ძებნის რეზულტატი:

პროკურატურა თბილისში, ქოლცენტრების საქმეძე “საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს“ ატარებს

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას. უწყების განცხადებით, პროკურატურა თბილისში, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს. „საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ, თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს,“ - წერს პროკურატურა.  

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6771 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. ევროს ახალი კურსი 2.8902 ლარია. დღეს ევრო 2.9044 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის გაფართოება - აშშ-ის მხარდაჭერით, მარშრუტის განვითარებით დაინტერესებული მხარეები ტაშკენტში შეიკრიბნენ

ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ პირები 25-26 იანვარს, ტაშკენტში ტრანსკასპიური სავაჭრო გზის (TCTR) გაფართოების შესახებ მესამე დისკუსიაში მონაწილეობდნენ. ღონისძიება აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და ცენტრალურ აზიაში USAID-ის სავაჭრო პროგრამის მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრაზე მთავარი ყურადღება დაეთმო პროგრამის CLDP მიერ წარმოდგენილი „ერთობლივი სამოქმედო გეგმის“ (Joint Action Plan) პროექტის განხილვას. გეგმის თანახმად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გაციფრების პროცესს საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ოპტიმიზაციისთვის, აგრეთვე სარკინიგზო გადაზიდვების, საპორტო ოპერაციების და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. სამუშაო ჯგუფებმა გარკვეული ცვლილებები შეიტანეს „ერთობლივი სამოქმედო გეგმის“ პროექტში, გაითვალისწინეს რა ფასეული წინადადებები და გამოხმიანებები. კონფერენციაზე შეიკრიბნენ ძირითადი დაინტერესებული მხარეები ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, თურქმენეთიდან და საქართველოდან. გარდა ამისა, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის (IRU), TRACECA-ს, UNECE-ს, GIZ-ს, მსოფლიო ბანკის, EBRD-სა და ADB-ის წარმომადგენლები. CLDP-ის ეს ინიციატივა ემთხვევა C5+1 დიპლომატიური პლატფორმის მიზნებს, გააძლიეროს რეგიონული ეკონომიკური ურთიერთდაკავშირება და დაძლიოს გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის რეგიონულ თანამშრომლობასა და მდგრადობას. TCTR მოიცავს მულტიმოდალურ მარშრუტებს (საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო), რომელიც აკავშირებს ცენტრალური აზიის ქვეყნებს აზერბაიჯანთან და საქართველოსთან კასპიისა და შავი ზღვების გავლით და საბოლოოდ აღწევს ევროპის ბაზრებზე. ეს დერეფანი მიზნად ისახავს ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ტვირთების გადაზიდვის, მათ შორის, ტრანზიტის გაზრდის ხელშეწყობას, ხოლო ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპულ ბაზრებზე გაუმჯობესებულ წვდომას შესთავაზებს. TCTR-ს ინიციატივაში ჩართულია 6 ქვეყანა ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, საქართველო. 30 იანვარს, ევროკავშირი-ცენტრალური აზიის სატრანსპორტო კავშირის ინვესტორთა ორდღიანი ფორუმის განმავლობაში, ევროკავშირმა, ცენტრალური აზიის ქვეყნებმა (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და სხვა შეკრებილმა პარტნიორებმა მთელი მსოფლიოდან, მარშრუტის განვითარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ევროპული და საერთაშორისო ფონდებიდან ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა.  

