ძებნის რეზულტატი:
ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ეს წელი კრიტიკულია უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და გარე ჩარევის წინააღმდეგ (FIMI) ბრძოლისთვის, რადგან 204 წელს ბევრი არჩევნები გვაქვს. ბორელის შეფასებით, დრო და ფრთხილი დაგეგმვა არსებითია ასეთი უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის დასაძლევად. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ FIMI-ის აქტორები აქტიურად ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, სთავაზობენ ალტერნატიულ მოდელს, აიძულებენ ხალხს, რომ ყველაფრის მიმართ უნდობლობა ჰქონდეთ - მათ შორის, ინსტიტუტების მიმართ. მათ სურთ, ტოქსიკურად შეაღწიონ ჩვენს საზოგადოებებში, მოწამლონ ისინი,“ აღნიშნა ბორელმა. მან ისაუბრა ამ ყველაფრის შემაკავებელ ფაქტორებზეც, მათ შორის, პროპაგანდაში ჩართული პირების სანქცირებაზე, ასევე, ევროპაში დეზინფორმაციული არხების აკრძალვაზე. „დეზინფორმაცია ასუსტებს სოციალურ ქსოვილს, წამლავს დემოკრატიებს, რადგან მხოლოდ ინფორმაცია იძლევა დემოკრატიას. დემოკრატია არის სისტემა, რომელიც მუშაობს ინფორმაციის, კარგი ინფორმაციის საფუძველზე. ამიტომ, დიქტატურები, პირველი, რასაც აკეთებენ, არის გაზეთების დახურვა, ცენზურის დაწესება და ინფორმაციის დაბლოკვა. ლიბერალურ დემოკრატიებს არ შეუძლიათ, იცხოვრონ ინფორმაციის გარეშე, სანდო ინფორმაციის გარეშე და დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობის გარეშე, როგორიცაა, არჩევნები. და თუ გვსურს, დავიცვათ დემოკრატია, თუ გვინდა, დავიცვათ თავი მანიპულაციისგან, უნდა ჩავერთოთ ამ ბრძოლაში ისეთივე სიმძლავრით, როგორც ჩვენ თავს გვესხმიან. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ წარმოვადგინეთ სტრატეგიული კომპასი, რომელიც გეგმავდა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებას, ჩვენ მივიღეთ გადამწყვეტი ზომები საინფორმაციო მანიპულაციის წინააღმდეგ,“ - აღნიშნა ევროკავშირის უმღლესმა დიპლომატმა. გარდა ამისა, ბორელის თქმით, ხელოვნური ინტელექტი ახდენს ნამდვილ რევოლუციას იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ, კონტენტით მანიპულირება. „დღეს გაცილებით იაფი ჯდება და [უფრო] რთულია, ამოიცნო სრულიად მცდარი ინფორმაცია, რაც კიდევ უფრო სახიფათოს ხდის ასიმეტრიულ საფრთხეებს ჩვენი დემოკრატიებისთვის. და რატომ წელს? იმიტომ, რომ 2024 წელი კრიტიკული წელია FIMI-სთან საბრძოლველად, რადგან ბევრი არჩევნები გვაქვს. მსოფლიოში 60 არჩევნები გაიმართება. ორ მილიარდ ადამიანს - მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 50%-ს - მოეთხოვება ხმის მიცემა. ევროპარლამენტში, შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და მსოფლიოში ბევრგან, არჩევნები გახდება ბოროტმოქმედი უცხოელი აქტორების მთავარი სამიზნე, როგორც ეს შარშან ესპანეთის არჩევნებში ვნახეთ. „2024 წელი კრიტიკული წელია უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და გარე ჩარევის (FIMI) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ახლა ჩვენ ბევრად უფრო დაუცველები ვართ ამ საფრთხის მიმართ, რადგან ინფორმაცია ბრუნავს სინათლის სიჩქარით, ხოლო მანიპულირება და ჩარევა ინდუსტრიულ საქმიანობად იქცა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. ახლა ყველას აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მაგრამ პრობლემა ის არ არის, რომ წაიკითხო და იცოდე, პრობლემა ის არის, რომ გამოავლინო დეზინფორმაცია, ინფორმაცია, რომელიც მცდარია და რომელმაც შეიძლება, მთლიანად გააფუჭოს შენ მიერ რეალობის აღქმა,“აღნიშნა ბორელმა. აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.
