ძებნის რეზულტატი:

უკრაინა და ლიეტუვა დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უპილოტო თვითმფრინავების წარმოების გაზრდის მიზნით ერთობლივი ნაბიჯების განსაზღვრა, უკრაინისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკების მთავარი თემა იყო. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ლიეტუველ კოლეგასთან გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი მივუძღვენით ერთობლივი ნაბიჯების განსაზღვრას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების წარმოების გაზრდის მიზნით. ლიეტუვას აქვს ტექნოლოგია და ჩვენ შეგვიძლია, გავაფართოოთ წარმოება. ეს იყო საკვანძო თემა. არსებობს მკაფიო გაგება, თუ რა, როგორ და როდის უნდა გავაკეთოთ, რათა უკრაინულ-ლიეტუვურმა თანამშრომლობამ დრონების წარმოებაში, მაქსიმალური შედეგი უმოკლეს დროში მოგვცეს,“ - განაცხადა კულებამ. მანვე აღნიშნა, რომ მიღწევადია უკრაინის მიზანი, აღადგინოს კონტროლი საჰაერო სივრცეზე. მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილებები უკვე სრულდება, მაგრამ „აუცილებელია ყველა ამ ელემენტის მიღება საკმარისი რაოდენობით და დროულად.“ „თუ ჩვენ მივიღებთ F-16-ებს, თუ გვექნება საბრძოლო და სადაზვერვო თვითმფრინავები, ელექტრონული სისტემები და რაკეტები, მაშინ გავაკონტროლებთ ჩვენს ცას. ეს მიღწევადია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი თანამშრომლობა ლიეტუვასთან,“ – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. კულებამ ასევე აღნიშნა, რომ მის ლიეტუველ კოლეგასთან „არსებითი შეთანხმებები“ შედგა ლიეტუვაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დასაგეგმად.  

ბორის ჯონსონი პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთთან ბრძოლისთვის ჯარს შეუერთდება - The Telegraph

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიტანელი გენერლის, პატრიკ სანდერსის მოწოდებას მხარი დაუჭირა. The Telegraph-ის ცნობით, ჯონსონმა განაცხადა, რომ მზადაა, სამოქალაქო არმიას შეუერთდეს და საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს ებრძოლოს. „უმცროსი კაპრალი ჯონსონი მოვალეობის შესრულებისთვის მზად არის! მე მინდა, რომ გენერალმა სანდერსმა იცოდეს - მე მხედველობაში მივიღე მისი მოწოდება სამოქალაქო არმიის შესახებ,“ - განაცხადა ბორის ჯონსონმა. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ დაახლოებით 16-დან 18 წლამდე კომბინირებულ კადეტთა ძალებში ირიცხებოდა, თუმცა აღიარა, რომ თავიდან დიდად „პერსპექტიული რეკრუტი“ არ იყო. ბორის ჯონსონი არ ფიქრობს, რომ რუსეთთან ომი გარდაუვალია, მაგრამ მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის მსგავსი ადამიანების აგრესიის შეკავების საუკეთესო გზაა - იყო ძლიერი. 24 იანვარს დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა პატრიკ სანდერსმა, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შესაძლო ომისთვის მზა უნდა იყვნენ. პატრიკ სანდერსი აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთს მცირერიცხოვანი პროფესიული არმია ჰყავს, რაც დღეს არსებული საფრთხეების პირობებში არ არის საკმარისი.  

