ძებნის რეზულტატი:

გერმანელმა გამომძიებლებმა ფულის გათეთრების რუსულ-ევრაზიული დიდი ქსელი გამოავლინეს

გერმანიაში გამომძიებლებმა ფულის გათეთრების რუსულ-ევრაზიული დიდი ქსელის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. ბერლინის შტატის გენერალურმა პროკურატურამ 20 თებერვალს გამოაცხადა, რომ 50-ზე მეტ ლოკაციაზე ჩაატარა ჩხრეკა, მათ შორის საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში. კერძოდ, გამოძიება შევიდა ბერლინის, ბრანდენბურგის, ბადენ-ვიურტემბერგისა და საქსონიის ფედერალურ შტატებში. ამოღებულია საქმიანი დოკუმენტები, მობილური ტელეფონები. ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც 53 წლის არის, ბრანდენბურგში დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები ასევე ჩატარდა ლატვიასა და მალტაში. ჯამში, საქმეში თერთმეტი - 31-დან 58 წლამდე ასაკის პირები ფიგურირებენ. მათ შესახებ დეტალები არ არის საჯარო. გამოძიების თანახმად, არაუგვიანეს 2021 წლის ივლისში, მალტაში ფინანსური ინსტიტუტის ბაზაზე საწარმოთა ქსელი შეიქმნა. ამ ქსელის მეშვეობით, ეჭვმიტანილები მართავდნენ უკანონო ფულადი ნაკადებს მათი ნამდვილი წარმოშობის დამალვის მიზნით. საუბარია რამდენიმე ათეული მილიონ ევროზე. გამომძიებლების თქმით, ჯგუფი ძირითადად რიგასა და ბერლინში მოქმედებდა. პარალელურად გამოძიება რიგაში მიმდინარეობს. გამოძიების წარმატებას ხელი შეუწყო ლატვიასა და გერმანიაში ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის (Joint Investigation Team - JIT) ჩამოყალიბებამ, რომელიც 2023 წლის დეკემბრიდან მოქმედებდა. გამომძიებლებმა ასევე მიიღეს მხარდაჭერა მალტის, ევროჯასტისა და ევროპოლის კოლეგებისგან.  

კირბის თქმით, უკრაინის მიერ ავდიივკის დატოვება კონგრესის უმოქმედობის შედეგია

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების კომიტეტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ავდიივკის დატოვება კონგრესის უმოქმედობის შედეგია. მან აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა რუსეთის თავდასხმების შეჩერების შესაძლებლობა, ვიდრე საბრძოლო მასალა არ დაუმთავრდა. „განსაკუთრებით საბრძოლო მასალის საარტილერიო სახეობები, რომლებიც იმისთვის სჭირდებოდა, რომ რუსული ძალებისთვის უკრაინულ თავდაცვით ხაზებამდე მისვლასა და ამ პოზიციების დაპყრობაში შეეშალა ხელი,” - განაცხადა კირბიმ. მან აღნიშნა, რომ უკრაინელების მიერ ავდიივკადან გამოსვლა არ უკავშირდება სიმამაცის, სამხედრო მმართველობის, ტაქტიკური გამბედაობის ან უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო უნარების ნაკლებობას. „ეს კონგრესის უმოქმედობის გამო მოხდა. ვაფრთხილებდით კონგრესს, რომ მისი უმოქმედობის შემთხვევაში უკრაინა დანაკარგებს განიცდის ბრძოლის ველზე, რაც მოხდა”, - განაცხადა კირბიმ. სირსკი: ავდიივკას მაინც დავაბრუნებთ თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ CNN-ის ჟურნალისტ ქრისტიან ამანპურთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა ავდიივკას არ დაკარგავდა იმ შემთხვევაში თუ „მიიღებდა ყველა საჭირო საარტილერიო ჭურვს, რომლებიც დაცვისთვის სჭირდება.“ „ხალხმა ერთი მარტივი რამ უნდა გაიგოს. კანონპროექტის მიღება - ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაცები ფრონტზე გაიგზავნოს, დროა საჭირო. და სანამ ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, პლუს გაითვალისწინეთ ლოგისტიკა, მთელი ეს დრო ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ თავს გაწირავენ ფრონტზე, რუსეთის უფრო დიდი ძალების წინააღმდეგ დაცვაში,“ - განაცხადა კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიზეზი, თუ რატომ არიან უკრაინელი სამხედროები იძულებულნი „საკუთარი თავი გაწირონ და მოკვდნენ“, იმაში მდგომარეობს, რომ “ვიღაცები ჯერ კიდევ განიხილავენ გადაწყვეტილებას.” „პატივს ვცემ [აშშ-ის] შიდა პოლიტიკას და მასში არ ჩავერევი, მაგრამ მინდა, ყველას ახსოვდეს, რომ ერთ ადგილში დებატების ყოველი დღე სხვა ადგილში კიდევ ერთ სიკვდილს უდრის,” - განაცხადა კულებამ.  

