ძებნის რეზულტატი:
ბლინკენი: ბრძოლის ველზე ვხედავთ მტკიცებულებებს, თუ რას ნიშნავს უკრაინისთვის აშშ-ის დახმარება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უკრაინის მიღწევები ორწლიანი ბრძოლების შემდეგ, შესაძლოა, აშშ-ის ახალი დაფინანსების გარეშე ეჭქვეშ დადგეს. „ამის (აშშ-ის დახმარების, რედ.) გარეშე, მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი, რასაც უკრაინელებმა მიაღწიეს და რის მიღწევაშიც ჩვენ მათ დავეხმარეთ, საფრთხის ქვეშ დადგება,“ - განაცხადა ბლინკენმა სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ამჟამად არ გვაქვს სამხედრო დახმარება, რომელსაც ჩვენ ვაწვდიდით უკრაინას და ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ბრძოლის ველზე ეს დახმარება,“ - განმარტა ბლინკენმა. ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ თუ შეერთებული შტატები ვერ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მაშინ ეს უფრო გაურთულებს ევროპელებს და სხვებს საქმეს, გააგრძელონ ის, რასაც უკვე აკეთებდნენ. „ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ჩვენ ნამდვილად შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები,“ - აღნიშნა ბლინკენმა. ზელენსკი: უკრაინა ელოდება აშშ-ის გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6827 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6773 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9080 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8963 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე: შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი გააუმჯობესებს კავშირს სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზრებს შორის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ენერგეტიკული რესურსების საკითხებში, ლორა ლოხმენმა განაცხადა, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი გააუმჯობესებს კავშირს სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზრებს შორის. „საქართველო და აზერბაიჯანი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ ნიშნავს შავი ზღვა მხოლოდ ნახშირწყალბადების მოძიებასა და ექსპლუატაციას. ისინი სთავაზობენ განახლებადი ენერგიის დიდ შესაძლებლობებს. კერძოდ, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროქტი გააუმჯობესებს კავშირს სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზრებს შორის. ჩვენ მოუთმენლად ველით მუშაობას აზერბაიჯანთან, კერძო სექტორთან და, ცხადია, ბევრ სხვა ქვეყანასთან,“ აღნიშნა ლოხმენმა. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. აშშ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებაზე საუბრობს რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო
დანიამ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად, 3 მლნ კრონა გამოყო
დანიამ ხელი მოაწერა ახალ, ნებაყოფლობით კონტრიბუციას, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერას ითვალისწიებს. დანიის მიერ წელს გამოიყო 3 მილიონი კრონა, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს 2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს დააფინანსებს. „მოსალოდნელია, რომ დანიის მხრიდან ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. დანია მრავალი წელია, მხარს უჭერს ევროპის საბჭოს მუშაობას ევროპის სამეზობლოში, მათ შორის, საქართველოში. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას,“ - წერს დანიის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. ევროპის საბჭოს თბილისის წარმომადგენლობის ცნობით, დანიის მთავრობამ დაახლოებით 1,200,000 ევრო გამოყო ევროპის საბჭოს შემდეგი სამი სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად: 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის; 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა მოლდოვის რესპუბლიკისთვის და 2023-2026 წლების სამოქმედო გეგმა უკრაინისათვის - „მდგრადობა, აღდგენა და რეკონსტრუქცია.“ „ამ მნიშვნელოვანი ფაქტის აღსანიშნავად, შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოში დანიის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩ იენს კისლინგსა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, ბიორნ ბერგეს შორის,“ წერს ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი. ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მიზანია, გაძლიერდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
სუნაკი: ინტერვალური კვების მეთოდი ჩემთვის მნიშვნელოვანი დისციპლინაა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კვირაში ერთხელ 36 საათით საკვებს არ იღებს. რიში სუნაკი 17:00 საათიდან სამშაბათს, დილის 05:00 საათამდე არაფერს ჭამს. BBC-სთან განმარტა, „ყოველკვირეულად, საკვების შეზღუდვა მისთვის მნიშვნელოვანი დისციპლინაა.“ „ეს ნიშნავს, რომ კვირის განმავლობაში, დანარჩენ დღეებში ტკბილეულის მიღება თამამად შემიძლია,“ – ამბობს სუნაკი. როგორც BBC წერს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ის კოკა-კოლაზე იყო დამოკიდებული და არომ ყველაზე მეტად მექსიკური კოკა-კოლა მოსწონს, რადგან ის ლერწმის შაქრით მზადდება. რიში სუნაკი ვარჯიშის მოყვარულია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ყოველ დილით ველოსიპედით სეირნობს. მისი თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დისციპლინა მნიშვნელოვანია. დიეტოლოგმა და ბრიტანეთის დიეტოლოგთა ასოციაციის სპიკერმა კლერ თორნტონ ვუდმა განმარტა, რომ ინტერვალური შიმშილი შეიძლება, დაეხმაროს ადამიანებს წონის დაკლებაში, მაგრამ ”მას უნდა ახლდეს ჯანსაღი, დაბალანსებული დიეტა დანარჩენი დროის განმავლობაში.” ინტერვალური კვების სხვადასხვა ვერსია არსებობს.