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებენ

თეთრ სახლში განმარტეს, რა მიზნით შეხვდება ჯო ბაიდენი ოლაფ შოლცს. თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი აცხადებს, რომ ლიდერები უკრაინის მხარდაჭერას დაადასტურებენ.  „9 თებერვალს პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინის მიერ საკუთარი მიწისა და საკუთარი ერის რუსეთის აგრესიული ომისგან დაცვისადმი თავის მტკიცე მხარდაჭერას დაადასტურებენ,” - ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებაში. მანვე აღნიშნა, რომ გერმანიისა და აშშ-ის ლიდერები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის აღსაკვეთად ღონისძიებებს, ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი მათ მყარ მხარდაჭერას და ასევე, ღაზის სექტორში სამოქალაქო პირების სიცოცხლეების გადასარჩენად და ზიანისგან დასაცავად დახმარების გაზრდის აუცილებლობას. ბაიდენი და შოლცი ასევე მოახდენენ თავიანთი ქმედებების კოორდინაციას NATO-ს ვაშინგტონის სამიტამდე, რომელიც ივლისშია დაგეგმილი. შოლცი უკრაინის დახმარების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ბაიდენს ვაშინგტონში შეხვდება - Bloomberg

ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი საერთო ინტერესების დაცვაზე შეთანხმდნენ

ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი ტაქტიკური თანამშრომლობის გაძლიერებასა და საერთო ინტერესების დაცვაზე შეთანხმდნენ. Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმებას ჩრილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩოე ჰონ სუისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა ვიცემინისტრის, სუნ ვეიტონგის შეხვედრაზე, ფხენიანში მიაღწიეს. ჩინელი დიპლომატი, ჩრდილოეთ კორეაში ხუთშაბათს, 25 იანვარს ჩავიდა. თავის მხრივ, პეკინის განცხადებით, ორმა ქვეყანამ სტრატეგიული კომუნიკაციების "ყველა დონეზე" გაძლიერების პირობა დადო და კავშირების გაღრმავებასთან დაკავშირებით "ურყევი პოზიცია" კიდევ ერთხელ დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ფხენიანმა გაეროს უშიშროების საბჭოს ორ მუდმივ წევრთან, ტრადიციულ მოკავშირეებთან პეკინთან და მოსკოვთან კავშირები მკვეთრად გააუმჯობესა.  ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისროლა - სეული აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტის გადაცემის საპასუხოდ, სანქციები აამოქმედა  

პეკინსა და ვაშინგტონს შორის „ნაყოფიერი მოლაპარაკებები“ გაიმართა - რაზე შეთანხმდნენ ჯეიკ სალივანი და ჩინელი დიპლომატი

პეკინის განცხადებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან ი-მ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გამართა. Reuters-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ სალივანი და ვან ი აშშ-სა და ჩინეთის უთიერთობებში მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხების მოგვარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართა. „ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ი-ის გულწრფელი, არსებითი და ნაყოფიერი სტრატეგიული კომუნიკაცია ჰქონდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეინარჩუნებენ რეგულარულ კონტაქტს ორმხრივი ურთიერთობებისთვის,“ - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. თავის მხრივ, France 24-ის ცნობით, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ხსენებული შეხვედრა „საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნებისა და ორ ქვეყანას შორის კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის მცდელობის ნაწილია.“ მისივე თანახმად, მაღალი დონის დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, ბაიდენისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბრის უზრუნველყოფის მიზნით, ორივე მხარე იმუშავებს. სალივანმა „ხაზგასმით აღნიშნა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობა,“ ნათქვამია ასევე თეთრი სახლის ინფორმაციაში, რომელიც ამ საკითხზე დამატებით დეტალებს არ ამჟღავნებს. მოლაპარაკებების დროს ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთის, უკრაინის, ჩრდილოეთ კორეის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის და სხვა საერთაშორისო საკითხები - განაცხადა ორივე მხარემ. ამასთან, თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა სამხედროებს შორის კომუნიკაციის აღდგენის კუთხით პროგრესი აღიარეს და ამ არხების შენარჩუნების მნიშვნელობა აღნიშნეს. ცნობისთვის, ჯო ბაიდენი და სი ძინპინი სამხედრო სფეროში შორის კონტაქტების აღდგენაზე გასული წლის ნოემბერში შეთანხმდნენ.  

მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფებოდა 90-მდე ადამიანი. „მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქის უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა. მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება,“ - წერს უწყება გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ზელენსკი: უკრაინა ელოდება აშშ-ის გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ, რადგან ახლა ის "კრიტიკულად მნიშვნელოვანია." ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასული თვის განმავლობაში უკრაინას კარგი დინამიკა ჰქონდა თავდაცვის პაკეტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, ქვეყანას უფრო მეტი შეიარაღება ესაჭიროება. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ პარტნიორების დახმარების წყალობით, ამ თვეში უკრაინელმა სამხედროებმა ასობით რუსული რაკეტა და თვითმფრინავი ჩამოაგდეს. „რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი, რათა მივაღწიოთ კონტროლს ცაში და უფრო მეტ, პირველ რიგში, საარტილერიო საშუალებებს, ხმელეთზე. მაგრამ რაც არ უნდა გვიჭირდეს, ჩვენ გვაქვს საარტილერიო, რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალის მარაგი. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ჯარისკაცებს და იცავს უკრაინელთა სიცოცხლეს," განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

ინდოეთი რუსეთისგან, როგორც იარაღის მიმწოდებლისგან, დისტანცირებას ცდილობს - Reuters

ინდოეთი ცდილობს, დისტანცირდეს იარაღის უმსხვილეს მიმწოდებელთან - რუსეთთან მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომმა შეაფერხა რუსეთის უნარი, საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდება უზრუნველყოს - ინფორმაციას Reuters-ი ინდურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. „მსოფლიოში ყველაზე დიდი იარაღის იმპორტიორი ნელ-ნელა დასავლეთისკენ იხრება იმ ფონზე, როდესაც შეერთებული შტატები ცდილობს, გააძლიეროს კავშირები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, იმ იმედით, რომ შეაკავებს ჩინეთს ინდოეთის რუსეთზე დამოკიდებულებისგან შეწყვეტით. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ინდოეთმა 60 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღი შეიძინა, რომლის 65% ინდოეთმა რუსეთისგან შეიძინა,“ - წერს Reuters-ი. Reuters-ი წერს, რომ ინდოეთის შეერთებულ შტატებთან კავშირების შემდგომი გაძლიერება შემაშფოთებელია ჩინეთის გამო, რადგან ინდოეთისა და ჩინეთის ჯარები ჰიმალაის საზღვარზე 2020 წლიდან მოყოლებული დაპირისპირებაში არიან ჩართულნი. „ჩვენ არ მოვაწერთ ხელს რაიმე დიდ სამხედრო შეთანხმებას რუსეთთან,” - განაცხადა ნიუ-დელიში მოქმედი ორგანიზაციის, Observer Research Foundation-ის ექსპერტმა რუსეთის საკითხებში, ნანდან უნიკრიშნანმა. ექსპერტები და ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთმა საჯაროდ მოუწოდა ინდოეთს, თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავებისკენ, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ფოკუსირება დასავლური ტექნოლოგიების შიდა წარმოებაზე მოახდინა. ინდოეთი და შეერთებული შტატები გეგმავენ, გააღრმაონ ტექნოლოგიური თანამშრომლობა და ერთობლივი წარმოება სხვადასხვა სფეროში. აღსანიშნავია, რომ ბირთვული იარაღის მქონე მეზობლებს 1962 წელს ერთმანეთის წინააღმდეგ ომი ჰქონდათ, მაგრამ მათ შორის, საზღვრის 3 200 კმ-იანი მონაკვეთი კვლავ სადავოა. საფრანგეთი და ინდოეთი თავდაცვის სფეროში იარაღის ერთობლივად წარმოების შესახებ შეთანხმდნენ

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.  

