ძებნის რეზულტატი:
თურქეთში, ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
თურქეთის ხელისუფლებამ ორი შეიარაღებული პირი დააკავა, რომლებმაც სავარაუდოდ, სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში ცეცხლი გახსნეს და ერთი ადამიანი მოკლეს. შესაბამისი განცხადება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ გააკეთა. მისი თქმით, დაკავებულები, სავარაუდოდ, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებული. ოფიციალური პირის ინფორმაციით, თავდასხმასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ სტამბოლის მასშტაბით 30-ზე მეტ ლოკაციაზე რეიდები განახორციელა და 47 ადამიანი, მათ შორის, ორი თავდამსხმელი, დააკავა. „ორივე ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ერთი მათგანი ტაჯიკეთიდანაა, მეორე კი, რუსია. ჩვენ შეფასებით, ისინი "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებულები არიან," - აღნიშნა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა. მანამდე, სტამბოლში, ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. BBC-ის ცნობით, ტეროროსტულლა დაჯგუფებამ „ტელეგრამზე“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ თავდასხმა იყო პასუხი დაჯგუფების ლიდერების მოწოდებაზე, ებრაელები და ქრისტიანები მიზანში ამოიღონ.
ლოიდ ოსტინი ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმაზე: არ მოვითმენთ ამერიკულ ძალებზე თავდასხმებს და ყველა საჭირო ზომას მივიღებთ
აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, აღშფოთებული და ღრმად დამწუხრებულია თავდასხმის გამო, რომელსაც სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოსტინის თქმით, სამხედროები იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან იყვნენ განლაგებულნი და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედებდნენ. „ლოცვებში ვიხსენიებ მამაც ამერიკელებს და მათ ოჯახებს. თავდაცვის მთელი უწყება გლოვობს მათ დაკარგვას,“ – აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი. ბაიდენის მსგავსად მან თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფები დაადანაშაულა და გაიმეორა პრეზიდენტის კომენტარი, რომ აშშ უპასუხებს ამ თავდასხმას მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილას. „პრეზიდენტი და მე არ მოვითმენთ თავდასხმებს ამერიკულ ძალებზე და მივიღებთ ყველა საჭირო ზომას შეერთებული შტატების, ჩვენი ჯარების და ჩვენი ინტერესების დასაცავად," - განაცხადა ოსტინმა. 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა. ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს და აშშ-ის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პოლიტიკური მიზნები აქვს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ფაქტების მოპოვება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჯგუფებმა განახორციელეს, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ. ახლო აღმოსავლეთში, ამერიკულ ბაზაზე დრონის თავდასხმის შედეგად, სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა
უკრაინა რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონის განადგურების შესახებ იუწყება
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიას 29 იანვრის ღამეს Shahed-136/131 ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. საჰაერო ძალები აცხადებს, რომ რუსმა ოკუპამტებმა დრონები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან გაუშვეს. გარდა ამისა, მათ უკრაინის ტერიტორიას ვორონეჟის ოლქიდან „ისკანდერ-მ“-ის რაკეტით, დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან კი S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით შეუტიეს. „განადგურდა მტრის რვა უპილოტო საფრენი აპარატი ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის და რივნეს ოლქებში,“- აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, თურქეთის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა 1.5%-ით გაიზარდა
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, თურქეთის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა 1.5%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში (BTC) ამოტუმბული ნავთობის მოცულობამ 27 მილიონ 635,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,9%-ით მეტია 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელზე, განაცხადეს სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში. ტრანზიტი - 2,4%-ით გაიზარდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 75,9% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაიზიდა. დეპარტამენტის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში BTC-ით ტრანსპორტირებული ნავთობის 82,7% - 22 მილიონ 854,5 ათასი ტონა (ზრდა 1,8%-ით - IF) აზერბაიჯანის ნავთობზე მოდიოდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 4,3 მილიარდ ბარელს შეადგენს BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.
ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ნავიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები გამოსცადა - მედია
ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ნავიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები (SLCM) გამოსცადა. Reuters-ი სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ განახლებული ამით ჩრდილოეთ კორეამ მისი საზღვაო ძალების ბირთვული შეიარაღება დააჩქარა. სარაკეტო გამოცდას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მეთვალყურეობდა. მედიის ცნობით, გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ გამოსცადა ახალი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შექმნილია ბირთვული ქობინის გადასატანად, მაგრამ მაშინ არ განუმარტავს, რომ ის წყალქვეშა გაშვებისთვის იყო შემუშავებული.