მასკის განცხადებით, მისმა კომპანიამ ადამიანის ტვინში ჩიპი პირველად ჩანერგა
Space X-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისმა კომპანია Neuralink-მა ადამიანის ტვინში უსადენო ჩიპი პირველად ჩანერგა. BBC-ის ინფორმაციით, როგორც მასკი ამბობს, „შედეგები იმედისმომცემია, პაციენტი თავს კარგად გრძნობს.“ კომპანიის მიზანია, ადამიანის ტვინი კომპიუტერს დაუკავშიროს და ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებს დაეხმაროს. Neuralink წარსულში გააკრიტიკეს. Reuters-მა 2022 წლის დეკემბერში დაწერა, რომ კომპანია ჩართული იყო ტესტირებაში, რამაც დაახლოებით, 1,500 ცხოველის სიკვდილი, მათ შორის, ცხვარის, მაიმუნის და ღორის სიკვდილი გამოიწვია. 2023 წლის ივლისში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - რომელიც იკვლევს ცხოველთა კეთილდღეობის პრობლემებს, განმარტა, რომ ცხოველთა კვლევის წესების დარღვევა ვერ აღმოაჩინა. თუმცა უწყებაში ცალკე გამოძიება მიმდინარეობს. მასკის კომპანიას FDA-მ 2023 წლის მაისში მისცა ჩიპის ადამიანებზე ტესტირების ნებართვა. ილონ მასკის კომპანიამ მაიმუნის ტვინში ჩიპი ჩანერგა
ოკუპირებულ ყირიმში, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის სარადარო სადგური განადგურებულია - უკრაინა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდაცვის სისტემის სარადარო სადგურს დაარტყეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, მტრის სამიზნე სოფელ როზდოლნესთან მდებარეობდა. სამხედროებმა აღნიშნეს, რომ მათ დარტყმა წარმატებით განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში, სოფელ როზდოლნესთან რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის სარადარო სადგური წარმატებული დარტყმის შედეგად განადგურდა.
შვეიცარიამ Leopard 2-ის ტანკების გერმანიაში გაგზავნა დაიწყო
შვეიცარიის შეიარაღებულმა ძალებმა, გერმანიაში 25ერთეული Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკიდან, ცხრა გაგზავნა. ტანკები გერმანიის მწარმოებელ Rheinmetall-ს გადაეცემა დეკომისაციისთვის. ამის შესახებ შვეიცარიის თავდაცვის, სამოქალაქო დაცვისა და სპორტის დეპარტამენტმა 30 იანვარს განაცხადა. ტვირთი სარკინიგზო გზით გერმანიას უკვე გადაეცა. ტანკებს გერმანული შეიარაღების კონცერნი Rheinmetall კაპიტალური რემონტისთვის შეისყიდის. ტანკების ის ნაწილები, რომლის გამოყენებაც შვეიცარიელ სამხედროებს ჯერ კიდევ შეუძლიათ, უსასყიდლოდ დაუბრუნდება. გასული წლის ნოემბერში შვეიცარიის მთავრობამ Leopard 2-ის 25 ტანკის გერმანიისთვის გადაცემა იმ პირობით დაამტკიცა, რომ ისინი უკრაინაში არ მოხვდება. შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ, გერმანული კომპანია Rheinmetall-სთვის Leopard 2-ის 25 ტანკის გადაცემის შესახებ განაცხადი დაამტკიცა. „გერმანიამ უზრუნველყო იმის გარანტია, რომ გაყიდული ტანკები დარჩება გერმანიაში, ან ნატო-სა და ევროკავშირის პარტნიორებთან, რათა საკუთარი მარაგები შეავსონ,“ - ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებაში. გასული წლის დასაწყისში, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა შვეიცარიას სთხოვეს, Leopard 2-ის ტანკები მწარმოებლისთვის, გერმანული კომპანია Rheinmetall-სთვის მიეყიდა. მათ შვეიცარიას გარანტიები მისცეს, რომ ტანკები უკრაინაში არ აღმოჩნდება.
