ძებნის რეზულტატი:
საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებები გაიმართა
საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების (FIPA) პროექტზე მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდი გაიმართა. შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, ასევე მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საქართველოს მხრიდან მთავარ მომლაპარაკებელს წარმოადგენდა. მთავრობის მომლაპარაკებელთა ჯგუფში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. „კანადა საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი და ინვესტორი ქვეყანაა. აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოში ხარისხობრივი ინვესტიციების შემოდინებას, რომლებიც უზრუნველყოფს ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში. გენადი არველაძის თქმით, შეთანხმება ასევე წაახალისებს კანადელ ინვესტორებს, დაინტერესდნენ საქართველოს ეკონომიკით ან გაზარდონ არსებული ინვესტიციები. მოლაპარაკებების მორიგი მე-8 რაუნდის გამართვა მიმდინარე წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.
უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში ბელბეკის აეროდრომს დაარტყა
საჰაერო ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შეუერთდა დარტყმებს ოკუპირებულ ყირიმში, ბელბეკის აეროდრომზე. ადრე სარაკეტო თავდასხმის შესახებ თავად ოკუპანტებმა განაცხადეს. „იცოდით, რომ უკრაინის საჰაერო ძალების შემადგენლობაში არის სევასტოპოლის ტაქტიკური ავიაციის 204-ე ბრიგადა? ასე რომ, მისი ბაზირების საშტატო ადგილი ბელბეკის აეროპორტია! უკრაინელი ავიატორები აუცილებლად დაბრუნდებიან სახლში მშობლიურ აედრომში. მანამდე კი მადლობა ყველას, ვინც ყირიმის რუსული ყოფნისგან გაწმენდას შეუერთდა!” - წერს ოლეშჩუკი. მან ასევე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს სახმელეთო სამიზნეზე რაკეტის დაცემა და აფეთქება. უკრაინული მედია წერს, რომ აეროდრომზე დარტყმა Storm Shadow და Scalp ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდა. მანამდე აფეთქებების ხმა გაისმა ოკუპირებული ყირიმის სევასტოპოლში, საკოვთან მახლობლად, ფეოდოსიაში, რაზდელნოესა და გვარდიისკში. საოკუპაციო ადმინისტრაციამ საჰაერო განგაში გამოაცხადა და ქერჩის ხიდზე მოძრაობა გადაკეტა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
შვედეთის პოლიციამ ისრაელის საელჩოს წინ „საშიში ობიექტი“ გაანადგურა - BBC
შვედეთის პოლიცია აცხადებს, რომ სტოკჰოლმში, ისრაელის საელჩოს წინ ნაპოვნი "საშიში ობიექტი" განადგურდა. პოლიციამ BBC-ს განუცხადა, რომ დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. შეუძლიათ. მათი თქმით, არავინ დაშავებულა. ისრაელის ელჩმა მომხდარი საელჩოსა და მის თანამშრომლებზე თავდასხმის მცდელობად შეაფასა. „ჩვენ ვერ შეგვაშინებს ტერორი", - გამოაქვეყნა დაწერა ელჩმა და შვედეთის ხელისუფლებას "სწრაფი მოქმედებისთვის“ მადლობა გადაუხადა. მედიის ცნობით, ადგილზე ბომბის გაუვნებელყოფაზე მომუშავე ექსპერტები იყვნენ გამოძახებულნი.
უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ - გაეროს სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო. საერთაშორისო სასამართლომ დაასრულა უკრაინის საჩივრის განხილვა, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 2017 წელს წარადგინა. როგორც უკრაინული მედია წერს, გაეროს სასამართლომ ტერორიზმის დაფინანსების აკრძალვის შესახებ კონვენციის ზოგიერთი ნაწილის რუსეთის მიერ დარღვევა აღიარა. საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას არ ჩაუტარებია გამოძიება 2014 წელს ტერორისტულ ფორმირებებთან ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენელთა კავშირის შესახებ. სასამართლომ განაცხადა, რომ მას არ მოეპოვება საკმარისი მტკიცებულებები დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტების ტერორისტებად მისაჩნევად. გარდა ამისა, ჰააგის სასამართლომ არ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის სავარაუდო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რომელიც დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების რეისის MH17 ჩამოგდებას ეხება. ამდენად, გაეროს სასამართლომ დღეს რუსეთის წინააღმდეგ ტერორიზმის დაფინანსების საქმეში, უკრაინული მხარის ბრალდებების მცირე ნაწილი დაადასტურა. რაც შეეხება უკრაინის სარჩელს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაციის ფორმების დაძლევის შესახებ კონვენციების დარღვევასთან დაკავშირებით - საუბარია ყირიმელი თათრებისა და უკრაინელების ჩაგვრაზე დროებით ოკუპირებული ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე, სასამართლომ განაცხადა, რომ უკრაინამ ვერ შეძლო ასეთი რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტების უმეტესობის დამტკიცება. ამასთან, ჰააგამ აღიარა, რომ რუსეთმა ვერ დაიცვა ყირიმში მცხოვრები ეთნიკური უკრაინელების უფლებები, რითაც მოსკოვმა აღნიშნული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია. ამასთან, სასამართლომ უარი განაცხადა, უკრაინისთვის მიენიჭებინა კომპენსაცია, რასაც კიევი მოითხოვდა. უკრაინის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო კონვენციები ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კიევის განცხადებით, მოსკოვი აფინანსებდა დონბასის შეიარაღებულ სეპარატისტებს, რომლებსაც უკრაინა ტერორიზმში სდებს ბრალს და პასუხისმგებელია მათი მოქმედებებისთვის, მათ შორის, მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებისთვის 2014 წელს, როცა 298 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სისტემატურად ეწევა არარუსების, პირველ რიგში, უკრაინელებისა და ყირიმელი თათრების დისკრიმინაციას.
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, სუს-ში ბექა ვარდოსანიძის რამდენიმესაათიანი გამოკითხვა დასრულდა
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასრულდა. პრორუსული ორიენტაციის „ალტ-ინფოს“ წევრმა სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას კუთვნილი ტექნიკა ჩამოართვეს. ვარდოსანიძის თქმით, პირი, რომელმაც მისი ელექტრონული ფოსტიდან მუქარის შემცველი წერილი გაგზავნა, შესაძლოა, ის ადამიანი იყოს, რომელმაც პრივილეგიები დაკარგა და „გამწარებულია.“ „მე არაფერი მაქვს დასამალი. ტექნიკა ჩამომართვეს მთლიანად. ვეღარ გავაგრძელებ ჩემს მაუწყებლობას და ინფორმაციის გავრცელებას. ბევრი ადამიანი შეიძლება, იყოს, ვისაც პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე პრივილეგიები დაკარგა და შეიძლება, გამწარებული იყოს. ცოტა სასაცილოა, ჩემი სამუშაო „მეილიდან“, რომელიც ჩემთან არის ასოცირებული, ხდება მეილების გაგზავნა. გიჟი უნდა ვიყო, რომ მეილით, რომელიც ჩემთან არის ასოცირებული, ასეთი შეტყობინება გავაგზავნო და მთელი ქვეყანა დავაყენო ფეხზე. ცოტა არ იყოს სასაცილოა,” - განაცხადა ბექა ვარდოსანიძემ. ბექა ვარდოსანიძის ადვოკატის, სერგო ხურციძის თქმით, ვარდოსანიძის ელექტრონული პოსტიდან შეტყობინებები გაგზავნილია სახალხო დამცველის აპარატის ოფისში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თითქოს ბომბი იყო კლუბ “ბასიანში”და ასევე სხვადასხვა ადგილში. „ამასთან დაკავშირებით მოხდა ბექას გამოკითხვა. მთლიანი ტექნიკა ჩამოართვეს და ისეთი ტექნიკაც, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს. მიმდინარეობს გამოძიება. კიდევ მოგვიწევს აქ მოსვლა და შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებში მივიღებთ მონაწილეობას,” - განაცხადა სერგო ხურციძემ. ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით ვერ დადგინდა, თუ საიდან იყო ელექტრონული ფოსტა გაგზავნილი. გამოკითხვაზე ვარდოსანიძის ყოფნის შესახებ ინფორმაცია მედიაში შუადღისთვის გავრცელდა. სუს-ი: სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან
აშშ-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ზუსტი მართვადი ბომბი უკრაინის ფრონტზე უკვე გაგზავნილია
შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის ახალი იარაღის სისტემების მიწოდებას, როგორიცაა, მცირე დიამეტრის ბომბები, რომლებიც უკვე ფრონტისკენ მიემართებიან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომელიც კიევში დღეს ჩავიდა. მან აღნიშნა, რომ უკრაინა ამ ზამთარში უფრო ძლიერია, ვიდრე შარშანდელი ზამთრის დროს იყო. „უკრაინის გამარჯვება აშკარად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა აქ. ის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის და ჩვენ ყველანი ვამაყობთ უკრაინის გვერდით დგომით," - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. პენტაგონში დღეს დაადასტურეს, რომ უკრაინა შეთანხმებების შესაბამისად მიიღებს ამერიკულ GLSDB (სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბი) ბომბებს, მაგრამ აღნიშნეს, რომ კონკრეტულ ვადაზე ვერ ისაუბრებდნენ. „როგორც გასულ წელს აღვნიშნეთ, ჩვენ უკრაინას GLSDB-ს მივაწვდით. თუმცა ჩვენი ოპერაციების უსაფრთხოების საკითხის გათვალისწინებით, კონკრეტულ თარიღებს ვერ დავადასტურებთ,“ - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა. რაიდერის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინასთან და პარტნიორებთან უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს. ახალი ზუსტი მართვადი ბომბი GLSDB უკრაინამ აშშ-სგან შესაძლოა, ოთხშაბათს მიიღოს
ნულანდი კიევში: პუტინს "სასიამოვნო სიურპრიზები" ელის ბრძოლის ველზე
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი დარწმუნებულია, რომ 2024 წელი უკრაინისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მას გარკვეული წარმატებები ექნება ბრძოლის ველზე. 2024 წლის სტრატეგიაზე დისკუსიების შესახებ დასმულ კითხვას, ნულანდმა უპასუხა, რომ კიევს „დიდი ოპტიმიზმით ტოვებს.“ „უკრაინა აძლიერებს თავდაცვას - ბატონი პუტინი მიიღებს სასიამოვნო სიურპრიზებს ბრძოლის ველზე და უკრაინა წელს სოლიდურ წარმატებასაც მიაღწევს,“ - დასძინა ნულანდმა. ნულანდს ასევე სჯერა, რომ ამერიკის კონგრესი უკრაინისთვის დამატებით დახმარებას მხარს დაუჭერს. აშშ-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ზუსტი მართვადი ბომბი უკრაინის ფრონტზე უკვე გაგზავნილია
კიევმა და ანკარამ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შექმნეს
უკრაინის აღდგენის ფორუმზე, რომელიც სტამბოლში იმართება, ჩამოყალიბდა ერთობლივი უკრაინულ-თურქული რეკონსტრუქციის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდასაჭერად იმუშავებს. პრიორიტეტული მიმართულებებია საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა და დროებითი ხიდების და ესტაკადების მშენებლობა მთავარ მარშრუტებზე; წყალსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და განვითარების პროექტები; კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და საცხოვრებელი სახლების აღდგენა. ასევე, ავიაცია. მხარეებმა ასევე განიხილეს რეკონსტრუქციაში თურქული ბიზნესის ჩართვის პრაქტიკული ნაბიჯები, მათ შორის, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება აკვატორიისა და უკრაინის საზღვაო პორტების განვითარებისთვის, ასევე, გზების მშენებლობა და საჰაერო მგზავრობის აღდგენა. „თურქეთის მთავრობასა და ბიზნეს სტრუქტურებს აქვთ ღრმა ტექნიკური გამოცდილება ავღანეთისა და ერაყის ომის შემდეგ ინფრასტრუქტურის აღდგენის საქმეში. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ლოგისტიკის გაფართოებას და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას,“ - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა.
