიხილოს. იტყობინება Bloomberg კრემლთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებსაც მედია დაუკავშირდა, განაცხადეს, რომ მათ არ იციან პუტინის მხრიდან რაიმე ახალი ძალისხმევის შესახებ და დასძინეს, რომ ასეთი პოტენციური მცდელობები სავარაუდოდ, არაკეთილსინდისიერი იქნება. თავის მხრივ, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს სიგნალები არის დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი, რათა უკრაინასა და მის მოკავშირეებს შორის ომის მომავალი სტრატეგიის საკითხზე უთანხმოება გაზარდოს. Bloomberg-ის ინფორმაციით კი, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებაზეც თანახმაა და უკრაინის ნეიტრალიტეტსაც აღარ მოითხოვს, ამასთანავე, პუტინი რუსეთის მიერ დაკავებულ უკრაინულ ტერიტორიაზე უარს არ იტყვის. კრემლმა უარყო ამერიკული გამოცემის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, უკრაინაში ომის დასრულებაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ, შეერთებულ შტატებს, არაპირდაპირი არხებით, გარკვეულ სიგნალებს უგზავნის. ჟურნალისტებმა კრემლის პრესსპიკერ, დმიტრი პესკოვს ჰკითხეს: კონკრეტულად, არის თუ არა მოსკოვი მზად, უარი თქვას თავის მოთხოვნებზე, უკრაინის ნეიტრალიტეტისა და NATO-ში წევრობის შესახებ? „არა, ეს არასწორი ცნობაა. აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას,“ - განაცხადა პესკოვმა. კრემლი უკრაინაში მიმდინარე ომის მიზნებზე საუბრისას მუდმივად იმეორებს, რომ ის უცვლელია  - „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია.“ უფრო ადრე The New York Times წერდა, რომ პუტინი კონფლიქტის „გასაყინად“ არის მზად, რაც რუსეთის მიერ უკვე დაპყრობილი ტერიტორიის შენარჩუნებას ნიშნავს. კიევის პოზიციაა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას რუსეთი მხოლოდ ძალების აღსადგენად გამოიყენებს და რამდენიმე წლის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ ახალ ომს დაიწყებს. კიევი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების სრულად დატოვების გარდა, სხვა ვარიანტს არ განიხილავს.  

უკრაინამ 77 დამცველის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 77 დამცველის ცხედარი დაიბრუნა. უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, დაღუპული დამცველების დაბრუნება ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შეიარაღებულ ძალებთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან არსებულ გაერთიანებულ ცენტრთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მოხდა.  

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოეკე რასმუსენი უკრაინაში იმყოფება. უკრაინული მედიის ცნობით, მას საჰაერო განგაშის დროს ღამით თავშესაფარში ჩასვლა მოუწია. რასმუსენმა აღნიშნა, რომ ის მინისტრის რანგში უკრაინაში მეოთხე ვიზიტით იმყოფება. დანიის მიერ უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაწეული სამხედრო დახმარება დაახლოებით 3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. დანიის სამეფომ ასევე პირობა დადო, რომ სისტემატიურად დაეხმარება მიკოლაივს რუსეთის მიერ განადგურებული ობიექტების, მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსების, ეკონომიკური, სოციალური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენაში.  

საფრანგეთი რუსეთს დეზინფორმაციულ კამპანიაში ადანაშაულებს

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტრომ რუსეთი საფრანგეთზე ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელებაში დაადანაშაულა. უწყების ცნობით, დეზინფორმაციის კამპანიაში ჩართულები არიან სახელმწიფო მედიასაშუალებები - Sputnik News, Russia Today და „რია ნოვოსტი“. წერს Deutche Welle. 2024 წლის 17 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ხარკოვში „დროებითი დისლოკაციის ობიექტზე“ იერიშის შესახებ, სადაც, თითქოს, კიევის მხარეს მებრძოლი უცხოელი დაქირავებულები იმყოფებოდნენ. მოსკოვის მტკიცებით, მათი ძირითადი ნაწილი „ფრანგი დაქირავებულები“ იყვნენ. პარიზმა მოსკოვის ეს განცხადებები უარყო და მას „უხეში მანიპულაცია“ უწოდა. საფრანგეთი რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი ძირითადი ობიექტი 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ გახდა. 2024 წლის იანვრის შემდეგ, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის გამარჯვების საფრთხეზე ისაუბრა და უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა, ეს კამპანია კიდევ უფრო გააქტიურდა.

სუს-ი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე კიბერშეტევა აღკვეთეს

სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთა, რომლის შედეგად, ვებ გვერდზე www.president.ge განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა. სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. „მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. მიმდინარეობს ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები აღნიშნული ვებგვერდის სხვა მოწყვლადობებზე შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. თავად ადმინისტრაციას კომენტარი არ გაუვრცელებია.  