აშშ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს რეფორმების მხარდასაჭერად, რათა ქვეყნებმა ევროკავშირში საკუთარი მომავლის შექმნა შეძლონ - ჯეიმს ო'ბრაიენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) ღონისძიებაზე „ევროპა ერთიანი და თავისუფალი: 2024 წლის პრიორიტეტები“ საუბრისას ყურადღება გაამახვილა გლობალურ გამოწვევებზე, ევროატლანტიკურ ურთიერთობებზე, რუსეთის მიერ წარომებულ ომზე უკრაინაში, ტექნოლოგიურ განვითარებასა და სხვა საკითხებზე. მან თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი ახალი კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბარს დაუთმო. კერძოდ, ხაზი გაუსვა, რომ „ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყო არაერთი სახელმწიფო, რომლებიც შესაძლოა, იდგნენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა არ ჰქონდათ მისკენ სვლის მკაფიო პერსპექტივა, და ასევე იყვნენ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც აშშ-სა და რუსეთს შორის მერყეობდნენ.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ამგვარ მდგომარეობას „სერიოზული პრობლემა“ უწოდა და განაცხადა, რომ „ეს ნაცრისფერი სივრცე აყვავების საშუალებას აძლევს იმ პოლიტიკოსებს, რომელთაც წესების მიღმა ყოფნა უყვართ.“ ო'ბრაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია „მათი პოლიტიკური სტიმულების შეცვლა“ და ამ კონტექსტში მიესალმა „ევროკავშირის გადაწყვეტილებას ცხრა ქვეყანასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.“ მისი თქმით, აშშ ამ გადაწყვეტილევას მტკიცედ უჭერს მხარს“ და მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს რეფორმების მხარდასაჭერად, რათა ამ ქვეყნებმა შეძლონ ერთიან ბაზარსა და ევროკავშირში საკუთარი მომავლის შექმნა.     ჯეიმს ო'ბრაიენი: საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ  

სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

სტამბოლში, ორმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა საღმრთო მსახურების დროს კათოლიკურ ეკლესიაში შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო. დაღუპულია ერთი ადამიანი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას განცხადებით, თავდასხმა სანტა-მარიას ეკლესიაში მოხდა.  გავრცელებული ინფორმაციით, ეკლესიის მრევლის უმრავლესობა სტამბოლში მცხოვრები იტალიელები არიან. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წირვას 40-მდე ადამიანი ესწრებოდა. თავდამსხმელები სროლის შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ. მათი ძებნა მიმდინარეობს. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია, თუმცა France 24 ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმა კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ უფრო იყო მიმართული, ვიდრე -კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ.  

ვიქტორია ნულანდი თურქეთს ეწვია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ვიქტორია ნულანდი თურქეთში, ანკარაში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტისას მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მაღალჩინოსნებსა და ბიზნესის ლიდერებს შეხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეები განიხილავენ ორმხრივი, რეგიონული და გლობალური საკითხების სრულ სპექტრს, რომლებზეც აშშ და თურქეთი ერთად მუშაობენ. სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა  

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ოკუპირებულ აფხაზეთში არ შეუშვეს