ორბანი: მისია შესრულებულია, უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მისია შესრულებულია, უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება. მანამდე ევროკავშირის 27-ვე წევრმა, მათ შორის უნგრეთმაც, მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემას. „მისია შესრულებულია. უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება, პირველი და მეორე წლის ბოლოს კონტროლის მექანიზმი გვაქვს. უკრაინაში მიმდინარე ომზე ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები,” - განაცხადა ორბანმა. ორბანის თქმით, დეკემბერში ევროპულმა საბჭომ “ორი უნგრული პრობლემის” მოგვარება ვერ მოახერხა და ამიტომ უნგრეთმა მაშინ თანხმობა არ განაცხადა უკრაინისთვის დახმარებაზე. „ვშიშობდით, რომ ევროკავშირის ფონდებიდან სახსრები, რომელიც უნგრელებისთვის არის განკუთვნილი და ევროკომისიის მიერაა დაბლოკილი, ადრე თუ გვიან უკრაინაში აღმოჩნდებოდა. ვშიშობდით, რომ რესურსები უკრაინას გრძელვადიანი პერიოდით უკონტროლოდ გადაეცემოდა,” - განაცხადა ორბანმა. უკრაინისთვის გათვალისწინებული თანხის ნაწილი, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი 33 მილიარდი კი, მომავალი ოთხი წლის განმავალობაში კიევს კრედიტების ფორმით გადაერიცხება. შეგახსენებთ, შეთანხმება მიღწეულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ. ორბანმა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას დეკემბერში ვეტო დაადო.  

შვედეთის ელჩი: არჩევნების არაპარტიული მეთვალყურე ორგანიზაციები ბევრ ქვეყანაში არიან თავდასხმის სამიზნეები

შვედეთის ელჩმა საქართველოში ანა ლიბერგმა განაცხადა, რომ „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის, როცა „მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი ნება და განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნის ბედი." „გვჯერა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი სადამკვირვებლო ჯგუფებს შეუძლიათ თავისუფლად მოქმედება ქვეყანაში.“ „ვხედავთ, რომ არჩევნების არაპარტიული მეთვალყურე ორგანიზაციები ბევრ ქვეყანაში არიან თავდასხმის სამიზნეები. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და ხაზს უსვამს მათი საქმიანობის და აგრეთვე მათთვის მხარდაჭერის გაწევის მნიშვნელობას,“ - აღნიშნა ელჩმა. ევროკავშირის ელჩი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის თვალსაზრისით ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება  

ნაზარბაევის ქანდაკება ყაზახეთის ეროვნული მუზეუმის გამოფენიდან საწყობში გადაიტანეს

ყაზახეთის ეროვნულმა მუზეუმმა ექსპოზიციიდან ამოიღო ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი, რომელიც 2018 წელს დამონტაჟდა. როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იუწყება, რომ ნაზარბაევის ძეგლი დარბაზში პირველ სართულზე იდგა, ამჟამად კი საწყობი ინახება. როგორც მედია წერს, ძეგლის უკანა მხარეს გაკეთებული იყო დაფა, რომელსაც ლათინურად შემდეგი შინაარსის წარწერა ჰქონდა: „ჩემი ოცნებაა, ყაზახეთი იყოს მარადიული ქვეყანა. დრო გაივლის, ხალხი წავა, მაგრამ დამოუკიდებლობა დარჩება." ჯერჯერობით ეს დაფა ციფრული ეკრანით არის დაფარული. მუზეუმის პირველ სართულზე აღარ ჩანს ნაზარბაევის მასშტაბური პორტრეტი, რომელიც შენობის ცენტრში იყო განთავსებული. ყაზახეთის ექსპრეზიდენტსა და მის პრესმდივანს ძეგლის დემონტაჟსა და ნახატის გადატანაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ასტანაში ნაზარბაევის ძეგლის დემონტაჟის მეორე შემთხვევაა. გასულ თვეში ყოფილი პრეზიდენტის ძეგლი თავდაცვის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდანაც აიღეს. ძეგლი, რომელშიც ნაზარბაევი სამხედრო ფორმაშია გამოსახული, 2020 წელს გაიხსნა, ყოფილი პრეზიდენტის მე-80 დაბადების დღის აღსანიშნავად. 2022 წლის იანვარში ქვეყანა მოიცვა უპრეცედენტო ანტისამთავრობო გამოსვლებმა, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა და რომელთა შედეგადაც დასუსტდა ნაზარბაევისა და მისი კლანის გავლენები. მისი ნათესავები და ახლობლები დაითხოვეს ოფიციალური და ბიზნესპოზიციებიდან, რამდენიმე მათგანი დააპატიმრეს.  