სამხრეთ კორეამ უკრაინას სასწრაფო დახმარების 10 მანქანა გადასცა

სამხრეთ კორეის მთავრობამ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების 10 მანქანა გადასცა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა. „კორეის მთავრობისგან მივიღეთ კიდევ 10 სასწრაფო დახმარების მანქანა. მთლიანობაში კორეა გეგმავს 100 მანქანის გამოგზავნას. გასული წლის დეკემბერში უკვე მივიღეთ 30 სასწრაფო დახმარება. კიდევ ერთი პარტია, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მარტში ჩამოვა," - წერს ლიაშკო. მინისტრის თქმით, თითქმის ორწლიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა სასწრაფოს 103 მანქანა დააზიანეს, გაანადგურეს 258 და კიდევ 125 მიიიტაცეს. როგორც ცნობილია, 2024 წლის თებერვლის დასაწყისში უწყებრივი ჯანდაცვის დაწესებულებებმა მიიღეს სასწრაფო დახმარების ახალი მანქანები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით შეიძინეს.   

აშშ-მ კიბერდანაშაულში ჩართულ რუსებს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოაცხადა სანქციები ორი რუსის წინააღმდეგ, რომლებიც LockBit ჯგუფის ჰაკერულ საქმიანობაში მონაწილეობდნენ. ეს ჯგუფი დაკავებულია საზღვარგარეთ კრიტიკული ქსელების დაბლოკვით და სამუშაოს განახლებისთვის ფულს ითხოვს. ამრიგად, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ივან კონდრატიევს, ნოვომოსკოვსკის ეროვნული რისკის საზოგადოების ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელიც LockBit ჯგუფის ნაწილია. გარდა ამისა, შეზღუდვები დაწესდა არტურ სუნჰატოვზე, ერთ-ერთ აქტიურ ოპერატორზე, რომელიც იყენებს LockBit პროგრამულ უზრუნველყოფას. ამავდროულად, აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს კიბერკრიმინალების მფარველობას, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ, განახორციელონ თავდასხმები შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ. ასეთი თავდასხმები ხშირად მიზნად ისახავს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, საავადმყოფოებზე, სკოლებსა და ფინანსურ ინსტიტუტებზე შეტევას. როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების მთავრობა მუდმივად აწესებს სანქციებს რუსეთის ფედერაციაში ამ საქმიანობაში ჩართული ჰაკერების ჯგუფებისა და პირების წინააღმდეგ. კერძოდ, გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა ავსტრალიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინაციით დააწესა სანქციები Trickbot Cybercrime Group-ის წინააღმდეგ.  

ხავი ერნანდესი: ხვიჩა კვარაცხელია თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა

ბარსელონას“ მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის შეხვედრის წინ მეტოქე გუნდში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შეაქო. „დიდი იმედით და ენთუზიაზმით ველოდებით „ნაპოლისთან“ შეხვედრას, რომელმაც მწვრთნელი თამაშის წინ შეცვალა. სერია A-ს მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირება ადვილი არასოდეს ყოფილა. გამოვარჩევდი ნეაპოლელთა შეტევის დუეტს, ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას. ისინი უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან. კვარაცხელია თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, ამიტომ მას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენთვის ამ შეხვედრაში საკუთარი კარის დაცვა მნიშვნელოვანი იქნება. მოტივირებული ვარ. მატჩისთვის ისე უნდა მოვემზადოთ, რომ მოთამაშეებმა თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. ჩვენზე ზეწოლა იქნება და ეს არ მიკვირს. ყოველთვის ასეა, როდესაც „ბარსელონას“ ეთამაშებიან, ჩვენთან ყველა განსაკუთრებულად მონდომებულია. მოცემული სიტუაცია გუნდის დნმ-ს არ ცვლის, ხვალ მოედანზე მოსაგებად გავალთ, ფრე არ არის საუკეთესო შედეგი „ბარსასთვის“, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპასუხო მატჩს სახლში ვითამაშებთ,“ – განაცხადა შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე „ბარსელონას“ მწვრთნელმა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ შორის ოთხშაბათს, 21 თებერვალს „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.  