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აცხადებს, რომ მისი თხოვნა იანვრის ბოლოს აფხაზეთში ჩასვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მას უკვე მეორედ უთხრეს უარი ოკუპირებულ რეგიონში შესვლაზე. თავის განცხადებაში, რომელიც Jam News-მა 26 იანვარს გამოაქვეყნა, კლაარი წერს, რომ „აფხაზეთის შედარებითი გახსნილობა არ უნდა გახდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის მსხვერპლი.“ ვროკავშირის წარმომადგენელი დასძენს, რომ „პირიქით, ახლა საჭიროა მეტი, და არა ნაკლები პირდაპირი პირადი კონტაქტები, რათა გაიცვალოს შეხედულებები და შეფასებები ბოლოდროინდელ და მიმდინარე მოვლენებზე და განხილული იყოს შემდგომი ურთიერთჩართულობის შესაძლებლობები.“ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში „სულ უფრო მეტი შეზღუდვები დაწესდა ჩვენს მუშაობასა და გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობაზე.“ ტოივო კლაარი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი „მთავარ როლს ასრულებს დიალოგისა ხელშეწყობისა და კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში“ ზოგადად სამხრეთ კავკასიაში, ისევე როგორც თბილისსა და სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის. „ამ კონტექსტში და ჩვენი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში,” განაგრძო კლაარმა, „ევროკავშირი ხელს უწყობს ან აფინანსებს ჰუმანიტარული პროგრამების მნიშვნელოვან რაოდენობას აფხაზეთში უკვე ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.” ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ, მიუხედავად ფუნდამენტური პოლიტიკური განსხვავებებისა და უთანხმოებებისა ზოგიერთ ძირითად საკითხზე, „ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით კომუნიკაციის არხების ღიად შენარჩუნებას და ჩართულობისთვის სივრცის უზრუნველყოფას ყველა იმ სფეროში, რაც მე აღვნიშნე.“ მან ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, განათლება, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა და ჯანდაცვა. ტოივო კლაარმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ჩართულობისთვის სივრცის დახურვა ან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის და, შესაბამისად, აფხაზეთისთვის დახმარების შეზღუდვა მხოლოდ გაამწვავებს იმ გამოწვევებს, რომელთა მოგვარებაცაა საჭირო. სპეციალური წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ ამჟამად აფხაზეთი, როგორც ჩანს, იკეტება. „მე ვერ ვხედავ, რამდენად არის ეს მოვლენები ვინმეს ინტერესში, განსაკუთრებით, აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესებში,“ – წერს კლაარი და იმედოვნებს, რომ შეზღუდვები დროებითია და მალე დაიძლევა. შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი. USAID ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის გადაწყვეტილებაზე: ვაკვირდებით სიტუაციას რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში

მსოფლიოში ყველაზე დიდმა საკრუიზო გემმა მაიამის პორტიდან შვიდდღიანი მოგზაურობა დაიწყო

მსოფლიოში ყველაზე დიდმა საკრუიზო გემმა, Icon of the Seas მაიამის პორტიდან შვიდდღიანი მოგზაურობა დაიწყო. საკრუიზო გემი ეკიპაჟის 2 350 წევრთან ერთად, დაახლოებით 10 000 მგზავრს იტევს. ფინეთში, ტურკუში, გემთმშენებლობის ქარხანაში აშენებულ, ბაჰამის კუნძულებზე რეგისტრირებულ გემს აქვს შვიდი საცურაო აუზი და ექვსი ე.წ. წყლის სლაიდი, ყინულის მოედანი, თეატრი. საკრუიზო გემის აშენება 2 მილიარდი დოლარი დაჯდა. ამასთან ერთად, საკრუიზო გემზე არის 40-ზე მეტი რესტორანი, ბარი და ლაუნჯი. Icon of the Seas არის ყველაზე დიდი საკრუიზო გემი მსოფლიოში, იწონის 250,800 ტონას, სიგრძით თითქმის 365 მეტრია (1,198 ფუტი), რითაც დაახლოებით ხუთჯერ აღემატება ტიტანიკს. ბილეთების ფასი (ერთ ადამიანზე) $1,723-დან $2,639-მდე მერყეობს.   

ახლო აღმოსავლეთში, ამერიკულ ბაზაზე დრონის თავდასხმის შედეგად, სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მდებარე ამერიკული ჯარების პოზიციებზე სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და 25 დაშავდა. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა. BBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები დაადანაშაულა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ამ თავდასხმის ფაქტებს, ჩვენ ვიცით, რომ ის განხორციელდა სირიასა და ერაყში მოქმედი იმ რადიკალური ჯგუფების მიერ, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს,“ -განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ შეერთებული შტატები დამნაშავეებს პასუხს აგებინებს "მაშინ და ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის." BBC აღნიშნავს, რომ ეს რეგიონში ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის პირველი შემთხვევაა გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული პალესტინური დაჯგუფების "ჰამასის" წევრების თავდასხმის შემდეგ. ამ ფონზე რეგიონში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა, მაგრამ მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.  