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6769 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9056 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9168 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ზელენსკიმ სი ძინპინი მშვიდობის სამიტზე მიიწვია – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი შვეიცარიაში დაგეგმილ "მშვიდობის სამიტზე" მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა Reuters-თან განაცხადა. „მშვიდობის სამიტი“, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წლისთავთან დაკავშირებით იმართება. „ჩვენ ნამდვილად ვეპატიჟებით ჩინეთს, მონაწილეობა მიიღოს სამიტში. ჩინეთის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. ჩვენ ვმუშაობთ ჩინურ მხარესთან. ამ პროცესში ვრთავთ ჩვენ პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან, რათა დაარწმუნონ ჩინეთი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ სამიტში მონაწილეობა," – აცხადებს იჰორ ჟოვკვა. პეკინსა და მოსკოვს შორის, ბოლო წლებში, ურთიერთობები გაღრმავდა. თუმცა პეკინი რუსეთ-უკრაინის ომის დაგმობისგან მუდმივად თავს იკავებს. პეკინის თავის მხრივ, ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.   

სტოლტენბერგი აშშ-ში ჩადის

27 იანვრიდან პირველ თებერვლამდე NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ინფორმაციას NATO-ს პრესსამსახური ავრცელებს. 29 იანვარს გენერალური მდივანი ვაშინგტონში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მაღალჩინოსნებთან, მათ შორის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან. 30 იანვარს, სტოლტენბერგი შეხვდება წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს, პალატის დემოკრატ ლიდერს, ჰაკიმ ჯეფრისს, სენატის რესპუბლიკელ ლიდერს, მიჩ მაკკონელს, ასევე სხვა დემოკრატ და რესპუბლიკელ წარმომადგენლებსა და სენატორებს.  

გუდაური-კობის მონაკვეთზე გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული  ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში,  გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. „ღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ - აღნშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული კიდევ 3 ადამიანი 2000 ლარით დააჯარიმეს

23 იანვარს თბილისის ცენტრში ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული სამი ადამიანი სასამართლომ 2000-2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება დღეს, 26 იანვარს გამოცხადდა. კეკელიძის N1-ში, ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს ადმინისტრაციული წესით 18 ადამიანი დააკავეს. ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. გამოსახლების დროს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ორი პირი ადმინისტრაციული წესით, 24 იანვარს ასევე 2000-2000 ლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს.  

საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 იანვრიდან 28 იანვრის დილამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული. უწყების ინფორმაციით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. გუდაური-კობის მონაკვეთზე გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია  

საპატრიარქო: იმედია, კანონი შეიცვლება, რომ მოქალაქეები მაქსიმალურად დაცულნი იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან

საქართველოს საპატრიარქო კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლების ფაქტს ეხმაურება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნდა მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მოქალაქეებს საცხოვრებლიდან გამოსახლებისგან დაიცავს. „გულისტკივილით ვადევნებდით თვალს კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს. აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად ტრაგიკულია და საცხოვრებელი სახლით სასესხო უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების აუცილებლობაზე მეტყველებს. იმედია, მოხდება კანონის შესაბამისი ცვლილება, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან,“ - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, კეკელიძის N1-ში, აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, რასაც სამართალდამცველებსა და ოჯახის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. „შეთანხმება შედგა" - ადვოკატის თქმით, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინას ყოფილ მფლობელს პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნებენ  

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს - ზურაბიშვილი

„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში,“ შესაბამის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ.“ საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს  

უკრაინა და დანია უსაფრთხოების ვალდებულებებზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ

უკრაინა და დანია უსაფრთხოების ვალდებულებებზე მოლაპარაკების თაობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოეკე რასმუსენმა უკრაინელ კოლეგასთან დიმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ცნობისთვის, 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ. G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.  

შარლ მიშელი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს. შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა გადაწყვეტილებამ გადადგომაზე ბევრი სპეკულაცია და უკმაყოფილება გამოიწვია და ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მისივე თქმით, მთელ ძალისხმევას ამჟამინდელი მოვალეობის შესასრულებლად მიმართავს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმების განხილვას მანდატის დასრულების შემდეგ განიხილავს. მიშელის მოსალოდნელი გადადგომისა და ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი, რის შემდეგაც მედია წერდა, რომ თანამდებობიდან ვადაზე ადრე წასვლის გამო, გაჩნდა შანსი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა დროებით ვიქტორ ორბანს დაეკავებინა, რადგან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ივლისში სწორედ უნგრეთი ხდება.  

სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა. დეპარტამენტმა კონგრესს თურქეთისთვის 23 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების და საბერძნეთისთვის 8,6 მილიარდი დოლარის ღირებულების F-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის შესახებ აცნობა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალური შეტყობინების გადაცემის შემდეგ, კონგრესს შეთანხმების გასაპროტესტებლად 15 დღე აქვს, რის შემდეგაც იგი ძალაში შევა. Reuters-ი 25 იანვარს წერდა, რომ ბაიდენი კონგრესს მოუწოდებდა, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა დაუყოვნებლივ დაემტკიცებინა. შეგახსენებთ, 26 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას ხელი მოაწერა.