PACE-მ აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილების რატიფიცირებაზე უარი განუცხადა. მიზეზად დასახელდა „აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ოპოზიციის და დამოუკდებელი მედიის დევნა და ქმედებები, რომლებმაც ყარაბაღიდან სომხური მოსახლეობის განდევნა გამოიწვია.“ საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც სტრასბურგში მიმდინარეობს, შესაბამისი რეზოლუციის პროექტს 24 იანვარს უყარეს კენჭი. რეზოლუციას დარბაზში მყოფი 90-დან 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგი იყო, ხოლო 4-მა თავი შეიკავა. მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ თურქეთის საპარლამენტო დელეგაციის 9 და ალბანეთის დელეგაციის 1 წევრი. საქართველოს პარლამენტის დელეგაციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაციამ ჯერ კიდევ რეზოლუციის პროექტზე დებატებსა და კენჭისყრამდე გამოაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობას დროებით წყვეტს.
გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვა მოიხსნა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ამერიკელი სენატორი: ყოველდღე "ერთი ნაბიჯით ვუახლოვდებით" უკრაინის დახმარების დამტკიცებას
სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ კანონმდებლები ყოველდღიურად „ცოტათი უფრო უახლოვდებიან“ უკრაინისთვის დაფინანსების გაგრძელებას. სენატში სიტყვით გამოსვლისას მან გაიხსენა, რომ უკრაინის თავდაცვის დახმარების ბოლო 250 მილიონი დოლარის პაკეტი, თითქმის ერთი ერთი თვის წინ გამოცხადდა. მას შემდეგ აშშ-ის მთავრობა კიევისთვის მეტი დახმარების უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. „ამჟამად, სენატში ორივე მხარე გააფთრებით მუშაობს უკრაინის დახმარების კიდევ ერთი რაუნდის დასამტკიცებლად, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი პაკეტის დასრულებით. ყოველდღე ცოტათი ვუახლოვდებით ამას, მაგრამ ჯერ კიდევ არის გადასაჭრელი საკითხები. თუმცა ერთი რამ ცხადია: ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მიზნის მისაღწევად მუშაბა,”- განაცხადა სენატორმა შუმერმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
რუსეთის ნავთობბაზაზე დრონებით დარტყმას უკრაინული წყაროები ადასტურებენ
რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ნავთობის ბაზაზე ხანძარი უკრაინული დრონებით დარტყმამ გამოიწვია. ამის შესახებ BBC-ს უკრაინული სამსახური კიევში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაცია. ნავთობის ბაზაზე ორი ძლიერი აფეთქების შედეგად გაჩნდა მასშტაბური ხანძარი, რომელმაც ნავთობპროდუქტების პირველადი გადამუშავების დანადგარები დააზიანა. რუსეთის საპორტო ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობის ბაზაზე ხანძარი იყო
ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა დაუყოვნებლივ დაამტკიცოს - Reuters
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვას დაყოვნების გარეშე დაამტკიცოს. Reuters-ის ცნობით, ჯო ბაიდენმა წერილი გაუგზავნა კონგრესის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრებს და მათ ავიაგამანადგურებლების თურქეთისთვის მიყიდვის ფორმალური პროცესის დაწყების განზრახვის შესახებ აცნობა, როგორც კი ანკარა დაასრულებს NATO-ში შვედეთის გაწევრიანების პროცესის რატიფიცირებას.20-თვიანი შეყოვნების შემდეგ თურქეთის პარლამენტმა NATO-ში შვედეთის განაცხადის რატიფიცირება ოთხშაბათს მოახდინა. ახლა მას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უნდა მოაწეროს ხელი. უნგრეთი რჩება NATO-ს ერთადერთ ქვეყნად, რომელსაც შვედეთის წევრობის განაცხადი რატიფიცირებული ჯერ არ აქვს. განახლება: აშშ თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის საბოლოო დამტკიცების შემდეგ დათანხმდება, - ამის შესახებ თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ჯეფ ფლეიკმა განაცხადა. „მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თურქეთი ისევ გააჭიანურებს,“ - განაცხადა ჯეფ ფლეიკმა. თურქეთში აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ როგორც კი ვაშინგტონი რატიფიცირების ოფიციალურ დოკუმენტს მიიღებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს, 20 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გაყიდვის შესახებ თხოვნას დაუყოვნებლივ გაუგზავნის.