2024 წლისთვის შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვის გეგმა დამტკიცდა

ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრები გაიმართა. შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების, საპორტო ინფრასტრუქტურისა და საზღვაო გადამზიდავების ხელმძღვანელებმა 2023 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და შედეგები წარადგინეს. ამასთან, 2024 წლის გეგმებზე ისაუბრეს. საქართველოს რკინიგზის დელეგაციას გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ხელმძღვანელობდა. საქართველოს რკინიგზის ცნობით, ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტისადმი მიძღვნილი ე.წ. ,,მრგვალი მაგიდაც“ გაიმართა. დისკუსიებში, რომელიც შუა დერეფანში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს ეხებოდა, საერთაშორისო ინსტუტების ექსპერტები, ტვირთმფლობელები, ფორვარდერები, თურქეთისა და შუა დერეფნის ქვეყნების ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიიის „Middle Corridor Multimodal LTD” -ის მმართველობის პირველი საერთო კრება გაიმართა. შეხვედრაზე ახლად დაფუძნებული კომპანიის მიერ უახლოეს თვეებში განსახორციელებელი ორგანიზაციული და საოპერაციო საქმიანობები განიხილეს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრებზე 2024 წლის გეგმები და ტარიფები დამტკიცეს. ასევე, სამომავლო საქმიანობის გაძლიერებისა და მარშრუტების გაფართოების მიზნით, ინიციატივები განიხილეს. 2023 წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR, ანუ შუა დერეფნის) 2,7 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 86 პროცენტიანი ზრდაა.2024 წლისთვის პროგნოზირებული მთლიანი მოცულობა დაახლოებით, 4 მილიონ ტონას შეადგენს. მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

"შუა დერეფნით" 2.7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 86%-ით მეტია

2023 წელს "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით" (TITR ) 2.7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 86%-იანი ზრდაა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ანკარაში გამართულ შეხვედრებზე 2024 წლის გეგმები და ტარიფები დამტკიცეს. ასევე, სამომავლო საქმიანობის გაძლიერებისა და მარშრუტების გაფართოების მიზნით, ინიციატივები განიხილეს. 2024 წლისთვის პროგნოზირებული მთლიანი მოცულობა დაახლოებით, 4 მილიონ ტონას შეადგენს. მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრები გაიმართა. შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების, საპორტო ინფრასტრუქტურისა და საზღვაო გადამზიდავების ხელმძღვანელებმა 2023 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და შედეგები წარადგინეს. ამასთან, 2024 წლის გეგმებზე ისაუბრეს. საქართველოს რკინიგზის დელეგაციას გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ხელმძღვანელობდა. საქართველოს რკინიგზის ცნობით, ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტისადმი მიძღვნილი ე.წ. ,,მრგვალი მაგიდაც“ გაიმართა. დისკუსიებში, რომელიც შუა დერეფანში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს ეხებოდა, საერთაშორისო ინსტუტების ექსპერტები, ტვირთმფლობელები, ფორვარდერები, თურქეთისა და შუა დერეფნის ქვეყნების ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიიის „Middle Corridor Multimodal LTD” -ის მმართველობის პირველი საერთო კრება გაიმართა. შეხვედრაზე ახლად დაფუძნებული კომპანიის მიერ უახლოეს თვეებში განსახორციელებელი ორგანიზაციული და საოპერაციო საქმიანობები განიხილეს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი  

აშშ-ის მიმართვის შემდეგ, საბერძნეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადასაცემად ემზადება - მედია

საბერძნეთის მთავრობამ უკრაინისთვის მოძველებული იარაღის სისტემების მიწოდებას მხარი დაუჭირა. თავდაცვის სამინისტროს დაევალა უკრაინაში იმ იარაღის მიწოდება, რომელსაც საბერძნეთის არმია აღარ იყენებს. ამ დროისთვის უცნობია, რას მოიცავს დახმარების პაკეტი. „დოიჩე ველე“ წერს, რომ საბერძნეთის შეიარაღებაში შედის საბჭოთა დროის საჰაერო თავდაცვის სისტემები Tor-ი, Osa, S-300-ი და ZU-23-2-ის საზენიტო იარაღი. უკრაინული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეერთებულმა 27 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საბერძნეთისთვის 8.6 მილიარდი აშშ დოლარის F-35 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვა დაამტკიცა. იმავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკის მიცოტაკისს წერილი გაუგზავნა, სადაც მოუწოდებს, რომ ვაშინგტონის მხრიდან დამატებითი, 200 მილიონი დოლარის დახმარების სანაცვლოდ, უკრაინას იარაღი გადასცეს, ან მიყიდოს. საბერძნეთს შეუძლია, 20 საბრძოლო თვითმფრინავი, მათი 42 ძრავა, ასევე, მართვის სისტემები და სათადარიგო ნაწილები მიიღოს. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება კონგრესმა 30 დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