მედია: სომხეთმა რუსეთის მიერ ძებნილის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა
ერევნის ადმინისტრაციულმა სასამართლომ უარი განაცხადა ჩეჩნური წარმოშობის რუსეთის მოქალაქის, სალმან მუკაევის რუსეთში ექსტრადირებაზე. ინფორმაციას რადიო თავისუფლების პროექტი Current Time ავრცელებს. სომხეთში მას თავშესაფარი და ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს, როგორც პირს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში რეპრესიები ემუქრება. ამის შესახებ კრიზისულმა ჯგუფმა „SK SOS-მა“ განაცხადა. რუსეთში ის ძებნილად იყო გამოცხადებული სისხლის სამართლის საქმეზე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, გადაცემის ან შენახვის ბრალდებით. სომხეთიდან მუკაევს ევროპის ქვეყანაში გაფრენა სურდა, მაგრამ საპასპორტო კონტროლისას განუცხადეს, რომ ის რუსეთში იძებნებოდა და საზღვარს ვერ გადაკვეთდა. ამის შემდეგ მან თავშესაფარი ითხოვა სომხეთში. ერევნის სასამართლომ აღიარა, რომ ჩეჩნეთში და ზოგადად რუსეთში ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებმა შეიძლება, განიცადონ დევნა, რეპრესიები და სასტიკი მოპყრობა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში ნახსენებია ახალი რუსული ნორმები, რომელთა მიხედვითაც ლგბტქ+ ექსტრემისტულ მოძრაობად არის აღიარებული. სალმან მუკაევი ჩეჩნეთში 2020 წლის თებერვალში დააკავეს. უფლებადამცველების თქმით, პოლიციელები მას სცემდნენ და აწამებდნენ. მუკაევი გათავისუფლების შემდეგ სომხეთში გაემგზავრა.
CIA-ს დირექტორი: უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა აშშ-სთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნებოდა
„პუტინის მიერ წარმოებული ომი, რუსეთისთვის მრავალ დონეზე უკვე მარცხია. მისი თავდაპირველი მიზანი კიევის დაპყრობა და უკრაინის დამორჩილება, სულელური და მოჩვენებითი აღმოჩნდა. მისმა სამხედროებმა დიდი ზიანი განიცადეს. სულ მცირე 315,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა, განადგურდა რუსეთის ტანკების ომამდელი მარაგის ორი მესამედი, ხოლო პუტინის ათწლეულების განმავლობაში განთქმული სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამა ჩავარდა. ეს ყველაფერი უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცისა და ოსტატობის პირდაპირი შედეგია, რომელსაც აძლიერებს დასავლეთის მხარდაჭერა,“ - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი წერს სტატიაში „CIA-ს ტრანსფორმაცია კონკურენციის ეპოქაში“, რომელიც 30 იანვარს ჟურნალ Foreign Affairs-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბერნსის შეფასებით, წარმატების გასაღები უკრაინისთვის, დასავლური დახმარების შენარჩუნებაშია. აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის ხუთ პროცენტზე ნაკლები, ეს არის შედარებით მოკრძალებული ინვესტიცია, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ანაზღაურებით შეერთებული შტატებისთვის და მნიშვნელოვანი ანაზღაურება ამერიკული ინდუსტრიისთვის. CIA-ს დირექტორის შეფასებით, იარაღის ნაკადის შენარჩუნება, უკრაინას უფრო ძლიერ მდგომარეობაში ჩააყენებს, თუ სერიოზული მოლაპარაკებების შესაძლებლობა გაჩნდება. „ის იძლევა შანსს უკრაინის გრძელვადიანი გამარჯვებისა და რუსეთისთვის სტრატეგიული ზარალის უზრუნველსაყოფად. ამ გადამწყვეტ მომენტში კონფლიქტისგან თავის შორს დაჭერა და უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა, შეერთებული შტატებისთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნებოდა,“ წერს ბერნსი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი რუსეთის შეტევის დასრულებას პროგნოზირებს