ISW: რუსეთი IL-76-ის ჩამოვარდნას, უკრაინის წინააღმდეგ იყენებს
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთი Il-76-ის ჩამოვარდნას, უკრაინაში უკმაყოფილებისა და კიევის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ დასავლეთში ეჭვის დასათესად იყენებს. ISW-მ განაცხადა, რომ მისი ანალიტიკოსები ვერ შემოგვთავაზებენ თვითმფრინავის ჩამოვარდნის გარემოებების შეფასებას და მათ არ შეუძლიათ, დამოუკიდებლად გადაამოწმონ ორივე მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები. ამავდროულად, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ბრალდებები იმის თაობაზე, რომ თითქოს, უკრაინამ ჩამოაგდო Il-76-is თვითმფრინავი, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, "ნაწილობრივ უკრაინაში უკმაყოფილების დათესვასა და უკრაინის მთავრობის მიმართ უნდობლობის გაღვივებას ისახავს მიზნად. ეს კი შესაბამისობაში მოდის რუსეთის სხვა საინფორმაციო მცდელობებთან, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის შიგნიდან შესუსტებას. ISW-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტყვეთა გაცვლა მგრძნობიარე საკითხია როგორც რუსეთისთვის, ასევე, უკრაინისთვის, ამიტომ ანგარიშში პატიმრების მოხსენიება მოსალოდნელად იწვევს საზოგადოების ემოციურ რეაქციას. „რუსი ოფიციალური პირები დამატებით წარმოადგენდნენ დაუსაბუთებელ მტკიცებას, რომ უკრაინამ დაარტყა Il-76 აშშ-ს ან გერმანიის მიერ მოწოდებული სარაკეტო სისტემებით, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს უკრაინის დასავლელ პარტნიორებს უკრაინის მუდმივი თავდაცვისთვის აუცილებელი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაში,“ - ნათქვამია მოხსენებაში. 24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება, რომ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, ათობით უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. ასევე რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავს, სავარაუდოდ, "65 ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გადაჰყავდა. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მხოლოდ დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა. უკრაინა ვითარების გარკვევას ცდილობს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.
25-26 იანვარს, ღამით ერისთავის ქუჩაძე მოძრაობა იზღუდება
თბილისის მერიის ცნობით, „წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, რომელიც დასრულების ეტაპზეა, ერისთავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება.“ კერძოდ, შეზღუდვა იმოქმედებს 25 და 26 იანვარს, 23:00-დან 07:00 საათამდე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან არსებულ საგზაო მონაკვეთში.
უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული კიდევ ოთხი ბავშვი დაიბრუნა
Save Ukraine-ის გუნდმა კიდევ ოთხი უკრაინელი ბავშვი დააბრუნა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთიდან. ამის შესახებ საქველმოქმედო ორგანიზაცია Save Ukraine-ის დამფუძნებელმა, უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბავშვთა უფლებების საკითხებში (2014-2021) მიკოლა კულებამ Facebook-ზე განაცხადა. კულებამ განმარტა, რომ ეს იყო მე-15 სამაშველო მისია Save Ukraine და რომ ამის შედეგად, სულ 231 ბავშვის დაბრუნება მოხერხდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის თითქმის ორი წლის თავზე, უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი დაახლოებით 10 დღის წინ ამბობდა, რომ 20 000-მდე უკანონოდ გატაცებული ბავშვიდან, შინ მხოლოდ 517 დაბრუნდა. ოფიციალური მოონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია. ლუბინეცმა, დავოსში, მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ შინ 2 828 ზრდასრული მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის, 150 სამოქალაქო პირი. უკრაინის მიზანი კი, ყველა მოქალაქის შინ დაბრუნებაა, რისთვისაც საერთაშორისო საზოგადოებამ მუშაობა უნდა გააძლიეროს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, გასულ წელს, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისიონერის, მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ დაკავების ორდერი, სწორედ ბავშვების უკანონო დეპორტაციის ბრალდებით გასცა. სასამართლოს შეფასებით, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სხვებთან ერთად და სხვების მეშვეობით, ამ უკანონო ქმედებას თავად ახორციელებდნენ. კრემლი იძულებითი დეპორტაციის შესახებ ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მან ბავშვები "გადაარჩინა" და მზადაა, ისინი საკუთარ მშობლებსა და კანონიერ მზრუნველებს მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს. სასამართლოს თანახმად კი, რუსეთის პრეზიდენტმა არ უზრუნველყო შესაბამისი კონტროლი სამოქალაქო და სამხედრო დაქვემდებარებულ პირებზე იმისთვის, რომ ეს ქმედებები აღკვეთილიყო. ან, რომ მან, მათი ჩადენის უფლება მისცა მათ, ვინც უშუალოდ მას ემორჩილება. შესაბამისად, ეს მისი პირდაპირი პასუხისმგებლობაა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა Il-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის Il-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა) მიხედვით ჩატარდება და იგი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ყველა გარემოების დასადგენად კომპლექსური ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, 24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსული „ილ-76“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ISW: რუსეთი IL-76-ის ჩამოვარდნას, უკრაინის წინააღმდეგ იყენებს 24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება, რომ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, ათობით უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. ასევე რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავს, სავარაუდოდ, "65 ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გადაჰყავდა. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მხოლოდ დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა. უკრაინა ვითარების გარკვევას ცდილობს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.
Il-76-ის ჩამოვარდნა: რას ადასტურებს გავრცელებული ფაქტები
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა პირველად 24 იანვარს გაარცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 ჩამოვარდა. ისინი ასევე ციტირებდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ამტკიცებდა, რომ თვითმფრინავში ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. კიევმა ეს არ დაადასტურა, თავის მხრივ, რუსეთს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კარტაპოლოვმა რუსული ხაზი განაგრძო და დამატებით გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინამ შესაძლოა, თვითმფრინავზე დარტყმისთვის ამერიკული Patriot-ის სისტემის რაკეტა გამოიყენა. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ არ აქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ბორტზე, თუმცა უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა. საღამოს, პრეზიდენტ ზელენსკის ტრადიციული ვიდეომიმართვიდა კი, გაირკვა, რომ უკრაინა ვითარების გარკვევას ცდილობს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. 