სომხეთი აზერბაიჯანს თავდაუსხმელობის პაქტის გასაფორმებლად იწვევს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანმა ბაქო თავდაუსხმელობის პაქტის გასაფორმებლად მიიწვია. ფაშინიანმა დასძინა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს უსაფრთხოების გარანტიის რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა. მაგალითად, ჯარების სარკისებური გაყვანა სომხეთის სსრ და აზერბაიჯანის სსრ ადმინისტრაციული საზღვრიდან. „ჩვენ აზერბაიჯანს შევთავაზეთ საზღვრის დემილიტარიზაცია, აგრეთვე, იარაღის ურთიერთკონტროლის მექანიზმი. ასევე თავდაუსხმელობის პაქტზე ხელმოწერა, თუ აღმოჩნდება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ერევანს არ აქვს პრეტენზია სხვა ტერიტორიებზე, გარდა მისი სუვერენული ტერიტორიისა, ამიტომ მზადაა, გასცეს ასეთი გარანტიები, მაგრამ ელის მსგავს გარანტიებს სხვებისგან. მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ძირითადი პირობები უკვე შექმნილია და ის არ ეთანხმება ერევნის სურვილს ხელშეკრულების გარანტორების შესახებ. ამავდროულად, სომხეთმა გამოაცხადა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პოზიციაში რეგრესია. ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადრე განაცხადეს, რომ სამშვიდობო შეთანხმებისთვის გასული წლის ბოლომდე უნდა მოეწერათ ხელი. მაგრამ საერთაშორისო შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით გარღვევა ვერ მოიტანა.
აშშ თავდაცვის სფეროში საქართველოსთან პარტნიორობის ერთგულია, რეფორმების მნიშვნელოვან პროგრამებს ვახორციელებთ - თავდაცვის მდივნის თანაშემწე
24 იანვარს, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კრიტიკული გამოწვევების განსახილველად, აშშ-ში ექსპერტები და მაღალი რანგის ოფიციალური პირები კონფერენციაზე შეიკრიბნენ. Europetime დისკუსიის მონაწილეთა ხედვით დაინტერესდა და რამდენიმე აქტორის გამოსვლას გაეცნო. დისკუსიის მონაწილეთა შორის იყო ამერიკელი მაღალჩინოსანი. „სტრატეგიულად, შავი ზღვა შუა დერეფნის ერთი ნაწილია, რომელიც ეხმარება სამხრეთ კავკასიას და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ისინი ახდენენ თავიანთი ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ინარჩუნებენ ღია გზას დასავლეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციისთვის,“განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სელესტ უოლენდერმა კონფერენციაზე, რომელსაც აშშ-ის მთავრობისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უოლენდერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ანიჭებენ აშშ მთავრობა და მისი მოკავშირეები შავი ზღვის რეგიონს პრიორიტეტს და უკრაინის მხარდაჭერას. მან ასევე განიხილა შეერთებული შტატების კონკრეტული პოლიტიკა, რომელიც დაეხმარება რეგიონს, „დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და გაუმკლავდეს რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამოწმვევ ქმედებებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებს.“ მან გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, „რუსეთმა გამოიყენა შავი ზღვა... საერთაშორისო ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის მთელ რეგიონში, რამაც უფრო ფართო გლობალური შედეგები მოიტანა.“ თუმცა, მდივნის თანაშემწემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა შავი ზღვის რეგიონში, შეერთებული შტატების, NATO- მოკავშირეების და თანამოაზრე პარტნიორებისგან ურყევი მხარდაჭერით" სარგებლობს. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მუშაობს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობაზე მრავალმხრივი მიდგომით, რათა გააძლიეროს საზღვაო უსაფრთხოება და შავი ზღვის პარტნიორების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა. შეერთებული შტატების პრიორიტეტია, „გააძლიეროს საზღვაო და ... ინტეგრირებული თავდაცვითი შესაძლებლობები, მათ შორის, ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, რომელსაც შეუძლია, თავის მხრივ, გააძლიეროს ინტეგრირებული შეკავება.“ „ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას უსაფრთხოების დახმარების პროგრამებში. [შეერთებულმა შტატებისთვის] პრიორიტეტულია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სტრატეგიული და მოკლე დისტანციური საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. ჩვენ მიერ მიწოდებული სისტემები, მათ შორის, NASAMS-ის სისტემები უკრაინას საშუალებას აძლევს, ეფექტიანად დაიცვას კრიტიკული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა, მისი ელექტრო ქსელები, ენერგეტიკული სისტემები და უკრაინის პორტები.