ამ დროისთვის, რუსეთის ფედერაციის შეტევითი ოპერაცია უკრაინაში გრძელდება, მაგრამ, სავარაუდოდ, ის მთლიანად, გაზაფხულის დასაწყისში შეჩერდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა განაცხადა. კირილ ბუდანოვის თქმით, შეტევა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო და უკვე ორთვენახევარია, მიმდინარეობს. დაზვერვის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ თავდასხმის შედეგების დახასიათება არასწორი იქნებოდა, თუმცა „დონეცკის ოლქის ავდიივკის მახლობლად, ოკუპანტებმა გარკვეული წინსვლა განიცადეს.“ ამავდროულად, მან განმარტა, რომ მტრის მოქმედების დასრულება ნიშნავს უკრაინის ჯარების მოქმედებების დაწყებას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
მაკრონი ევროპას მოუწოდებს, დააჩქაროს უკრაინის დახმარება
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ევროპის ლიდერებს, მიიღონ გაბედული და „ინოვაციური“ გადაწყვეტილებები უახლოეს თვეებში, რათა „დააჩქარონ“ და გაზარდონ უკრაინის დახმარება. „მომავალ თვეებში ჩვენ მოგვიწევს, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერის მასშტაბები,” - განაცხადა მაკრონმა კარლბერგის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას, შვედეთში ვიზიტის დროს. ის მიიჩნევს, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში ფასი ყველასთვის ძალიან მაღალი იქნება. „ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოების ჩარჩო და არქიტექტურა აღარ იარსებებს, თუკი რუსეთი გაიმარჯვებს,“ აღნიშნა მაკრონმა. მაკრონის თქმით, ევროპა მზად უნდა იყოს აშშ-ის მხრიდან უკრაინის პოტენციურად დასუსტებული მხარდაჭერის კომპენსირება მოახდინოს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ, უკრაინას “გრძელვადიან პერსპექტივაში” დაუჭირონ მხარი და ამერიკული დახმარების სავარაუდო შემცირების ან შეჩერების კომპენსირება მოახდინონ. „ისე უნდა დავგეგმოთ ჩვენი ქმედებები, რომ თუ აშშ თავის სუვერენულ არჩევანს მიიღებს და დახმარებას შეაჩერებს ან შეამცირებს მას, ამან ადგილზე ვითარებაზე გავლენა არ მოახდინოს,” - განაცხადა მაკრონმა შვედეთში ვიზიტის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
NATO-ს სამმა მოკავშირემ, აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო განლაგების დაჩქარების შესახებ შეთანხმება გააფორმა
გერმანიამ, ნიდერლანდებმა და პოლონეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ბიუროგრაფიის შემცირებას, რაც ხელს უშლის ჯარების და იარაღის სწრაფ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას ჩრდილოეთ ზღვიდან NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგამდე მიმავალი ერთ-ერთი მთავარი დერეფნის გასწვრივ. ბრიუსელში, ევროპის თავდაცვის სააგენტოში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განმარტა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი პირობების არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ სამხედრო განლაგებას რაიმე შესაძლო კონფლიქტის წარმოშობამდე. NATO-მ გააფრთხილა თავისი წევრები, რომ ძალიან დიდი ბიუროკრატია აფერხებს ჯარების გადაადგილებას ევროპაში და ეს არის პრობლემა, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს სერიოზული შეფერხებები რუსეთთან კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში. რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე NATO-მ 1988 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ გამოაცხადა
რასმუსენი: უკრაინის NATO-ში არგაწევრიანება პუტინს ომის გაგრძელების სტიმულს აძლევს
ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 30 იანვარს კიევში განაცხადა, რომ NATO-მ ვაშინგტონის სამიტზე უკრაინა ალიანსში უნდა მიიწვიოს, რადგან ეს შეიძლება, იყოს „ინსტრუმენტი“ რუსეთის ომის დასასრულებლად. „მე ვიცი, რომ საკამათო და ყოველ შემთხვევაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება უკვე ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოწვევა ალიანსში,“აღნიშნა რასმუსენმა. დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა უზრუნველყონ ყველა ის იარაღი, რომელიც უკრაინას სჭირდება ომის მოსაგებად. „დადგა დრო, მოიხსნას ძველი თვითდაწესებული შეზღუდვები იარაღის მიწოდებაზე და რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ ყველა იარაღი, რომელიც უკრაინას სჭირდება“, - გაიმეორა რასმუსენმა.