25 იანვარს, უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინას არ მიუღია არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სამხედრო სატრანსპორტო-თვითმფრინავში დიდი რაოდენობით სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. „იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მე მაქვს, მე არ შემიძლია, დავასკვნა, რომ ბორტზე მართლაც იყვნენ სამხედრო ტყვეები. ფოტოებისა და ვიდეოების ანალიზიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ ინტერნეტში... კარგი, მე არ ვარ ექსპერტი [ამ სფეროში], მაგრამ რუსებს რომ ჰქონოდათ რაიმე ფოტო ან ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო ჩვენი სამხედრო ტყვეების [ცხედრები], ისინი აქამდე გამოიყენებდნენ მათ [თავის მტკიცების გასამყარებლად]. ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ თვითმფრინავში უამრავი ადამიანი იყო - უკრაინის მოქალაქეები თუ სხვა,“ - ამბობს უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარი, დმიტრო ლუბინეცი. დღესვე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა Il-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ორბანი უკრაინის დახმარებას არ დაბლოკავს
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა 25 იანვარს გერმანულ გამოცემა RND-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელს არ შეუშლის ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს (54 მილიარდი დოლარის) ფინანსურ დახმარებას. ვალტონენი ამბობს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ფინანსური დახმარების პაკეტზე მოახლოებული დისკუსიის შესახებ "პოზიტიური სიგნალი" აჩვენა. „მე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთი წინააღმდეგობას შეწყვეტს. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ სხვა გამოსავალს ვიპოვით. ამავდროულად, მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ჩვენს უსაფრთხოებაში," აღნიშნა მინისტრმა. Politico-ს ცნობით, უნგრეთი მზად არის, მოხსნას ვეტო უკრაინის ფინანსურ დახმარებაზე, თუ ის ყოველწლიურად გადაიხედება. ევროკავშირი დაამტკიცებს უკრაინის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტს უნგრეთის თანხმობით ან მის გარეშე, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსში, Euronews-თან ინტერვიუს დროს. 2023 წლის დეკემბერში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა შეთანხმება მას შემდეგ, რაც ჯგუფი დათანხმდა, რომ ოფიციალურად დაიწყებდა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინის დახმარების საკითხი ევროკავშირსა და აშშ-ის კონგრესში უახლოეს კვირებში მოგვარდება
ყირგიზეთი და ავღანეთი ნავთობისა და გაზის სექტორში თანამშრომლობას განიხილავენ
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ყირგიზეთის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრმა, დანიარ ამანგელდიევმა ავღანეთის მაღაროებისა და ნავთობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ შაჰაბუდინ დელავართან დისკუსია გამართა. მხარეებმა თანამშრომლოების სფეროებზე იმსჯელეს. შეხვედრა ქაბულში გაიმართა. ასევე განიხილებოდა საბადოების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, რკინის მადნის, ანტიმონისა და ნავთობის მოპოვების თემები. მხარეებმა გამოხატეს ინტერესი მოპოვების სექტორში და ნავთობისა და გაზის მრეწველობაში თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე ამ სფეროებში გამოცდილების აქტიური გაცვლის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორივე ქვეყნის სპეციალისტებისთვის ერთობლივი ტრენინგ-სემინარების ჩატარების შესაძლებლობას. ეს ინიციატივები მიზნად ისახავს, ხელი შეეწყოს საუკეთესო პრაქტიკისა და ტექნოლოგიების გაცვლას, რაც ხელს შეუწყობს ამ სექტორებში უფრო ეფექტიან ოპერაციებს.
ლანდსბერგისი რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში მერვე ვიზიტით ჩავიდა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი კიევში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ოლექსი დანილოვს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. „ბევრი ექსპერტი აღიარებს და ლიეტუვაში ჩვენც ვამბობთ, რომ უკრაინაში ომის მიმდინარეობისთვის 2024 წელი შეიძლება უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს“, - განაცხადა ლანდსბერგისმა კიევში გამგზავრებამდე. 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს უკრაინაში ლანდსბერგისის მერვე ვიზიტია.