CBS: აშშ-მ სირიასა და ერაყში ირანულ სამიზნეებზე დარტყმების გეგმა დაამტკიცა

აშშ-მა სირიასა და ერაყში მდებარე ირანული პერსონალისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საავიაციო დარტყმების გეგმები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ინფორმაციით, ავიადარტყმების დრო დიდწილად ამინდით იქნება განსაზღვრული. ავიადარტყმები პასუხად მოჰყვება ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების მიერ შაბათ-კვირას იორდანიაში განლაგებული ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებულ დრონებით თავდასხმას. სირიასა და ერაყში განლაგებული ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ თავდასხმების სერიის შემდეგ, აღნიშნულ ინციდენტს პირველად მოყვა მსხვერპლი.  

შვეიცარიას NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავება სურს

შვეიცარიის ფედერალური მთავრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებს, კერძოდ, წვევამდელების ერთობლივ სასწავლო მისიებში ჩართვისა და მისი ტერიტორიით უცხოელი სამხედრო პერსონალის ტრანზიტის წესების გადახედვით. შვეიცარიის ხელისუფლება ანგარიშში მიუთითებს, რრომ ისინი აგრძელებენ ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი პოლიტიკის დაცვას, მაგრამ იტოვებენ უფლებას, შექმნან საჭირო სამხედრო ალიანსები თავდასხმის შემთხვევაში. „აუცილებელია, შეიქმნას სამართლებრივი ბაზა, რომელიც პატივს სცემს ნეიტრალიტეტის საზღვრებს,“ - ნათქვამია დოკუმენტში. NATO ჟენევაში სამეკავშირეო ოფისის გახსნას განიხილავს - მედია შვეიცარიის მთავრობამ ასევე განმარტა, რომ არ უნდა იყოს მიღებული ვალდებულებები, დამოკიდებულებები ან შეზღუდვები, რომლებიც საბოლოოდ, შეუთავსებელი იქნება ქვეყნის ნეიტრალიტეტთან. როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, შვეიცარიის ხელისუფლება სულ უფრო მეტად არის მიდრეკილი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. შვეიცარია უკვე არის NATO-ს პარტნიორობა მშვიდობის პროგრამის წევრი და გასულ წელს მის ფარგლებში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. ცნობისთვის, შვეიცარიამ რუსული ალმასის იმპორტი აკრძალა. ქვეყანა ევროკავშირის სანქიცების მე-12 პაკეტს უერთდება. აკრძალვა დღეიდან შევიდა ძალაში.  

უკრაინაში დრონებს 200-მდე კომპანია აწარმოებს - შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, ამჟამად უკრაინაში 200-მდე კომპანია აწარმოებს დრონებს, როდესაც 2022 წელს მხოლოდ შვიდი ასეთი კომპანია იყო. შმიგალის თქმით, მთავარი ამოცანაა დრონების, საბრძოლო მასალისა და სხვა თანამედროვე იარაღის წარმოების გააქტიურება და თავდაცვის ძალებისთვის მათი მიწოდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მიღებულია 20-მდე კანონი და მარეგულირებელი აქტი, რომლებიც იარაღის ბაზარს აყალიბებს. ამავდროულად, გამარტივდა უპილოტო საფრენი აპარატების ექსპლუატაციის დაშვება, გაუქმდა დღგ და იმპორტის გადასახადები დრონების აღჭურვილობაზე, შეიქმნა საწვრთნელი მოედნები პილოტების მომზადებისა და ახალი ტიპის თვითმფრინავების ტესტირებისთვის, ასევე, გამარტივდა სხვა პროცედურები.   

აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის პრიორიტეტებზე საუბრობს

შეერთებული შტატები მუშაობს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობაზე მრავალმხრივი მიდგომით, რათა გააძლიეროს საზღვაო უსაფრთხოება და შავი ზღვის პარტნიორების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სელესტ უოლენდერმა განაცხადა. „ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას უსაფრთხოების დახმარების პროგრამებში. [შეერთებულმა შტატებისთვის] პრიორიტეტულია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სტრატეგიული და მოკლე დისტანციური საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. ჩვენ მიერ მიწოდებული სისტემები, მათ შორის, NASAMS-ის სისტემები უკრაინას საშუალებას აძლევს, ეფექტიანად დაიცვას კრიტიკული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა, მისი ელექტრო ქსელები, ენერგეტიკული სისტემები და უკრაინის პორტები.“ უოლენდერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ანიჭებენ აშშ მთავრობა და მისი მოკავშირეები შავი ზღვის რეგიონს პრიორიტეტს და უკრაინის მხარდაჭერას. მან ასევე განიხილა შეერთებული შტატების კონკრეტული პოლიტიკა, რომელიც დაეხმარება რეგიონს, „დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და გაუმკლავდეს რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამოწმვევ ქმედებებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებს.“ „შეერთებული შტატების სტრატეგია უნდა გვარწმუნებდეს, რომ შავი ზღვა არ გახდება "რუსეთის ტბა." პრაქტიკული ნაბიჯები კომერციული წვდომის შესანარჩუნებლად და რეგიონულ სახელმწიფოებს შორის თავსებადობის გასაუმჯობესებლად, არამხოლოდ ეხმარება NATO-ს, არამედ, ინარჩუნებს თანამშრომლობის გზას ჩვენს ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა, საქართველო და სამხრეთ კავკასიის [სხვა] ქვეყნები, რომლებიც საკუთარი ეკონომიკური საარსებო წყაროს დასაცავად, უფრო უსაფრთხო შავ ზღვაზე ამახვილებენ ყურადღებას,“ - აღნიშნა უოლენდერმა. მან რეგიონული კავშირებისა და თანამშრომლობის წახალისების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი შეფასებით, კოორდინაციის გაძლიერება „არამარტო დაეყრდნობა უკრაინის არსებულ და საკმაოდ წარმატებულ ძალისხმევას, რათა რუსეთი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს არ გადასცეს, არამედ, გააძლიერებს უკრაინის საზღვაო შესაძლებლობებს და მის შესაძლებლობებს, დაიცვას თავისი ტერიტორია და მისი ეკონომიკა მომდევნო წლებში.“ აშშ-ის ევროპული სარდლობა: საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას „საქართველოში შეერთებული შტატები თავდაცვის სფეროში ჩვენი პარტნიორობის ერთგული რჩება და ახორციელებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისათვის საჭირო რეფორმების მნიშვნელოვან პროგრამებს,“ - აღნიშნა უოლენდერმა

ლაიენი: უკრაინაში სასტიკის შეჭრის მეორე წლისთავის წინ, პუტინმა ძლიერი სიგნალი მიიღო

ევროკავშირი განიხილავს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტს, რომელიც დღეს დამტკიცდა, როგორც მოქნილ ინსტრუმენტს, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს საუკეთესო დროში და ყველაზე შესაფერისი პროპორციებით უკრაინის ინტერესებისთვის. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა. მან დასძინა, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას ასევე შეუძლია დადებითი როლი ითამაშოს აშშ-ის კონგრესის უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით. „დღეს მართლაც ძალიან განსაკუთრებული დღეა. ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის ურყევი ვალდებულება, დადგეს უკრაინის გვერდით. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ მათ [უკრაინელებს] მხარს დავუჭერთ საჭირო დაფინანსებით და მივაწვდით მათ საჭირო დახმარებას, რომელსაც იმსახურებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს 50 მილიარდი ევრო ოთხი წლის განმავლობაში ასევე ძალიან ძლიერ მესიჯს უგზავნის პუტინს, მისი სასტიკი შეჭრის [უკრაინაში] მეორე წლისთავის წინ,“ - აღნიშნა ლაიენმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ფართო მხარდაჭერის მიღება პარტნიორებისგან. ჩვენ ერთად დავდგებით უკრაინის გვერდით, ვიდრე საჭირო იქნება,“ აღნიშნა ლაიენმა.  