ყაზახეთი ხორვატიის ბიზნესს შუა დერეფნის პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებს

სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების განვითარება, განსაკუთრებით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) ფარგლებში, ყაზახეთისა და ხორვატიისთვის მომგებიანია. ამის შესახებ ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა ალიბეკ კუანტიროვმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრისას განაცხადა. „ეს არის ერთ-ერთი ეფექტური სფერო, რომელსაც ყაზახეთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს,“ - განაცხადა მინისტრმა. გარდა ამისა, კუანტიროვმა ისაუბრა ყაზახეთის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში გატარებულ ფართომასშტაბიან რეფორმებზე და მოუწოდა ხორვატიის მხარეს, შეუერთდეს დიდ პროექტებს. „ჩვენ მოვუწოდებთ ხორვატიის ბიზნესებს, მონაწილეობა მიიღონ ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში შუა დერეფნის გასწვრივ, მათ შორის, კასპიის ზღვის პორტებში, როგორიცაა, აქტაუ და კურიკი,“ - განაცხადა მან მოგვიანებით ზაგრებში, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ყაზახეთ-ხორვატიის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი შეხვედრის დროს. მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრები გაიმართა. შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების, საპორტო ინფრასტრუქტურისა და საზღვაო გადამზიდავების ხელმძღვანელებმა 2023 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და შედეგები წარადგინეს. ამასთან, 2024 წლის გეგმებზე ისაუბრეს. საქართველოს რკინიგზის დელეგაციას გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ხელმძღვანელობდა. საქართველოს რკინიგზის ცნობით, ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტისადმი მიძღვნილი ე.წ. ,,მრგვალი მაგიდაც“ გაიმართა. დისკუსიებში, რომელიც შუა დერეფანში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს ეხებოდა, საერთაშორისო ინსტუტების ექსპერტები, ტვირთმფლობელები, ფორვარდერები, თურქეთისა და შუა დერეფნის ქვეყნების ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიიის „Middle Corridor Multimodal LTD” -ის მმართველობის პირველი საერთო კრება გაიმართა. შეხვედრაზე ახლად დაფუძნებული კომპანიის მიერ უახლოეს თვეებში განსახორციელებელი ორგანიზაციული და საოპერაციო საქმიანობები განიხილეს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო. ერთმანეთს მემარჯვენე-ცენტრისტული „ფინეთის ეროვნული კოალიციური პარტიის“ კანდიდატი, ალექსანდრე სტუბი და ლიბერალური „მწვანეთა პარტიის“ წევრი, პეკა ჰაავისტო დაუპირისპირდებიან. პირველი ტურის შედეგების თანახმად, ფინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე სტუბმა ამომრჩევლების ხმების 27.2% მიიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, ფინეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, უფლებადამცველმა პეკა ჰაავისტომ კი - 25.8%. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 იანვარს გაიმართა, რომელშიც პრეზიდენტობის 9 კანდიდატი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 74.9% შეადგინა. არჩევნების მეორე ტური 11 თებერვალს ჩატარდება. ამომრჩეველთა აქტივობამ 74,9% შეადგინა. წინა, 2018 წლის, საპრეზიდენტო არჩევნებში ეს მაჩვენებელი 69,9% იყო. ევროკავშირის წევრი ფინეთი 2023 წელს NATO-ს წევრი გახდა.