ახალი ზუსტი მართვადი ბომბი GLSDB უკრაინამ აშშ-სგან შესაძლოა, ოთხშაბათს მიიღოს
Politico ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონმა წარმატებით გამოსცადა ახალი ზუსტი მართვადი ბომბი GLSDB, რომელიც შეიძლება, უკრაინამ უკვე ოთხშაბათს, 31 იანვარს მიიღოს. გამოცემის ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ 150 კილომეტრზე მოქმედი GLSDB რაკეტები “უკრაინისთვის მნიშვნელოვანი პოტენციალი” გახდება და რუსული ძალების წინააღმდეგ სიღრმეში დარტყმების განხორციელების საშუალებას მისცემს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ მართვადი ავიაბომბების გადაცემის შესახებ ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში გამოცხადდა. თუმცა, ვინაიდან, ის ახალი იარაღია, რომელიც შეიარაღებაში ჯერ ამერიკულ არმიასაც არ აქვს, შემოწმებების გავლას საჭიროებდა. ამიტომ GLSDB რაკეტების გადაცემა 2024 წლის დასაწყისისთვის გადაიდო. ცნობისთვის, ამერიკელი გენერლის ბენ ჰოჯესის შეფასებით, GLSDB-ის სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბები, რომელთა დიაპაზონი 150 კილომეტრია, ძირს გამოუთხრის რუსეთის უპირატესობას. „თუ უკრაინა მიიღებს GLSDB-ის სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბებს, რომელთა დიაპაზონი 150 კმ-ია, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ამ რადიუსში არ იქნება რუსული სამეთაურო პუნქტი,“ - აცხადებს ჰოჯესი. ჰოჯესის განმარტებით, სიზუსტის წყალობით, GLSDB-ს შეუძლია, შეარყიოს რუსეთის უპირატესობა. GLSDB არის მცირე ზომის ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალა, ფაქტობრივად, ფრთიანი ბომბი. ის აერთიანებს GBU-39 მცირე დიამეტრის საჰაერო ბომბს M26-ის სარაკეტო ძრავასთან. მისი გაშვება შესაძლებელია MLRS-M270 ან HIMARS სარაკეტო სისტემებიდან, რომლებიც უკრაინაში უკვე ხელმისაწვდომია. უკრაინა აშშ-ის ახალი სამხედრო პაკეტის ფარგლებში, შორ მანძილზე მოქმედ GLSDB-ის ტიპის რაკეტებს მიიღებს
ზელენსკი: როგორც NATO-ს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება, მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი
„როგორც NATO-ს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება, მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართული შეხვედრის შემდეგ Facebook-ის პირად გვერდზე წერს. „ჩვენს არმიას რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაცვის ფასდაუდებელი გამოცდილება აქვს. დღეს ანდრეს ფოგ რასმუსენს შევხვდი, Rasmussen Global-ის თავმჯდომარესა და NATO-ს გენერალურ მდივანს 2009-დან 2014 წლამდე. მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის “კიევის უსაფრთხოების პაკეტის” შედგენაში, რომელიც დიდი შვიდეულის ვილნიუსის დეკლარაციის საფუძველი გახდა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან ვალდებულებებს ითვალისწინებდა. ამ გზაზე პირველ შედეგებს უკვე მივაღწიეთ,” - წერს ზელენსკი.