ევროკავშირმა ნავალნის სიკვდილის გამო რუსეთის წარმომადგენელი გამოიძახა

20 თებერვალს ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ რუსეთის საქმეთა რწმუნებული ბრიუსელში ოპოზიციონერის - ალექსეი ნავალნის პატიმრობაში სიკვდილის გამო გამოიძახა. „ევროკავშირის მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, შუა აზიის რეგიონუდ და ეუთოს საკითხებში, მიხაელ ზიბერტმა გამოიძახა რუსეთის საქმეთა რწმუნებული ევროპის კავშირში კირილ ლოგვინოვი და მოუწოდა რუსეთს, ნავალნის სიკვდილის „გარემოებათა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება ჩაატაროს“ - ნათქვამია ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნავალნის გარდაცვალების გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს განიხილავს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.  

ნავალნის მიმართ პატივისცემის საუკეთესო გამოვლენა უკრაინაში რუსეთის მარცხი იქნება - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ნავალნის სიკვდილმა და ბოლო თვეებში ფრონტზე რუსეთის პირველმა წარმატებამ ხელი უნდა შეუწყოს NATO-სა და და მისი მოკავშირეების ყურადღების მიპყრობას იმაზე, რომ აუცილებელია უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების გაწევა. 20 თებერვალს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, ალიანსის ხელმძღვანელმა, სხვათა შორის თქვა, რომ უკრაინის ჯარების გაყვანა ქალაქ ავდეევკიდან რამდენიმე თვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ აჩვენებს სამხედრო დახმარების აუცილებლობას „რათა იყოს იმის გარანტია, რომ რუსეთს არ ექნება შემდგომი წარმატება.“ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნავალნის გარდაცვალების გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს განიხილავს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.

თურქულმა გამანადგურებელმა KAAN-მა პირველი ფრენა შეასრულა

თურქეთის ეროვნულმა გამანადგურებელმა  KAAN პირველი რეისი შეასრულა, იუწყება ადგილობრივი მედია. მისივე თანახმად, ფრენა წარმატებით შესრულდა. მეხუთე თაობის თვითმფრინავი TAI-ის მიერ შეიქმნა იმ მიზნით, რომ თურქული არმიის მოძველებული F-16 ფლოტი შეცვალოს. ერდოღანის თქმით, ამ თვითმფრინავით თურქეთი გახდება ერთ-ერთი იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომელსაც მსგავსი ტექნოლოგიები აქვს. თვითმფრინავის განვითარებისთვის პროექტი 2016 წელს დაიწყო. ჰულუსი აკარი: თურქეთის გარეშე შავ ზღვაში ვერანაირი პროცესი ვერ განვითარდება ერდოღანი: KAAN-ი - მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავი თურქულ არმიაში F-16-ებს ნაწილობრივ ჩაანაცვლებს  

უკრაინის სამხედრო უნივერსიტეტებში კადეტებს ამერიკელი სპეციალისტები ასწავლიან

უკრაინის სამხედრო უმაღლეს სასწავლებელში კადეტებს ამერიკელი სპეციალისტები ასწავლიან. შეთანხმება უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნატალია კალმიკოვამ და ამერიკული კომპანია Sonata-ს წარმომადგენლებმა შეხვედრისას განიხილეს. „უკრაინის არმია ცვლილებებს ელოდება. ჩვენ უნდა მოვამზადოთ მომავალი და ამჟამინდელი სერჟანტები და ოფიცრები ამერიკული სტანდარტების შესაბამისად. ამავე დროს, ძალზე მნიშვნელოვანია სამხედრო კულტურის შეცვლა. უკრაინის არმიის მომავალი ხომ მასზეა დამოკიდებული. ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი ამერიკელი მეგობრების ურთიერთობის, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ფართომასშტაბიანი წვრთნები უკრაინაში ამერიკელი სპეციალისტების დახმარებით საშუალებას მისცემს უკრაინის არმიაში მრავალი აქტუალური პრობლემის გადაჭრას," - განაცხადა კალმიკოვამ. კომპანია Sonata უკრაინას დასავლურ სამხედრო ექსპერტიზას, კონსულტაციას და მატერიალურ დახმარებას უწევს. ეს პროცესი მიმდინარეობს უკრაინის თავისუფლების ფონდთან და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან კოორდინაციით. ასევე, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი უკრაინული სასწავლო ცენტრი განახორციელებს შეფასების ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება აშშ-ს არმიაში. ტესტის მიზანი იქნება პოტენციური ლიდერების გამოვლენა, რომლებიც მოგვიანებით სერჟანტები გახდებიან.  