შვეიცარიამ რუსული ბრილიანტის იმპორტი აკრძალა
შვეიცარიამ რუსული ალმასის იმპორტი აკრძალა. ქვეყანა ევროკავშირის სანქიცების მე-12 პაკეტს უერთდება. აკრძალვა დღეიდან შევიდა ძალაში. „ამგვარად, შვეიცარია უერთდება 2023 წლის 6 დეკემბერს G7-ის სამიტზე შეთანხმებულ ზომებს, რათა რუსეთს ეს მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ჩამოერთვას," - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. შვეიცარიამ განაცხადა, რომ აფართოებს აკრძალული ექსპორტის სიას, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იყოს რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიური სექტორების გასაძლიერებლად.
დღეიდან სომხეთს შეუძლია, პუტინი ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში დააკავოს
სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა. სომხეთში პირველ თებერვალს ძალაში შევიდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრიანება სომხეთს შესაძლებლობას აძლევს, მის მიწაზე სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები აღკვეთოს.“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში, იეგიშე კიროკოსიანმა. მისი თქმით, ეს, პირველ რიგში, აზერბაიჯანს ეხება. დასავლური მედია წერს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ეს ნაბიჯი იმასაც ნიშნავს, რომ სომხეთს შეუძლია, დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, თუ ის ქვეყანაში ჩავა. შეგახსენებთ, რომ რუსეთი მწვავედ აკრიტიკებდა სომხეთს რომის სტატუტთან შეერთების სურვილის გამო და ამ გადაწყვეტილებას "არამეგობრული აქტი" უწოდა. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთის ქმედებები მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული არ იყო. უკრაინის რეგიონებიდან ათასობით ბავშვის დეპორტაციის ბრალდებით, ჰააგის სასამართლომ, 2023 წლის მარტში, პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და, შესაბამისად, მის გადაწყვეტილებებს არ ცნობს. რომის სტატუტი რატიფიცირებულია, ერევანი ვალდებულია, პუტინი სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში დააკავოს
გერმანიის აეროპორტებში დღეს 1000-ზე მეტი რეისი გაუქმდება
გერმანიის ზოგიერთი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც Ruters-ი წერს, აეროპორტის თანამშრომლების 24-საათიანი აქცია გერმანიის პროფკავშირების გაერთიანება Verdi-ის ორგანიზებით გაიმართა. დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 1 100 ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა, რამაც გადაადგილების პრობლემა 200 000-ზე მეტ მგზავრს შეუქმნა. ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გერმანიის აეროპორტების თანამშრომლები 2023 წელსაც არაერთხელ გაიფიცნენ. ბოლო დღეების განმავლობაში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მეტი ხელშეწყობის მიზნით აქციებს საფრანგეთის, ბელგიისა და ავსტრიის პროფკავშირებიც მართავენ.
წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა
დიდუბის რაიონში აკაკი წერეთლის გამზირზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა. დედაქალაქის მერის განცხადებით, რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია, მათ შორის წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები. „საზოგადოებას დავპირდით, რომ პირველ თებერვალს გავხსნიდით. გამზირის ერთ მხარეს დასრულებულია გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა და მეორე ნაწილში კვლავ მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები. დასრულების ეტაპზეა, უსაფრთხოების კუნძულების მოპირკეთება, რის შემდეგაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები დამონტაჟდება. უახლოეს პერიოდში, შუქნიშნების მონტაჟი და გზის სავალი ნაწილის დახაზვის სამუშაო დასრულდება. ამ ეტაპზე, დარჩენილია ტროტუარების მოწყობის და გამწვანების სამუშაოები, რომელიც მარტის თვეში დასრულდება,” - განაცხადა თბილისის მერმა.