ყაზახეთმა ევროპელ ინვესტორებს პორტებისა და აეროპორტების მართვა შესთავაზა
ყაზახეთი ევროპულ კორპორაციებს ქვეყნის ძირითადი პორტების მართვის საშუალებას აძლევს. ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი საუბრობს. „მზად ვართ, ყაზახეთის 22 აეროპორტი ევროპელ ინვესტორებს მართვაში გადაეცეს, რაც ნამდვილად გახდება სატრანზიტო კვანძი აზიასა და ევროპას შორის,“ - განაცხადა კარაბაევმა. გარდა ამისა, მინისტრმა მსგავსი პარტნიორობა ევროპელ ინვესტორებს, ქვეყნის საზღვაო პორტებთან დაკავშირებით, კერძოდ, აქტაუსა და კურიკის პორტებთან დაკავშირებითაც შესთავაზა. დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ამ პორტებმა შუა დერეფნის პროექტისთვის, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს, დამატებითი მნიშვნელობა შეიძინეს. კარაბაევმა ხაზი გაუსვა ყაზახეთის საკვანძო პოზიციას და მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს გლობალური კარიბჭის ინიციატივით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების განმტკიცებისთვის. მინისტრის თქმით, ორი უდიდესი აეროპორტი უკვე გადაეცა კერძო საკუთრებაში - ალმათის აეროპორტი თურქულ-ფრანგულ კომპანია TAV-ს, რომელიც პარიზის აეროპორტს მართავს და ასტანის აეროპორტი - კომპანია Terminals-ს, რომელიც აბუ დაბის აეროპორტებს მართავს. ბრიუსელში ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ ფორუმი გაიმართა. ორი დღის განმავლობაში ფორუმის მონაწილეები განიხილავდნენ აუცილებელ ინვესტიციებს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის უახლეს, მულტიმოდალურ და ეფექტიან მარშრუტად გადაქცევისთვის, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას 15 დღის განმავლობაში დააკავშირებს. მაღალი დონის მონაწილეებს შორის იყვნენ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის სამთავრობო წარმომადგენლები, ასევე, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი და ტრანსპორტის საკითხებზე პასუხისმგებელი კომისარი ადინა ვალეანი. ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა ყაზახეთის პრეზიდენტი: ვიწვევთ იტალიელ ინვესტორებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჩვენი პორტების განვითარებაში
უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ კიბერშეტევის შედეგად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სერვერი გათიშა - უკრაინული მედია
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (HUR) წამოიწყო კიბერშეტევა, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ საკომუნიკაციო სერვერს შეეხო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „კიბერთავდასხმის შედეგად, აგრესორი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტროს სერვერი, რომელიც სპეციალური კომუნიკაციებისთვის გამოიყენებოდა, გაითიშა,“ - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, შეწყვეტილია ინფორმაციის გაცვლა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც მოსკოვში მდებარე სერვერს იყენებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა გრძელდება. კიბერთავდასხმები რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხარის მიერ გამოყენებული სულ უფრო გავრცელებული იარაღი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი დარტყმის დროს, რუსი ჰაკერების სამიზნე იყო უკრაინის სატელეკომუნიკაციო პროვაიდერი, Kyivstar, რამაც გასული წლის დეკემბერში, კომუნიკაციის შეფერხება ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია.
პენტაგონი: უკრაინას ამერიკულ GLSDB ბომბებს მივაწვდით
პენტაგონში ადასტურებს, რომ უკრაინა შეთანხმებების შესაბამისად მიიღებს ამერიკულ GLSDB ბომბებს, მაგრამ კონკრეტულ ვადაზე ვერ ისაუბრებენ. „როგორც გასულ წელს აღვნიშნეთ, ჩვენ უკრაინას GLSDB-ს მივაწვდით. თუმცა ჩვენი ოპერაციების უსაფრთხოების საკითხის გათვალისწინებით, კონკრეტულ თარიღებს ვერ დავადასტურებთ,“ - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა. რაიდერის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინასთან და პარტნიორებთან უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს. ახალი ზუსტი მართვადი ბომბი GLSDB უკრაინამ აშშ-სგან შესაძლოა, ოთხშაბათს მიიღოს
იენს სტოლტენბერგმა კონგრესში დავის ფონზე, უკრაინის დახმარების საკითხი ამერიკელ კანონმდებლებთან განიხილა
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს და კონგრესის სხვა წევრებს შეხვდა. მან უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. ნფორმაცია ალიანსის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ეს მხარდაჭერა უკრაინის გადარჩენისა და ევროპის სტაბილურობისთვის გადამწყვეტია. გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძლიერი NATO შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებში შედის. „NATO-ს მეშვეობით აშშ-ს უფრო მეტი მეგობარი და მოკავშირე ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.