“ „შეერთებული შტატების სტრატეგია უნდა გვარწმუნებდეს, რომ შავი ზღვა არ გახდება "რუსეთის ტბა." პრაქტიკული ნაბიჯები კომერციული წვდომის შესანარჩუნებლად და რეგიონულ სახელმწიფოებს შორის თავსებადობის გასაუმჯობესებლად, არამხოლოდ ეხმარება NATO-ს, არამედ, ინარჩუნებს თანამშრომლობის გზას ჩვენს ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა, საქართველო და სამხრეთ კავკასიის [სხვა] ქვეყნები, რომლებიც საკუთარი ეკონომიკური საარსებო წყაროს დასაცავად, უფრო უსაფრთხო შავ ზღვაზე ამახვილებენ ყურადღებას,“ - აღნიშნა უოლენდერმა. მან რეგიონული კავშირებისა და თანამშრომლობის წახალისების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი შეფასებით, კოორდინაციის გაძლიერება „არამარტო დაეყრდნობა უკრაინის არსებულ და საკმაოდ წარმატებულ ძალისხმევას, რათა რუსეთი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს არ გადასცეს, არამედ, გააძლიერებს უკრაინის საზღვაო შესაძლებლობებს და მის შესაძლებლობებს, დაიცვას თავისი ტერიტორია და მისი ეკონომიკა მომდევნო წლებში.“ „საქართველოში შეერთებული შტატები თავდაცვის სფეროში ჩვენი პარტნიორობის ერთგული რჩება და ახორციელებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისათვის საჭირო რეფორმების მნიშვნელოვან პროგრამებს,“ - აღნიშნა უოლენდერმა შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე განხილულ თემებს შორის, სამხრეთ გაზის დერეფნის გაფართოებაც იყო. ეს არის დერეფანი, რომლითაც გაზი კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპას მიეწოდება. კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამწლიანმა შეთანხმებულმა მოქმედებამ და დაგეგმარებამ, მნიშვნელოვანი მოვლენები, მათ შორის, თურქეთის პოზიციონირება გამოიწვია, როგორც გაზის რეგიონული მიმწოდებლის ბულგარეთთან, რუმინეთთან, უნგრეთთან და მოლდოვასთან შეთანხმებების საფუძველზე. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იგრძნობა თურქეთის ბუნებრივი გაზის იმპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, რაც ხელს უწყობს ევროპისთვის გაზის მიწოდებას სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით. საუბარი ასევე შეეხო ამ დერეფნის გავლით გაზის მიწოდების გაზრდის პოტენციალს. კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა სამხრეთ გაზის დერეფნის სრული ფუნქციონირების მნიშვნელობა. პარტნიორები 2027 წლისთვის დერეფნის გავლით ტრანსპორტირებული გაზის მოცულობის გაორმაგების ძალისხმევაში აქტიურად არიან ჩართულნი, რაც პოზიტიურ განვითარებად მიიჩნიეს. ეს ინიციატივები ემთხვევა უფრო ფართო სტრატეგიებს, რომლებიც ევროკავშირის შიგნით, რუსულ საწვავზე დამოკიდებულების თანდათან შემცირებას გულისხმობს. გარდა ამისა, ყურადღება მიიპყრო შავ ზღვაში საზღვაო ბურღვის ოპერაციებმა, რომლებიც მიზნად ისახავს თურქეთის და რუმინეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისას. ეს მცდელობები ასახავს ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისა და რეგიონული სტაბილურობის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ გაზის დერეფანს, რადგან ვაშინგტონის შეფასებით, ის წვლილს შეიტანს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და კასპიის რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაში დასავლეთთან. სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. აშშ-ის ევროპული სარდლობა: საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას
უილიამ კორტნი: შავი ზღვის რეგიონი თავდაცვის ახალი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების გამოცდის ადგილად იქცა