Politico: ორბანის დარწმუნებაში მთავარი როლი მელონიმ და მაკრონმა ითამაშეს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბოლო კვირების განმავლობაში ამზადებდნენ ნიადაგს, რათა დაერწმუნებინათ ვიქტორ ორბანი, არ დაებლოკა უკრაინის 50 მილიარდიანი ფინანსური დახმარება. ამის შესახებ Politico-მ მოლაპარაკებების მიმდინარეობის მცოდნე წყაროებიდან შეიტყო. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, ამ კვირაში იტალიის პრემიერ-მინისტრი ასევე ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ტელეფონით, გამართა ერთსაათიანი შეხვედრა ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე და პირველ თებერვალსაც, დილით  სხდომის დაწყებამდე. მაკრონმა ასევე ითამაშა როლი ორბანის დარწმუნებაში, რომელსაც უნგრეთის ლიდერთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა. როგორც გამოცემა წერს, საფრანგეთის პრეზიდენტი ორბანს ოთხშაბათს, 31 იანვარს შეხვდა. როგორც ცნობილია, ამ თვის დასაწყისში მაკრონი ორბანის გადაბირებას ჯერ კიდევ ელისეს სასახლეში ლანჩის დროს გამართული მოლაპარაკებებისა ცდილობდა. საბოლოოდ, როგორც Politico აღნიშნავს, ფრანგი და იტალიელი ლიდერების ძალისხმევამ უბიძგა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომ ევროკავშირის ლიდერებს შორის მიღწელი შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება დეტალური განხილვის გარეშე, ძალიან სწრაფად გამოეცხადებინა. სამიტის ყველა მონაწილე დაეთანხმა გეგმას, რომელიც უნგრეთისთვის მცირე დათმობებს მოიცავდა. „მაკრონს არასდროს სურდა ორბანთან დაპირისპირება. ეს არის მიდგომა, რომელიც დღეს შედეგიანი აღმოჩნდა,“ - განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ Politico-ს. როგორც მედია წერს, ევროკავშირის ლიდერები გამართავენ ყოველწლიურ დებატებს პროგრამის შესახებ და ორი წლის შემდეგ მათ შეუძლიათ, ევროკომისიას მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვა შესთავაზონ.  

აზოვის მეთაური: მარიუპოლის 900-ზე მეტი დამცველი ტყვეობაში რჩება

მარიუპოლის 900-ზე მეტი დამცველი რჩება რუსეთის ტყვეობაში, განუცხადა პირველ თებერვალს უკრაინულ მედიას აზოვის პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც 31 იანვარს რუსეთის ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა 207 უკრაინელი ტყვე.  პროპენკომ ანაცხადა, რომ აზოვის ორი მებრძოლი გაათავისუფლეს, მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო მარიუპოლის დამცველი. აზოვის მებრძოლები უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცნენ მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხნის მტკიცე დაცვით, ომის პირველ სამ თვეში. რუსულმა ძალებმა მარიუპოლი 2022 წლის მაისისთვის საბოლოოდ აიღეს. პროკოპენკო, მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი და საზღვაო მეთაური სერხი ვოლინსკი რუსული ტყვეობიდან 2022 წლის სექტემბერში ტყვეთა მასიური გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს. რუსული პროპაგანდა რეგულარულად ცდილობდა აზოვის პოლკის დემონიზაციას ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან მისი სავარაუდო ასოციაციის გამო. დაბრუნებული ტყვეების გუშინდელი ჯგუფი 180 რიგითისა და სერჟანტისგან, ასევე, შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სასაზღვრო დაცვისა და ეროვნული პოლიციის 27 ოფიცრისგან შედგებოდა.  