ამერიკელი სენატორი: რუსეთის აქტივების კონფისკაციის შესახებ კანონს სრული მხარდაჭერა აქვს
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 24 იანვარს თითქმის ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ვაშინგტონს რუსული აქტივების ჩამორთმევისა და ამ აქტივების უკრაინისთვის გადაცემისკენ გზას გაუხსნის. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლი მხარს უჭერს რუსული აქტივების კონფისკაციას, მაგრამ ცდილობს, თავისი პოზიცია გაათანაბროს დიდი შვიდეულის (G7) სხვა მოკავშირეებთან, კერძოდ ევროკავშირთან, სადაც რუსული გაყინული აქტივების დაახლოებით ორი მესამედია. სენატორმა ბენ კარდინმა, დემოკრატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანონპროექტს აქვს ფართო მხარდაჭერა როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელებისგან სენატში და პალატაში, ასევე, ბაიდენის ადმინისტრაციისგან. „გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის გადაწყვეტილება კოლექტიურად უნდა იყოს მიღებული და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს სწრაფად მოხდეს,“ განაცხადა უკრაინაში ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა პენი პრიცკერმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს, 15 იანვარს. კარდინის თქმით, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივების ღირებულება 5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მთელ მსოფლიოში კი, გაყინულია 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები. ამასთან, ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ ბლოკი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხრუსული ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების კონფისკაცია მოახდინოს, იტყობინება Reuters. ამის ნაცვლად, ევროკავშირი სხვა გზებს განიხილავს. მსოფლიო ბანკმა 2023 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის მთლიანი ღირებულება 411 მილიარდ დოლარს შეადგენდა. კანონი ისტორიაში პირველად მისცემს უფლებას აშშ-ის ხელისუფლებას, რომ მოახდინოს იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია, რომელთანაც აშშ ომში არ არის ჩართული.
პრემიერ-მინისტრი იტალიის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ახლად დანიშნულ იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. მთავრობის ადინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ იტალია საქართველოს საიმედო პარტნიორია და ორ ქვეყანას საერთო-ევროპული ღირებულებები აკავშირებს. ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ქვეყანა აფასებს იტალიის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში. „პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების სხვადასხვა კუთხით კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის - ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით. ასევე განიხილეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებული თანამშრომლობა თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ მაჩვენებლებსა და ქვეყნის ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე ესწრებოდა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6769 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6692 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9168 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9089 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
უკრაინელები თუ შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას - შოლცი
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ომი უკრაინაში დაიწყო და გრძელდება იმის გამო, რომ პუტინს სურდა უკრაინული სახელმწიფოს განადგურება და არა კიევსა და მოსკოვს შორის დიალოგის არარსებობის გამო. კანცლერმა სლოვაკ კოლეგასთან პრესკონფერენციის დროს დადო პირობა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. „2022 წლის 24 თებერვლის წინა დღეს დისკუსიები არ აკლდა. მხოლოდ მინსკისა და ნორმანდიის ფორმატში 200-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა. შედეგი ყველამ ვიცით: რუსეთის სასტიკი და უკანონო თავდასხმა მთელ უკრაინაზე... თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული. ამიტომ, ჩვენი საერთო სიგნალი რუსეთისთვის უნდა იყოს: ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომელიც იბრძვის გადარჩენისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, რამდენი ხანიც ამას დასჭირდება," - აღნიშნა შოლცმა. ფიცო გერმანიაში: ჩვენ არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება, სამხედრო გზით გადაწყდეს
იტალიის სენატმა 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა
იტალიური მედიის ცნობით, ქვეყნის სენატმა 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა. გადაწყვეტილებას 113-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო 18 წინააღმდეგ წავიდა. ახლა დოკუმენტი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატას, დეპუტატთა პალატას გადაეცემა. მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს უკრაინაში სამხედრო აქტივების გადაცემის ნებართვის გაგრძელებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე, იტალიის მიერ კიევის დახმარების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. იტალიის ოპოზიციური პარტია, „5 ვარსკვლავიანი მოძრაობა“ კიევში იარაღის შემდგომ გადაცემას ეწინააღმდეგება. იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინაში იარაღის შემდგომი გადაცემის მომხრეა.
კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს
თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის ინფორმაციით, აქციაზე მყოფმა ხასაიამ და ჩიქობავამ 3 380 ლარის ზიანი მიაყენეს სახელმწიფო უწყებას. როინ ხინთიბაძე ორივე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, რასაც არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე და ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვდა. ბრალდებულების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი გურო იმნაძე იცავს. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებამ დარბაზში მყოფი ადამიანების უკმაყოფილება გამოიწვია. მოძრაობა "ხმის" წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებას გეგმავენ. კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ ორ პირს ბრალი წარუდგინეს