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის შეფასებით, შავი ზღვის რეგიონი თავდაცვის ახალი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების გამოცდის ადგილად იქცა. უილიამ კორტნის განცხადებით, შავი ზღვა ახლა ბევრად უფრო სახიფათო ზონა იქნება. „ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინა იყენებდა საზღვაო დრონებს და აზიანებდა გემებს სევასტოპოლში... რუსეთმა, მისდა გასაკვირად, აღმოაჩინა, რომ უკრაინას შეუძლია, შორიდანაც კი შეუტიოს გემებს... მე რომ რუსეთი ვიყო, დავიწყებდი იმაზე ფიქრს, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება ჩემი ხომალდები მომავალში. მან ხაზი გაუსვა ამერიკულ Patriot-ის სისტემების “ფენომენალურ მოქმედებას“, როდესაც მათ [რუსული] „კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტები ჩამოაგდეს,“ - აღნიშნა კორტნიმ. ამერიკელი დიპლომატის თქმით, უკრაინელებმა ამ უპილოტო ტექნოლოგიის გამოყენებით რუსეთის საზღვაო ფლოტი აღმოსავლეთით გადაისროლეს, რითაც მათ შეუძლიათ, განაახლონ მარცვლეულის მიწოდება რუსეთის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული საფრთხის გარეშე.„ამდენად, ეს არის ტექნოლოგიური განვითარება, რომელიც არავის წარმოედგინა, თუნდაც ერთი წლის წინ. უკრაინის წარმატებებმა შეცვალა დასავლური წარმოდგენები: ახლა ალბათ მთავარი კითხვა იქნება, თუ რამდენად შეუძლია ამ ახალმა, შორი დისტანციის უპილოტო ტექნოლოგიებმა, როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო თვითმფრინავებმა, პოტენციურად უფრო საშიში გახადოს [შავი ზღვის ზონა.] აღნიშნავს უილიამ კორტნი. ასეთ შემთხვევაში ელჩი მიიჩნევს, რომ განსხვავებული მიდგომები იქნება საჭირო. „საქართველოსთან შედარებით, უკრაინასთან შედარებით, თავდაცვისუნარიანობა გაცილებით დიდი საკითხია NATO-სთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა NATO-ს აქტივები საქართველოსთან ახლოს, რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს მას დაცვაში. ის თურქეთს ესაზღვრება, არსებობს შესაძლებლობები და თურქეთს შეუძლია, ძალიან დამხმარე როლი შეასრულოს. მაგრამ როცა ვუყურებთ უკრაინას, რომელიც NATO-ს ოთხ წევრს ესაზღვრება, ბრძოლისთვის მთელი ლოგისტიკური მხარდაჭერა ამ ქვეყნებიდან მოდის... მსგავსი რამ საქართველოსთვის შესაძლოა, შეუძლებელი იყოს. ასე რომ, როდესაც უკრაინაც და საქართველოც მოუთმენლად ელიან NATO-ში პოტენციურ გაწევრიანებას, საქართველოს გამოწვევა შეიძლება უფრო დიდი იყოს,“ - აღნიშნა კორტნიმ. მან ასევე აღიარა, რომ სომხეთი, როგორც ჩანს, „ზედმეტად ეყრდნობა რუსეთს თავდაცვისთვის.“ „სომხეთს ჯერ კიდევ აქვს რუსული სამხედრო ბაზა... ასე რომ, სომხეთის სტრატეგიული მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე საქართველოსი,“ აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.
ზელენსკის შეფასებით, რუსეთის შეჩერება შესაძლებელია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რთული სიტუაციის მიუხედავად, რუსეთის შეჩერება შესაძლებელია. ზელენსკიმ გერმანულ ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს არსებული ძალიან რთული მომენტის მიუხედავად, შესაძლებელია, რომ რუსეთი გეოპოლიტიკურად და ფინანსურად შეაჩერონ და არ დაუშვან უკრაინის დანგრევა, ერის განადგურება, გლობალური მიგრაცია და მესამე მსოფლიო ომი. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, ამას მხოლოდ ევროპა ვერ გაუმკლავდება, თუმცა თვლის, რომ ეს არ მოხდება. „პირველ რიგში, მჯერა, რომ ეს არ მოხდება, რომ მარტო ევროპა არ დარჩება. საკითხი კომპლექსურია. პირველი: ევროპა მარტო ვერ გაუმკლავდება - იმ დონეზე, რომელზეც უკრაინა მხარდაჭერას აქამდე იღებდა - ვერც იარაღით და ვერც ფინანსურად. რატომ? იმიტომ, რომ, ალბათ, მთელი ევროპაც რომ გაერთიანდეს, ის შეძლებს საკმარისი მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას, მაგრამ შეერთებულ შტატებს გავლენა აქვს და როდესაც სიგნალები არ არის ძალიან დადებითი, მათ იგივე გავლენა აქვთ ზოგიერთ ევროპელ ლიდერზე," - აღნიშნა ზელენსკიმ.მას ასევე ჰკითხეს შესაძლებელია თუ არა, რომ ომი წელს დასრულდეს. „უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის, გვჯეროდეს ხალხის, უკრაინის, გვჯეროდეს ჩვენი პარტნიორების და გვჯეროდეს მსოფლიოსი. ყოველი ომი მთავრდება. ძალიან რთულ მომენტში ვართ როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა, რუსეთის შეჩერება ამ ომით მაინც შესაძლებელია. შესაძლებელია, არ დავუშვათ უკრაინის განადგურება, ჩვენი ერის განადგურება, შესაძლებელია გლობალური მიგრაციის თავიდან აცილება, მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. 2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავს. პრემიერი განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციაში, 17:00 საათზე გააკეთებს. ბრიფინგის თემა ოფიციალურად დაანონსებული არ არის, თუმცა ამ ბრიფინგს წინ უძღვის ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრემიერის პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს, ირაკლი ღარიბაშვილი კი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხდება.