სტოლტენბერგმა აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა: NATO-ს მოკავშირეები მსოფლიოს ეკონომიკური და სამხედრო ძალის ნახევარს წარმოადგენენ

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა. როგორც Europetime-ს ალიანსის პრესამსახურიდან აცნობეს, სტოლტენბერგი აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის (SOCOM) შტაბბინაში, ტამპაში, ფლორიდაში იმყოფებოდა. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ მოკავშირეების გაზრდილი თავდაცვითი ხარჯები არამხოლოდ გააძლიერებს ეროვნულ შესაძლებლობებს, არამედ ხელს შეუწყობს უფრო მეტ თანამშრომლობას ალიანსში. უსაფრთხოების საფრთხეებსა და მზარდი გამოწვევების გლობალურ ხასიათზე მითითებით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO-ს მოკავშირეები ერთად შეადგენენ მსოფლიოს ეკონომიკური და სამხედრო ძალის ნახევარს. „NATO კარგი გარიგებაა ყველა მოკავშირისთვის… NATO კარგი გარიგებაა შეერთებული შტატებისთვის,“ აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. ორშაბათს გენერალურ მდივანს დისკუსია ჰქონდა აშშ-ის მაღალჩინოსნებთან და სახელმწიფო მდივანთან. ის ასევე შეხვდა თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს ჯეიკ სალივანს, რათა განეხილათ უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელება და ასევე მზადება ნატოს სამიტისთვის ამ ივლისში ვაშინგტონში. „პუტინი უკრაინაში ომს ვერ მოიგებს“ - სტოლტენბერგის და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ერთობლივი განცხადება იენს სტოლტენბერგმა კონგრეში დავის ფონზე, უკრაინის დახმარების საკითხი ამერიკელ კანონმდებლებთან განიხილა „ჯაველინებმა“ გადამწყვეტი როლი შეასრულეს უკრაინაში, ომის პირველ კვირებში - სტოლტენბერგი

გენერალი დეივისი: NATO-ს წვრთნები რეალურ და არა გამოგონილ საფრთხეზე რეაგირებაა

ამერიკელ გენერალ გორდონ დეივისის შეფასებით, NATO-ს წვრთნები რეალურ და არა გამოგონილ საფრთხეზე რეაგირებაა. [სამხედროები გაიწვრთნებიან] პორტებში, აეროპორტებსა და საზღვაო პორტებში ჩამოტვირთვაში, ევროპაში წინასწარ განლაგებული [იარაღის] მარაგის მიღებასა და პერსონალის აღჭურვაში. ისინი ივარჯიშებენ ამ ჯარების ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადასხმასა და სამხედრო მობილობაში. გათამაშდება ის სამხედრო რეგიონული გეგმები, რომლებიც გასულ წელს დამტკიცდა [NATO-ს მიერ]. „წარსულში, [NATO-ს] ჰქონდა დიდი წვრთნები, ათიათასობით ადამიანის ჩართულობით, მაგრამ არა ისეთი დიდი, როგორიც წელსაა, თითქმის 100,000 ადამიანის მონაწილეობით და ასევე არ იყო დიდი, გეოგრაფიული განფენილობის თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც რუსეთი დასავლეთისგან მომდინარე თითქოს არსებული საფრთხის ფაბრიკაციას ახდენდა, რომელიც უბრალოდ არ არსებობს - ჩვენ არსებულ, რეალურ საფრთხეზე პასუხს NATO-ს სტანდარტებით გავცემთ. ასე, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია [ამ წვრთნების]. მიუხედავად რუსეთისგან მომავალი რიტორიკისა, ეს [წვრთნები] არის რეალურ და არა გამოგონილ საფრთხეზე რეაგირება და ის არ ცდილობს, რომ დაგვაბრუნოს ცივი ომის პერიოდში, არამედ, ცდილობს, დღევანდელ რეალობას უპასუხოს,“ - აღნიშნა გენერალმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. NATO-მ 1988 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ გამოაცხადა წვრთნები სტრატეგიულად განაწილებულია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ფინეთში, ესტონეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, შვედეთში და გაერთიანებულ სამეფოში. ღონისძიებები 2024 წლის იანვრის ბოლოდან 31 მაისამდე ჩატარდება და ორ ნაწილად გაიყოფა.  