რუსეთმა ამსტერდამის სასამართლოში „იუკოსის“ საქმეზე $50 მილიარდის სააპელაციო საჩივარი წააგო

რუსეთმა ამსტერდამის სასამართლოში "იუკოსის" საქმეზე 50 მილიარდი დოლარის სააპელაციო საჩივარი წააგო. ინფორმაციას Ukrinform-ი NOS-ზე დაყრდნობით წერს. „რუსეთმა რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიის, "იუკოსის" სამ ყოფილ აქციონერს 50 მილიარდი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. ამსტერდამის სასამართლომ უარყო რუსეთის უახლესი პროტესტი სასამართლო პროცესზე, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა," - წერს გამოცემა. ამ დროისთვის ჯერ უცნობია, დამთავრდება თუ არა საქმე, რადგან რუსეთს, როგორც ადრე, შეუძლია სხვა ინსტანციას მიმართოს. როგორც ცნობილია, 2014 წლის ივლისში ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთის ქმედებები 2006 წელს გაკოტრებული "იუკოსის" ყოფილი მფლობელების მიმართ ექსპროპრიაციად ცნო. შეგახსენებთ, 2006 წელს რუსეთის მთავრობამ წამყვანი რუსული კომპანიის "იუკოსის" ექსპროპრიაცია მოახდინა, რის შედეგადაც კომპანია საბოლოოდ გაკოტრდა. გაკოტრების შემდეგ აქციონერები რუსეთის სახელმწიფოსგან კომპენსაციას ითხოვდნენ. აქციონერების თქმით, ექსპროპრიაცია იყო "უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული", რის შემდეგაც დაიწყო სასამართლო პროცესი. საქმე ნიდერლანდებში ჩატარდა, ვინაიდან "იუკოსის" უცხოური ფილიალები ჰოლანდიური ფონდის ნაწილია. ცნობისთვის, მანამდე ჰააგის სასამართლომ აქციონერების სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს ისტორიაში ყველაზე დიდი საარბიტრაჟო თანხის - 50 მილიარდი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. რუსეთის ფედერაციამ სცადა გადაწყვეტილების გასაჩივრება და მისი გაუქმება. საბოლოოდ საქმე უმაღლეს ინსტანციამდე - უზენაეს სასამართლომდე მივიდა. გადაწყვეტილება ნაწილობრივ გააუქმა 2021 წელს ნიდერლანდების უმაღლესმა სასამართლომ, რომელმაც ქვედა სასამართლოს სთხოვა საქმის ერთ-ერთი საფუძვლის გადახედვა. სასამართლომ დაადგინა, რომ ადრინდელი გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს პროცედურული ნიშნით და ამსტერდამის სააპელაციო სასამართლომ კვლავ განიხილოს საქმე. მაგრამ რუსეთმა ვერ გააუქმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც აიძულებს მას 50 მილიარდ დოლარზე მეტი გადაუხადოს "იუკოსის" ყოფილ აქციონერებს.  

დიდი ბრიტანეთი ფოლკლენდის კუნძულების დაცვას გააგრძელებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა ფოლკლენდის კუნძულებზე ვიზიტისას განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი კუნძულების დაცვას გააგრძელებს. „სანამ ფოლკლენდის კუნძულების მოსახლეობას დიდი ბრიტანეთის ოჯახის ნაწილად დარჩენა სურს, მაშინ მათი სურვილი, რომ ამ ოჯახის ნაწილს წარმოადგენდნენ, აბსოლუტურად მისასალმებელია,“ - განაცხადა დევიდ კამერონმა. ქემერონმა პორტ სტენლიში ფოლკლენდის ომში დაღუპულთა მემორიალს მიაგო პატივი. „ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ და დავიცავთ, იქამდე, სანამ მათ ამის სურვილი აქვთ. იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, შესაძლოა სამუდამოდაც კი“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 1982 წელს ფოლკლენდის კუნძულების გამო, დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის სამხედრო კონფლიქტი მოხდა, რომელიც ორ თვეს გაგრძელდა და დიდი ბრიტანეთის გამარჯვებით დასრულდა. 2013 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე ფოლკლენდის მაცხოვრებლებმა ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ დარჩენას დაუჭირეს მხარი.  

უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული Su-34 ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები

უკრაინის სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული გამანადგურებელი სუ-34 ჩამოაგდეს, ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა 21 თებერვალს განაცხადა. საჰაერო ძალების ცნობით, ეს არის მეშვიდე რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც უკრაინამ გასული კვირის განმავლობაში გაანადგურა.  