უჟჰოროდში, უკრაინული და უნგრული მხარეების მოლაპარაკებები დაიწყო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი უჟჰოროდში უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს პეტერ სიიარტოს შეხვდნენ. „საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა და უნგრეთის საგარეო ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ დაიწყეს მოლაპარაკებები უჟჰოროდში უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით,“- ნათქვამია უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის შეხვედრის მომზადებას ისახავდა მიზნად. ზელენსკისა და ორბანის შეხვედრის შესაძლებლობას, უკრაინისა და უნგრეთის მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ
აშშ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებაზე საუბრობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ენერგეტიკული რესურსების საკითხებში, ლორა ლოხმენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის შავი ზღვის რეგიონი „უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ტერიტორიაა.“ მან ხაზი გაუსვა, რომ ეს რეგიონი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა უფრო მნიშვნელოვანი, თუმცა, რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ მიღებული სანქციების შედეგად, „ევროპის ენერგეტიკული რუკა საკმაოდ მკვეთრად შეიცვალა.“ „ჩვენი გრძელვადიანი მიზანია შავი ზღვის რეგიონი, რომელიც იქნება უსაფრთხო, აყვავებული, ურთიერთდაკავშირებული და თავისუფალი მისი ტერიტორიული მთლიანობის ან ეკონომიკური იძულების საფრთხისგან,”- აღნიშნა ლორა ლოხმენმა. მან რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს გაუსვა ხაზი. „ჩვენ ვმუშაობთ რუმინეთთან არსებული ელექტროსადგურების განახლებაზე, ახალი აგრეგატების მშენებლობასა და ევროპის პირველი მცირე მოდულური რეაქტორის განლაგებაზე, რომელიც ბევრ ქვეყანაში გადამწყვეტი იქნება ქვანახშირისგან თავის დაღწევისთვის. ჩვენ ასევე ველოდებით „უმეტეს მონაწილეობას ბულგარეთის განახლებადი ენერგიისა და ენერგიის საცავის მიმართულებით. წლების მუშაობისა და დაგეგმვის შედეგად, თურქეთი გაჩნდა, როგორც რეგიონში გაზის მიწოდების კიდევ ერთი წყარო, ბულგარეთთან, რუმინეთთან, უნგრეთთან და მოლდოვასთან ხელშეკრულებების ხელმოწერა, ასევე მოიტანს დამატებითი რაოდენობის გაზს ევროპაში, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით,“ აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა. მან ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიიდან ენერგომომარაგების მნიშვნელობაზე. „სამხრეთის გაზის დერეფანი წარმოუდგენელი პოლიტიკური და ტექნიკური მიღწევა იყო, რომელმაც მართლაც გააერთიანა ამ რეგიონის მთავრობები და კერძო სექტორი საერთო მიზნის მისაღწევად. რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების მხარდასაჭერად, შეერთებულმა შტატებმა “სამი ზღვის ინიციატივას“ ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა. „ჩრდილოეთ-სამხრეთის დაკავშირებადობა ამ ინიციატივის ცენტრში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის შემდეგ. აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC), 300 მილიონ აშშ დოლარამდე გამოყოფის პირობა დადო, რათა მხარი დაუჭიროს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტებს, რაც ამ ინიციატივისადმი ჩვენი ერთგულების კიდევ ერთი ძლიერი სიგნალია,“- განმარტა ლოხმენმა. აშშ-ის შეფასებით, რეგიონულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში „უზარმაზარი პროგრესი“ უკვე მიღწეულია. ინფორმაციისთვის, სამი ზღვის ინიციატივა მიზნად ისახავს ცენტრალური ევროპის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას (ბალტიის, ადრიატიკისა და შავ ზღვებს შორის), რაც ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ციფრული კომუნიკაციისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით ეკონომიკური განვითარების მყარ საფუძველს ქმნის. სამი ზღვის ინიციატივა ჩამოყალიბდა, როგორც 12 ქვეყნის თანამშრომლობის ფორუმი (წევრები: ავსტრია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და უნგრეთი). ტერიტორია, რომელსაც სამი ზღვის ინიციატივა მოიცავს, ევროკავშირის მთლიანი ფართობის თითქმის მესამედს წარმოადგენს, სადაც 112 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. 