გერმანიამ კიევს სახანძრო მანქანები გადასცა
უკრაინის დედაქალაქმა გერმანელი პარტნიორებისგან დახმარების კიდევ ერთი პარტია მიიღო - ხუთი ახალი სახანძრო მანქანა ლაიფციგიდან. ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაცია იტყობინება. „პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ და ჩვენმა პოლონელმა პარტნიორებმა - Mito Truck - მანქანები კლიჩკოს თქმით, უკვე ხვალ, მანქანები ქალაქის სახანძრო განყოფილებებში მორიგეობენ. მან აღნიშნა, რომ ასეთი დახმარება ძალზე მნიშვნელოვანია მიმდინარე ომის ფონზე, როდესაც ქალაქს სჭირდება სწრაფად და ეფექტიანად რეაგირება გამოწვევებსა და საგანგებო სიტუაციებზე.
ბუდანოვი: სრული აბსურდია იმის თქმა, რომ ტრამპს და რესპუბლიკურ პარტიას რუსეთი უყვართ
უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი ტრამპის შესაძლო გამარჯვებაზე კომენტარს აკეთებს. კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ მას არ აწუხებს ტრამპის პოტენციური გამარჯვება. „ტრამპი "გამოცდილი ადამიანია. ის ბევრჯერ დაეცა და ისევ ადგა. და ეს ძალიან სერიოზული თვისებაა," - აღნიშნა ბუდანოვმა. ზოგიერთმა დემოკრატმა, მათ შორის პალატის უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა, ცალსახად განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის სეგმენტები მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და მოიხსენიებენ ჯგუფს, როგორც "პუტინის მომხრე დანაყოფს.“ ბუდანოვმა ეს დახასიათება უარყო. „იმის თქმა, რომ (ტრამპი) და რესპუბლიკური პარტია რუსეთის ფედერაციის მოყვარულები არიან, სრული აბსურდია,“ - აღნიშნა ბუდანოვმა. ზელენსკიმ ტრამპი კიევში მიიწვია
AP: კოსოვო ეთნიკურ სერბთა უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე ევროს გამოყენებას დაიწყებს
კოსოვოს ხელისუფლებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროს გამოყენებას დაუშვებენ და გააუქმებენ მეზობელი სერბეთის დინარის გამოყენებას ჩრდილოეთში, სადაც ეთნიკური სერბული უმცირესობის უმრავლესობა ცხოვრობს. როგორც AP წერს, გადაწყვეტილებამ დასავლეთის ძალებში შეშფოთება გამოიწვია, რომლებიც შიშობენ, რომ ეს გადაწყვეტილება კოსოვოს ურთიერთობებში სერბეთთან, მეტ დაძაბულობას გამოიწვევს. მათ მოუწოდეს პრიშტინას, რომ ეს ნაბიჯი გადადოს. „ევრო, როგორც გადახდისა და შესყიდვის ერთადერთი საშუალება, რომელიც მკაფიოდ არის განსაზღვრული კოსოვოს რესპუბლიკაში, მოლაპარაკებს არ ექვემდებარება,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ. სერბეთმა და კოსოვომ ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად უნდა იმოქმედონ - ლაიენი
Axios: სახელმწიფო დეპარტამენტი პალესტინის სახელმწიფოს შესაძლო აღიარების ვარიანტებს განიხილავს
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვა, განიხილოს და წარმოადგინოს ვარიანტები, ომის შემდგომ პალესტინის სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარების შესახებ. ამის შესახებ გამოცემა Axios-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა წყარომ განუცხადა. ათწლეულების განმავლობაში აშშ არ აღიარებდა პალესტინას და ხაზს უსვამდა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობა შეიძლება, მხოლოდ ისრაელთან პირდაპირი დიალოგით მიიღწეს. საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირებმა 7 ოქტომბრის შემდეგ საჯაროდ განაცხადეს, რომ ისრაელთან პოტენციური ნორმალიზების შეთანხმება, პალესტინის სახელმწიფოსკენ რეალური ნაბიჯების გადადგმაზე იქნება დამოკიდებული. როგორც Axios- წერს, ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზებას, პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გზას უკავშირებს და ეს ომის შემდგომი სტრატეგიის ნაწილიცაა. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების ვარიანტების განხილვა ერთ-ერთია იმ რამდენიმე საკითხიდან, რომელიც ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვა. როგორც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, "აშშ-ის დიდი ხნის პოლიტიკაა, რომ პალესტინის სახელმწიფოს ნებისმიერი აღიარება უნდა მოხდეს მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით და არა გაეროში ცალმხრივი აღიარებით. ეს პოლიტიკა არ შეცვლილა." სახელმწიფო დეპარტამენტმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