რომელ ქვეყნებში ატარებს NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს

24 იანვარს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა წვრთნები Steadfast Defender 24-ის დაწყების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ეს NATO-ს უდიდესი სამხედრო წვრთნებია 1988 წლის შემდეგ. „მტკიცე მცველი” (Steadfast Defender) წვრთნები ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკის პორტიდან აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების Gunston Hall სადესანტო გემის გასვლით დაიწყო, რომელიც ატლანტიკურ ოკეანეს გადაკვეთს. წვრთნების ფარგლებში ეს პირველი ტაქტიკური მანევრია. იანვრის ბოლომდე წვრთნებს კანადის ფლოტის Charlottetown გემი შეუერთდება, რომელიც ჰალიფაქსის პორტიდან ევროპისკენ გაემართება. „Steadfast Defender-24 თვალსაჩინო მაგალითი გახდება ჩვენი ერთიანობის, ძალისა და მზადყოფნის დავიცვათ ერთმანეთი, ჩვენი ღირებულებები და საერთაშორისო წესრიგი, რომელიც წესებზეა დაფუძნებული,” - განაცხადა ევროპაში NATO-ს ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ. წვრთნებში 90 000 სამხედრო მოსამსახურე, 50 სამხედრო-საზღვაო გემი, 80 თვითმფრინავი და 1 100-ზე მეტი საბრძოლო მანქანა ჩაერთვება. NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ წვრთნებს იწყებს წვრთნები სტრატეგიულად განაწილებულია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ფინეთში, ესტონეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, შვედეთში და გაერთიანებულ სამეფოში. ღონისძიებები 2024 წლის იანვრის ბოლოდან 31 მაისამდე ჩატარდება და ორ ნაწილად გაიყოფა. საწყის ეტაპზე (იანვრის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე) ყურადღება გამახვილდება საზღვაო გაძლიერებაზე ატლანტიკისა და არქტიკის გასწვრივ. მეორე ეტაპი (თებერვლის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე) გადაინაცვლებს ყველა დომენზე, არქტიკიდან აღმოსავლეთ ფლანგამდე. STEADFAST DEFENDER 2024 არის მრავალდომენიანი წვრთნა, რომელიც მოიცავს სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, კიბერ და კოსმოსურ ოპერაციებს. ის ჩრდილოეთ ამერიკიდან და ალიანსის სხვა ნაწილებიდან, ევროპაში ძალების განლაგებას გულისხმობს.   

იაპონიამ უკრაინას $390 მილიონი გამოუყო

უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა იაპონიიდან მსოფლიო ბანკის პროექტების ფარგლებში დაახლოებით 390 მილიონი დოლარი მიიღო. დახმარება მიზნად ისახავს სოციალურ უსაფრთხოებასა და სოფლის მეურნეობის აღდგენას. იაპონიის ფინანსური დახმარება იანვარში მოიცავს 89,8 მილიონი აშშ დოლარის გრანტს მსოფლიო ბანკის გადაუდებელი პროექტის ფარგლებში უკრაინაში სოფლის მეურნეობის აღდგენის ინკლუზიური მხარდაჭერისთვის (ARISE) და ასევე, 300 მილიონ აშშ დოლარის სასესხო სახსრების ნაწილს სოციალურ დაცვაში ინვესტირების ფარგლებში.  პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის მწარმოებლების ხელმისაწვდომობას დაფინანსებაზე, შეღავათიანი სესხებისა და გრანტების მეშვეობით.  

ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი აღარ შეიძლება, იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია, ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან განახორციელეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. მისი თქმით, ადრე თავდაცვის სფეროში სომხეთის ურთიერთობების 95-97 პროცენტს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა შეადგენდა, მაგრამ ახლა ეს არ შეიძლება, მოხდეს როგორც ობიექტური, ასევე, სუბიექტური მიზეზების გამო. „სომხეთმა უნდა გაიგოს, ვისთან შეიძლება, რეალურად გვქონდეს სამხედრო-ტექნიკური და თავდაცვითი ურთიერთობები,“ - განაცხადა ფაშინიანმა. მან აღნიშნა, რომ 2022 წლის იანვარში სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთთან თანამშრომლობით არმიის რეფორმის კონცეფცია მოამზადა. თუმცა სომხეთის პრემიერის თქმით, იმ წლის ზამთრის მოვლენებმა - აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკირებამ აჩვენა, რომ „ამ კონცეფციით წინსვლა შეუძლებელია და ახლა უნდა გვესმოდეს, რამდენად რეალურია მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობა.“ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, არმიის განვითარების კონცეფცია უნდა შეიცვალოს. მან პირობა დადო, რომ მსგავსი დოკუმენტი წლის ბოლომდე მიიღება  

გენერალი ზალუჟნი 2024 წლის სამ მთავარ ამოცანას ასახელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომში, ძალისხმევა სამ ძირითად მიზანს უნდა ითვალისწინებდეს. ზალუჟნის სტატია ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა გამოაქვეყნა. უფრო ვრცელი ვერსია კი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.  „2024 წელს ჩვენი ძირითადი ძალისხმევა სამ მიმართულებაზე უნდა მივმართოთ: შევქმნათ სისტემა ჩვენი შეიარაღებული ძალების მაღალტექნოლოგიური აქტივებით უზრუნველყოფისთვის, დავნერგოთ წვრთნისა და ომის ახალი ფილოსოფია, რომელიც ითვალისწინებს მათი გამოყენების საშუალებებისა და აქტივების შეზღუდვას, ახალი საბრძოლო შესაძლებლობების რაც შეიძლება სწრაფად დაუფლება," აღნიშნა ზალუჟნიმ. მას მიაჩნია, რომ უკრაინას უკვე აქვს მტრის განადგურების და სახელმწიფოებრიობის არსებობის უზრუნველყოფის შესაძლებლობები. „ჩვენ უკვე გვაქვს მტრის აღმოფხვრის და სახელმწიფოებრიობის არსებობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს გამოვიყენოთ მომენტი - მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი უახლესი საბრძოლო შესაძლებლობების დაგროვება, რაც მოგვცემს საშუალებას გამოვყოთ ნაკლები რესურსი მტრისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებისთვის, აგრესიის დასასრულებლად და მომავალში უკრაინის მისგან დასაცავად," - აღნიშნა ზალუჟნიმ.  

ბრიუსელი "მკაფიო სიგნალს" უგზავნის მოსკოვს, ახლა უკრაინა ამერიკის გადაწყვეტილებებს ელოდება - ზელენსკი

ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, მოსკოვს მკაფიო სიგნალს უგზავნის, რომ ევროპა უკრაინის გვერდით დადგება. ახლა უკრაინა  გადაწყვეტილებებს შეერთებული შტატებისგან ელოდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დღეს ევროპამ აჩვენა ზუსტად ისეთი ერთიანობა, რაც საჭიროა. 27 ქვეყანა ერთად. ევროკავშირის ინსტიტუტების სრული თანამშრომლობა. ეს არის მკაფიო სიგნალი მოსკოვისთვის, რომ ევროპა გაუძლებს. მაგრამ ამავე დროს, ეს არის მკაფიო სიგნალი ატლანტიკის მიღმა, რომ ევროპა იღებს ვალდებულებებს, უსაფრთხოების ვალდებულებებს, მტკიცე ვალდებულებებს. ჩვენ ველოდებით ამერიკის გადაწყვეტილებებს," - განაცხადა ზელენსკიმ. ლაიენი: უკრაინაში სასტიკის შეჭრის მეორე წლისთავის წინ, პუტინმა ძლიერი სიგნალი მიიღო აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, უკრაინის დახმარების საკითხზე კენჭისყრა მომავალ კვირაში გაიმართება.  აშშ-ის სენატი მიგრაციის და უკრაინის დახმარების საკითხებზე შეთანხმების მიღწევას უახლოვდება და მის გამოქვეყნებას პარასკევს გეგმავს, - Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.