2022 წლის 20 ივნისს, უკრაინამ ევროკავშირის 12 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი გაერთიანების „სამი ზღვის ინიციატივის“(სზი) მონაწილე-პარტნიორის სტატუსი მიიღო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რიგის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა გაერთიანების ლიდერებს და ამ ინიციატივაში უკრაინისათვის სპეციალური სტატუსის მიღების იდეა წამოაყენა. „ჩვენ უნდა გამოვძებნოთ ფორმატი, რომელშიც შესაძლებელი გახდებოდა გაერთიანების რეალიზება. მხოლოდ უკრაინასთან ერთად შეძლებენ ჩვენი ქვეყნები თავიანთი პოტენციალის რეალიზებას... ჩემი მეორე წინადადება იმაში მდგომარეობს, რომ გაძლიერდეს „სამი ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში თანამშრომლობის განმარტება,“ - მიმართა ვიდეოხიდის საშუალებით რიგის სამიტის მონაწილეებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელსაც მათ შორის თანამშრომლობის უსაფრთხოების ელემენტის გაძლიერება ჰქონდა მხედველობაში. ცნობისთვის, ახალი ბირთვული ტექნოლოგიების განლაგების შესახებ, აშშ აცხადებს, რომ მიესალმება ჩართულობის შესაძლებლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ენერგოდამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. ამის შესახებ Europetime-თან საუბრისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. შეგახსენებთ, შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე, აშშ-ში განხილულ თემებს შორის, სამხრეთ გაზის დერეფნის გაფართოებაც იყო. ეს არის დერეფანი, რომლითაც გაზი კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპას მიეწოდება. კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამწლიანმა შეთანხმებულმა მოქმედებამ და დაგეგმარებამ, მნიშვნელოვანი მოვლენები, მათ შორის, თურქეთის პოზიციონირება გამოიწვია, როგორც გაზის რეგიონული მიმწოდებლის ბულგარეთთან, რუმინეთთან, უნგრეთთან და მოლდოვასთან შეთანხმებების საფუძველზე. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იგრძნობა თურქეთის ბუნებრივი გაზის იმპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, რაც ხელს უწყობს ევროპისთვის გაზის მიწოდებას სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით. საუბარი ასევე შეეხო ამ დერეფნის გავლით გაზის მიწოდების გაზრდის პოტენციალს. კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა სამხრეთ გაზის დერეფნის სრული ფუნქციონირების მნიშვნელობა. პარტნიორები 2027 წლისთვის დერეფნის გავლით ტრანსპორტირებული გაზის მოცულობის გაორმაგების ძალისხმევაში აქტიურად არიან ჩართულნი, რაც პოზიტიურ განვითარებად მიიჩნიეს. ეს ინიციატივები ემთხვევა უფრო ფართო სტრატეგიებს, რომლებიც ევროკავშირის შიგნით, რუსულ საწვავზე დამოკიდებულების თანდათან შემცირებას გულისხმობს. გარდა ამისა, ყურადღება მიიპყრო შავ ზღვაში საზღვაო ბურღვის ოპერაციებმა, რომლებიც მიზნად ისახავს თურქეთის და რუმინეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისას. ეს მცდელობები ასახავს ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისა და რეგიონული სტაბილურობის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ გაზის დერეფანს, რადგან ვაშინგტონის შეფასებით, ის წვლილს შეიტანს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და კასპიის რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაში დასავლეთთან. სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. აშშ-ის ევროპული სარდლობა: საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას
ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა
ევროკავშირი და ცენტრალური აზია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, შუა დერეფნის გავლით ტრანსპორტირების დროის შემცირებაზე მუშაობენ. ამის შესახებ ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა. მან ეს განცხადება ბრიუსელში ევროკავშირი-ცენტრალური აზიის სატრანსპორტო კავშირებისადმი მიძღვნილი ფორუმის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა. ევროკავშირმა, პარტნიორებთან ერთად, ჩაატარა კვლევა ცენტრალურ აზიასთან მდგრადი სატრანსპორტო კავშირების ანალიზის მიზნით. კვლევამ დაასკვნა, რომ ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს, რომელიც მოიცავს 11,000 კმ-ს, აქვს პოტენციალი მეტი ტვირთის გადასატანად. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია დერეფნის გარდაქმნა კონკურენტულ და სწრაფ მარშრუტად; ჩვენი რეგიონების დაკავშირება 15 დღეში ან ნაკლებ დროში,“ - აღნიშნა ვალდის დომბროვსკისმა. მისი თქმით, ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ევროპული და საერთაშორისო ფონდებიდან ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ფორუმის მონაწილეები განიხილავენ აუცილებელ ინვესტიციებს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის უახლეს, მულტიმოდალურ და ეფექტურ მარშრუტად გადაქცევისთვის, რომელიც 15 დღის განმავლობაში დააკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას. გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსურ სახსრებს ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს. ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ ფორუმს ესწრებიან ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ცენტრალური აზიის, კავკასიის ქვეყნები და თურქეთი. სხვა მონაწილეები არიან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები, ფინანსური ინსტიტუტები და კერძო სექტორი. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. (TITR) ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე მოიხსენიებენ როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. შესაბამისი განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის გამარტებით, მან პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება. „მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით, მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში, გუნდთან ერთად მივაღწიეთ. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა, ჯამში, ყველაზე მეტ ხანს, ხუთი წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციული პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მით უმეტეს, რომ ახლა, ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ, შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა, დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო მუშაობა პარტიაში. აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს. თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მეტი დრო მექნება, მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას პირველად, 2013-2015 წლებში იკავებდა. 2015 წლის 30 დეკემბერს მან თანამდებობა დატოვა და მთავრობაში 2019 წელს თავდაცვის მინისტრის რანგში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ კი, 2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა ის ისევ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.
ბორელი: ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობაში მეტი ინვესტირება „აბრეშუმის გზას“ ახალ სიცოცხლეს შესძენს, დაგვაკავშირებს პარტნიორებთან სამხრეთ კავკასიასა და თურქეთში
ბრიუსელში ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობაში მეტი ინვესტიციების განხორციელებაზე ისაუბრა. ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპამ და ცენტრალურმა აზიამ უნდა განამტკიცონ თავიანთი მედეგობა და მოახდინონ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირება. ბორელმა აღნიშნა, რომ ეს ფორუმი ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. „ინვესტიციები საჭიროა, რათა შევძლოთ ძველი დამოკიდებულებების შეცვლა, დივერსიფიცირება და ახალი ალტერნატივების პოვნა ტრანსპორტისთვის, ენერგეტიკისა და მიწოდების ჯაჭვებისთვის. ეს ახალ სიცოცხლეს შესძენს უძველეს „აბრეშუმის გზას,“ დაგვაკავშირებს ჩვენს პარტნიორებთან თურქეთსა და სამხრეთ კავკასიაში. ეს არის ჩვენი გამოწვევა. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რათა მოვძებნოთ ფინანსური რესურსები, რომ ეს რეალობად ვაქციოთ,“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. მიმდინარე წელს ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის სამიტი უზბეკეთში გაიმართება. „დღეს ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ საზღვრებზე. საზღვრები ირღვევა. საზღვრები დაპირისპირების წინა ხაზებია. თუმცა საზღვრები ასევეა დედამიწის კანზე ისტორიის მიერ დატოვებული იარები. ისტორია იწერებოდა საზღვრებით დედამიწის ზედაპირზე, ზოგჯერ ცეცხლითა და ბრძოლით. ჩვენ უნდა გადავლახოთ საზღვრები. ჩვენ უნდა გავცდეთ საზღვრებს, რათა კონტაქტი გვქონდეს მეორე მხარეს მყოფ ადამიანებთან. ჩვენ უნდა გავხადოთ საზღვრები გამჭვირვალე. ისინი იარსებებს, თუმცა ჩვენ მათ ვერ დავინახავთ. მთელ მსოფლიოს შეუძლია – გახადოს საზღვრები გამჭვირვალე, რომ ადამიანებმა, ტვირთებმა, მომსახურებამ ერთი ქვეყნიდან მეორეში რაც შეიძლება მარტივად შეძლონ გადანაცვლება,“ - აღნიშნა ბორელმა. ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა
უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა
ბუდაპეშტმა ბრიუსელს წინადადება გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მზადაა, ევროკავშირის ბიუჯეტის უკრაინის დახმარების პაკეტის დაფინანსებისთვის გამოყენებას დასთანხმდეს, თუკი სხვა პირობები დაემატება. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავარმა მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში, ბალაზ ორბანმა განაცხადა. მანამდე ცნობილი გახდა რომ ევროკავშირში შემუშავებული დოკუმენტის შინაარსის თანახმად, ევროკავშირი მზადა, დარტყმა მიაყენოს უნგრეთის ეკონომიკას, თუ ბუდაპეშტი, პირველ თებერვალს დაგეგმილ სამიტზე უკრაინის შემდგომ დაფინანსებას ვეტოს დაადებს. „ბრიუსელმა შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს უნგრეთის ეკონომიკის სისუსტეებისთვის მიზანმიმართული დარტყმის მიყენებას, მისი ვალუტის შერყევას და ინვესტორების ნდობის მოშლას სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის შემცირების მიზნით, თუ ბუდაპეშტი უარს კიევის დახმარებაზე ვეტოს მოხსნაზე,“ - წერდა Financial Times ევროკავშირში შემუშავებულ დოკუმენტზე დაყრდნობით. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბუდაპეშტი თუ უკან არ დაიხევს, ევროკავშირის სხვა ლიდერებს მოუწევთ, საჯაროდ განაცხადონ, რომ მას ევროკავშირის დაფინანსებას შეუწყვეტენ. ინფორმაციას გამოეხმაურა უნგრეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში, იანოშ ბოკა, რომელმაც განაცხადა, რომ „ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ შემუშავებული დოკუმენტი მხოლოდ ადასტურებს იმას, რასაც უნგრეთის მთავრობა დიდი ხანია, აცხადებს: ევროკავშირის სახსრებზე წვდომას ბრიუსელი პოლიტიკური შანტაჟისთვის იყენებს.“ ბუდაპეშტის მიერ ბრიუსელისთვის გაგზავნილი ახალი წინადადება კი, ბუდაპეშტის პოზიციის მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს, რადგან დეკემბერში 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის 2024-2027 წლების ბიუჯეტში ცვლილებები დაბლოკა, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებდა. ამ ნაბიჯის გამო, ბრიუსელი იძულებული გახდა, გეგმა „ბ“-ზე გადასულიყო და საგანგებო სამიტი ჩაენიშნა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს
„მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში, გუნდთან ერთად მივაღწიეთ,“ ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა, ჯამში, ყველაზე მეტ ხანს, ხუთი წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციული პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მით უმეტეს, რომ ახლა, ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ, შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა, დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო მუშაობა პარტიაში. აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს. თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მეტი დრო მექნება, მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას პირველად, 2013-2015 წლებში იკავებდა. 2015 წლის 30 დეკემბერს მან თანამდებობა დატოვა და მთავრობაში 2019 წელს თავდაცვის მინისტრის რანგში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ კი, 2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა ის ისევ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.
ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა
ირაკლი ღარიბაშვილის გამარტებით, მან პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება. „მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით, მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში, გუნდთან ერთად მივაღწიეთ. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა, ჯამში, ყველაზე მეტ ხანს, ხუთი წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციული პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მით უმეტეს, რომ ახლა, ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ, შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა, დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო მუშაობა პარტიაში. აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს. თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მეტი დრო მექნება, მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას პირველად, 2013-2015 წლებში იკავებდა. 2015 წლის 30 დეკემბერს მან თანამდებობა დატოვა და მთავრობაში 2019 წელს თავდაცვის მინისტრის რანგში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ კი, 2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა ის ისევ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.
არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება
„ვადასტურებ, რომ სწორედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „ვადასტურებ, რომ სწორედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. უახლოეს დღეებში ჩატარდება „ქართული ოცნების“ ყრილობა, მანამდე კიდევ ერთი პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უკვე პრემიერ-მინისტრის წარდგენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იქნება შეთავაზებული ყრილობისთვის. ამის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტში. იცით, რომ საგაზაფხულო სესია იხსნება 6 თებერვალს და 6 თებერვლის კვირაში, რეგლამენტის სრული დაცვით მოხდება პრემიერ-მინისტრის და მის მიერ წარდგენილი განახლებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება,“ - აღნიშნა თალაკვაძემ „იმედის“ ცნობით. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6773 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6750 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8963 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9056 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ შევა ძალაში.