ბერბოკი: პუტინი ცდებოდა თუ ეგონა, რომ მსოფლიო ორი წლის შემდეგ დაივიწყებდა, ვინ არის პასუხისმგებელი უკრაინის ომზე

რიო-დე-ჟანეიროში 21-22 თებერვალს „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. მის დაწყებამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი აგრძელებს უკრაინისთვის განუზომელი ტანჯვის მიყენებას და პირდაპირი მნიშვნელობით, უკრაინელების თავებზე იარაღი აქვს მიბჯენილი. გერმანელი მინისტრის თქმით, გააგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. „თუ მას ეგონა, რომ მსოფლიო რაღაც მომენტში, ორი წლის შემდეგ დაივიწყებდა, ვინ არის პასუხისმგებელი უკრაინის ომზე და მის მკვეთრ გლობალურ შედეგებზე, ცდებოდა. ჩვენ არასოდეს ვიტყვით უარს გაერო-ს ფუნდამენტურ პრინციპებზე და გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება და სანამ მისი ხალხი კვლავ შეძლებს მშვიდობიანად და თავისუფლებაში ცხოვრებას,“ - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.  

უკრაინელი მფრინავები აშშ-ში F-16-ებზე წვრთნებს ზაფხულისთვის დაასრულებენ

არიზონის ეროვნული გვარდიის ცნობით, პირველი ოთხი უკრაინელი მფრინავი ზაფხულისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე წვრთნების დასრულებას გეგმავს, იტყობინება CNN. პილოტებმა სწავლება ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყეს. პენტაგონმა განაცხადა, რომ სასწავლო პროცესის დასრულებას რამდენიმე თვე დასჭირდება. არიზონის ეროვნული გვარდიის კაპიტანი ერინ ჰანიგანის, არიზონას ეროვნული გვარდიის სპიკერის, კაპიტანი ერინ ჰანიგანის თქმით, კიდევ ოთხი პილოტისაგან შემდგარმა მეორე ჯგუფმა სწავლება იანვარში დაიწყო, ხოლო მესამე ჯგუფი ამჟამად გადის ინგლისურენოვან ტრენინგს. „მოსალოდნელია, რომ ყველა პილოტი ტრენინგს მაისიდან აგვისტომდე დაასრულებს,“ აღნიშნა ჰანიგანმა, თუმცა ზუსტი ვადები დამოკიდებულია პროგრამის პროგრესზე. F-16-ები უკრაინის ცაზე გამოჩნდებიან  

აშშ-სთან შევთანხმდით, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებისთვის ვითანამშრომლოთ - აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი

აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა. „ჩვენ შევთანხმდით ენერგორესურსების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეფრი პიატთან, რომ ვითანამშრომლოთ სამხრეთ გაზის დერეფნის გაფართოებისთვის. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობები ტრადიციული ენერგეტიკული პარტნიორობის განვითარების ახალ ეტაპზე“, - აღნიშნა შაჰბაზოვმა. აშშ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ გაზის დერეფანს, რადგან ვაშინგტონის შეფასებით, ის წვლილს შეიტანს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და კასპიის რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაში დასავლეთთან. ცობისათვის, სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. აშშ-ის ევროპული სარდლობა: საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას  

ძალადობის და მუქარის ფაქტებზე სამართალდამცველია მხილებული - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის და მუქარის ფაქტებზე სამართალდამცავი ამხილა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა. „2023 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეში, ბრალდებულმა თავის მეუღლესთან ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მასზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. 2024 წლის თებერვალში, ბრალდებული მეუღლეს სოციალურ ქსელ Facebook-ით კომუნიკაციისას, სახლის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო, რის საფუძველზეც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარის ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სამართალდამცავს ბრალდება წარედგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რუსული სასამართლო ალექსეი ნავალნის დედის საჩივარს მარტამდე არ განიხილავს

რუსეთის ქალაქ სალეხარდის სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კოლონიაში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის დედის საჩივარს, რომელიც შვილის ცხედრის გადაცემას ეხება. ლუდმილა ნავალნაიამ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს 20 თებერვალს მიმართა და შვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემა მოითხოვა. იმავე დღეს, ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორმა ივან ჟდანოვმა განაცხადა, რომ საჩივრით მიმართეს ქალაქ სალეხარდის სასამართლოს. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ მიერ სასამართლოზე დაყრდნობით დღეს, 21 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 20 თებერვალს მიღებულ საჩივარს სასამართლო 4 მარტს, დახურულ სხდომაზე განიხილავს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22-24 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. დედაქალაქში - თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 22-23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 24 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 22-23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი, 24 თებერვალს კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 22-23 თებერვალს ნალექია მოსალოდნელი, ხოლო 24 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით12, +14 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 22-23 თებერვალს მოთოვს, 24 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.  

ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია: ჩვენი სურვილი იქნებოდა, საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონოდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბაჟანია რუსულ სააგენტო ტასსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სოხუმში დაინტერესებული არიან „საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით.“ „მთლიანობაში ჩვენი სურვილი იქნებოდა, საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონოდა. ამის თქმა შემიძლია, ჩვენ საქართველოს ხალხთან არავითარი ანტაგონიზმი არ გვაქვს, ჩვენ პრეტენზიები გვქონდა მათთან ვინც ეს ომი გააჩაღა და მათთან, ვინც ამ ომში მონაწილეობდა. ამან შეცვალა ყველაფერი საფუძვლიანად,“ - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა. ბჟანიას თქმით, დღეს „არსებობს დამოუკიდებელი აფხაზეთი, დამოუკიდებლობა, რომელიც მხარდაჭერილია რუსეთის ხელისუფლებისა და ხალხის მიერ.“ „ჩვენ განვითარების ჩვენი გზა გვაქვს და მას მივსდევთ. ამასთან დაინტერესებული ვართ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით, ეს ერთი ამბავია, მეორე ამბავი ისაა, რომ გვესმის, ეს რამდენად არაა მარტივი. მაგალითად ავიარეისები, რომელიც სალონიკიდან (საბერძნეთი) სტამბოლში (თურქეთი) სრულდება, წერენ სალონიკი-კონსტანტინოპოლი, იყო ასეთი ფაქტი, კონსტანტინოპოლი ბერძნული მართლმადიდებლური ქალაქი იყო, მაგრამ ის ახლა ასეთი აღარაა, იყო ასე მაგრამ შეიცვლა, როდესაც ამას გაიგებენ საქართველოს ხელმძღვანელები, მაშინ ნორმალური ურთიერთობების დამყარების პროცესები სხვა დინამიკას შეიძენს,“ - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა. ბჟანიამ კვლავ ისაუბრა საქართველოს მთავრობის „პრაგმატულ მიდგომაზე.“    

ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას ოჯახი დახმარებას ითხოვს

რუსეთში უვადო პატიმრობა მისჯილი ქართველი მებრძოლის, 22 წლის მამუკა გაწერელიას ოჯახი უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ოჯახს არ ჰყავს ადვოკატი და არც დამხმარე პირი, ვინც რუსეთის სამართალდამცავ უწყებებთან დააკავშირებს და შვილის გათავისუფლებაში დაეხმარება. უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლის, მამუკა გაწერელიას მიმართ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ ცნობები 20 თებერვალს  გავრცელდა. ამავე არხით შეიტყო მებრძოლის ოჯახმა, რომ „აზოვსტალის“ გათავისუფლებისთვის ბრძოლაში 2022 წლის მაისში ტყვედ ჩავარდნილ მამუკა გაწერელიას 20 თებერვალს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დედა პატიმრობაში მყოფ შვილს 20 თებერვალს ტელეფონით ესაუბრა. დედა-შვილს მხოლოდ 2 წუთით მისცეს საუბრის უფლება. დალი ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 22 წლის მამუკა გაწერელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილია. მისი ოჯახი - დედ მამა და ორი ძმა, ზუგდიდში ცხოვრობს. „აზოვსტალის" ქართველი დამცველის შესახებ „ამერიკის ხმას" 2023 წლის დეკემბერში ესაუბრა ლაშა დიაროვი, „ახალი საქართველო – სამოქალაქო პლატფორმის" დამფუძნებელი. მისი ინფორმაციით, მამუკას კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან და ოფიციალურად ირიცხებოდა მსროლელად, უკრაინის არმიის უცხოელ მოხალისეთა ლეგიონში. ლეგიონი თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დაქვემდებარებაშია. როგორც დიაროვმა განმარტა, ტყვეთა გაცვლის პროგრამაში მამუკა გაწერელიას შეყვანა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მას აქვს საქართველოს პასპორტი, საქართველოს მოქალაქეა და შესაბამისად, რუსები „დაქირავებულ მებრძოლად“, ე.წ Наёмник-ად მიიჩნევენ.“