“საქართველომ აშშ-ის ინსტიტუციური მხარდაჭერის ქვეყნის სტატუსი მიიღო“ - ქვეყნები ხუთწლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე შეთანხმდნენ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტში, მხარეთა ხუთწლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია გათვალისწინებული. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მემორანდუმი მიზნად ისახავს დაავადებათა ზედამხედველობის არსებული სისტემების გაუმჯობესებას, ინფექციური დაავადებების პრევენციის, დროული აღმოჩენისა და რეაგირების მიზნით, ძალისხმევის გააქტიურებას, ტექნიკური დახმარების გაწევას საბაზისო/სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის. ასევე - ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სექტორში, ადამიანური რესურსების სწავლებასა და შესაძლებლობების განვითარებას.“ „მათ შორის - რეგიონული სასწავლო კურსების მეშვეობით, რომელიც საქართველოში CDC-ის რეგიონული ოფისის ტექნიკური დახმარებით ხორციელდება. დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ადამიანური რესურსების უწყვეტი პროფესიული მომზადება და განვითარების ეფექტური და მდგრადი სტრუქტურის ჩამოყალიბება. სამმხრივ მემორანდუმს ხელი ზურაბ აზარაშვილმა, ოთარ შამუგიამ და კაილა ლასერსონმა მოაწერეს.“ გლობალური ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი კაილა ლასერსონი: მემორანდუმზე ხელმოწერით ჩვენ ვადასტურებთ თანამშრომლობის მზაობას საქართველოსთან და ორივე სამინისტროსთან. ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაქვს, რომლის გაგრძელებაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით გვსურს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი თუშარ საინი: ახლახან საქართველომ მიიღო აშშ-ს ინსტიტუციური მხარდაჭერის ქვეყნის სტატუსი გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში. საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი, ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერისა და დაავადებათა საფრთხეებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად. ამრიგად, NCDC-ს აქვს ურყევი ნება აღნიშნული თანამშრომლობის მიმართულებით. ასევე წაიკითხეთ: Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა
რუსულმა მხარემ ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა, იტყობინება კომპანია „ჩერნომორენერგო“. „პირველი თებერვლიდან რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის შემცირების გამო, „ჩერნომორენერგო“ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გრაფიკს აწესებს,“ - ნათქვამია განცხადებაში. დღეს აბონენტებს შუქს ორჯერ, ორ-ორი საათით გაუთიშავენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში „სოციალური ნაკადის“ ფარგლებში დაიწყო რუსული ელექტროენერგიის უფასო მიწოდება. თუმცა აფხაზურმა მხარემ შეტყობინება მიიღო, რომ მიწოდება „სრული მასშტაბით ვერ მოხდება რიგი ტექნიკური მიზეზების გამო“. ოკუპორებულ აფხაზეთში იძულებულნი არიან, რუსეთიდან მიიღონ ელექტროენერგია, ენგურჰესის ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო.
წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება იცვლება
აკაკი წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება იცვლება. თბილისის მერიის ცნობოთ, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან ავტომობილები ნონა გაფრინდაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ შალიკაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან, მარცხნივ მოხვევით. გაფრინდაშვილის ქუჩისა და კოსმონავტების სანაპიროს დამაკავშირებელი გვირაბიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა ასევე, შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით. გარდა ამისა, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება გიორგი ცაბაძის ქუჩის ნაწილზე და გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ცალმხრივად. კერძოდ, ავტომობილები იმოძრავებენ თევდორე მღვდლის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით.
სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება
სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. სხდომაზე პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დამტკიცდება. 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ რიგით მე-8 ყრილობა გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ოფიციალურად დაასახელებენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ადასატურებენ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განიხილება, რომელსაც პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს."ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.